საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იტალიაში, ვენეციის კომისიის 101-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
სხვადასხვა განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამიკუს კურიე საკითხზე „გარდაცვლილ პირთა რეპუტაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობაში“ .
კომისია ასევე იმსჯელებს უკრაინის ლუსტრაციის შესახებ კანონის დასკვნის პროექტზე.
ვენეციის კომისა სესიას 13 დეკემბერს დაასრულებს.