სიახლეები

მეცნიერება

30.05.2012 • • 1559
მეცნიერება

ოთარ ნადირაძე
ზუსტი მეცნიერებებისგან თავის შორს დაჭერა იმის შიშით,რომ ისინი რწმენას შეარყევენ – ბავშვურობის მაჩვენებელია, გონების უმწიფობის. ხოლო მოსაზრება, რომ მეცნიერება კავშირში არ არის რწმენასთან და ის აუცილებელად მიგვიყვანს ურწმუნოებამდე -უმეცრება და ცრურწმენა.
**
ცოდნა სასრგებლოა იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ბედნიერება მოგვანიჭოს და ადამიანურობის მწვერვალამდე მისვლის გარანტად მოგვევლინოს. მაგრამ კაცობრიობის კოშმარულ სიზმრად ქცეული მეცნიერება და ტექნიკა ის შავი ძალებია, რომლებიც ჭეშმარიტ პროგრესს წინ აღუდგნენ.
**
ერთმა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერმა ხმა აღიმაღლა და უმოწყალოდ გააკრიტიკა მე-20 საუკუნის დასწყისში მცხოვრები შეზღუდული ადამიანები, რომლებმაც მეცნიერება ხატად გაიხადეს და მზად იყვნენ მისთვის ყველაზე წმინდა შეეწირათ. მეცნიერმა თქვა:”მეცნიერება რელიგიის გარეშე “ბრმაა”, რელიგია კი მეცნიერების გარეშე “კოჭლიაო”. ნეტა რას იტყოდა იგი ჩვენი დროის კოჭლებსა და ბრმებზე?
**
ზუსტი მეცნიერებების უარყოფა უმეცრება და ფანატიზმია, სხვა არაფერი. ასეთივე პრიმიტიული ფანატიზმის გამოვლენაა, როცა ყველაფერს უარყოფ მეცნიერების გარდა. საგნების ჭეშმარიტად მეცნიერული ხედვა და სწორი აზროვნების უნარი აქვს მას, ვინც ცოდნის გაფართოებისას სულ უფრო და უფრო რწმინდება იმაში, რომ არის კიდევ ბევრი რამ რაც მან უნდა გაიგოს და ჯერ კიდევ შეუძლია ისწავლოს.
**
მეცნიერება და ტექნიკა ადამიანის სამსახურშია და არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ მასში უბედურების წყარო დავინახოთ. საფრთხეს მეცნიერება და ახალი სამყაროს შენების მეცნიერული მეთოდები კი არ წარმოადგენს, არამედ უმეცრება და შეუგნებლობა. აგრეთვე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილი.

მეცნიერების ჭეშმარიტი მიზანი
ადამიანი სრულყოფილი არსებაა, თუკი მას პოზიტიური და სულიერი ცოდნა აქვს, ამიტომ ისინი, ვინც ამ ცოდნის შეძენას და გავრცელებას უგულვებელყოფენ-ფორმალურად არსებობენ. რამეთუ ადამიანი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნისთვის- შეიძინოს ცოდნა და გადასცეს ის სხვებს.
**
ადამიანის წინდახედულობა და მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება პირდაპირდამოკიდებულებაშია ამ ადამიანის გონიერებისა და ლოგიკურობის ხარისხთან. გონების და ლოგიკის განვითარება თავის მხრივ დამოკიდებულია პოზიტიურ და სულიერ ცოდნაზე. ამიტომაა, რომ იქ სადაც ეს ორი სახის ცოდნა არ არსებობს, გონება არ უჭრით, ლოგიკა უმტყუნებთ და გადაწყვეტილება უმუხთლებთ.
**
ადამიანის არსი მჟღავნდება მის უნარში ისწავლოს და ასწავლოს სხვებს. ადამიანი, რომელიც არც კი ცდილობს შეავსოს თავის ცოდნა, უძლურია ახალი ცოდნის მეშვეობით მოიპოვოს ახალი სიცოცხლე, იყოს მაგალითი სხვებისთვის. ჰო, ადამიანს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ასეთად არ გვევლინება.
**
ის, რისი შესწავლა და სხვისთვის სწავლებად ღირს, უნდა ეხმარებოდეს ადამიანს შეიცნოს საკუთარი თავიც და სამყაროც რომელიც გარს აკრავს. ცოდნა, რომელიც საკუთარი “მეს” საიდუმლოს შეცნობისკენ მიმავალ გზას არ გაუნათებს და მსოფლმხედველობის საიდუმლოს არ გაუხსნის – ჭეშმარიტ ცოდნად არ ჩაითვება.
**
თვალსაჩინო ადგილი საზოგადოებაში და სახელი, რომელიც სულიერი და სამეცნიერო ცოდნითაა მოპოვებული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და დღეგრძელია, ვიდრე რომელიმე სხვა გზით მიღწეული. რადგან მიწიერ ცხოვრებაში ცოდნას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს შეინარჩუნოს ღირსება და ზნეობა, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში კი ისეთი ბადნიერება მიუტანოს, რომელიც მისი რწმენისა და სულიერი ცოდნის წყალობით წარმოდგენილ და აღქმულ მარადისობასაც კი ვერ შეედრება.
**
იმის მაგივრად, რომ საკუთარ შვილს თავი გამოუტენონ ამაო და არასაჭირო ინფორმაციით, ყველა მამამ და დედამ უნდა იზრუნოს ბავშვს გონება ცოდნით, ხოლო გული-სიბრძნით დააპუროს. ამიტომ, გული რომლისთვისაც უცხოა ჭეშმარიტება, სინდისი და სიბრძნე წააგავს „ხნულს”, რომელზეც შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერი სახის ბოროტება. რასაც დასთესთ ბავშვის გულში, იმას მოიმკით მომავალში.
**
ცოდნის შეძენის მიზანია მისი სახით იპოვო ღირსეული ხელმძღვანელი და მოძღვარი, ამით შეიმსუბუქებ, გაიიიოლებ გზას სრულყოფისკენ. აი რატომაა, რომ ცოდნა, რომელსაც ადამიანი გულით არ თვისებს, არაფრით არ განსახვავდება იმ ტვირთისგან, რომელსაც მტვირთავი ეზიდება ზურგით; ხოლო სულიერი სიბრძნე, რომელიც ადამიანს ღვთიური სიმაღლეებისკენ არ მიმართავს კიდევ ერთი ტვირთია, რომელიც გონებას და გულს ამძიმებს.
ყოველი მეცნიერების აზრსი–თვითშემეცნებაა. რაა ის ცოდნა, რომელიც შენ შრომით მოიპოვე, თუ მას არ ახლავს ეს არსი თვითშემეცნებისა. იუნუს ერმე (1240-1321წწ), თურქი სუფისტი პოეტი
**
ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის რისთვის სჭირდება ცოდნა, სწორედ ამის ცოდნამ შეიძლება მოუტანოს უშრეტი საგანძური და მარადიული ბედნიერება. და ის ვინც დაეუფლა ამ საგანძურს არა მხოლოდ ამქვეყნიურ, არამედ იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც დალოცვილ და უშრეტ წყაროდ დარჩება, რომელთანაც შეხება უდიდეს პატივად და ბედნიერებად ჩაითვლება. ხოლო უაზრო და უმიზნო თეორიები, რომლებსაც მხოლოდ ეჭვის მარცვლებს ჩათესვა შეუძლიათ ადამიანის გულში- ნაგვის ხროვაა, ან ხაფანგი იმ გონებაამღვრეული და უიმედო სულების დასაჭერად, რომლებიც ამ ნაგავის გარშემო ტრიალებენ.
**
მეცნიერება და ემპირიული ცოდნა, მთელი რიგი მიმართულებებით და განშტოებებით, ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი სიკეთის მომტანია. მაგრამ ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე უსასრულო არ არის და შესაძლებლობებიც შეზღუდულია, ის ვერ ახერხებს ყველა სფეროს გადაწვდეს და სასარგებლო ცოდნა მიიღოს. ამიტომაც ყველამ უნდა შეარჩიოს და შეისწავლოს ის სფერო, რომელიც მას და მის ერს წაადგება და არ დაიღუპოს თავი უაზრო და უსარგებლო საქმეებით.
**
ნამდვილი მეცნიერი გულმშვიდია და მისი მოღვაწეობა მოწესრიგებული, რადგან იგი სამეცნიერო გამოცდილებას ითვალისწინებს და მუშაობისას მხოლოდ უტყუარ ინფორმაციას ეყრდნობა. მაშინ როცა დაკარგული სულები, ჩამოშორებულნი ჭეშმარიტი ცოდნის წყაროს, იძულებულნი იქნებიან გამუდმებით ცვალონ ძიების მიმართულება.. უსაფუძვლო ოცნებების ტყვეობაში მყოფნი მუდმივად დაიტანჯებიან საკუთარი იმედების გაცრუებით.
**
ადამიანი ფასობს თავისი ცოდნის სიღრმითა და შინაარსით. მან ვინც ცოდნა ბანალური საუბრების დონემდე დაიყვანა თვითონვე დაადო თავის თავს იაფი ფასი.იმან კი ვინც ცოდნა საგნების არსის წვდომასა და ყველაზე ბნელი და საიდუმლო მხარეების შესწავლას დაუთმო, დაამტკიცა რამდენად ღირსეული ადამიანია და სიბრძნის ფრთებით ცათუწვდენელ სიმაღლეებსა და ზესამყაროებს შესწვდა.

გადაბეჭდვის წესი