ბათუმში ირანის საკონსულოს განცხადება

 

 

“საქართველოს ახალ სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ იოსებ ჩახვაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის დროს შემდგარი საუბრისას, ირანის პრეზიდენტმა ბატონმა ჰასან როჰანიმ საქართველო-ირანის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ირანის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რა ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა ირანელი ხალხის კეთილდამოკიდებულებას კავკასიის რეგიონის და განსაკუთრებით საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისათვის შავი ზღვის და განსაკუთრებით ბათუმის პორტთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰოჯათოლესლამ ვალ მოსლემინ დოქტორ ჰასან როჰანიმ დაამატა, რომ ირანის მხარე აპირებს აზერბაიჯანის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო ხაზი გაიყვანოს და აღნიშნა, რომ სამმხრივი ურთიერთობების (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი) გაღრმავება რეგიონისათვის ძალიან მომგებიანი იქნება. საქართველოს ელჩისადმი რწმუნებათა სიგელის გადაცემისას ბატონმა ჰასან როჰანიმ საქართველო-ირანიოს ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ქართველ დიპლომატს უსურვა, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენოს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავების გზით წავიდეს. საუბრისას პრეზიდენტმა ასევე საქართველო-ირანს შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორისა და ბიზნესურთიერთობებშიც ხელშეწყობილი იქნება მის მიერ.

თავის მხრივ, ბატონი იოსებ ჩახვაშვილი, საქართველოს ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შეხვედრისას სპარსულ ენაზე საუბრობდა. მან ის სამი წელი გაიხსენა, როცა 1973-1976 წლებში ისპაჰანის მეტალურგიულ ქარხანაში მოღვაწეობდა. მისი თქმით, საქართველოში ამჟამად მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, როგორც პოლიტიკური, ასევე წყობის თვალსაზრისით. ხელისუფლება საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადავიდა, რამაც გააძლიერა პარლამენტის ინსტიტუტი და ხელისუფლება გადავიდა პრემიერ-მინისტრის ხელში. მან დაამატა, რომ საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს და ასევე მეზობელ ქვეყნებთან უფრო განამტკიცოს ურთიერთობები”.

ახალი და ძველი ინტერესები ბათუმის პორტში

„ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ დირექტორი, ტალგატ ბაიტაზიევი ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როცა „ტრანსსისტემი“ ნავსადგურში ექსკლუზიური გადაზიდვის უფლებით სარგებლობდა, ახლა ყველა გადამზიდავი კომპანია თანაბარ პირობებშია.

„ტრანსსისტემში“ კი მიიჩნევენ, რომ ბათუმის ნავსადგურში ავიწროვებენ და მათ ჩანაცვლებას „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ დირექტორის, ტალგატ ბაიტაზიევთან დაახლოებული პირების მფლობელობაში მყოფი კომპანიებით ცდილობენ.

ბათუმის ნავსადგურში ამის მიზეზად სხვა გარემოებას ასახელებენ  – „ტრანსსისტემმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის დადება ვერ შეძლო, შესაბამისად, მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა.

„2012 წლის ბოლოს დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი, რომელმაც დაიწყო ქართული კომპანიების შეზღუდვა. პირველ რიგში, მან დაარტყა „ტრანსსისტემს“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია იყო, ჰქონდა აწყობილი გადაზიდვების სისტემა და აბსოლუტურად ყველა მხარე იყო კმაყოფილი. ტალგატ ბაიტაზიევმა ჯერ მოითხოვა ექსკლუზივის ამოღება კონტრაქტიდან და 2013 წელს მან დააფუძნა 3-4 კომპანია, რომლებიც არის მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული პირების, რომელთაც არ აქვთ არანაირი ისტორია გადაზიდვების, არანაირი გამოცდილება, თუმცა ყველა ტენდერი, რომელიც ჩატარდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ამ კომპანიებმა მოიგეს“, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, კომპანია „ტრანსსისტემის“ წარმომადგენელი.

გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც „ტრანსსისტემი“  ბათუმის ნავსადგურში ექსკლუზიური გადაზიდვების უფლებით აღარ სარგებლობს, კომპანიამ მილიონ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, რის ანაზღაურებასაც სასამართლოს გზით მოითხოვს.

როგორ დაადასტურებს „ტრანსსისტემი“, რომ პორტში შესული ახალი გადამზიდავი კომპანიები პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ბაიტაზიევს? „ტრანსისტემის“ ხელმძღვანელი, გელა ლაითაძე ამბობს, რომ მათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ აქვთ, ეს მათი ვარაუდია: „ამ კომპანიებმა საბანკო გარანტიები არ წარადგინეს. პირობა ჰქონდათ მუშაობის რისკებისა და გარანტიების გარეშე. პორტის თანამშრომლები ყველა კლიენტს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, იბარებდნენ და ეუბნებოდნენ _ იმუშავეთ „ჯიპიემსისთან“, იმიტომ, რომ მალე „ტრანსსისტემი“ დაიხურებაო. ამის შესახებ პირდაპირ მითხრეს კომპანიებმა. „ჯიპიემესი“  შეიქმნა იმისთვის, რომ ბათუმის პორტში ჩვენი კომპანია დაეძირათ“.

ტალგატ ბაიტაზიევი „ტრანსსისტემის“ ბრალდებას, ბათუმის ნავსადგურში მასთან დაახლოებული პირების საკუთრებაში მყოფი კომპანიების გამოჩენის შესახებ, „სასაცილოს“ უწოდებს. იგი გადამზიდავი კომპანიის პრეტენზიებს სხვა გარემოებებს უკავშირებს: „როგორც კი დავიწყეთ შუამავლების გარეშე ხელშეკრულებების გაფორმება გადამზიდავ კომპანიებთან, მაშინვე დაიწყო სკანდალები. სხვა ტვირთის მეპატრონეებს ვკითხე, თუ რატომ არ შემოდიოდნენ აქამდე, მითხრეს, რომ მათ უფლებას არ აძლევდნენ შემოსვლის. ხალხი უკვე წამოვიდა პირდაპირ ჩვენთან მოლაპარაკებაზე. ისინი [„ტრანსსისტემი“] ცდილობენ აგვარიდონ ტვირთი, მათ აქვთ ძალა და ცდილობენ ბათუმის პორტში საერთოდ არავინ შემოვიდეს“.

ტალგატ ბაიტაზიევის თქმით, ბათუმის პორტში პირველად ახლახან შემოვიდა რკინის მადნის კონცენტრატი, ხელშეკრულება 700 000-ზეა გაფორმებული: „მალე მილიონზე გაფორმდება და იმ წამსვე ეს ადამიანი ჩემს ნათესავად შერაცხეს. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? ჰო, ის ჩემი ნათესავია, ალბათ, მეფე დავით აღმაშენებლის მხრიდან, რომელმაც მე-11 საუკუნეში ყივჩაღები ჩამოიყვანა საქართველოში… გუშინ ჩამოვიდა ეს ადამიანი [კომპანიის წარმომადგენელი] და ამაზე ბევრი ვიცინეთ. აქ [ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგში] არც ერთი ჩემი ნათესავი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახებს ბევრი ნათესავი ჰყავთ. ალბათ ყაზახებს უფრო შეუძლიათ ჩემი დადანაშაულება – მოსვლის შემდეგ ყველა მაღალი რანგის მმართველი შევცვალე ქართული მენეჯმენტით. ისინი უკვე პირადულზე გადმოვიდნენ და მე დარწმუნებით ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პოზიციას შევინარჩუნებთ სანამ მე აქ ვარ. ვფიქრობ, ცოტა წინ უნდა გავიხედოთ, რატომ გაჩნდა ეს სკანდალი. ის ტვირთი, რომელიც ახლა მოვიდა ბათუმის ნავსადგურში, ავტომატურად იზიდავს სხვა ტვირთებსაც. ეს ტვირთი დაკარგული იყო ჩვენთვის, მხოლოდ აზერბაიჯანულ და ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად წამოვიდა ეს ტვირთი საქართველოში“.

 

 

ჭიათურმარგანეცმადა რუსთავის აზოტმა“  ბათუმის პორტი დატოვეს   

ამ დროსათვის ბათუმის ნავსადგურიდან აღარ ეზიდებიან მარგანეცსა და აზოტს. კომპანიებს ეს ტვირთი ფოთის ნავსადგურიდან გადააქვთ. ბაიტაზიევის თქმით, ბათუმის პორტისთვის აზოტი და მარგანეცი მშრალი ტვირთის საერთო ტვირთბრუნვის 70-80 პროცენტია: „მარგანეცი და აზოტი ჩვენთვის იყო კარგი ტვირთი. მე ვესაუბრე მეპატრონეებს, ეს იყო ხანგრძლივი საუბარი. მითხრეს, რომ მათთვის კომფორტულია აქ მუშაობა, მაგრამ ჩვენზე იყო ზეწოლა და ჩვენ იქ, [ფოთში] უნდა წავიდეთო. არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს ბიზნესია“.

„ჭიათურმარგანეცისა“  და „რუსთავის აზოტის“ ბათუმის პორტიდან გასვლის მიზეზებზე „ბათუმელებმა“ კომპანიებიდან კომენტარის მიღება ვერ შეძლო.

„ტრანსსისტემის“ ხელმძღვანელი გელა ლაითაძე ამ კომპანიების ბათუმის ნავსადგურიდან გასვლის თავის ვერსიაზე საუბრობს: „რატომ გავიდნენ, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ, რომ ტალგატი ძალიან უხეშად ჩაერია ჩემი კომპანიის და „რუსთავის აზოტის“ ურთიერთობაში. ჩვენ გადაგვქონდა ეს ტვირთი და ეს კომპანიები გადავიდნენ ფოთის პორტში. მე ეს ტვირთი არ წამიღია სპეციალურად და არ დამიწყია ბათუმის პორტის ჩაძირვა“.

რამდენად აზარალებს ბათუმის ნავსადგურს შემცირებული ტვირთბრუნვა და ხომ არ გამოიწვევს ეს ნავსადგურში (რომელიც ქალაქში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია), სამუშაო ადგილების შემცირებას?

ტალგატ ბაიტაზიევი არ უარყოფს, რომ პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა და შემოსავლებმაც იკლო, თუმცა იგი ამბობს, რომ პორტში დასაქმებული ადამიანების შემცირებას არ გეგმავს. მისი თქმით, გადაზიდვები, ზოგადად, კავკასიის დერეფანში შემცირდა: „თუ ავიღებთ წინა და წლევანდელი წლის დინამიკას, გადაზიდვები დაახლოებით 20-30 პროცენტით შემცირდა. ეს მეტალურგიის დაცემას და უკრაინის კრიზისს უკავშირდება. მაგრამ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნავთობის ბრუნვა გაიზარდა დაახლოებით 40 პროცენტით. ეს ჰოლდინგია. ამ დროისთვის პორტი თავად ინახავს თავს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ პორტს არ ექნება ფული, ჩვენ ტერმინალიდან გამოვყოფთ ფულს პორტის ხელფასებისთვის. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ [ყაზახური მხარე] პორტში შემოვედით, პირველად ხდება, რომ არ გყოფნის რეზერვუარები იმისთვის, რომ მივიღოთ ნავთობი. აქამდე ამბობდნენ, რომ ეს დერეფანი ცუდია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მისაღები ბენზინისა და დიზელის რიგი გვაქვს. თუ ჩვენ არ გვაქვს პორტში ტვირთი, ესეც ტვირთია, მხოლოდ თხევადი და საბოლოოდ ეს ბალანსდება. თქვეს, რომ იქნებოდა შემცირებები. არც ერთი შემცირება არ ყოფილა ჩვენთან, თუ კი დადგება ეს მომენტი, ადამიანებს წინასწარ მისცემენ ნახევარი, ერთი წლის ხელფასს. თუ კი ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად დაველაპარაკებით“.

ტრანსსისტემისექსკლუზივი ნავსადგურში და კავშირი კეზერაშვილთან  –ზეწოლა თუ შეთანხმება?

„ტრანსსისტემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება. სტატია ბათუმის პორტში ექსკლუზიური გადამზიდავისა და ძველ ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2013 წელს მოამზადა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რომელიც დეტალურად იცნობს საზღვაო გადაზიდვების სფეროში არსებულ თამაშის წესებს, ბათუმის პორტმა, რომლის მფლობელიც ყაზახური კომპანიაა, 2011 წელს დაფუძნებულ „ტრანსსისტემს“ მხოლოდ იმიტომ მისცა ექსკლუზიური უფლებები, რომ კომპანია დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა.

ტალგატ ბაიტაზიევი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“ მაშინდელმა მმართველმა, აბაი ტურიკპენბაევმა: „პრივატულ საუბარში მან მითხრა, რომ ის იძულებული იყო. მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო და არ არის საიდუმლო, რომ ის დაიბარეს, მასზე ზეწოლა იყო. ის მე მაფრთხილებდა, რომ მუქარებიც იქნებოდა. მას მოუწია ამის გაკეთება, მე მას არ ვადანაშაულებ. მე უკეთეს სიტუაციაში მოვხვდი, ვიდრე ის იყო. არ ვიცი, ვინ არის კეზერაშვილი, გამიგია, მაგრამ არაფრის მტკიცება არ შემიძლია. არ მინდა, დავეცე მათ დონეზე და ვიძახო, რომ ეს ვინმეს კომპანიაა და ვინმეს ნათესავები არიან“.

რატომ და როგორ მიიღო სამი წლის წინ ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმის ნავსადგურში ექსკლუზიური პირობები, ამ კითხვას „ტრანსსისტემის“ ხელმძღვანელი, გელა ლაითაძე ასე პასუხობს: „ტრანსსისტემის~ შემოსვლამდე, 2011 წლამდე, ბათუმის პორტი საშუალოდ იზიდავდა საერთო სტატისტიკური მონაცემებით 1 მლნ. ტონამდე ტვირთს. ბათუმის პორტს სჭირდებოდა განვითარება, ამის გამო ბათუმის პორტმა 2010 წელს გამოაცხადა ტენდერი. მას სჭირდებოდა  მინიმუმ 1 მლნ 250 ათასტონიანი გარანტირებული ტვირთბრუნვა, რის ხარჯზეც 20-პორცენტიან ფასდაკლებას მისცემდა იმ კომპანიას, რომელიც დადებდა საბანკო გარანტიას და თუ ვერ შეასრულებდა პირობას, გადაიხდიდა ჯარიმას. მათ ჩაწერეს სიტყვა „ექსკლუზივი“, რომ ეს ყოფილიყო ტენდერში მონაწილე კომპანიისთვის მიმზიდველი. ეს არ იყო „ტრანსსისტემის“  მოთხოვნა და არ იყო კაბალა… ბათუმის პორტის სატენდერო პირობებში იდო და რატომ უნდა გვეთქვა უარი“.

ლაითაძის თქმით, „ტრანსსისტემმა“ კომპანიის განვითარების მიზნით შემოიყვანა დამფუძნებლად „უნივერსალ ქეფიტალ გრუპი იუსი ჯი“. ამ კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რილფ მენეჯმენტი“ ფლობდა, რომელიც საქართველოში კეზერაშვილთან ოფიციალურად დაკავშირებული არაერთი ბიზნესკომპანიის მესაკუთრეა.

„2013 წელს  შეიცვალა ჩვენი დამფუძნებელი და ეს კომპანია გავიდა. მთელი წილი შევისყიდეთ ჩვენ. თუ საუბარია, რომ 2011 და 2012 წელს დავით კეზერაშვილის გამო ხდებოდა, დავით კეზერაშვილი 2013 წელს აღარ იყო საქართველოში, „უნივერსალ კაპიტალ გრუპი იუსი ჯი“ გავიდა დამფუძნებლებიდან და ჩვენმა კომპანიამ იმ წელს შეასრულა ყველაზე სარეკორდო მაჩვენებელი. საერთოდ რომ არ არსებობდა ეს ბიზნესჯგუფი, მეტი ტვირთი გადავზიდეთ,“ – ამბობს გელა ლაითაძე.

ბათუმის ნავსადგურის იჯარით გადაცემის საკითხი

ბათუმის ნავსადგურში ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ „ტრანსსისტემი“  მათგან ნავმისადგომების იჯარით გადაცემასაც ითხოვდა. „სამუშაო შეხვედრისას, როცა განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, ეს იყო არაოფიციალური საუბრის საგანი და მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი. კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი წინადადებაა, ეს ყველა კომპანიის უფლებაა, ეს დამოკიდებულია პირობებზე“, – ამბობს ზურაბ შურღაია, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა“ და ტერმინალის აქტივების მმართველი.

„ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ნავმისადგომების იჯარით გადაცემის საკითხს. იმიტომ, რომ თუკი გადამზიდავი გარანტიას გვაძლევს, 1,5 მილიონი ტონა ტვირთის და წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ჩვენ განვიხილავთ ასეთ წინადადებას, მაგრამ ექსკლუზიურ უფლებებს ბუნებრივია იტოვებს პორტი“, –  ამბობს ბაიტაზიევი. იგი დასძენს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება მოხდეს.

„გარკვეულ წრეებს სურთ, რომ ბათუმის პორტი გადავიდეს მათ მფლობელობაში. ჩვენ არ ვიცით, ვინ დგას „ტრანსსისტემის“ უკან, არ ვიცით ვის სჭირდება ეს,“ =  ამბობს ზურაბ შურღაია.

გარდა კომპანიის შევიწროების ბრალდებისა, „ტრანსსისტემის“  წარმომადგენლებმა ტალგატ ბაიტაზიევს „საეჭვო რეპუტაციის მქონე პირი“ უწოდეს და ყაზახურ და ქართულ მხარეს მისი წარსულით დაინტერესება ურჩიეს. ბაიტაზიევი ამბობს, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლოა: „მათ ჩემზე თქვეს, რომე მე ვარ საეჭვო პირი… 20 წელია „ყაზმუნაი გაზში“ [ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია] ვმუშაობ, მაქვს პრეზიდენტის ორდენები და არა ერთი ჯილდო მიმიღია“.

ნაციონალური მოძრაობა პროკურორის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება

 

 

რაულ თავართქილაძემ შს სამინისტროს ხელმძღვანელობა არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა:

 

“რამდენიმე დღის წინ, ბათუმში საგანგაშო ფაქტი მოხდა, დაწვეს პროკურორის სამსახურეობრივი ავტომობილი და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად მოხდეს დანაშაულის გახსნა და დააკავონ დამნაშავე პირები.


პოლიციაში მუშაობენ ძალიან კარგი წარსულის მქონე პროფესიონალბი, მათ სჭირდებათ სწორი მენეჯმენტი, რომ დროულად მოხდეს დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და რეალურად იკლოს დანაშაულის რიცხვმა ქვეყანაში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრალი, რომ დღეს სწორად ვერ იმართება შინაგან საქმეთა ორგანოები” – თქვა მან.

 

რაულ თავართქილაძე, წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროში მთავარი სამმართველოს უფროსის და კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისთვის

 

 

ცენტრის წევრები დღეს,  პირველ საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის თანატოლთა ტრენინგს ჩაატარებენ.

 

აღნიშნული ტრენინგი კიდევ ბათუმის 3 საჯარო სკოლაში გაიმართება.


ადვოკატირების კამპანია  ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად ტარდება და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.


აქტივობა ხორციელდება პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ცესკოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები გადაეცა

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად,  სააგენტო ვალდებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს პირველი მაისისა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, გადასცეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისათვის საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემები.

 

 ცესკო უფლებამოსილია არჩევნებამდე არაუგვიანეს 11 დღისა გამოითხოვოს განახლებული ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო კომისიას მიაწვდის სამი დღის განმავლობაში. მონაცემთა აღნიშნული ბაზა იქნება საბოლოო და კიდევ ერთხელ დაზუსტებული, რომლესაც ცესკო სიის ფორმირებისთვის გამოიყენებს.

 

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიწოდებულ მონაცემებში შეტანილია მოქალაქეთა უახლესი ფოტოსურათები.
 

 ბაზა საერთო ჯამში  3 553 673    პოტენციურ ამომრჩეველს ითვლის.


ჯერ არ დასრულებულა სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „გაორებების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული გაორებების შესწორებას. პროექტის შედეგად საარჩევნო სიაში ერთი ამომრჩევლი, ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემებით იარსებებს. 

 

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში

 

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

 

 

“წავალ, მაგრამ სად წავიდე?” – უსახლკაროები მაღალმთიან აჭარაში

“საკუთარი სახლი არასოდეს მქონია, აქ 25 წელია ვცხოვრობ, სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, ჩვენც ვხვდებით, ქარსა და წვიმაში ზანზარებს, დღეს ჭერიც ჩამოინგრა, ღმერთს მადლობა, სახლში არ იყო არავინ და ამით გადავრჩით. წავალ, მაგრამ სად წავიდე? სამსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, პენსია მე არ მაქვს და სოციალური დახმარება. ადრე სოციალური დახმარება კი მქონდა, მაგრამ ბიჭი რუსეთში წავიდა და მომიხსნეს, მითხრეს უნდა გაგეფრთხილებინეთ და რადგან არ გაგვაფრთხილეთ, სამი წელი ვეღარ მიიღებთ დახმარებასო. გლეხმა რა ვიცი ეს კანონები. სოფლიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ ტყეში მივდივარ, ზღმარტლს ვკრეფ, ჩამომაქვს და 100 ცალს 1 ლარში ვაბარებ, ზოგჯერ 70 თეთრში, ესაა ჩემი შემოსავალი”, – ამბობს ნაზიკო საფარიძე.

ნაზიკოსთან ერთად ავარიულ სახლში რუსლან ლორთქიფანიძის, ლეილა აბაშიძისა და ნიკოლოზ საფარიძის ოჯახებიც ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ლეილა აბაშიძეა უსახლკაროთა სიაში, უსახლკაროთა სიაში ვერ მოხვდა ასიე ბედინაძეც. იგი ამბობს, რომ არც მათ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი.

“არც ჩვენ გვაქვს სხვა საცხოვრებელი, მაგრამ არ ვიცი რატომ არ ვართ უსახლკაროების სიაში. სახლი სახიფათო რომაა და თავზე გვენგრევა, ეს ყველამ იცის, რეაგირება არაა თორემ. წინა ხელისუფლებამ გვითხრა სამი თვის ქირას გადაგიხდით, მერე სახლს ავაშენებთ და შეგასახლებთო. ხელისუფლება შეიცვალა და არავის აღარ უხსენებია. რუსლანს სამი მცირეწლოვანია ბავშვი ჰყავს, უმცროსი ერთი წლისაა, აქ ერთი წლის ბავშვით იცხოვრება? ცოლის მშობლებთან გადავიდნენ დროებით”, _ ამბობს ასიე ბედინაძე.

სტატისტიკური მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში 9 უსახლკარო ოჯახიდან 4 ოჯახი ნათესავებსა და მეზობელთან არის შეხიზნული, ერთი ბოსლის თავზე ცხოვრობს, ერთიც ნაქირავებშია და დანარჩენი თავს ძველ შენობებს აფარებენ.
ასიკო გოგიტიძე ქმართან ერთად ქედაში, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში წლებია ცხოვრობს. როგორც ასიკო გვიყვება, არც მათ ოჯახს აქვს საკუთარი სახლი.

“15 წელია ქმართან ერთად აქ ვცხოვრობ, მანამდე რედაქციის შენობაში ვცხოვრობდი. ყოველთვის ვთხოვდით საცხოვრებელი მოეცათ ან სადაც ვართ, ეს დაეკანონებინათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. იატაკი საცაა ჩავარდება, გვეუბნებიან სოციალურ სახლს ავაშენებთ და გადაგიყვანთო. 30 წელი რედაქციაში ვიმუშავე, 9 წელია რაც დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. ჩემთვის სამსახური ვერ გამოინახა, დამლაგებლადაც ვიმუშავებ, მაგრამ ესეც არ არის. საბავშვო ბაღს ვაშენებთ, შემოდგომამდე მოიცადე და ბაღში დაგასაქმებთო მეუბნებიან. ველოდები”, – ამბობს ასიკო გოგიტიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ არსებული სოციალური პროგრამებით მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს ვერ ეხმარება.

“არსებული პროგრამები მხოლოდ მიწისძვრითა და მეწყრით დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ უსახლკაროებზე არ ვრცელდება. ბინები რომ შევუძინოთ, ამის საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია, პრობლემის მოგვარებისთვის ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს მთავრობის მეთაურთან გავდივართ. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე ამ ოჯახებისთვის შევქმნათ სამანევრო ბინა და დროებით შევუშვათ საცხოვრებლად”, – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით ხულოს მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ აქვთ.

“I-II კატეგორიაში 85 ოჯახია, ამ ოჯახებისთვის ეკონომიკის სამინისტრო სოციალურ სახლს აშენებს. არის ოჯახები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ საცხოვრებელი და ნაქირავებში ცხოვრობენ. ასეთი ოჯახების დათვლა რთულია, რადგან ზოგიერთი მოგვმართავს, ზოგიერთი – არა. ოჯახები წევრთა სიმრავლიდან გამომდინარე ხშირად ნაწილდება და საცხოვრებლად ნაქირავებში გადის, ასეთი კატეგორიის 15-მა ოჯახმა მოგვმართა, მაგრამ ყველა ვინც ნაქირავებში გადის, უსახლკარო როდია. “უსახლკარო ოჯახები”, როგორც ცალკე კატეგორია, ხულოში არ არის”, – აცხადებს ხულოს გამგებელი, ბესიკ ბუაჩიძე.

“უსახლკარო ოჯახებად ისეთი ოჯახები აღვრიცხეთ, რომლებიც საკუთარ ძმებს გამოუნაწილდნენ და ამ ეტაპზე სხვის საცხოვრებელ სახლებში დროებით ცხოვრობენ, ასეთი 15 ოჯახია”, – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე.

1 ლარი ახალგაზრდის გადასარჩენად

 

 

28 წლის დავით ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. “ბილაინის”, “ჯეოსელისა” და “მაგთის” აბონენტებმა აკრიფეთ ნომერი: 0901700119. ზარის განხორციელების შემდეგ თქვენი ტელეფონის ბალანსს მხოლოდ ერთი ლარი მოაკლდება. შედარებით მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე გადარიცხოთ თანხა: GE51BG0000000455615100. დამატებითი კითხვების შემთხვევაში პირადად დავითსაც დაუკავშირდეთ. მართალია, ის ახლა მორიგ ქიმიოთერაპიის პროცედურას იტარებს, მაგრამ სატელეფონო ზარებს მაინც პასუხობს. მისი ტელეფონია: 593 24 60 06

 

პირველად თავისი პრობლემის შესახებ დავით ბერიძემ საზოგადოებას მედიის მეშვეობით 8 აპრილს მიაწოდა ინფორმაცია. მაშინ დავითს ქიმიოთერაპიის დაგეგმილი კურსი ჰქონდა ჩასატარებელი, მაგრამ ფული _ დაახლოებით 3000 ლარი – ვერ იშოვა, ამიტომაც მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა იმ საზოგადოებისთვის მიემართა, რომლის არც თუ ისე მცირე ნაწილი ყოველკვირეულად სხვადასხვა არხის გასართობ შოუში იხდის სმს-ის მეშვეობით 1 ლარს.

დავითი გულისტკივილით ამბობს, რომ მიმართვის შედეგი ლარებში იყო – ნული. “ფული ვერ ვნახე, ამიტომ ქიმიოთერაპიას ბათუმში ვიკეთებ. ჩემი ექიმი კი თბილისშია. რა თქმა უნდა, მადლობა აქაურ ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს, მაგრამ როცა ჩემი ექიმი ვერ ესწრება პროცედურას, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის”.

დავითი ერთ-ერთ მორიგ პროცედურას დღეს ასრულებს. მას ამჯერად ერთი კვირით მოუწია ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაჩერება. ცდილობს იყოს ოპტიმისტი, მაგრამ მალე ისევ სჭირდება კიდევ ერთი ქიმიოთერაპია და იმაზე ფიქრი, რომ ფული ისევ მოსაძებნი აქვს, ძალას აცლის: “ქალაქში მეტ-ნაკლებად ყველა მიცნობს, ყოფილი “რესპუბლიკელი” ვარ, დღეს ვინც ხელისუფლებაშია, ხუთი წელი მათთან ვიყავი, ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობია. არასამთავრობო სექტორიდანაც ყველა დუმს, მხოლოდ გენო გელაძე გამომეხმაურა – ყოველდღიურად მიკითხავს და ვიცი, რომ დახმარებას აპირებს. სამწუხაროდ, სხვა არავისგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა”.

დავითს დაეხმარა კომპანია “გალფიც”, სადაც მას დღემდე შეუნარჩუნეს ხელფასი – 450 ლარი. აქამდე თითქმის რვა ათასი ლარი დახარჯა ოჯახმა, რომ არა “გალფი”, ეს ნამდვილად გაუჭირდებოდა. თითო პროცედურა მინიმუმ 3000 ლარი ღირს.
დავითს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში წასვლა და გამოკვლევის ჩატარება. მან იცის, თუ რამდენად იზრდება რისკი თითოეულ დაგვიანებულ დღეზე თუ თითოეულ დაგვიანებით ჩატარებულ პროცედურაზე. სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი”-ის პაკეტი, რითაც დავითი სარგებლობს, 600 ლარს მედიკამენტებისთვის ანაზღაურებს, ხოლო 750 ლარს – ამბულატორიული მკურნალობისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ის დაზღვეულია კორპორაციულად, ვერ მოხვდა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში.

დავითის თქმით, რასაც მას, თავის მხრივ, ექიმები ეუბნებიან, ავადმყოფობის დასამარცხებლად თითოეული ზუსტად ჩატარებული პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. დავითის ოჯახმა უკვე იმდენი ვალი დაიდო, რომ მკურნალობის გაგრძელება საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე აღარ გამოვა.
მთავარია, პროცესი ძალიან არ გაიწელოს.

სამღვდელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია

 

 თუ გადახედავთ ჩვენს მეზობელ რუსეთს, ანტიდასავლური ისტერიკის ფონზე, იქაც ასე ხდება, თავიანთ შვილებს აგზავნიან სასწავლებლად ლონდონში, თვითონაც იქ დაიარებიან, იქ ყიდულობენ ტანსაცმელს, ყველაფერს, რაშიც შეუძლიათ ფული დახარჯონ, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ დასავლეთი ცუდია.

 

რატომ ხდება ასე? – ეს რომ გავიგოთ, უნდა ავხსნათ ის, თუ რა როლი აქვს სამღვდელოებას დღევანდელ საქართველოში. დღეს მისი როლი გაიზარდა. მღვდლობა არის წარმატებული და პრესტიჟული კარიერა საქართველოში, ანუ მღვდლობა არის ფული და ძალაუფლება, რომლის შენარჩუნება-გაძლიერებაში ეს ხალხი პირდაპირ არის დაინტერესებული. ერთადერთი გზა ამ ძალაუფლების, გნებავთ სოციალური, გნებავთ მონეტარული კაპიტალის შენარჩუნების არის ის ხალხი, ვინც უპირობოდ იზიარებს მათ ავტორიტეტს. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, პირველ რიგში დასვამს შეკითხვას. რატომ მეუბნება ეს მღვდელი, რომ არ წავიდე ექიმთან და ვილოცო, როცა თვითონ დადის დასავლეთში? მათ აინტერესებთ, რაც შეიძლება ბევრი ჰყავდეთ ისეთი ხალხი, ვისაც ასეთი კითხვები არ მოუვათ თავში.

 

მეორე მიზეზი, რის გამოც ხდება ევროპისა და დასავლეთის დემონიზაცია, არის ის, რომ რეალური დასავლეთი არ ნახონ ადამიანებმა, არ მიიღონ ინფორმაცია, რადგან მაშინ დაინახავენ, რომ არაფერია აქ ისეთი, რაც მას წაართმევს ქართველობას, მართლმადიდებლობას, არავინ გამოეკიდება იმის გამო, რომ მამათმავალი არ არის… პირიქით, დასავლეთი არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი რელიგიური თუ ეთნიკური გრძნობები.

 

მესამე მიზეზი, რაც სამღვდელოების ძალაუფლებას უფრო განამტკიცებს, არის საქართველოს იზოლაციონიზმი. საქართველო არ უნდა იყოს ინტეგრირებული არსად, გარდა იმ სისტემებისა, სადაც სამღვდელოებას ექნება გარანტია, რომ მის მზარდ ძალაუფლებასა და ავტორიტეტში არავინ შეედავება. ევროკავშირი კი ამის პირდაპირი საფრთხეა.

 

ინფორმაციის, განათლების ნაკლებობა, არის ის პირობები, რომელშიც სამღვდელოება საუკეთესოდ იგრძნობს თავს. რამდენად არის ეს დაკავშირებული რუსეთთან, ამის თქმა, რა თქმა უნდა, ძნელია, თუმცა საქართველოს სამღვდელოების ერთადერთი ინტელექტუალური წყარო არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან მჭიდროდ ინტეგრირებული რუსეთის სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან.

 

მართლმადიდებლობის შიგნით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რუსულისგან ბევრი განსხვავებული პოზიცია, მაგრამ მართლმადიდებლობის შავრაზმული ვერსია, რომელიც არსებობს რუსეთში, მაინც და მაინც ეს აირჩია ქართულმა სამღვდელოებამ. არ გადმოაქვთ არაფერი არც სერბეთიდან, არც რუმინეთიდან, საბერძნეთიდან. მხოლოდ რუსეთია მათთვის ერთადერთი ინტელექტუალური წყარო. პოლიტიკური ინტერესიც ალბათ აქედან მომდინარეობს.

 

ფაქტების ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგან ინტელექტუალური ბმული ექსკლუზიურად რუსეთთანაა და სამღვდელოებას სურს თავისი, ძალიან პრივილეგირებული მდგომარეობა შეინარჩუნოს, ამისთვის ცემენტირების ერთ-ერთი გზა პოლიტიკური გავლენის მოპოვებაა.

 

მათ სურთ ჰქონდეთ პოლიტიკური კლასის სრული მხარდაჭერა და გარკვეულწილად ასეც არის. პატრიარქის გამოსვლებს ეხმაურება ყველა, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებით დასრულებული, სრულიად უკრიტიკოდ. ბოლო ეპისტოლეც სრულიად უკრიტიკოდ იყო მიღებული პოლიტიკური კლასის მიერ. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, სამღდვლელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საქართველოსთვის, რომელიც ისედაც ჭაობშია ჩაფლული, ეს არის ქვის დოლაბის ჩამოკიდება, საიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელი იქნება.

 

გავიხსენოთ 17 მაისი, ნიგვზიანი, სამთაწყაროს მოვლენები, თუკი მთავრობა და საზოგადოება ამას აიტანს და წაუყრუებს, მისცემს სამღვდელოებას საშუალებას დაჩაგროს, დაიმონოს უმცირესობა, ხვალ აგრესიის სამიზნე აღმოჩნდებიან სხვა ჯგუფები. ამას კი სამღვდელოება გააკეთებს იმ პირების თუ ორგანიზაციების ხელით, რომლებიც პატრიარქის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს. ამიტომ, კითხვების დასმა ყველა ადამიანის მოვალეობაა. ვინ არის დღევანდელი სამღვდელოება, საიდან მოვიდნენ?

 

საბჭოთა პერიოდში ძალიან ცოტა მღვდელი იყო, ვისაც აკადემია ჰქონდა დამთავრებული. მღვდლებსაც სჭირდებათ კვალიფიკაცია და განათლება, რადგან ისინი მარტო კულტის მსახურები არ არიან. საუკუნეების განმავლობაში ისინი ერთადერთი ინტელექტუალები იყვნენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში კი ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მღვდლებად მოდიან პირები, ვისაც ქრისტიანობაზე რაღაც წარმოდგენა აქვს. აქედან გამომდინარეობს ეს წყევლის გასაგიჟებელი პრაქტიკებიც, რომელიც ბოლო დროს მომრავლდა მღვდლების მხრიდან.

 

„თუ ამას არ იზამ, დაგწყევლი“, – ეს არანაირ კავშირში არ არის იმ რელიგიასთან, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. გიგა ზედანიამ გამოაქვეყნა ამაზე წერილი, სადაც ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის მაგია, რომელსაც ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ხალხი, რომელსაც ღმერთი ჰგონია ჩაქუჩი თავიანთ ხელში. დღევანდელი სამღვდელოება ძალიან შორს დგას საკუთარი რელიგიური წყაროებისგან. ეს არის მათი შიდა პრობლემაც და საზოგადოებისაც, რადგან ცრურწმენად გადაქცეული ქადაგებები, ხშირად ხდება კონკრეტული იარაღი ადამიანების ხელში.

 

იმისათვის, რომ ეს შეიცვალოს, ყველას თავისი როლი აქვს. თუმცა, ადამიანი არის დამოუკიდებელი, თვითმყოფადი არსება, მის მაგივრად არავინ იფიქრებს, არც მედია და არც უნივერსიტეტი. თუ ადამიანმა თვითონ არ დაიწყო ფიქრი და პასუხისმგებლობის აღება, ვერანაირ საზოგადოებაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. საზოგადოება სწორედ დამოუკიდებლად მოაზროვნე მოქალაქეების ერთიანობაა. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ფიქრი, რომ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა სხვას არ გადასცენ, თუნდაც სამღვდელოებას. როცა ამ პრივილეგიას გადასცემს სხვას, ის კარგავს თავისუფლებას.

 

 

 

 

ავარია ბათუმში

 

 

ორი მანქანის შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

ბათუმში ახალგაზრდული თეატრალური კვირეული ტარდება

 

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეული ბათუმში 2 და 3 მაისს საზაფხულო თეატრში გაიმართება. თეატრალური კვირეულის ფარგლებში დაიდგმება სპექტაკლები. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება. სპექტაკლებში მონაწილეობა  ქუთაისის, რუსთავის, თბილისისა და ბათუმის დასები მიიღებენ.

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეულისთვის ბათუმის მერიის სპორტის განყოფილების სამსახურს 14 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეულის სპექტაკლების განრიგი:

 

2 მაისი

 19:00 საათზე – მოლიერის „დონ ჟუანი“ – ქუთაისის ახალგაზრდული დასი

20:00 საათზე – დენი კელის – „დნმ“- რუსთავის თეატრალური დასი „ბრავო“

 

3 მაისი 

18:00 საათზე – ემანუელ შმიტის „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ – თბილისის თეატრალური „არტ-გრუნი“

19:00 საათზე – ო. ქათამაძის „აიეტი“ – ბათუმის თეატრალური დასი „ნეფტუნი“

 

სპექტაკლებზე დასწრება უფასოა.

 

 

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

 

ცოტნე ანანიძეს აჭარის ტელევიზიაზე გადაცემა „სამართალი ხალხისთვის“ მიჰყავს.  როგორც ტელევიზიის დირექტორი, სოსო სტურუა ამბობს  ანანიძე  გადაცემის წამყვანობას და ახალ თანამდებობას ერთმანეთს შეუთავსებს.

 

„ცოტნე არის იურისტი, საკმაოდ კარგი სატელევიზიო უნარებიც გამოავლინა.  მიჰყავს    საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ერთ წელზე მეტია გადის ეთერში. არის ეთიკის ქარტიის წევრი.  ამ უნარებით შევარჩიეთ  მოადგილედ,“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს დირექტორმა სოსო სტურუამ „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორს  სულ ორი მოადგილე ჰყავს.  

 

ცოტნე ანანიძე პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის 29 დეკემბერს გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტის პიკეტირებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მასთან ერთად შვიდი ადამიანი იხდიდა სასჯელს.  ცოტნე ანანიძემ ბრალი აღიარა და მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი  განცხადებით, ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარებინეს. 

 

“ჭადრაკში რისკი მიყვარს”

 

გაიოზ ნიგალიძე - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
გაიოზ ნიგალიძე – საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

 

– გაიოზ, როდის დაიწყეთ ჭადრაკის თამაში?

– ჭადრაკის თამაში ყურებით ვისწავლე. ექვსი წლის ვიყავი, ბიძაჩემები თამაშობდნენ, ერთ–ერთმა არასწორი სვლა გააკეთა და ვუთხარი, სვლა მართლაც წამგებიანი აღმოჩნდა. მამაჩემმა ამის  მერე ჭადრაკის მწვრთნელთან მიმიყვანა. ჩემი პირველი მასწავლებელი ჯამბულ მახარაძე იყო. ოთხი წელი მასთან ვემზადებოდი და 10 და 12-წლამდელთა შორის, მეორე ადგილით, ევროპის ჩემპიონობის საგზური მოვიპოვე. მერე ისიდორე გოგეშვილი მასწავლიდა და 14-წლამდელთა შორის პირველ ადგილზე გავედი. მალე ისიდორე გოგეშვილი გარდაიცვალა. სამი-ოთხი წელი ტრენერის გარეშე ვიყავი და რაღაც პერიოდი ჩავარდნა მქონდა.

 

რა ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ გამხდარიყავით საქართველოს ჩემპიონი?

– ჭადრაკი დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ 8–9 საათს ვვარჯიშობდი. სავარჯიშოებს სახლშიც ვასრულებ. არის თეორიული წიგნები, სადაც გონების გამავარჯიშებელი ამოცანები უნდა გააკეთო. უნდა ისწავლო მოწინააღმდეგის დამარცხების სხვადასხვა ხერხი.

 

რა არის მთავარი ჭადრაკის თამაშის დროს?

– ჭადრაკში მნიშვნელოვანია ლოგიკა, ინტუიცია და რისკი. მე რისკი მიყვარს, როცა პოზიცია თანაბარია, გამოუთვლელი შედეგის მიუხედავად ვრისკავ, რადგან ინტუიციით ვგრძნობ, რომ კარგი პოზიცია მიჭირავს და ხელიდან არ უნდა გაუშვა. რა თქმა უნდა ყოველთვის გარისკვა არ გამოდგება. არიან მოთამაშეები, რომლებიც არ რისკავენ და სტაბილურად თამაშობენ.

 

– ჭადრაკის შემდეგ თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?

– სამი წელია ფრენბურთს ვთამაშობ. ამ დღეებში თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. აჭარის ფრენბურთის ნაკრებიც ვმონაწილეობდით. მეორე ადგილზე გავედით, თუმცა გვქონდა პირველის შანსი. შარშან მესამეზე გავედით. ფრენბურთის თამაშში სიმაღლემაც შემიწყო ხელი. ადრე კალათბურთსაც ვთამაშობდი. ფრენბურთის თამაშს მომავალშიც ვაპირებ.

 

– ფრენბურთი  ხომ არ გაკარგვინებთ ჭადრაკში მომზადებისთვის დროს?

– პირიქით, ხელს მიწყობს ფიზიკურ მომზადებაში. მოჭადრაკეს სჭირდება ფიზიკური მომზადება, უნდა ირბინოს, ტრენაჟორებზე ივარჯიშოს, რომ 5-6 საათი იჯდეს და ითამაშოს.

 

რა არის თქვენი ამჟამინდელი მიზანი?

– პირველი მიზანი რაც იყო, მოვიპოვე საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. ახლა რეიტინგის მომატება მინდა, 2700 ქულამდე, რომ საქართველოს ტოპმოჭადრაკეების სიაში მოვხვდე. 

 

როგორ ფიქრობთ, ამის მისაღწევად რა დრო დაგჭირდებათ?

– თუკი სერიოზულად ჩავუჯდები – სამი-ოთხი წელი და ინტენსიური ტურნირები. შემოთავაზებები მაქვს სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე. თუმცა ერთჯერად შემოთავაზებებში ვმონაწილეობ. ორჯერ ვთამაშობდი თურქეთის კლუბში. ეს ერთჯერადი თამაშია და არ ნიშნავს ქვეყნის სახელით მონაწილეობას. შემოთავაზება მქონდა ირანიდანაც, მაგრამ უარი ვთქვი. ყველაზე კარგი რუსეთისა და უკრაინის საჭადრაკო სკოლებში მოხვედრაა. ეს ქვეყნები ჭადრაკის რეიტინგში ლიდერები არიან.

 

აჭარაში ჩემი ასაკის კარგი მოთამაშეები იყვნენ. ბევრმა მათგანმა დაანება თავი, ზოგიერთს გული აუცრუვდა, ზოგიერთს ხანგრძლივი მეცადინეობა დაეზარა. იოლი არ არის რვა, 12 საათი ერთ ადგილას ჯდომა და ვარჯიში. რამდენჯერმე მეც მიფიქრია – ხომ არ გამენებებინა თავი ჭადრაკის თამაშისთვის და სხვა საქმე დამეწყო, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის ჟინი მაქვს.

 

თუ ფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას?

– მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვიასპარეზო, მანამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ოცეულში უნდა მოვხვდე. ამჯერად 35-ე ადგილზე გავედი.

 

რა ეტაპები უნდა გაიაროთ, რომ საუკეთესო ოცეულში მოხვდეთ?

– ჯერ რეიტინგი უნდა ავიმაღლო, ამჟამად 537 ქულა მაქვს. ვფიქრობ, საქართველოში ძლიერი მოჭადრაკეები არიან, მაგრამ აქ ტურნირები ხშირად არ ტარდება. არ არის კონკურენცია, ამიტომ მოჭადრაკე შესაბამის გამოცდილებას ვერ იღებს. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ერთადერთი შანსია წარმატების მისაღწევად.

 

თუ გაქვთ უახლოეს მომავალში რაიმე ტურნირი?

– სამ მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭევანში გაიმართება საერთაშორისო ღია ტურნირი. ითამაშებს ძლიერი შემადგენლობა რუსეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ტურნირი 9 დღეს გაგრძელდება. იქნება პრიზებიც. პირველ ადგილზე გასულს 10 000 ლარი გადაეცემა. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან რამდენიმე მოჭადრაკე ვიქნებით.

იმის გამო, რომ ორ კვირაზე მეტი ფრენბურთს დავუთმე, ცოტა მოუმზადებელი მივდივარ, მაგრამ ამის ასანაზღაურებლად ამ დღეებში უფრო მეტ ხანს მომიწევს ვარჯიში. 

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

 

პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ბეზარაშვილი და ექიმი ალერგოლოგი ნანა ფენჩიძე. 

აქცია საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 

სამედიცინო ცენტრის მისამართია ქ. ბათუმი, ტაბიძის ქუჩა N2ა.

სტუდენტები შრომითი უფლებების მხარდასაჭერად

 

 

ისინი ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ: პირველი მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ და შეიქმნას მშრომელთა საინსპექციო ჯგუფი, რომელიც დაიცავს ფაბრიკა ქარხნებში მომუშავე პირთა უფლებებს – “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, ჩვენი უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია დავიწყოთ ფიქრი სად გვაქვს პრობლემა, როგორ მოქმედებს 2013 წელს მიღებული შრომითი კოდექსი, როგორ შრომით ხელშეკრულებებს უდებენ ფაბრიკა ქარხნებში, მშენებლობებზე მომუშავე პირებს, სად არის ყველაზე მეტი დარღვევა შრომის უფლებების. გვინდა რომ ეს დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოსწორდეს. ამისათვის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა ჩავერთოთ. ყოველ ნაბიჯზე არასამართლიან ქმედებებს ვხვდებით. ჩვენ ვიყავით ფაბრიკა ქარხნებში, გავესაუბრეთ იქ მომუშავეებს. მათ მინიმალური ანაზღაურების 150-200 ლარის დაკარგვის შიშით ისინი უარს ამბობენ ხმამაღლა თქვან თუ რა შრომით პირობებში იმყოფებიან, ის რომ რვა საათის ნაცვლად 12 საათს მუშაობენ, რა ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. ჩვენ ასეთი ინფორმაციაც მივიღეთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში საპირფარეშოს უკეტავენ რომ ზედმეტი დრო არ დახარჯონ“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ ბაუჟაძე.

 

სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო ფაბრიკასთან გადაინაცვლეს და მხარდამჭერი აქცია იქაც გამართეს – „აქ მომუშავეების ხელფასი საარსებო მინიმუმს არ უტოლდება. ჩვენ გვინდა მათ იცოდნენ, რომ სტუდენტები საკუთარი უფლებების დასაცავად მხარში ვუდგავართ და არ შეეშინდეთ ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა“- ამბობს სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი გოჩა სურგულაძე.

 

 

 

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

 

როგორც  მალხაზ ჭკადუა აცხადებს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  დამოუკიდებელი სტუდენტურ მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს უფლება არ  მისცა, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში დაემონტაჟებინათ საინფორმაციო ბანერი წარწერით „1 მაისი – მუშათა დღე“.  უარის მიზეზი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ასე განმარტა:

 

„აღნიშნული ქმედება (იგულისხმება საინფორმაციო ბანერის დამონტაჟება) არ წარმოადგენს ბსუ-ს სტუდენტთა საგანმანათლებლო, სპორტული თუ კულტურული ღონისძიების რომელიმე სახეს… უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ნება დაგერთოთ უნივერსიტეტის მოედანზე 2 დღის ვადით ბანერის განთავსებაზე,“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.     

 

            „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობა ზემოაღნიშნული წერილის შინაარს არ ეთანხმება და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა „ალტერნატივისთვის“ ბანერის განთავსებაზე, აფასებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, რაც აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით. კერძოდ, კონსტიტუციის 24-ე მუხლში აღნიშნულია: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. გარდა ამისა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულია: „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივისთვის“ გაგზავნილი წერილი პირდაპირ მიუთითებს ცენზურაზე, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია,“ –  ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“    ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის  მალხაზ ჭკადუას მიმართვაში.

 

„უნივერსიტეტის იდეა, გარდა აკადემიური განათლების მიღებისა, გულისხმობს დემოკრატიული, ხელმისაწვდომი და თანაბარი გარემოს შექმნას ყველა სტუდენტისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ პრინციპების ერთგული პროფესიონალები მუშაობენ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილი წერილი ეწინააღმდეგება საუნივერისიტეტო იდეას. გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ 30 აპრილს მომხდარი ფაქტი და უზრუნველყოთ სტუდენტთა აზრის თავისუფლად გამოსახატად შესაბამისი გარემოს გაუმჯობესება,“ – წერს რექტორს ჭკადუა.

 

სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტის წინ  შრომის საერთსაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას მართავენ. 

მოგზაურობა ძველ ბათუმში

გუშინ ზღვისპირას ბათუმელები ძველ ბათუმში სამოგზაუროდ შეიკრიბნენ. წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“   პრეზენტაციამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.   სანამ პატეფონი უკრავდა, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი მოერგოთ, ქვიშაზე მოხარშული ყავა დაეგემოვნებინათ და ზღვაში გემით გაესეირნათ.

 

ბათუმში პროკურორის მანქანა დაწვეს

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.


პროკურატურაში სხვა დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.


„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს ბათუმში პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში. ავატომანქანით პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გადაადგილდებოდა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ  მოხდა. 

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო

 

აქამდე ანალოგიური შინაარსის საჩივარი უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ კიდევ ერთმა მეურვეობის კანდიდატმა – ბეჟან გობაძემ შეიტანა სასამართლოში. ისიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წარდგენილი ტელევიზიის მეურვის პოზიციაზე. მისი სარჩელი უკვე დააკმაყოფილა როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. უმაღლესი საბჭო სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავს უზენაეს სასამართლოში, თუმცა მხარეებს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯერ არ ჩაბარებიათ.

 

ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიას სამი მეურვე ჰყავს, სამივე მათგანი მმართველმა კოალიციამ – „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და დაამტკიცა. კანონი აჭარის ტელევიზიისთვის ხუთი მეურვის ყოლას ითვალისწინებს.

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – წიგნის პრეზენტაცია სანაპიროზე

 

 

ახალ ხელმომწერებს ექნებათ შესაძლებლობა ზღვაზე უფასოდ გაისერნონ იახტით ან ქალაქის ქუჩებში ეტლით.

 

პრეზენტაციაზე გაიმართება წიგნში შესული ფოტოების გამოფენა. სანაპიროზე მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქვიშაზე მოხარშული ყავა, მოისმინონ ცოცხალ მუსიკა და გადაიღონ სამახსოვრო ფოტო საგანგებოდ მოწყობილ ფოტოატელიეში.

 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2014 წელს გამოსცა. წიგნი წარმოადგენს გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს ძველ ბათუმზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ძველი ბათუმს ქუჩებისა და ისტორიულ ფაქტების ამსახველი ფოტოების კრებულს.  წიგნი არ იყიდება, იგი საჩუქრად გადაეცემა მხოლოდ გაზეთი „ბათუმელების“ ხელმომწერებს. 

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

“ბათუმელები” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს, მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას, ღ ი ა წ ე რ ი ლ ი

ბატონებო!
მოგმართავთ ულამაზესი და ძირძველი ქართული სოფლიდან, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დიდი ალბათობით, აღარ იარსებებს და მხოლოდ ნასოფლარის სახელით შემორჩება ისედაც დაცლილ-დაცარიელებულ საქართველოს მთიანეთის ისტორიას. ხოლო მშობლიურ გარემოდან იძულებით აყრილი გამრჯე და განათლებული მოსახლეობის ხვედრი და ბედი ძნელი განსაჭვრეტი არ უნდა იყოს. ჩვენ მთის ხალხი ვართ, მთის მკაცრ პირობებსა (აქ შვიდი თვე ზამთარია) და ბუნებრივ საფრთხეებს შეგუებულნი, ზედმეტად არავის ვაწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ 1970-80-იანი წლებიდან თითქმის ყოველ მეორე მოსახლეს გააჩნია გეოლოგიური დასკვნა და რეკომენდაცია, რომ აქ ცხოვრება უდიდესი რისკის
შემცველია.

1958 წელს ღურტის დასავლეთ ნაწილში განვითარებულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები და პირუტყვი ჩაიტანა; საბედნიეროდ ადამიანების გადარჩენა მოხერხდა. 1971 წლის 11 თებერვალს კი სოფლის შუაგულში, თოვლის ზვავმა 22 სიცოცხლე წაგვართვა და უდიდესი მატერიალური ზარალი მოგვაყენა… მას შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებებმა განარიდეს საფრთხეს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განასახლეს, მაგრამ 170 კომლი ისევ ადგილზე ვართ და ბუნებრივ სტიქიას შეგუებულნი, კერიებს არ ვაქრობთ და მამა-პაპისეულ საფლავებს ვჭირისუფლობთ. თუმცა,ძველთან ერთად, არსებობს
აჭარის გეოლოგიური სამსახურის ახალი, 2013 წლის დასკვნებიც, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ მთელი ტერიტორია აქტიური მეწყერსაშიში (და ზვავსაშიში) ზონაა, საცხოვრებელი სახლები და მიწის სავარგულები-დახეთქილ დაბზარულია.

ყოველ გაზაფხულზე აქტიურდება ძველი და ახალი მეწყრული კერები, რამდენიმე დღის წინ დაიმეწყრა ღურტის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია-ჩასკდა  სოფელში მოსასვლელი გზა და უკვე საფრთხე ემუქრება თვით სკოლის შენობასაც… ერთი სიტყვით სრულ იდილიაში ვცხოვრობთ… სამწუხაროდ, ეს „იდილია“ დაგვირღვია ე.წ. შუახევიჰესის პროექტმა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სოფლის ძირში 39 მეტრი სიმაღლის კაშხალი უნდა აიგოს და ამ სიმაღლის წყალი მიადგება 45-50 გრადუსი დახრილობის ისედაც დამეწყრილ
ფერდობებს, რომლებზეც ასევე დამეწყრილი სოფელია გაშენებული. ამას გარდა, საცხოვრებელი სახლებისა და სოფლის წყაროების ქვეშ, სოფლის მთელ პერიმეტრზე გაივლის 9 კმ სიგრძის გვირაბი, რომელიც აფეთქების მეთოდით უნდა გაიყვანონ და გასაგებია, რომ არამარტო სახლებს, არამედ წყლებსაც უნდა გამოვეთხოვოთ.

სამაგიეროდ წყლის შემცველობა მოიმატებს ჰაერში და გაზრდილი ტენიანობა (ისედაც ჩაკეტილ სივრცეში), კიდევ უფრო დაატენიანებს დამეწყრილ ფერდობებს, ხოლო ცივ სეზონზე ნისლის, ჭირხლისა და ლიპყინულის სახით ავნებს მოსავალსაც და ხეხილსაც. აღარაფერს ვამბობთ ჯანმრთელობის მოსალოდნელ გაუარესებაზე.

ბატონებო!
ჩვენ შეგუებულნი ვიყავით ბუნებრივ საფრთხეებს, მაგრამ ახლა ამ პროექტის გარემოზე, განსაკუთრებით ჩვენს საცხოვრისებზე გარედან ხელოვნური ზემოქმედებით გაზრდილმა საშიშროებამ დაუცველობის განცდა გაგვიჩინა და შიში დაგვეუფლა. შექმნილ მდგომარეობაზე ჩვენი წუხილი არავის ესმის და ჩვენი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც ცდილობს ყველა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და მაქსიმალურად უგულვებელყოს მოსახლეობის პრობლემები. ეს კომპანია ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ სრულყოფილი კვლევები ჩაატარა, რადგან მის მიერ მოწვეულმა ინგლისურმა კომპანიამ მხოლოდ კაშხლის მიმდებარე მდინარის სანაპირო შეისწავლა კაშხლის მდგრადობის განსაზღვრის მიზნით, ხოლომიმდებარე ფერდობებისა და სოფლის ტერიტორიის მეწყრული კერების შეფასება
ჩატარდა დიდ ბრიტანეთში „აეროფოტო დეშიფრირებით“ 2005 წელს.

სოფლის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევა კი არ ჩაუტარებიათ. კომპანია ცრუობს გვირაბთან დაკავშირებითაც და ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესწავლილია. სინამდვილეში მათ „კვლევებში“ გარკვევით წერია, რომ გვირაბის პერიმეტრი შესწავლილი არ არისო. ამავეს ადასტურებს ორი ექსპერტი, რომლებმაც ეს „კვლევები“ შეისწავლეს: „გვირაბების გაყოლებაზე კვლევები არ ჩატარებულა, მათი განლაგების ზონებში გეოლოგიური სტრუქტურების, ტექნიკური ნაპრალების და ლითოლოგიური აგებულების შესახებ ინფორმაცია ემყარება არსებული გეოლოგიური ლიტერატურის მონაცემებს“-ო. გაურკვეველია, რომელ „არსებულ მონაცემებს“ გულისხმობენ მაშინ, როდესაც საერთოდ უგულვებელყოფილია ერთადერთი, რეალურად არსებული აჭარის გეოლოგიური სამსახურის ბოლო 34 წლიანი დასკვნები და რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, ასეთი მაშტაბის პროექტები, არამარტო ჩვენს სოფელს, მთლიანად ზემო აჭარას დაანგრევს.

ზემოთნახსენები იგივე ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ სასურველი იყო გვირაბების ღერძის გასწვრივ გაკეთებულიყო 2-3 ჭაბურღილი სიღრმეში ისეთი პარამეტრების დასადგენად, რაც მხოლოდ ჭაბურღილითაა შესაძლებელი. კომპანია ცრუობს, როდესაც თვალში ნაცარს გვაყრის, თითქოს აფეთქებებს „ვერც კი ვიგრძნობთ“ და ჩვენს სახლებს და საუკუნოვან სასაფლაოს, რომლებიც გვირაბის
თავზე ვერტიკალურად 80 მეტრზე მდებარეობს, არაფერი ემუქრება.

ამ დროს კი ექსპერტები წერენ, რომ: „შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გვირაბის  პირველი 100 მეტრი მოხვდება „ძლიერ ცუდი“ ქანების ზონაში, ხოლო რამდენიმე ასეული მეტრი „ცუდ“ გრუნტებში გაივლის,“ რომ „გვირაბის პარალელურად და
სუბპარალელურად შეინიშნება რღვევის (მეწყრული) ზონები,“ რომ „გვირაბის განთავსების ტერიტორიის ზოგ ადგილას, მეოთხეული ნალექების მნიშვნელოვანი სიმძლავრის გამო, ქანების ძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს კლდის გახეთქვა და დასკდომა“ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძნელი არ უნდა იყოს იმის განსაზღვრა, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს წყალსატევისა და გვირაბის თავზე
განლაგებულ სოფელს, მის სასმელსა და სარწყავ წყლებს…

რას გვთავაზობს კომპანია ე.წ. შემარბილებელი ღონისძიებების სახით?ერთადერთ  რამეს- დაკვირვებას (მონიტორინგს) ორ ადგილას დამონტაჟებული მოწყობილობით და თუ რამე შეგვემთხვა, შემდეგ შესწავლა-რეაგირებას. ერთი სიტყვით, ექსპერიმენტის ობიექტად აქციეს ამხელა სოფელი…

შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს და მეტ ტრაგიზმს სძენს ის ფაქტი, რომ ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანიის ადვოკატებად გვევლინებიან და ხალხის მოსმენა არ უნდათ. უფრო მეტიც: 8 მარტს, შეხვედრის საბაბით მოყვანილ (თვითონ მოიყვანეს) 50-მდე კაცსა და ქალს 200-მდე პოლიციელი დაგვახვედრეს და დაგვარბიეს. მოყვანილი და გამზადებული ჰყავდათ სპეცდანიშნულების რაზმიც. ან შეხვედრაზე მიწვევა რას ნიშნავდა, ან რატომ დაგვარბიეს, ან სპეცრაზმი რისთვის სჭირდებოდათ?

ყოველივე ამის შემდეგ არ უნდა ამოგვეღო ხმა, არ გამოგვეხატა პროტესტი? გავაპროტესტეთ კიდეც, მაგრამ ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხმაშეწყობილად გაიძახიან პროცესი მართულიაო. ბატონებო, სირცხვილია! მარიონეტები ნუ გგონივართ, ჩვენ მთის ხალხი ვართ. ერთადერთი ძალა, რომელიც გვმართავს უფალია. ამას ემატება ჩვენი ოჯახების
ინტრესები და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე, ეს არის და ეს. ვიღაცების ბიზნესინტერესებს ვერ შევეწირებით და არ შევეწირებით. იძულებული ვართ თვითონ დავიცვათ საკუთარი ოჯახები ყველა შესაძლო საშუალებით.

ჩვენ არ შევეხებით კომპანიის ტერიტორიას (შესყიდულს), მაგრამ სოფლის ტერიტორიაზე არც ტექნიკას და არც მუშახელს არ გავატარებთ. ერთ სანტიმეტრ მიწასაც კი ვეღარ შეისყიდის კომპანია ჩვენგან. რადგან აზრი დაკარგა ყოველგვარმა მოლაპარაკებამ და კომპანიისა და
ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობა ვაჭრობას დაემსგავსა, ღიად ვაცხადებთ:

ბატონებო, ჩვენ არ ვვაჭრობთ საკუთარი ოჯახებით, ამავე დროს ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საფრთხე ავაცილოთ ცოცხალ და მიცვალებულ ოჯახის წევრებს. ჩვენ არ ვიყიდებით! რადგან ხელისუფლება არ გვისმენს,ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებს და შემდგომ არჩევნებზე ისეთ ხელისუფლებას ავირჩევთ, რომელიც ჩვენს ოჯახებს დაიცავს და გაუფრთხილდება. მოგმართავთ მსოფლიო ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის
ბანკისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მესვეურებს:

ბატონებო, ვიცით თქვენთან რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები. ჩვენ, ძველ
ევროპელებს, გვინდა ისტორიულ ოჯახში დაბრუნება და თავისუფალი, დაცული
სამყაროს ფასეულობებითა და ღირებულებებით ვისარგებლოთ.

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივამ” გაავრცელა

აქცია “ოცნების ქალაქში”

 

ისინი შიშობენ, რომ ბარაკებიდან გასახელბა ემუქრებათ. ამის საფრთხე მას შემდეგ შეამჩნიეს რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საბავშვო ბაღისა და სამედიცინო პუნქტის გახსნაზე უარი მიიღეს იმ მოტივით რომ ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის და ინვესტიციისთვის არის განკუთვნილი.

 

მოსახლეობა აცხადებს რომ ბარაკებს არ დატოვებენ მანამ, სანამ სახელმწიფო ობიექტურად არ შეისწავლის მათ სოციალურ მდგომარეობას და არ გაუწევს შესაბამის დახმარებას.

 

„ეს ტერიტორია თურმე საივესტიციოდ ყოფილა გამზადებული. მოსახლეობა არ ეწინააღმდეგება ინვესტიციებს ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, როცა იქნება ობიექტური დასკვნა ვინაა სოციალურად დაუცველი და ვის ჭირდება დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი ოჯახი აქედან გამსვლელი არ არის. ვითხოვთ რომ ინვესტორებმა და სახელმწიფომ გაითვალისწინოს მოთხოვნა“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და სოციალურად დაუცველთა მხარდამჭერმა თამაზ ბაკურიძემ.

 

ფოტორეპორტაჟი ბათუმის საპყრობილიდან

ციხის ეზო

საპყრობილეს ეზოში რეაბილიტაციამდელი ფოტოები გამოფინეს

ღილაკი საკნებში, რომლითაც პატიმრები ადმინისტრაციას უკავშირდებიან

სამედიცინო პუნქტი

მესამე საბყრობილეში მხოლოდ მართლმადიდებლური სამლოცველო ოთახია. სოზარ სუბარმა ბათუმელებთან განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა აღმსარებლობის პატიმრებსაც გამოუყოფენ სალოცავ ოთახს.

საკანებში ცალკე სივრცე გამოიყო საპირფარეშოებისთვის სადაც შესაძლებელია შხაპის მიღებაც.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, ერთ პატიმარზე გათვლილია 4 კვ.მ ფართი. საპყრობილეში მოთავსდებიან როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული პირები. გათვლილია ორი საკანი ქალებისთვის.

№3 დაწესებულებაში ასევე მოეწყო ხანგრძლივი პაემნების ოთახები;

საპყრობილის დერეფნებსა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. სათვალთვალო კამერები აკონტროლებენ ასევე მაღალი რისკის მქონე პატიმრების საკნებსა და კარცერებს

რეაბილიტირებული საპყრობილე დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ გახსნეს.

ქედაში საარჩევნო ოლქის კომისია სხდომას მართავს

 

 

 

სხდომა ქედაში 1 საათზე დაიწყო და ამ დროისათვის კომისიამ კენჭისყრით  საუბნო კომისიის წევრები 16 უბანზე გამოავლინა.

 

ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე აცხადებს, რომ თვითმართველობის არჩევნებში კომისიის წევრების პოსტზე მხარდაჭერას მხოლოდ ის კონკურსანტები ვერ მიიღებენ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში შეცდომები დაუშვეს.

 

 

`ქედაში 31 საარჩევნიო უბანია, კომისიამ დღეს 31 უბანზე 186 წევრი უნდა შეარჩიოს, სულ 462 განაცხადია შემოტანილი.

 

კომისიამ იმსჯელა ამ კანდიდატებზე, კომისიის წევრებზე (კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, რეგისტრატორი), რომლებმაც გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში შეცდომები დაუშვეს და გაფრთხილება მიიღეს. ერთხმად გადავწყვიტეთ მხარი არ დავუჭიროთ მათ. რაც შეეხება სერთიფიცირებულ კადრებს, ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები და ყველა მათგანს მხარს ვუჭერთ“ – აცხადებს ალი ნაკაშიძე.

 

რაც შეეხება კომისიის დანარჩენ წევრებს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, მათი ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

დღეს ქობულეთის მუზეუმში უცნობი ხელნაწერები გამოიფინება

 

 

ხელნაწერები  საგამოფენოდ ჟურნალისტმა ზურა ბაუჟაძემ  შეარჩია. ჟურნალისტის თქმით ხელნაწერთა უმრავლესობა ათეული წლების განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისათვის,  რამდენიმე მათგანი კი მხოლოდ მკვლევართა ვიწრო წრისათვის იყო ხელმისაწვდომი.

 

„საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია, რომ საუკუნეეების განმავლობაში აჭარაში განვითარებული ისტორიული პროცესების გამო, წერილობითი ძეგლების თითქმის არ შემორჩენილა. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გამოფენაზე წარმოდგენილ ხელნაწერთა ნიმუშებს შორისაა მე-15 საუკუნის თეთროსნის (ხუცუბნის) მინიატურებიც, რომლებიც შუასაუკუნეების ქართული მინიატურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად არის აღიარებული,“ – ამბობს ზურა ბაუჟაძე.  

 

გამოფენა „უცნობი ხელნაწერები“  მოიცავს ქართული დამწერლობის ევოლუციის ყველა ეტაპს.  მასზე წარმოდგენილია ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით და დედაბრული ხელით ნაწერი ტექსტების ნიმუშები. აღსანიშნავია „ჩურუქსის დავთარიც“ (ქობულეთის), რომელიც ოსმალური დამწერლობის ნიმუშია, ამჟამად ინახება თურქეთის პრემიერის არქივში და 1803-1806 წელსაა შექმნილი. „ჩურუქსის დავთარი“  ქართველი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი ძეგლია, თუმცა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია აჭარის რეგიონის ისტორიის შესწავლისათვის, რადგანაც წარმოადგენს იმდოროინდელი ქობულეთის მხარის მოსახლეობის და ეკონომიკური მდგომარეობის დაწვრილებით და უზუსტეს აღწერილობას.

 

ხელნაწერთა ნიმუშები რომლებიც დღეს გამოფენაზე იქნება  წარმოდგენილი, ქობულეთის მუზეუმს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გადასცა.  

 

გამოფენა №3 დაწესებულებაში

  

  

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე დაწესებულების ეზოში გამოეფინება ძველის ციხის  ამსახველი ფოტოები, რომელიც სარემონტო სამუშაოების დაწყებამდეა  საკნებში გადაღებული.   

 

 ბათუმის N3 დაწესებულება 2013 წლის მარტში დაიხურა,  მსჯავრდებულები კი სხვადასხვა დაწესებულებაში მოათავსეს. დაწესებულების მთავარი პრობლემა გადატვირთულობასთან ერთად, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო. დაწესებულებაში არ არსებობდა გათბობის სისტემა, მწყობრიდან იყო გამოსული წყალ-კანალიზაციისა და ვენტილაციის  ქსელი,  არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი პაემნებისათვის.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ გარემონტდა საკნები, სადაც დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც  დაწესებულებაში აქამდე არ არსებობდა, მოეწყო პირადი ნივთებისთვის განკუთვნილი კარადები, საკანში სივრცე გამოიყო საპირფარეშოებისთვის, სადაც შესაძლებელია შხაპის მიღებაც, მანამდე საპირფარეშო, ფაქტობრივად არ იყო კედლებით შემოსაზღვრული.  3 ოთახი დაეთმო სამედიცინო პუნქტს, რომელიც ციხის დახურვამდე ერთ ოთახში იყო განთავსებული.

 

ოთახებში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის და  სანიტარული განყოფილებები, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტი, რომელიც მანამდე ციხეში არ არსებობდა. გაიმართა სამრეცხაო შესაბამისი ტექნიკითა და საუთოო განყოფილებით. ციხის დახურვამდე მსჯავრდებულებს ჰიგიენური ნორმების დაცვა და სარეცხის გარეცხვა საკნებში უხდებოდათ.

 

 გარემონტდა და მოეწყო ამანათების მიმღები, სატელეფონო საუბრების, ხანმოკლე პაემნებისა და ადვოკატთან შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახები; გაიმართა და კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა ხანგრძლივი პაემნისთვის, რომლის განხორციელება აქამდე შეუძლებელი იყო დაწესებულებაში; განახლდა სამლოცველო და ბიბლიოთეკა; კარები აღიჭურვა სპეციალური ორმაგი ელექტრონული  საკეტით და ხმოვანი გამოძახების სისტემით.   

 

 აიგო შემზღუდავი ღობეები და კოშკურები, განახლდა აკრძალული საკვალე ზოლის შიდა ღობე და გარე კედელი, კედელს კი დაემატა დამცავი ზოლები; ასფალტი დაიგო დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელში, კეთილმოეწყო შიდა ეზო. განახლდა და ნაწილობრივ გადაიხურა სასეირნო ეზო, სადაც დამონტაჟდა სკამი და სავარჯიშო ძელი.

 

 გარემონტდა საკონტროლო საგუშაგო. დაწესებულების ეზოში არსებულ შენობაში 8  საკანი გამოიყო სამეურნეო ნაწილში დასაქმებული პატიმრებისთვის; გაიმართა საკანალიზაციო სისტემა.

დაწესებულებაში ამოქმედდება საზოგადოებრივი მისაღებიც, რომელიც მოემსახურება პატიმრების ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს.

 

დაწესებულება გათვლილია 230-მდე პატიმარზე.  

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

 

 

პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ბეზარაშვილი და ექიმი ალერგოლოგი ნანა ფენჩიძე. 

აქცია ჩატარდება საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეგიდით. 

მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქუჩა N2ა

აჭარაში სირბილის შეჯიბრებაში 8 ჩემპიონი გამოვლინდა

პრიზიორი სპორტსმენები მძლეოსნობაში და აჭარის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები
პრიზიორი სპორტსმენები მძლეოსნობაში და აჭარის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები

 

 

 

 

შეჯიბრება აჭარის მძლეოსნობის ფედერაციამ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩაატარა.

 

 

პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულებს თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს.

 

 

როგორც მძლეოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი კახა ხომერიკი ამბობს 24 გამარჯვებულიდან მწვრთნელები ნაკრები გუნდის ჩამოსაყალიბებლად 10 სპორტსმენს შეარჩევს, რომლებიც მაისში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

 

 

გუშინ სპორტსმენები 100 და 400 მეტრის გარბენაში შეეჯიბრნენ ერთამანეთს.



200 მეტრზე სირბილში გამარჯვებულები:

გოგონებში:

მარი გამგონეიშვილი (შედეგი 31 წამი და 70 მეასედი)

მარი მეჯიდოვი (33.00)

აგატა ჩიბურდანიძე (33.72)

 

ვაჟებში:

დათო თითმერია (27.34)

თორნიკე კურტანიძე (27.36)

ნიკა ხოზრევანიძე (28.50)

 

800 მეტრზე სირბილში გამარჯვებულები:

 

გოგონებში:

ანა მიქაძე (2.50.17)

მარი გიორხელიძე (3.21.00)

მეგი ქათამაძე (3.42.00)

 

ვაჟებში:

მალხაზ აბაშიძე (2.39.72)

ზაზა ვარშანიძე (2.40.00)

ბაჩანა აბაშიძე (2.41.10)

 

 

 

ხვალიდან ბათუმის N3 დაწესებულება ამოქმედდება

 

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებულ და გარემონტებულ დაწესებულებაში, რომელიც 230-მდე პატიმარზეა გათვლილი, კეთილმოეწყო საკნები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა, კარები აღიჭურვა სპეციალური, ორმაგი ელექტრონული საკეტებით და ხმოვანი გამოძახების სისტემით, რომელიც დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ქმნის.

 

შეიქმნა შესაბამისი სივრცე სამედიცინო სერვისის განსახორციელებლად, პირველადი ჯანდაცვისა და სანიტარულ განყოფილებასთან ერთად მოეწყო სტომატოლოგიური კაბინეტი; გაიმართა ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაწესებულებაში არ მოქმედებდა, ისევე როგორც სამრეცხაო. ამჟამად დაწესებულებაში შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა სამრეცხაო ოთახი, განახლდა კვების ბლოკი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად აიგო შემზღუდავი ღობეები, კოშკურები, დამონტაჟდა დამცავი ბადეები, გაიმართა სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები.

 

დაწესებულებაში ამოქმედდება საზოგადოებრივი მისაღები, რომელიც პატიმართა ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს მოემსახურება.

 

 

მერიამ შშმ პირებისთვის საკურორტო-რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო

 

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ჯანმრთელობის განყოფილების უფროსის მარინა რუხაძის განცხადებით პროგრამაში ჩართულები იქნებიან 18-25 წლის 55 პირი, 40 ცერებრალური დამბლით დაავადებული და 15 სხვა სახის დიანგონოზის მქონე პირი.

 

 

„პროგრმა ითვალისწინებს ურეკისა და ბორჯომის კურორტებზე 15 დღის განამვლობაში შშმ პირების ტრანსპორტირებას, სამკურნალო მასაჟს, თერაპიას. ორი კვირას შშმ პირები დასასვენებელ სახლში და ადაპტირებულ გარემოში გაატარებენ, უზრუნველყოფილი იქნებიან დღეში სამჯერადი კვებით“.

 

 

პროგრამაში მონაწილეებს შეუძლიათ ერთი თანმხლები პირის წაყვანაც, რომლის მგზავრობობის, კვების, ღამის თევის ხარჯებს პროგრამა ანაზღაურებს.

 

 

59 900 ლარიან პროგრამას „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია“ ბათუმის მერია ახორციელებს.

 

 

პირველი ნაკადი 20 ივნის გაემგზავრება. როგორც მარინა რუხაძე განმარტავს შშმ პირთა საკურორტო რეაბილიტაცია გასულ წელსაც მოქმედებდა და მომავალშიც იქნება. წელს კი შშმ პირებს საკურორტო რეაბილიტაციის გავლა სექტემბრამდე შეეძლებათ.

 

 

პროგრამით სარგებლობის მსურველებმა განცხადებით ბათუმის მერიას  უნდა მიმართოს.

 

ხუთი წელი სახურავის ძიებაში

 

„ხუთი წელია სახურავის დახურვას ვითხოვ. წინა ხელისუფლებასაც მივმართე და ახალსაც,  არჩილ ხაბაძის სახელზეც მქონდა განცხადება გაგზავნილი, მაგრამ დახმარება არ გამიწიეს. მთავრობაში მეუბნებიან, გამგებელმა შეადგინოს აქტი და შემდეგ დაგეხმარებითო, გამგებელი ამბობს, დასახმარებელ პირთა სია უკვე შევსებულია და თქვენ ვერ ჩაგვსვამთ, ფული არ არისო“- გვეუბნება რესპონდენტი.

ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ  ოჯახი თორმეტსულიანი და სახლის გადახურვის შესაძლებლობა არ აქვთ:

„ოჯახში მარტო მე ვმუშაობ. შემოსავალი ცოტა გვაქვს. მეუღლის დასაქმებასაც ვითხოვდი, მეოთხე კატეგორიის მძღოლია, თუმცა სამსახური ვერ იშოვა. სახლი დასხმულია, რადგან გადახურული არ იყო, ბეტონი ჩამოწვა და საშიში მდგომარეობაა. სახლში სამი ბავშვი ცხოვრობს, მეშინია არ ჩამოინგრეს“.

ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული” [პროგრამა]

6 მაისი, 19:00 საათზე – ჯგუფუ «ბანის» კონცერტი

9 მაისი, 19:00 საათზე – ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის ლევან შენგელიას და მუსიკოსი ირაკლი შარაძის შემოქმედებითი საღამო.

მონაწილეობენ: ლევან შენგელია, ირაკლი შარაძე, ანი ლომაძე, ვაჟა ტუღუში, ირაკლი ჯანაშია, გიორგი მოისწრაფიშვილი, მალხაზ ირემაძე, ჯგუფი სითი ბენდი, ფოლკ ბენდი და ბალეტი.

12 მაისი, 19:00 საათზე – მუსიკალური საღამო “ქართული ცეკვა – ცამდე აყვანილი ხელოვნება”

მონაწილეობენ: ქალაქ ბათუმის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბათუმი”;

ბათუმის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის მოსწავლეები;

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი “ნოტა”; ანსამბლი ”ბერმუხა”; ირაკლი კახიძე, აჩიკო გოგიტიძე, ლელა სიხარულიძე, ირაკლი შარაძე, აჩიკო ბერიძე, მარიამ გუდავა.

17 მაისი, 19:00 საათზე – მუსიკალურ საღამოს “სიყვარულს გიხსნით ბათუმო”.

მონაწილეობენ: აჩიკო გოგიტიძე, ნიკა ბერიძე, აჩიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, მუსიკოსი ირაკლი შარაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის მოსწავლეები.

კაპელის კონცერტმაისტერი – თამარ თოფურიძე

კაპელის კონსულტანტი – ქეთევან მანელიშვილი

საბალეტო სკოლის პედაგოგი – ეკატერინე ღლონტი

დირიჟორი – მამუკა ალაფიშვილი

 

18 მაისი, 19:00 საათზე – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” – ქართული ლეგენდა.

 

ლიტველი ბლოგერები ბათუმში

 

ტურის ფარგლებში გაკეთდება აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო სტატიები,  სპეციალურ ბლოგებზე პოპულარიზაციას გაუწევენ ბათუმის ტურისტულ მიმართულებას ლიტვაში.

 

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წელს პირველად ახორციელებს სარეკლამო კამპანიას ლიტვაში. ახალი მიზნობრივი ბაზრით დაინტერესებას ხელი შეუწყო ქუთაისის აეროპორტში იაფფასიანი რეგულარული ფრენების შემოღებამ. 

 

 

წელს დეპარტამენტი ასევე მონაწილეობას ღებულობდა ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტულ გამოფენებში, სადაც მუდმივად ჩანდა დიდი ინტერესი აჭარა-ბათუმის მიმართ. სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად 2014 წლის სეზონისათვის ლიტველი ტურისტების რიცხვი   რეგიონში საგრძნობლად გაიზრდება. 

ტურიზმის დეპარტამენტის შეთავაზება ბიზნეს სექტორს

 

27 აპრილიდან 7 მაისამდე ტრენინგები ჩაუტარდებათ სოფლად არსებული სასტუმრო-სახლების მეპატრონეებს ხუთივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით.  გადამზადება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც გაეცნობიან სასტუმრო-სახლებისათვის არსებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს. გადამზადების კურსებს  55  უკვე დასაქმებული ადამიანი გაივლის.

 

ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე  დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრებისათვის რამდენიმე მიმართულებით ატარებს. ამ ეტაპზე გადამზადდა კვების ობიექტების მიმტანები, სასტუმროთა საშუალო რგოლის მენეჯერები, სოფლად არსებული სასტუმრო სახლების მეპატრონეები. უახლოეს დღეებში იგეგმება სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის გადამზადება ჰაუზქიფინგის მიმართულებით, რაც 2014 წლის გადამზადების კურსების სიახლეს წარმოადგენს.

 

2014 წლის მანძილზე დეპარტამენტი 250-მდე სერვისის სფეროში დასაქმებული კადრის  გადამზადებას გეგმავს.

 

აქცია შშმ პირების უფლებების მხარდასაჭერად

 

 

 

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ღონისძიება არის დასკვნითი ეტაპი პროექტისა „საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი”.

 

განხორციელებული პროექტის შესახებ ორგანიზაცია ანგარიშს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგენს, სადაც გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.   

რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

ალეკო სარიშვილი

„დედაჩემი ლომაძე იყო და მისი ოჯახიც მახინჯაურში ცხოვრობდა. მამა და ბაბუა, ჩვენზე ცოტათი ადრე, სხვა ბრძანებით გაასახლეს. მამის დაკავების შემდეგ, მე და დედა ბებიასთან ვიყავით, თუმცა ლომაძეების გასახლებაც დაიწყეს და ჩვენც მათ გავყევით“, – იხსენებს დედის მონათხრობს ალეკო სარიშვილი. 1944 წლის ოქტომბერში მახინჯაურიდან ორი ეშელონი გავიდა. გადასახლება შეეხოთ დედის არასრულწლოვან ძმებს და სხვა ნათესავებსაც.

„ბაბუაჩემი შეძლებული კაცი იყო. ფინგანად მუშაობდა და ვაჭრობდა კიდეც. იმ დროს ცხენის ყოლაც სიმდიდრედ ითვლებოდა. მიწები იყიდა და თავისი ხელით გააშენა ბაღები. მაგრამ ხომ იცით, კომუნისტებს მდიდარი ადამიანები არ უყვარდათ. ყველას აკულაკებდნენ, ალბათ ჩემი ოჯახიც ამიტომ გაასახლეს“.

ერთთვიან გაუსაძლის მგზავრობის მძიმე დღეებს დედის ნაამბობიდან იხსენებს. „საშინელი იყო, როგორც მიყვებოდნენ. ანტისანიტარია, სიცივე და შიმშილი. მეც გავმხდარვარ ავად, მაგრამ მაინც გადავრჩენილვარ. საბნები ჰქონია წამოღებული და იმაში მფუთავდა დედა. ყველა ვერ უძლებდა, ბევრი ადამიანი გარდაცვლილა, მოხუცები, ბავშვები. როცა ვაგონი ჩერდებოდა, რაღაც წუთებში უნდა მოესწროთ მკვდრების დამარხვა, თუ ვერ მოასწრებდნენ, იქვე, გზაზე ტოვებდნენ. ხალხი ისეთ დღეში ყოფილა, ოღონდ დასრულდეს ეს გზა და თუნდაც ჯოჯოხეთში მიგვიყვანონო, ასე ამბობდნენ თურმე“.

გადასახლებულებისთვის ახალი განსაცდელი ყაზახეთში დაიწყო. „საქონლის თავლებში შეგვასახლეს. მე დედის ნათესავებთან ერთად ვიყავი. მამა და ბაბუა სულ სხვა რაიონში იყვნენ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივაწვდინეთ ხმა. მამა ჩამოვიდა, ბაბუა კი იქ დარჩა და გარდაიცვალა კიდეც. მისი საფლავი არასდროს მინახავს, არ ვიცით სად არის.

დედამ ბევრი რამ გადაიტანა. როგორც ამბობენ, წისქვილის ქვა არ დაბრუნებულა მხოლოდ მის თავზე, არც მამა ჰყავდა გვერდით. ავად გახდა, თუმცა გადაიტანა. პირველ წლებში ძალიან გვიჭირდა ცხოვრება. არც ექიმი, არც პირობები. შემდეგ ბიძებმა მძღოლებად დაიწყეს მუშაობა, დედა და ბებიაც მუშაობდნენ კოლმეურნეობაში და ბოლო წლებში საკვები გაგვიჩნდა. ყაზახეთში და-ძმა შემეძინა, წამოსვლის წინ კი დედას ტყუპებიც გაუჩნდა, თუმცა ერთი მაშინვე გარდაიცვალა. დაბრუნების შემდეგ მალე პატარა ძმაც გარდაიცვალა“.

ალეკო სარიშვილი სკოლის წლებსაც იხსენებს. ამბობს, რომ ქართულად საუბარი უჭირდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეოთხე კლასში ჩატოვეს. „მშობლები ცდილობდნენ ენა არ დამვიწყებოდა, თუმცა მაინც მიჭირდა საუბარი. სკოლა სახლიდან ორი კილომეტრით შორს იყო, არც სწავლის დონე იყო მაღალი“.

მახინჯაურში ალეკო სარიშვილის დედა და მისი ოჯახი უფრო ადრე დაბრუნდა, მამა კი ერთი წლის შემდეგ დააბრუნეს. ოჯახში უცხო ადამიანები დახვდათ და ცხოვრებაც მათთან ერთად გააგრძელეს: „რვასულიანი ოჯახი იყო, გარეთ ხომ არ გავაგდებდით. ერთი წლის შემდეგ ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, ჩვენ მიწა ჩამოგვაჭრეს და იმ ოჯახს მისცეს. გაპარტახებული დაგვხვდა ბაბუას მოვლილი ბაღები და სკებიც, მხოლოდ ორი ოჯახი იყო შემორჩენილი“.

ალეკო სარიშვილი კრიტიკულია სტალინის რეჟიმის მიმართ: „ეს იყო რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ. რაღაც საშინელი მანქანა“, – გვეუბნება ის. – „ადამიანის ღირსებას არ უნდა შეეხო. სტალინს მისტირიან… მე არასოდეს ვიტყვი მასზე კარგს, რადგან ჩემს ოჯახს ბევრი ცუდი გაუკეთა. ამ ბოლოს ისეთ რამეებს წერენ, სულ შეცვალეს მისი ბიოგრაფია. მისმა რეჟიმმა ყველაზე მეტად ქართველები დასაჯა. ნახევარი ქერჩში დაიღუპა, ათასობით კი გადასახლებაში ვიტანჯებოდით. რუსებისთვის გააკეთა კარგი, მაგრამ საქართველოს რა დაუტოვა?“.

Exit mobile version