Batumelebi | უბნის ინსპექტორებმა ბათუმში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს უბნის ინსპექტორებმა ბათუმში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს – Batumelebi
RU | GE  

უბნის ინსპექტორებმა ბათუმში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს

 

დღეს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში, შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებლებმა ბათუმის მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

 

 

 

უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.


ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი.



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"