Batumelebi | რისი ეშინიათ სტუდენტებს რისი ეშინიათ სტუდენტებს – Batumelebi
RU | GE  

რისი ეშინიათ სტუდენტებს

რისი-ეშინიათ-სტუდენტებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს, ბათუმის სამოქალაქო აქტივობის კლუბში, პროექტის „დემოკრატიის სახელით„“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა შეეხებოდა ახალგაზრდობის როლს დემოკრატიის განვითარებაში. ძირითადი მომხსენებელი ისტორიკოსი, სულხან ოქროპირიძე იყო. დისკუსიას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სულხან ოქროპირიძემ დემოკრატიულ ღირებულებებზე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მაგალითზე იმსჯელა: „განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰაველის 1973 წელს დაწერილი წერილი, „წერილი გუსტავ გუსაკს“, სადაც ის კარგად წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და იმ თემას, რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენც. ეს არის შიშის ფენომენი“.
რა არის შიში და რა უბიძგებს ადამიანებს იმისკენ რომ იყვნენ მორჩილი? „დღეს მთავარი პრობლემა სტუდენტური აქტივობებია. ამერიკელი ხალხი გარკვეული პროექტების სახით აფინანსებს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ რაღაც დემოკრატიული ღირებულებები შეიძინოს, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი სტუდენტების დაინტერესება სამოქალაქო აქტივობებით ძალიან დაბალია“.
სულხან ოქროპირიძე საუბრობს იმაზე, რომ სტუდენტები ნებისმიერ ქვეყნაში ყველაზე აქტიური და პროგრესული ძალაა, რომ ისინი არაერთხელ გამხდარან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების და რევოლუციების მთავარი ძალა: „ასე იყო საფრანგეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში და საქართველოშიც კი, როდესაც სტუდენტების პროტესტი აქტიური იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის მოთხოვნის პერიოდში. ასევე იყო 2003 წელს, როდესაც სტუდენტობა აქტიურად იბრძოდა დემოკრატიული ღირებულებებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ადამიანების ნაწილმა ვინც დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძოდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საპირისპირო ვექტორზე გადაიყვანა ქვეყანა“.
სულხან ოქროპირიძის აზრით, ხელისუფლებამ სტუდენტების საზოგადოებრივი აქტივობებიდან გათიშვა მიზანმიმართულად დაიწყო: „ეს მოახერხა სტუდენტური თვითმმართველობების შექმნით, რომელიც მთლიანად მოქცეულია ხელისუფლების გავლენის ქვეშ. დღესაც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში თვითმმართველობა წარმოადგენს ზონდერ კამანდას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება საზოგადოებრივად აქტიურ სტუდენტებს. „სტუდენტის საქმე არ არის პოლიტიკა“-ეს არის საბჭოთა აზროვნება.
„გისმენენ“, „გაკონტროლებენ“ და ა.შ. ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელშიც არა მარტო სტუდენტები და ლექტორებია მოქცეული. ლექტორს ეშინია მაღალი ხელფასის დაკარგვის, სტუდენტს იმის, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნან. ახალგაზრდებს არასწორად ესმით პოლიტიკური აქტივობაც, ეს არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას მაინც და მაინც, ეს არის წმინდა სამოქალაქო აქტივობა, ეს არის აზრების გაზიარება, ურთიერთობა ერთმანეთთან. 216 სტუდენტი გარიცხეს უნივერსიტეტიდან და ელემენტარული პროტესტი არ გამოუხატავს არავის, იმათაც კი, ვინც გარიცხეს. ასეთი ადამიანები როგორ უნდა აღუდგნენ რაიმე ძალას, როცა საკუთარი უფლებებისთვისაც კი ვერ უბრძოლიათ“.
„მთელს მსოფლიოში, ყველგან მოსაწონია საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის პირიქით, მისთვის იკეთება საზოგადოებრივი სივრცე, იმიტომ რომ მას შეიძლება რაღაც იარლიყი ააწებონ და ამით შეუქმნან პრობლემები. საზოგადოება კი სოლიდარობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს“.<!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge