ავტორი: ნანა კვაჭაძე
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ერთი პაციენტის საქმეში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ რვა სახის დარღვევა აღმოაჩინა. ამის გამო რამდენიმე ექიმის საქმე ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო 429 ლარით დააჯარიმეს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საავადმყოფოს ჯარიმა მას შემდეგ დააკისრა, რაც პაციენტის, ნაზი ხარაზის, საქმე შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა.
85 წლის ნაზი ხარაზს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში რამდენიმე დღის მანძილზე მკურნალობდნენ დიაგნოზით _ კოლაპტოიდური მდგომარეობა, გულის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ნათესავებმა მისი სახლში გადაყვანა გადაწყვიტეს. პაციენტის მეუღლემ, ხასან მამულაძემ, სამედიცინო მომსახურების თანხის 25 პროცენტი, 35 ლარი გადაიხადა, (60 წელს გადაცილებულ პაციენტთა მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, თუ პაციენტის დიაგნოზი შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებს), თუმცა სამი დღის შემდეგ მას საავადმყოფოს იურისტი დაუკავშირდა და აცნობა, რომ 663 ლარი, მეუღლის მკურნალობის თანხა უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემოდა.
ხასან მამულაძე ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართა საავადმყოფოს ადმინისტრაციას და მის მიერ გადახდილი თანხის ქვითარიც წარადგინა, თუმცა მისგან 663 ლარის გადახდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის გაყიდვით ემუქრებოდნენ. მამულაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა განცხადებით, რომელმაც თავის მხრივ განცხადება სამედიცინო რეგულირების სააგენტოში გადააგზავნა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კვლევის თანახმად, 4 თებერვალს „ურგენტული პაციენტების სტაციონარულად მომსახურების აღრიცხვის ჟურნალში“ ფიქსირდება სოციალური მომსახურების სააგენტოზე გადაცემული სასწრაფო შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ნაზი ხარაზი სტაციონარში მოთავსებულია დიაგნოზით – „გ.დ. მწვავე უკმარისობა“, თუმცა პაციენტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მოხდა ნაზოლოგიური კოდის ხელოვნურად შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა დიოგნოზიც, „გ/დ. მწვავე უკმარისობის“ ნაცვლად გახდა „კოლაპტოიდური მდგომარეობა (მედიკამენტოზური) – ჰიპოტენზია გამოწვეული წამლებით“.
რატომ და ვინ შეცვალა ნაზოლოგიური კოდი პაციენტის გაწერის შემდეგ? რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, აბესალომ გურგენიძე ამბობს, რომ თავდაპირველად „კოდი იყო ურგენტული. მეორე დღეს განყოფილების გამგემ 11 საათზე შეცვალა კოდი, სააგენტოში გადავეცით ურგენტულ სიაში. ვფიქრობ, ექიმებმა კოდი შეცვალეს და რეგისტრატორი არ გააფრთხილეს, გადაცემა დაავიწყდათ, მაგრამ ამის დამტკიცება ძნელია… ექიმს არა აქვს ინტერესი, შეცვალოს კოდები“.
პაციენტისათვის დასმული თავდაპირველ დიაგნოზს, გულის მწვავე უკმარისობას – სახელმწიფო 75-პროცენტიანი თანაგადახდის პრინციპით ანაზღაურებს, მაშინ როცა მეორე დიაგნოზი – კოლაპტოიდური მდგომარეობა (მედიკამენტოზური) – არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან თანაგადახდას და მკურნალობის დაანგარიშება საავადმყოფოს შიდა სტანდარტის მიხედვით ხდება. ნაზი ხარაზის მკურნალობის ხარჯები ამ შემთხვევაში 665 ლარითა და 53 თეთრით განისაზღვრა.
აბესალომ გურგენიძე არ ფიქრობს, რომ კოდის შეცვლის მიზეზი შესაძლოა ეს გამხდარიყო: „მეეჭვება, რომ ჩვენი ექიმები იყვნენ ასე დაინტერესებული საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობით, რომ თავის თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა“.
გულის მწვავე უკმარისობა და კოლაპტოიდური მდგომარეობა (მედიკამენტოზური) – ორი სხვადასხვა დიაგნოზია. რის საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი და რატომ შეიცვალა პაციენტის გაწერის შემდეგ კოდი?- ნაირა კობალაძის, თერაპიული დეპარტამენტის კარდიოლოგიური მიმართულების წამყვანი სპეციალისტის აზრით, მათი დანაშაული ის არის, რომ პაციენტის ახლობლებს მაშინვე არ მიაწოდეს ინფორმაცია კოდის და დიაგნოზის შეცვლის შესახებ: „კოლაპტოიდური მდგომარეობა არის კრიკიტული მდგომარეობა და პრაქტიკულად ასე იყო. ზოგადად, ამ ქალბატონს გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა. ამ შემთხვევაში ის მდგომარეობა იყო, რომ სახლში შარდმდენები ჰქონდა მიღებული დიდი რაოდენობით, მედიკამენტებმაც შეუწყო ხელი ამ ყველაფერს“.
ნაზოლოგიური კოდის შეცვლის გარდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მომზადებულ დოკუმენტში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან დარღვევებზეცაა საუბარი. კერძოდ, „წინასწარ დიაგნოზში არ ფიქსირდება მიმღები განყოფილების ექიმების ლ. ჯაშისა და თ. ფუტკარაძის მიერ დასმული დიაგნოზი – გულის მწვავე უკმარისობა; კლინიკურ დიაგნოზში არ ფიქსირდება კარდიოლოგიური განყოფილების გამგის ნაირა კობალაძის მიერ დადგენილი პოლიორგანული უკმარისობა და არ არის მითითებული დიაგნოზის დადგენის თარიღი (ქ. ნიკოლაიშვილი, ბ. ჭელიძე); მკურნალობის შეწყვეტაზე თანხმობა მიღებულია არა პაციენტისგან, რომელიც იყო ქმედუნარიანი და შეეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება, არამედ მისი მეურვისგან; პაციენტის გაწერის შემდეგ, მოსალოდნელი რისკების შესახებ არ ეცნობა დაწესებულების ადმინისტრაციას; გამოკვლევის გეგმაში არ არის შეტანილი შარდის საერთო ანალიზი, რომელიც შიდა სტანდარტით გათვალისწინებულია“.
გარდა ამისა, ნაზი ხარაზის დოკუმენტაციის წარმოებისას ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ დარღვევას, სადაც მედდა დ. ნიჟარაძის სახელი ფიგურირებს. ნაზი ხარაზს რამდენიმე დღის მანძილზე ჟანგბადი მიეწოდებოდა, სულ მან გახარჯა 1,5 ბალონი, რომლის ღირებულება 23 ლარი და 10 თეთრია. თუმცა, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტმა დახარჯა 15 ბალონი ჟანგბადი, რომლის ფასმა 207 ლარს მიაღწია. მედდა ამბობს, რომ შეცდომა მექანიკური იყო (1,5 ნაცვლად დოკუმენტში ჩაიწერა 15).
მედდა ნიჟარაძე ერთადერთია, რომელმაც საავადმყოფოს ადმინისტრაციის მხრიდან საყვედური მიიღო. საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ მედდა ასე „დასაჯეს“. რაც შეეხება ექიმებს, რომელთა სახელებიც პაციენტის საქმეში ფიგურირებს, თერაპიული დეპარტამენტის კარდიოლოგიური მიმართულების წამყვანი სპეციალისტის, ნაირა კობალაძისა და კარდიოლოგ ქეთევან ნიკოლაიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად. „კომისია გადაწყვეტს, რა ზომებს მიიღებს და ჩვენ გადმოგვიგზავნის. ველოდებით მათ დასკვნას“, – ამბობს აბესალომ გურგენიძე.
გასული წლის ბოლოს ექიმთა პროფესიულმა საბჭომ ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ექვს თანამშრომელს შეუჩერა დროებით ლიცენზია.
ნაზი ხარაზი საავადმყოფოდან გაწერიდან 20 დღის შემდეგ გარდაიცვალა. პაციენტის მეუღლე, ხასან მამულაძე კი აპირებს სასამართლოს მიმართოს და საავადმყოფოსგან მორალური კომპენსაცია – 30 ათასი ლარი მოითხოვოს: „მე არ მჭირდება ეს ფული, მინდა მოხუცებულთა თავშესაფარს და ბავშვთა სახლს გადავურიცხო, ეს პრინციპის საქმეა. ამ ადამიანებმა მე შეურაცხყოფა მომაყენეს, მანერვიულეს, მაშინ, როცა ჩემი მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო და უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.“