სიახლეები

ტელეარხ „25“ -ს აჭარის ტელევიზიამ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა

30.05.2012
ტელეარხ „25“ -ს აჭარის ტელევიზიამ  რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა

აჭარის ტელევიზიამ „ტვ- 25“ ს რეკალამის განთავსებაზე უარი განუცხადა . გაზეთ „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ბოლქვაძემ განმარტა, რომ უარის თქმის საფუძველი მაუწყებლობის შესახებ კანონი( 2 მუხლის წ პუნქტი) გახდა.
მალხაზ ბოლქვაძის განმარტებით, რეკლამად არ შეიძლება ჩაითვალოს მაუწყებლის მოქმედების შესახებ ინფორმაცია. „ტვ- 25“- ის მიერ დაკვეთილი რეკლამის შინაარსი ამავე მაუწყებლობის სატელიტზე გასვლის შესახებ ინფორმაცია იყო.

ბოლქვაძის მიერ მითითებული მუხლი განმარტავს, რა შინაარსიის შეიძლება იყოს რეკლამა.
„რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის
მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული
განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე,
მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და
ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი
წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების,
სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე
საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“.

მედიასამართლის ექსპერტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული მუხლი არ შეიძლებოდა უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, „იმედის“ არხზე თუ ნანუკა ჟორჟოლიანის კონკრეტული შოუს ანონსი გადის, ეს ამ არხს არ შეიძლება რეკლამად ჩაეთვალოს. სწორად ამას გულისხმობს ამონარიდი კანონის მუხლიდან „რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა“, – აცხადებს კორძაია და განმარტავს, რომ ეს მუხლი არ არეგულირებს ერთი მაუწყებლის მეორე მაუწყებელთან სარეკლამო ურთიერთობის საკითხს.

„ტვ -25„ –ს დირექტორი მერაბ მერკვილაძე: „ ვინაიდან აჭარის მაღალმთიანეთში უკვე მაუწყებლობს აჭარის ტელევიზია, ამიტომ გადავწყვიტეთ ფული გადაგვეხადა რეკლამაში და ამ სახით ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. ახლა ისევ სხვა საშუალებებს მივმართავთ, დავარიგებთ ფლაერეებს და ასე შემდეგ .“

რეგიონული მაუწყებელი „ტვ- 25“ სატელიტურ მაუწყებლობაზე 1 ოქტომბერს გავიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.