„ეკლესიას მუდმივი განახლება სჭირდება“

ავტორი: ლელა დუმბაძე

თბილისის ევანგელურ-ლუთერული და ბათუმის პროტესტანულმა ეკლესიებმა ერთობლივი წირვა ჩაატარეს. ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის საქართველოს ეპისკოპოსის, ჰანს იოაკიმ კიდერლენის თქმით, რომელიც ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში სტუმრად იმყოფებოდა აღნიშნა, რომ რეფორმაციამ მთელი ქრისტიანული სამყარო შეცვალა: „თუმცა დღეს, ეკლესიას აღარ შეუძლია მუდმივი განახლების გარეშე იცხოვროს. ის ვეღარ დარჩება მე-16 საუკუნის საწყისებზე. ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის არსებობდა საკვანძო მომენტები და ერთ-ერთი ასეთი იყო ეკლესიის რეფორმაცია. ლუთერს მიაჩნდა რომ ადამიანებმა სასულიერო პირებს კი არ უნდა მიანდონ თავიანთი ცხოვრება, არამედ მხოლოდ იესო ქრისტეს“.

ჰანს კიდერლენი სინანულით უყურებს იმ ეკლესიებს, რომელთაც არ აქვთ მისწრაფება ცვლილებებისკენ: „ადამიანები ფიქრობენ რომ ცვლილება გათიშულობას გამოიწვევს, ამიტომ აქვთ სიახლეების მიმართ შიში“. ეპისკოპოსს მიაჩნია რომ ეკლესიას კეთილდღეობას მხოლოდ ორი რამ მოუტანს, ეს არის სიყვარული და ცოდნა: „ცოდნის გარეშე სიყვარული ფანატიზმში გადადის, სიყვარულის გარეშე კი ცოდნა ფორმალიზაციად იქცევა“.

Continue reading “„ეკლესიას მუდმივი განახლება სჭირდება“”

„არ ვღელავ ბატონო ბიძინა “

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს.
შეკითხვის ავტორი ჟურნალისტი ნინო გომართელი: 

– ბატონო ბიძინა, თქვენზე საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, საზოგადოებამ იცის, რომ თქვენ მდიდარი ადამიანი ხართ და ბევრი ფული გაქვთ, აქ ალბათ ბევრი შეკითხვა დაისმება, მაგრამ მე მინდა დავიწყო თქვენი მედიასთან ურთიერთობებით. თქვენ პირველ წერილში თავს დაესხით ჟურნალისტებს, უკლებლივ ყველა ტელეკომპანიის და უარი თქვით მედიასთან თანამშრომლობაზე, თქვენ უარი თქვით მიგეღოთ მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ თოქშოუში . ამის შემდეგ თქვენ სახლში მოიწვიეთ და ინტერვიუ მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ კონკრეტულ ჟურნალისტებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ღიზიანდებოდით თქვენ თქვენთვის არასასურველი კითხვების მოსმენისას, როგორც ეს ხდებოდა ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს. ამის შემდეგ თქვენი წარმომადგენლები საკმაოდ დიდ იხნის განმავლობაში ევაჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და წამოგვიყენეს ბევრი წინაპირობა და ძალიან დეტალური საბუთების წარმოდგენა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის სამიტებზეც არ ხდება ხოლმე. აქ მოსვლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ მკაცრი ინსტრუქციები თქვენი დაცვის თანამშრომლების მხრიდან, იყო მითითებები და გავიარეთ შემოწმების უპრეცედენტო ნორმები. არ მახსენდება სხვა რომელიმე ბრიფინგზე მომხდარიყო ეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აქ დაგვირიგეს წიგნი „ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქოთი“. ამ ქრონოლოგიური მოვლენების ჩამოთვლის შემდეგ თქვენ მინდა გკითხოთ…
– ნუ ღელავთ ნუ
– არ ვღელავ ბატონო ბიძინა. ამ ფორმით აპირებთ თქვენ მედიასთან ურთიერთობის გაგრძელებას. ეს არის ის დემოკრატია, რომლითაც თქვენ უნდა გააოცოთ ევროპა?
პასუხი: მე, პირველ რიგში, ვისურვებდი თქვენ ისეთი კითხვებით მოსულიყავით, რომელიც უშუალოდ თქვენ გაწუხებთ და არა იდეოლოგიურად მომზადებული. მე ვისურვებდი დემოკრატიულ მედიას და არა ისეთს, როგორიც „რუსთავი 2“-ია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელია“. მე მივამატებ, „მაესტროს” და “კავკასიას”, რომლებიც საბედნიეროდ არსებობს და შენიშვნა მივეცი მხოლოდ, რომ ყოფილიყვნენ მუდამ ობიექტურები. “საზოგადოებივ მაუწყებლისგან” პირიქით შეიქმნა უამრავი პრობლემა და ირაკლი ტრიპოლსკიმ იმდენი ინერვიულა წონაშიც დაიკლო, მეც ვაწყნარებდი… ამიტომ თქვენი ბრალდებები არასწორია. მე გულწრფელი ვარ და თქვენც მინდა იყოთ გულწრფელი, ამიტომ დასვით ის კითხვები, რაც თქვენ გიჩნდებათ და არა ის, რაც დაგავალეს.

ხორცი გაძვირდება

ბათუმში, თბილისის მსგავსად, მალე ამოქმედდება ვეტერინარიის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ხორცის გაყიდვა მხოლოდ სპეციალურ, პირუტყვის სასაკლაოში დაკვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ანალოგიური ცვლილების შემდეგ თბილისში ერთი კილოგრამი ხორცის ფასმა 18 ლარს მიაღწია. ბათუმში ორი სასაკლაოს გახსნა იგეგმება.

Continue reading “ხორცი გაძვირდება”

ხვალ ბათუმში გამართულ აქციაზე არცერთი პოლიტიკოსი მიკროფონთან არ მივა

ავტორი: ნათია ზოიძე

გადაწყვეტილება „იუსაიდის“ ბათუმის ოფიში გუშინ აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს. აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებული ხელშეკრულების გასაჯაროებაა, პოლიტიკოსების მიმართვის გარეშე ჩაივლის. აქამდე გადაწყვეტილი იყო, რომ მურმან დუმბაძე იქნებოდა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც აქციაზე სიტყვით მიმართავდა ხალხს, მისი განცხადებით ხვალისთვის დაგეგმილი აქტივობა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო, მაგრამ ხალხისთვის მიმართვის სურვილი კიდევ ბევრ პოლიტიკოსს გაუჩნდა. „გუშინ შეხვედრაზე ითქვა, რომ ასეთი სურვილი ჰქონდათ პარლამენტის წევრებს ჯონდი ბაღათურიას და ქრისტიან დემოკრატებიდან გიორგი ახვლედიანს. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქციამ „სიფხიზლითვის“ პოლიტიკოსების მიმართვის გარეშე ჩაიაროს, თუმცა აქციაზე პოლიტიკოსები მივლენ.

მურმან დუმბაძის ინფორმაციით აქციას სასულიერო პირები არ დაესწრებიან, მაგრამ აქციამდე ჯარისკაცების საფლავზე გმირთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდს კიდევ ერთხელ გადაიხდიან.

31 მარტის აქცია „წინააღმდეგობის მოძრაობის ინიციატივით იმართება“.

დაახლოებით ორი კვირის წინ, კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ თურქეთ– საქართველოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეიცვლება და აზიზის სახელობის ნაგებობა (მეჩეთი, ან კულტურული ცენტრი) აიგება იქ, სადაც ადგილს ადგილობრივი ხელისუფლება გამოჰყოფს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლმა კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ იქ, სადაც ჯარისკაცების საფლავია, მეჩეთი არ აშენდება.

ფრანკენშტეინის საკვები

კობა ფარტენაძე

მართალია, ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის „შედევრებს“, თუმცა მათზე დიდი ასოებით დატანებულია წარწერა: „გენეტიკურად მოდიფიცირებული“. საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი დიდ ზიანს იღებენ, რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და არავინ იცის, რას მივირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ სხვადასხვა, მაგალითად „მონსანტოს“ (მსოფლიო ლიდერი გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებაში) მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს. Continue reading “ფრანკენშტეინის საკვები”

ტელეარხ „25“ -ს აჭარის ტელევიზიამ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა

აჭარის ტელევიზიამ „ტვ- 25“ ს რეკალამის განთავსებაზე უარი განუცხადა . გაზეთ „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ბოლქვაძემ განმარტა, რომ უარის თქმის საფუძველი მაუწყებლობის შესახებ კანონი( 2 მუხლის წ პუნქტი) გახდა. Continue reading “ტელეარხ „25“ -ს აჭარის ტელევიზიამ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა”

სერა სივრცესა და დროში

<!** Image 1 align="left" width="400" height="504" >

მეგობრები სერას ეძახიან. ნათლობის სახელი, სერაფიმე შეამოკლა და ასე გახდა სერა. ფოტოგრაფია თავიდან გატაცება იყო, დღეს კი პირადი ცხოვრება, სამსახური და ჰობია. მისი ფოტოები თხრობითი ჟანრისაა, ამბებს გიყვება – სივრცეზე, დროზე და ადამიანებზე.
„ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ძალიან საინტერესოა კულტურა და კულტურის მრავალფეროვნება. მაინტერესებს სხვადასხვა რაიონები, რეგიონები, ქვეყნები და რელიგიები. მათი ერთმანეთში აღრევა ქმნის ძალიან საინტერესო კულტურულ რელიეფს. ფოტოგრაფისთვის საინტერესოა, როცა რაღაც საინტერესოს ნახავს, გადაიღებს, ჩამოიტანს და მერე ამაზე ისაუბრებენ. ამაზე მაგარი არაფერი არაა,” – ამბობს გელა ძნელაძე.

20 წლის იყო როცა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მაშინაც და დღესაც ფოტოებს ფირზე იღებს:
„ფირზე ვიღებ და მერე ვაციფრულებ. ძალიან საინტერესო პროცესია. ფირზე გადაღება რთულიცაა და ამავდროულად ადვილიც. რთულია იმიტომ, რომ კადრებში ხარ შეზღუდული და შეიძლება არ გეყოს. შეიძლება ფირის გამოცვლა, მაგრამ ეს დროს გართმევს. ფირის პლიუსი კი ის არის, რომ დოკუმენტია, რომლითაც ყოველთვის შეგიძლია იდაო. ციფრული ვარიანტი შეიძლება ძალიან მარტივად მოგპარონ, ფირზე გადაღებულ ფოტოს კი ვერ მოგპარავენ. ძალიან ბევრი დადებითი აქვს ფირს. სიღრმე აქვს. კონტრასტი. პროექციული ბეჭდვა, რომელსაც ციფრულით ვერ აკეთებ.”

გელა სპეციალობით გეოგრაფია, თუმცა არ უყვარს უნივერსიტეტი და იქ გატარებული წლები. საკუთარ თავს შეცდომით გეოგრაფს უწოდებს. ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე სწავლობდა, მაგრამ ბოლოს აღმოაჩინა, რომ დიპლომირებული გეოგრაფი გახდა. ისე გავბრაზდი დიპლომიც კი არ გამომიტანიაო – ამბობს. უნივერსიტეტიდან ერთადერთი ნათელ წერტილად ბიბლიოთეკა ახსოვს, სადაც კენეტ კოუბრეს „ფოტოჟურნალისტიკა” აღმოაჩინა.
„ეს წიგნი ფოტოგრაფიის დედაენაა. ერთადერთი რაც დადებითად მახსოვს ბიბლიოთეკა იყო უნივერსიტეტში და ეს წიგნი. ცოდნა იქიდან არ წამომიღია და ნაცნობობა. შეიძლება რაღაც პერიოდი ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, მაგრამ მერე ხვდები, რომ განსხვავებული ინტერესები გაქვს. ის ფიქრობს რა ჩაიცვას ხვალ, სუნამო სად იყიდოს, როგორ დაანახოს სხვას რომ ძალიან მაგარი ტიპია. ასეთ ადამაინთან ურთიერთობას ვერ ვინარჩუნებ. საერთოდ ვერავისთან ვერ ვინარჩუნებ ურთიერთობას, ვისთანაც საერთო ინტერესი არ მაქვს,” – ამბობს გელა.

თითქმის არასდროს არ აწერს ფოტოებს თავის სახელს და გვარს.

„არ ვამუშავებ ფოტოებს. მაქსიმუმ გავაშავ-თეთრო. არასდროს არ დამიწერია ფოტოზე ფოტო: ბაი გელა ძნელაძე. ჩემთვის არაა მთავარი, რომ ხალხი თქვას: ეს გელას ფოტოა. ჩემთვის მთავარია, ადამიანებმა ნახონ და აზრი გამოთქვან. ძალიან კარგად ვიყენებ ინტერნეტ-რესურს და ძალიან კარგად ვიცი ზოგადად ხალხი რას ფიქრობს. როდესაც ქაოსი და პირველი ციებ-ცხელება ჩაივლის, მერე ვამბობ რომ ჩემი ფოტოა. თუ უნდათ არ დაიჯერონ. მე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემია,” – ამბობს გელა.

სულ მოგზაურობს. „ასე ადვილი არაა ჩემი გამოჭერა ახლა რომ გამომიჭირეთო,” -იღიმის და საკუთარ მოგზაურობებს იხსენებს.
„2010 წელს ერთი თვით დავიკარგე, არავინ არ იცოდა სად ვიყავი. ოთხი მთა მოვიარე, აჭარის მხარეს გომის მთა, საიჩარი, ჩირუხი და ბეშუმი. რაღაცები გადავიღე ჩემთვის. ჯერ არც გამომიქვეყნებია. ჩამოვედი დასვენებული და მშვიდი. ვმუშაობდი, ხალხს ვიღებდი. როგორ ცხოვრობენ ხის სახლებში, პირველ სართულზე გომურია, მეორე სართულზე თვითონ ცხოვრობენ. ადამიანებში ვეძებ პრობლემებს. არ არსებობს მომინდეს ვიღაცის გადაღება, ვისაც ძალიან მაგარი ტანსაცმელი აცვია. პირიქით, მინდა გადავიღო ვისაც უჭირს და ცუდად აცვია. მაინტერესებს ადამიანები და მათი ცხოვრება. კახეთში ფეხით წავედით ოთხი ბიჭი და ფეხით მოვიარეთ სულ. 2010 წლის დეკემბერში ზარზმიდან წავედით, ფეხით ჩავედით ვარძიაში. ვყოფილვარ ისეთ სოფელში, სადაც შუქი არასდროს არ ქონიათ. რომ ჩავედით გადასაღებად, ერთმა ოჯახმა შეგვიფარა. ვიღაცას დაბადების დღე ჰქონდა იმ სოფელში და წაგვიყვანეს სადღაც შორს, რომ იქ დაბადების დღე ვიდეოზე გადაგვეღო. გადავუღეთ და მერე გავუგზავნეთ. რაში დაჭირდებოდათ აზრზე არ ვარ, იმიტომ რომ უშუქობის გამო ვერასდროს ვერ უყურებენ”.

გელა ფიქრობს რომ პირადი ცხოვრება არ აქვს.

„ჩემი პირადი ცხოვრება არის ფოტოგრაფია. სასიყვარულო რომანების ეტაპი არაა ჩემს ცხოვრებაში. დრო არ მაქვს, რომ მქონდეს რაღაც. თან მალე მბეზრდება. ადამიანს რომ გავიცნობ და ვხედავ რომ იქ რაღაცები არ მომწონს, დამთავრებულია. აღარ შემიძლია პირფერობა და რაღაცები. არ შემიძლია ძალით ვიღაცასთან ვიმეგობრო და ვიყო”.
სამყაროს, ცხოვრებას, მოვლენებს ფოტოკადრებად აღიქვამს და ამბობს რომ ეს მისი ცხოვრების ნაწილია: „ყველაფერს ვუყურებ როგორც გადასაღებ ობიექტს. სხვანაირად არ ვაფასებ, არც სიტუაციას, არც მოვლენას. ვაფასებ, როგორც გადასაღებ ობიექტს. ვუყურებ ყველაფერს კადრებად.“

სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, იმდენად სწრაფად რომ დილით საქართველოში გაიღვიძოს და საღამოს უკვე რომელიმე სხვა ქვეყანაში იყოს.

„იყო ესეთი შემთხვევა, „იუთუბზე“ ვნახე ვიდეო თურქეთზე, დილის თორმეტ საათზე, საღამოს 4 საათზე უკვე ბილეთი მქონდა ნაყიდი და საზღვარი გადავკვეთე. წავედი და საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. 6 თვე ვიყავი სხვაგან, საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობდი და საერთოდ არ მაინტერესებდა აქ რა ხდებოდა. ვიყავი თავისუფალი, ვფიქრობდი, მხოლოდ სად გამეთია ღამე, კარავი როგორ გამეშალა და ფირი როგორ მეყიდა. ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. აქედან რომ წავედი, ჯიბეში ასი დოლარიც არ მქონია. თურქეთში მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. მაშინ მივხვდი, რომ მე შემიძლია ვიყო ფოტოგრაფი, მუსიკოსი ან არ რაც მინდა ის. ადამიანს აქვს დრო, ჭკუა, რომელიც უნდა გამოიყენოს კარგად, რომ განვითარდეს. ფეხსაცმელები შეკერო, ან იყო სტილისტი, ან იყო ფოტოგრაფი ან სულაც პრეზიდენტი. დღეს არის ის დრო, როცა ყველას შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მაგარი ტიპები და ცნობილები. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს „ფეისბუქი“, რაც შესაძლებლობების ფართო გზას გვაძლევს. მე ყველა ჩემს საქმეს ვაგვარებს „ფეისბუქით“ და აზრი არ აქვს ცხოვრებას „ფეისბუქის“ გარეშე. შეიძლება ვიღაცისთვის არასტანდარტული ვარ, მაგრამ მე ასეთი ვარ. ჩემთვის ეს არის სტანდარტი. ვერ შემცვლის ვერაფერი. ერთადერთი ალბათ თუ შემცვლის ძალიან ბევრი ფული. ბევრი ფული რომ მქონდეს აღარ წავიკითხავდი წიგნებს, იმიტომ რომ არ დამაინტერესებდა. ინდოეთში წავიდოდი, ბევრს ვიმოგზაურებდი, რაღაცას ვნახავდი. ყოველდღიურობა ჩემზეც მოქმედებს, მაგრამ ვცდილობ ეს არავინ არ დაინახოს და არავინ არ მიხვდეს. რამე პრობლემა თუ მაქვს ვერ ამჩნევენ. ხშირად მეუბნებიან მეგობრები, შენ პრობლემა არ გაქვსო? პრობლემა როგორ არ მაქვს, მაგრამ არ მინდა ამის შესახებ ყველამ გაიგოს და ინერვიულოს. ვცდილობ ყველაფერი ფოტოების გადაღებაში ან მუსიკის მოსმენაში გადავიტანო”.

სატელეფონო მომსახურებაში პრეფიქსი “8” გაითიშა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც სატელეფონო მომსახურებაში შეტანილ ცვლილებებს ეხება. ამ ინფორმაციის თანახმად, პრეფიქსი “8” შეიცვალა ეროვნული პრეფიქსით “0” (ქვეყნის შიდა ზარებზე) და საერთაშორისო პრეფიქსით “00”.
შეიცვალა ოპერატორების არჩევის 8XX ფორმატის კოდი 10XX პრეფიქსული კოდებიც. მაგალითად, საერთაშორისო ოპერატორი 8–07 გახდა 10–07; საერთაშორისო ოპერატორი 8–16 გახდა 10–16; ასევე საერთაშორისო ოპერატორი 8–10 კი, 10–10. ანუ ნებისმიერ საერთაშორისო ოპერატორთან დაკავშირების დროს თავდაპირველად ვკრებთ 10-ს.

სასტიკი წამებით გაუპატიურება

ავტორი: ემზარ დიასამიძე

ხელვაჩაურში წამებით გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. დაახლოებით ორი კვირის წინ ხელვაჩაურის ერთ-ერთი კერძო დაწესებულებიდან ნაცნობმა პირებმა მოტყუებით გაიყვანეს გოგონა, მიაღებინეს ალკოჰოლური სასმელი, რომლის შედეგადაც იგი ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ კი აწამეს. ნაწამებს ანალურ ხვრელში სანთელი შეუყვანეს, ბოლოს კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მსხვერპლი მდინარე ჭოროხის ნაპირზე დააგდეს.

Continue reading “სასტიკი წამებით გაუპატიურება”

რისი ეშინიათ დირექტორებსა და მოსწავლეებს?

ავტორი:ლელა დუმბაძე
სკოლები, რომლებმაც გასულ წელს ეროვნულ გამოცდებზე ცუდი შედეგები აჩვენეს, თავის დაზღვევის მიზნით, შიდა გამოცდებს ატარებენ. მოსწავლეებს, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ ბარიერს – 5 ქულას ვერ გადალახავენ, საატესტატო გამოცდებზე არ დაუშვებენ, რადგან სკოლის დირექტორთა განცხადებით, წარუმატებელმა აბიტურიენტებმა შესაძლოა მათი თანამდებობა შეიწიროს. Continue reading “რისი ეშინიათ დირექტორებსა და მოსწავლეებს?”

რატომ ითიშება შუქი ბათუმში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგია ქვესადგურების დატბორვის გამო ითიშება

ბოლო დროს ქალაქში ხშირად ითიშება ელექტროენერგია. არის დღეები, როცა შუქი 18 საათის განმავლობაში გათიშულია. მაგალითად, გასულ კვირას ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 14 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. შუქი ხშირად ითიშება მემედ აბაშიძის გამზირსა და ბათუმის ძველ უბნებშიც.
Continue reading “რატომ ითიშება შუქი ბათუმში”

რას ეძახის მერია რეაბილიტაციას?

ავტორი: ლელა დუმბაძე

მერიის შესყიდვების გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტიდან „გამოთავისუფლებული“ 925 000 ლარი წესით, წლის ბოლომდე, ფარნავაზ მეფის, გორგასალის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, მეტაქსას და ხინიკაძის ქუჩების რეაბილიტაციაზე უნდა დაეხარჯათ, მაგრამ მერია თანხის გახარჯვას ვერ ასწრებს. „გამოთავისუფლებული 16 245 ლარით“ კი, ახალგაზრდებისთვის საახალწლო ბანკეტის მოწყობა დაიგეგმა. რას ნიშნავს „გამოთავისუფლებული“ თანხა და ვინ არიან ახალგაზრდები, ვის გასართობადაც მერია ხალხის ფულს ხარჯავს.
Continue reading “რას ეძახის მერია რეაბილიტაციას?”

რამიშვილი „დარდუბალას“ ისევ გააკეთებს

ავტორი: ნათია ზოიძე

შალვა რამიშვილი  მიმართვის ტექსტს ავრცელებს, რომლითაც ის ბიძინა ივანიშვილის წინადადებას ეხმაურება. ის მზადაა, „დარდუბულა“ გააკეთოს, მაგრამ, ამასთანავე,  არ მოსწონს,  ივანიშვილი წერილში მას  ეროსის ხელის ბიჭს  რომ ადარებს. შალვა რამიშვილი  ივანიშვილთან შეხვედრასაც აპირებს. 12 ოქტომბერს, ივანიშვილის მიერ  განცხადების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მან თავის კედელზე გამოაქვეყნა _  „ბ-ნ ივანიშვილი უნდა შემხვდეს“. Continue reading “რამიშვილი „დარდუბალას“ ისევ გააკეთებს”

პედაგოგები კი ემზადებიან

სოფო გედევანიშვილი 

ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა და როგორ ხდება სკოლაში. მშობლებს ამ ყველაფერს, ისევე როგორც მოსწავლეებს, გამზადებულს გვთავაზობენ, ჩვენ პროცესში მონაწილეობას ვერ ვიღებთ და, ბუნებრივია, ჩვენთან შეთანხმებით ეს საკითხები ვერც გადაწყდება. ამ რეფორმის შედეგებიც წლების მერე დადგება, ალბათ. თუმცა ახლა ყველაზე მეტად ჩემი შვილის ბედი მაღელვებს.

რას ისწავლის, სკოლას როგორ დაამთავრებს და თუ ძალიან არ მოვინდომეთ, რა განათლებას მიიღებს. ხანდახან მგონია, რომ საჭირო თანხები და საშუალება რომ გქონდეს, აუცილებლად წახვალ ევროპაში და განათლებას მიიღებ. ვიცი, ყველა იქ წასული საუკეთესო განათლებით ვერ ბრუნდება, მაგრამ თუ მოინდომებ, ხომ გამოგივა?

ჩვენი პედაგოგები კი ემზადებიან და ემზადებიან. არ მინდა, ძალიან კრიტიკული ვიყო, მაგრამ ისინი არც გადამზადებამდე მომწონდა და არც მას შემდეგ. Continue reading “პედაგოგები კი ემზადებიან”

პანაშვიდი დაღუპული ჯარისკაცების საფლავთან

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„დღეს მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული დღეა. დღეს ჩვენი სამშობლოსათვის თავგანწირული გმირები, რომლებიც გმირულად დაეცენ 21 მარტს და მესამე დღეს, ანუ დღევანდელ დღეს,  ისინი მიწას მიაბარეს. მათ გაწირეს ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდათ,  ეს იყო სიცოცხლე  ჩვენი სამშობლოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. როცა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ მიატოვა ცეცხლმოდებული ჩვენი ქვეყანა, ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი კუთხის აჭარის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისათვის, ამიტომ მათი ღვაწლი, მათი თავდადება, მათი გმირობა განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე. “ – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ. მან დღეს გოგებაშვილისა და გამსახურდიას კვეთასთან არსებულ სკვერში ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებზე მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეს ის ადგილია, სადაც ისტორიული წყაროების თანახმად, აზიზეის მეჩეთი მდებარეობდა. Continue reading “პანაშვიდი დაღუპული ჯარისკაცების საფლავთან”

ნიკოლა სარკოზს შვილი შეეძინა

ნეტგაზეთი
44 წლის კარლა ბრუნისა და 56 წლის ნიკოლა სარკოზის შვილი შეეძინათ. ნიკოლა სარკოზისთვის ეს პირველი ქალიშვილია.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბავშვის დაბადების დროს გერმანიაში იმყოფებოდა და ანგელა მერკელისთან შეხვედრას მართავდა ეკონომიკური კრიზისის საკითხებზე.

სარკოზისა და კარლა ბრუნის ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკოლა სარკოზი პირველი ფრანგი პრეზიდენტია, რომელსაც შვილი პრეზიდენტობის პერიოდში შეეძინა. წინა ქორწინებებიდან მას სამი ვაჟი ჰყავს.

ნაგავსაყარი – „თუ არა ჩაქვში, მაშინ ოჩხამურში“

ინფორმაციას „მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“, ანუ ჩაქვში დაგეგმილი ნაგავსაყრის მშენებლობის ადგილმონაცვლეობის თაობაზე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში არ ადასტურებენ. წყაროს ცნობით კი, პროექტის განხორციელებისთვის ალტერნატიულ ადგილად ხელისუფლება ოჩხამურის ტერიტორიას განიხილავს.

„მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“, რომლის განხორციელებასაც აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გეგმავდა, დღემდე გაყინულია. ამ პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2009 წლის პირველ ნახევარში 4 მილიონი ევრო გრანტის სახით და 3 მილიონი ევრო სესხად მიიღო.
ამის მიუხედავად, ჩაქვში სამშენებლო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრის იდეას, როგორც იქ მცხოვრები მოსახლეობა, ისე არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვინც დაბა ჩაქვის ნაგავსაყრის მშენებლობას არ ეთანხმებოდა, „მწვანე ალტერნატივა“ იყო. ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორის, დავით ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ალტერნატიულ ვარიანტად ოჩხამურის ტერიტორიის განხილვა მათი შეთავაზება იყო:

„პრინციპში, ესეც განხილვის საგანია, მაგრამ ეს არის ადგილი, რომელიც ღირს, რომ განიხილონ ალტერნატივად. ოჩხამურში არის ადგილები, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა ეკოლოგიური ფაქტორების მხრივ, საკითხი მაინც შესასწავლია: ტერიტორიას გეოლოგიური კვლევა უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ შედეგები უნდა განიხილონ საჯაროდ, შემდეგ კი შეიძლება გვქონდეს ჩამოყალიბებული აზრი“.

„მყარი ნარჩენების მართვის პროექტი აჭარაში“ ახალი ნაგავსაყრის მოწყობას და ორი უკვე არსებული ნაგავსაყრის დახურვასაც ითვალისწინებს. ახალი ნაგავსაყრის მშენებლობა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.

მშენებლობა კანონდარღვევით

ავტორი:ლელა დუმბაძე

ფარნავაზ მეფის 53 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გვერდით, მშენებლობის პროცესი ისევ კანონდარღვევით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა დამკვეთი, მეზობლების წერილის საფუძველზე ერთი კვირის წინ გააფრთხილა, მშენებლობის წინ ბანერი დღემდე არ არის გამოკრული. როგორც არქიტექტორი გია რამიშვილი აცხადებს, დარღვეულია საავტორო უფლებაც, რადგან შეცვლილია პროექტის მის მიერ გაკეთებული და კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებული ვარიანტი.

მშენებლობის შედეგად დაზიანდა ისტორიული ძეგლი. სახურავიდან დიდი რაოდენობით ჩადენილმა  წყალმა ისტორიული სახლის კედლები დააზიანა. მატერიალური ზარალი  მიადგა, სახლში მცხოვრებ ოჯახებსაც. მშენებლობას ფარნავაზ მეფის 53 ნომერში კერძო პირი, თემურ დობორჯგინიძე ახორციელებს. მშენებელი კომპანია კი „ბათუმი სითია“.

მეცნიერება

ოთარ ნადირაძე
ზუსტი მეცნიერებებისგან თავის შორს დაჭერა იმის შიშით,რომ ისინი რწმენას შეარყევენ – ბავშვურობის მაჩვენებელია, გონების უმწიფობის. ხოლო მოსაზრება, რომ მეცნიერება კავშირში არ არის რწმენასთან და ის აუცილებელად მიგვიყვანს ურწმუნოებამდე -უმეცრება და ცრურწმენა.
**
ცოდნა სასრგებლოა იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ბედნიერება მოგვანიჭოს და ადამიანურობის მწვერვალამდე მისვლის გარანტად მოგვევლინოს. მაგრამ კაცობრიობის კოშმარულ სიზმრად ქცეული მეცნიერება და ტექნიკა ის შავი ძალებია, რომლებიც ჭეშმარიტ პროგრესს წინ აღუდგნენ.
**
ერთმა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერმა ხმა აღიმაღლა და უმოწყალოდ გააკრიტიკა მე-20 საუკუნის დასწყისში მცხოვრები შეზღუდული ადამიანები, რომლებმაც მეცნიერება ხატად გაიხადეს და მზად იყვნენ მისთვის ყველაზე წმინდა შეეწირათ. მეცნიერმა თქვა:”მეცნიერება რელიგიის გარეშე “ბრმაა”, რელიგია კი მეცნიერების გარეშე “კოჭლიაო”. ნეტა რას იტყოდა იგი ჩვენი დროის კოჭლებსა და ბრმებზე?
Continue reading “მეცნიერება”

კალაძის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის ოფიციალური განცხადება

ავტორი: ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი – „შავი ზღვის მეკობრეების/Black Sea Pirates“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე ნაკრებიდან წავიდა.
1993 წლიდან კახამ საქართველოს 17, 19, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებში, საერთო ჯამში, 92 მატჩი ჩაატარა. ნაკრებში თამაშობდა მაშინაც კი, როდესაც, მას ძმა მოუკლეს. ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე უარი არასოდეს უთქვამს. Continue reading “კალაძის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის ოფიციალური განცხადება”

ირაკლი სესიაშვილი:ივანიშვილის დაცვამ განიარაღების ბრძანება მიიღო

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებისთვის შსს-ს დაცვის დეპარტამენტში მისვლისა და იარაღის ჩაბარების მოთხოვნა პროვოკაციულ ნიშნებს შეიცავს , – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. Continue reading “ირაკლი სესიაშვილი:ივანიშვილის დაცვამ განიარაღების ბრძანება მიიღო”

ივანიშვილით იმედგაცრუებული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

ავტორი: ნათია ზოიძე  
„მე, მაგალითად, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას სერიოზულად არ აღვიქვამ. ეს ჩემი აზრია, ის იძულებული გახადეს რომ ეს ნაბიჯი გადაედგა“  – მიაჩნია  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძეს.

კითხვაზე, ვინ აიძულა ივანიშვილი ეს ნაბიჯი გადაედგა? დიასამიძე ამბობს, რომ „ეს მესიჯი, სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის.  ალბათ არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახადეს, მისი ქონების დიდი ნაწილი  ხომ რუსეთშია. რუსეთთან გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს  ეს ყველაფერი, ის თავისი ნებით პოლიტიკაში არ მოსულა. მას ხომ ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა, რატომ აქამდე არ მოვიდა?“

შეკითხვას, რა  საქველმოქმედო პროექტები აქვს განხორციელებული ივანიშვილს ბათუმში, დიასამიძე პასუხობს,  რომ სმენია მისი წვლილის  შესახებ ბათუმის დელფინარიუმში. „მას აქმდე იცნობდნენ როგორც ქველმოქმედს, თუმცა ხომ ხედავთ, ეს ქველმოქმედება არც ისე უანგარო ყოფილა. როგორც ჩანს, ჩანაფიქრი ჰქონდა“.

ქვენ  თქვით,  რომ  იძულებით გადააგმევინეს ეს ნაბიჯი და მას არ უნდოდა…

არა, მე ვვარაუდობ, უბრალოდ ეჭვი მაქვს .

რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადზე? ასმათ დიასამიძე ამბობს რომ ნეიტრალური – „ჩემ ირგვლივ მის განაცხადს პოლიტიკაში მოსვლაზე სერიოზულად არავინ აღიქვამს“ .

ქრისტიან-დემოკრატი ნიაზ ზოსიძე უმაღლესი საბჭოს  ოპოზიციურ უმცირესობას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ იმედგაცრუებული. „ჩვენ  სააკაშვილი არ მოგვწონს. არ მოგვწონს მისი მმართველობის სტილი, ცინიზმი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არც მომოვალში არ უნდა იყოს. ივანიშვილი  პოლიტიკაში შემოვიდა თავდასხმით, იარლიყების მოწებებით, თავი კი უმწიკლოდ და ლამის მესიად წარმოადგინა, ჯერ თვითონ აგოს პასუხი. მეცანატი იყო, თუმცა მისი წერილადანც ჩანდა, როგორ  უმაგრებდა ხელისუფლებას ხერხემალს. მაგრამ ნახევარ საქართველოს თავს დაესხა, ჟურნალისტებს ბოზებს უწოდებს და თუ მათთან ითანამშრომლებენ, რა მაშინ კარგი იქნებიან არაა? ჩვენ ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში  მნიშვნელოვნად ვაფასებდით, მაგრამ იმედი გავგიცრუა.“

ამონარიდი ივანიშვილის განცხადებიდან.

მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ ქრისტიანდემოკრატებთან”, ლეიბორისტებთან”, ახალ მემარჯვენეებთან”, ედპსთან, ქართულ პარტიასთან, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.“

ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში

ბიძინა ივანიშვილმა 21 ოქტომბერს სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა.მილიარდერი პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობის ითხოვს, რომლითაც მას საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკა ბესელიაზე დაყრდნობით Civil.ge ავრცელებს Continue reading “ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში”

თუ გინდა დაიცვა თვალები

ავტორი: ქეთი ლაბაძე

თვალები ადამიანის ყველაზე სათუთი ორგანოა. გადაღლილობა, არასწორი რეჟიმი უმალ აისახება ჩვენს თვალებზე. ოფთალმოლოგი მარინა ბაკურაძე „ბათუმელების“ მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს:
ეკოლოგიური დაბინძურება, მტვერი, სხვადასხვა გამოსხივება ცუდად მოქმედებს თვალებზე. გარემო ფაქტორები ხშირ შემთხვევაში იწვევს მხედველობის დაქვეითებას. სამწუხაროდ, ძალიან ძნელია თვალები დაიცვა გარე ფაქტორებისგან. თუ გინდა ეს მოახერხო, მაშინ ქალაქში არ უნდა იცხოვრო, უნდა წახვიდე მთაში სუფთა ჰაერზე.
Continue reading “თუ გინდა დაიცვა თვალები”

ბიძინა ივანიშვილის როიტერისთვის მიცემული ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ როიტერთან

ნაწილი მეორე

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=kvX17kSid5s]

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ როიტერთან

ნაწილი მეორე

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=kvX17kSid5s]

ბათუმში სათამაშო ბიზნესი შეიძლება დაიხუროს

ავტორი:ნათია ზოიძე
„ევროპა-ბეთის“ ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატები ახალაშენებულ“ ბათუმი-პლაზას“ პირველ სართულზეა განლაგებული. კლუბმა ფუნქციონირება 2011 წლის იანვრიდან დაიწყო. კლუბის მენეჯერი, რომელიც „ბათუმელებს“ „ბატონ გიორგიდ“ გაეცნო, არ ასახელებს ზუსტად რამდენი მილიონი დახარჯა 1 წლის წინ 600 კვ/მ ფართობის რემონტში. მილიონი მას ლიცენზიისთვის აქვს გადასახდელი 5 წლის განმავლობაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათამაშო კლუბია ბათუმში. Continue reading “ბათუმში სათამაშო ბიზნესი შეიძლება დაიხუროს”

ბათუმის საკრებულოს პარკინგის ტარიფის დადგენის საკითხის ხელმეორედ გადახედვა მოუწევს

ავტორი: ნათია ზოიძე

ხვალ ბათუმის მერიას უკვე მეორედ გამოაქვს საკითხი, რომელიც ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის, ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენას ეხება. საკრებულომ პირველად ეს საკითხი 2 ნოემბერს განიხილა და თვითმართველობის არსებობის ისტორიაში პირველად მერიის მოთხოვნას ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მხარი უმრავლესობის 6 წარმომადგენელმა არ დაუჭირა.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, გელა მახარაძის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა: გოდერძი ტოტოჩავამ, გია კავაზაშვილმა, გია დიასამიძემ, მანანა ილურიძემ, ნუკრი დოლიძემ და ნოდარ დუმბაძემ.

წარმოდგენილი პროექტით, დაცულ სადგომზე მანქანის გადაყვანის საფასური 60 ლარი იქნება. თუ ავტომანქანის პატრონი მანქანას ღამით არ დატოვებს, კიდევ 10 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ მანქანას ღამითაც დატოვებს, მაშინ 20 ლარი უნდა დაამატოს. 2 ნოემბერს საკრებულომ ეს ტარიფები გაანახევრა. საკრებულოს ხდომაზე ეს ინიციატივა მაშინ უმრავლესობის წარმომადგენლმა, გიორგი დიასამიძემ დააყენა. ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული და უპრეცედენტო უწოდა.
ბათუმის საკრებულოს წევრი „ქრისტიან დემოკრატებიდან„ ვაჟა ვერულიძე ამბობს რომ დღეს 5 საათზე გაიმართება საკრებულოს ბიუროს სხდომა. ვერულიძის თქმით, პარკინგის გადასახადის საკითხი ისევ არის ბიუროს დღის წესრიგში.

გაზეთ „ბათუმელებთან“ საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა, ირკლი ჩავლეიშვილმა 2 ნოემბრის სხდომასთან დაკავშირებით ასეთი შინაარსიის კომენტარი გაგაკეთა: „გასული მოწვევის საკრებულოს ქონდა მცდელობა ჩემი კანდიდტურითვის დაეჭირათ მხარი მიწის კომისიაში და დამიჭირეს კიდეც, თუმცა 5 წუთში მაშინდელმა თავმჯდომარემ ხელმეორედ გაიტანა და ვინც მიჭერდა მხარს, ხელი წინააღმდეგ აწია, კარგი იქნება თუ ხვალინდელ სხდომაზე იგივე არ განმეორდება“.

5 წუთის ნაცვლად ამჯერად ბათუმის მერიამ საკრებულოსთვის საკითხის დასაბრუნებლად 13 დღე იფიქრა. ამ დროისთვის გაზეთ «ბათუმელებმა“ გელა მახარაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ გამოდის ხელმეორედ პარკინგის საკითხი კენჭისყრაზე?

ხელისუფლების შეფასებები ივანიშვილზე, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა

ავტორი: ნათია ზოიძე

რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, .. აუცილებლად მოვალ!“ – ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული განცხადებიდან.  ხელისუფლებიდან ივანიშვილის  პოლიტიკურ განცხადებებს  უმეტესწილად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. Continue reading “ხელისუფლების შეფასებები ივანიშვილზე, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა”

ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს

ავტორი: ლელა დუმბაძე

აჭარისწყლის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, ამ ტერიტორიის ეკლესიაზე გადაცემას მოითხოვს

 სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობის მართლმადიდებელმა მრევლმა, ეკლესიის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსეა, ამიტომ ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ მრევლმა ჯვარი უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აღმართა და მათ ჯვრის დემონტაჟი მოსთხოვა.

ჯვრის დემონტაჟისთვის მრევლს ზედამხედველობის სამსახურმა დღის ბოლომდე მისცა ვადა, მორწმუნეებმა კი ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა გააპროტესტეს: „ეს ჯვარი ჩვენი მოთხოვნით აღიმართა. ტერიტორია მიტოვებულია და გავერანებული. მრევლი გავმრავლდით, არ გვყოფნის ტაძარი და გვინდა რომ ეს ტერიტორია სახელმწიფომ ეკლესიას გადმოსცეს“-ამბობს მანანა ჯორბენაძე.

მრევლის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური მათ, სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრას ედავება: „ჯვარი აღვმართეთ ორი დღის წინ. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ხალხი ლაპარაკობდა უნდა გაიყიდოსო და რომ არ გაყიდონ და ვიღაც უცხოს არ მისცენ, ამიტომ აღვმართეთ ჯვარი. მამაოს ვუთხარით და კურთხევა მოგვცა, გამგეობა კი გვეუბნება უკანონოაო“-ამბობს, ნუგზარ ლორთქიფანიძე. მისი განცხადებით, წინაპართა მიწაზე ჯვრის აღმართვას, ნებართვა არ სჭირდება.

აჭარისწალზე არსებული ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზი, ჯვრის აღმართვაში მის თანამონაწილეობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მრევლს კურთხევა მისცა: „ჩემი ინიციატივით არ მომხდარა, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ამის უფლება. როცა ტაძარს ვაშენებდით  სახელმწიფოს არაერთხელ ვთხოვეთ მიწის გამოყოფა, მაგრამ ერთი მტკაველი მიწა ვერ გამონახეს, ეს ტაძარიც კერძო მიწაზე ავაგეთ, ამასაც საძირკველს უთხრის მდინარე. მალე ჰესების მშენებლობა დაიწყება და ეს ტერიტორია როგორც ვიცით დაიტბორება“.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მამა თეიმურაზი ამბობს: „სამართლებრივი ფარგლები ჩვენი ეროვნული იდეოლოგიიდან გამომდინარეობს, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, საბუთი გაქვს თუ არა, ჩვენ არ ვართ არც ამერიკელები და არც ევროპელები, ქართველები ვართ და სამართლებრივად ჩვენ ვარსებობთ. მრევლთან არც გავდივარ რომ არ დაბრალდეს ეკლესიას, ხალხს აბუნტებსო. მოსახლეობას უნდა რომ ეს ტერიტორია გადმოეცეს ეკლესიას, რადგან სადაც ეკლესია შევიდა, ყველას ვპატრონობთ და ქართულ გენეტიკას ვაძლიერებთ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე კი აცხადებს, რომ ყველა საკითხი კანონის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს: „ეს იყო თვითნებური მოქმედება სასულიერი პირების მხრიდან, რადგან უშუალოდ მამა თეიმურაზი ესწრებოდა ჯვრის აღმართვას. მას იქვე მოვუწოდე რომ შეეწყვიტა თვითნებური მოქმედება. მან არსებულ კანონმდებლობას პატივი უნდა სცეს“.

ბრიფინგი ორი წლის დაგვიანებით

ავტორი: ნათია ზოიძე

ფაქტები, რომელთა შესახებაც დღეს ბათუმში ქრისტიან-დემოკრატების ოფისში ისაუბრეს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ მოხდა.

ბათუმში ქრისტიან –დემოკრატები აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობით არიან უკმაყოფილო. Continue reading “ბრიფინგი ორი წლის დაგვიანებით”

115 ათასი ნასამართლევი ამომრჩეველი

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში 115 418 ადამიანი გასამართლდა. კვლევების მიხედვით პატიმართა რაოდენობა „საგანგაშოდ გაზრდილია“, რასაც ევროკავშირის მონაცემები და რეკომენდაციებიც ადასტურებს. ქვეყანაში, მარტო ბოლო ექვს თვეში, პოლიციის მონაცემებით, 15 524 დანაშაული და მინიმუმ 6881 მსჯავრდებულია რეგისტრირებული. საქართველო მსოფლიოში პატიმრების რაოდენობით მესამე ადგილზეა. ქვეყანაში სასჯელმოხდილი პატიმრების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
ლელა დუმბაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალური მონაცემებით, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზეცაა განთავსებული, 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, საქართველოში 115 418 ადამიანია გასამართლებული. ამათგან ქართულმა სასამართლომ თავისუფლება 50 780 მოქალაქეს აღუკვეთა, 52 614-ს პირობითი მსჯავრი დაადო, 10 113 – დააჯარიმა, სხვა დანარჩენი სასჯელი კი 935,67-მა ადამიანმა მიიღო. ყველაზე მეტი – 19 940 მოქალაქე 2010 წელში დაისაჯა. სასამართლომ შარშან მხოლოდ 8 ბრალდებული გაამართლა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსჯავრდებული მოქალაქეების ნაწილი პატიმრობას თავს აღწევს თანხის გადახდის სანაცვლოდ, ანუ საპროცესო გარიგებით მათ ან ათავისუფლებენ, ან სასჯელს უმსუბუქებენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელიც ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, მნიშვნელოვნად განსხვავდება სასამართლოს მონაცემებისგან. ამ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 24 119 პატიმარია რეგისტრირებული, მსჯავრდებული კი – 19 940.
ოფიციალური სტრუქტურების ვებგვერდებზე არ არის განთავსებული ინფორმაცია, თავისუფლება აღკვეთილი პირებიდან რამდენმა ადამიანმა დატოვა საპყრობილე ბოლო შვიდ წელში. შესაბამისად, იმის ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია დღეს ციხეში ან რამდენი გათავისუფლდა, საზოგადოებისთვის უცნობია. მსგავსი მონაცემები როგორც მედიისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისთვის დახურულია.
„ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია გათავისუფლებული წლების მიხედვით, ჩვენმა ორგანიზაციამ ახლახან გამოითხოვა და ჯერ არ მიგვიღია“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხეების საერთაშორისო რეფორმის“ ექსპერტი მაია კაშია.
„თუკი ხელისუფლება საზოგადოებას არ აწვდის გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ყოველწლიურ ინფორმაციას, შესაბამისად, არც მის მიერ გამოქვეყნებული სხვა ციფრები იქნება სანდო“, – ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა გაცილებით მეტია. – „როგორც ვიცი, მსჯავრდებულთა რაოდენობა 30 000-ს აღემატება, მაგრამ მექანიზმი, რისი მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს ციხეში მყოფ პირთა ზუსტი ოდენობა, ჯერ არასამთავრობო სექტორს არ გააჩნია“.
შს სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში 34 739 დანაშაულია დარეგისტრირებული. ვანო მერაბიშვილის უწყების ინფორმაციით, აქედან 17 101 დანაშაული გახსნილია. 2011 წლის ექვსი თვის განმავლობაში კი 15 524 ჩადენილი დანაშაულიდან პოლიციას 6881 საქმე გაუხსნია. შს სამინისტროს მხოლოდ ამ ბოლო ორ მონაცემს – 17 101 და 6881 – თუ ავიღებთ, ერთი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში მინიმუმ 23 982 მსჯავრდებულს მივიღებთ, რადგან ერთ გახსნილ დანაშაულზე სულ ცოტა ერთი დამნაშავე უნდა ვივარაუდოთ.
სტატისტიკის სიზუსტისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, თუ რამდენი მოქალაქეს აკავებს დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენის მიზნით მთავარი პროკურატურა ან „ფინანსური პოლიცია“. შს სამინისტროსგან განსხვავებით, ამ ორ უწყებას თავის ვებგვერდებზე სტატისტიკური მონაცემები არ აქვს გამოქვეყნებული.
„თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობიდან გამომდინარე გაიზარდა სასჯელის ოდენობა – 9-10 და 20 ს მოსაგროვებლად, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. თუნდაც ე.წ. ძველი ბიჭები და სხვა კრიმინალები… მსჯავრდებულთა და პატიმართა მანიპულირება ნოვატორული მეთოდია, სხვა ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა არ დაფიქსირებულა. დღემდე ეს მეთოდი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აქვს გამოყენებული”.
ორგანიზაცია “ციხეების საერთაშორისო რეფორმის” ინფორმაციით, რომლის წყარო სასჯელაღსრულების სამინისტროა, ივლისის მონაცემებით ციხეებში ლიმიტით გათვალისწინებულზე 2449-ით მეტი პატიმარი იყო, რაც ციხეების გადატვირთულობას იწვევს.
ევროკავშირის 2010 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და რუსეთის შემდეგ.

პროკურორი გელა მახარაძე დააკავეს

მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია, აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გამომძიებელ გელა მახარაძის დაკავების შესახებ. გელა მახარაძე ის გამომძიებელია, რომელიც 2009 წლიდან „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს უშედეგოდ იძიებდა.

„ბათუმელებმა“ პირველად სწორედ გელა მახარაძეს აცნობა 2011 წლის 20 ნოემბერს იმის შესახებ, რომ იპოვა შანტაჟისტი სპეცსამსახურის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილიმისსავე სახლში და დაუყოვნებელი რეაგირება სთხოვა, რასაც გამომძიებელს კანონიც ავალდებულებდა. ამ შეტყობინებაზე გელა მახარაძეს შემდეგი რეაქცია ჰქონდა: „ხვალ წერილობით მომმართეთ“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გელა მახარაძის დაკავებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ მან რეაგირება არ მოახდინა დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად, რომელიც ჟურნალისტზე ძალადობდა. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მათი უწყების გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, გელა მახარაძე და მისი სიმამრი, ადვოკატი არჩილ კალანდაძე შემდეგი მოტივით დააკავეს:

„მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით. გამოძიებით დადგენილია, რომ გელა მახარაძემ და მისმა სიმამრმა, არჩილ კალანდაძემ, პატიმრობაში მყოფი ზ. მ-ს ოჯახის წევრები დაარწმუნეს, თითქოსდა პროკურატურაში ქრთამის მიცემის გზით, შეძლებდნენ ზ. მ-ს ბრალდების საქმის მათთვის სასურველი პირობებით მოგვარებას. სანაცვლოდ კი ამ ოჯახისგან მიიღეს ფულადი თანხა, მთლიანობაში 17 000 აშშ დოლარი. საქმეზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი –  12 000 აშშ დოლარი. ორივე ბრალდებული სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აღკვეთის ღონისძიების სახით, მათ მიმართ გამოყენებულია წინასწარი პატიმრობა“.

განსასჯელი, ვისაც გამოძიების ვერსიით, გელა მახარაძე ფულს სძალავდა, მისი მეზობელია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ გამომძიებელს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გაასამართლებენ, რაც მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა.

მერიის პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა იმ ადგილზე სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არგასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა, კანონი კი ბულვარის გაშენებითვის ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

კორუბკინა თავისი სახლის ნანგრევებთან

სახლის დანგრევის შემდეგ ეკატერინე კორუბკინამ სასამართლოს მიმართა, მას შემდეგ რაც მისი სარჩელის განხილვაზე საქართველოში არსებულმა ყველა ინსტანციამ უარი თქვა დაზრალებულმა საქმის გაგრძელება ევროპის უფლებათა სასამართლოს მიანდო, კორუბკინების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების ხელყოფისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გარდა, წამებისა და არადამიანური მოპყრობისთვის უჩივის. სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

კორუბკინების ოჯახის გარდა ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე, მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს. კორუბკინებისგან განსხვავებით ამ ოჯახებთან მერიამ შეთანხმება მოახერხა, თითოეულ ოჯახს კვადრატულ მეტრზე 67 ლარი და იმდენივე კვ/მ ფართი მისცეს, რაც მაც მათ ქონების ჩამორთმევამდე გააჩნდათ. მათი უმრავლესობა ადლიის სანაპირო ზოლზე ძირითადად ბარაკის ტიპის სახლებში ცხოვრობდა, რაც შეეხება კორუბკინებს, მათ ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობის სახლი და ნაკვეთი ჩამოერთვათ. მერიამ მათაც იგივე პირობებით შესთავაზა მორიგება, რაზეც კორუბკინები არ დათანხმდნენ. „ბათუმელებთან“ საუბარში ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეთავაზება მათი ქონების ღირებულების ადეკვატური არ იყო.

პროექტი, რომლის განხორციელებასაც კორუბკინების გარდა კიდევ 33 ოჯახის საკუთრებამ შეუშალა ხელი ხიმშიაშვილის ქუჩის აეროპორტის გზადკეცილთან შეერთებას ითვალისწინებდა, რასთან დაკავშირებითაც ბათუმის მერიამ ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო, ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა. ეკატერინე კორუბკინას მამაპაპისეული სახლი ბათუმის მერიამ საკუთრებად 2010 წლის თებერვალში ისე დაირეგისტრირა, რომ მესაკუთრესთან, მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა. 2010 წლის ზაფხულში კი მერიამ კორუბკინების სახლის დანგრევის ბრძანება გასცა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ეკატერინე კორუბკინას 71 წლის დის ლუბა კორუბკინას თვალწინ აღასრულა, სახლის დანგრევის პროცესს ადგილზე ამ სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით დავითაძე ხელმძღვანელობდა.

71 წლის ლუბა კორუბკინა სახლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად დასთან ეკატერინე კორუბკინასთან გადასვლას არ დასთანხმდა, ის ღამეებს სახლის ნანგრევებთან სახელდახელოდ გამართულ ჰამაკში ათენებდა. სახლის დანგრევიდან თვენახევარში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარსდა და გარდაიცვალა. ოჯახის ადვოკატის ირაკლი შავაძის თქმით ლუბა კორუბკინას ახლობლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას საკუთრების წართმევას და სახლის დანგრევის გამო მიღებულ სტრესს უკავშირებენ, რის გამოც კორუბკინები საკუთრების ხელყოფის გარდა სახელმწიფოს წამებისა და არადამიანური მოპყრობისათვისაც უჩივიან. „ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ გამოიყურებოდა და როგორი ჯანმრთელი იყო ის ქალბატონი, ვიდრე მას თვალწინ დაუნგრიეს მამაპაპისეული სახლი სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.“ ამბობს ოჯახის ადვოკატი ირაკლი შავაძე. ლუბა კორუბკინას საკუთარი ოჯახი არ ქონია, ის მთელი ცხოვრება მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა.

კანონი ექსპროპრიაციის შესახებ, რომლითაც ბათუმის მერიამ კორუბკინებითვის ქონების ჩამორთმევისას იხელმძღვანელა, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს, მასში კონკრეტულად არის განსაზღვრული რა სამუშაოების წარმოებისას არის შესაძლებელი ამ კანონით ქონების ჩამორთმევა, ჩამონათვალში მითითებულია საავტომობილო გზის მშენებლობაც, რასაც ბათუმის მერია კორუბკინებისათვის ქონების ჩამორმევის აუცილებლობას ასაბუთებდა, შერიფ ხიმშიაშვილის გზის გაგრძელების მშენებლობა დასრულდა, თუმცა ადგილის სადაც კორუბკინების სახლი იდგა გზა არ გასულა, იმ ადგილას ბულვარი გაშენდა, ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმავას არ ითვალისწინებს.

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება – კორუბკინების საქმე

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება – კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა.

აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით გახორციელდა, თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა, კანონი კი ბულვარის გაშენებითვის ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

ხშირად, როცა სტატიაზე ვმუშაობ, ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე ჩემდაუნებურად ვალაგებ ფიქრებში წინადადებებს. ამ დროს ზუსტად ვიცი, საიდან დავიწყებ ამბის მოყოლას, რითი დავასრულებ და რას დავარქმევ… ზოგჯერ ვიცი, როგორ იწყება ამბავი, ვინ არის მხარე და არ ვიცი, ვინ არის მეორე, მოპასუხე მხარე. ამ შემთხვევაში კოლეგებისა და რედაქტორის რეკომენდაციებს ვითვალისწინებ… ორი დღის წინ, ეკატერინა ნინიძე-კორუბკინასა და მისი დის, ლუბა კორუბკინას სახლში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებოდი. იქედან დაბრუნებულს კი პირველად არ მომინდა ამბის ფურცელზე გადატანა, არ ვიცოდი, რა დამეწერა, რა ან ვინ იყო ამ ამბავში უფრო მთავარი, ვისით დამეწყო – ადამიანებით, რომლებსაც საკუთრება კანონის სახელით წაართვეს; ადამიანებით, რომლებმაც კანონი აღასრულეს თუ იმ მუშებით, რომლებსაც ბათუმის მერია ფულს უხდიდა სახლის დაცლაში და ადგილზე ამბის გარკვევის შემდეგ უარი თქვეს ამ დაკვეთაზე, მიატოვეს იქაურობა და წავიდნენ.

ამ ამბავში პირველად დამავიწყდა, რასაც ჩემი რედაქტორები ყოველდღე მახსენებენ (ისე მგონია, რომ ამის შეხსენება სულაც არ მჭირდება), რომ ნებისმიერ ამბავში მხოლოდ ჟურნალისტი ვარ და არ უნდა ვიქცე მხარედ, რომ ჩემი აზრი და ემოცია მეორეხარისხოვანი, უფრო სწორად „არცერთხარისხოვანია“. ეკატერინა კორუბკინა-ნინიძისა და მისი დისთვის სახლის ჩამორთმევაზე ადრეც ვწერდი, მათ მამაპაპისეული სახლი და მიწის ნაკვეთი ექსპროპრიაციის კანონით, ანუ სახელმწიფოსთვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, ჩამოართვეს.

„მამა დამეხმარე, მამა, დედა დამეხმარე, დამეხმარე მამა, მამააა დამეხმარე, ეს არის თავისუფალი საქართველო? მოვიდეს ვარშალომიძე, მოვიდეს… დაურეკეთ ვარშალომიძეს, მომკალით, აჰა მესროლეთ, მე აქ მინდა სიკვდილი“, – მოთქვამდა სახლის კიბეზე გადმომდგარი 70 წელს გადაცილებული ალა კორუბკინა, იქვე იყო პოლიცია, ეზოში ისხდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, იქვე იყო მათი უფროსი დავით დავითაძე, იყვენენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მეზობლები…

ყველა ერთად ვუყურებდით ამ ამბავს, ვუყურებდით, როგორ გამოჰქონდათ სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორ ისროლა ერთ-ერთმა მუშამ მოხუცის წნევის აპარატი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან… ვუყურებდით, ვიღებდით კამერებით, ვიწერდით დიქტოფონებით… მეტი არაფერი შეგვეძლო… გასულ კვირას ნაციონალური არხები აგვისტოს ომის კადრებს ატრიალებდნენ, ხელისუფლებისგან ყველაზე უფრო ხშირად სიტყვა – ოკუპაცია და დაღუპულთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები ისმოდა.

ტელეეკრანებიდან მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს დევნილთა უფლებებიც შეახსენეს… ერთ-ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ობიექტივზე ომის საზარელი ფაქტების აღბეჭდვა შეძლო, ყვებოდა, რომ ქალი, რომელიც ცეცხლში იწვოდა, მას დახმარებას სთხოვდა, ის კი ვერაფრით დაეხმარა, რადგან არ შეეძლო.

„ამ დროს ჭკუა გეკეტება და არაფერზე ფიქრობ გარდა ერთისა – ფირზე აღბეჭდო ეს ყველაფერი“ – კორუბკინების ეზოში, ასე მგონია, მეც, არაადეკვატური გავხდი, დაჟინებით ვაკვირდებოდი იქვე მსხდომ მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ხან დაწინაურების კურსებზე და ხან სხვა ყოფით თემებზე მშვიდად საუბრობდნენ. მინდოდა, მათი სახეები დამემახსოვრებინა, თითოეული მათგანის ფოტოზე აღბეჭდვა დავიწყე და მქონდა მოლოდინი, რომ ამის უფლებას არ მომცემდნენ, მაგრამ არა – ერთ-ერთმა გამაფრთხილა, როცა გადაღებას დააპირებ, გვითხარი და მოვემზადებითო, სხვებს კი გაეღიმათ.

„რა ქნან? ესენი მხოლოდ დავალებას ასრულებენ, სახელმწიფოა ყველაფრის თავი და თავი, კანონსაც ისე ირგებენ, როგორც უნდათ“, – მითხრა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. საკუთარ თავთან კითხვა გამიჩნდა, შევასრულებ ჩემი უფროსის ნებისმიერ დავალებას ნებისმიერ შემთხვევაში? – არა, არ შევასრულებ.

იმ საღამოს სახლი დაანგრიეს, მოხუცი ალა ნათესავებს არსად გაჰყვა და ღამე ეზოში გაათია. კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება – როცა სახლიდან ნივთები გამოჰქონდათ, მას არაფრისკენ გაუხედავს, ერთადერთი, რასაც თვალი გააყოლა და რისი დაბრუნებაც შემდეგ ითხოვა, ეს საკუთარი საბანი, ბალიში და თეთრეული იყო, სხვა დანარჩენი მუშებმა სატვირთო მანქანაზე აიტანეს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა „შესანახად“ წაიღეს.

მოგვიანებით კორუბკინების მხარდასაჭერად მათივე უბნის მაჟორიტარი ნუკრი დოლიძე მოვიდა. ჩვენ გვითხრა, რომ „ოჯახის გვერდითაა, რომ ქვეყანა ვითარდება და ზოგჯერ ეს მსხვერპლსაც ითხოვს“.

კორუბკინების საქმე

„60 წელი ვმალავდი, რომ დედაჩემი სომეხი იყო, მინდა მას გვარი და ისტორია დავუბრუნო“

„60 წლის მანძილზე მე ვდუმდი. არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ სხვა რელიგია გვქონდა და საერთოდ ვმალავდი, რომ დედაჩემი სომეხი იყო.

ახლა 77 წლის ვარ, 60 წელია ვფიქრობ ბათუმში ჩამოსვლაზე, რომ მენახა დედაჩემის მშობლიური ქალაქი და ჩემი წინაპრების კვალი მეპოვნა. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა დედაჩემს ნამდვილი სახელი და გვარი დავუბრუნო“ – გვითხრა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში მოსულმა თურქეთის მოქალაქე, ადნან მუთლუმ.

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საშუალებით, მას იმ დოკუმენტების პოვნა სურს, რომლებიც შესაძლოა მისი წინაპრების, კერძოდ, დედის ოჯახის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.

ადნან მუთლუ

ისტორია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ადნან მუთლუსთვის მხოლოდ ფრაგმენტულადაა ცნობილი და დედის მონათხრობს ეფუძნება, რომელიც ბათუმელი პოლიგრაფისტების, შახთრიანების ოჯახში დაიბადა დაახლოებით 1903-1904 წლებში.

ადნან მუთლუ გვიყვება, რომ ვართან და ისკუი შახთრიანები მისი დედის ბებია და ბაბუა იყვნენ. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი ბათუმში დაქორწინდა და ამ ქორწინებიდან გაჩნდა ზეპური, ადნან მუთლუს დედა. ზეპურის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პოლიგრაფისტი ძმები ემიგრაციაში, თურქეთში წავიდნენ საცხოვრებლად, სადაც საკუთარი სტამბაც ჰქონდათ და 1915 წლამდე ტრაპზონში ცხოვრობდნენ.

1914-1915 წლებში თურქეთში სომხების დევნა დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთში მოკლული სომეხი ეროვნების ადამიანების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

გენოციდმა შეცვალა ადნან მუთლუს დედის ოჯახის ისტორიაც:

„ერთ დღეს მოვიდნენ ადამიანები, სახლის კარები შეამტვრიეს. დედაჩემის, ცხრა წლის გოგონას თვალწინ დახოცეს მისი მშობლები, დედაჩემი კი ბანაკში წაიყვანეს, სადაც ერთ ოთახში იყვნენ სხვა სომეხი ბავშვებიც, რომელთა მშობლები თურქმა ჯარისკაცებმა დახოცეს. დედაჩემი მიყვებოდა, რა საშინელი შოკი იყო ეს ყველაფერი ბავშვებისთვის“.

ბანაკში მიდიოდნენ თურქი ოჯახები, ბავშვებს ათვალიერებდნენ და რომელიც მოეწონებოდათ, თან მიჰყავდათ. ასე აღმოჩნდა 9 წლის ზეპურ შახთრიანი ღარიბი თურქის, მუსტაფას ოჯახში, რომელმაც ჯერ იშვილა გოგონა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ცოლად შეირთო. ადნან მუთლუ მუსტაფასა და ზეპურ შახთრიანის ერთ-ერთი ვაჟია.

„15 წლის ვიყავი, როცა დედას ვკითხე, სად იყვნენ მისი მშობლები. მან მიპასუხა, რომ ისინი დახოცეს. ამ ამბის გაგების შემდეგ ყოველთვის ვფიქრობდი – რატომ? ამ ისტორიამ არა მხოლოდ დედაჩემის, არამედ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რა მოხდა, ჩემი ცხოვრება სევდიანი გახდა“ – ამბობს ადნან მუთლუ.

მან გვიამბო, რომ მთელი ბავშვობა პატარა ქოხში გაატარა, რომლის სიგრძე სულ სამი მეტრი იყო. ოჯახი კვირაობით შიმშილობდა და მეზობლებისგან ნაწყალობები პურის ნაჭრებით იკვებებოდა.

1960 წელს ადნან მუთლუმ ოჯახი დატოვა, გერმანიაში წავიდა სამუშაოდ და დედაც თან წაიყვანა. მან გერმანიაში 30 წელიწადი იცხოვრა:

„დედაჩემი ყოველთვის ჩემთან იყო. ის გერმანიაში გარდაიცვალა. ერთად ვცხოვრობდით, ერთად დავდიოდით ეკლესიაში. იმის მიუხედავად, რომ დედა მამობილისა და ქმრის ოჯახში მუსლიმანურ ყაიდაზე ცხოვრობდა, იგი ყოველთვის ისე გრძნობდა თავს, როგორც სომეხი. ისლამი მისი არჩევანი არ ყოფილა, მას არჩევანი საერთოდ არ ჰქონია, პატარა მიუსაფარ ჩიტს ჰგავდა…“

რამდენიმე წელია ადნან მუთლუ დედის ოჯახის კვალს თურქეთში ეძებს. მან იპოვა დედის ძმების ოჯახები, რომლებიც რეპრესიებს გადაურჩნენ, გვარი შეიცვალეს და სტამბულში ცხოვრობენ. არც ერთი ძმა ამჟამად ცოცხალი არ არის, შესაბამისად, ადნან მუთლუსათვის, უცნობია დედის მშობლების ვინაობა.

დოკუმეტში, რომელიც მუთლუს ტრაპზონში მისცეს, არც დედის ნამდვილი გვარი, შახთრიანია ჩაწერილი და არც მშობლების სახელები: „ეს ისტორიის გაყალბებაა, მე მინდა მათი ნამდვილი სახელები ვიცოდე. შესაძლოა ბათუმში ვიპოვო ინფორმაცია მათ შესახებ“.

ადნან მუთლუ ამბობს, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. ახლა, როცა 77 წლისაა, აღარ ეშინია და მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: დოკუმენტურად დაასაბუთოს, რომ დედამისის ნამდვილი გვარი შახთრიანია:

„მე დედაჩემის ისტორიის ლეგიტიმაცია უნდა მოვახდინო, ესაა ჩემი მიზანი. თუ ვერ დავამტკიცებ, რომ დედაჩემის მშობლები 1915 წელს მოკლეს, ეს ისტორიაც სხვა ასეთი ამბების მსგავსად დაიკარგება. თუ შევძელი დედაჩემის წარმოშობის დადასტურება და დოკუმენტების შეგროვება, ვაპირებ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთოშორისო ორგანიზაციებს მივმართო. იმედია, ისინი შეახსენებენ თურქეთის ხელისუფლებას, რომ არსებობს ადამიანის უნივერსალური უფლება, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანს აქვს თავისი წარმომავლობის ლეგიტიმაციის უფლება.

ჩემი და დედაჩემის მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანები თურქეთში ათასობით, ათი ათასობით არიან. ზოგი ამაზე არ საუბრობს, ზოგი წიგნებს წერს. მე მინდა დედაჩემს გვარი და ისტორია დავუბრუნო“.

_______

ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს. გენოციდს სომხეთის გარდა, სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო. ასევე, რომის პაპი ფრანცისკე და ევროპარლამენტი.

გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.

საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია აქვს.

Exit mobile version