„ALMA MATER”-ის ფილიალი ბათუმში

 

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ბათუმის მუსიკალურ ცეტნრში გამართეს.


მათი თქმით რობაქიძის უნივერსიტეტის ფილიალის გახსა ბათუმში პირველი წამოწყებაა, რაც აბიტურიენტების დაინტერესებამ გამოიწვია.

 

რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის მურთაზ კვირკვაიას თქმით, ბათუმის ფილიალში სწავლა სამი მიმართულება იქნება შესაძლებელი – სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება და საჯარო ადმინისტრირება.


პროფესურა, ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული ლექტორ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება. ისინი კონკურსის სახით შეირჩევიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გვარაში


სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით ერთმანეთს შეეჯახა ორი სამარშუტო ტაქსის ტიპის ავტომობილი, რომელთაგან ერთ-ერთს მგზავრები გადაჰყავდა. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზარალებულია ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც მძიმე მდგომარეობით ჯერ ქობულეთის, შემდეგ კი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევიდან 10-15 წუთში, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების სამაშველო სამსახურის მორიგე ბრიგადა.

 

მამუკა თურმანიძის თქმით სხვა დაზარალეულები არ არიან. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილები.

“ბათუმური საღამოები” დასრულდა

 

 

 ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, ფესტივალის “ბათუმური საღამოების” ფარგლებში, 12 თებერვლიდან 1 მარტამდე თეატრალიზებული სანახაობების, ფოტო გამოფენისა და ფილმის ჩვენების გარდა, რვა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ საღამო მოეწყო.

 

ფესტივალი გუშინ, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტით დასრულდა, მან მსმენელს საათნახევრიანი პროგრამა შესთავაზა.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

 

 

 

 გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება – “ქარჩხაძის”, “ბაკულ სულაკაურის”, “დიოგენეს”, “პალიტრა L” და “ლოგოს პრესის” გამომცემლობის გამოცემები – საბავშვო, სამხატვრო, სამეცნიერო, შემეცნებითი და სხვა სახის ლიტერატურა.

 

გამოფენა-გაყიდვა ხვალ, ორ მარტს, 12 საათზე, ინასარიძის ქუჩაზე, სუპერ–მარკეტ “ვილმარტის” მიდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ხოლო ზეგ, 3  მარტს, წიგნების ბაზრობა “პრესკაფეში” გადაინაცვლებს.

რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი…



რამდენი წელი უნდა იცხოვროს ჩემმა ოჯახმა, რომ მისი სიბოროტე და ცინიზმი დაივიწყოს. ეს ის გელა მახარაძეა, რომელმაც უსაფუძვლოდ გასცა სანქცია შალიკაშვილების დაკავებაზე. ეს ის მახარაძეა, რომელიც ირონიულად მიყურებდა და მეუბნებოდა, ახლა კი არა, დროზე უნდა გეფიქრა ფეხმძიმედ რომ იყავი და საყაჩაღოდ არ უნდა წასულიყავიო. ეს ის მახარაძეა, რომელიც ურცხვად შემობრძანდა კპზ-ში და მომატყუა, ნათია, შენი საქმე დამთავრებულია, შენმა ძმამ ხელი დაგადოო. მაგრამ ყველაზე შემზარავი იყო ფინალი – სასამართლო პროცესზე, როცა აღმკვეთ ღონისძიებას გვიფარდებდნენ, ადვოკატმა ჩემი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა, რადგან 16 კვირის ფეხმძიმედ ვიყავი, ამიტომ კანონი გირაოთი გათავისუფლებას ითვალისწინებდა, მაგ პატივცემულმა კი წამოიძახა – „არც ისე დიდია ნაყოფი, რომ მოშორება არ შეიძლებოდესო“.

 

 

კიდევ ის მახსოვს, ხელვაჩაურში როგორ დამიბარა გამომძიებელმა დამატებითი ჩვენების მისაცემად. მახსოვს, ფილმს უყურებდნენ, „მონანიებას“, გელა მახარაძეც იქ ბრძანდებოდა. მე უკვე 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი… მაშინ ვუთხარი მახარაძეს – როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება ცხოვრებაში, იცოდე, რომ ჩემმა ცოდვებმა გიწია-მეთქი. ნეტა, თუ გავახსენდი ახლა? მას ჩვენ დიდ ხანს უნდა ვახსოვდეთ…

 

 

მაგრამ თუ არ გახსოვართ, პატივცემულო, მე შეგახსენებთ თავს. მე და ჩემი ძმაც, აუცილებლად დავესწრებით თქვენ სასამართლო პროცესებს, მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში იქნება თუ ბათუმში.

 

როგორ ჰკითხეთ ჩემს ძმას პროკურატურაში ამოცნობაზე რომ მოგვიყვანეს??? ციხის ხომ არ გეშინია ბიჭოო??? ახლა მე გეკითხებით მახარაძევ, როგორია კაბინეტის სავარძლიდან ნარზე გადაჯდომა? ციხემ ხომ არ შეგაშინათ?
აი, ეს ის გელა მახარაძეა, რომელიც ყველაზე ძალიან მეჯავრებოდა.

 

 

ჯერ ისიც არ ვიცი, თქვენი წყალობით რა მომელის, ჩემი ბიჭი ახლა 3 წლისაა. მე პატიმრობა იქამდე გადამივადეს, სანამ ბავშვი 5 წლის არ გახდება.
მართალია, თქვენ მთელი ჩემი ოჯახი შეურაცხყავით და გაანადგურეთ, მაგრამ მე მაინც მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ თქვენს ოჯახს ამაზე მეტი განსაცდელი არ მოუვლინოს.

 

 

ჩემ საქმესთან დაკავშირებულ კიდევ ორ ადამიანსაც მინდა მივმართო – გამომძიებელ ოლეგ მიქელაძეს და ვითომ დაზარალებულ – ციალა ბაკურიძეს. გეშინოდეთ… თქვენი დროც მალე მოვა.

ბათუმი საბჭოთა პერიოდის კინოში

 

 

ერთ-ერთი ასეთი ფილმია “თხუთმეტი წლის კაპიტანი”, ჟიულ ვერნის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელიც 1946 წელს ვასილ ჟურავლიოვმა გადაიღო.  ფილმში პატარა ჯეკის როლის შემსრულებელი, აზარი მესერერი, თავის მემუარებში ჟურავლიოვის სიტყვებს იხსენებს – “მსახიობები, ეკვატორული აფრიკის აბორიგენების რიტუალების და ყოველდღიური ყოფის ამსახველ ფოტოებს სწავლობდნენ, დიზაინერები კოსტიუმებს კერავდნენ, აკეთებდნენ მძივებს, სირაქლემას ბუმბულებს. ბუტაფორისტები მუშაობდნენ შუბებზე, მშვილდებსა და ფარებზე, დურგლების ჯგუფი გემის სცენის დეკორაციებზე მუშაობდა – ბათუმში შავკანიანების სოფელი შენდებოდა”.

ბათუმშია გადაღებული “რობინზონ კრუზოს” საბჭოური ვერსია, რომელიც 1947 წელს ალექსანდრე ანდრიევსკიმ გადაიღო. ეს იყო პირველი სტერეოფილმი საბჭოთა კავშირში, რომლის გადაღება ბათუმის ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობდა. რობინზონის დედის როლი კი ქართველმა მსახიობმა, ელენე სანიკიძემ შეასრულა.

 

ილფი და პეტროვის “12 სკამის” ეკრანიზაციაში ზღვის, მთებისა და რესტორნების ეპიზოდებიც ბათუმსა და ბოტანიკურ ბაღშია გადაღებული. გადამღები ჯგუფი შტორმს მთელი თვე ელოდა იმ კადრის გადასაღებად, სადაც აბობოქრებული ტალღების ფონზე მამა ფიოდორი (მსახიობი მიხაილ პუგოვკინი), ნაჯახით ჩეხს სკამებს. უშუალოდ ამ კადრის გადაღებას  რამდენიმე დღე დასჭირდა, რის შემდეგაც მსახიობი რადიკულიტის მწვავე შეტევით ჩაწვა ლოგინად.

საბჭოთა დროის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კომედიის “Любовь и голуби”-ს საკურორტო სცენებიც სწორედ ბათუმშია გადაღებული. იმის გამო, რომ გადაღებები  ცოტათი გაიწელა, საზაფხულო სცენების გადაღება შემოდგომაზე მოუწიათ. სწორედ აქ გაიცნო რაისამ (მსახიობ ლუდმილა გურჩენკოს პერსონაჟი) კადრების განყოფილებიდან ვასილი კუზიაკინი. მაშინ, როცა ზღვის სცენებს იღებდნენ, წყლის ტემპერატურა სულ რაღაც 14 გრადუსი იყო და როგორც ფილმის ოპერატორი, იური ნევსკი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს,  ზღვაში გადამხტარ კუზიაკინს, სიცივისგან ტექსტიც კი დავიწყებია.

 

ბათუმში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოშია გადაღებული გადაღებული თენგიზ აბულაძის “მონანიების” რამდენიმე სცენა, მათ შორის გულიკოს ცეკვა ვარლამის კუბოსთან.

გარდა ბათუმში გადაღებული ყველასთვის ცნობილი ფილმებისა – “მანანა”, “ჰელადოს”, “ზღვის შვლები”, “მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ”, “მოცურავე” და სხვები – ბათუმური ეპიზოდები ძალიან ბევრ, რუსულენოვან ფილმშიც გვხვდება, მაგალითად, “Близкий враг”, “Земля, до востребования”, “Я-Черноморец”, “Освобождение”, “Соленый пес”, “Катала”, “Похищение”,  “Савойи”, “Вый¬ти замуж за капитана”  და სხვები.

ტრეინინგი ინგლისურის მასწავლებლებისთვის

 


ტრენინგს წარუძღვება ინგლისელი ლენგვისტი მაქსინ პონდი.


ტრენინგი გაიმართება მასწავლებლის სახლში 15:00-18:00 საათამდე.


ადგილები შეზღუდულია, ტრენინგზე დასწრებას სულ 25 პედაგოგიშეძლებს.


მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გააგზავონ ელექტრონულ მისამართზე – naptsiauri@tpdc.ge.

ხელოვნება პოლიტიკის გარეშე – აქცია მთავრობის სახლთან

 

 

აქციის ერთ–ერთი მონაწილე ნათია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ ისინი უკვე შეხვდენენ მთავრობის წარმომადენელ ირაკლი ჭეიშვილს, რომელიც მათ დახმარება აღუთქვა, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილა – ”ჩვენ ვცადეთ დაკავშირება ბატონ ოთარ მიქელაძესთან მაგრამ უშედეგოდ”.


კიდევ ერთი გათავისუფლებული მოცეკვავის მარიკა ფარტენაძის თქმით – მთავრობა არაკანონიერად იქცევა და ასეთი უყურადღებობის გაგრძელების შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ.


პატიმრობა 25 წლით და ორი წელი ფსიქიატრიულში

 

 

 

“ჩვენ სოფელში სამი დასახლება იყო: იფარი, ნაკიფარი და ზეგანი.  ნაკიფარში მეათე საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია დგას, სადაც აღმაშენებლის დროინდელი მხატვრის _ ასანის მიერ ოქროსა და ვერცხლში მოჭედილი რამდენიმე ხატი ინახებოდა. აქედან ერთი ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენშია”.
საგვარეულო ეკლესიაში ინახება სამართლის კოდექსი და ქართული ანბანი, რომელიც თავისი წერითი, მეტყველებითი კულტურით, სვეტიცხოვლის დამწერლობას უტოლდება.

გადმოცემით სოფელი იფარი ქართველთა მეფეების საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა: “როცა მამაჩემი გადასახლებიდან დაბრუნდა და სვანეთში სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, სახლის ქვეშ ცხრა ქვევრი აღმოაჩინა, განძიც იპოვა. მამამ საგანძური ხელისუფლებას არ გადასცა. ამ განძიდან დიდი ვერცხლის თასი კვირიკეს ეკლესიას შესწირა, ბაჯაღლოს თასი კი, რომელიც ერთ კილოს იწონიდა _ ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის ეკლესიას. განძის ნაწილი, როცა ილია მეორე აღსაყრდა, საპატრიარქომ წაიღო, მათ შორის იყო თამარის დიადემა”.

 

მორწმუნე მამას ახლო ურთიერთობა ჰქონია კათალიკოს ეფრემ მეორესთან. გარდაცვალებამდე ეფრემმა მის ოჯახს უსახსოვრა პირადი ნივთები: “პიანინო “როინიში”, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ზურაბ პირველმა გაყიდა თბილისში, ვენეციური სარკე და იტალიაში დაბეჭდილი ბიბლია”.

 

მამა 1944 წელს დაგეგმილი აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. ამ დროს ეროვნული ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აჯანყებით გეგმავდნენ. მათთან იყვნენ თურქეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც ტაო-კლარჯეთის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებაზე მუშაობდნენ. აჯანყებას ჰოლანდიაში მყოფი ქართველებიც უნდა შეერთებოდნენ. მცდელობა უშედეგოდ დასრულდა”.

 

ნაზიბროლა პირველის თქმით, აჯანყებულები საფრანგეთიდან ჩამოსულმა მაღლაფერიძემ დაასმინა: “ყველა დახვრიტეს, ბევრი გადაასახლეს, მათ შორის ლაზები, ჩეჩნები, ინგუშები, რადგან ისინიც ჩართული იყვნენ ამ ამბებში. მამა ერთადერთი იყო აჯანყების ორგანიზატორებიდან, ვინც დახვრეტას გადაურჩა”.

ვასილ პირველის ოჯახი მაშინ თბილისში ცხოვრობდა: “თუმცა მამამ სკოლა დუშეთში დაამთავრა, მისი კლასელი იყო იოსებ ნონეშვილი, რომლის მშობლებიც იმ პერიოდში დახვრიტეს. ახლოს იცნობდა გრიგოლ რობაქიძეს”.

1944 წლის აჯანყების ჩაშლის შემდეგ ოთხი წელი სვანეთის ტყეებში, სამი წელი კი თბილისში, გოცირიძეების ოჯახში იმალებოდა. უშიშროებამ მის კვალს მამის პირველი ცოლის მეშვეობით მიაგნო. ვასილმა ქობულეთში გაქცევა მოასწრო”.

ქობულეთში ნაზიბროლას დედაზე, ნინა სიმონიშვილზე იქორწინა. მას პირველი ქორწინებიდანაც ჰყავდა შვილი თენგიზი, რომელიც მამასთან იზრდებოდა: “დედამ არაფერი იცოდა მამის პოლიტიკური საქმიანობაზე, ამიტომ, როცა წაიყვანეს, ვერ გაიგო რა მოხდა. ინჟინრად მუშაობდა და დედამ იფიქრა, მშენებლობაზე ხომ არ შეემთხვა რამეო. მამა 1951 წელს წაიყვანეს. იმ წელს 1944 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიჟარაძე გადმოსულა თურქეთიდან, მას თან ჰქონია აჯანყების ორგანიზატორთა სია, სადაც მამის სახელიც ეწერა. როცა მამა წაიყვანეს, მე ოთხი თვის ვიყავი. მისმა ერთმა ნაცნობმა, რომელიც უშიშროებაში მუშაობდა, დედა გააფრთხილა, სასწრაფოდ დეპეშა გაუგზავნე ვოროშილოვს, თორემ შენს ქმარს დახვრეტენო. მეორე დღეს კი მოვიდნენ და სახლიდან ყველაფერი გაიტანეს. ბინაც ჩამოგვართვეს. დედამ ძვირფასეულობა ახლობლებთან გადამალა… ერთადერთი მიბარებული ნივთი, რომელიც დედას ახლობელმა სიკვდილის წინ დაუბრუნა, ალმასებით გაწყობილი შვეიცარული ოქროს საათი იყო”.
ნინა სიმონიშვილი გამგეობაში ბუღალტრად მუშაობდა. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. უსახლკაროდ დარჩენილი დედა-შვილი ნათესავებმა შეიკედლეს: “ჩემი ძმა თენგიზი მამიდამ წაიყვანა თბილისში. ეს დიდი შეცდომა იყო _ თენგიზი 12-13 წლის ასაკში ქურდულ სამყაროს გარემოცვაში მოხვდა. დიდხანს ცდილობდა თავის დაღწევას და ძალიან ნანობდა ამ ნაბიჯს. 21 წლის ასაკში კი თავი მოიკლა”.

ოჯახმა ვასილ პირველის შესახებ დიდი ხანი არაფერი იცოდა:
“ახლობელმა დედა გააფრთხილა, საღამოს 11 საათზე ვაგონი გამოივლის ბათუმის სადგურში, შეიძლება გაჩერდეს და გაიგებ, იქ არის შენი ქმარი თუ არაო. ვაგონიდან პაპიროსის ქაღალდები გადმოყარეს, სადაც დაჭერილების სახელები ეწერა. მამას ვაგონის პატარა ფანჯარაში თვალიც კი მოჰკრა დედამ. როცა თბილისში დასახვრეტთა კამერაში იჯდა, გული წასვლია და სიზმარი უნახავს. “აქედან გახვალ” _ უთქვამს ხმას.

როცა თვალი გაუხელია, დედის ნათესავი ექიმი დაუნახავს. თურმე სიცხიან ადამიანებს არ ხვრეტდნენ, ვერ გეტყვით რატომ. მამაც იმას გადაურჩენია, სიცხე აქვსო უთქვამთ”.  

 

ვასილ პირველი 1952 წელს სოხუმში გაასამართლეს და 25 წლით ქალაქ ვორკუტში გადაასახლეს. იქედან მიიღო ოჯახმა პირველი წერილი.
“შემდეგ წერილები შეწყდა. მამას ციხეში ანტისაბჭოთა ჩანაწერები აღმოუჩინეს და 1954 წელს ლენინგრადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმი ქალი დაეხმარა _ ფსიქოტროპულ წამლებს არ უკეთებდა. მამა წერდა თავის დღიურებში: ამ ქვეყნად ოთხი ქალი მიყვარს _ ჩემი ნაზიბროლა, დედა, ის ექიმი და ნატაშა ლებანიძეო. “ეს ის ქალი იყო, რომელიც მამას მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მასზე დაქორწინება ვერ შეძლო”.

 

ვასილ პირველმა ფსიქიატრიულში ორი წელი გაატარა. საავადმყოფოს პატარა ფანჯრიდან დანახულ ვენის ნაპირებს და გამვლელებს ხატავდა. მოგვიანებით ის მახინჯაურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

 

“მამა აქ ვნახე პირველად. შვიდი წლის ვიყავი. როცა ვიწრო დერეფანში შევედი, გისოსებს შეშლილი ადამიანები მოაწყდნენ და აყვირდნენ. მეც ავკივლდი. მამამ დამამშვიდა, ხელში ამიყვანა და მითხრა: “უნდოდათ, ასეთი ყოფილიყო მამაშენიო”. აქედან ძმის, ოთარ პირველის ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.

 

“ცოტა ხანი ქობულეთში, ჩვენს პატარა ქოხში ცხოვრობდა, რომელიც ზღვის პირას ააგებინა დედამ. მამა არაჩვეულებრივი არქიტექტორი იყო, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი გამოშვება. იმ წელს სამეგრელოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ერთმა ნაცნობმა მარტვილში ბანკის შენობის რეაბილიტაციაზე წაიყვანა. მამის  აღდგენილია სენაკის კულტურის სახლი. მისი დაპროექტებული იყო ციხისძირში ლიმონარიაც, სვეტები ჩუქურთმებით იყო მოხატული, თუმცა შემდეგ ჩამოინგრა.

 

როცა თენგიზმა თავი მოიკლა, ვასილმა ასკეტური ცხოვრება დაიწყო. სვანეთში წავიდა და იქ მამისეული სახლის რესტავრაციას მიჰყო ხელი. მაშინ აღმოაჩინა ქვევრები და საგანძური. ქობულეთში ზამთრობით ჩამოდიოდა, ზაფხულობით კი მე და დედა მივდიოდით სვანეთში”.

ვასილ პირველი  ქუთაისში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

 

მინისტრებს ძვირადღირებული მანქანების ყიდვა ისევ არ ეკრძალებათ

 

 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ავტოპარკის განახლების წესების შესახებ, ყველაზე ძვირადღირებული, პირველი კლასის მსუბუქი ავტომანქანის ზღვრული ღირებულება მაქსიმუმ 47 000 დოლარი იქნება. ამ ტიპის მანქანა მოემსახურება მინისტრების პირველ მოადგილეებს, მოადგილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. ასევე,  საქართველოს  მთავრობის კანცელარიის უფროსს, მის მოადგილეს, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მრჩეველებს, თანაშემწეებსა და სხვა მათთან გათანაბრებულ პირებს. ჩამონათვალში მოხსენიებული არ არიან მინისტრები.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ მინისტრები 47 ათას დოლარზე ძვირადღირებულ ავტომანქანებს თუ იყიდიან, ამით კანონს არ დაარღვევენ.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებულების თანახმად, ყველაზე იაფი მანქანა, რისი შეძენის უფლებაც საჯარო დაწესებულებებს ექნებათ – 15 400 დოლარად ღირებული იქნება.

 

“მინისტრების ავტომანქანების გამოცვლას არ ვგეგმავთ. შესაბამისად არ ჩავთვალეთ საჭიროდ მათი დადგენილებაში მოხსენიება”, – განუმარტა “ბათუმელებს” საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

 

მთავრობის წევრის ეს არგუმენტი “მიუღებელი და დაუსაბუთებელია” არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტისთვის. გიორგი გვალიას შეფასებით, რეგულაციების დადგენა საჭირო და დადებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის, რომ მასში მინისტრების ავტოპარკინგის განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული ზღვარის დაწესებაზე საუბარი არ არის, ხარვეზია.

 

“დადგენილებაში საუბარია განპირობებულ მანქანებზე, მაგრამ დაკონკრეტებული აღარ არის, თუ რა სახის სტანდარტი დაუწესდათ მინისტრებს. მხოლოდ დაბალი რანგის თანამდებობის პირებისთვის საჭირო ავტომანქანების შეძენაზე ზღვრული ღირებულების დაწესებაზეა საუბარი. კარგი იქნებოდა, შეემუშავებინათ ერთიანი სტანდარტი”, – ამბობს გიორგი გვალია.

 

მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო კომისიის მუშაობის დასრულებას ელოდებიან: “ვიმედოვნებთ, რომ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ რეგულაციები მინისტრების ავტოპარკინგის განახლებაზეც დაწესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ დადგენილება უსამართლოა”.

 

კითხვაზე “რადგან მინისტრების ავტოპარკის განახლება არ იგეგმება ამიტომაც არ მოიხსენიეთ ისინი დადგენილებაში – იგულისხმებიან თუ არა აჭარაში მოქმედი მინისტრებიც?” – საქართველოს კანცელარიის უფროსი პასუხობს, რომ “მათზე უშუალო ზედამხედველობის უფლება საქართველოს მთავრობას არ აქვს, ამიტომ ამ ტიპის რეგულაციაზე დადგენილება აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს. მანამდე კი მათ, და იმ სხვა სტრუქტურებსაც, რომლებზეც რეგულაციის დაწესების უფლება მთავრობას არ აქვს, “ეთხოვათ ამ რეგულაციებით ისარგებლონ”.

 

დაწესებულებებში, რომლებსაც ეთხოვათ მთავრობის რეგულაციებით ისარგებლონ,  აჭარის უმაღლესი საბჭოც შედის.

 

აჭარის რეგიონში მოქმედი სამთავრობო უწყებებისთვის ავტოპარკის განახლების რეგულაციების დაწესებაზე  აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტი მუშაობს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დადგენილება ამ სამუშაო კვირაში გამოქვეყნდება.

 

2013 წლის ბოლოს საქართველოში ადგილი ჰქონდა სკანდალს, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ძვირადღირებული მანქანების შესყიდვამ გამოიწვია. რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ხელისუფლება მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენაზე ტენდერის გამოცხადების გამო გააკრიტიკა. თუმცა კახა კალაძის კრიტიკას ხელი არ შეუშლია, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილისთვის სწორედ იმავე პერიოდში ეყიდა ძვირადღირებული ჯიპი.

ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმე

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განსასჯელების ადვოკატის სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა საქმეში მტკიცებულების სახით ბადრაგის სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით ბასილაძის წერილობითი განცხადების დასაშვებობა ითხოვეს. ადვოკატების თქმით, ბასილაძე წერს, რომ პატიმრების დაშინებას ბადრაგირებისას არავინ ცდილობდა. პროკურორებმა კი ამ ადამიანის დაკითხვა ითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, _ განცხადების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

 

გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს.  მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

შესავალი სიტყვა

სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე:

 

დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ მომეყოლა ეს ამბავი სასამართლოსთვის. რთულია იმის აღწერა, რაც ციხეებში ხდებოდა. საქმეში 50-ზე მეტი დაზარალებულია, ასევე მოწმეები, რომლებიც ცემას ახორციელებდნენ ზაზა ჯიქიასა და გიორგი ვეკუას დავალებით.
ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმრების არაადამიანური მოპყრობა 2009 წლის ზაფხულიდან დაიწყო. პატიმრები ამბობენ, რომ სამწელიწადნახევარი ისინი, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში იყვნენ.

 

ეს ის პერიოდია, როცა ჯიქია და ვეკუა ხელმძღვანელობდნენ ციხეს. სასამართლოში პატიმრები მოყვებიან ისტორიებს, როგორ აწამებდნენ მათ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა ტანჯვასა და წამებას. ჩვენ მოვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხედავდნენ. უშუალოდ ზაზა ჯიქიას მოთხოვნით პატიმრები მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ.

 

პატიმრებს საკნებში გადანაწილების დროსაც კი სცემდნენ. მათ ეზღუდებოდათ პაემანის, მკურნალობის, ექიმთან ვიზიტისა და ამანათის მიღების უფლება. პატიმრებს სცემდნენ ჯგუფურად, ხელკეტებით. ჩვენ ასევე დავკითხავთ ციხის ექიმებს და ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერების წიგნს. პროკურატურა მას შემდეგ დავინტერესდით მესამე საპყრობილეში არსებული მდგომარეობით, რაც გლდანის ციხეში გადაღებული პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა. სწორედ მას შემდეგ გაბედეს პატიმრებმა და მოგვმართეს კოლექტიური განცხადებით. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ ნაწამები პატიმრების რიცხვი დაბალია მაშინ, როცა ზაზა ჯიქია შვებულებაში იმყოფებოდა. მოწმეები იტყვიან, რომ ვეკუა გასცემდა პატიმრების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების ბრძანებას.

 

პაატა ბოლქვაძე, ზაზა ჯიქიას ადვოკატი:

ასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს მესამე საპყრობილეში და მხოლოდ 50 პატიმარი ამბობს, რომ ცხოვრობდნენ ჯოჯოხეთში. ვერ დამტკიცდება ეს ბრალდება, რადგან ეს არის მიკერძოებული და განაწყენებული პატიმრების ჩვენება. ჩვენ დავკითხავთ გიორგი ვეკუას, რომელიც დაადასტურებს, რომ უკანონო ბრძანებას არ გასცემდა და არ ასრულებდა ზაზა ჯიქია. დარწმუნებული ვარ, რომ განსასჯელების ბრალეულობა არ დადგინდება.

 

სოსო ჯალაღონია , გიორგი ვეკუას ადვოკატი:

 

გადაჭარბებულია, თითქოს ვეკუა არაადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს. ბრალდების მხარე ცდილობს, ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო. ათასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს, მარტო 50 როგორ იყო ცუდ დღეში, უნდა ვენდოთ ინტრიგნებს? კრიმინალებს? დამნაშავეებს? დიახ, დამნაშავეებს, რადგან ამ პატიმრებს უკვე სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ბრალდებას მოწმეები აერევა.
სამწუხაროა, რომ გიორგი ვეკუა კრიმინალების მსხვერპლი გახდა. გავიგეთ, რომ გამოკეტილი პატიმრები ვერ დაწერდნენ საჩივრებს, მაგრამ რას აკეთებდნენ თანამშრომლები, რომლებიც ხედავდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას? რატომ არ მიდიოდნენ პროკურატურაში და არ ყვებოდნენ პატიმრებს წამების შესახებ? ან რატომ არ ისჯებიან ეს თანამშრომლები?

წესრიგი დაამყარა გიორგი ვეკუამ, ციხეში აღარ ხდებოდა ქურდული გარჩევები. ეს ბრალდება გაუმართავია და ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ველით.

 

გიორგი ვეკუა, განსასჯელი:

 

ბოდიშს ვიხდი იმისთვის, თუ ემოციებს ავყვები. საბრალდებო სკამზე ზის ზაზა ჯიქია, რომელიც არის ღირსეული ადამიანი, ჩვენ კრიმინალის წინაშე თავი არ დაგვიხრია. ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად ვემსახურებოდით. გარწმუნებთ, ის, რაც პროკურორმა თქვა, ტყუილია. ის თანამშრომლები, რომლებიც ახლა ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ, კრიმინალები არიან. ზაზა ჯიქიას მე მადლობას ვუხდი, ის არის ღირსეული თანამშრომელი, ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას.

 

ბატონო მოსამართლე, ჩემი თხოვნაა, ნუ მისცემთ ქურდულ სამყაროს გამარჯვების უფლებას, ჩვენთვის განაჩენის გამოტანა არის სახელმწიფოსთვის განაჩენის გამოტანა. 

უფასო სადილი შერჩევით

 

 

მოხუცი და პატარა ცალკე თეფშს არ ითხოვენ. მათ არ იციან, მისცემენ თუ არა ცალკე თეფშს. ისინი იმითაც კმაყოფილები არიან, რომ ერთი თეფშიდან ჭამის უფლება აქვთ.

 

ყოველდღიურად, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამით, აჭარის მაღალმთიანეთში უკიდურესად შეჭირვებული 106 ადამიანი სარგებლობს. არის შემთხვევები, როდესაც უფასოდ სოციალურად დაუცველი ოჯახის მხოლოდ ერთი ან ორი წევრი სადილობს, იმავე ოჯახის სხვა წევრებს კი საჭმელზე უარს ეუბნებიან.

 

მუნიციპალიტეტებში ადასტურებენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ზოგიერთ წევრს არ აქვს უფასო სასადილოში კვების უფლება. ასეთია, მაგალითად, შუახევის ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ნაზიბროლა დევაძის სამსულიანი ოჯახი. სახელმწიფომ მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახს საარსებო შემწეობა დაუნიშნა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში დაარეგისტრირა. ამის მიუხედავად ადგილობრივმა გამგეობამ უფასო მუნიციპალურ სასადილოს პროგრამაში ოჯახის სამი წევრიდან უფასო სადილი მხოლოდ ორი წევრისთვის გაითვალისწინა.
„ორი შვილი მყავს, სკოლის მოსწავლეები არიან. ოჯახში არავინაა დასაქმებული, ფულის შემომტანი არ გვყავს, ჩვენი შემოსავალი საარსებო შემწეობაა. რადგან მიჭირს, ვითხოვე უფასო სადილი, მაგრამ მხოლოდ მე და ჩემი ერთი შვილი ჩაგვსვეს პროგრამაში, მითხრეს _ მესამეს ვერ ჩავსვამთო. უფასო სადილი კარგია, მაგრამ როცა ოჯახს უჭირს, ყველას უნდა მისცე სადილი. დღეში ერთხელ არის, მაგრამ მაინც კარგია, დილით და საღამოს სახლში ჩაის დალევ, შუადღეზე კერძს მაინც გაჭმევენ,” _ ამბობს ნაზიბროლა დევაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალურ საკითხთა,   მიგრაციისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ უფასო სადილის მიღების მთხოვნელი ბევრია, რის გამოც პროგრამაში ოჯახის ყველა წევრი ვერ ხვდება.

 

„უფასო სადილის მიღების მსურველი გაცილებით ბევრია, ვიდრე პროგრამით გათვლილი ბენეფიციართა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ოჯახის ყველა წევრი ვერ ხვდება, მხოლოდ ერთი ან ორი წევრი იღებს სადილს. პროგრამა 42 ბენეფიციარზეა გათვლილი, ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი გვყავს, განცხადებების მიღება გრძელდება. სოციალური სახლის მცხოვრებლებიდან შემოდის განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია პროგრამაში კორექტირების შეტანა და მეტი ბენეფიციარის ჩართვა”, _ ამბობს ზაზა ზოიძე.

 

სოციალურად დაუცველი ფენისთვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი, ნაზიკო ჯაბნიძე ამბობს, რომ უფასო სადილი ქედის გამგეობას შვილიშვილისთვისაც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

 

„ბავშვი მეხუთე კლასშია, გასულ წელს ვთხოვე მისთვისაც მიეცათ სადილი, მაშინ მითხრეს ბავშვი პატარაა და ვერ ჩავსვამთ პროგრამაშიო. წელს ისევ ვთხოვე, მითხრეს, პროგრამა შედგა და ვეღარ შევიყვანთო,” _ ამბობს ნაზიკო ჯაბნიძე.
ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ უფასო მუნიციპალურ სასადილოს 26 ბენეფიციარი ჰყავს. მისი თქმით, სადილს ყველა მთხოვნელი იღებს:

 

„ბავშვის კვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის განცხადებით არავის მოუმართავს, განცხადება რომ შემოსულიყო, ასეთ შემთხვევაში ვიმსჯელებდით. დაკმაყოფილდებოდა თუ არა მოთხოვნა, პასუხი არ მაქვს, რადგან ბავშვს განსხვავებული კვება სჭირდება. ვინც მოგვმართა, ყველა განცხადება დავაკმაყოფილეთ”.

 

ხულოში ანალოგიური პროგრამით 40 ბენეფიციარი სარგებლობს. ხულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მევლუდ წულუკიძის თქმით, პროგრამას ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 300 ლარით გაიზარდა.
მევლუდ წულუკიძის ინფორმაციით, მათთან არ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს შერჩევით აქვთ უფასოდ სადილობის უფლება: `არის ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ მაღალი ქულა, მაგრამ უჭირთ და მოგვმართავენ სადილის მიღების თხოვნით. ასეთ ოჯახებს ვამოწმებთ: კომისია ადგენს, ეკუთვნის თუ არა ოჯახს უფასო სადილი და, შესაბამისად, გავცემთ ნებართვას. არიან ოჯახები, რომელთა მხოლოდ ერთი წევრი ითხოვს სადილს, მაგრამ არიან ისეთებიც, საიდანაც ორი ან სამი წევრი მოგვმართავს თხოვნით. ისე ვაკეთებთ, რომ ოჯახში არავინ დარჩეს მშიერი”.

 

უფასო მუნიციპალური სასადილოს პროგრამის დაფინანსებისთვის წელს შუახევში 38 000 ლარი, ხულოში _ 35 400, ქედაში კი _ 28 470 ლარია გამოყოფილი. ერთი ბენეფიციარის კვებისთვის ქედაში დღეში 3 ლარს ხარჯავენ, აქედან საკვებზე იხარჯება 2,10 ლარი, ხოლო 90 თეთრი ხმარდება სხვა ხარჯებს. იმავე მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტში დღეში 2,48 ლარი იხარჯება, აქედან ერთი პირის სადილის მომზადებაზე ყოველდღიურად გათვალისწინებულია 1, 80 ლარი, სხვა ხარჯისთვის _ 68 თეთრი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტი ერთი სოციალურად დაუცველის სადილისთვის დღეში 2,42 ლარს ხარჯავს. აქედან სადილზე იხარჯება 1, 88 ლარი, ხოლო სხვა ხარჯებზე _ 54 თეთრი.

 

კვირა დღეს უფასო სასადილო არ მუშაობს.

პრობლემები სპორტში – ქედაში

 

 

ქედის სასპორტო სკოლაში სპორტის ექვსი სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, კინგ-ბოქსი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა და მინდვრის ჩოგბურთი ისწავლება. სასპორტო სკოლას ბაზები მხოლოდ სოფელ მახუნცეთში, წონიარისსა და პირველმაისში აქვს გახსნილი, სადაც მოსწავლეები თავისუფალ ჭიდაობასა და ჭადრაკს ეუფლებიან. სასპორტო სკოლის დირექტორი მანუჩარ ჯიჯავაძე ამბობს, რომ სპორტის განვითარებისთვის დაფინანსების ზრდა და სოფლებში სექციების გახსნა აუცილებელია.

 

„თუ გვინდა სპორტის განვითარება, არსებული ფინანსური შესაძლებლობებით ეს გამორიცხულია. მწვრთნელიც უნდა იყოს დაინტერესებული და სპორტსმენიც, სპორტსმენი არ უნდა ელოდებოდეს წლებს იმისთვის, რომ ტურნირზე გავიდეს. მინდა ბაზები გავხსნა პერიფერიებში, მერისში ჭიდაობის სექციის გახსნას ითხოვენ, სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ვერ ჩამოდიან სასპორტო სკოლაში წვრთნებზე. გვყავდა მოსწავლეები, რომლებმაც სპორტს რამდენიმე კვირის შემდეგ მიანებეს თავი, რადგან გაუჭირდათ სოფლიდან სიარული. გარდა პერიფერიებისა, ადგილზე მჭირდება დამატებით მწვრთნელი ჭიდაობაში, ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის სექციის დამატება მინდა, მაგრამ დაფინანსება ამის საშუალებას არ მაძლევს. პერიფერიებში შესაძლებელია ძალოვანი სპორტი განვითარდეს და კარგი შედეგიც მივიღოთ”,  – ამბობს მანუჩარ ჯიჯავაძე.

 

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება ქედაში, გასულ წელთან შედარებით, 10 000 ლარით შემცირდა, რის გამოც ტურნირებზე ქედელი სპორტსმენებიდან მხოლოდ რამდენიმე იასპარეზებს.

 

რატომ შემცირდა დაფინანსება? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც გამგეობაში აქვთ და არც საკრებულოში.
„სპორტული პროგრამები, ფედერაციების მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების, ქედის გამგეობის შესაბამისი სამსახურის, ქედის რესურსცენტრისა და საკრებულოს შესაბამის კომისიასთან შეთანხმებით, არსებული დაფინანსების ფარგლებში იგეგმება”, _ ამბობს ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ დიასამიძე.

 

ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში, სადაც სპორტსმენები 14 წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ქედის გამგეობამ 7-8 სპორტსმენის მგზავრობა და კვება დააფინანსა. ვის დააფინანსებენ და რა წონით კატეგორიაში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს.

 

„ბევრი პრობლემა გვაქვს, მწირია როგორც ჩვენი, მწვრთნელების, ხელფასი, ასევე პროგრამების დაფინანსება. მაშინ, როცა 14 წონითი კატეგორიაში ამზადებ მოსწავლეს და არასაკმარისი დაფინანსების გამო შეჯიბრებაზე მხოლოდ რამდენიმე გაგყავს, ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და ევროპის პრიზიორი გავზარდეთ, გასულ წელთან შედარებით დაფინანსება შეგვიმცირეს. გვეუბნებიან, ხელფასები გაგვეზრდება და ჩვენც ველოდებით”, _ ამბობს თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი ზაზა ღოღობერიძე, რომელიც ორჯერაა დაჯილდოებული, როგორც წარმატებული მწვრთნელი.

 

„რამდენი საშუალებაც იქნება, იმდენი წავა ტურნირსა და შეჯიბრებაზე. ეს არ არის თამაშობითი სახეობები, რომელშიც გუნდი გადის”, _ ამბობს ამირან დიასამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ქედის სპორტსკოლაში მთავარი მწვრთნელის ხელფასი 320 ლარია, მწვრთნელის კი _ 240 ლარი, დაქვითვის გარეშე.

 

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა და ხელფასები კვლავაც უცვლელი რჩება. წლის ბიუჯეტში წარმატებული სპორტსმენების წახალისებაც არ გაითვალისწინეს _ პრემია ქედის საკრებულოში მხოლოდ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის გამოიყო.  

 

ამირან დიასამიძე ამბობს, რომ მწვრთნელებს დაბალი ხელფასი მთელს საქართველოში აქვთ და ქედაშიც ასეა.

არასოდეს გამიშვა

 

 

უტოპიური წიგნია კაზუო იშიგუროს „არასოდეს გამიშვა“. წიგნი – წინასწარმეტყველება, წიგნი –  გაფრთხილება, წიგნი –  სიგნალი, განგაშის ნიშნით „სდექ!“ უმძიმეს სამეცნიერო ეთიკურ პრობლემას ეხება წიგნი, იმიტომ, რომ მთავარი გმირები, არც მეტი, არც ნაკლები, კლონები არიან.
„არასოდეს გამიშვა“ არ არის ჩვეულებრივი წიგნი და მის არაჩვეულებრიობას მხოლოდ ორიგინალური სიუჟეტი არ განაპირობებს. უჩვეულო და მოულოდნელია სტრუქტურა –  ამბავი პირველ პირშია დაწერილი, ქეითი ეიჩი, კლონი, ჰყვება საკუთარ ისტორიას.

 

ყველაფერი სკოლის, ჰეილშემის ამბით იწყება. თავიდან არ არის გაცხადებული, რომ ყველა ის ადამიანი, რომელზეც ქეითი ჰყვება, კლონია. მაგრამ დასაწყისიდანვე იგრძნობა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. არაფერია ისე, როგორც უნდა იყოს. დასაწყისი ძალიან აბნევს მკითხველს –  რა ხდება ჰეილშემში? სად არიან ამ ბავშვების მშობლები? რატომ იქცევიან მასწავლებლები ასე უცნაურად? რატომ სწავლობენ ასეთ უჩვეულო საგნებს?
ყველაფერი ქეითის, ტომისა და რუთის გარშემო ვითარდება. ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ეს სამნი მეგობრობენ, უყვართ ერთმანეთი, რაღაც სასიყვარულო სამკუთხედის მსგავსიც ვითარდება… მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ ეს ბავშვები წინასწარ არიან შეგუებულები რაღაცას, რაც მკითხველმა ჯერ არ იცის, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ეს რაღაცა თავზარდამცემი, სისხლისგამყინავი საშინელებაა.

 

„რაღაცა“, ანუ სიმართლე, მალე ირკვევა – კლონები იმიტომ იზრდებიან, რომ ჩვეულებრივი ადამიანების ორგანოების დონორები გახდნენ. მაგრამ ეს საშინელებები, როგორღაც, სულ უკანა პლანზე ვითარდება წიგნში. მთავარი სულ სხვა რამაა –  ის, რაც ყველგან და ყოველთვის მთავარია –  სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, თავისუფლება და სიცოცხლე.

 

ვერსად წაიკითხავთ სიცოცხლის ისეთ სიყვარულს, როგორც ამ სამეულს უყვარს სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ბავშვობიდანვე შეჩვეულები არიან. დიდი უიმედობის და დიდი იმედების წიგნია „არასოდეს გამიშვა“, უმძიმესი ემოციების და უპასუხო კითხვების. არის კი ჩვენი სიცოცხლე ამდენად მნიშვნელოვანი, რომ  ჩვენი ორეულები შევიქმნათ, დახურულ სკოლებში გამოვკეტოთ და შემდეგ ორგანოები ამოვაჭრათ? იქნება ჩვენი სიცოცხლე მათ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი? გვექნება უფლება, ვატაროთ სრულყოფილი ადამიანის გული, ღვიძლი, ადამიანის, რომელიც ზუსტად ჩვენნაირად ფიქრობს და გრძნობს? შეიძლება, ჩვენზე უკეთაც. იშიგუროს არა აქვს პასუხები. არც რუთს, ქეითის და ტომს. პასუხი ის განცდებია, რომელიც წიგნის დახურვის შემდეგ ჩნდება – ის უკიდეგანო სიძულვილი, რომელსაც იმათ მიმართ იგრძნობთ, ვინც ეს ამბები დაატრიალა. მათ მიმართ, ვინც ამ სამეულის მეგობრობას ხელი შეუშალა. ვინც ტომის და ქეითის არ მისცა სიყვარულის საშუალება. იმის მიმართ, ვინც მათ სიცოცხლე აუკრძალა.

ეს სიძულვილია ყველაფრის პასუხი.

რას და როგორ გეგმავს ბათუმის “დინამო’”

 

 

ანგისის ტერიტორიაზე 4000-ადგილიანი საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. მშენებლობაზე ტენდერი მარტის ბოლოს გამოცხადდება. ბათუმის “დინამოს” დირექტორის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, “სტადიონზე ოთხი მოედანი განთავსდება _ ცენტრალური მოედანი, ბუნებრივი მინდვრით და სამი სათადარიგო მოედანი _ ხელოვნური მინდვრებით. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება, სადაც სტუმარი გუნდების მიღება შეგვეძლება’’.

 

დაპირებული სტადიონის აშენებამდე კი “დინამო” წვრთნებსა და თამაშებს ქობულეთის სტადიონზე მართავს, სადაც გუნდის წევრები ყოველდღე ავტობუსით დადიან.

 

ბათუმის “დინამოს” დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე პრიორიტეტული ბავშვების დაინტერესებაა ფეხბურთით. “ფეხბურთი ბათუმში ათი წლითაა ჩამორჩენილი ქართულ ფეხბურთს _ ის კი, რა დღეშია, კარგად იცით. ბავშვებს უნდა მივხედოთ, დავაინტერესოთ და დავაბრუნოთ ისინი ფეხბურთში. ქალაქში ამდენი მოედანია და ყველა ცარიელია, ბავშვები ჩამოშორებული არიან სპორტს და უპირველეს ყოვლისა, მათი მოზიდვა გვსურს”.

 

ბავშვების კვლავ საფეხბურთო მოედნებზე დასაბრუნებლად ბათუმის “დინამოს” ახალი პროექტი _ “დინამო ბათუმი ჩემი გუნდია” _ ამოქმედდა. გარდა ბათუმის “დინამოსთან” არსებული უფასო საფეხბურთო სკოლისა, სადაც ცხრა ასაკობრივი ჯგუფის სამასამდე ბავშვი დადის, ქალაქში კიდევ 16 (8-დან 13 წლამდე ასაკის) საბავშვო გუნდი შეიკრიბება.

 

“იმისთვის, რომ ფეხბურთი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ბავშვისთვის, ბათუმის 16 მოედანზე ვნიშნავთ მწვრთნელებს, რომლებიც ბურთებითა და სპორტული ფორმებით მოამარაგებენ ბავშვებს და კვირაში სამჯერ ავარჯიშებენ მათ”, _ ამბობს ოთარ ფედიჩკინი. გუნდებს შორის ყოველ შაბათ-კვირას მოეწყობა შეჯიბრი, გაზაფხულზე კი _ მათ შორის ჩემპიონატი, სადაც საუკეთესო ბავშვებს შევარჩევთ და ბათუმის “დინამოს” გუნდში გადავიყვანთ.
ოთარ ფედიჩკინის თქმით, ბავშვების შერჩევა უკვე დაწყებულია და ე.წ. აგენტები გამუდმებით მუშაობენ ახალი ბავშვების მოზიდვაზე. გუნდებში ჩარიცხვა თავისუფალია გოგონებისთვისაც. “ჯერჯერობით სულ ხუთი გოგონა გვყავს, რომლებიც ბიჭებთან ერთად თამაშობენ გუნდში. იმ შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა გაიზრდება, მათთვის ცალკე ჯგუფიც შეიკრიბება”, _ ამბობს დირექტორი.

 

ბათუმის “დინამო” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. “წინ დიდი ბრძოლა გველის და ამიტომ გაძლიერებულად ვვარჯიშობთ”, _ ამბობს ოთარ ფედიჩკინი. _ “ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ბათუმის “დინამო” რომ ჩავიბარე, ოფისიც არ დამხვედრია და ერთი თვე მანქანით ვატარებდი საბუთებს, ხელსაც “კაპოტზე” ვაწერინებდი ბიჭებს, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ბათუმის “დინამოს” კვლავ ძველებური სიდიადე დავუბრუნოთ”.

 

8 თებერვალს ბათუმის “დინამო” თურქეთში შეკრებებზე გაემგზავრა, გუნდი 22 თებერვალს დაბრუნდება. “დინამო” თურქეთში ოთხ გუნდთან გამართავს ამხანაგურ მატჩს.

“დინამოს” დირექტორის თქმით, გუნდს აქტიური ფანკლუბი ჰყავს. “შავი ზღვის მეკობრეების” _ ხელმძღვანელის გივი გაგუას თქმით, ფანკლუბი სამი წლის წინ დაარსდა და ასამდე წევრს აერთიანებს. ფანკლუბის მთავარი დანიშნულება ბათუმის “დინამოს” მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. “ისინი ჩვენი ოჯახის წევრები არიან და მადლობელი ვარ მათი იმისათვის, რომ წვიმა იქნება, თოვლი თუ ქარი, სულ ბათუმის “დინამოს” გვერდით არიან”.
ოთარ ფედიჩკინის თქმით, ბათუმის დინამო გამუდმებით მუშაობს ახალი სპონსორების მოზიდვაზეც: “საკრებულოს გარდა ჩვენ სამშენებლო კომპანია “ანაგი” გვაფინანსებს, სწორედ ის უწევს სპორტულ ეკიპირებას დინამოს პირველ და მეორე გუნდს. “კოკა-კოლამ” დროშებისა და სხვა ინვენტარის შესაძენად ჩვენი ფანკლუბი დააფინანსა. ამ ეტაპზე, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ცოტა გვიჭირს სპონსორების მოზიდვა, მაგრამ ვფიქრობთ, სტადიონის აშენების შემდეგ მეტი დაინტერესება წამოვა მათი მხრიდან.”

ბათუმის “დინამოს” ბათუმის მერია აფინანსებს: გუნდის ყოველდღიური ხარჯებისთვის წელს ბიუჯეტში 1 263 000 ლარია გათვალისწინებული.

BIAFF კინოკლუბის ფილმის ჩვენება – “ქათამი ქლიავით”

 

 

ნაჩვენები იქნება მარჯანე შატრაპისა და ვინსენტ პარონნაუდის ფილმი: “ქათამი ქლიავით”

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება ბენდ დოკუმენტალის საღამო. 

 

კინოჩვენებაზე ბილეთის ღირებულება 7.00 ლარი (ღირებულებაში შედის 1 ბოთლი ლუდი და მარილიანი თხილი).

 

გარდა ამისა კინოჩვენებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სპეციალურად ფილმის ჩვენებისათვის მომზადებული კერძი “ქათამი ქლიავით”

დამატებითი ინფორმაციისა და მაგიდების დასაჯავშნად დარეკეთ ნომრებზე: ✆ 598 359 050/ 577 795 999

მისამართი: გ. ტაბიძის 3/5

8 მარტის მუსიკალურ – გასართობის საღამო ბათუმში

 

 

 

საღამო ჩატარდება დარბაზ “ალექსანდრიაში”, მისამართი ფრიდონ ხალვაშის ქუჩა #231.

 

დასაწყისი: 20:00 საათზე.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია გასართობ ცენტრ “ბუბუში” (გორგასლის 110) და კ. გამსახურდიას 42-ში, ფასი 80 ლარი.

 

სალარო: 597 84 44 44

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

 

თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე იყო.

 

ყრილობაში სულ 363 დელეგატი მონაწილეობდა.

 

რა გავლენას ახდენს სტერეოტიპები საზოგადოებაზე – დისკუსია პრესკაფეში

 

დისკუსიაზე მომხსენებლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი ყურუა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ART WAY“- ის წარმომადგენელი ნინო ჩხაიძე იყვნენ.

 

 „ზოგადად სტერეოტიპები ჩემის აზრით საქართველოში მრავლადა. ყველაზე აქტიური სტერეოტიპები გენდერულ თანასწორობა და თურქების მიმართ გაჩენილი შიშია,“ –   განაცხადა  ირაკლი ყურუამ დისკუსიის დასრულების შემდეგ.

 

დისკუსია  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ჩატარდა.

 

ნაციონალური მოძრაობა ბათუმში ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობისათვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებით ყრილობაზე 400 მდე დელეგატს ელოდებიან.  კენჭისყრის შედეგები ერთ საათში გახდება ცნობილი.

პრობლემები განათლებისა და მეცნიერების სფეროში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

 

 

 პროექტი მიზნად ისახავდა უმაღლეს განათლებაში დღეს არსებული სიტუაციის ანალიზს. მოგეხსენებათ განვითარებაზე საუბარი ბევრად უფრო რთულია თუ არ იცი ამოსავალი წერტილი, ასე რომ ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო იმაზე რომ დაგვედო ანალიზი დღეს არსებული მდგომარეობისა. გვენახა რა სიტუაციაა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების მხრივ, რა ხდება ხარისხის უზრუნველყოფაში, რა ხდება ავტონომიურობის მხრივ, რა მდგომარეობაა შრომის ბაზარზე.“ – ამბობს კვლევის მონაწილე ლიკა ღლონტი, რომელიც ამასთანავე ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორია.


კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს-ს“ მხარდაჭერით 2013 წელს განხორციელდა, კვლევის შედეგები უკვე წარადგინეს და განიხილეს განათლების სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2014 წლის თებერვლიდან საჯარო დისკუსიები საქართველოს რეგიონებში გრძელდება:


გამოკითხული იყო სტუდენტები, დამსაქმებლები, უმაღლესის სასწავლებლების პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დაიდო დაახლოებით 120 გვერდიანი ანგარიში, რომელიც გამოქვეყნებულია ვებსაიტზე. განათლების სამინისტროს მხრიდან მივიღეთ წინადადება რომ გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.“ – ამბობს ლიკა ღლონტი.


პროექტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, ინსტიტუტმა მომზადა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით:


  • უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება

  • უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა

  • სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია

  • უმაღლესი განათლება და დასაქმება

  • ხარისხის უზრუნველყოფა.

 

„მოხდა პრობლემის დიფერენცირება, ახლა უკვე სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი განვითარების სტრატეგია. თუ არ იქნა შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულება, თუ სახელმწიფომ არ დაასახელა რა პრიორიტეტებს ანიჭებს ის უპირატესობას, მაშინ მას გაუჭირდება განსაზღვროს რომელ სფეროებს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა. “ – ამბობს ნათია წიკლაშვილი, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.


2013 წელს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), ფონდ ”ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“.

 

 

იჯარა სეზონური ობიექტების განსათავსებლად ქობულეთში

 

მსურველებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

1.     განცხადება;

2.     პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

3.     ტერიტორიის სიტუაციური ნახაზი;

4.     ობიექტის ესკიზი.

 

როგორც გამგეობაში აცხადებენ, განცხადებების მიღება იწაროებს მიმდინარე წლის მაისის თვის ჩათვლით.

საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

ამავე სხდომაზე    საფეხბურთო კლუბმა იურიდიული სტატუსი შეიცვალა და ააიპ-იდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

 

 „ამ გადაწყვეტილებით  გუნდი   საქართელოს ფეხბურთის  ფედერაციის წევრი გახდა რომელიც  ფაქტობრივად ითხოვდა დამოუკიდებელ ერთეულად  საფეხბურთო კლუბის არსებობას. რათა მათ ამით დაფინანსება განეხორციელებინათ და ამ კლუბს სრულყოფილად ეასპარეზა ყველა   ჩემპიონატში“, –  განმარტა საფეხბურთო კლუბის იურიდიული სტატუსის ცვლილების მიზეზი  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გელა მალაყმაძემ.

 

აქცია აჭარისწყალში – სამი სოფლის მოსახლეობა ინფორმაციას ითხოვს

„მოსახლეობის მოთხოვნაა გაგვარკვიონ, ჰესის დასრულების შემთხვევაში უახლოესი 25 წლის  განმავლობაში აქ სოფელი იარსებებს თუ არა. თუ  არ იცხოვრება სად მიყავთ ეს ხალხი?  თუ უბრალოდ კონპენსაციით იფარგლებიან და ხალხს უშვებენ ქუჩაში?  ამიტო ითხოვს ეს ხალხი რომ მოვიდეს კომპეტენტური პირები  და გაგვცენ პასუხი. რჩება სოფელი სოფლად, იცხოვრება აქ თუ არ იცხოვრება,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ ცინცაძე.

აქციაზე იმყოფება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძეც. საია  ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას უწევს. გია ქარცივაძის განცხადებით, ამ დროისთვის შეკრებილ მოსახლეობასთან არც კომპანიის და არც ხელისუფლების წარმომადგენელბი არ მისულან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შუახევში ფერმერებს ხვდება

 

შეხვედრის მიზანი  ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინიტსროს მცირემიწიან ფერმერთა 2014  წლის საგაზაფხულო სამუშაოების სასოფლო-სამეურნეო ბარათების შესახებ  დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია.

 

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები  იქნებიან ფერმერები, რომელთაც  საკუთრებაში სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში  გააჩნიათ 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.

 

გონიოს განძი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების კულტურული საგრანტო პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა.     საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება ენახა მუზეუმში დაცული საგანძურის ის ნიმუშები, რომლებიც დღემდე არასდროს ყოფილა გამოფენილი. მათ შორის ე.წ. „გონიოს განძი“, ფიჭვნარისა და  კაპანდიბის ტერიტორიაზე  ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები.

განახლებული მუზეუმის გახსნის ცერემონიალს  აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები  გახსნის ცერემონიალს. არქეოლოგიური მუზეუმის  რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანია. იაპონია და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მხარში ამოვუდგეთ საქართველოს. დავათვალიერე  შესანიშნავი კოლექცია და ძალიან მომეწონა. საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა ისტორიულად და  აუცილებელია მისთვის არქეოლოგიული საგანძურის კარგად შენახვა.  მოხარულები ვართ რომ ეს პროექტი შედგა,“ –  განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში გაკეთდა მუზეუმის ჰოლი, ოქროს ფონდისა და დროებითი გამოფენების დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საგანძურის ექსპოზიციის  მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე  მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში დაცული იაპონური ნივთების გამოფენა და მომზადდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

მუზეუმის რეაბილიტაციისათვის თანხა  აჭარის მთავრობის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც აქვს გამოყოფილი.   პროექტის ფარგლებში მუზეუმის მეორე სართული უნდა გარემონტდეს. როგორც არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელმა ამირან კახიძემ განაცხადა, სამუშაოები თითქმის დასრულებულია და რეაბილიტირებული მუზეუმი სრულად აპრილის დასაწყისისთვის გაიხსნება.

მუზეუმი ყოველდღე იმუშავებს, ორშაბათის გარდა ათიდან  ხუთ საათამდე.  ოქროს ფონდში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ბილეთის ღირებულება ჯერ მუზეუმის ადმინისტრაციას დადგენილი არ აქვს და ხვალისთვის გახდება ცნობილი.

ბათუმის ბიუჯეტი ორი მილიონით გაიზარდა

 

საკრებულოს წევრმა გიორგი კირთაძემ კითხვები დასვა მერიის პროექტის „იაფი სახლი“-ის ირგვლივ.  მისი განცხადებით, პროგრამა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი და მასში ბევრი ხარვეზებია.

 

 

„საერთოდ არაფერი წერია პროგრამაში. არც ის, რა კატეგორიაზე გათვლილი, თუ ბიძაშვილ- მამიდაშვილებისთვის არის გათვლილი. არც ადგილია ცნობილი, თუ სად უნდა აშენდეს. ეს არის პროგრამა? ვფიქრობ „იაფი სახლი“  სოციალურ სახლად უნდა გადაკეთდეს“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

არჩილ ვანაძის განცხადებით, ამ დროისთვის „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილი და ბენეფიციართა კატეგორია განსაზღვრული არ არის.

 

მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, „იაფი სახლის“ ბენეფიციარების შერჩევა გამჭვირვალედ უნდა მოხდეს: „გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები. ჩემს შეხედულებებ ცალკე ჩამოგიყალიბებთ“-განაცხადა ერმაკოვმა.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილი განცხადებით, „იაფი სახლი“ მოსახლეობის დაკვეთაა:  „იაფი სახლი“ სერიოზული პროექტია და დღე არ გავა მასზე არ ვმუშაობდეთ. მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია ამან და ესე იგი მოსახლეობის შეკვეთაა. ვფიქრობ სოციალური სახლიც აუცილებელია და ამაზეც ვფიქრობთ“. 

 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგ დანიშნეს

 

„ამ თანამდებობაზე დირექტორი ინიშნება კონკურსის წესით, ამიტომ, სანამ კონკურსი გამოცხადდება, გიორგი ლორია დირექტორის მოვალეობას შეასრულებს“-განაცხადა საკრებულოს იურისტმა სულიკო შვენთიძემ.   

 

 

საკრებულოს წევრების განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ლორიას, იმავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დატოვება, საკანონმდებლო ლაფსუსია, რამაც საკრებულოს წევრებს შორის კამათი გამოწვია. თუმცა საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა გიორგი ლორიას მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას, მხარი მაინც დაუჭირეს.

 

 

გიორგი ლორიას თანამდებობიდან გადადგომას მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოითხოვდნენ. მძღოლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ჯერ გაიფიცნენ, შემდეგ კი შიმშილობა გამოაცხადეს.

 

 

მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებმა, მერიაში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფთან მოლაპარაკებების შემდეგ გაფიცვა შეწყვიტა.  

 

საკრებულო იმ კრიტერიუმებზე იმსჯელებს, რომელსაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს

 

გიორგი ლორია

იმუნოპროფილაქტიკა სოფელ ხალაში

 

მონიტორინგის ჯგუფი სოფელში  შეამოწმებს თუ როგორ ვრცელდება იმუნოპროფილაქტიკა ფიზიკურ პირებზე. მონიტორინგის მიზანი მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ფიზიკური პირის მდგომარეობის შემოწმება და შედეგის გამოვლინებაა.

 

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელი მარო ჩხაიძე განმარტავს რომ  ეს მონიტორინგი სისტემურად ხორციელდება და მოიცავს  აჭარის მთელ რეგიონს. 

ნათია შალიკაშვილი მოსამართლემ სასჯელისგან გაათავისუფლა

ნათია შალიკაშვილს  2009 წელს 11 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან თევზაძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემურაულში მომხდარი ყაჩაღობისთვის. ნათია შალიკაშვილი წინასწარი პატიმრობიდან ფეხმძიმობის გამო გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, რადგან ნათიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადდა. ნათია შალიკაშვილის შვილი, 16 მარტს ხუთი წლის ხდება. გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ბავშვის ასაკი გახდა გადამწყვეტი, რომ ნათია შალიკაშვილი მოსამართლემ დღეს 7 წლითა და 6 თვით არ დააპატიმრა (ამნისტიის შედეგად მას სასჯელი ჰქონდა განახევრებული).

მოსამართლე ამ წუთებში ასაბუთებს სხვა დეტალებს, რატომაც მიიღო ნათია შალიკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ნათია შალიკაშვილი ბრალს არ აღიარებდა.

გიორგი ერმაკოვი – ერთდროულად ორ თანამდებობაზე

 

გიორგი ერმაკოვი
გიორგი ერმაკოვი

„მე როგორც ვიცი, ქალაქის მერი საკრებულომ უნდა აირჩიოს.  გიორგი ერმაკოვი კი, რომელიც დღეს მერის მოვალეობას ასრულებს, მერის მოადგილეც კი არ არის. იქაც მოვალეობის შემსრულებელია. ვფიქრობ მას მეტი ლეგიტიმაცია სჭირდება და ამ საკითხზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს“- აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯუმბერ კახიძის თქმით, გიორგი ერმაკოვი, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერა მოუწევს, გარკვეულ უხერხულობას შექმნის: „დოკუმენტის ბოლოში დაიწერება მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ძალიან ცუდი ლეგიტიმაცია იქნება ეს.“

 

 

საკრებულოს თამჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აღნიშნული წინადადების ავტორმა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს.     

 

   

გონიოს განძის გამოფენა პირველად

 

როგორც სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული, არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით 2013 წელს დაიწყო. საქართველოს მუზეუმის ასოციაციამ კი შეიმუშავა პროექტი ქ.ბათუმის არქეოლოგიური მუზუემის განვითარება.  პროექტი დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.

 

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში გაკეთდა მუზეუმის ჰოლი, ოქროს ფონდისა და დროებითი გამოფენების დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საგანძურის ექსპოზიციის  მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე  მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში დაცული იაპონური ნივთების გამოფენა და მომზადდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

 


დღეს განახლებული მუზეუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრება იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

 

ორსულობისთვის სასჯელგადავადებულის გათავისუფლებაზე სასამართლო იმსჯელებს

დაპატიმრების დროს ნათია შალიკაშვილი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო. განაჩენის გამოტანის შემდეგ, რადგან  ნათიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას სასჯელი გადაუვადდა. ნათია შალიკაშვილის შვილი, 16 მარტს ხუთი წლის ხდება. თუ ბრალი არ მოუხსნეს, შალიკაშვილს 7 წლითა და 6 თვით დააპატიმრებენ (ამნისტიის შედეგად მას სასჯელი გაუნახევრდა).

ნათია შალიკაშვილი თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეწყალებაზე მან უარი რამდენჯერმე თქვა.

 ამავე თემაზე: ნათია შალიკაშვილი: რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი

ანსამბლის აქცია გრძელდება

 


დღეს ანსამბლის წევრები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, მათ მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან სურთადთ შეხვედრა.  იმის გამო, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში  ვიზიტით მიემგზავრება, მთავრობის მიერ ანსამბლის წევრების საკითხის განხილვა შაბათამდე გადაიდო.


ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ნათია მოისწრაფიშვილის თქმით, გასულ კვირას ისინი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდნენ, რომელმაც ანსამბლის პრობლემების მოგვარება, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს დაავალა.


მურმან დუმბაძემ გვითხრა, რომ თქვენი საკითხი დადებითად გადაწყდება, ვერ ვხედავთ პრობლემასო და თემურ ქორიძეს დავანბრუნებთო“.  ნათია მოისწაფიშვილის თქმით, მურმან დუმბაძე გუშინ საღამოს თემურ ქორიძეს შეხვდა და მას ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფობა შესთავაზა, რაზეც თემურ ქორიძისგან უარი მიიღო.


ანსამბლის წევრები თითქმის ორი თვეა სამუშაო ადგილზე – ბონის კულტურის დარბაზში, ცხადდებიან, მაგრამ პროტესტის ნიშნად რეპეტიციებს არ ატარებენ. დღეიდან ისინი სარეპეტიციო დარბაზში ვეღარ შევლენ.


ყოველ დილით მივდიოდით, ვცხადდებოდით და ხელს ვაწერდით ჟურნალში. დღეს რომ მივედით დარაჯმა გვითხრა, თქვენმა დირექტორმა გააუქმა ჩვენთან ხელშეკრულება. დაკეტილია დარბაზი და ვერ შეგიშვებთო“- ამბობს ანსამბლის წევრი ნათია მოისწრაფიშვილი.

ანსამბლის წევრები შაბათს დაგეგმილ შეხვედრას ელოდებიან, თუ მათი მოთხოვნა კვლავაც არ დაკმაყოფილდება ისინი აქციის გაგრძელებას შიმშილით აპირებენ.

 

Exit mobile version