სიახლეები

ხორცი გაძვირდება

30.05.2012 • • 1362
ხორცი გაძვირდება

ბათუმში, თბილისის მსგავსად, მალე ამოქმედდება ვეტერინარიის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ხორცის გაყიდვა მხოლოდ სპეციალურ, პირუტყვის სასაკლაოში დაკვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ანალოგიური ცვლილების შემდეგ თბილისში ერთი კილოგრამი ხორცის ფასმა 18 ლარს მიაღწია. ბათუმში ორი სასაკლაოს გახსნა იგეგმება.

ემზარ დიასამიძე

ბონის დასახლებაში მდებარე აგრარულ ბაზარში მომუშავე პერსონალი თბილისში შემოღებული „ახალი წესების“ შესახებ ინფორმირებულია: „როგორც ვიცით, თბილისში ეს წესები მოქმედებს, რის გამოც ხორცის ფასი 2-3 ლარით გაიზარდა. ანალოგიურად გაიზრდება ბათუმშიც~.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი როინ გობაძე კი აცხადებს, რომ ბათუმს ორი სასაკლაო მოემსახურება: ერთი მათგანი უკვე შევიდა ექსპლოატაციაში. იგი ეკუთვნის შპს „ნუსრუთ ჯორჯიას“, რომელიც მდებარეობს ჩაქვში, სოფელ საჩინოს ტერიტორიაზე. მეორე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში უნდა გაიხსნას, რომელიც შესაძლოა მომავალი თვის დასაწყისში ამოქმედდეს“.
აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელის, ილია სირაბიძის განცხადებით, სასაკლაოების აშენება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია: „ეს სასაკლაოები სახელმწიფო დაკვეთით, ანუ ტენდერით არ შენდება. ის შეიძლება ნებისმიერმა პირმა ააშენოს. როდის ამოქმედდება ქსელში მხოლოდ სასაკლაოებიდან ხორცის შეტანის ვალდებულება, ზუსტად ვერ გეტყვით. კანონით ეს მოთხოვნა უკვე არსებობს“.
ეკონომისტ დავით ნარმანიას თქმით, „სასაკლაოების შემოღებაში ცუდი არაფერია, ასე მომხმარებლის უფლებები დაცულია. თუმცა ის ფაქტი, რომ კახეთიდან საქონელი გლეხმა ნატახტარში უნდა ჩაიყვანოს დასაკლავად, ეს აძვირებს საქონლის თვითღირებულებას“.
კოლეგისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ პაატა აროშიძეს. იგი მიიჩნევს, რომ საქონლის მწარმოებელსა და რეალიზატორს შორის დამატებითი რგოლის შემოღება ავტომატურად გამოიწვევს თვითღირებულების გაძვირებას: „არანაირი აუცილებლობა სასაკლაოების შემოღებისა არ არსებობს. საქონელი გლეხის ეზოში დაიკვლება თუ სასაკლაოში ელექტროშოკის მეშვეობით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ხორცის ვარგისიანობას, მისი შემოწმება კანონით ისედაც სავალდებულოა და აგრარულ ბაზარსა თუ სხვა დაწესებულებებში ეს ისედაც ხდება. ამ ტიპის დამატებითი რგოლების შემოღება ეკონომიკის განვითარებას უფრო აფერხებს, ვიდრე ხელს უწყობს“.
ბათუმში სასაკლაოების ამოქმედებას კლიმატური პირობებიც უშლის ხელს. ზამთრის პერიოდში, აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმეტესობა დიდთოვლობის გამო იკეტება და იქიდან ცოცხალი პირუტყვის ჩამოყვანა შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ხორცის გაძვირებასთან ერთად მოსალოდნელია მისი დეფიციტიც გაჩნდეს.
სასაკლაოების გვერდის ავლით პირუტყვის დაკვლა ჯარიმებსაც ითვალისწინებს. გლეხებს იმედი აქვთ, რომ დაკლული პირუტყვის სოფლებში გაყიდვას არავინ გააკონტროლებს.

გადაბეჭდვის წესი