უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ტრავმა

 

 

 

“ოთხი წლის წინ ქართული და აფხაზური მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნილიყო საკოორდინაციო მექანიზმი 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა ბედ-იღბლის გასარკვევად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, შეესრულებინა თავმჯდომარის როლი ამ პროცესში, საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით. მაგრამ ამ ოჯახების სარეაბილიტაციო კომპონენტი სახელმწიფოს თავის თავზე არ აუღია და არც ახლა იღებს”, – ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ექიმი-ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა.


სოფო ამბობს, რომ ძირითადი საკითხი, რაზეც გაუჩინარებული პირების ოჯახებთან უწევთ მუშაობა, ახლობელი ადამიანის გაუჩინარებით გამოწვეული ორაზროვანი დანაკარგი და მისი შედეგებია. ორაზროვანი დანაკარგი – ფსიქოლოგიური ტრავმის განსაკუთრებული სახეა, ამ დროს ადამიანი ფიზიკურად არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად რჩება. “ორაზროვან დანაკარგს მტანჯველი გაურკვევლობა ახასიათებს, რომელსაც თან ახლავს გაუჩინარებულის ბედ-იღბლის ბუნდოვანებით გამოწვეული შფოთვა და შიში. ეს არის მდგომარეობა იმედსა და უიმედობას შორის. მტანჯველი გაურკვევლობის შედეგია აქტიური ძიება ან შესაძლო იმედგაცრუებისგან თავის არიდება, მაგალითად, ფსიქოლოგთან საუბრის დროს ერთ-ერთი დაკარგულის დედამ აღნიშნა: “თქვენს ზარს არ ვუპასუხე, მეგონა შვილის ნეშთი მოგქონდათ””.


ასეთ დროს ოჯახის წევრებს ბრალეულობის განცდა უჩნდებათ _ მიიჩნევენ, რომ თუ არ განაგრძობენ “აქტიურ” ძებნას, ამით დაკარგული მიტოვებულად ჩაითვლება. ოჯახის წევრის გაუჩინარების შემდეგ ოჯახების მხრიდან ძებნის პროცესი ქაოსურია, ეს განსაკუთრებით აფხაზეთის ომის შემდეგ ჩანდა, როცა დაკარგულის ნახვის ძლიერი სურვილის გამო ოჯახის წევრები ხშირად შეთხზული ისტორიებისა და ფულის გამოძალვის მსხვერპლი ხდებიან. ეს მათ მორალურ და მატერიალურ ზიანს კიდევ უფრო ზრდის – „გაცილებით მძიმეა ძიების გზაზე მიღებული იმედგაცრუებები, ვიდრე თავად გაუჩინარება“ – იხსენებს სოფო ერთ-ერთი დედის სიტყვებს, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავს გაუჩინარებული.


ფსიქოთერაპევტის თქმით, ამ დროს ჩნდება გამოგლოვების სიძნელე – “როცა ნეშთი არ არის ნაპოვნი და დასაფლავებული, არ არის ჩატარებული კულტურალურად მიღებული რიტუალები – გამოგლოვების პროცესი ირღვევა”. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამოგლოვების სირთულეს აჩვენებს იმ პაციენტის მაგალითი, რომელიც შვილის ცხედრის არ არსებობის გამო სხვის მიცვალებულებს ტიროდა. ,,გაუჩინარებულის დედა უცხო პროცესიებს აედევნებოდა ხოლმე და ეს იყო მისი გლოვის რიტუალი’’, – ყვება სოფო.


ოჯახებისთვის გაძნელებულია რელიგიური რიტუალების ჩატარებაც. “რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პოპულაციისთვის. ხშირად გვესმის ფრაზა – არ ვიცი, სად დავანთო სანთელი, ცოცხლებთან თუ მიცვალებულებთან. ამ საკითხზე პასუხი არც სასულიერო პირებს აქვთ’’ , – ამბობს სოფო.


გარდა იმისა, რომ ოჯახში ახალი როლისა და პასუხისმგებლობის აღების სირთულეები ჩნდება, ისინი იძულებული ხდებიან საკუთარ თავზე აიღონ გაუჩინარებული ადამიანის ფუნქცია, ორაზროვანი ხდება მათი სტატუსიც – მაგალითად, ქალმა არ იცის, არის თუ არა ის ქვრივი. ასეთი გაორება ხდება დოკუმენტაციური თვალსაზრისითაც – არის გაუჩინარებულის მოლოდინში და შესაძლოა იღებდეს მისი გარდაცვალების პენსიას.


ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ ხშირად ამ ადამიანების მუდმივად თანმხლები წუხილი სხვა ემოციებსა და გრძნობებს ბლოკავს – ,,მათ უჭირთ სოციუმთან კომუნიკაცია და ხშირად ისინი თვითიზოლაციაში ექცევიან. გარდა ამისა, დაკარგულთა ოჯახის წევრებში საკმაოდ მაღალია სომატური დაავადებების სიხშირე, განწყობა ავადმყოფობისადმი’’, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახებს დავანახოთ, რომ საზოგადოება მათ გვერდითაა და რომ მათი წუხილი დავიწყებული არ არის.

 



საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისთვის

 

 

საზაფხულო სკოლა ბაქსვუდში

 

აჭარის განათლების სამინისტრო ერთადერთ საზაფხულო სკოლას – „თურქეთის სამეცნიერო ბანაკს“ უწევს ორგანიზებას. სამეცნიერო ბანაკში მონაწილეობის მიღების უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს აქვთ.
სამეცნიერო ბანაკი ყოველწლიურად თურქეთის ქალაქ იზმირში იმართება. ბანაკში წამსვლელი მოსწავლეების შერჩევა ინგლისურ ენაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ხდება. პროგრამა 2011 წლიდან ხორციელდება.

 

მეათეკლასელი მარიამ შოთაძე ერთ-ერთია იმ მოსწავლეთაგან, ვინც სამეცნიერო ბანაკში მიიღო მონაწილეობა. მარიამი ამბობს, რომ ბანაკი ერთდროულად ცოდნის მიღების, გართობისა და დასვენების კარგი საშუალებაა.

 

„ბანაკმა ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში, მივიღე დიდი გამოცდილება ინგლისურ ენაში, შევიძინე უამრავი უცხოელი მეგობარი, გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, მეტი ცოდნა მივიღე სამეცნიერო დარგებში, გართობაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ,“ – ამბობს მარიამი.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, ბანაკი „მიზნად ისახავს ინტერაქტიული ღონისძიებებით ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობას“.

 

ბანაკი ექვსდღიანია და დატვირთულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას მოიცავს. სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს სამინისტრო ანაზღაურებს. თურქეთის სამეცნიერო ბანაკი წელს ქალაქ იზმირში 22-28 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას აჭარაში მცხოვრები 10 მოსწავლე მიიღებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-8-9-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. წელს ბანაკში მონაწილეები უკვე შეარჩიეს. სამინისტრომ შესარჩევი კონკურსი გასული წლის დეკემბერში ჩაატარა.

 

თურქეთის სამეცნიერო ბანაკის ვებგვერდია: https://www.gftse.org/ კიდევ ერთი საზაფხულო სკოლა, სადაც მოსწავლეებს სწავლა შეუძლიათ, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაა.

 

ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანნა ტურიაშვილი ბაქსვუდის სკოლაში მოხვედრის გზებზე გვიყვება.
„ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში მოხვედრისთვის საჭიროა მოხვდე საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულთა ოცეულში ნებისმიერ საგანში. მე რუსული ენის ოლიმპიადის ოცეულში მოვხვდი, გავიარე სამი ტური (მესამე ტური თბილისში ტარდება) და შემდეგ შემატყობინა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ შემეძლო სრულიად უფასოდ 21 დღით წავსულიყავი ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში,“ – ამბობს ანნა.
მისი თქმით, საზაფხულო სკოლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ინგლისური ენის ცოდნა და მეტი სტიმული მისცა.

 

„ბაქსვუდის სკოლაში არის ერთი წარწერა „Buckswood prepairing for life”. ამ სკოლამ მართლაც მომამზადა ცხოვრებისათვის და უდიდესი გამოცდილება მომცა. 21 დღე გავატარე აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებთან, რაც ჩემთვის მოტივაცია იყო, რომ გავმხდარიყავი უფრო წარმატებული. ამ სკოლამ მომიხსნა ყველანაირი კომპლექსი, რაც პუბლიკის წინაშე გამოსვლისას ექმნება ადამიანს. სრულიად გავიხსენი და ალბათ რომ არა ბაქსვუდი, ახლა არ ვიქნებოდი კარგი თანატოლ-განმანათლებელი და აქტიური მოქალაქე. ამასთან, შევიძინე უამრავი მეგობარი საქართველოს მასშტაბით,“ – ამბობს ანნა ტურიაშვილი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული სკოლებისა, უამრავი სკოლაა, სადაც შეიძლება საზაფხულო არდადეგები შინაარსიანად გაატაროთ. ზოგი მათგანი უფასოა, ზოგიც – ფასიანი.

 

ინფორმაცია საზაფხულო სკოლების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე: www.ell.ge ვებგვერდი მათაც გამოადგებათ, ვისაც სწავლა საზღვარგარეთის ტოპუნივერსიტეტებში ან კოლეჯებში სურთ. აპლიკაციების გაგზავნა 9-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. საზაფხულო სკოლები ფასიანია. საზაფხულო პროგრამები მოიცავს ინტენსიური ენის შესწავლას, ცხოვრებას, სამჯერად კვებას, ექსკურსიებს და გასართობ შემეცნებით აქტივობებს. არჩეული ქვეყნისა და სკოლის მიხედვით ერთი კვირის ღირებულება საშუალოდ 650-1100 ფუნტი/ევროს შეადგენს.

 

International Youth Association Quant- თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა კურსის შესახებ ინფორმაციას. კურსებში მონაწილეობა უფასოა. მოსწავლეებმა განაცხადები უნდა შეავსონ, შესარჩევი ტური გაიარონ და შერჩევის შემთხვევაში სხვადასხვა თემატურ კურსებს გაივლიან.

 

ასევე ვებგვერდზე: www.libra.ge შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა კურსი. 14-15, 16-18 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის სხვადასხვა აკადემიური საზაფხულო პროგრამაა ლონდონში, მათ შორის: ხელოვნება და დიზაინი, ბიზნესი და ფინანსები, სამართალი, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა. პროგრამაში მონაწილეობა ფასიანია.

რას ითხოვს კრივის კლუბი

 

„უფულობაზე არ ვწუწუნებთ, ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ბათუმს, სადაც ჩატარდა გიორგი კანდელაკის ბრძოლა ამერიკელ მოკრივესთან, არ შეიძლება არჰქონდეს კრივის კლუბი“ –  ამბობს გივი კერესელიძე. ის კლუბს ორგანიზატორობას უწევს და „FIGHT CENTER“-ის ერთერთი დამფუძნებელია.

 

 „როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, მერიას თხოვნით მივმართეთ, დაგვხმარებოდნენ ბათუმის მუნიციპალური კრივის კლუბის შექმნაში. საქართველოს კრივის ფედერაციამ ბათუმის საკრებულოს მისწერა წერილი. მერიამ უპასუხა, რომ კლუბის დაფინანსების წყარო არ აქვთ. სიმბოლური თანხა – 15 ათასი ლარი გვინდა წელიწადში, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში სტატუსია“.

 

 კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი კრივის კლუბი იყოს მუნიციპალური, გივი კერესელიძე განმარტავს, რომ ინვესტორებს ამით მეტი ნდობა უჩნდებათ. „ყველას დავუმტკიცებთ, რომ შეგვიძლია უფრო მეტი შედეგის მიღწევა, ოღონდ გარდა მშობლების მხარდაჭერისა, გვჭირდება ქალაქის მხარდაჭერაც“, – ამბობს „FIGHT CENTER“-ის ხელმძღვანელი და მწვრთნელი გელა აბაშიძე.

 

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებ-ში აჭარიდან სამი სპორტსმენი ასპარეზობს: 22 წლის გელა აბაშიძე, 19 წლის დავით გორგილაძე და 22 წლის მარიკა ხორავა. მარიკა ხორავა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. გივი კერესელიძე ამბობს, რომ კლუბის გახსნის შემდეგ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტით და ბათუმ-ში წარმოდგენილი იქნება ქალთა კრივი, რომლის მონაწილეც იქნება მსოფლიო პრიზიორი.

 

 „გავმართავთ დიდებში შეხვედრებს –  ბათუმსა და ტრაპზონს, ბათუმსა და ერევანს, ბათუმსა და დონეცკს შორის. ადრე კრივი იყო ჩაფხუტებით. ერთი წელია მოიხსნა ჩაფხუტები და კრივი გახდა ნამდვილი შერკინება. ჩავატარებთ შეჯიბრებებს ზაფხულში და ტურისტულ სეზონს შევმატებთ ხალისს“, – ამბობს გივი კერესელიძე.

 

ამჟამად კრივის კლუბს სპორტული დარბაზი საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრისგან“ აქვს ნაქირავები და თვეში 500 ლარს იხდის. აქ ვარჯიში ყოველდღე მიმდინარეობს. გარდა ნაკრები 17 სპორტსმენისა, 31 ახალგაზრდაა კრივით დაინტერესებული. კლუბის წევრ 48 მოკრივეს შორის რვა ქალია. კლუბის წევრები საწევროს სახით 20 ლარს იხდიან. გოჩა აბაშიძე ამბობს, რომ ეს თანხა საიჯარო გადასახადსა და სპორტული ინვენტარის შეძენას ხმარდება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია მათ მხარდაჭერას აღმოუჩენს, სპორტსმენების გადასახადი განახევრდება.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია კრივის კლუბის დაფინანსება, რადგან ამის სახსრები არ არსებობს:

„ბათუმის მერია ცხრა სპორტულკლუბს აფინანსებს. გარდა კრივისა, მძლეოსნობის ფედერაციას და სპორტის სხვა სახეობასაც ჰქონდათ შემოტანილი დაფინანსების მოთხოვნა. ჩემი აზრით, სამომავლოდ ყველა კლუბი უნდა დაფინანსდეს კერძო სექტორიდან და ეს არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტების დასაფინანსებელი. ამ ეტაპზე სხვა ახალი კლუბისდაფინანსება არ განიხილება “.

„პატრონი რომ გვყოლოდა“

 

ტურნირზე დაახლოებით 300 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, კავკასიის სამი ქვეყნიდან, ასევე დაღესტნიდან და ირანიდან. ბათუმიდან წასულმა სამივე სპორტსმენმა საპრიზო ადგილები მოიპოვა -40 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის პრიზიორი გახდა თემურ ოსეფაშვილი, ხოლო 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში – გოგიტა ღვინიაშვილი. ვერცხლის მედალი კი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ოგანესოვს შეხვდა.

 

ახალგაზრდა სპორტსმენებს აჭარის ნაკრებიდან ამზადებდნენ თემურ დანელია, მერაბ და სანდრო ტუღუშები.

 

თემურ დანელია ამბობს, რომ თბილისში კავკასიის ქვეყნების პირველობაზე ბათუმიდან 10 სპორტსმენს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ იმ სამმა შეძლო ამის გაკეთება, ვინც მგზავრობისა და თბილისში ბინადრობის დაფინანსება თავადვე მოახერხა. „თბილისში ორ დღეს დავრჩით. თითოეულს 150-150 ლარი მაინც დასჭირდა,“  – ამბობს თემურ დანელია.

 

თემურ დანელიას თქმით, მათი ფედერაციის უსახსრობის შესახებ ცნობილია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, მაგრამ, როგორც თემურ დანელია ამბობს, მათ უთხრეს, რომ კიკბოქსინგი არ არის პრიორიტეტული და ამიტომ ვერ დააფინანსებენ. „არ ვიცი, რანაირად შეიძლება გავხადოთ ჩვენი სახეობა პრიორიტეტული; რას ნიშნავს პრიორიტეტული, ვერ მივხვდი. შედეგები არავისზე ნაკლები არ გვაქვს, გადახედონ ბოლო ორი-სამი წლის მონაცემებს, რასაც მივაღწიეთ ჩვენი წვალებით, არავისზე ნაკლები შედეგი არ გვაქვს.“

 

თემურ დანელიას კოლეგის, სანდრო ტუღუშის თქმით, კიკბოქსინგი არ არის ოლიმპიური სახეობა, მაგრამ აჭარის სპორტის სამინისტრო ისეთ სახეობებსაც აფინანსებს, რომლებიც არ არის ოლიმპიური სახეობა: „პატრონი არ გვყავს და იმიტომ. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტიც მთავრობაში რომ იყოს, ისიც დარეკავდა და ალბათ ჩვენც გამოგვიყოფდნენ რამეს.“

 

კიკბოქსინგის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ კახიძეა. ადრე ის ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო. მწვრთნელები ამბობენ, რომ იმ დროს ორი ისეთი შეჯიბრიც კი ჩაატარეს, რომ „ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.“ `ერთი შეჯიბრი ბათუმში ჩავატარეთ, ერთი – ქობულეთში. მაშინაც თემურ კახიძემ ისესხა 3 ათასი ლარი. ეს ვალი დღემდე გადასახდელი აქვს. გვეუბნებიან, რომ კარგია მსგავსი შეჯიბრების მოწყობა, მაგრამ სპორტსმენები რომ მოიწვიო, სასტუმროსა და კვების ფული ხომ მაინც უნდა გქონდეს,“  ამბობს სანდრო ტუღუში.

 

თემურ დანელიას 12 მოსწავლე ჰყავს. ის ოფიციალურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლაში მუშაობს, – ხელფასსაც ხელვაჩაურში უხდიან. ამბობს, რომ ბევრ ბავშვს უფასოდ ამეცადინებს. კითხვაზე, თუ შემოსავალი არ გაქვთ, მაშინ რატომ არ ანებებთ ბავშვების წვრთნას თავს, თემურ დანელია პასუხობს: „მე ამხანაგი მყავდა _ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რუსი კაცი იყო. მას ვკითხე, რატომ მუშაობდა ამ პროფესიით და იცით რა მითხრა, _ `კტო ჟე იმ პამოჟეტ, ესლი ნი მი,“ – ანუ მკვდრისთვის ზუსტი ექსპერტიზის ჩატარებას გულისხმობდა. ასეა ჩვენი საქმეც.“

 

მაქსიმალური წარმატება, რასაც კიკბოქსინგში სპორტსმენი აღწევს, მსოფლიო ჩემპიონობაა. და ეს რას აძლევს მას? – თემურ დანელია კითხვას ასე პასუხობს: „არაფერი. ჯანმრთელი ვარ, ბევრი ჩემი ტოლა მამაკაცი იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებს, რასაც მე. უბრალოდ, დაზღვეული ხარ, რომ ბავშვები არ გაიკეთებენ წამალს. სხვა თვალსაზრისით, ჩვენი სპორტსმენები დიდად სასარგებლო საქმეს აკეთებენ, მაგალითად ჯარში, სპეცრაზმში. კედლებზე სირბილის ჩათვლით ყველაფერი იციან. ბევრი მადლობა მოგვსვლია ჯარიდან – ჩვენი ბიჭები ისეთ ნაწილებში მსახურობენ, რაც ძალიან გამოსადეგია ქვეყნისთვის და ბიჭებისთვისაც.“

 

და მაინც, ვის სურს ვარჯიში კიკბოქსინგში _ თემურ დანელიას თქმით, `15-16 წლის ბიჭებს, მათ, ვისაც თვალები „ამოფინგალებული“ აქვთ, მიზანი – უნდათ ისწავლონ ჩხუბი თავის დასაცავად. მაგრამ კიკბოქსინგი მხოლოდ თავდაცვა არ არის, ბავშვებმა ასევე იციან რა, როგორ და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.“

50 მილიონი ლარი სოფლებისთვის და კორუფციის რისკი

მთავრობის გადაწყვეტილება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვაზე იმას ნიშნავს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად კომპანიის შესარჩევად ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დასახარჯად ისეთი კონკურენტული გარემო ვეღარ შეიქმნება, როგორიც ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

ელექტრონული ტენდერი რამდენიმე კომპანიას შორის კონკურენციის პირობებში სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მეტი კომპეტენციის მქონე, გამოცდილი კომპანია; ელექტრონულ ტენდერზე თანხის დაწევის შესაძლებლობა კი ბიუჯეტის თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

 

„წინა წლებში შესრულებული სამუშაობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ხარისხი მაინცადამაინც მაღალი არ არის. ამის გათვალისწინებით პროგრამის კონკურენტული სივრციდან გამოსვლა გამოიწვევს ხარისხის კიდევ უფრო გაუარესებას. ამიტომ მივიჩნევ, რომ სახელმწიფო თანხის სატენდერო სივრციდან გამოყვანა ძალიან დიდი შეცდომაა,“  – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“  ხელმძღვანელი ლევან გობაძე. 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#471), რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, პროგრამის ფარგლებში გამარტივებული წესის გამოყენების გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ არის ახსნილი.

 

რამ განაპირობა „ვადების შეზღუდვა“ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ამ პროექტს უკვე წლებია ახორციელებს და, შესაბამისად, მისი დროში გაწერის საშუალებაც აქვს, ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ მთავრობის კანცელარიაში პასუხი ვერ მიიღო. კანცელარიიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

 

შესყიდვის გამარტივების მიზნით მთავრობისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიუმართავს. ამ სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს უფროსის, გიორგი ცინცაძის განმარტებით, `გამარტივებული შესყიდვა მიზანშეწონილია იმ გარემოებით, რომ პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საერთო რაოდენობა წლების მიხედვით 5-7 ათასი პროექტის ფარგლებში მერყეობს. 2013 წლის პროექტების საერთო რაოდენობა არის 6919. შესაბამისად, 50 მილიონ ლარზე გადაანგარიშებით, თითოეული პროექტის საშუალო ღირებულება 7-9 ათას ლარს არ აღემატება. პროექტების გარკვეული ნაწილის ღირებულება კი არ აღემატება 2, 3, 4 ათას ლარსაც კი. ამ ღირებულების შესყიდვებს კანონმდებლობა ისედაც გამარტივებულად ითვალისწინებს, მაგრამ წლის განმავლობაში ერთგვაროვანი შესყიდვების ხასიათიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტებს უწევთ შესყიდვების განხორციელება შესაბამისი სატენდერო პროცედურით, რაც ხშირად იწვევს მცირე ღირებულების პროექტების ჩავარდნას, განსაკუთრებით მაღალმთიან და რთული გეოგრაფიული რელიეფის სოფლებში. გამარტივებული შესყიდვის უფლებამოსილება უადვილებს მუნიციპალიტეტებს მცირე ღირებულების პროექტებზე კონტრაქტორის მოძებნას და შესაბამისი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელებას.“

 

არასამთავრობო ორგანიზაციები კი არ გამორიცხავენ, რომ დროში შეზღუდვა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების წამოწყება, რაც ძირითადად სოფლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს, წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

 

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის 4 790 127 ლარია გათვალისწინებული. თანხა მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. აჭარის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი – მილიონ 403 258 ლარი ქობულეთს შეხვდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი კი, პროგრამის ფარგლებში,  მილიონ 322 903 ლარს მიიღებს.

 

 

 

 

დროში გაყინული ფული

 

3 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან (“EBRD~) და 5,4 მილიონი ევრო გრანტი საერთაშორისო ორგანიზაცია „SIDA“ – სგან აჭარის მთავრობამ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელების მიზნით მიიღო. პროექტი აჭარაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყარის მოწყობასა და ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყარების კონსერვაციას ითვალისწინებს.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაგავსაყარის მშენებლობის დაფინანსებაზე მოლაპარაკება აჭარის მთავრობამ 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. აჭარის მთავრობამ სპეციალური კომისიის შექმნის მიუხედავად საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ვერ შეძლო _ შესაბამისად, სესხის სახით გამოყოფილი სამი მილიონი ევროდან თანხა საერთოდ არ აუთვისებია.

 

ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმღები ვალდებულია სესხის აუთვისებელ ნაწილზე თანხის 0,5 პროცენტი გადაიხადოს წლიურად.  შესაბამისად, ამის გამო აჭარის მთავრობამ 2011-2012 წლებში 84 ათასი ლარი გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეს ყველაფერი 2012 წლის ანგარიშში აქვს აღწერილი. აუდიტორი თავის დასკვნაში წერს, რომ ეს ხარჯი შესაბამისი სტრუქტურების არაეფექტური მუშაობით იყო გამოწვეული და თანხა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დაიხარჯა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მართვა შესაბამისი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს – დავით ბალაძეს ჩააბარეს. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრი გასული წლის 8 აპრილს, კომისიის სხვა წევრებთან ერთად, პროექტის დამფინანსებლებსა და საკონსულტაციო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

რა ეტაპზეა ამ დროისთვის პროექტი და დაიწყო თუ არა თანხის ათვისება? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, „პროექტი ნაგავსაყარის ადგილის მონაცვლეობის გამო იყო შეჩერებული და ბოლო ერთი წლის მანძილზე პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ განახლდა.“

კითხვაზე, დაიწყო თუ არა ნაგავსაყარის მშენებლობისთვის გამოყოფილი სესხის ათვისება, პასუხი არც პრესსამსახურს და არც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბესო ბოლქვაძეს აქვს.

 

„პროექტი გაჩერებული არ არის. ეს ძალიან დიდი პროექტია, ზეპირად პასუხს ვერ გაგცემთ. წერილობით სჯობს, ასეთია მინისტრის პოზიცია,“ – უთხრა მინისტრის მოადგილემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში.

 

პროექტის გაჭიანურების მიზეზად ნაგავსაყარის მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის მონაცვლეობა სახელდება. თავდაპირველად ნაგავსაყარის მშენებლობას აჭარის მთავრობა ჩაქვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტის, ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს: „საკონსულტაციო კომპანია „სვეკო“ მუშაობს პროექტირებაზე, დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს 2014 წლის აგვისტოში. შემდეგ კომპანიის შესარჩევად გამოცხადდება ტენდერი. სატენდერო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაიწყება მშენებლობა. პროექტის გაჭიანურება ადგილის შეცვლის საჭიროებამ გამოიწვია.“

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ოფიციალურ საიტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყარის მშენებლობის დაწყების თარიღად 2014 წლის ივლისია მითითებული.  

ბათუმში ახალი პროექტი ,,ჩემი ქუჩა – საქართველო” ამოქმედდა

 

პროექტი ,,ჩემი ქუჩა – საქართველო” მოქალაქეებს ბათუმში ინფრასტრუქტურისა და სერვისის სფეროში არსებული პრობლემების ვებგერდზე დაფიქსირების საშუალებას აძლევს. 

 

პროექტის მუშაობის პრინციპი ასეთია: მოქალაქის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ავტომატურად მიიღებს ბათუმის მერიის ადმინისტრაცია. პროექტზე პასუხისმგებელი პირი – მერიის თანამშრომელი პრობლემას შეატყობინებს შესაბამის სამსახურს. პრობლემის მოგვარების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ინფორმაციას განათავსებს ვებგვერდზე, სადაც წითლად მონიშნული პუნქტი მწვანე ფერით შეიცვლება.

 

თუკი პრობლემის აღმოფხვრა დროულად ვერ ხერხდება, ვებგვერდზე აიტვირთება ინფორმაცია მოგვარების ვადების შესახებ და პუნქტი ყვითელი ფერით მოინიშნება.

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში არსებული პრობლემების ოპერატიულად მოგვარებასა და მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას.

 

 ვებგვერდის მისამართი  – www.chemikucha.ge

აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში ხვალ დასრულდება

 

 

 

აჭარის ჩემპიონატი გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა. ეთმანეთს აჭარის მასშტაბით 30 გოგო და 30 ბიჭი შეეჯიბრნენ. გამოვლინდნენ პირველ მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები. სულ 12 გამარჯვებული. ყველა მათგანი ბათუმიდანაა.

 

100 მეტრი ყველაზე სწრაფად – 13 წამში მარი გამგონეიშვილმა გაირბინა. მან ერთი წამით გაუსწრო აგატა ჩიბურდანიძეს, რომელმაც პირველი ადგილი  400 მეტრზე სირბილში აიღო და მანძილი 24 წამზე გაირბინა.

 

ფინიშთან მისვლა ერთი წამით დაასწრო დაჩი ჯაფარიძემ დათო თითბერიას და პირველი ადგილი მოიპოვა 100 მეტრის გარბენაში.

 

ვაჟებში 400 მეტრი შვიდ წამზე თორნიკე კურტანიძემ დაფარა და პირველი აგდილიც მოიპოვა.

 

ჩეპიონატი ხვალაც გაგრძელდება და სპორტსმენები ერთმანეთს 200 და 800 მეტზე სირბილში შეეჯიბრებიან. შეჯიბრება ხვალ იმავე ადგილას 16:00 საათზე გაიმართება.

 

მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის კახა ვაჩეიშვილის, თქმით: „გამარჯვებულებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ფასიან საჩუქრებს გადასცემს. ხვალინდელი შეჯიბრის შემდეგ გამარჯვებულებით  აჭარის ნაკრები დაკომპლექტდება და  საქართველოს ჩემპიონატზეგაემგზავრება.

 

საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში რომელიც 23 ან 25 მაისს ჩატარდება“.

 

აჭარის ჩემპიონები მძლეოსნობაში 100 მეტრის გარბენაში გახდნენ

გოგონებს შორის:

  • მარი გამგონეიშვილი (შედეგი: 13 წამსა და 79 მეასედში გაირბინა 100 მეტრი)
  •  აგატა ჩიბურდანიძე (14:90)
  •  მარი მეჯიდოვი (14:96)

ვაჟებს შორის :

  • დაჩი ჯაფარიძე (11:78)
  • დათო თითმერია (12:49)
  • ნიკა ხოზრევანიძე (12:99)

 

აჭარის ჩემპიონები მძლეოსნობაში 400 მეტრის გარბენაში

გოგონებს შორის

  • აგატა ჩიბურდანიძე (შედეგი: ერთ წუთში, 24 წამსა და 20 მეასედში გაირბინა 400 მეტრი)
  • ანა მიქაძე (01:26:06)
  • მარი სრაბიანი (01:27:38)
  • ვაჟებს შორის
  • თორნიკე კურტანიძე (01:07:41)
  • ზაზა ვარშანიძე (01:11:10)
  • მალხაზ აბულაძე (01:11:90)

სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები გაეზრდებათ

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის სამინისტროს მიერ შეძენა მნიშვნელოვანი დანახარჯებისგან გაათავისუფლებს სოფლის ექიმებს: „ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ მოუწევთ იმ დოკუმენტაციის შესყიდვა, რისი შეძენაც აქამდე თავიანთი ხარჯით უწევდათ, იქნება ეს „ფორმა ასი,“ ამბულატორიული ბარათი, საკანცელარიო საქონელი თუ სხვა რამ.“

 

სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს მუნიციპალიტეტების მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის დაფარავს, რომლებიც რამდენიმე სოფელს ემსახურებიან. თემის სამედიცინო პუნქტები კი კომუნალურ ხარჯებს ძველებურად, თავიანთი ხარჯით გადაიხდიან.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარის სოფლის 170 ექიმი და 111 ექთანი, გარდა ხელფასის 30 პროცენტით გაზრდისა, მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველთვიურად სახელფასო დანამატსაც მიიღებს, მთაში მომუშავე ექიმები – 300 ლარს, ბარში მომუშავე ექიმები კი – 150 ლარს.

 

პირველი მაისიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს ექიმის ჩანთის ცენტრალიზებულ შესყიდვას, რაც სოფლის ექიმის მიერ ჩანთაზე გასაწევ ხარჯს 50 პროცენტით შეამცირებს. `მათ ერთჯერადად გადაეცემათ მედიკამენტების ჩანთა, შემდეგ კი დახარჯული მედიკამენტების შესავსებად მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად გამოყოფს საჭირო თანხას,“  – განაცხადა ლევან გორგილაძემ.

 

წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მედპუნქტებისთვის 21 მაღალი გამტარობის ავტომობილის შეძენასაც გეგმავს. ამ ეტაპზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია გაეროს განვითარების ფონდთან, რომელიც ავტომობილების შესაძენად საჭირო თანხის 60 პროცენტს დააფინანსებს.

ლევან გორგილაძის თქმით, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნებისთვის წელს გადამზადების კურსებიც იგეგმება.

 

სოფლის ექიმებს ხელფასს აქამდე სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უხდიდნენ. მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა სადაზღვევო კომპანიები გადიან ამ საქმიანობიდან და სოფლის ექიმებს მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.

ბათუმის მერია 9 მაისისთვის ემზადება

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 9 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტის „მაღალ დონეზე ორგანიზება მუსიკალური გაფორმებით“ უნდა უზრუნველყოს.  საბანკეტო სუფრა კი 80 ადამიანზე უნდა იყოს გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმეტაციითაა განსაზღვრული საზეიმო ვახშმის მენიუც.

 

9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული – საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. 

 

ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე 1965 საიუბილეო წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

 

წიგნი, რომელიც მოსამართლეებს ზღუდავს

 

260-გვერდიანი სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბრძანებით გამოიცა. რეკომენდაციები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მხოლოდ იმ დანაშაულზეა, რომელიც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ხდება: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა, შენახვა… ხულიგნობა, ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება… სამსახურებრივი გულგრილობა, სიყალბე, ქრთამის აღება ან მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება…  

 

აი, რას წერს კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებს წიგნის შესავალში: „ძვირფასო მოსამართლეებო, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია  ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება… 

 

დემოკრატიულ სახელმწიფოებს ამ მხრივ ჩვენთან შედარებით უდიდესი  უპირატესობა აქვთ: ეს არის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და ამ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული და მუდმივად განვითარებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ქვეყნდება კრებულის სახით… რეკომენდაციები კიდევ უფრო უწყობენ ხელს  ნორმათა ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და, შესაბამისად, მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების საფუძველს ქმნის… ამასთან, ეს პრაქტიკა თანმიმდევრულად გამოყენებული იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ, არამედ ფაქტობრივად ასევე გაზიარებული უნდა იქნას  პროკურორების მიერ“.

 

ნინო გვენეტაძე  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია. 2006 წლამდე ის უზენაესი სასამართლოს წევრი იყო. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ სახელმძღვანელოთი მოსამართლეები გააფრთხილეს  ეხელმძღვანელათ „გაიდლაინით“. მისი მოსაზრებით, „მოსამართლე, რომელიც სისტემური მორჩილების რეჟიმში მუშაობდა, იძულებული გახდა უპირატესი ძალა მიენიჭებინა  გაიდლაინებისთვის“.

 

გვენეტაძე ამბობს, რომ რეკომენდაციების გადმოღება ამერიკული მოდელიდან არაკონსტიტუციური არ არის, მაგრამ პრობლემად საქართველოში ის იქცა, რომ გაიდლაინები სარეკომენდაციო სახის კი არა, სავალდებულოდ შესასრულებელი გახდა: „პირდაპირ დაავალეს მოსამართლეებს ამ რეკომენდაციების შესრულება, ვეწინააღმდეგებოდი მის სავალდებულო ძალას და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს აზიანებს სასამართლოს დამოუკიდებლობას. იმედი მაქვს, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი თანდათან იზრდება. თუ მოსამართლე ეთიკური ნორმების დამცველია, ის არ გაიზიარებს ამ გაიდლაინს. ეს იყო ერთ-ერთი ხერხი, რომელიც დევნის ორგანოს პროგნოზირებად სასჯელს სთავაზობდა. პოზიტივი ამ გაიდლაინებით საზოგადოებამ ვერ ნახა, ნეგატივი კი ის იყო, რომ მოსამართლემ დაკარგა დამოუკიდებლობა.

 

ნინო გვენეტაძე ამის დასტურად კონკრეტულ მაგალითს ასახელებს: „მაგალითად, კოდექსში წერია, რომ ქურდობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. ეს კანონი მოსამართლეს აძლევს დისკრეციულ უფლებას თვითონ გადაწყვიტოს მიუსაჯოს 3 წელი, 5 თუ 3 წელი და 6 თვე. მაგრამ რეკომენდაციის შედეგად კოდექსით მინიჭებული უფლება მოსამართლეებს შეეზღუდათ. მაამებელი პოლიტიკიდან გამომდინარე იყო მოსამართლეთა კატეგორია, რომლებიც ამყარებდნენ არასწორ დამოკიდებულებას და სასამართლო დარბაზში ისე განმარტავდნენ ამ რეკომენდაციებს, როგორც სავალდებულოს“.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს სისხლის სამართლის სფეროში გაიდლაინების შექნა   დაუშვებლად მიაჩნია: „ეს არის სენსიტიური თემა, უფრო მეტ სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს, რადგან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. მართალია, გაიდლაინი არ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, თუმცა მან მიიღო კანონის სტატუსი, მოსამართლეები გადაწყვეტილებას გაიდლაინებზე დაყრდნობით იღებდნენ.“

 

 

გიორგი ხიმშიაშვილი

 

 

ხიმშიაშვილის დაკვირვებით, ეს რეკომენდაციები მოსამართლეებს ვიწრო წრეში აქცევს: „გაიდლაინებმა ყველა დანაშაული, სიმძიმის მახასიათებლის გაუთვალისწინებლობით, ჭადრაკის ერთ დაფაში მოაქცია და თქვა, რომ ყველა უნდა დაისაჯოს. იშვიათად გვყავდა მოსამართლეები, რომლებიც გაიდლაინებით არ სარგებლობდნენ. სამოსამართლეო საქმიანობის ძალიან ვიწრო ჩარჩოებში მოაქციეს მოსამართლეები. გაიდლაინების გამოყენების აუცილებლობა იყო ზემდგომი მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს „თხოვნა“, ვითომ ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებისთვის. საბოლოო ჯამში მოსამართლე არ ასრულებდა იმ როლს, რაც ჰქონდა დაკისრებული სისხლის სამართლის კოდექსით -მოსამართლეს უნდა გამოერკვია ქურდობის ჩამდენი პირის ნიუანსები, მიზანი, გარემოება. მოსამართლეები კი ამას არ იკვლევდნენ, რადგან გაიდლაინებით ხელმძღვანელობდნენ“. 

 

აკაკი თოიძე დღეს ადვოკატად მუშაობს, 10 წლის განმავლობაში ის მოსამართლე იყო.  მისი აზრით, გაიდლაინებით მოსამართლეები „ჩარჩოში მოაქციეს“, `ხელისუფლებამ მოსამართლეები შებოჭა“ და კონტროლის მექანიზმი გააძლიერა: „კოტე კუბლაშვილი, ვინც ეს რეკომენდაცია შეადგინა, დღეს ისევ მართლმსაჯულების სათავეშია, ამიტომ, ვფიქრობ, სასამართლოში დღესაც არაფერი შეცვლილა – მოსამართლეების 90 პროცენტი ისევ ტყვეობაშია“.

 

გაიდლაინით ანუ მოსამართლის სახელმძღვანელოთი მიღებული გადაწყვეტილებით ამერიკის მოქალაქეებიც უკმაყოფილოები იყვნენ. ამიტომაც მოქალაქეებმა ამ რეკომენდაციებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ საკითხის განხილვის დროს თქვა, რომ ეს არის რეკომენდაცია და არ შეიძლება ის სავალდებულოდ შესთავაზოს სასამართლომ პროცესის მონაწილეებს. უზენაესმა სასამართლომ კი ჩათვალა, რომ რეკომენდაციას აქვს არსებობის უფლება.

ინტერვიუ ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან


უკვე დასახელდით მერობის კანდიდატად, რისი გაკეთება გინდათ როგორც არჩეულ მერს, რატომ უნდა  გააკეთოს არჩევანი თქვენზე ამომრჩეველმა?


პრიორიტეტები მრავალფეროვანია: ინფრასტრუქტურა, სოციალური პროექტები,  საბინაო კეთილმოწყობა, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სფეროში სიახლეებს ვეგემავთ.  სხვა დანარჩენზე გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდები. მთავარი დაწყებული და დაგეგმილი ინფრსატრუქტურული პროექტების  ბოლომდე მიყვანაა.  შემგომი ფაზა უნდა იყოს ე.წ ქალაქის გარეუბნები, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია რომ ასეთი ტერმინი გვაქვს.  ქალაქში არ უნდა იყოს გარეუბანი, ქალაქი უნდა იყოს ერთიანი. იგივე ინფრატრუქტურული სამუშაოები უნდა განხორციელდეს რაც არის ქალაქის ცენტრში.  ამას პლიუს წყალგაყვანილობის სისტემა კანალიზაცია,  სანიაღვრე არხები განათების ერთიანი სისტემა, გაზიფიცირება და ასე შემდეგ.

ყველაზე მთავარი პრობლემა ამორტიზირებული სახლებია, რომლებიც შეკეთებას საჭიროებს. უნდა შეიქმნას საბინაო ფონდი იმ დუხჭირ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის რომლებიც ვერ ახერხებენ  საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას.  პროექტებზე ამწუთასაც ვმუშაობთ.  კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ  იმ პროგრამებს , რომელიც გვაქვს და უფრო მეტი  აქცენტი გავაკეთოთ სოციალურად დაუცველებზე. 

სამშენებლო ობიეტებთან დაკავშირებით როდესაც ვაძლევთ ნებართვებს იქ აუცილებლად უნდა იყოს  გათვალისწინებული სახლების დათბუნება,  საჭიროა პანდუსების მოწყობა. რეკრეაციული ზონა აკლია ქალაქს, რაც შეიძლება მეტი სკვერი გამწვანებული ზონა უნდა გვქონდეს, რადგან  გვაქვს ამბიცია ვიყოთ ტურისტული ქალაქი.

 

 

ბათუმში მიმდინარე მშეენებლობები ყოვეთვის იყო საზოგადოების  უკმაყოფილების საგანი, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს ძველ ბათუმს ეხება


რა მშენებლობებიც დამხვდა იმაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. არსებობს დადგენილი წესი და ვფირობ ნებართვების გაცემის შემთხვევაში ელექტრონული სისიტემა დავნერგოთ  რათა გამარტივდეს დეველოპერებთან საქმიანობა. ეს ნიშნავს გამარტივდეს პირველადი დოკუმენტაციის მიღება არქიტექტურის სამსახურის მიერ. შემდეგ დამატებით შევქმნით  არქიტექტირთა საბჭოს, რომელიც უფლებამოსილი იქნება გადაწყვეტილება მიიღოს და მისი ფინქცია არ იქნება მხოლოდ კონსულტაციის გაცემა. ეს საბჭო მიიღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებას. ქალაქს უნდა ქონდეს ურბანული განბვითარების გეგმა, არ უნდა შემდებოდეს საცხოვრებელი სახლები მარტივად, დაგეგმარება უნდა არსებობდეს.  არქიტექტურული პროექტების შეთანხმების დროს ეზოს ფართები და პლიუს გამწვანების ზონა უნდა ჩაიდოს მოთხოვნებში. რეგულაციები გასამკაცრებელია.

 

 

თქვენ პირადად აქიტექტურული თვასაზრისით ბათუმის რომელი უბანი მოგწონთ?


მე შეიძლება რაღაც მომწონს ან არ მომწონს, ეს უნდა იყოს მოტივიორებული. მერს უნდა ყავდეს არქიტექრთა ჯგუფი რომელიც გაუწევს რეკომენდაციას, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ უნდა მიიღებოდეს.  სპეციალისტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ქალაქის სხვადასხვა უბანს სხვადასხვა შენობა-ნაგებობა უხდება. წარმოიდგინეთ ძველ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, რომ  თორმეტსართულიანი სახლი ავაშენოთ, ის კუთხე რაც ბათუმისთვის დამახასიათებელი და კოლორიტული იყო დაკარგავს თავის იერსახეს.  ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ ქალაქს.

 

 

ამ ყველაფერზე ალბათ თქვენი კონკურენტებიც ისაუბრებენ, ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?


მე ახლა წინასაარჩევნო კამპანიას არ ვეწევი, როცა კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღებ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას , ამის შემდეგ ჩემს  მოსაზრებებს გავაჟღერებ.

 

 

როდის აპირებთ გადადგომას?


მერწმუნეთ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გავცდები.

 

 

ბულვარის მერიის მართვაში დაბრუმების საკითხზე რას ფიქრობთ?


ქალაქის საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება.  მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საკურორტო სეზონის წინ, როცა უკვე ჩატარებულია ტენდერები და პროექტების განხორციელებაა დაწყებული შეიძლება ბევრი სამართლებრივი პრობლემა შეიქმნას, ამიტომ ვაპირებ საკრებულოს ვთხოვო რომ საქმის წარმოება წლის ბოლოდე გადაიდოს. სხვა დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, საკრებულო იმსჯელებს.

 

 

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით ხალხის მიერ არჩეული მერი შესაძლებელია საკრებულოს ერთმა მესამედმა გადააყენოს, ამაზე რას ფირობთ?


დღეს პრემიერმაც ბრძანა, რომ ბარიერის ზრდა მისი ინიციატივა იყო, ანუ კანდიდატმა ორმოცდაათ პროცენტიანი  ბარიერი უნდა გადალახოს, რომ ის მერად აირჩიონ. ნდობის ვოტუმი მოსახლეობის მხრიდან იქნება ძალიან მაღალი. რაც შეეხება  ჩანაწერს მერის გადაყენებაზე, ეს მოხდება მაშინ თუ მერის მხრიდან სამაერთლებრივ გადაცდომებს ექნება ადგილი. მიუხედავად იმისა რომ არჩეულია მერი მაინც მოხელედ ითვლება.

 

გიორგი ერმაკოვი
გიორგი ერმაკოვი

ბათუმში წელს კრუიზით პირველი იახტა შემოვიდა

 

ტურისტებს ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“ მოემსახურება. კომპანიის შიდა ტურიზმის მთავარი ტუროპერატორის ლარისა გავრილიუკის თქმით: „გემზე იმყოფებიან ამერიკული ინტელიგენციის წარმომადგენლები. მათ შორის არის ცნობილი  მუზეუმის „მეტროპოლიდან ნიუ-იორკში“ წარმომადგენელი.

დღეს ტურისტები მოინახულებენ გონიოს ციხესიმაგრეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ასევე ხელოვნების მუზეუმს. ხვალ კი ქუთაისს – ბაგრატსა და გელათს“

ტურისტები ბათუმს ხვალ 17:00 საათზე დატოვებენ. იახტა ბათუმიდან სოჭში გაემგზავრება.

როგორც „ინფლოტ ჯორჯიას“ [რომელიც ნავსდგურში გემების დახვედრას უზრუნველყოფს] საზღვაო მენეჯერმა ემილია სააკიანმა განმრტა, ოქტომბრის ბოლომდე ბათუმში კიდევ 26 საკრუიზო გემი შემოვა.

 

 

 

 

 

 

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“

 

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას   2013 წლის თებერვლიდან  ასრულებს,  მის  მოადგილედ დანიშვნას ყოფილმა მერმა ჯემალ ანანიძემ თავად მოაწერა ხელი. ერმაკოვის დანიშვნიდან  მოკლე დროში კი მან თანამდებობა დატოვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი ერმაკოვის ბათუმის მერად დანიშვნის დირექტივა საკრებულომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.

 

მერიაში დანიშვნამდე გიორგი ერმაკოვი შპს ,,თეგეტამოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა.

 

მანამდე კი ის  სხვადასხვა დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსი, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი და შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს – განყოფილების უფროსი იყო.

 

დამთავრებული აქვს  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

საკრუიზო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში

 

„Black Sea Cruises Line“ -ზე 100 უცხოელი ტურისტი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მომსახურებას გაუწევს ადგილობრივი ტურისტული კომპანია „Ajara Tour“.

აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

 

 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 26 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

ადვოკატები საჯარო რეესტრის თანამშრომლების დაკავებას აპროტესტებენ

 

ადვოკატებმა პარლამეტს მიმართეს მოთხოვნით პროკურატურის წარმომადგენლები პარლამენტში დაიბარონ და მოსთხოვონ  განმარტებები საჯარო რეესტრის თანამშრომლების დაკავებაზე.

 

„ეს იყო სოლიდარობის აქცია, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რატომ დააკავეს ხელვაჩაურის საჯარო რეეესტრის თანამშრომლები, რას ედავებიან მათ.  ჩვენ მივიჩნევთ , რომ საქართველოს პროკურატურამ ისინი უკანონოდ დააპატიმრა.

 

 ამ აქციით კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, რომ გვსურს შევხვდეთ საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომელსაც ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს გადავსცემთ, რათა საქართველოს პარლამენტმა დაიბაროს მოსმენაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. ადგილი აქვს  უდანაშაულო პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნას და მათი უფლებების უხეშ დარღვევას“- განაცხადა ადვოკატმა ირაკლი შავაძემ „ბათუმელებთან“.

 

ადვოკატები  უახლოეს დღეებში  პარლამენტს წერილობითაც მიმართავენ.

გადაადგილების პრობლემა ბათუმში


როგორია ბათუმის ავტოტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი დღეს?

გასვლა  დილის   06: 15 წუთზე იწყება, ღამის 10 საათისთვის  ასრულებენ მუშაობას, ეს გაზაფხულის გრაფიკია. როცა ზაფხულის სეზონზე გადავალთ გრაფიკებიც გაიზრდება, დაახლოებით ერთი ან საათ ნახევრით გვიან დაასრულებს მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას.

 

ხომ არ არის განსხვავებული გრაფიკი შემოერთებულ ტერიტორიებზე?

როგორც ვიცი საღამოს იქ უფრო  ადრე  ამთავრებენ მუშაობას, რადგან არ დგას საჭიროება. მაგრამ ზაფხულში სავარუდოდ ეს ვადები გაიზრდება. გრაფიკები ჩვენ გადმოცემული გვაქვს საკრებულოდან და იმ გრაფიკებითა და ინტერვალებით ვხელმძღვანელობთ.

 

თქვენ ამბობთ , რომ არ დგას ამის საჭიროება,  კვლევა ჩაატარეთ თუ როგორ განსაზღვრეთ, რომ საჭიროება არ დგას?

მარკეტინგის სამსახური გვაქვს ცალკე, რომელიც ყოველთვის ამოწმებს მგზავრთა ნაკადს, დილიდან საღამომდე აღიწერება მგზავრთა ნაკადი, ასე რომ ზაპირად არაფერს ვამბობ.  

 

დაახლოებით რა ვადაში გეგმავთ ზაფხულის დროზე გადასვლას?

 სავარუდოდ მაისის შუა რიცხვებიდან , ან შეიძლება 1 მაისიდანაც გადაიხედოს გრაფიკები, ჯერ არ დგას ამის საჭიროება და ზაფხულში უკვე, როცა სეზონი დაიწყება, ტურისტების ჩამოსვლის შემდეგ  გრაფიკებიც გადაიხედება.

 

ზაფხულში  რომელ საათამდე გადაიწევა დრო?

ეხლა მაგასაც შევისწავლით, შეიძლება 12- მდე.

 

თქვენ , როგორც ახალი ხელმზღვანელი რის შეცვლას გეგმავთ?

– მაისის შუა რიცხვებში ელექტრონულ ბარათებზე გადავალთ   , ბარათებს ლიბერთი ბანკი დაარიგებს.  იგეგემება ასევე მგზავრთა აღწერის ავტომატური სისტემის დანერგვა, ყველა ავტობუსში იქნება დანადგარი, რომელიც დაითვლის მგზავრთა ნაკადს.

 

აქვს თუ არა ავტოტრანსპორტს ავტობუსების საკამრისი რაოდენობა, თუ კიდევ არის  დამატების საჭიროება?

არ არსებობს პარკი, რომელიც არ საჭიროებს განახლებას.

 

ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვი სერიოზულად აზიანებს გარემოს , ამბობენ, რომ სპეციალური ფილტრის დაამონტაჟების შემთხვევაში ზიანი სერიოზულად შემცირდება, აპირებთ ამის გაკეთაბას?

ეგ კითხვა  უპასუხოდ დავტოვოთ, ვმუშაობთ ჯერ და რა ზომებს მივიღებთ, რა შედეგამდე მივალთ მაგას წინასწარ ვერ გეტყვით. ვსწავლობთ ამ საკითხს სრული დატვირთვით.

სტუდენტები შრომითი უფლებების დასაცავად

 

„გადავწყვიტეთ გავმართოთ აქცია ბათუმის შოთა რუსთვალის სახელწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, აქციაზე გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს:

 

ჩვენ ვითხოვთ 1 მაისის, როგორც შრომის საერთაშორისო დღის უქმე დღედ გამოცხადებას, შრომითი ურთიერთობების რეგულირებისთვის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს შექმნას, რეალური საარსებო მინიმუმის და გაწეული შრომის მიხედვით სამართლიან ანაზღაურებას.

აქციის ორგანიზატორების მიზანი „საზოგადოების გამოცოცხლებაა.“

„ მათ უნდა იბრძოლონ თავისი უფლებებისათვის, რომ არ მოხდეს ინვესტორების მხრიდან ექსპლუატაცია“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ბაგრატიონი.

 

აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ , რომ დღეს საქართველოში ძალიან მძიმე სურათი დგას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით , განსაკუთრებით კი ყურადღებას აჭარის რეგიონზე ამახვილებენ.

 

გიორგი ბაგრატიონის თქმით ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ხშირად ფიქსირდება მუშათა გარდაცვალების ფაქტები, მიუთიეთებს თუ რამდენად ხშიარდ ირღვევა საქართველოში დასაქმებულთა უფლებები.

 

 „ალტერნატივას “ წარმომადგენელი ზურა მელიქაძე ამბობს, რომ აპირებენ მიმართონ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას – „მათი ჩართულობა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და აუციელებლია. იმედი გვაქვს შემოგვიერთდებიან.“

 

 

 

1 მაისი შრომის საერთაშორიოს დღეა. დღე,  რომელიც მშრომელთა უფლებების დაცვის ბრძლოლის დღედ არის გამოცხადებული სათავეს მე-19 საუკუნის 80 იანი წლებიდან იღებს, როდესაც მუშებმა საპროტეტსო აქციების გამართვა დაიწყეს, მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო დროის შემცირება 8 საათამდე იყო, რომელიც 10 , 12 ხშირად კი 15 საათსაც კი გრძელდებოდა. 1886 წლის 1 მაისს ამერიკაში ყველაზე ფართომაშტაბიანი აქცია გაიმართა,

რომელიც მოგვიანებით 1890 წელს   მშრომელთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.

 

 

მუნიციპალიტეტი არჩევნების შემდეგ და უფლებამოსილების ახალი გადანაწილება

 

ბატონო დავით, რა შეიცვალა ახალ კოდექსში თუნდაც უფლებამოსილების გადანაწილების კუთხით?

– უფლებამოსილების გადანაწილება მნიშვნელოვნად არ იცვლება, რამდენიმე ახალი უფლებამოსილება დაემატა მუნიციპალიტეტებს. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ მათ უფლებამოსილების შესაბამისი რესურსებიც ჰქონდეთ. შეიძლება მე მქონდეს უფლებები, მაგრამ არ მქონდეს მისი განხორციელების ფინანსები, საშუალება და ქონება, ან ბევრად ნაკლები უფლებამოსილება მქონდეს ქაღალდზე, მაგრამ ამისთვის მქონდეს ფინანსები და შესაძლებლობები. ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადადგმული.

 

პირველ სექტემბრამდე მთავრობა პარლამენტს გადასცემს საშემოსავლო გადასახადის ახალ წესებს თვითმმართველობებში. დაიხვეწება გათანაბრებითი ტრანსფერის გამოთვლის პრინციპები. ეს ყოველივე საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, გაზარდოს შემოსავლები. გარდა ამისა, კოდექსით იგეგმება თვითმმართველობებში არსებული იმ ქონების სრული ინვენტარიზაცია, რომელიც არ სჭირდება სახელმწიფოს. ეს ქონება უნდა გადაეცეს თვითმმართველობას. ეს საკმაოდ დიდ მატერიალურ და ქონებრივ ბაზას შეუქმნის თვითმმართველ ორგანოებს იმისათვის, რომ თავიანთი ფუნქციები განახორციელონ.

 

რაც ჩამოთვალეთ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საკრებულომ ცენტრიდან მოსულ დირექტივას (ვთქვათ, ეს მოხდა) გვერდი აუაროს?

 

-პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, ეს არის გამოხატული პოლიტიკური ნება. თუმცა პოლიტიკური ნების იმედად საზოგადოება ვერ დარჩება. პირველი, რაზეც ეს იქნება დამოკიდებული, არის ისევ საზოგადოება. თუ საზოგადოებამ თავი დაღუნა და არ გამოიყენა ის მექანიზმები, რომლებიც მას აქვს, ასე ვთქვათ, შეარჩინა დანაშაული, რასაც ხელისუფლება სჩადის, მაშინ, ბუნებრივია, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.

 

პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნება რომაა საჭირო, მე მგონი, ამაზე, გარდა რადიკალი რეაქციონერებისა, აღარავინ დაობს. უნდა არსებობდეს პოლიტიკური პლურალიზმი და პოლიტიკური ბაზარი, სადაც პარტნიორები თავის ხედვას შესთავაზებენ საზოგადოებას და დააბალანსებენ ერთმანეთის ძალაუფლებას. ამისთვის თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე ამ ტვირთის გადატანა არ იქნებოდა მართებული, სწორედ ამიტომ ჩაიწერა საარჩევნო კოდექსში, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ საკრებულოს წევრებად დაასახელონ არაპარტიული პირები, ის ადამიანები, რომლებსაც დიდი ავტორიტეტი აქვთ იმ უბანში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ან საქმიანობენ. თუ საზოგადოება ამ მექანიზმს გამოიყენებს, კარგი იქნება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ის, რომ დამოუკიდებელი პირების დასახელების შესაძლებლობა იყოს მერების ან გამგებლების კანდიდატებად. თუმცა, აღმასრულებელი ერთეული ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევითობა უკეთესი შეთავაზებაა.

 

სხვა რაიმე მექანიზმი არსებობს საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად?

– წელს, შემოდგომაზე, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი საზოგადოებრივი საბჭოების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო გაეზრდებათ საშუალება გავლენა მოახდინონ თვითმმართველი ორგანოების გადაწყვეტილებაზე, განახორციელონ მეტი კონტროლი და ლობირება. ამის გარდა, არსებობენ საკონსულტაციო ორგანოები, რომლებმაც უნდა იფიქრონ მხარის, რეგიონის ეკონომიკური პროგრამების განვითარებასა და ერთიანი ხედვების ჩამოყალიბებაზე. საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი დადგენილებები.

 

რამდენიმე მიმართულებით მიდის მუშაობა უშუალოდ თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდის სფეროში, ანუ მათ მიერ ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სფეროში.

გარდა ამისა, ცალკე მუშავდება პროგრამა საჯარო სამსახურის მოხელეებისა და საჯარო სამსახურის შემდგომი რეფორმისთვის, რათა, ერთი მხრივ, გაიზარდოს ადგილობრივ მოხელეთა კომპეტენციები და მათი უნარები, მეორე მხრივ, გაიზარდოს მათი მოტივაცია იმისათვის, რომ მათ მიიღონ სტაბილური გარემო და განვითარდნენ.

 

თქვენი დაკვირვებით, რას მოგვიტანს მომავალი არჩევნები. შენარჩუნდება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც უმრავლესობით საკრებულოში მოდის მმართველი პარტია და ოპოზიციიდან  სამი ან ოთხი ადამიანი ახერხებს შესვლას საკრებულოში, თუ სხვა რამეც შეიძლება მოხდეს?

– საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი იდეალურად იქნება, მგონი, გულუბრყვილობაა. ვშიშობ, რომ ტრადიცია გაგრძელდება _ მმართველი პარტიის დომინანტობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება. თუმცა ის მექანიზმები, რომლებიც კოდექსშია ჩადებული, უკვე იძლევა საშუალებას, რომ მთელ რიგ შემთხვევებში გარღვევაც კი მოხდეს.

 

 

ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის სტატისტიკა

 

2014 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 13,7 პროცენტით გაიზარდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13,5-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც: მარტის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10,1-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 22,1 პროცენტითთ შემცირდა.

წელს, მარტში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 961 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 62,7 პროცენტი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 573 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 33,3 პროცენტი) სახით.

საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შესახებ, ნათქვამია: „როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 96 პროცენტი  მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. რადგან ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 146 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 26 კოოპერატივი, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.“

ქალაქი პოლიეთილენის გარეშე

 

აქცია სახელწოდებით „მწვანე ქალაქი, ცელოფნების და პლასტმასის ბოთლების გარეშე“   დღის 12 საათზე ჟორდანიას ქუჩაზე დაიწყება.

 

ორგანიზატოები აქციას  იმ ადგილზე მართავენ სადაც გასულ წლებში ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით მრავალწლოვანი ნარგავები გაჩეხეს.

 

აქციის მონაწილეები შექმნიან იმიტირებულ ბაღს, პოლიეთილენის პარკებითა და ე.წ პლასტმასის ბოთლებით.

 

დაგეგმილია ასევე აქციის მონაწილეებისთვის ნაჭრისა და მუყაოს ჩანთების დარიგებაც, რითაც ორგანიზატორები მოსახლეობას  პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლებისკენ მოუწოდებენ.

 

აქციის ორგანიზატორთა განმარტებით „პოლიეთილენიწლების განმავლობაში არ იხრწნება და ბუნებას დიდ ზიანს აყენებს.“  

არაკონკურენტული გარემო მერიის შესყიდვებში

 

სტატისტიკის მიხედვით, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული 262 ტენდერიდან 154 ტენდერი ან არ შედგა, ან არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რაც თავისთავად აკნინებს ტენდერს, როგორც ეფექტურ სახელმწიფო მექანიზმს. ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია გასული წლის ნოემბერში ბათუმის მერიის მიერ გოგებაშვილის ქუჩის შენობების ფასადების განათების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურად იყო აღწერილი შემსყიდველის მოთხოვნები და ინფორმაცია სანქციების შესახებ.

 

მერიამ სამუშაოების დასრულების ვადად 2013 წლის 25 დეკემბერი მიუთითა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები ერთი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მერია კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ყოველი დაგვიანებული დღისთვის ხელშეკრულების ფასის 0,5%-ს დააკისრებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს მიაღწევდა, მერია იტოვებდა ხელშეკრულების ერთპიროვნულად შეწყვეტის უფლებას.

 

ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „ეიდიელ ენდ ტექნიკსმა“ – მან ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება მერიას 119 178 ლარად შესთავაზა. 

 

კომპანიამ 25 დეკემბერს მერიას წერილობით მიმართა და სამუშაოზე ვადის გაგრძელება ითხოვა შემდეგი მიზეზით: „აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ბათუმში 2013 წლის 8 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნებოდა ნალექი თოვლის საფარის სახით. რის გამოც „ეიდელ ენდ ტექნიკსის“ მიერ ვერ განხორციელდა სამუშაოების დასრულება.“

 

მერიამ არგუმენტი „საპატიო მიზეზად“ მიიჩნია და კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადები ერთი თვით გაუგრძელა.

 

ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნა შესყიდვების ელექტრონული ტენდერით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოების შესყიდვისას პრიორიტეტი იმ კომპანიას მიანიჭოს, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობაზე წინასწარ განსაზღვრული სამუშაოების შედარებით ნაკლებ ფასად შეასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ვადები.

 

„აბსურდული პირობების გამო, ტენდერში ხშირად მხოლოდ ორი ან ერთი კომპანია მონაწილეობს. გამარჯვებული წინასწარ გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით იღებს ვალდებულებას. შემდეგ იცვლება ეს პირობები, გრძელდება ვადები და არის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შემთხვევებიც. შეცვლილი პირობების შემთხვევაში იქნებ სხვა კომპანიაც მოახერხებდა ტენდერის მოგებას? ჩნდება ეჭვი, რომ მოკლე ვადაში სამუშაოს შესრულებაზე თანხმდება ის, ვისაც აქვს იმედი, რომ ვადებს გაუგრძელებენ.“ – ამბობს გიორგი ჭანტურია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი.

 

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კონკრეტული კომპანია ამა თუ იმ ტენდერის შეკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით ფასს მაქსიმალურად აკლებს, შემდეგ კი, აჭიანურებს სამუშაოს შესრულების ვადას. მაგალითად, ბათუმის მერიის მიერ ჟილინის არხის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში მონაწილე კომპანია `tek-ev insaat dekorasyon iç ve diş ticarett ltd.sti~- შესრულების ღირებულება ექვსიდან სამ მილიონამდე დაწია. სამუშაოს შესრულების პროცესში კი მერიას ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით რვაჯერ მიმართა და რვაჯერვე დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას თავი მაინც ვერ გაართვა.

 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ავთანდილ ბურკაძის ინფორმაციით, კომპანიების მხრიდან პირობების დარღვევის

შემთხვევა ხშირია.

 

„თუ საპატიო მიზეზებია, ვპატიობთ, თუ არა  მაშინ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციას ავამოქმედებთ.“

 

„საპატიო მიზეზი“ სატენდერო დოკუმენტაციებში ცვლილების სახით აისახება. დოკუმენტების შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მიზეზი შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში წვიმაც კი გახდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ბათუმის მერია მიმწოდებელს იმ დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო აძლევს დისკვალიფიკაციას, რომლის წარდგენასაც  ფიზიკურ პირს კანონი არ ავალდებულებს.

 

რა კრიტერიუმებით ფასდება კონკრეტული ტენდერის დარღვევა საპატიოდ ან არასაპატიოდ? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ მერიაში პასუხი ვერ მიიღო. მერის მოადგილემ დავით ლეკვეიშვილმა, რომელიც მშენებლობის მიმართულებით სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს, საზოგადოებისათვის განმარტების გაკეთებაზე უარი თქვა.

 

საბიუჯეტო სახსრების კიდევ ერთი მაკონტროლებელი ბათუმის საკრებულოა. „შესყიდვებს ახორციელებს მერია და მერიის კონკრეტული სამსახურები, ამიტომ შესყიდვებთან დაკავშირებული კითხვებით ამ სამსახურებს უნდა მიმართოთ,“  – განმარტა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა დავით კასრაძემ „ბათუმელებთან.“

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზანი სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფაა.

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

“Soundspring” – ის პირველ დღეს მსმენელის წინაშე გიორგი სამსონია, TeTe Noise და ქუჯი დავითულიანი წარსდგა.

ადვოკატი: „სასამართლო წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთო”

 

 
„სააპელაციო სასამართლოს მართავს ნაციონალური მოძრაობა, რაიონული სასამართლოდან ამიტომაც გადმოიყვანეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გიორგი მიროტაძე. წინასაარჩევნო პერიოდში უნდათ, რომ უდანაშაულო ადამიანებს შეუქმნან უსამართლობის განცდა. ცალსახად ვაცხადებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლო ჩართო წინასაარჩევნო მარათონში და შეგნებულად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეები, ამიტომაც ვთხოვ საქართველოს პარლამენტს მოგვისმინონ, რომ ჩვენი არგუმენტები და მტკიცებულებები წარვადგინოთ პარლამენტში“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ირაკლი შავაძე. 

 

პროკურატურა შვიდი ამზომველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები დარბაზიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა, ეს გადაწყვეტილება კი პროკურატურამ სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. 

უამინდობის გამო ბათუმის რამდენიმე უბანს დენი არ მიეწოდება

 

 მათივე ინფორმაციით, შუქის მიწოდება ქარის ჩადგომის შემდეგ აღდგება.

 

სამაშველო სამსახურში ზარი ჯერ არ შესულა, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით ძლიერმა ქარმა ტაბიძის ქუჩის 31 ნომერში მდებარე ცხრასართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, ბულვარის მიმდბარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსებიდან კი  სამშენებლო მასალის ნატეხები ჩამოცვივდა.

 

თვითმხილველების თქმით, ჩაქვში, გვირაბთან ახლოს, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძი, რის გამოც შეფერხებულია მოძრაობა.

 

არჩევნებამდე 50 დღით ადრე

 

 

 

ქვეყნდება ნფორმაცია საარჩევნო უბნების საზღვრების შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხას და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. 



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხავს.

 

 

ის პარტიები, რომელთაც არ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში, ამ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული წარმომადგენელი, ან რომელთა წარმომადგენლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ან არ ჰყავთ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – ხვალ ცესკოს წარუდგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩევლების სიას. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში და დასკვნას ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს. იმ შემთხვევაში თუ მხარდამჭერთა სიები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე მეორე დღესვე გაატარებს საარჩევნო რეგისტრაციაში პარტიასა და მის წარმომადგენელს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

 

 

ხვალიდან სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან კენჭისყრის დღემდე  მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. 



ხვალიდან საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს აირჩევს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა, არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღეს უნდა მოხდეს.


უფლებამოსილი პარტიები შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას.

 

საარჩევნო ღონისძიებათა სრული გრაფიკი იხილეთ აქ.


საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაციის პირობები

ცესკოს ინფორმაციით დაინტერესებულმა მხარეებმა რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცენტრალური საარჩევნო კომისია ან საოლქო საარჩევნო კომისიები)  უნდა გაიარონ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება.

 

მედიაორგანიზაციებმა ცესკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიებში უნდა წარადგინონ რეგისტრაციის მოთხოვნის განცხადება (შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციის მდივნის სახელზე), ასევე აკრედიტაციის მსურველი ჟურნალისტების სია და მათი პირადობის მოწმობების ასლები. განცხადება აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (12 ივნისი, 18:00 სთ).

 

არჩევნების პროცესში, მედიასთან დაკავშირებულ საკთხებს ჟურნალისტები გაეცნობიან ამ ბმულზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის რეგისტრაციისა და აკრედიტაციის შესახებ იხილეთ შემდგი ბმულები:

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები

 

ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

 

 

“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” – ასე ეწოდება გაერთიანებას, რომლის წევრებსაც ძუძუს კიბოს დიაგნოზის წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებთ. კლუბი ექვსი წელია, რაც ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან დაარსდა და მისი მთავარი მიზანი სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა.

ძუძუს სრული ან ნაწილობრივი მოკვეთის შემდეგ ხშირად იზღუდება ხელის მოძრაობა და დისკომფორტის შეგრძნება რჩება პაციენტს. ამ პრობლემების დაძლევაში ნაოპერაციევ ქალებს სპეციალური ვარჯიშები ეხმარება, რომლებსაც ისინი “გამარჯვებულ ქალთა კლუბში” სწავლობენ.

კლუბის ხელმძღვანელის ნარგიზ ლებანიძის თქმით, დროული ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის ფაზების შემდეგ, დაავადების სრულად დასამარცხებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. “მთელი ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ეს სამი რგოლი მჭიდროდ და ეფექტურად მუშაობს ერთად,” – ამბობს ის.

კლუბის წევრ ქალებს საორგანიზაციო ჯგუფი ინსტრუქტორების დახმარებით ავარჯიშებს, თუმცა ცალკე ფართობის უქონლობის გამო სავარჯიშო დარბაზი მუდამ საძებარი აქვთ. კლუბის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ორგანიზაცია `თანადგომას” ფსიქოლოგები უზრუნველყოფენ – “წელიწადში ორჯერ, საჭიროების მქონე ქალებს, ფსიქოლოგიური კონსულტაცია უტარდებათ. ზოგიერთისთვის ეს აუცილებელია. ისინი შეუჩერებლად ტირიან პირველ მოსვლაზე, თუმცა უკვე რამდენიმე სეანსის შემდეგ, როცა გამოჯანმრთელებულ წევრებთან უწევთ ურთიერთობა, ცრემლები ავიწყდებათ”, – ამბობს ნარგიზ ლებანიძე.

57 წლის ნანა ლაზარიშვილს დიაგნოზი ოთხი წლის წინ დაუსვეს, ის უკვე ორი წელია “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრია და მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლუბის თითოეული წევრისთვის. `კლუბი გვერდში უდგას არა მარტო იმ ქალებს, ვინც პრობლემა გადალახა, არამედ იმათაც, ვინც მკურნალობის პროცესშია ამჟამად. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მკურნალობის პროცესში მყოფი ქალები ხედავენ იმ ქალებს, ვინც ეს ყველაფერი უკვე გადალახა, მხნევდებიან და ამას კარგი შედეგი მოაქვს. ეს ოჯახი იმდენად ახლოა ჩემთვის, რომ ძველი მეგობრები ეჭვიანობენ კიდეც. კარგი იქნება, თუ ამ კლუბის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და დროულად მოვა ჩვენთან”, – ამბობს ის.

51 წლის ლია მიშველიძემ ოთხი წელია, რაც ოპერაცია გაიკეთა და კლუბსაც მალევე შეუერთდა. ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშებია, რომლებიც ოპერაციის შემდგომ ტკივილს ხსნის. “ვარჯიშებს რომ მოვრჩით, დარბაზში შეგვიყვანეს და საჩუქრად სილიკონის პროთეზები გადმოგვცეს, ისეთი ბედნიერები ვიყავით, ზოგი ტიროდა სიხარულისგან, ზოგიც იცინოდა”.

“მე ორი ობოლი ბავშვი მყავს, მათ ჩემ მეტი არავინ ჰყავთ, სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია. ვიცოდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვჯანმრთელებულიყავი”, – ამბობს ლია და გვიამბობს, რომ ხშირად ქალები ტირილით მიდიან კლუბში, ნერვიულობენ, ეშინიათ, ხალხში გამოჩენა რცხვენიათ, რამდენიმე სეანსის შემდეგ კი ბევრად უფრო მხნედ გრძნობენ თავს: “ის, რომ კლუბის წევრები ასე ყოჩაღად ვართ, კლუბის დამსახურებაა. ქალები აღარ გრძნობენ თავს არასრულფასოვნად და გარეგნობაზეც იწყებენ ზრუნვას”.

ის გვერდითი ეფექტები, რაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპს ახლავს, იქნება ეს ქიმიოთერაპიის შედეგად თმების ცვენა თუ ოპერაციის შემდეგ ორგანოს დანაკლისი, დამთრგუნველია ქალისთვის. კლუბში 28-დან 80 წლამდე ასაკის ქალები არიან გაწევრიანებული. მათ უმეტესობას, რადიკალური ოპერაციული ჩარევის შედეგად მთლიანად აქვთ მოკვეთილი ძუძუ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, სხეულის ასეთ დეფორმაციას ქალები მტკივნეულად განიცდიან, – “როცა ლანჩხუთში ჩავიტანეთ რამდენიმე ცალი სილიკონის პროთეზი, მეორე დღესვე ერთ-ერთი ქალბატონის მეუღლემ დაგვირეკა და მადლობა გადაგვიხადა იმისთვის, რომ მან თავისი მეუღლის გაღიმებული სახე ნახა. კარგი იქნებოდა, ჩვენითაც რომ შეგვეძლოს ასეთი პროთეზების შეძენა, უფრო მეტ ქალს გავაბედნიერებდით”.

“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” საერთაშორისო ორგანიზაციების დონაციებით არსებობს. “პოლონეთის საელჩო გვიფინანსებდა ვარჯიშებს, მასაჟებს, ფსიქოლოგიურ ტრენინგებსა და ექსკურსიებს. გერმანიის, ჰოლანდიისა და ჩეხეთის საელჩოებსაც დიდი ამაგი აქვთ ჩვენზე. ახლა ამ მხრივ საქართველოშიც გააქტიურდნენ და დაინტერესდნენ ჩვენით. ჩვენ მიერ გაწეული შრომის შედეგია ის, რომ კიბოსთან ბრძოლის სტრატეგიაში, რომელიც ახლა მუშავდება, უკვე შეიტანეს პუნქტები ოპერაციის შემდეგ ქალთა რეაბილიტაციის შესახებ”, – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.

“გამარჯვებულ ქალთა კლუბმა” ფილიალები სურამსა და ლანჩხუთშიც დააარსა. მომავალში ერთი ფილიალი ბათუმშიც გაიხსნება.

ნარგიზ ლებანიძე: “იმის გამო, რომ სკრინინგ ცენტრის ფოიეში მაქსიმუმ 40 ადამიანი თავსდება, კლუბის წევრები სრული შემადგენლობით შეკრებას ვერ ახერხებენ. ახლა კლუბის ყველაზე დიდი საჭიროება ფართობია – “ერთდროულად 60 ქალი რომ მოვიდეს, ვერ მივიღებთ. ოფისი რომ გვქონდეს, მაშინ სულ ღია იქნებოდა ჩვენი კარი, ყველა მოვიდოდა და დაეტეოდა”.

ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილეთა კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

 

წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე  პირველად გაემგზავრება მოსწავლე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. 

 

გამარჯვებული ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნანა გოგიტიძეა, რომელიც სხვა ქართველ ბავშვებთან ერთად ჯიფონის 44-ე კინოფესტივალზე იტალიაში გაემგზავრება.


კინოფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 3000-ზე მეტი ბავშვი ნახავს ფილმებს, იმსჯელებენ, განიხილავენ და გამოავლენენ გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში.


ბავშვებს ადგილობრივი თანატოლების ოჯახები უმასპინძლებენ. 

ნურის ტბა ისევ ჭაობდება

 

 

 

ტბის მოვლა-პატრონობა „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ პრეროგატივაა. შესაბამისი კვლევა ცენტრმა გასულ წელს ჩაატარა. მაშინ „ბათუმელებთან“  საუბარში ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე ამბობდა, რომ პრობლემა ტბაში ბალახისმჭამელი თევზების გაშვებით მოგვარდებოდა.

 

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ერთი წლის შემდეგ და შეჩერდა თუ არა ტბის დაჭაობების პროცესი. აღმოჩნდა, რომ შესაბამისი ღონისძიებები ჯერ არ გატარებულა.

 

 

„ტბაში ბალახისმჭამელი თევზების გაშვება იყო გეგმაში, მაგრამ არამიზნობრივ ხარჯად ჩავთვალეთ მანამ, სანამ გარკვეული საკითხები არ მოგვარდება.  კონკრეტულად ეს ყველაფერი მაინც მიბმულია სანიაღვრე არხის პრობლემასთან. როდესაც სანიაღვრე არხი გაკეთდება, მერე უკვე ტბის პრობლემაც მოგვარდება,“ – ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

სანიაღვრე არხის მოწესრიგება, რომელიც ხელშემშლელ ფაქტორად დაასახელა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერიის პრეროგატივაა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ბურკაძე ამბობს, რომ ნინოშვილის ქუჩაზე უკვე კეთდება ახალი კოლექტორი, ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.

 

 

ნატალია ზოიძის განცხადებით, მანამდე, სანამ სანიაღვრე არხის პრობლემა მოგვარდება, ტბის მექანიკური გაწმენდა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ტბაში თევზებს გაუშვებენ, ტბაზე დროებით თევზჭერა უნდა აიკრძალოს.

 

 

„ბათუმელები შეჩვეულები არიან იმას, რომ ყოველთვის თავისუფალი იყო თევზჭერა. მას შემდეგ, რაც თევზებს გავუშვებთ, უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი ტბაზე თევზჭერის, თუნდაც ორი წლით აკრძალვაზე,“ – აცხადებს ნატალია ზოიძე.

 

 

მისივე თქმით, ამ თემას ცალკე პროპაგანდა სჭირდება და სასურველია ბათუმში მცხოვრებლები   თვითონ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე.

ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი [პროგრამა]

 

 

ფესტივალი წელს პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.

 

ფესტივალი ორ სეგმენტად იყოფასაგანმანათლებლო (ვორქშოპები, ლექციები) და მუსიკალური ნაწილი (მუსიკალურიპერფორმანსები); როგორც ვორკშოფები, ისემუსიკალური წარმოდგენები სამივე დღეს ჩატარდება.


ფესტივალის პროგრამა:



25 აპრილი


ლექცია: 17:30სთ (რეზო კიკნაძე)
თემა: „კომპროვიზაცია”: იმპროვიზაცია კომპოზიციაში და კომპოზიცია იმპროვიზაციაში. იმროვიზაციის ტიპების მიმოხილვა სხვადასხვა მუსიკალურ კულტურასა და ეპოქაში. თანამედროვე მუსიკის როგორც იმროვიზაციული, ისე საკომპოზიციო ასპექტები, თუ როგორ უთიერთქმედებს ეს ორი საწყისი და გადის თუ არა სადმე ზღვარი მათ შორის.
კონცერტი: 19:30სთ –(Giorgi Samsonia, TeTe Noise, Kuji Davituliani, KIDAGE GROUP)

 

 

26 აპრილი


ლექცია: 17:30სთ (გია ხადური)
თემა: ექსპერიმენტული მუსიკის მნიშვნელობა და საქართველოს კონტექსტში მისი განუვითარებლობის მიზეზები.
კონცერტი: 19:30სთ (Levan Maisuradze, Jorjick, OID (Andrei Antonets)

 

 

27 აპრილი


ლექცია: 17:30სთ (ნიკო ნერგაძე )
თემა: ექსპერიმენტული მუსიკა და მეინსტრიმი – რა დამოკიდებულებაა მათ შორის, როგორ გადაიქცევა ერთი მეორედ და რა ახდენს ამაზე გავლენას.
კონცერტი: 19:30სთ (Irakli Abramishvili, sikha, Gogi Dzodzuashvili, Vincent Volt)
Video Design: Giorgi Mozgovoi


მოსახლეობა სახელმწიფოს ბაგა-ბაღისა და მედპუნქტის გახსნას სთხოვს

 

 

53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე წელიწად ნახევარია რაც 920 ოჯახი ცხოვრობს. უფლებათა დამცველის თამაზ ბაკურიძის თქმით ამ დროის მანძილზე იქ 40 ბავშვი დაიბადა და ამჟამად 150-მდე სკოლამდელი ასაკის ბავში ცხოვრობს – “იქ არის საკმარისი ტერიტორია და შენობებიც იმისთვის, რომ მეტ-პუნქტი, ბაღი და სკოლაც აშენდეს. ხელისუფლებას ეს, მიზერული თანხა დაუჯდება. მათ შეუძლიათ დროებით, ხის კონსტრუქციებითაც ააშენონ ეს შენობები”.

 

ყველა ახლო მდბარე ბაღი და სკოლა შევსებულია და დასახლების ბავშებს ვერ იღებენ – “ჩვენი ბავშვების გაასრთობი არის ჭაობი და გუბეები. ძალიან ვთხოვთ აჭარის მთავრობას, რომ გამოიჩინონ გულისხმიერება და აგრძნობინონ ჩვენს შვილებს, რომ ისინიც საზოგადოების წევრები არიან. ბაღში რომ ბავშვებს მივიყვანთ, ჩვენც დავსაქმდბით” ამბობს დასახლების ერთ-ერთი მცხოვრები მარინა ბერიძე.

 

“პირველ რიგში მედ-პუნქტი გააკეთონ, ზოგჯერ მთელი საათი გვიწევს დახმარების ლოდინი. მე ასთმა მაქვს და ორი დღის წინ, შეტევისას სასწრაფომ ძლივს მომმისწრო” – ამბობს დარიკო ანანიძე.

 

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში მათ თხოვნას სახელმწიფო არ გამოეხმაურება, ისინი რამდენიე დღეში მთავრობის სახლთან შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციებს გამართავენ.


 

რატომ არ უღირთ ხულოში კარტოფილის მოყვანა

 

 

ხულოში მოსახლეობის ნაწილს კარტოფილი უკვე დარგული აქვს, ნაწილი კი, უახლოეს დღეებში დარგავს. ეს ერთწლიანი ბოსტნეული კულტურა წლებია ხულოელი გლეხების შემოსავლის წყაროა, მაგრამ ისინი სულ უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ საქმიანობას და ამბობენ, რომ კარტოფილის მოყვანა ისეთი მომგებიანი აღარ არის, როგორც ადრე იყო.

 

 

დაბა ხულოში მცხოვრები იოსებ გელაძე კარტოფილის ბიზნესს წლებია ეწევა. პირადი სარგებლობისთვის და გასაყიდად კარტოფილი მას სოფელ იაკობაძეებში, სახლთან ახლოს, ბაღჩაში და იალაღზე მოჰყავს. ამბობს, რომ ის შრომა, რაც კარტოფილის მოყვანას სჭირდება, ამად არ უღირს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს.

 

 

„მხოლოდ ბაღჩაში დავრგე კარტოფილი, იალაღზე მოგვიანებით დავრგავ, ჯერ ადრეა და არც გზა არ არის გაყვანილი. იალაღზე კარტოფილის მოყვანა იოლია, რადგან მიწა ნოყიერია და კარგი მოსავალიც მოდის, თუმცა მეტ ხარჯს მოითხოვს. წინა წლებთან შედარებით კარტოფილს წელს კარგი ფასი ჰქონდა. შარშანწინ მოსახლეობას მოსავალი დაულპა, რეალიზაციის პრობლემა შეგვექმნა“ –  ამბობს იოსები.

 

 

გლეხები პრობლემაზე საუბრისას ამბობენ, რომ კარტოფილიდან მიღებული შემოსავალი ხშირ შემთხვევაში მის მოსაყვანად და ტრანსპორტირებისთვის გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს, რის გამოც გასულ წელს მოსახლეობამ კარტოფილი წინა წლებთან შედარებით ნაკლები დარგო.

 

 

კარტოფილი ჯერ არ დაუთესავს სოფელ თაგოში მცხოვრებ ლევან ბოლქვაძეს. ის ამბობს, რომ გასაღების პრობლემის გამო გლეხი იძულებულია მხოლოდ იმდენი მოიყვანოს, რაც პირადი მოხმარებისთვის სჭირდება.

 

 

„წინა წლებში თუ 10 ტონა კარტოფილი მომყავდა, გასულ წელს 5 ტონა მოვიყვანე. წელს ჯერ არ დამითესია, მაგრამ იმ რაოდენობისას აღარ დავრგავ, როგორც ადრე. როცა ჩვენთან კარტოფილი შემოდის, ბაზარზე იაფდება და მოყვანის საფასურს არ აჭარბებს. გასაყიდად კარტოფილი მოსახლეობას იალაღზეც მოჰყავდა, ახლა მხოლოდ თითო-ოროლა ამუშავებს. მართალია, რთულია საცხოვრებელი სახლიდან კილომეტრობით დაშორებულ ადგილზე მიწის დამუშავება, მაგრამ, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, რა უნდა ქნა. იმ იმედით ვრგავდით, რომ კარგი ფასი ექნებოდა, დაიმედებულებს არაერთხელ შეგვინახავს კარტოფილი, ფასი მოემატებაო და გაფუჭებული გადაგვიყრია კიდეც. საუკეთესო ხარისხის კარტოფილი შარშანწინ 20 თეთრად ჩავაბარე, მაშინ, როცა ერთ ტომარა აზოტში 50 ლარი გადავიხადე. განა ღირს ჩვენი შრომა? ბათუმში რომ ჩახვიდე, 10 ლარი გჭირდება, ერთი ტომრის გადატანაში 2 ლარს იხდი და როცა 20 თეთრში აბარებ, რა გრჩება მუშაობის გარდა? რაც დავხარჯე, ის თანხაც ვერ მივიღე. არ დავრგეთ და წელს შედარებით კარგი ფასი ჰქონდა“ –  ამბობს ლევანი.

 

 

მოწეულ მოსავალს ზოგიერთი გლეხი შემოდგომაზე, ადგილობრივ ბაზარზე, გადამყიდველთან ყიდის, ზოგიერთი სპეციალურად, მიწაში მოწყობილ სათავსოში ინახავს, რადგან, როგორც აქაურები ამბობენ, შემოდგომაზე, მაშინ, როცა ხულოში კარტოფილი შემოდის, საბაზრო ღირებულება დაბალია, გაზაფხულზე ფასი მატულობს და გაძვირებას ელოდებიან.

 

 

როგორც გლეხები ყვებიან, პრობლემა კარტოფილის გაყიდვის დროსაც ექმნებათ. მათი თქმით, ბათუმის ბაზარში გლეხი კარტოფილის გაყიდვას ვერ ახერხებს, რადგან ბაზარში ყველა დახლი დაკავებულია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი კარტოფილით სავსე ტომრის განთავსების უფლებას პოლიციელები არ აძლევენ. საბოლოოდ გლეხი იძულებულია კარტოფილი გადამყიდველს ბითუმად მიჰყიდოს.

 

 

„ჯერ მოყვანაა პრობლემა, მერე გაყიდვა. ქალაქში ჩაიტან და გადამყიდველს ნაკლებ ფასში უნდა მიჰყიდო, რადგან შენ ვერ გაყიდი, ბაზარში ადგილი არ არის, გარეთ დადგომის უფლებას არ გაძლევენ. წელს კარტოფილის გასაღების პრობლემა არ მქონდა, ყველაზე კარგი ხარისხის 50 თეთრად ჩავაბარე, მაგრამ შარშან ნახევარი მოსავალი  დამილპა და გადავყარე. რა ფასიც ჰქონდა, იმისთვის ქალაქში ჩატანა არ ღირდა,“ – ამბობს შოთა თავართქილაძე.

 

 

მოსახლეობა გამოსავალს კარტოფილის მიმღები პუნქტის გახსნაში ხედავს.

 

 

„კარტოფილი ჩვენი მოსახლეობის მარჩენალია, მაგრამ რეალიზაციის პრობლემის მოგვარების კუთხით არაფერი იცვლება. მოსახლეობას ურჩევნია თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი იყიდოს, რადგან იაფია, მყიდველი არჩევანს ფასზე აკეთებს და არა ხარისხზე, რის გამოც ჩვენი კარტოფილი კონკურენციას გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ვერ უწევს. შარშან საუბრობდნენ კარტოფილის, რძისა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო და სასაკლაო უნდა გაკეთდეს ხულოშიო, გაკეთებაზე რომ არაფერი ვთქვა, წელს საუბარიც კი აღარ არის. თუ ვინმე წასვლის საშუალებას პოულობს, ყველაფერს ყიდის და საცხოვრებლად ქალაქში გარბის, გამოსავალს მხოლოდ წასვლაში ხედავს“ –  ამბობს ვახტანგ მიქელაძე.

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში გურამ შაინიძე ამბობს, რომ პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის დონეზე შეუძლებელია: „კომუნისტების დროიდან მოყოლებული მოსახლეობა ითხოვდა ხილისა და კარტოფილის გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა. მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების რესურსი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს, ინვესტორი მოიძიოს, დააინტერესოს ხულოში მცირე საწარმოების გახსნაში. მოსავლის იმ ნაწილს, რომელიც ბაზარზე არ გადის და მოსახლეობა პირუტყვის საკვებად იყენებს, ჩააბარებს მაინც“.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო აბულაძე კი აცხადებს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოძიებაზე, თუმცა დაინტერესება არ არის: „პრიორიტეტულია გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას, ინვესტორებთან ამის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა დაინტერესება ნაკლებია. გამოსავალი კოოპერატივის შექმნაა, სამინისტრო ამ კუთხით მუშაობს. კოოპერატივის შექმნით ფერმერს უადვილდება მოსავლის მოყვანა-რეალიზება. კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შემოტანილი გვაქვს კარტოფილის სარგავი, რომელსაც მომდევნო კვირას გადავცემთ მოსახლეობას და კარტოფილის მოვლა-მოყვანის  მთელი ციკლი მექანიზირებული გახდება“.

 

 

მინისტრის მოადგილის თქმით, მაღალი მოსავლიანობისთვის საჭიროა აგროტექნიკის ზუსტი დაცვა, ხარისხიანი თესლი, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კი მოძველებული თესლია შემორჩენილი, რომელიც იმ რაოდენობის მოსავალს ვეღარ იძლევა: „კომპანია  „მემამულეთა კავშირმა“ ხულოში წელს შეიტანა კარგი კარტოფილის თესლი, რომლის შეძენისას ფირმა გლეხს, შხამ-ქიმიკატებით უფასოდ მოამარაგებს და კონსულტაციასაც უფასოდ გაუწევს“.

 

 

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით ქათამაძის თქმით, „გლეხს, ფერმერს უნდა ჰქონდეს გარანტია სახელმწიფოს მხრიდან, რომ მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე (ამ შემთხვევაში კარტოფილზე) მოთხოვნა იქნება და არ იზარალებს. სხვა შემთხვევაში, თუ ეს გარანტია არ აქვს, ეს აგრობარათები და სასუქების დარიგება ვერ იმუშავებს. თუ რეალიზაციის გარანტია ექნება ფერმერს, ის სასუქის ფულს თავად გამონახავს“.

 

 

დავით ქათამაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობა თითქმის ყველა ქვეყანაში დოტაციაზეა, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ამ დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა: „ინვესტორი, ბუნებრივია, არ დაინტერესდება, ვინაიდან ის კარტოფილით მოგებას ვერ ნახავს. დარგი რენტაბელური რომ იყოს, თავის თავს თვითონ დააფინანსებდა“.

 

 

ეკონომისტის აზრით, სახელმწიფომ კარტოფილის ფასის მინიმალური ზღვარი უნდა დააწესოს: „მაგალითად, უხვმოსავლიანობის დროს ფასი მკვეთრად რომ არ დაეცეს, პროდუქცია უნდა შეისყიდოს სახელმწიფომ. თანაც პარტიობით იმდენჯერ, რამდენჯერაც ფასი მიუახლოვდება ამ დადგენილ მინიმუმს. შემდეგ კი ამ პროდუქტს სახელმწიფო გაიტანს ექსპორტზე ან დააბრუნებს ისევ შიდა ბაზარზე დეფიციტის დროს, როცა წარმოების სეზონი არ იქნება. ეს იქნებოდა გლეხებისადმი მხარდაჭერის ძლიერი მექანიზმი“.

 

 

დავით ქათამაძის თქმით, დღეს სახელმწიფო ბაზარს იმპორტისგან სეზონურად მაინც იცავს: „როცა მოდის ადგილობრივი მოსავალი, სახელმწიფო ახდენს დაბრკოლებას ბაზარზე, რომ ვერ მოხვდეს იმპორტირებული კარტოფილი. როცა წარმოების სეზონი გადაივლის, შემდეგ უშვებს იმპორტს. ანუ, სად და როდის უნდა გაიყიდოს თურქული კარტოფილი, ეს კონტროლირებადია. პერიოდულად, როცა კილოგრამი კარტოფილის ფასი ბაზარზე, მაგალითად, 1,3 ლარი ან მეტია, მაშინ შემოუშვებს თურქულ კარტოფილს, მაგრამ როცა ფასი ეცემა 50-40 თეთრამდე, არ შემოუშვებს. ეს ბარიერი არის“.

 

 

კარტოფილზე დღეს არსებული ფასები მეზობელ სახელმწიფოში კარტოფილის კიბოს დაავადების გავრცელების შედეგია – თურქეთიდან არ შემოვიდა პროდუქტი და ვერც ადგილობრივი კარტოფილი  მიეწოდება ბაზარს საკმარისი რაოდენობით.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კარტოფილთან დაკავშირებით მხოლოდ 2010-2011 წლების სტატისტიკაა განთავსებული. სამინისტროს ინფორმაციით ერთ სულ ადამიანზე წლიური მოთხოვნა (კვების ფიზიოლოგიური ნორმით) კარტოფილზე 96,7 კილოგრამია. მაგალითად, 2011 წელს აჭარის მოსახლეობის მოთხოვნა კარტოფილზე 38680 ტონა, ხოლო ტურისტების მოთხოვნა 2650 ტონა იყო. ადგილზე წარმოებულმა კარტოფილის მოსავალმა კი 50000 ტონა (ანუ, მთლიან მოთხოვნაზე თითქმის 8670 ტონით მეტი) შეადგინა. ამ მონაცემებში, ბუნებრივია, არ შედის იმპორტირებული და სხვა რეგიონებიდან შემოტანილი პროდუქტის რაოდენობა.

 

 

ადვოკატები სოლიდარობის აქციას გამართავენ

 

 

 

აქცია საჯარო რეესტრის თანამშრომლების ეკატერინე ქარცივაძის, დავით გორგილაძის და რომან ზოიძის მხარდასაჭერად გაიმართება, რომლებიც ხელვაჩაურში, სადაო მიწების უკანონო რეგისტრაციის ბრალდებით არიან დაკავებული

პროკურატურა ამზომველებისთვის აღკვეთის შეცვლას ითხოვს

 

ადვოკატი ირაკლი შავაძე ვარაუდობს, რომ ხელვაჩაურის მიწების საქმეზე ბრალდებულ ამზომველებს ხვალ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე აღმკვეთი ღონისძიების ფორმას შეუცვლის და გირაოს შეუფარდებს: „რადგან ეს მოსამართლე პოლიტიკურ ინტერეს ემსახურება და გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, არჩევნებში არიან პირდაპირ ჩართულები მოსამართლეების ნაწილი.

 

გაუფრთხილებლობაზე როცა ქალს უფარდებენ პატიმრობას როცა კანონი ითვალისწინებს ჯარიმასაც, ცხადია ეს მოსამართლეები ემსახურებიან სხვა მიზანს, რაც შეიძლება ცუდი განწყობა უნდათ რომ შექმნან საზოგადოებაში, მაშინ როცა ყაჩაღობაზეც არ უფარდებენ პატიმრობას. მიროტაძესაც იმიტომ დაეწერა ეს საქმე შეცვლის ხვალ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას რომ ამ ბრალდებულების ოჯახებსა და ახლობლებს ხელისუფლებაზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ და ხმა არ მისცენ არჩევნებში მათ“.  

 

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მიროტაძემ ამზომველების საქმე სააპელაციო სასამართლოში დასაშვებად სცნო, მაშინ როცა იგივე მიწის საქმეზე ხელვაჩურის მუნციპალიტეტის საჯარო რეესტრის თანამშრომლების პატიმრობის შეფარდების საკითხზე მსჯელობა დაუშვებლად მიიჩნია.

ეგრეთ წოდებულ ხელვაჩაურის მიწის საქმეზე 42 პირია ბრლადებული, მათ შორის ერთი საჯარო რეესტრის თანამშრომელი ქალია.

 

 მოსამართლე გიორგი მიროტაძე მუშაობდა შს სამინისტროსა და სხვადასხვა სახელნწიფო უწყებებში.

 

 

 

Exit mobile version