სიახლეები

ივანიშვილით იმედგაცრუებული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

30.05.2012
ივანიშვილით იმედგაცრუებული  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

ავტორი: ნათია ზოიძე  
„მე, მაგალითად, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას სერიოზულად არ აღვიქვამ. ეს ჩემი აზრია, ის იძულებული გახადეს რომ ეს ნაბიჯი გადაედგა“  – მიაჩნია  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძეს.

კითხვაზე, ვინ აიძულა ივანიშვილი ეს ნაბიჯი გადაედგა? დიასამიძე ამბობს, რომ „ეს მესიჯი, სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის.  ალბათ არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახადეს, მისი ქონების დიდი ნაწილი  ხომ რუსეთშია. რუსეთთან გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს  ეს ყველაფერი, ის თავისი ნებით პოლიტიკაში არ მოსულა. მას ხომ ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა, რატომ აქამდე არ მოვიდა?“

შეკითხვას, რა  საქველმოქმედო პროექტები აქვს განხორციელებული ივანიშვილს ბათუმში, დიასამიძე პასუხობს,  რომ სმენია მისი წვლილის  შესახებ ბათუმის დელფინარიუმში. „მას აქმდე იცნობდნენ როგორც ქველმოქმედს, თუმცა ხომ ხედავთ, ეს ქველმოქმედება არც ისე უანგარო ყოფილა. როგორც ჩანს, ჩანაფიქრი ჰქონდა“.

ქვენ  თქვით,  რომ  იძულებით გადააგმევინეს ეს ნაბიჯი და მას არ უნდოდა…

არა, მე ვვარაუდობ, უბრალოდ ეჭვი მაქვს .

რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადზე? ასმათ დიასამიძე ამბობს რომ ნეიტრალური – „ჩემ ირგვლივ მის განაცხადს პოლიტიკაში მოსვლაზე სერიოზულად არავინ აღიქვამს“ .

ქრისტიან-დემოკრატი ნიაზ ზოსიძე უმაღლესი საბჭოს  ოპოზიციურ უმცირესობას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ იმედგაცრუებული. „ჩვენ  სააკაშვილი არ მოგვწონს. არ მოგვწონს მისი მმართველობის სტილი, ცინიზმი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არც მომოვალში არ უნდა იყოს. ივანიშვილი  პოლიტიკაში შემოვიდა თავდასხმით, იარლიყების მოწებებით, თავი კი უმწიკლოდ და ლამის მესიად წარმოადგინა, ჯერ თვითონ აგოს პასუხი. მეცანატი იყო, თუმცა მისი წერილადანც ჩანდა, როგორ  უმაგრებდა ხელისუფლებას ხერხემალს. მაგრამ ნახევარ საქართველოს თავს დაესხა, ჟურნალისტებს ბოზებს უწოდებს და თუ მათთან ითანამშრომლებენ, რა მაშინ კარგი იქნებიან არაა? ჩვენ ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში  მნიშვნელოვნად ვაფასებდით, მაგრამ იმედი გავგიცრუა.“

ამონარიდი ივანიშვილის განცხადებიდან.

მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ ქრისტიანდემოკრატებთან”, ლეიბორისტებთან”, ახალ მემარჯვენეებთან”, ედპსთან, ქართულ პარტიასთან, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.