სიახლეები

თუ გინდა დაიცვა თვალები

30.05.2012 • • 14117
თუ გინდა დაიცვა თვალები

ავტორი: ქეთი ლაბაძე

თვალები ადამიანის ყველაზე სათუთი ორგანოა. გადაღლილობა, არასწორი რეჟიმი უმალ აისახება ჩვენს თვალებზე. ოფთალმოლოგი მარინა ბაკურაძე „ბათუმელების“ მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს:
ეკოლოგიური დაბინძურება, მტვერი, სხვადასხვა გამოსხივება ცუდად მოქმედებს თვალებზე. გარემო ფაქტორები ხშირ შემთხვევაში იწვევს მხედველობის დაქვეითებას. სამწუხაროდ, ძალიან ძნელია თვალები დაიცვა გარე ფაქტორებისგან. თუ გინდა ეს მოახერხო, მაშინ ქალაქში არ უნდა იცხოვრო, უნდა წახვიდე მთაში სუფთა ჰაერზე.

თვალებს ცხოვრების ჯანსაღი წესით უნდა გავუფრთხილდეთ – უნდა ვიმოძრავოთ. როგორც გულს უხდება მოძრაობა, ასევე უხდება თვალებსაც, რადგან თვალშიც იგივე სისხლძარღვებია, რაც მთლიან ორგანიზმში. გადაჭარბებულად არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი, ნიკოტინი, კვამლი მოქმედებს ძალიან ცუდად.

თვალებისთვის საზიანოა დაწოლილი კითხვა, ამ დროს სინათლის აღქმის კუთხე იცვლება, რაც მძიმე დატვირთვას აძლევს თვალს. ასევე არ შეიძლება სიბნელეში კითხვა და ტელევიზორის ყურება, ბნელ ოთახში კომპიუტერთან მუშაობაც არ შეიძლება, რადგან გამოსხივება მეტია, ნათურა კი ფანტავს გამოსხივებას.
საერთოდ, კომპიუტერი ცუდად მოქმედებს თვალებზე, განვითარებულ ქვეყნებში 4 საათზე მეტს პროგრამისტებიც კი არ ატარებენ კომპიუტერთან, ჩვენთან კი კომპიუტერი ახალი ხილია, მისი უარყოფითი შედეგები ჯერ არ ჩანს, მერე და მერე უფრო გამოჩნდება. საზღვარგარეთ, რუსეთშიც კი, არსებობს კლინიკები, სადაც გარდატეხის ასაკის ბავშვებს მკურნალობენ „კომპიუტერზე დამოკიდებულობას“, სწორედ ისე, როგორც ნარკომანების ნარკოტიკზე დამოკიდებულებას.

ამ ასაკში ტვინი ჩამოუყალიბებელია, მუდმივად ვირტუალურ სამყაროში ყოფნა ბავშვებს უკარგავს რეალური სამყაროს განცდას. ეს დამოკიდებულება ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება, ამიტომაც ხდება მკურნალობა აუცილებელი.

არსებობს ასეთი დაავადება – მშრალი თვალის სინდრომი, რომლის ჩამოყალიბებასაც კომპიუტერი უწყობს ხელს. ანუ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა თვალს აშრობს, მერე არის შეგრძნება, თითქოს თვალებში უცხო სხეულია. თვალი იმდენ ცრემლს ვერ გამოყოფს, რამდენსაც კომპიუტერი თავისი გამოსხივებით შთანთქავს, ამიტომაც გვეუფლება ასეთი შეგრძნება. არსებობს ხელოვნური ცრემლის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ვიტამინებს შეიცავს, ის თვალის სიმშრალის შეგრძნებას ხსნის, თუმცა დროებით.

თვალებისთვის კარგია ჩაის ნაყენი. მასში არის ტანემი, რომელსაც მადეზინფექცირებელი და დაღლილობის მოხსნის ეფექტი აქვს. ნებისმიერი ჩაი ნახევარი საათის შემდეგ მხოლოდ ფერია, ამიტომ ახალგამოყვანილი ჩაის საფენები ნახევარი საათით უნდა გავიჩეროთ თვალზე, რაც მოგვიხსნის დაღლილობას, სიწითლეს და ა.შ. იმავე ეფექტის მომცემია გვირილის ნაყენიც.
დაღლილი თავლების დასამშვიდებელად რეკომენდებულია ვარჯიშები
• თვალები ძალიან მაგრად მოვხუჭოთ და გავხსნათ. ასე რამდენჯერმე გავიმეოროთ.
• დავხუჭოთ თვალები და ვამოძრავოთ საათის ისრის მიმართულებით ან მის საწინააღმდეგოდ.
• თვალი ვამოძრავოთ ზევით-ქვევით, გარეთ-შიგნით _ ეს ერთგვარი მასაჟია. თვალების მხოლოდ დახუჭვაც კი დადებითად მოქმედებს თავლებზე.
თვალის ნიღბები
• აურიეთ ვაშლის და კიტრის ფაფა ერთმანეთში და ზედმეტი წვენი მოაცილეთ. მიღებული ნიღაბი თვალების გარშემო სქელ ფენად დაიდეთ. ნიღაბი 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ.
• გახეხეთ უმი კარტოფილი და შეურიეთ ნაღები, დაიდეთ თვალების გარშემო 20 წუთით.
• თვალის გარშემო კანს კვებავს და ატენიანებს შემდეგი ნიღაბი: თეთრი პური დავალბოთ თბილ რძეში და 15 წუთით დავიდოთ თვალების გარშემო, შემდეგ გრილი წყლით ჩამოვიბანოთ.
• თვალების გარშემო ნუშის ზეთი წავისვათ, ზემოდან ნაღებში დასველებული პური დავიდოთ. გავიჩეროთ 20 წუთით. ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.

გადაბეჭდვის წესი