„საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი“ – საია მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს.

საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები“.

საიას განცხადებით, მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს და მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო.

„მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – წერს უილსონი X-ზე.

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ბათუმში აქციის სამ მონაწილეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო  5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს.

პატიმრობა შეეფარდათ მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს.

მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება – განიხილება კიდევ ორი აქციაზე დაკავებული პირის საქმე.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”.

„პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს.

მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს მის წინ მდგომს სტიკერი მიაკრა: „იფიცება საქართველო“.

„მე ის ჩვეულებრივი მოქალაქე მეგონა, მას არ ეცვა პოლიციელის ფორმა, ან სხვა ამოსაცნობი ნიშანი… რაც შეეხება ამ ფრაზებს, მე ის არ მითქვამს“,- უთხრა მოსამართლეს თათია აბულაძემ.

თათია აბულაძეს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

11 იანვრის ღამით ბათუმში სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, ასფალტზე გაკვრისთვის 12 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის სამი იმავე ღამეს გაათავისუფლეს ხელწერილით. სტიკერის გაკვრისთვის იმ საღამოს ბათუმში დააკავეს „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე – მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა. მზია ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა იგი მალევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

11-12 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციებზე სულ 20 პირი დააკავეს.

„გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს შეურაცხყოფას“- თქვა მოსამართლემ, თუმცა მას ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ უთხრა, რომ აქციაზე ფრაზით – „რუსეთის მონებო“ თათია აბულაძეს პოლიციელებისთვის არ მიუმართავს.

„თათია აბულაძის საქმეზე“ დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა ზურაბ მამულაძემ. მოწმემ თქვა, რომ პოლიციელს, რომელსაც ზურგზე სტიკერი მიაკრეს, პოლიციის ფორმა ეცვა.

„მართლა პოლიციელს მიაკრა ჩემი შინაგანი რწმენით“, – თქვა მოსამართლემ და იქვე განმარტა, რომ სტიკერის პოლიციელზე მიკვრა სამართალდარღვევაა.

მოსამართლე ირმა ტოგონიძე ამჯერად აქციაზე დაკავებული სტუდენტის მათე ცენტერაძის, გოდერძი ფრანგიშვილის და მუჰაჯირი ქართველის – ჯაფარ ილმაზის საქმეს განიხილავს. მოსამართლის სამუშაო მაგიდაზეა კიდევ 4 აქტივისტის საქმე.

______________

ფოტო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, სადაც დღეს, 13 იანვარს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მზია ამაღლობელს დღეს, 13 იანვარს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს

ბათუმის აქციებზე დაკავებულმა, ბათუმის აქციების მთავარმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუდასტურა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.

თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. მისი წინაპრები აჭარიდან, სოფელ ხინოდან წასული მუჰაჯირები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული ენა, ტრადიციები და კულტურა. თემურ ქათამაძე ბავშვობიდან საუბრობს ქართულად, იგი ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და 2012 წლიდან საქართველოში ცხოვრობს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით არასათანადო მოპყრობაზე ოქმი შეადგინეს და სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე დააკავეს. საიას ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს ედავება 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე, დაკავებულები მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით.

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ მის რწმუნებულს დაკავებულების მონახულების საშუალება არ მისცეს:

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში სახალხო დამცველის რწმუნებულს შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში“.

ამავე თემაზე:

11-12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. მან ადვოკატს უთხრა, რომ ის  ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დავალებით დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

აქციაზე დააკავეს ასევე გიორგი კირთაძე – კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია – „დროას“ ლიდერი, ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი – სტუდენტი და აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები ფოთში გადაიყვანეს.

გიორგი კირთაძე მოგვიანებით გამოუშვეს, მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის გადაწყვეტილებით პარლამენტში არ შევიდა. გათავისუფლების შემდეგ ის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა, სადაც აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

11 იანვარს კი პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ამ დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება, მათ შორის იყო ციალა ქათამიძე, ერთ-ერთი აქტივისტი.

დაკავებულებს შორის არიან სტუდენტი მათე ცენტერაძე – სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,  ვაჟა დარჩია – ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელსაც ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს უწოდებენ.

საიას ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს ედავება 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

11 იანვარს დაკავება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაიწყეს, როცა საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ერთი აქტივისტი, თათია აბულაძე დააკავეს.

ამის შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იმავე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი.

ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ.

კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე.

რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები: თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

სულ ბოლოს პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, თუ როგორ დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე. მის მიერ პლაკატის გაკვრა, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15 საათზე“, იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი ყველა უკანონოდ დაკავებულისადმი.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობელია.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელს

დღეს, 13 იანვარს, ბრალი წარუდგინეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

  • როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბათუმში 11 იანვრის საღამოს

11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო აქციის მონაწილე თათია აბულაძე დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ. სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იგივე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ. ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი. ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა უსისტემო და უსაფუძვლო დაკავება დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ. კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე, რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქტივისტი თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

სულ ბოლოს პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, თუ როგორ დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე.

მის მიერ პლაკატის გაკვრა, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15 საათზე“, იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი ყველა უკანონოდ დაკავებულისადმი.

დღეს, 13 იანვარს, ბათუმის იზოლატორთან, გრიბოედოვის 4-ში, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სლოგანით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

12 იანვარს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

განცხადების ხელმომწერები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისგან მზია ამაღლობელის საქმის უწყვეტ მონიტორინგს და შეფასებას.

 

ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა.

საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.

საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

დღეს, 13 იანვარს, გამართულ სასამართლო პროცესზე საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ, ასევე იურისტმა პაატა დიასამიძემ, შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადება ითხოვეს, რადგან უქმეების გამო მტკიცებულებები მათ დღეს ჩაბარდათ.

მოსამართლე დაეთანხმა ამ საქმეს თან დაერთოს „ბათუმელების“ 16 დეკემბრის პირდაპირი ჩართვის ამსახველი ვიდეოები.

საიას იურისტმა სასამართლოს წესით ასევე ითხოვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის აზრით, ეს მოთხოვნა „პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად“.

მოსამართლემ მოწმეების გამოკითხვაზეც უარი თქვა.

„არის წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები, რაც სრულად ასახავს იქ არსებულ ვითარებას“, – მიმართა მხარეს თეა ლაღაძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.

„ბარემ სასამართლო სხდომასაც ნუღარ ვატარებთ, პირდაპირ დაგვაპატიმრეთ“- შეეპასუხა შსს-ს წარმომადგენელს ელგუჯა ბაგრატიონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში.

ამ საქმეზე სამართალდარღვევას ედავებიან მოქალაქეებს, მაგალითად, დარიკო ჩიტაძეს, რომელმაც 16 დეკემბრის ღამეს პოლიცია ამხილა, ავტომანქანებს პოლიცია განზრახ უშვებს აქციის მიმართულებითო.

„თქვენ რას საქმიანობთ?“- ჰკითხა მოსამართლემ დარიკო ჩიტაძეს.

„ოფისში ვმუშაობ, დამიწებას ვაკეთებ, ბატონო“,- მშვიდად გახედა მოსამართლეს მოქალაქემ.

მოსამართლე ამ ეტაპზე განიხილავს კიდევ 9 პირის სამართალდარღვევის საქმეს. მათ შემთხვევებშიც საია სხდომის გადადებას ითხოვს.

„20 პირია უკვე აქციებზე დაკავებული, ვისაც ჩვენ ვიცავთ. არ ვიცი, მათი სხდომები როდის გაიმართება“, – მოსამართლეს საიას იურისტმა, თამარ წულუკიძემ განუმარტა, რომ შესაძლოა ხუთშაბათს, როცა ამ საქმის განხილვა დაიგეგმა, სხვა სხდომაზე მოუწიოს შესვლა.

მაგალითად, დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს 11 იანვრის ღამით „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ დაკავებულების საქმე. დაკავებიდან 48 საათი, ანუ მაქსიმალური ვადა დღეს იწურება.

11 იანვრის ღამით დააკავეს მზია ამაღლობელიც, „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი. მას სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მზია ამაღლობელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენიდან 24 საათში კი, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მედიამენეჯერს პატიმრობას შეუფარდებენ, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

 

„ბათუმელების“ ოპერატორი პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს – ადვოკატი

„ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, „ვინ იღებს“. ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი.

შესაბამისად, პოლიციამ ზუსტად იცოდა, რომ აკავებდნენ „ბათუმელების“ თანამშრომელს, თუმცა „ტვ პირველს“ ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულების რაოდენობაზე კომენტარისას უთხრა, რომ არ იცის, ვინ არის „ბათუმელების“ ოპერატორი.

გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც.

ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ.

გურამ მურვანიძე გადაყვანილია ფოთის იზოლატორში.

ადვოკატის თქმით, მის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე-173 მუხლებით განიხილება.

გურამ მურვანიძე „ბათუმელების“ მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. ასევე, დაკავებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომლის შემთხვევაშიც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

______________

ფოტოზე: გურამ მურვანიძე

ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე

დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

„ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება საქართველოს მოქალაქეების.

ჩვენ ვხედავთ, ფაქტობრივად, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები.

ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი.

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და პარალელურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ პარალელურად, სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას.

თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერც კი ბედავდა, რომ ქოცური განცხადებები ეკეთებინა თუნდაც, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. 

მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, ასევე, აჭარაში არსებულ ეგრეთ წოდებულ „ხარებებს“, – ბესელიასა და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება, ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით.

ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ დღეს სამართალდამცველებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე.

ეს არის ხელისუფალი, რომელიც 2021 წელს გახდა ჩვენთვის ძალადობრივი, რომელმაც მიისაკუთრა ბათუმის საკრებულო, რომელმაც მოკლა რეალურად ნუგზარ ფუტკარაძე, შანტაჟით და ზეწოლით.

ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობას და ერთადერთი რამ, ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“- განაცხადა დღეს ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 12 ადამიანი დააკავეს, გუშინ, 12 იანვარს კი 8 ადამიანი დააკავეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ შორის „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

ჯამში, 11-12 იანვარს ბათუმში მინიმუმ 20 ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებზე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 809 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
  • ტანკი – 9 764 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 20 315 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 21 876 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 261 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 044 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 204 ერთეული [+183]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 018 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 33 708 ერთეული [+110]
  • სპეცტექნიკა – 3 695 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 077 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 480 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 412 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 156 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის სასამართლო „გზის გადაკეტვაზე“ 11 მომიტინგის საქმის განხილვას იწყებს

13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საპროტესტო აქციების 11 მონაწილის საქმე უნდა განიხილოს, რომლებსაც 2024 წლის 16 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა 16 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რითაც ფერხდებოდა ავტომობილების გადაადგილება და რიგ შემთხვევებში ავტომობილებს უკან გაბრუნება უწევდათ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი არეგულირებდნენ ავტომობილების გადაადგილებას.

იმავე ოქმის მიხედვით შსს აქციის მონაწილეებს: აზა გაბუნიას, თორნიკე კაკალაძეს, ნიკოლოზ მირცხულავას, ლაურა ქარცივაძეს, ირმა ზოიძეს და სხვებს საავტომობილო გზის ბლოკირებას ედავება.

აქციის მონაწილეების უფლებებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] იცავს. საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მოსამართლეს 20- 20-წუთიანი შუალედი აქვს 11 პირის საქმის განსახილველად.

„20 წუთი შეიძლება ერთი მხარისთვისაც არ იყოს საკმარისი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. საფუძვლები იდენტურია, ყველას ედავებიან გზის გადაკეტვას“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

პოლიცია ოქმში წერდა:

„ვინაიდან მანიფესტანტთა რაოდენობა არ შეადგენდა იმდენს, რომ გზა ყოფილიყო ბლოკირებული, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს გადასულიყვნენ საფეხმავლო ბილიკზე და იქ გამოეხატათ პროტესტი. დამატებით მიეცათ გონივრული ვადა, რომ საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა პირებმა არ გაითვალისწინეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მოთხოვნა და კვლავ მოახდინეს საავტომობილო გზის ბლოკირება“.

თამარ წულუკიძის განმარტებით, აქციებზე თითქმის ყოველდღე იმდენი ადამიანი იყრის თავს, რამდენიც იმ დღეს იყო:

„მაშინ შეიძლება ყოველდღე მოუწოდო დაშლისკენ, რაც არასწორია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არავინ შეფერხებულა, არასამუშაო საათები იყო. იქ არის მთავრობის სახლი, ღამის რვის ნახევარზე სამუშაოდ არავინ მისულა. სწორედ ამ პერიოდში ედავებიან აქციის მონაწილეებს გზის უკანონო გადაკეტვას.

ასევე, იქ არც საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.

თვითონ პოლიციის თანამშრომლები ქმნიდნენ ხელოვნურ დაბრკოლებებს იმისთვის, რომ გადაადგილება შეფერხებულიყო ხელოვნურად, მათი მანქანები იყო ძალიან დიდი რაოდენობით, არცერთ სხვა დღეს ამდენი პოლიციის მანქანა იმ ტერიტორიაზე სხვა დროს არ ყოფილა. არსებობს ეს კადრები.

საინტერესოა, რა მასალა აქვთ წარმოდგენილი მათ საქმეში. ჩვენ ჯერ არ ჩაგვბარებია მასალები და ვნახავთ ვიდეომასალებს. ჩვენც ვაპირებთ ჩვენი მხრივ მტკიცებულებების წარდგენას და პოზიციის დაფიქსირებას“.

ეს საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უნდა განიხილოს.

ვრცლად ამ თემაზე:

„რა დაწერეს პოლიციელებმა ოქმებში ბათუმში აქციის დროს გზის გადაკეტვის საქმეზე – „ჩვენი დაშინება უნდათ“

“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის განცხადება

“ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს მიმართავს:


12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც  თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება.


ასევე შეგახსენებთ, რომ  11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ოპერატორისა და ფოტოგრაფის, გურამ მურვანიძის დაკავებას ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული   “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

„მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს: პირველად – კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) ედავებოდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი გამოუშვეს, თუმცა მალევე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ხელახლა დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას არასათანადოდ მოეპყრნენ.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს” აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე  ოპერატორი  გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაზე ზეწოლის მოტივით დააკავეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობლის, გურამ მურვანიძისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს“ – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან:

  • გიორგი კირთაძე
  • ელენე ხოშტარია
  • გიორგი კაკალაძე
  • ელიზბარ ჩხიკვაძე
  • ლუკა ნაცვლიშვილი
  • შუშანა მაცაბერიძე
  • გურამ მურვანიძე
  • ლევან ხორავა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი.

„გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და ელენე ხოშტარიას ადგილმდებარეობას ვერ ვადგენთ“ – გვითხრეს საიაში.

გუშინ, 11 იანვარს, პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

გუშინ დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა დატოვა პოლიციის განყოფილება.

ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები კვლავ იმართება.

________________

ფოტოზე: სპეცრაზმი პოლიციის სამმართველოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

„რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან“ – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ოცნების“ რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან. ამის შესახებ გახარიამ ფეისბუქზე დაწერა.

„რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!

ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!

დაინიშნოს ახალი არჩევნები!“ – დაწერა გიორგი გახარიამ.

ბათუმში აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეომასალის გადაღებისას.

აქციაზე დღეს ბათუმში 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.

მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

ბათუმში დააკავეს აქციის 5 მონაწილე, მათ შორის გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია

დღეს, 12 იანვარს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „კოალიცია – ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი კირთაძე. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულია კიდევ 3 პირი.

„ბათუმელების“ ცნობით, დაკავებული არიან: გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

ამ წუთებში აქციაზე დაძაბულობაა.

განახლებული ინფორმაცია: 22 საათის მონაცემებით, დაკავებულია მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა:

საგამოძიებომ შეისწავლოს მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ფაქტები – მედიაომბუდსმენი

„მედიაომბუდსმენი“ განცხადებას ავრცელებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავების შესახებ.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„2025 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.

მეორედ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში. როცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.

მოვითხოვთ:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;

კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი“.

_________________

ფოტოზე: მზია ამაღლობელის პირველი დაკავების ამსახველი კადრი, 11 იანვარი.

ამავე თემაზე: 

დაუყოვნებლივ გათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ჟურნალისტების განცხადება და აქცია თბილისში

დაუყოვნებლივ გათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ჟურნალისტების განცხადება და აქცია თბილისში

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 12 იანვარს, განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შს სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.

ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში.

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ.  არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები.

საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას; მისი მხრიდან აგრესიული, უკანონო ქმედებების აღკვეთას.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს – მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის შეფასებას“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი;
  2. ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი;
  3. ლია ჩახუნაშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი
  4. ნინო ზურიაშვილი – ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
  5. ნანა ბიგანიშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
  6. მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, რედაქტორი
  7. ხატია ლომიძე – „მედიაჩეკერის“ რედაქტორი
  8. გულო კოხოძე- ,„მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭეს“  დირექტორი
  9. ლიკა ზაკაშვილი პუბლიკის მთავარი რედაქტორი
  10. ხატია ღოღობერიძე – მედია აპრილის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
  11. მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე;
  12. კამილა მამედოვა – სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი, დირექტორი
  13. ია ბობოხიძე, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ თავმჯდომარე
  14. ეკა ბასილაია, მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი
  15. ნატალია ვახტანგაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, პროექტის კოორდინატორი
  16. თამარ ჯაყელი, თბილისი პრაიდის დირექტორი
  17. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  18. ევროპის ფონდი
  19. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
  20. ღია სივრცე კავკასია
  21. ყვარლის ევროკლუბი
  22. მაისი.ნიუსი (Maisi.News)
  23. მარინე კაპანაძე – უფლებადამცველი, მწვანე ალტერნატივა
  24. უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი
  25. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ხატია ჯინჯიხაძე
  26. უფლებები საქართველო
  27. ვანცენტ ხაბეიშვილი –  News.On.ge-ს მთავარი რედაქტორი
  28. დემოკრატიის მცველები
  29. პრევენცია პროგრესისთვის
  30. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  31. თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დირექტორი
  32. საფარი
  33. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  34. „Მწვანე ალტერნატივა“
  35. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  36. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
  37. გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  38. isari24
  39. ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  40. ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი;
  41. ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი;
  42. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  43. სამოქალაქო იდეა
  44. უფლებები საქართველო

რა ვიცით ბათუმში „სტიკერების საქმეზე“ დაკავებულების შესახებ

უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია 11-12 იანვრის აქციებზე სულ რამდენი პირი დააკავა ბათუმში პოლიციამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს 12 დაკავებულის შესახებ, აქედან 11 პირს – ადმინისტრაციული წესით, ერთს კი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

დაკავებულებს შორის ხუთი ქალია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და 7 კაცი.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულია „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. ის ჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, გათავისუფლებიდან მოკლე დროში კი, უკვე 12 იანვარს, ის პოლიციის სამმართველოსთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

დაკავებულებს შორის არიან სტუდენტი მათე ცენტერაძე, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ვაჟა დარჩია – ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“.

ასევე, დაკავებულებს შორისაა თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელსაც ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს უწოდებენ.

თამარ წულუკიძის ინფორმაციით, 11 დაკავებულს პოლიცია ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ბათუმელებთან“ საუბარში თამარ წულუკიძე ხაზს უსვამს, რომ გასარკვევია რამდენად კანონიერ მოთხოვნასთან გვქონდა საქმე:

„გვქონია შემთხვევები, როცა მოთხოვნა კანონიერი არ იყო. ამდენად, უკანონო მოთხოვნისადმი დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ ჰქონდათ. ველოდებით, როდის მოხდება სასამართლოსთვის საქმის მასალების გადაცემა“.

საიას ინფორმაციით, 12 დაკავებულიდან ნაწილი, ქალები, 11 იანვარს ღამით გაათავისუფლეს ხელწერილით, სხვა დაკავებულები კი ოზურგეთის იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე, ნაწილი არის ბათუმის იზოლატორში.

თაკო წულიკიძე ვარაუდობს, რომ დაკავებულებს იზოლატორში, დიდი ალბათობით, 48 საათს გააჩერებენ:

„კანონით გათვალისწინებულია 24 საათი, მაგრამ როგორც წესი 24 საათს ამატებენ, თითქოს მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, მაგრამ რეალურად არაფერს არ აგროვებენ და ფორმალურად ტოვებენ ამ ადამიანებს იზოლატორში. იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს უკვე გადაეცემა საქმის მასალები სასამართლოს და გავიგებთ უკვე დეტალურად, რას ედავებიან და რა მტკიცებულებებია, რა დეტალებზეა არის საუბარი“.

თამარ წულუკიძის თქმით, ადვოკატებს არ მიეცათ დაკავებულების დროულად ნახვის შესაძლებლობა, მზია ამაღლობელთან შეხვედრას კი 3 საათის განმავლობაში ელოდნენ.

„ყველას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, იმიტომ, რომ ძალიან გაიწელა პროცესი, შეშვების ნაწილი იყო ძალიან რთული, ასე არ გაწელილა არცერთ შემთხვევაში, ყველასთან მიმართებით საათი ან ნახევარი საათი მაინც ველოდებოდით, რომ შევსულიყავით.

ბოლო ორი დაკავებული, გიორგი გაბაიძე და ლაშა გაბაიძე, როდესაც დააკავეს და შესვლა გადავწყვიტეთ, გავიგეთ, რომ ისინი უკვე გადაყვანილი ჰყავდათ იზოლატორში და ფიზიკურად არ გვქონდა საშუალება, რომ გვენახა.

მზია ამაღლობელის შემთხვევაში 3 საათი ველოდებოდით და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, ამით ცალსახად შეიზღუდა მისი უფლება, რომ ესარგებლა ადვოკატის დახმარებით.

თითქმის ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, თუმცაღა ოზურგეთში მოინახულებენ ამ ადამიანებს იზოლატორში და გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა, რამდენი ჰყავთ იქ გადაყვანილი. ყოველთვის არის ეს პრობლემა, არ გვაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას, ამიტომ იძულებულები ვართ, რომ ყველა იზოლატორში ცალ-ცალკე მივიდეთ და იქ გავარკვიოთ ჰყავთ თუ არა კონკრეტული ადამიანები დაკავებული.

აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ ადვოკატს მიაწოდონ ინფორმაცია, არამედ ის რომ ადვოკატებმა იცოდნენ სად ჰყავთ მათი ახლობლები გადაყვანილი. თუმცა ამას სასამართლოში მისვლამდე ვერ არკვევენ ხშირად. ამიტომ უმჯობესია, რომ დაკავებისას ამ ადამიანებმა გააჟღერონ მათი სახელი და გვარი, რომ ირგვლივ მყოფებმა გაიგონონ.“

კითხვაზე, რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოლიციელების მოთხოვნა უკანონო იყო, რაც შემდეგ დაკავებების საფუძველი გახდა, თამარ წულუკიძე განმარტავს:

„როგორც დაკავებულები ჰყვებიან, აბსოლუტურად კანონიერად იმყოფებოდნენ სამმართველოს ტერიტორიაზე, შესასვლელთან. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სამმართველოს აქვს ალტერნატიული შესასვლელი და დამატებით შეეძლო ამ შესასვლელით ესარგებლა. არ მომხდარა შესასვლელის ბლოკირება და მეორე – სტიკერის დამაგრება ან აქციაზე დგომა არ ითვლება გამოხატვის ფარგლებს გარეთ საქმიანობად, ითვლება გამოხატვის ფარგლებს შიგნით მოქმედებად. ამდენად ვერ ჩაითვლება შემთხვევა, როცა სტიკერს აწებებს ადამიანი, მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ ის უბრალოდ იდგა აქციაზე, საუბრობდა და წაიყვანეს. სტიკერის გაკვრაც კი არ ყოფილა, დგომა გახდა საფუძველი, რომ ეს ადამიანი გადაეყვანათ სამმართველოში. არაფრის გამო ადამიანის დაკავება კანონიერად ვერ ჩაითვლება.

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოუწოდეს, რომელი უკანონო ქმედება დააფიქსირეს მათ. მუხლი გულისხმობს უკანონო ქმედების აღკვეთის შემთხვევას და რეალურად მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, მოთხოვნაც კანონიერად ვერ ჩაითვლება და ეს მუხლიც არარელევანტური გვგონია. ეს ინფორმაცია სამმართველოსგან გვაქვს, ჩვენ არ ჩაგვბარებია მასალები. შინაარსს არ გავცნობილვართ და ამიტომ მნიშვნელოვანია ოქმში რა უწერიათ, პატაკში რა უწერიათ რაზე საუბრობენ. მასალები რომ გადმოგვეცემა, შემდეგ შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ ამაზე“ – გამარტავს თამარ წულუკიძე.

  • რა ხდება?

11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ერთი აქტივისტი, თათია აბულაძე დააკავეს. ამის შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იგივე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი.

ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ.

კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე, რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები: თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 808 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 750]
  • ტანკი – 9 756 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 20 289 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 21 839 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 042 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 021 ერთეული [+63]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 018 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 33 598 ერთეული [+64]
  • სპეცტექნიკა – 3 694 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 077 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 480 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 412 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 156 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გამომძიებლის ცნობით, მზია ამაღლობელი დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.

ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.

აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.

შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.

მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.

ამავე თემაზე: 

„ბათუმელების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ

 

„ბათუმელების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან, მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს, თუმცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

მზია ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

ამასთანავე მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უამბო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.

როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე იგი ხელახლა დააკავეს.

შს სამინისტრო არ ამბობს, რა მუხლითაა დაკავებული მზია ამაღლობელი. მასთან არ უშვებენ ადვოკატებს.

„ბათუმელების“ დამფუძნებელთან ადვოკატს არ უშვებენ – „მივმართეთ გენერალურ ინსპექციას“

დღეს 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს.

ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ.

„დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ არის.

პირველი დაკავების შემთხვევაშიც შეფერხდა ადვოკატების შესვლა დაკავებულთან და მეორე დაკავების შემდეგაც არ გვიშვებენ.

რა მუხლით დააკავეს, არ ვიცით, ფაქტობრივი გარემოებები უცნობია ჩვენთვის, რადგან შიგნით ვერ შევდივარ, რომ გავარკვიო“- ამბობს პაატა დიასამიძე.

მზია ამაღლობელთან ერთად პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. ასევე უცნობია, რა გახდა მათი დაკავების მიზეზი.

11-12 იანვარს ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯამში 12 ადამიანი დააკავა. აქედან რამდენიმე დაკავებული: ციალა ქათამიძე, ნანა შავაძე და თეონა ბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს მზია ამაღლობელიც, რომელიც მალევე ხელახლა დააკავეს.

_________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი, პაატა დიასამიძე

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ხელახლა დააკავეს

12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავა პოლიციამ ბათუმის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო. იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს. ასევე, დაკავებულია აქციის მინიმუმ 2 მონაწილე.

მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს.

„ბათუმელები“ ცდილობს შს სამინისტროში გაარკვიოს, რა გახდა მზია ამაღლობელის ხელახლა დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით შს სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას, რა მუხლითაა დაკავებული „ბათუმელების“ დამფუძნებელი.

ამავე თემაზე: 

ბათუმში, 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა

ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა

11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული 10 ადამიანიდან 5 დაკავებული 12:42 საათზე გამოუშვეს.

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის დააკავა, რომელზე ეწერა – „იფიცება საქართველო“.

პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა.

იზოლატორში რჩებიან: თათია აბულაძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე და თემურ ქათამაძე.

განახლება: პოლიციამ მოგვიანებით, 12:50 საათზე სამმართველოს წინ კიდევ სამი პირი დააკავა. მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე მალევე დააკავეს.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა: 

ჩვენი დაკავების ერთადერთი შემთხვევა იყო აბაშიძის დროს – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

11 იანვარს, ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავება აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, ასლან აბაშიძის დროს.

„ეს არის წარმოუდგენელი.

ერთხელ ასლან აბაშიძის დროს დაგვაკავეს მე და მზია ნახევარი საათით და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, გაგვათავისუფლეს. სხვა ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.

როგორც ჩანს, ჩვენ ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. ეს არის ის, რასაც ვკითხულობდით რუსულ მედიაში, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან, როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება იყოს თავისუფლებასთან დაკავშირებული.

უნდა გავიგოთ, რა მუხლით არის დაკავებული, ადმინისტრაციულითაა დაკავებული, იმედია“ – განაცხადა ეთერ თურაძემ.

მზია ამაღლობელი პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს პლაკატის/სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა -„იფიცება საქართველო“. დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში სწორედ ამ სტიკერის გაკვრას მოჰყვა დაკავებების სერია.

ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.   

პოლიციამ დააკავა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი

11 იანვარს, ღამით, ბათუმში დააკავეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.

მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.

მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.

დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში დაკავებების სერია მოჰყვა საპროტესტო პლაკატის გაკვრას – „იფიცება საქართველო“.

ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.  

ინფორმაცია განახლდება. 

 

ბათუმში დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია – დაკავებულია ათამდე აქტივისტი

დღეს,11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აბუსერიძის პოლიციამ დააკავა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე.

პოლიციამ დღეს, ამ დრომდე [21:50] ბათუმში აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.

დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც დააკავეს ციალა ქათამიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ დააკავეს ვაჟა დარჩია, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს.

ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.

აქციაზე დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი, აქციის მონაწილე. ასევე, პირველადი ინფორმაციით დაკავებულია ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე.

აქციის მონაწილეები ახლაც ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან. აქცია გრძელდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე თათია აბულაძე.  

„ბათუმელები“ აზუსტებს დეტალებს.

მასალა განახლდება. 

 

ბათუმში აქციის მონაწილე დააკავეს

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში აზუსტებს მუხლის შესახებ.

აქციის მონაწილეები აქტივისტის დაკავების შემდეგ მსვლელობით გაემართნენ პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

ნახეთ დაკავების კადრები: 

მოსამართლე ხუსკივაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის 8 მონაწილე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს, 11 იანვარს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 8 მონაწილე.

ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში, სადაც არც ადვოკატები იმყოფებოდნენ, არც ბრალდებულები და არც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.

მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი და დაძაბული დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო პროცესი დილას დაიწყო. დარბაზი სხდომაზე დასწრების მსურველთათვის მცირე ზომის იყო, დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი კარს მიღმა დარჩა, სივიწროვე იყო დარბაზშიც, რის გამოც, როგორც ადგილზე მყოფები ამბობდნენ, სუნთქვაც ჭირდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.

მოსამართლემ გადაწყვეტილება არც მას შემდეგ შეცვალა, როცა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი თორნიკე მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა უჰაერობის გამო და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.

ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულებთან შეთანხმებით, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ბრალდებული გახდა ცუდად, ექიმის დასკვნა გიდევთ წინ და წერია – „უჟანგბადობის გამო“. თქვენ არ აძლევთ საშუალებას ბრალდებულებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით – ისუნთქონ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს დარბაზი. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება.. ახლაც, მე ლაპარაკი მიჭირს, იმიტომ, რომ ჟანგბადი არ მაქვს, თქვენო ღირსებავ. შესაბამისად, ვეთანხმები ჩემი კოლეგების და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოწოდებას და ვტოვებთ აღნიშნულ პროცესს“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.

ადვოკატების გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში მოჰყვა და შეძახილები სასამართლოს მისამართით – „მონებო!“ ამის შემდეგ ადვოკატებმა, დამსწრეებმა და დაკავებულებმა დატოვეს დარბაზი.

სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდებოდა. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ სხდომა გააგრძელა ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო, ე.წ. სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

სასამართლო იხილავდა შემდეგ დაკავებულების საქმეებს:

თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ინსაფ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].

ვინ არიან დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესი იყო დღეს, 11 იანვარს: 

  • ზვიად ცეცხლაძე 19 წლის სტუდენტია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში.
  • ირაკლი მიმინოშვილი 19 წლის სტუდენტია, პარალელურად კურიერად მუშაობს. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში. დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი ჩხრეკა. 
  • ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია. დააკავეს 30 ნოემბერს. ადვოკატის თქმით, მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. 
  • თორნიკე გოშაძე 24 წლისაა, ჰყავს დედა და და. ოჯახი სოციალურად დაუცველია. 
  • გიორგი გიორგაძე 20 წლის სტუდენტია, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
  • ინსაფ ალიევი 34 წლისაა. ის ოჯახთან ერთად სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და თვითდასაქმებულია. მან ქართული არ იცის. რადიო „თავისუფლება“ მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობას არ იღებდა და რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას შემთხვევით მოხვდა.
  • ვეფხვია კასრაძე მსახიობია. იგი პარტია „ლელოს“ წევრია. კასრაძე  4 დეკემბერს დააკავეს.
  • ვასილ კაძელაშვილი ასევე პარტია „ლელოს“ წევრია, იგი 4 დეკემბერს დააკავეს ვეფხია კასრაძესთან ერთად. 

 

აქციებზე დაკავებულების სხდომა განახლდა ადვოკატების, ბრალდებულების და მათი ახლობლების გარეშე

11 იანვარს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა.

ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ.

„სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი“, – ამბობს დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა.

ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში.

სხდომა დილით ჩაიშალა, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.

როგორც ირკვევა, ბრალდებულები უკვე გადაიყვანეს ციხეში, შესაბამისად ისინი საკუთარ პროცესს ვერ ესწრებიან. პროცესზე არ არიან არც მათი ადვოკატები და ადგილზე მხოლოდ სახაზინო ადვოკატები იმყოფებიან.

ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს აქვთ განცდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფარსია, ის წინასწარაა დაწერილი და ცნობილია, რომ ირაკლი ხუსკივაძე მათ ისევ პატიმრობაში დატოვებს.

ნახეთ ვიდეო, თუ რა გახდა 11 იანვრის დილას სასამართლოს სხდომის ჩაშლის მიზეზი: 

„არ არსებობს ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება“ – ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს, სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში იმყოფება.

ზუგდიდის ცენტრში, სადაც საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მან მოსახლეობას მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ ზუგდიდში იწყება, ასე ვთქვათ, ჩემი რეგიონული ტური. ეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და ეს არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. ზუგდიდი არის ის ადგილი ბოლოს და ბოლოს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება სწორედ იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებულები ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის მეორე მხარე შავი ზღვის და ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.

დღეს არ არსებობს საქართველოში ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. აქ არ არის ორი საქართველო, არის ერთი საქართველო და ვიღაც ადამიანები, რომლებიც უკვე ამ ფორმით, თავიანთი ლექსიკით, თავიანთი სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და არიან რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან აქ დგას და საქართველოს ყველა ქალაქში დგანან ის ნაწილი საზოგადოების, ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო მეტად უყვართ ქვეყანა, სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია.

ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად ყველა თქვენგანის, თითოეულის იმედი, იმიტომ, რომ ახლა არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება, რომ მოიგო ბელადის ხელით, ვიღაცის იმედით, რომ შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება. არა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ბოლომდე ვიქნებით ჩართული, როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარე პროტესტის გამოძახილია:

„მე თქვენ სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. ჩვენ იქ გვყავს ძალიან ბერი მეგობარი დღეს, რომელსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან.

იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი, გინდა აშშ-ში, გინდა ევროპაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იმიტომ გყავს ამდენი მეგობარი, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს, მაშინ ისინი არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ. ეს ყველაფერი გადაბმულია“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე მიუსამძიმრა ზუგდიდის მოსახლეობას გალში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი დღეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან მივიდა ზუგდიდში და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორ შეიძლება გაანეიტრალო „ოცნების“ შეთქმულების თეორიები – ომი გინდა, Deep State

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. „ოცნების“ ლიდერები გამუდმებით ამახინჯებენ რეალობას, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ ფართომასშტაბიან პროტესტს „მცირე ჯგუფის პროტესტად“ მოიხსენიებენ, ხოლო „ოცნების“ დამფუძნებლის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას შეთქმულების თეორიით ხსნიან „გლობალური ომის პარტიის შესახებ“.

„ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის ან ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც აშკარად ტყუილია და მარტივად შეიძლება ამ ტყუილის გადამოწმება.

მკვლევრები ამბობენ, რომ კონსპირაციის თეორიების გავრცელებით „ქართული ოცნება“ ცდილობს სიმართლესა და სიცრუეს შორის განსხვავება წაშალო,. ამით კი ის ელის სარგებელს, რომ დააბნევს და დათრგუნავს ქართულ  საზოგადოებას.

  • რა არის გლობალური ომის პარტია

„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

„ქართული ოცნება“ ამ ტერმინს აქტიურად იყენებდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დროებით „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლეს ახალი ტერმინით Deep State.

თუმცა 8 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ორივე ტერმინი ერთად მოიხსენია. „ოცნების“ კონსპირაციული თეორიის თანახმად, „დიფ სთეითი“ გლობალური ომის პარტიის „არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება“.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსპირაციის თეორია კიდევ უფრო გაართულა და ახლა ამტკიცებს, რომ ე.წ. Deep State-საც გლობალური ომის პარტია მართავს. რატომ გააცოცხლა „ოცნებამ“ ისევ „გლობალური ომის პარტია? – ვკითხეთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს.  

„გაცოცხლებაზე მეტად, რატომ ილაპარაკეს ახლა და არა სხვა დროს – ეს არის საკითხავი. „ქართულ ოცნებას“ საქმე არ აქვს საკეთებელი, იმიტომ, რომ ყველა ეტაპირება, რაც მან გააკეთა თავის დროზე, მიბმული იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე. ახლა ე.წ. ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს – არ აქვს ლეგიტიმაცია, არანაირი საერთაშორისო ვიზიტები არ იქნება. პოლიტიკურ დღის წესრიგს კი ქმნის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში.

ვფიქრობ, უბრალოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ როგორც პოლიტიკოსებმა და თან შეგვახსენეს, რომ ისინი არსებობენ.

ვფიქრობ, მათი ძირითადი საქმიანობა მომავალშიც ეს იქნება. რიტორიკა იქნება იმ დრომდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძის თქმით, ახლა „ოცნება“ ცდილობს, თავისებურად მოუყვეს თავის ამომრჩეველს არსებული სიტუაცია და დაარწმუნოს ისინი, რომ რაღაც პროცესები მიდის.

„სინამდვილეში „ოცნება“, რაღაც დედლაინებს აწესებს თავისი ამომრჩევლისთვის. ჯერ 20 რიცხვი იყო დედლაინი. ახლა შეხედეს, რომ ტრამპი მთლად ისე არ ლაპარაკობს გარკვეულ საკითხებზე, როგორც ივანიშვილის რეჟიმი ლაპარაკობდა თავის დროზე, ამიტომ დაიწყეს ფიქრი, რომ არა, ცოტა მერე იქნება რაღაცა. ბოლო განცხადებაში კი ჩაწერეს, რომ 2030-მდე რაღაცნაირად დიფსთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ევროკავშირი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

„ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას საზოგადოების ნაწილი ხშირად იყენებს ისეთ ზედსართავებს, როგორიცაა – „აბსურდი“, „ბოდვა“ ან წერენ, რომ „ესენი [ოცნების ლიდერები] ფსიქიატრთან არიან წასაყვანები.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებად წარმოჩენა კონტრპროდუქტიულია:

„არავითარი ფსიქიატრია. როგორც პირადობის მოწმობების შემთხვევაში დააჯერეს მოსახლეობის ნაწილი, რომ სატანურია (ეს სოციალური ექსპერიმენტი იყო), ისე უნდათ ახლა დააჯერონ ეს გლობალური ღომის პარტია თუ დიფ საცივი. მოსახლეობის ამ სეგმენტზე აქვთ ამჟამინდელი “მესიჯბოქსი” გაანგარიშებული რუსულ სპეცსამსახურებს. როგორც ჩანს, ეს სეგმენტიღაა „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩეველი (გარდა კორუმპირებული მდიდარი ელიტისა). ამ სეგმენტთან ეს მესიჯბოქსი მუშაობს, ნაცადი ხერხია.

ამიტომ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ, თორემ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზების გარდა, სხვა შედეგს ვერ მოვიმკით. სასურველია, მავანისა და მავანის უწესო ქცევა არ ავხსნათ ფსიქიკური აშლილობით, ამას ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მოჰყვება,“ – განმარტა ჯანა ჯავახიშვილმა.

ლევან ღამბაშიძის აზრით, ის რა ნარატივსაც ახლა „ოცნება“ ავითარებს, დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ.

„საბჭოთა კავშირს და ფაშისტურ გერმანიასაც ჰქონდა მსგავსი ნარატივი. ვიცით, რა მოდელს იყენებს და  რა მოდელზე უნდა გასვლა. ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომელსაც ოცნება მოიაზრებს საკუთარ ამომრჩევლად, უნდა დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად ანტიევროპული განცხადებები გააკეთა, ხოლო შემდეგ მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ იძალადა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, შეიცვალა „ოცნების“ მხარდამჭერთა ქცევა.

„თუ ისინი პროპაგანდას აქამდე ადვილად იჯერებდნენ, ახლა ისე ადვილი აღარაა, როგორც თუნდაც ერთი თვის წინ. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს, რომ იქ Deep State-მა რამე არ მოგვახვიოს თავზე, მაგრამ ჩვენ უფრო გვეშინია სახელმწიფოსი, რომელიც აქციის მონაწილეებს მოიტაცებს და სისტემურად აწამებს წინასწარ გამზადებულ სივრცეებში. გვეშინია სასამართლოსი, რომელიც ნოტარიუსადაა ქცეული და ადამიანებს ციხეში უშვებს სრულიად უსაფუძვლოდ.

ის, რაც უკვე „ქართული ოცნების“ საქართველოა, ჩვენთვის, თავისუფალი ადამიანებისთვის, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება გააგრძელოს „ოცნებამ“ კონსპირაციის თეორიებით არსებობა და რა შედეგზე გასვლა აქვთ მიზნად, ფილოსოფოსი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს ეყოფა ძალა პროტესტს.

„არ ვიცი. მთავარია, რამდენი ხანი გვექნება ჩვენ გამძლეობა, რომ სისტემას აღვუდგეთ წინ ყველა მის გამოვლინებაში. ჯერჯერობით ჩვენ დაღლაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ამ სისულელეს „ქართული ოცნება“.

ტექნიკურად, კარგი პროპაგანდა შეგიძლია აწარმოო მანამდე, სანამ ხელისუფლებაში ხარ. როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ახალი არჩევნები იქნება, შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება პროპაგანდას. პროპაგანდა მუშაობს ძალაუფლებასთან კომბინაციაში,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

მისი თქმით, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დაუპირისპირდეს და ებრძოლოს პროპაგანდას.

„ოცნების ომის პროპაგანდამ იმუშავა არამარტო იმიტომ, რომ ოცნებამ კარგად იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარე აღმოჩნდა თავის დროზე ძალიან უსუსური.

ორი წელია მაგ პროპაგანდას ავრცელებენ და ორი წლის განმავლობაში წესიერი პასუხი არავინ არ გასცა, მცირე ჯგუფებს თუ არ ჩავთვლით. დიდი საინფორმაციო  კამპანია არ ყოფილა.

დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, მილიონი სხვადასხვა ადამიანი გაჩნდა, რომელიც ამბობს – აქამდე ვიყავი ჩუმად, მაგრამ მოდი, ახლა ამიხსენი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა შევაჩერო.

საუბარია ხალხზე, რომელსაც რაღაცა ეთქმის ამ ქვეყანაში. იქნებიან ესენი მწერლები, მსახიობები, უნივერსიტეტის პროფესორები – ისინი, ვისაც ნდობა აქვს საზოგადოების. უკვე იგრძნობა, რომ პროტესტმა დაიწყო ოცნების პროპაგანდის განეიტრალება.“

Exit mobile version