Batumelebi | პროგრამა „მომავლის თაობა“ საჯარო სკოლებისთვის პროგრამა „მომავლის თაობა“ საჯარო სკოლებისთვის – Batumelebi
RU | GE  

პროგრამა „მომავლის თაობა“ საჯარო სკოლებისთვის

 

ახალი  პროგრამის –  „მომავლის თაობა – პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. პროექტის მიზანი სკოლებში სამოქალაქო  განათლების ამაღლებაა.

პროექტის პრეზენტაცია

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

PH International -ის  პროგრამის  ,,მომავლის თაობა“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  მანანა ყუბანეიშვილის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე პროექტებსა და იდეებსაც დაუფინანსებენ, ერთი საჯარო სკოლა ამ შემთხვევაში 450-500 დოლარის ფარგლებში დაფინანსდება. გამარჯვებულს ჟიური შეარჩევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"