სიახლეები

რამიშვილი „დარდუბალას“ ისევ გააკეთებს

30.05.2012 • • 1086
რამიშვილი „დარდუბალას“  ისევ გააკეთებს

ავტორი: ნათია ზოიძე

შალვა რამიშვილი  მიმართვის ტექსტს ავრცელებს, რომლითაც ის ბიძინა ივანიშვილის წინადადებას ეხმაურება. ის მზადაა, „დარდუბულა“ გააკეთოს, მაგრამ, ამასთანავე,  არ მოსწონს,  ივანიშვილი წერილში მას  ეროსის ხელის ბიჭს  რომ ადარებს. შალვა რამიშვილი  ივანიშვილთან შეხვედრასაც აპირებს. 12 ოქტომბერს, ივანიშვილის მიერ  განცხადების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მან თავის კედელზე გამოაქვეყნა _  „ბ-ნ ივანიშვილი უნდა შემხვდეს“.

შალვა რამიშვილის  8-პუნქტიანი  დღეს  გავრცელებული მიმართვის სრული ტექსტი:

ეს არის ჩემი მიმართვა. ძალიან ბევრი მეკითხება იმაზე, თუ რას ვაპირებ. აი ჩემი პასუხი:
1. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსები (ფინანსური და ინტელექტუალური), მისი კავშირები და ის დიდი ნდობა, რაც მას მოსახლეობაში აქვს, იძლევა დიდ შანსს იმისა, რომ მიშა მოვიშოროთ.
2. მე მინდა მივიღო ამ საქმეში მონაწილეობა
3. მე მინდა გავაკეთო “დარდუბალა”
4. მე მიმაჩნია, რომ „მაესტრო“, რომელშიც მე ვმუშაობ, არაა მიკერძოებული. მე ვიცი, როგორ იმართება ეს ტელევიზია და ვთვლი, რომ ივანიშვილი ცდება, როცა ამ არხს სააკაშვილის სპეცდანიშნულების ტელევიზიას უწოდებს.
5. მე არ მომწონს, როცა ბიძინა ივანიშვილი მე მადარებს ეროსის ხელის ბიჭს. მაგრამ ამ თემაზე საუბარს უშუალოდ მასთან ვაპირებ. რადგან მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩემგან განსხვავებული წარმოდგენა ტელეჟურნალისტიკაზე და ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ეს იმდენად ბუნებრივი რეაქციაა, რომ გამიკვირდება ვინმემ თუ ვერ გამიგო.
7. მე მიმაჩნია, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ “მაესტროში”, არის ძალიან ეფექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის. მიმაჩნია, რომ გადაცემები, რომლებსაც მე ვაკეთებ, ხელს უწყობს იმ იდეალების მიღწევას, რომლებზეც თავად ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა მიმართვებში
8. იგივე მინდა ვთქვა ჩემი კოლეგების შესახებ, რომლებიც ჩემთან ერთად (და ჩემამდე დიდი ხნით ადრე) ქმნიდნენ “მაესტროს”,

ამონარიდი ივანიშვილის განცხადებიდან

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო `მაესტროს~ წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს.
შალვა, შენ როდესაც `დარდუბალას~ აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი.
„დარდუბალას“ ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის.

დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ?
შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენ მიერ შექმნილი „დარდუბალას“ პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან?
შენ ახლა ახალ „დარდუბალას” უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული „მაესტროს” მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.
წამოდი შალვა და ახალი დარდუბალას“ გადაღება დაიწყე, სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი დარდუბალაგადაღება და მე დავაფინანსებ!

გადაბეჭდვის წესი