სიახლეები

ანსამბლის აქცია გრძელდება

27.02.2014
ანსამბლის აქცია გრძელდება

 


დღეს ანსამბლის წევრები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, მათ მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან სურთადთ შეხვედრა.  იმის გამო, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთში  ვიზიტით მიემგზავრება, მთავრობის მიერ ანსამბლის წევრების საკითხის განხილვა შაბათამდე გადაიდო.


ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ნათია მოისწრაფიშვილის თქმით, გასულ კვირას ისინი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდნენ, რომელმაც ანსამბლის პრობლემების მოგვარება, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს დაავალა.


მურმან დუმბაძემ გვითხრა, რომ თქვენი საკითხი დადებითად გადაწყდება, ვერ ვხედავთ პრობლემასო და თემურ ქორიძეს დავანბრუნებთო“.  ნათია მოისწაფიშვილის თქმით, მურმან დუმბაძე გუშინ საღამოს თემურ ქორიძეს შეხვდა და მას ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფობა შესთავაზა, რაზეც თემურ ქორიძისგან უარი მიიღო.


ანსამბლის წევრები თითქმის ორი თვეა სამუშაო ადგილზე – ბონის კულტურის დარბაზში, ცხადდებიან, მაგრამ პროტესტის ნიშნად რეპეტიციებს არ ატარებენ. დღეიდან ისინი სარეპეტიციო დარბაზში ვეღარ შევლენ.


ყოველ დილით მივდიოდით, ვცხადდებოდით და ხელს ვაწერდით ჟურნალში. დღეს რომ მივედით დარაჯმა გვითხრა, თქვენმა დირექტორმა გააუქმა ჩვენთან ხელშეკრულება. დაკეტილია დარბაზი და ვერ შეგიშვებთო“- ამბობს ანსამბლის წევრი ნათია მოისწრაფიშვილი.

ანსამბლის წევრები შაბათს დაგეგმილ შეხვედრას ელოდებიან, თუ მათი მოთხოვნა კვლავაც არ დაკმაყოფილდება ისინი აქციის გაგრძელებას შიმშილით აპირებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.