ავტორი: ნათია ზოიძე
„რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ!“ – ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული განცხადებიდან. ხელისუფლებიდან ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს უმეტესწილად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის ღია პოლიტიკური განცხადების შემდეგ რამდენიმე ღია ეთერი ჰქონდა, მაგრამ მას არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი.
„საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური არც ახლა და არც უახლოეს მომავალაში არ აპირებს, უპასუხოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით“. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯაგალაძემ დღეს განუცხადა.
8 ოქტომბერს, როცა ქართველი მილიარდერის პოლიტიკური განაცხადის შესახებ გახდა ცნობილი, სააკაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ „საქართველოს უზარმაზარი ძალა უპირისპირდება, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს“.
დღეს ამ დრომდე მედიასაშულებებით ხელისუფლების მხოლოდ ორი წარმომადგენლის კომენტარი გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების “სერიოზულად შეფასება არ შეიძლება.” და მეორე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით „პარტიის შექმნის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პარტია იქნება ერთ-ერთი იმ 200 პარტიათაგანი, რომელიც საქართველოში უკვე არსებობს“. მან ივანიშვილის განცხადებას გაუგებარი წარმოშობის დოკუმენტი უწოდა. მინაშვილმა ივანიშვილის მთავარ მესიჯად ის მიიჩნია, რომ მას „საქართველოს ყიდვა სურს“.
11 ოტომბერს ნაციონაალური ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადება გადაიცა.
პავლე კუბლაშვილი: „არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული, არასდროს ქართულ პოლიტიკაში პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან პუტინის მიერ ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისათვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსდებიან და ეს დაფინანსება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს“.
იგივე პათოსი იყო შენარჩუნებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თოდრიას სატელევიზიო კომენტარშიც: „ყველაფერი ის, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, არის პუტინის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის ხელით შეისყიდოს საქართველოს სახელმწიფო,საქართველოს საზოგადოება და მასმედია“.
ნუგზარ წიკლაური: „ვლადიმერ პუტინს სურს, საქართველოს მომოვალი იყიდოს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელით.“
ივანიშვილი 12 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს ,რომ „როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არც ერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან.
საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა მათ ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ – მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს რუსულ პოლიტიკასთან.
ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორებზე და აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს – საქმე, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებ საქართველოში, თუ სინდისის ნატამალი აქვს, როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშიროს ვინმემ?
სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა?“