სიახლეები

ფრანკენშტეინის საკვები

30.05.2012 • • 1402
ფრანკენშტეინის საკვები

კობა ფარტენაძე

მართალია, ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის „შედევრებს“, თუმცა მათზე დიდი ასოებით დატანებულია წარწერა: „გენეტიკურად მოდიფიცირებული“. საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი დიდ ზიანს იღებენ, რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და არავინ იცის, რას მივირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ სხვადასხვა, მაგალითად „მონსანტოს“ (მსოფლიო ლიდერი გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებაში) მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს. ჩვენი ხელისუფლება გაიძახის, ბევრი გვაქვს გასაკეთებელიო, არადა, ცოტა ხანში, გასაკეთებელი არაფერი გვექნება! გვექნება გამოფიტული ნიადაგები, რადგან გენმოდიფიცირებული თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რისი აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მას.
სურსათის ხარისხი დღეს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გენმოდიფიცირებული პროდუქტი (ზოგიერთი მას `ფრანკენშტეინის~ საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენი შეცვლილია ლაბორატორიული გზით _ ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი პროდუქტის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს. საყურადღებოა, რომ მიღებული პროდუქტი თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს. მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი მოდიფიკაცია ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების გენის გამოყენებით, ხოლო მაღალი ტემპერატურის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის გენს უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს. ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების, ასევე მღრღნელების წინააღმდეგ, ზრდის შენახვის ვადას. აუცილებელია, გენების ხელოვნური შეცვლის გაუთვალისწინებელი ეფექტების შეფასება, რაც საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პომიდვრის, სიმინდისა და კარტოფილის ნათესების ფართობები დღეისათვის უკიდურესად შემცირებულია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მოწონებული გენმოდიფიცირებული ხორბლის მოყვანა და მისი მოხმარება. ზოგან საერთოდ აკრძალულია ამგვარი თესლის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. მაგალითად, რუსეთში ამგვარი თესლის შეტანა აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დღემდე მოიხმარენ გენმოდიფიცირებულ ხორბალს.
დღეისათვის საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანისა და მოხმარების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ მოქმედებს. ეს საკითხი რამდენჯერმე დაისვა პარლამენტში, თუმცა უშედეგოდ. გაუმაძღრობა უდიდესი ცოდვაა, რაც სამწუხაროდ ქართველმა კაცმა შეისისხლხორცა – ჯერ მიწები არ გვყოფნიდა, ახლა სამმაგად დიდი მოსავალი მოგვინდა.

გადაბეჭდვის წესი