სიახლეები

სერა სივრცესა და დროში

30.05.2012 • • 1827
სერა  სივრცესა და დროში

მეგობრები სერას ეძახიან. ნათლობის სახელი, სერაფიმე შეამოკლა და ასე გახდა სერა. ფოტოგრაფია თავიდან გატაცება იყო, დღეს კი პირადი ცხოვრება, სამსახური და ჰობია. მისი ფოტოები თხრობითი ჟანრისაა, ამბებს გიყვება – სივრცეზე, დროზე და ადამიანებზე.
„ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ძალიან საინტერესოა კულტურა და კულტურის მრავალფეროვნება. მაინტერესებს სხვადასხვა რაიონები, რეგიონები, ქვეყნები და რელიგიები. მათი ერთმანეთში აღრევა ქმნის ძალიან საინტერესო კულტურულ რელიეფს. ფოტოგრაფისთვის საინტერესოა, როცა რაღაც საინტერესოს ნახავს, გადაიღებს, ჩამოიტანს და მერე ამაზე ისაუბრებენ. ამაზე მაგარი არაფერი არაა,” – ამბობს გელა ძნელაძე.

20 წლის იყო როცა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მაშინაც და დღესაც ფოტოებს ფირზე იღებს:
„ფირზე ვიღებ და მერე ვაციფრულებ. ძალიან საინტერესო პროცესია. ფირზე გადაღება რთულიცაა და ამავდროულად ადვილიც. რთულია იმიტომ, რომ კადრებში ხარ შეზღუდული და შეიძლება არ გეყოს. შეიძლება ფირის გამოცვლა, მაგრამ ეს დროს გართმევს. ფირის პლიუსი კი ის არის, რომ დოკუმენტია, რომლითაც ყოველთვის შეგიძლია იდაო. ციფრული ვარიანტი შეიძლება ძალიან მარტივად მოგპარონ, ფირზე გადაღებულ ფოტოს კი ვერ მოგპარავენ. ძალიან ბევრი დადებითი აქვს ფირს. სიღრმე აქვს. კონტრასტი. პროექციული ბეჭდვა, რომელსაც ციფრულით ვერ აკეთებ.”

გელა სპეციალობით გეოგრაფია, თუმცა არ უყვარს უნივერსიტეტი და იქ გატარებული წლები. საკუთარ თავს შეცდომით გეოგრაფს უწოდებს. ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე სწავლობდა, მაგრამ ბოლოს აღმოაჩინა, რომ დიპლომირებული გეოგრაფი გახდა. ისე გავბრაზდი დიპლომიც კი არ გამომიტანიაო – ამბობს. უნივერსიტეტიდან ერთადერთი ნათელ წერტილად ბიბლიოთეკა ახსოვს, სადაც კენეტ კოუბრეს „ფოტოჟურნალისტიკა” აღმოაჩინა.
„ეს წიგნი ფოტოგრაფიის დედაენაა. ერთადერთი რაც დადებითად მახსოვს ბიბლიოთეკა იყო უნივერსიტეტში და ეს წიგნი. ცოდნა იქიდან არ წამომიღია და ნაცნობობა. შეიძლება რაღაც პერიოდი ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, მაგრამ მერე ხვდები, რომ განსხვავებული ინტერესები გაქვს. ის ფიქრობს რა ჩაიცვას ხვალ, სუნამო სად იყიდოს, როგორ დაანახოს სხვას რომ ძალიან მაგარი ტიპია. ასეთ ადამაინთან ურთიერთობას ვერ ვინარჩუნებ. საერთოდ ვერავისთან ვერ ვინარჩუნებ ურთიერთობას, ვისთანაც საერთო ინტერესი არ მაქვს,” – ამბობს გელა.

თითქმის არასდროს არ აწერს ფოტოებს თავის სახელს და გვარს.

„არ ვამუშავებ ფოტოებს. მაქსიმუმ გავაშავ-თეთრო. არასდროს არ დამიწერია ფოტოზე ფოტო: ბაი გელა ძნელაძე. ჩემთვის არაა მთავარი, რომ ხალხი თქვას: ეს გელას ფოტოა. ჩემთვის მთავარია, ადამიანებმა ნახონ და აზრი გამოთქვან. ძალიან კარგად ვიყენებ ინტერნეტ-რესურს და ძალიან კარგად ვიცი ზოგადად ხალხი რას ფიქრობს. როდესაც ქაოსი და პირველი ციებ-ცხელება ჩაივლის, მერე ვამბობ რომ ჩემი ფოტოა. თუ უნდათ არ დაიჯერონ. მე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემია,” – ამბობს გელა.

სულ მოგზაურობს. „ასე ადვილი არაა ჩემი გამოჭერა ახლა რომ გამომიჭირეთო,” -იღიმის და საკუთარ მოგზაურობებს იხსენებს.
„2010 წელს ერთი თვით დავიკარგე, არავინ არ იცოდა სად ვიყავი. ოთხი მთა მოვიარე, აჭარის მხარეს გომის მთა, საიჩარი, ჩირუხი და ბეშუმი. რაღაცები გადავიღე ჩემთვის. ჯერ არც გამომიქვეყნებია. ჩამოვედი დასვენებული და მშვიდი. ვმუშაობდი, ხალხს ვიღებდი. როგორ ცხოვრობენ ხის სახლებში, პირველ სართულზე გომურია, მეორე სართულზე თვითონ ცხოვრობენ. ადამიანებში ვეძებ პრობლემებს. არ არსებობს მომინდეს ვიღაცის გადაღება, ვისაც ძალიან მაგარი ტანსაცმელი აცვია. პირიქით, მინდა გადავიღო ვისაც უჭირს და ცუდად აცვია. მაინტერესებს ადამიანები და მათი ცხოვრება. კახეთში ფეხით წავედით ოთხი ბიჭი და ფეხით მოვიარეთ სულ. 2010 წლის დეკემბერში ზარზმიდან წავედით, ფეხით ჩავედით ვარძიაში. ვყოფილვარ ისეთ სოფელში, სადაც შუქი არასდროს არ ქონიათ. რომ ჩავედით გადასაღებად, ერთმა ოჯახმა შეგვიფარა. ვიღაცას დაბადების დღე ჰქონდა იმ სოფელში და წაგვიყვანეს სადღაც შორს, რომ იქ დაბადების დღე ვიდეოზე გადაგვეღო. გადავუღეთ და მერე გავუგზავნეთ. რაში დაჭირდებოდათ აზრზე არ ვარ, იმიტომ რომ უშუქობის გამო ვერასდროს ვერ უყურებენ”.

გელა ფიქრობს რომ პირადი ცხოვრება არ აქვს.

„ჩემი პირადი ცხოვრება არის ფოტოგრაფია. სასიყვარულო რომანების ეტაპი არაა ჩემს ცხოვრებაში. დრო არ მაქვს, რომ მქონდეს რაღაც. თან მალე მბეზრდება. ადამიანს რომ გავიცნობ და ვხედავ რომ იქ რაღაცები არ მომწონს, დამთავრებულია. აღარ შემიძლია პირფერობა და რაღაცები. არ შემიძლია ძალით ვიღაცასთან ვიმეგობრო და ვიყო”.
სამყაროს, ცხოვრებას, მოვლენებს ფოტოკადრებად აღიქვამს და ამბობს რომ ეს მისი ცხოვრების ნაწილია: „ყველაფერს ვუყურებ როგორც გადასაღებ ობიექტს. სხვანაირად არ ვაფასებ, არც სიტუაციას, არც მოვლენას. ვაფასებ, როგორც გადასაღებ ობიექტს. ვუყურებ ყველაფერს კადრებად.“

სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, იმდენად სწრაფად რომ დილით საქართველოში გაიღვიძოს და საღამოს უკვე რომელიმე სხვა ქვეყანაში იყოს.

„იყო ესეთი შემთხვევა, „იუთუბზე“ ვნახე ვიდეო თურქეთზე, დილის თორმეტ საათზე, საღამოს 4 საათზე უკვე ბილეთი მქონდა ნაყიდი და საზღვარი გადავკვეთე. წავედი და საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. 6 თვე ვიყავი სხვაგან, საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობდი და საერთოდ არ მაინტერესებდა აქ რა ხდებოდა. ვიყავი თავისუფალი, ვფიქრობდი, მხოლოდ სად გამეთია ღამე, კარავი როგორ გამეშალა და ფირი როგორ მეყიდა. ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. აქედან რომ წავედი, ჯიბეში ასი დოლარიც არ მქონია. თურქეთში მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. მაშინ მივხვდი, რომ მე შემიძლია ვიყო ფოტოგრაფი, მუსიკოსი ან არ რაც მინდა ის. ადამიანს აქვს დრო, ჭკუა, რომელიც უნდა გამოიყენოს კარგად, რომ განვითარდეს. ფეხსაცმელები შეკერო, ან იყო სტილისტი, ან იყო ფოტოგრაფი ან სულაც პრეზიდენტი. დღეს არის ის დრო, როცა ყველას შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მაგარი ტიპები და ცნობილები. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს „ფეისბუქი“, რაც შესაძლებლობების ფართო გზას გვაძლევს. მე ყველა ჩემს საქმეს ვაგვარებს „ფეისბუქით“ და აზრი არ აქვს ცხოვრებას „ფეისბუქის“ გარეშე. შეიძლება ვიღაცისთვის არასტანდარტული ვარ, მაგრამ მე ასეთი ვარ. ჩემთვის ეს არის სტანდარტი. ვერ შემცვლის ვერაფერი. ერთადერთი ალბათ თუ შემცვლის ძალიან ბევრი ფული. ბევრი ფული რომ მქონდეს აღარ წავიკითხავდი წიგნებს, იმიტომ რომ არ დამაინტერესებდა. ინდოეთში წავიდოდი, ბევრს ვიმოგზაურებდი, რაღაცას ვნახავდი. ყოველდღიურობა ჩემზეც მოქმედებს, მაგრამ ვცდილობ ეს არავინ არ დაინახოს და არავინ არ მიხვდეს. რამე პრობლემა თუ მაქვს ვერ ამჩნევენ. ხშირად მეუბნებიან მეგობრები, შენ პრობლემა არ გაქვსო? პრობლემა როგორ არ მაქვს, მაგრამ არ მინდა ამის შესახებ ყველამ გაიგოს და ინერვიულოს. ვცდილობ ყველაფერი ფოტოების გადაღებაში ან მუსიკის მოსმენაში გადავიტანო”.

გადაბეჭდვის წესი