ავტორი: ლელა დუმბაძე
თბილისის ევანგელურ-ლუთერული და ბათუმის პროტესტანულმა ეკლესიებმა ერთობლივი წირვა ჩაატარეს. ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის საქართველოს ეპისკოპოსის, ჰანს იოაკიმ კიდერლენის თქმით, რომელიც ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში სტუმრად იმყოფებოდა აღნიშნა, რომ რეფორმაციამ მთელი ქრისტიანული სამყარო შეცვალა: „თუმცა დღეს, ეკლესიას აღარ შეუძლია მუდმივი განახლების გარეშე იცხოვროს. ის ვეღარ დარჩება მე-16 საუკუნის საწყისებზე. ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის არსებობდა საკვანძო მომენტები და ერთ-ერთი ასეთი იყო ეკლესიის რეფორმაცია. ლუთერს მიაჩნდა რომ ადამიანებმა სასულიერო პირებს კი არ უნდა მიანდონ თავიანთი ცხოვრება, არამედ მხოლოდ იესო ქრისტეს“.
ჰანს კიდერლენი სინანულით უყურებს იმ ეკლესიებს, რომელთაც არ აქვთ მისწრაფება ცვლილებებისკენ: „ადამიანები ფიქრობენ რომ ცვლილება გათიშულობას გამოიწვევს, ამიტომ აქვთ სიახლეების მიმართ შიში“. ეპისკოპოსს მიაჩნია რომ ეკლესიას კეთილდღეობას მხოლოდ ორი რამ მოუტანს, ეს არის სიყვარული და ცოდნა: „ცოდნის გარეშე სიყვარული ფანატიზმში გადადის, სიყვარულის გარეშე კი ცოდნა ფორმალიზაციად იქცევა“.
ჰანს კიდერლენის თქმით, დღეს ევროპაში შედარებით შესუსტებულია რწმენა, ვიდრე დასავლეთში, „რადგან ევროპაში ადამიანები კეთილდღეობას საკუთარ თავს უმადლიან, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ევროპაში რწმენა მოკვდა“. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე (ამჟამინდელი მაკდონალდსის) ტერიტორიაზე იდგა, თუმცა ის, როგორც ჰანს კიდერლენი ამბობს, სტალინის ბრძანებით დაანგრიეს: „დღეს მხოლოდ პასტორის სახლია იქ შემორჩენილი“. რეფორმაციის შემდეგ პროტესტანულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა და სკანდინავიის ქვეყნები. საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 1817 წელს დაარსდა.