უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 005 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 10 939 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 22 811 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 29 208 ერთეული [+18]
- MLRS – 1 418 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 187 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 40 804 ერთეული [+95]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 346 ერთეული [+9]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 52 096 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 3 916 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 63 737 უპილოტო საფრენი აპარატი
- 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 251 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 910 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ზელენსკი – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში
რუსეთ-უკრაინის პერიოდული კონფლიქტი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება – მაიკლ კლარკი






