სიახლეები

ბრიფინგი ორი წლის დაგვიანებით

30.05.2012
ბრიფინგი ორი წლის დაგვიანებით

ავტორი: ნათია ზოიძე

ფაქტები, რომელთა შესახებაც დღეს ბათუმში ქრისტიან-დემოკრატების ოფისში ისაუბრეს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ მოხდა.

ბათუმში ქრისტიან –დემოკრატები აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობით არიან უკმაყოფილო.

ნიაზ ზოსიძის განცხადებით მოქალაქეები უსამართლოდ კარგავენ სოციალური დაუცველი მოქალაქის სტატუსს. მისი აზრით, ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არ არიან. ნიაზ ზოსიძე ორ კონკრეტულ შემთხვევას ასახელებს: ერთი შემთხვევა მოხდა ქობულეთში და მეორე შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც გამგებელი მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერებით ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს დაემუქრა. „მოქალაქეები სტატუსის აღდგენას ვერ ახერხებენ დღემდე“ – აცხადებს ნიაზ ზოსიძე

კითხვაზე, რატომ იმართება ბრიფინგი დღეს, როცა ამ მოქალაქეებს 2 წლის წინსტატუსი შუჩერდათ, ნიაზ ზოსიძე პასუხობს,რომ ისინი ამ დრომდე ცდილობდნენ სიტუაციის მოგვარებას „მიმართეს შესაბამისს სამსახურებს, მაგრამ სხვა გზა აღარ დარჩათ პრობლემის მოგვარებისთვის“.

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გოჩა გაბრუშიძემ ქრისტიან –დემოკრატების პრეტენზიები უპასუხოდ დატოვა. გოჩა გაბრუშიძე დღეს გავრცელებულ ინფორმაცის მისი გადადგომის შესახებ არ ადასტურებს. იგი ამბობს, რომ განცხადება არ დაუწერია. იგი გუშინ მედიის წარმომადგენლთან მის მიერ გაკეთებულ განმარტებას, სამსახურიდან წასვლის შესახებ ასე ხსნის: „უბრალოდ მათ სხვანაირად გაიგეს“. გაბრუშიძე ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ მიუღია შეთავაზება აჭარის დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. აჭარის დასაქმების სამსახური გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. „ბათუმელების“ ინფორმაციით გაბრუშიძე აჭარის მთავრობის თავჯდომარის ლევან ვარშალომიძის ახლობელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.