ნეტგაზეთი • RU

ქსენოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები [ვიდეო]

 

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებმა მოამზადეს სიუჟეტი თემაზე: „ქსენოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები“.

 

 

 

სიუჟეტში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები განიხილავენ რა არის ქსენოფობია, რა იწვევს ქსენოფობიას, რამდენად აწუხებს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. სიუჟეტის პრეზენტაცია გაიმართა პრესკაფეში დღეს და ასევე, გაიმართა დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამთა კახაბერიძე "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მოხალისე