სიახლეები

როგორ გავყიდოთ მანდარინი

30.05.2012 • • 1593
როგორ გავყიდოთ მანდარინი

ავტორი: ირმა ზოიძე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 22 800-ზე მეტი მეციტრუსეა. ამ ადამიანებმა ერთი თვის განმავლობაში უნდა მოახერხონ მოსავლის აღება და რეალიზაცია. რა პერსპექტივები აქვთ წელს ფერმერებს, სად და როგორ შეიძლება გაიყიდოს მანდარინი? “ბათუმელების” კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დონარა სურმანიძემ უპასუხა:

– წელს გაორმაგებულ, 85 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით. მათ შორის ქობულეთში – 50-მდე, ხელვაჩაურში 35 ათას ტონამდე. ციტრუსის 90 პროცენტი მოდის მანდარინზე, დანარჩენი ფორთოხალია, მცირე რაოდენობით ციტრო და გრეიფუტი. ციტრუსს “მეწლევობა”ახასიათებს, შარშან მცირე მოსავალი იყო, ამიტომაც წელს მეტი იქნება. სამზადისი იანვრიდან დავიწყეთ.
– ქალბატონო დონარა, რამდენად ადვილი იქნება მანდარინის რეალიზაცია წელს?
–ვფიქრობ, რეალიზაციის პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება ვაგონების მოწოდებას, რომელიც ციტრუსის გადაზიდვას დასჭირდება, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი გვპირდება, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. ძირითადი საექსპორტო ბაზარი მაინც უკრაინაა ჩვენთვის. ბორნის საშუალებით 48 საათში ჩადის ციტრუსი ილიჩევსკში.
გადამზიდავები ამბობენ, რომ საბაჟო გადასახადები საკმაოდ დიდია…

_ საქართველოს მხრიდან გადასახადი არ არის, რაც შეეხება უკრაინას, აჭარის მთავრობა ცდილობს, მათ საბაჟოზე ფიქსირებული გადასახადი რაც შეიძლება ნაკლები იყოს. გვპირდებიან, რომ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას. ტრანსპორტირების ხარჯები კი არ არის გაზრდილი.
რა დონეზე მოხდა შეთანხმება და რამდენ ხანში ელოდებით პასუხს?
–ძალიან მაღალ დონეზე, პასუხი უკვე მივიღეთ. გვითხრეს, რომ გადასახადი იქნება მინიმალური. პროდუქცია უნდა მივიდეს განბაჟებამდე, რომ დავინახოთ, შემცირდა თუ არა გადასახადი.
თქვენ “ბათუმელებთან” აღნიშნეთ, რომ პოლონეთის ბაზარზე გასვლაც გსურთ...
_ ეს საცდელი პარტიაა. შეიძლება ერთი ავტოტრანსპორტი გავიდეს.
გადამზიდავებს ციტრუსის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ. გლეხი მანდარინს ვერ გაყიდის, თუ ის კარგად არ გაყვითლდა. ნაყოფი არ უნდა იყოს დაავადებული და დაზიანებული. ასეთ პირობებში გლეხს ციტრუსის ნაწილი, ეგრეთ წოდებული “ენესი”გაუსაღებელი ხომ არ დარჩება?
_ ჩვენ ვიმუშავეთ იმაზე, რომ კარგი ხარისხის ნაყოფი მიგვეღო. მოსახლეობამ წელს მანდარინი შეწამლა, დაამუშავა და ამიტომაც ნაყოფი კარგია. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული “ენესი” ცოტა იქნება.
ვიმუშავეთ იმაზეც, რომ ციტრუსის შეფუთვა შესაბამისი იყოს. არ შეიძლება ციტრუსი გადიოდეს ვაშლის ოთხპლანკიანი ყუთებით. არის შემფუთავი ქარხნები, რომლებიც პლასტმასისა და მუყაოს ყუთებში ალაგებენ მანდარინს.
– ეს ხომ ხარჯებსაც გაზრდის?
–გაზრდის. სამაგიეროდ ბაზარზეც გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ჩვენი პროდუქცია. ასეთი ფორმით მიწოდებული პროდუქციის ფასიც მაღალია. ჩვენი პროდუქტი გემრიელია, შესაბამისად, შეფუთვაც თუ კარგი იქნება, რატომ არ უნდა გაიზარდოს ფასი?! ქართულ მანდარინს სხვასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ უკრაინაშიც.

ხელვაჩაურსა და ქობულეთში მუშაობენ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შემფუთავი ქარხნები. ქობულეთში გაიყიდა “ქართული პროდუქტის” საწარმო, მისი ახლანდელი მფლობელი უკრაინელი ინვესტორია. მას შეუძლია მიიღოს და დაახარისხოს 10 ათასი ტონა ციტრუსი. ის დაახარისხებს და თავადვე გაიტანს. ნაწილი კი, რომელიც ბაზარზე არ გავა, კონსერვანტებისა და ეთერზეთების დასამზადებლად მოიხმარება. ყველა ზომის ნაყოფს ერთნაირად მიიღებენ, დახარისხების გარეშე. ამასთან, ბათუმში იმუშავებს შპს “ციტროც”. დაახლოებით ათი ერთეული შემფუთავი საწარმო ამუშავდება.
– შარშან სახელმწიფო “ენესზე” დამატებით თანხას აძლევდა ფერმერს, წელს თუ იგეგმება ასეთი სახის სუბსიდირება?
–შარშან სეტყვამ მოუსწრო ციტრუსს და გააფუჭა, ამიტომაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ კომპენსაციის სახით დახმარებოდა მოსახლეობას ზარალის ასანაზღაურებლად. წელს ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, თან ხარისხიც მაღალია. წელს სეზონი გვიან იწყება, გასულ წელს, ამ დროს ათას ტონაზე მეტი გვქონდა გადატვირთული. წელს 72 ტონა გაიყიდა და ისიც შიდა ბაზარზე. მოსავლის კრეფას დაახლოებით 15 ნოემბრიდან შეუდგებიან.
–წელს რა ეღირება მანდარინი, სავარაუდოდ?

–არ ვიცი. საადრეო მანდარინი გაიყიდა უკვე 1,60-1,50 ლარად. ფასი დაიწევს, თუმცა არა მგონია, შარშანდელზე ნაკლები იყოს. ალბათ საშუალო ფასი მაინც 50-60 თეთრი იქნება. 25 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე უნდა მოვასწროთ მოსავლის 80 პროცენტის გაყიდვა, შემდეგ რეალიზაციის პროცესი იკლებს. ძალიან რთულია ერთ თვეში მოსავალიც აიღო და სწრაფადვე გაყიდო. ამიტომაც ჩვენ დავაფუძნეთ აგროსერვისცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ახალი, საადრეო ჯიშების გამოყვანა. გლეხმა შეიძლება მანდარინის კრეფა დაიწყოს სექტემბერში. იმედი გვაქვს, ამ საქმეში მედიაც დაგვიჭერს მხარს და საზოგადოებას მალე მივაწვდით ხმას. ასე სეზონის გახანგრძლივებას მოვახერხებთ.

გადაბეჭდვის წესი