უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 007 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
- ტანკი – 10 947 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 22 845 ერთეული [+31]
- საარტილერიო სისტემა – 29 265 ერთეული [+37]
- MLRS – 1 420 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 41 165 ერთეული [+184]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 369 ერთეული [+23]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 52 312 ერთეული [+137]
- სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 63 970 უპილოტო საფრენი აპარატი
- 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 280 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 950 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






