უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 006 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
- ტანკი – 10 940 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 22 814 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 29 228 ერთეული [+20]
- MLRS – 1 419 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 981 ერთეული [+177]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 346 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 52 175 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 63 737 უპილოტო საფრენი აპარატი
- 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 910 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი და 71 დაშავდა. აქედან:
- კიევში – 14 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა,
- ოდესაში – 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა,
- კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში – 1 ადამიანი დაშავდა.
რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება – მაიკლ კლარკი






