სიახლეები

რატომ ითიშება შუქი ბათუმში

30.05.2012 • • 1395
რატომ ითიშება შუქი ბათუმში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგია ქვესადგურების დატბორვის გამო ითიშება

ბოლო დროს ქალაქში ხშირად ითიშება ელექტროენერგია. არის დღეები, როცა შუქი 18 საათის განმავლობაში გათიშულია. მაგალითად, გასულ კვირას ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 14 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. შუქი ხშირად ითიშება მემედ აბაშიძის გამზირსა და ბათუმის ძველ უბნებშიც.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი სურმავას განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი წვიმაა: „წვიმის დროს წყალი ქვესადგურებში ჩადის, ავტომატიკა ირთვება და შუქიც ითიშება. სანამ წყალს არ ამოვიღებთ, ჩართვა შეუძლებელია“.

გიორგი სურმავა ამბობს, რომ ქალაქში ბევრი ქვესადგურია, რომელიც წვიმის დროს დიდი რაოდენობით წყლით ივსება: „განსაკუთრებული პრობლემებია აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩებზე. იმ ქვესადგურებში იმდენად დიდი წყალი დგება, სატუმბიც კი ვეღარ ქაჩავს“. მისი თქმით, ქვესადგურების დატბორვა მას შემდეგ გახშირდა, რაც ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყეს.
„ბაგრატიონზე სკვერები და ეზოები გააკეთეს და ქუჩები აიწია, ქვესადგურები კი შედარებით დაბლა დარჩა. საერთოდ, ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი სადაც ჩატარდა, ყველგან იგივე მდგომარეობაა. პრობლემა რომ მოგვარდეს, ქვესადგურებიც უნდა ამაღლდეს. გვქონდა საუბარი ქალაქის ხელმძღვანელობასთანაც და ალბათ ერთობლივად ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, პრობლემა მარტო ქვესადგურების აწევით არ მოგვარდება, ამას ფინანსები სჭირდება“.

გიორგი სურმავას განცხადებით, მას შემდეგ რაც ენერგოსისტემა „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ხელში გადავიდა, ქალაქში მაღალი და დაბალი ძაბვის სისტემები გამოიცვალა – „გამოვცვალეთ ტრანსფორმატორები. მრიცხველის კარადები დავამონტაჟეთ და ა.შ. 2013 წლისთვის თითქმის ყველაფრის რეაბილიტაცია უნდა დამთავრდეს და ეს პრობლემაც მოგვარდება“.

გიორგი სურმავა ამბობს, რომ ზამთარში ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო პერიოდულად შეუწყდება და ეს შეიძლება მთელი ზამთარი გაგრძელდეს.

გადაბეჭდვის წესი