სიახლეები

რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით

30.05.2012
რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთკანდიდატიანი არჩევნების ტრადიციას აგრძელებს. აკადემიური საბჭო რექტორად ამჯერადაც ალეკო ბაკურიძეს აირჩევს, თუმცა მათ სხვა არჩევანის შესაძლებლობა არც ექნებათ, რადგან უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მოქმედმა რექტორმა გამოთქვა.

მაისის ბოლოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი შეიკრიბება და უნივერსიტეტის ახალ რექტორს აირჩევს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი და სავარაუდოდ მომავალი რექტორი, ალეკო ბაკურიძეა. უნივერსიტეტში რექტორობის სურვილი სხვას არავის გამოუთქვამს.

რატომ აღმოჩნდა ალეკო ბაკურიძე კონკურენტის გარეშე და რამ გამოიწვია რექტორის არჩევნების მიმართ ასეთი გულგრილობა,  რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატით ტარდება არჩევნები უნივერსიტეტში? ალეკო ბაკურიძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს: „მე ნამდვილად ვერ გეტყვით მაგას. ვერც იმას გეტყვით, ვინმეს ჰქონდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ჯერ ერთი, თავისუფალი დრო არ მაქვს და თუ მაქვს, თბილისში მივდივარ. არჩევნები თავისუფალია“.

პროფესორი რამაზ ხალვაში, რომელიც  რექტორის წინა არჩევნებზე ალეკო ბაკურიძის  ერთადერთი კონკურენტი იყო,  დღეს არსებულ სიტუაციას ასე აფასებს: „პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ ეს ოთხი წელი იყო სერიოზული სტაბილიზაციის წელი, რადგან მანამდე თითქმის ყოველ სამ თვეში ცვლიდნენ რექტორს და უნივერსიტეტში კრიზისული სიტუაცია იყო. ბოლო პერიოდში კი ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკა გატარდა. რატომ გაქრა ინტერესი? სხვაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე არ წამოვაყენე კანდიდატურა ამ აკადემიური საბჭოს პირობებში, სხვა ვითარებაში შეიძლებოდა“.   კითხვაზე, რას გულისხმობთ, საბჭოს პოლიტიზებას ხომ არა? –  რამაზ ხალვაში პასუხობს: „ეს ყველა აკადემიურ საბჭოს აქვს, მაგრამ ეს საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებიც ალეკო ბაკურიძის გარდა სხვა კანდიდატურას ვერ აირჩევენ. მომავალში მე ვაპირებ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას“.

რაც შეეხება ალეკო ბაკურიძეს, მან აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა უკვე წარუდგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაუმჯობესებასაც რექტორი აპირებს, სწავლების ხარისხის ამაღლებაა. „სისტემა შემუშავებულია, „ბათუმელებიც“ წერდა, რომ ბიბლიოთეკაში სახელმძღვანელოები საკმარისი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი წიგნამდე მივიდა. როდესაც სწავლის ხარისხი გაიზრდება, იქ ყველაფერი წესრიგში მოვა. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაა, არამედ ის, რომ სპეციალისტმა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე, დასაქმების ბაზარი საკუთარ თავსაც შეუქმნას და სხვებსაც“.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში არჩევნები ერთი კანდიდატით გამონაკლისი არ არის, ერთი თვის წინ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობის მსურველი მხოლოდ ერთი სტუდენტი აღმოჩნდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.