სიახლეები

ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში

30.05.2012
ივანიშვილი  სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში

ბიძინა ივანიშვილმა 21 ოქტომბერს სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა.მილიარდერი პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობის ითხოვს, რომლითაც მას საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკა ბესელიაზე დაყრდნობით Civil.ge ავრცელებს
ამასთანავე ივანიშვილის პირადი ადვოკატი არ გამორიცხავს,რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის რომელიმე ეტაპზე მოხდეს პრეზიდენტისთვის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო მოქალაქეობის მიღების თაობაზე.
რადგან, „პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილობაზე პროცესი შესაძლოა “თვეები” გაგრძელდეს, მითუმეტეს თუ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში გახდება გასასაჩივრებელი.“ამბობს ეკა ბესელია
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განაცხადებით ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, როცა სააგენტომ შეიტყო მილიარდერის 7 ოქტომბრის წერილობითი განცხადებიდან,რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა. ამავე განცხადებაში ივანიშვილი აზუსტებდა , რომ „უახლოეს დღეებში“ ჩააბარებდა რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტებს.
საქართველოს მოქალაქეობა გააუქმეს ივანიშვილის მეუღლეს ეკა ხვედილიძესაც.
კანონის თანახმად მოქალაქეობა ენიჭება „ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.“
საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.