სიახლეები

ბათუმში სათამაშო ბიზნესი შეიძლება დაიხუროს

30.05.2012 • • 2179
ბათუმში სათამაშო ბიზნესი  შეიძლება  დაიხუროს

ავტორი:ნათია ზოიძე
„ევროპა-ბეთის“ ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატები ახალაშენებულ“ ბათუმი-პლაზას“ პირველ სართულზეა განლაგებული. კლუბმა ფუნქციონირება 2011 წლის იანვრიდან დაიწყო. კლუბის მენეჯერი, რომელიც „ბათუმელებს“ „ბატონ გიორგიდ“ გაეცნო, არ ასახელებს ზუსტად რამდენი მილიონი დახარჯა 1 წლის წინ 600 კვ/მ ფართობის რემონტში. მილიონი მას ლიცენზიისთვის აქვს გადასახდელი 5 წლის განმავლობაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათამაშო კლუბია ბათუმში.

„ევროპა-ბეთს“ ბათუმი-პლაზაში კანონიერად ფუნქციონირებისთვის რამდენიმე თვე დარჩა, შემდგომ კი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიზნესი სპეციალურ ადგილზე უნდა გადიტანოს: ბაგრატიონის, სულაბერიძის, ვარშანიძის და გენერალ აბაშიძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში ან ამ ქუჩების ორივე მხარეს მდებარე შენობა-ნაგებობებში.

„ევროპა-ბეთის“ მენეჯერი ერთადერთი არ არის ვინც ფიქრობს, რომ ბათუმის საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სათამაშო ბიზნესი ბათუმში ძირითადად დაიხურება, რადგან უმარავი ხარჯის და გადასახადის გადახდის შემდეგ, ახალი შენობის აშენებას ვეღარ შეძლებენ. მით უმეტეს, როცა ტოტალიზატორისა და სათამაშო კლუბის დემონტაჟიც გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული. ამას ისიც ემატება, რომ ბათუმი პლაზასთან 5- წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული, რისი მოშლის შემდეგაც 600 კვ/მ-ს ფართობს პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს.

„ევროპა-ბეთს“ კიდევ ერთი გამოსავალი რჩება გადარჩენისთვის, მან სამორინეს ლიცენზია უნდა მიიღოს, -ტოტალიზატორსა და სათამაშო კლუბთან ერთად თუ სამორინესაც იქვე გახსნის, მას ტერიტორიის შეცვლა აღარ მოუწევს, ანუ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ შეეხება. მენეჯერის თქმით, სამორინეს გახსნის ნებართვა რომ მიიღოს, 5 მილიონი უნდა გადაიხადოს. ამას ემატება სხვა გადასახადიც. ამიტომ ფიქრობს, რომ ჯობია სხვა ბიზნესს მოკიდოს ხელი. „იმაზე არ ფიქრობენ, რომ ეს ბიზნესი ამდენ ცვლილებას ვერ გაუძლებს, შეიძლება სულ დაიხუროს და ბიუჯეტმაც მნიშველოვანი სახსრები დაკარგოს“, – ამბობს ის.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ, ვინც 10 თვის წინ, მერიის მოთხოვნის შესაბამისად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული სათამაშო კლუბები პუშკინის ქუჩაზე გადაიტანა – ფართობები შეიძინა ან გაარემონტა. მერიამ ახლა იქ დარჩენის უფლება მათ 2013 წლის იანვრამდე განუსაზღვრა. სათამაშო ბიზნესი შემდეგ რომ გააგრძელონ, ნებართვა თავიდანვე უნდა მიიღონ, შენობა კი ზემოთ მითითებულ ქუჩებზე უნდა დაიქირავონ (სულაბერიძე, ბაგრატიონი, აბაშიძე).

ბათუმის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება 30 მარტს მიიღო. ცვლილება 2011წლის 20 მაისის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში შევიდა. ახალი გადაწყვეტილება არ ეხება სასტუმრობში განთავსებულ სამორინეებს. სასტუმროები, სადაც სამორინე იქნება, უნდა აკმაყოფილებდეს კიდევ ერთ პირობას – 20 საცხოვრებელ ნომერზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„არ ვიცი რაში სჭირდებათ ეს ცვლილება, ჩვენ მაინც ვერ ვუწევთ კონკურენციას ინტურისტსა და სხვა ძვირდღირებულ სასტუმროებში არსებულ სამორინეებს. აქ თუ ხალხს ვაწუხებთ, იქ (ჭაობში) რა ხალხი არ ცხოვრობს? 2010 წელს იმდენი ტოტალიზატორი დააჯარიმეს ნახევრზე მეტი დაიხურა, რაც გადარჩა ახლა დაიხურება,- ამბობს ერთ-ერთი ტოტლიზატორის მფლობელი. ის გვთხოვს, სტატიაში მისი სახელი და გვარი არ გამოვიყენოთ“.

ბათუმის ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე დადგენილებებში ხშირ ცვლიელებებს ასე ხსნის: „კი, ჩვენ გვინდა რომ დაიხუროს საერთოდ, რადგან ვერ აკანტროლებენ სიტუაციას. იქ შედიან 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც და, საერთოდ, მძიმე სოციალურ ფონს ქმნიან.ზრდიან როგორც უნდათ გადსახადებს. სულ არ არის ჩვენ მეზობელ თურქეთში ეს ბიზნესი ხელშეწყობილი, მაგრამ არის, სამომავლოდ შეიძლება სამორინეების საკითხზეც ვიმსჯელოთ“.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ტარიფებია:
1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4500 ლარი;
4. სისტემურ – ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
5. ლატარიის მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
6. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.

გადაბეჭდვის წესი