სიახლეები

ირაკლი სესიაშვილი:ივანიშვილის დაცვამ განიარაღების ბრძანება მიიღო

30.05.2012 • • 1147
ირაკლი სესიაშვილი:ივანიშვილის დაცვამ   განიარაღების ბრძანება მიიღო

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებისთვის შსს-ს დაცვის დეპარტამენტში მისვლისა და იარაღის ჩაბარების მოთხოვნა პროვოკაციულ ნიშნებს შეიცავს , – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, არგუმენტირებისა და გარკვეული აუცილებელი პროცედურების დაცვის შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულებაზე ივანიშვილის დაცვა უარს არ ამბობს. თუმცა, სესიაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ დაცვის უფროსს უკავშირდებიან ტელეფონით, მოითხოვენ მისი და სამსახურის სხვა წევრების მისვლას დეპარტამენტში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების ამ სახით მიტანას, მიუღებელი, საფრთხისა და პროვოკაციული ნიშნების შემცველია.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, იარაღის ჩაბარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გამყარებული იქნება შესაბამისი არგუმენტებით, წარმოდგენილი იქნება ოფიციალური დოკუმენტი, გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება მთავარი მოთხოვნა – ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების გარანტიების სრულად შენარჩუნება.
ამასთან, სესიაშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილის უსაფრთხოება და დაცულობა წარმოადგენს აუცილებლობას იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ის არის სან მარინოს საპატიო კონსული და დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ ასევე „ინტერპრესნიუს“ განუცხადა ,რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს განიარაღება მოსთხოვა. მისი თქმით, ივანიშვილის დაცვის უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მირიან ბაიდაშვილი, რომელმაც ბიზნესმენის დაცვის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და სამსახურის სხვა წევრებს დეპარტამენტში მისვლა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.
რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ალასანიამ ეს ფაქტები
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებლო ექსტრემიზმად შეაფასა.
ამის შესახებ ალასანიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით, დავით პაიჭაძის გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ “ქართუ ბანკის” ინკასაციის მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, რითაც გამოავლინა, რომ შეშინებულია.

გადაბეჭდვის წესი