მებო ბათუმში

 

 

წიგნის მაღაზიის წინ მიკროფონი და აპარატურაა, იქვეა მებოც, აპარატურას თავად ასწორებს, დროდადრო მსმენელს ესაუბრება. თინეიჯერები ერთმანეთს ემოციებს უზიარებენ: „მასთან ერთად ფოტო გადავიღე”, „ავტოგრაფი მომცა”.
მებო ამბობს, რომ ყველგან მებოა, იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერი ადამიანური მნიშვნელოვანია: „თითოეული ადამიანი და მათთან ჩემი ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში, ამიტომაც ძალიან ვუფრთხილდები ყველას ჩემ გარშემო, ყველასთან ერთნაირი ვარ, ჩვეულებრივი მებო, ოღონდ ბებიაჩემისთვის დღემდე მერაბი.”

 

მებო ბათუმში
მებო ბათუმში

დაკვრა დაიწყო თუ არა, გარშემო ხალხი მომრავლდა, ყველა ასაკის მსმენელი, მსმენელებს მებო სიმღერის დაწყებამდე ამ სიმღერის ისტორიას უყვება, ამბები ცოტა სევდიანია, თავადაც თავის მუსიკას სევდიანს უწოდებს, იმიტომ, რომ მუსიკაში გრძნობებს გამოხატავს: „მუსიკაში ემოციას აქვს დიდი მნიშვნელობა, სევდიანი ემოციები უფრო ხშირად მაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ვარ, უბრალოდ ამ სამყაროში უფრო ბევრი ამბავია ისეთი, რომელიც სევდიან ატმოსფეროს მიქმნის, მაგალითად, დღეს პლაჟზე ვიწექი, გვერდით მშენებლობაზე მუშები შევნიშნე, დავსევდიანდი, რადგან, ისეთ სიცხეში ადამიანებს ასეთი მძიმე შრომის გაწევა უწევთ.” – ამბობს მებო.

 

მებო ქართველმა მსმენელმა პროექტ “X-ფაქტორიდან” გაიცნო, პროექტიდან მოულოდნელმა წასვლამ მებოს მსმენელს გული დასწყვიტა. პროექტი ფინალის წინ დატოვა, წასვლის მიზეზად კი რეპერტუარი დაასახელა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი, როგორც კი წამოვედი, მაშინვე დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ რეჟიმს. ნამდვილად ღირდა ამ პროექტში ჩემი მისვლა, ბევრი რამე მომცა, ბევრმა გაიცნო ჩემი მუსიკა, მიზანიც სწორედ ეს იყო.
კონკურსებში აღარ ვაპირებ მონაწილეობას, “X-ფაქტორამდე” იყო “ჯეოსტარი”, მაგრამ “ჯეოსტარზე” მერაბ ნუცუბიძე გამოდიოდა მე კი მებო ვარ.”

 


17 წლის ასაკში დაიწყო მუსიკასთან ურთიერთობა, ვოკალის პედაგოგი არასოდეს ჰყოლია, ეს ცოტათი ახარებს, ასე მოახერხა ის, რომ მებოდ დარჩა: „თბილისში ასეთი ტენდენციაა, კონრეტული ადამიანი როგორც მღერის, იმის მიხედვით ხვდები, რომელ მასწავლებელთან დადიოდა, მუსიკის მასწავლებლები თავიანთ სტილში ასწავლიან მუსიკას ბავშვებს, რაც ცუდია, რადგან კლავს ინდივიდუალიზმს. 17-ის რომ გავხდი, ჩემით დავიწყე სიმღერა, შესაბამისად ვერავინ ვერ მოახდინა ჩემზე გავლენა.”

 

მუსიკა რომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, ეს 22 წლისამ გადაწყვიტა: „იყო პერიოდები, როცა სირთულეების გამო ვფიქრობდი მუსიკაზე უარის თქმას, რთულია, როცა ისე გადის რამდენიმე თვე, რომ ვერსად უკრავ, ჩანაწერს ვერ აკეთებ. მიფიქრია, ჯობდა რამე სხვა გამეკეთებინა, თუმცა ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ მუსიკა იყო ჩემი საქმე, თავს ვიტყუებდი, როცა სხვა რაღაცის გაკეთებას ვცდილობდი, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებში მაქვს ბაკალავრის ხარისხი, არასოდეს გამოვიყენებ ამ პროფესიას, ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი, ახლაც ვსწავლობ მაგისტრატურაში ფრანგულ ლიტერატურას, ოღონდ ეს მაინტერესებს” – გვიყვება მებო.

 


პროექტიდან წასვლის შემდეგ მებო თავის ჯგუფს „The BearFox”-ს დაუბრუნდა, მალევე მიწვევა პოლონეთის ფესტივალიდან მიიღეს, რომლის შემდეგაც უამრავი შემოთავაზება გაჩნდა, სოლოკარიერის მიტოვება არ ადარდებს, ამბობს, რომ ასე უფრო მასშტაბური კარიერა შეუძლია ჰქონდეს: პოლონეთში ფესტივალს „განსხვავებული მუსიკის” ფესტივალი ერქვა, მეინსტრიმ-ბენდები არა, თუმცა ისეთები გამოდიოდნენ, “იუთუბზე” 60-მილიონიანი ნახვა რომ აქვთ. საქართველოში მიჩვეული ვართ, როცა ვინმე ცნობილი უცხოელი ჩამოდის, იმას გადაყვებიან, სხვებს კი ივიწყებენ, იქ კი ვერანაირი განსხვავება ვერ ვიგრძენით, ყველა ისეთივე პირობებში ვიყავით, როგორც ძალიან ცნობილი ჯგუფები” – ამბობს მებო.

 

მებო ჯგუფთან ერთად უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს: „პოლონეთში ყოფნისას, პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად – მუსიკოსის რანგში. საქართველოში ვერ ვგრძნობ ასე თავს. მაგალითისთვის, მუსიკოსმა კონცერტამდე ხმა უნდა შეამოწმოს, პოლონეთში ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კარგად დაგვეკრა, სამი საათი მოგვცეს კონცერტამდე. საქართველოში ყველა გაჩქარებს, „მალე, მალე, მალე”, ასე მოგმართავენ, მუსიკოსს არ გიყურებენ როგორც ადამიანს, რომელიც რაღაცას ქმნის, უფრო გიყურებენ, როგორც ადამიანს, რომელმაც უნდა გაართო კონრეტულ საღამოს ვიღაც.”

 

„The BearFox”-ი მებომ და ირაკლი ბეთხომ შექმნეს, ეს იყო ორი მუსიკოსის ექსპერიმენტალური პროექტი, დღეს ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება. როგორც მებო ამბობს, ჯგუფის წევრები მუსიკისადმი ერთნაირმა დამოკიდებულებამ გააერთიანა: „დასაწყისში ვიყავით ორნი, დათვი და მელა, შესაბამისად დავარქვით ჯგუფს ეს სახელი. ახლა ვართ ხუთნი: ოპოსუმი, არწივი და ზარმაცა. ჯგუფის წევრები გაგვაერთიანა იმან, რომ გვაქვს ერთი დამოკიდებულება და ერთი პრინციპი მუსიკასთან მიმართებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ ვიზღუდავთ თავს რაღაც ჩარჩოებით და წესებით. ხუთი სიმღერა გვიდევს ინტერნეტში, ხუთივე სხვადასხვა ჟღერადობისაა და სხვადასხვა ხასიათის, კონკრეტულ მომენტში როგორი განწყობაც გვაქვს, როგორი ინსტრუმენტებიც გვესმის თავში, იმას ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინდიექსპერიმენტალური პროექტი.”

 

მებოს ოცნება „The BearFox”-სთან ერთად გლასტომბერის ფესტივალზე დაკვრაა, მანამდე კი, შვიდ სექტემბერს, პირველი სოლოკონცერტი ექნებათ თბილისში: „როცა ვიქმნებოდით, ვთქვით, რომ ბოლოს გლასტომბერის ფესტივალზე უნდა დავუკრათ, ვიცი, ეს ასეც იქნება, ნელ-ნელა მივდივართ აქეთკენ.”

 

უკრაინელი მხატვრების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 თანამედროვე ხელოვნების სივრცის ერთ ნაწილში ვიტალი კოხანის ინსტალაცია “ორპირი” იყო განთავსებული. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  ჰამლეტ ზინკოვსკის “დღიური 2013”, რომან მინინის “ჯილდო სიჩუმისათვის” და  ჯგუფ შილოს ფოტოგამოფენა  “ევრომაიდანი.

“ეს გამოფენა პირდაპირ ეხმაურება იმ მოვლენებს რაც ხდება უკრაინაში. მათ შორის უკრაინის ურთიერთობას დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. შესაბამისად ხარკოვი რომელიც არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე იმყოფება ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილას, რომელიც რეალურად შეიძლება ითქვას რომ ორპირ ქარზე იმყოფება,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის კურატორმა ანა რიაბოშენკომ.

გამოფენა “ორპირი/Протяг” ბათუმში 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

”ტაოს სიძველენი” – ართვინის ვილაიეთიდან

 

 


ფოლკლორულ დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომლები თურქეთის ართვინის ვილაიეთის სოფლებში იმყოფებოდნენ.


ინსტიტუტის დირექტორის როინ მალაყმაძის ინფორმაციით ართვინის ვილაიეთის იუსუფელის რაიონის სოფლებს მეცნიერები შვიდი დღის განმავლობაში იკვლევდნენ.


მეცნიერებმა ქვაბაკში, ელიასხევში, იეთში, საგდიყანაში, ხევეკში, ბარხში, ჭილათში, უტავში, პარხალში, ოთხთა ეკლესიაში, სავრიათში, სარიგოლში, გუდასხევში, არჯევანსა და ბინათში მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვეს.
მკვლევარებმა ასევე ჩაიწერეს საინტერესო ეთნოლოგიური და დიალექტოლოგიური ხასიათის ტექსტები, ტოპონიმები, არქაული ლექსიკური ერთეულები. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი კვლევითი საქმიანობას მომავალ წელს იმიერ ტაოში, ოლთისის, ტაოსკარისა და თორთომის რაიონებში განაგრძობს.
ამ ექსპედიციის შესახებ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში ფილმის მომზადებასაც გეგმავენ. 

ანიმაციური ფილმების ფესტივალი მუნიციპალიტეტებში

 

ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

ფესტივალის განმავლობაში საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი. ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის დრამატულ თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრში.

 

ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო საუკეთესო საბავშვო ფილმს გამოავლენს ხულოს, შუახევის, ქედისა და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. 

 

ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილია ვორქშოპებისა და მასტერკლასების სერია.

 

 „თოფუზის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

 

თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსი დეკემბრამდე ჩატარდება

 

ბათუმის საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით ვაკანტურად ითვლება ყველა ის თანამდებობა, რომლებიც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელებს აქვთ დაკავებული.

 

 კონკურსი ძირითადად სპეციალისტებს და სამსახურების უფროსების მოადგილეებს შეეხებათ, რადგან სამსახურის უფროსების დანიშვნა კანონმდებლობით მერის ან გამგებლების ექსკლუზიიური უფლებაა და მათ  ეს უფლება უკვე გამოიყენეს.

 

სულიკო შვენთიძის ინფორმაციით შტებში უკვე აყვანილი თანამდებობის პირებითვის კანონმდებლობა ატესტაციას ითვალისწინებს : „ ამით მათი კვალიფიკაცია შემოქმდება, თუ ვინმე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს თანამდებობიდან გათავისუფლდება და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკუსი გამოცხადდება“ .

აჭარის მუფთი: „მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია“

ჯერ კიდევ  დაზუტებული არ არის  მეჩეთის მშენებლობის ადგილი.

„ამის შესახებ პრემიერთან უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე გვექნება მსჯელობა, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას პრემიერი თავად გაახმოვანებს. “- უთხრა ჯემალ პაქსაძემ ბათუმელებს.

ამავე თემაზე:

„ბათუმის მუზეუმი“ ძველი აბანოს შენობაში

 

 

სამშენებლო კომპანიის შესარჩევად სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 550 000 ლარია გათვალისწინებული.

 

რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს ითვალისწინებს: „გუმბათებისა და მზარდი კედლების შენარჩუნებით  მათში არსებული ლოკალური დაზიანებების პირველადი აღდგენით.“

 

ტენდერით გათვალისწინებული ვადების მიხედვით სააგენტომ კომპანია 10 ოქტომბრამდე უნდა შეარჩიოს.

 

 

 

რატომ გაუქმდა თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი – საქართველოს რკინიგზა კომენტარს არ აკეთებს

 

„ბათუმელებმა“ ამ კითხვებით საქართველოს რკინიგზას მიმართა, თუმცა რკინიგზაში ამ დრომდე არ ასახელებენ მიზეზს, თუ რატომ გაუქმდა თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი. „საქართველოს რკინიგზა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ. 

 

თბილისი-ბათუმის ღამის მატარებლის გაუქმებას საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ვინც ხშირად მგზავრობს  მატარებლით. 30 სექტემბერს აჭარის მთავრობის შენობასთან  თბილისი-ბათუმის ღამის მატარებლის პირველი ოქტომბრიდან გაუქმება შემადგენლობის თანამშრომლებმა და მგზავრებმა გააპროტესტეს.  

ძველი თუ ახალი ინვესტიცია ბათუმში

 

შპს „Adog Georgia“, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს  დაარეგისტრირა. კომპანიას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს.

 

„Adog Georgia“-ს სატუმრო კომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით შეთანხმება აჭარის მთავრობასთან 2011 წელსაც ჰქონდა. მაშინდელი შეთანხმების პირობებით კომპანიას 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა. მშენებლობა დაიწყო, თუმცა ის დღემდე შეჩერებულია.

 

„Adog Georgia“  ბათუმში ამჯერადაც სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ეს არის იგივე პროექტი კუბიკ თაუერი, რომელიც ამ დრომდე შეჩერებული იყო“. სამინისტრომ კომპანიას შეთანხმების ვადა გაუგრძელა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში განახლდება და ორ წელში დასრულდება. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება. ინვესტორი რეგიონში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციიის განხორციელების პირობას იძლევა.

 

„Swiss Belhotel International“-ი კი, რომელმაც კომპანიას მშენებლობა დაუკვეთა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ფუნქციონირებს, მათ შორის: ჩინეთში, ავსტრალიაში, ჰონგ კონგში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში, ტაილანდში. ბრენდი მთელს მსოფლიოში 125 სასტუმროს მფლობელია.

 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან საუბარში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელმა ბათუმში ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე დაინტერესება გამოხატა.

 

კომპანია უახლოეს პერიოდში რეგიონის ბაზრის შესწავლას დაიწყებს, რის შემდეგადაც კონკრეტული წინადადებით უკვე რეგიონის მთავრობასთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

 

„Paramount Hotels & Resorts“-ი შუა აღმოსავლეთში ტურისტების ყველაზე მსხვილი გადამყვანია. წელიწადში მათ მიერ გადაყვანილი ტურისტების რაოდენობა 4 მილიონს აღწევს. კომპანიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათთვის საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, ტურისტული პოტენციალითა და ბუნებით ძალიან საინტერესოა. მათი თქმით, საქართველოთი დაინტერესება სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა.

მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

ბათუმის მეჩეთში შეკრებილ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა  მიულოცა.

“დღევანდელი დღე არის ქვეყნისთვის ბედნიერების და სიკეთის მომტანი და ასეთი დღე უნდა იყოს ყოველი დღე ჩვენს ქვეყანაში,” – თქვა არჩილ ხაბაძემ.

კითხვაზე, როდის აშენდება მეჩეთი ბათუმში, არჩილ ხაბაძემ უპასუხა:

„20 ოქტომბრამდე გვექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.  ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რაზეც  წავიმუშავებთ შეხვედრამდე და ვფიქრობ 20 ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება მიმართულება საით უნდა წავიდეთ.

ის რა მოთხოვნაც არის მუსლიმების, ჩენი მთავრობა ყველა მოთხოვნას ყველა ყველა რჩევას ითვალისწინებს და ერთად ვმსჯელობთ. ყველა მუსლიმის უფლება დაცული იქნება ამ ქვეყანაში,” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ

არჩილ ხაბაძე, გიორგი ერმაკოვი და ადამ შანთაძე 4.10.2014

ბათუმში მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ 4.10.2014

ყურბან-ბაირამის დღესასწაული, ბათუმის მეჩეთი 4.10.2014

ხალიჩების ნაკლებობის გამო მუსლიმები სალოცავ ხალიჩად ქურთუკებს იყენებენ 4.10.2014

ყურბან-ბაირამი, ბათუმის მეჩეთი 4.10.2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“დრიმლენდ ოაზისი” – ინვესტიცია ევროპიდან

 

 

 

რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ აჭარაში 105-მილიონიანი ავსტრიული ინვესტიციის შემოსვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მთავრობის ინფორმაციით, “ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში”. პროექტის ფინანსური მენეჯერის თამარ სურგულაძის ინფორმაციით კი, 105 მილიონზე ვერ დავკონკრეტდებით: “რადგან ეს უკვე მოთხოვნაზე და გაყიდვაზეა დამოკიდებული”.

 

ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, “პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სასტუმრო “ოაზისის” ძველი შენობა მოდერნიზებულია, დაიწყო აპარტოტელების მშენებლობა. შემდეგი ეტაპის დასაწყებად კი მნიშვნელოვანია მოთხოვნა. როგორი იქნება მოთხოვნა, ეს მომავალში გამოჩნდება.” 
ინვესტორი სასტუმრო “ოაზისის” მოდერნიზაციასა და თანამდეროვე აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში 21 ახალი საცხოვრებელი სახლი, 330 სასტუმროს ნომერი და 680 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია (აპარტოტელი) გათვალისწინებული.

პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

“ნამდვილად საამაყოა, რომ ამ თანამედროვე, ძალიან პერსპექტიული, აპარტოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა სწორედ საქართველოს კურორტი შეარჩიეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სერიოზული პროექტების განხორციელებისთვის”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ახალი აპარტოტელის მშენებლობა ჩაქვში უკვე დაწყებულია. მშენებლობას ავსტრიაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგის” დაკვეთით მისივე შვილობილი კომპანია `საქტურ კურორტი” ახორციელებს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, “საქტურ კურორტი” 2007 წელსაა დაფუძნებული. ეს კომპანია საქართველოში სწორედ “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგს” დაუფუძნებია თავის პარტნიორებთან ერთად. დღეის მდგომარეობით კომპანიის 58,4%-იან წილს კვლავაც “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” ფლობს. კომპანიის 33,3%-ს კი ფლობს ასევე ავსტრიული კომპანია `ალბერეტა”, რომელიც ვენაშია რეგისტრირებული, ხოლო 8,3%-ს მფლობელი საქართველოს მოქალაქე ნათია ბუკიაა.

2010 წლის დოკუმენტების მიხედვით კი “საქტურ კურორტს” “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგთან” ერთად შპს “მგ კომპანია” ფლობდა. 2013 წლიდან მგ კომპანი გადის ბიზნესიდან, მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე კომპანიის წილები ასე ნაწილდება:

“ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” კომპანიის 58,4%-ის მფლობელად რჩება, 33,3%-ის მფლობელი ავსტრიული კომპანია “ალბერეტა” ფიქსირდება, ამ კომპანიამ “მგ კომპანიისგან” 33,3%-იანი 1000 ევროდ, ხოლო კომპანიის 8,4%-იანი წილი ნათია ბუკიამ “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი”-სგან 5 000 ევროდ შეისყიდა.

რეესტრის მონაცემებით, “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” საქართველოში პირველად 2007 წელს გამოჩნდა. სწორედ მაშინ დააფუძნა მან საქართველოში დეველოპერული კომპანია `საქტურ კურორტი”. 

კომპანიის 2013 წლით დათარიღებული წესდების მიხედვით, კომპანიის “საქტურ კურორტის” კაპიტალი 21 800 000 დოლარს შეადგენდა.
ამჯერად ავსტრიული საინვესტიციო კომპანია `ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი~ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის `”დრიმლენდ ოაზისის” განხორციელებას გეგმავს. პროექტის ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოგების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა, სწორედ ამიტომ საინვესტიციო კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელოს.
პროექტი “დრიმლენდ ოაზისი”, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც “საოცნებო მიწა” ევროპული სტანდარტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი 80 000 კვ.მ-ზე 21 შენობას მოიცავს, რომელშიც 320 სასტუმროს ნომერი და 680 აპარტამენტი განთავსდება. პროექტი 5 წლის მანძილზე, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ის 2019 წლის ბოლოს დასრულდება. `დრიმლენდ ოაზისი” “საქტურ კურორტის” არქიტექტორებმა ბულგარელ კოლეგებთან ერთად დააპროექტეს.

პროექტის სამშენებლო გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი უნდა შევიდეს, მშენებლობაზე 300-მდე მოხელე დასაქმდება და კომპლექსის სტაფს 240 მუდმივი წევრი დაემატება.

პროექტი სამი ღია და დახურული საცურაო აუზის, სპა და სარეაბილიტაციო ცენტრის, ღია და დახურული ფიტნესცენტრების, ბავშვების გასართობი ცენტრების, სკვერების, ევროპული და ქართული რესტორნების, ბუნგალოების, სავაჭრო ცენტრის, დახურული მულტიფუნქციური გასართობი ცენტრის, ფეხბურთისა და საჩოგბურთო მოედნების, ხელოვნური ტბის მოწყობას და ასევე ღამის კლუბის განთავსებას ითვალისწინებს.

პროექტის გაყიდვების მენეჯერის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიას პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინების 10%-ი გაყიდული აქვს.

 

თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკა

 

“გამომდინარე იქედან, რომ ფაქტობრივად მუნიციპალიტეტი ინფორმაციას მოკლებულია, მოწყვეტილი ვიყავით გარე სამყაროს. დარჩენ საზოგადოებასთან, დანარჩენ სამყაროსთან კავშირისთვის მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ განყოფილების ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა ეფექტური იქნება და დიდ შედეგს მოიტანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შედეგზე უნდა ვიყოთ  ორიენტირებული”, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე.

 

მისივე განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურები წინასაარჩევნოდ შტაბებში მომუშავე პირებისთვის, ანუ “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის შექმნეს:

“მე რომ ვინმეს დასაქმება მდომებოდა, მათ სხვადასხვა სამსახურში ვერ გადავანაწილებდი, თუ ამას ვინმე დანაშაულად ჩამითვლიდა? – გარწმუნებთ, ეს გაყოფილება ნამდვილად მისი საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა”.

ხელვაჩაურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ოთხი თანამდებობა ჯერ ისევ ვაკანტურია. ამ განყოფილებაში კადრების შერჩევა გამგებელს ერთპიროვნულად, კონკურსის გარეშე შეუძლია. გამგეობის იურისტის დავით კოპინაძის განმარტებით, ამას თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსი, კონკრეტულად კი გამგებლის დისკრეციული უფლება ითვალისწინებს.

 

ხელვაჩაურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში იმუშავებენ განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში, მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში და მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

“მოგეხსენებათ, გამგეობას რწმუნებულები აღარ ჰყავს სოფლებში. ახლა მე, როგორც გამგებელს, მხოლოდ 37 წარმომადგენელი მყავს, როცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ოთხმოცზე მეტი რწმუნებული მუშაობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დარგში კოორდინაციას გაუწევს იმას, რომ მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია ყველა სოფელში და პირიქით – სოფლებიდან გამგეობაში”, – განმარტავს ნადიმ ვარშანიძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მხოლოდ სამი შტატი გაითვალისწინეს. გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება შუახევის გამგეობაში ახალი არ არის, რადგან ეს განყოფილება მის გამგებლად არჩევამდე იყო დამტკიცებული. შუახევის გამგებელი მიიჩნევს, რომ “ამ შინაარსისა და დატვირთვის განყოფილება აუცილებელია”. ამიტომ ის შექმნილიც რომ არ ყოფილიყო, თავად გააკეთებდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არ შეუქმნია და მის შექმნას არც მომავალში გეგმავს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.
“ჩვენთან ამ საკითხებზე ორი სპეციალისტი მუშაობს, კარგად ართმევენ თავს მოვალეობას, ამიტომ დამატებით განყოფილების შექმნას არ ვგემავ”, _ უთხრა სულხან ევგენიძემ “ბათუმელებს”.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ხელფასი 800 ლარი იქნება, სპეციალიტი კი ანაზღაურების სახით 600 ლარს მიიღებს.

 

როგორ დავიცვათ ღვიძლი

 

 

ქალბატონო ეკა, რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი?


ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა, მასში წუთში 10-20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რომელიც მთლიანი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აკონტროლებენ. ღვიძლის ფუნქციები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ღვიძლი ცილების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების ანუ ლიპიდებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლაში (მეტაბოლური ფუნქცია), იგი ნაღვლის წარმოქმნასა და მონელების პროცესში (სეკრეტორული ფუნქცია) მონაწილეობს.მას გააჩნია გამომყოფი,ჰომეოსტაზური ფუნქციები. ასევე აკისრია “დეპოს” ფუნქცია, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ორგანიზმის დეტოქსიკაცია გახლავთ, ანუ ღვიძლი არის ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრი.


რა სიმპტომებით შეიცნობა ღვიძლის პათოლოგიები?


ღვიძლის დაზიანების მრავალი მიზეზი არსებობს.თუმცა მათ შორის უფრო ხშირად გვხდება ღვიძლის ვირუსული დაავადებები,ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიური (წამლისმიერი და სხვა) დაზიანება, ღვიძლის პათოლოგია გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, აუტოიმუნური დაავადებები,ღვიძლის ონკოლოგიური დაავადებები და სხვა მრავალი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში სიმპტომატიკაც სხვადასხვაა, თუმცა რამდენიმე ზოგადი სიმპტომი შეგვიძლია გამოვყოთ.


ღვიძლის პათოლოგიებისას პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დისპეფსიური ჩივილები – სიმძიმის შეგრძნებამარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში განსაკუთრებით ჭამის შემდეგ,მწარე გემო პირში,მადის გაუარესება, ყურყური მუცელში, ამოქარვება, ანუ ის ჩივილები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ასთენო-ვეგეტატიური სინდრომი-ადვილად დაღლა,შრომისუნარიანობის დაქვეითება,ემოციური ლაბილობა.შესაძლოა გამოხატული იყოს თვალის სკლერების ფერის შეცვლა – მათ მოყვითალო შეფერილობა აქვთ, ასევე შარდის გამუქება, ქავილი, უცნაური გამონაყარი კანზე ან სისხლძარღვების გაფართოება ტანზე(ტელეანგიექტაზიები), ჰორმონალური ცვლის მოშლა, მაგალითად გინეკომასტია (მამაკაცის მკერდის ზომების ზრდა ქალური ტიპით), ასევე თმის ცვენა და ფრჩხილების ფერის/ფორმის შეცვლა,ართრალგიები-სახსრების ტკივილი,ლიმფადენოპატიები და სხვა მრავალი რომელიც დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე და დაავადების სიმძიმეზე.


რა ვნებს ღვიძლს?


იმის გამო, რომ ღვიძლს დეტოქსიკაციის ფუნქცია აკისრია, ტოქსიური ნივთიერებები რომლებიც ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში, საკვებით იქნება ეს, ალკოჰოლით თუ სხვადასხვა მედიკამენტით და სხვა – სისხლის მეშვობით ხვდება ღვიძლში სადაც მიმდინარეობს ტოქსიური ნივთიერებების უვნებელყოფა.გარდა ამისა, ღვიძლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორი ჭარბი რაოდენობის ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და ცხარე საკვებია, ასევე ნახშირწყლოვანი საკვები – ტორტები, ნამცხვრები. ასეთი საკვების გადამუშავებისთვის დიდი რაოდენობის ნაღველია საჭირო, რომელიც ღვიძლში გამოიყოფა და შემდეგ ნაღვლის ბუშტში ხვდება, იქ კი იქამდე ინახება, სანამ ადამინი საკვებს არ მიიღებს. ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებისას, ღვიძლს მეტი ნაღველის გამოსამუშავებლად ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი მიზეზი.ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, სტეატოზი – ყველა ეს ტერმინი ერთსა და იმავე პათოლოგიურ მდგომარეობას აღნიშნავს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარდეს.ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი-ალკოჰოლია. შემდეგ მოდის შაქრიანი დიაბეთი, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია.


ღვიძლის გაცხიმოვნება მეტაბოლური სინდრომის (მეტაბოლური,ჰორმონალური და კლინიკური დარღვევების კომპლექსი,რომელსაც საფუძვლად უდევს ინსულინორეზისტენტობა და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია) ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი ხშირად ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ემართებათ და რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი იმათაც, ვინც ხშირად იცავს წონის დასაკლებ დიეტებს ან/და ძალიან მოკლე დროში დიდ წონას კარგავს (მაგალითად თვეში ათი კგ). ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ძირითადი ეტაპები ხდება ღვიძლში, რის შედეგადაც ორგანიზმი ივსება ენერგიით. ალკოჰოლი და სხვა მავნე ნივთიერებები აზიანებენ ღვიძლის უჯრედების გარსს და არღვევენ იმ ფერმენტების ფუნქციას, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ჟანგვასა და ტრანსპორტში მონაწილეობენ. ეს იწვევს მათი ნორმალური ცვლის დარღვევას და უჯრედებში ცხიმის ჩალაგებას,რომელიც შემდგომში წარმოქმნის დაჟანგვის სხვა მაღალაქტიურ შენაერთებს,რომლებიც უფრო ღრმად აზიანებენ ღვიძლის უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის ანთება ანუ სტეატოჰეპატიტი.


რა არის სასარგებლო ღვიძლისთვის?


უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი და სწორი კვების რეჟიმი, ნატურალური და ნაკლებად ცხიმიანი საკვები. საერთოდ, ჯანმრთელი ადამიანისთვის ყველაფერი სასარგებლოა ზომიერი რაოდენობით, ანუ საკვები ცხიმიანიც შეიძლება და შებოლილიც, თუმცა არის გარკვეული საკვები პროდუქტი, რომლებიც უკეთესად მოქმედებენ ღვიძლზე და ნაკლებად ტვირთავენ მას. ასეთია: ნაკლებ ცხიმიანი ხორცი და თევზი, ბოსტნეული – კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, ხილი, ასევე რძის ნაწარმი: ხაჭო, იოგურტი, კეფირი,აირანი.წიწიბურა,გერკულესი ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ცილებს, ფოსფოლიპიდებს, ლეციტინს, რომლებიც ღვიძლის უჯრედების შენებაში მონაწილეობენ და ხელს უწყობენ დეტოქსიკაციის პროცესებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტს მხოლოდ ზოგადი ჩივილები აქვს (უმრავლესობას ცხიმოვანი ღვიძლის ნიშნები შემთხვევით მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევის დროს უვლინდება), მნიშვნელოვანია რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს.

გიორგი პაპუაშვილი მიდორი მაცუშიმას შეხვდა

 


იაპონიის მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მოხარულია, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით.

 

საუბრისას მიდორი მაცუშიმამ აღნიშნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, რასაც თვად კონსტიტუცია ითვალისწინებდა.


მინისტრი განსაკუთრებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმ პერიოდში კონსტიტუციით გათვალისწინებული ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი
საარჩევნო და სხვა უფლებებით.



შეხვედრის ბოლოს, მიდორი მაცუშიმამ საქართველოში ვიზიტის სურვილიც გამოთქვა.

„იგივე იგივე“ – თანამედროვე არტი ბათუმში

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლონდონის ხელოვნების სცენის წარმომადგენლების, ჯესი დარლინგისა და ტაკეში შიომიცუს კოლაბორაცია. გამოფენა კვლევითი ხასიათისაა, რომლის თემაა საგანგაშო მდგომარეობა, თავდაცვითი სტრუქტურები და მათი გამოყენების მრავალფუნქციურობა.

 

„იგივე იგივე“ ორ პლატფორმიანი გამოფენაა. ერთი ინსტალაცია ბათუმში, საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი, მეორე კი ღია ცის ქვეშ, ანაკლიის სანაპირო ზოლში.  

 

 

 

 

ინსტალაცია

 

 

სტუდენტები თვითმმართველობას აკრიტიკებენ

 

დისკუსია პრესკაფეში

სალომე ფუტკარაძე, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, დისკუსიის მოდერატორი: როცა ამ დისკუსიას ვგეგმავდით, გადავწყვიტე გამომეთხოვა უნივერსიტეტიდან საჯარო ინფორმაცია და გამეგო, კონკრეტულად რაში იხარჯება სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი. უნივერსიტეტიდან მიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2013 წლის 13 სექტემბრიდან 2014 წლის 18 სექტემბრამდე ბათუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობამ მიიღო 49776,76 ლარი.

 

დოკუმენტში წერია, რომ კურსდამთავრებულების საზეიმო გაცილებისთვის (მუსიკალური ბენდი, როკჯგუფის მოწვევა, სცენის გაფორმება, ფრანი და ფეიერვერკი) 5364 ლარი დაიხარჯა, ავსტრიაში საქართველოში ლიდერი ახალგაზრდების აღმოჩენის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით ვენაში სამი სტუდენტის გამგზავრებისთვის – 5192,41 ლარი (ხელზე ასაღებად თითოს 717 ევრო).

 

თვითმმართველობის ბიუჯეტი ასევე დაიხარჯა ქობულეთში მშენებარე ეკლესიის საძირკვლის ჩასხმაში დასახმარებლად წასული სტუდენტების მგზავრობისთვის, სარფის დედათა მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასახმარებლად და დიდაჭარაში (ხულოში) ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით 32 სტუდენტის ექსკურსიისთვის. ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია დისკუსიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიღე. მანამდე კი უნივერსიტეტში ეკონომიკური სამსახურის უფროსი „მითანხმებდა” ბიუჯეტის დეტალებს, რა ინფორმაცია უნდა მიმეღო და რატომ… ჩვენი მომხსენებლები არიან დიანა ბაუჟაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და ზურაბ მესხიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე.

 

დისკუსია პრესკაფეში

დიანა ბაუჟაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი: სტუდენტური თვითმმართველობა ვართ ყველა ერთად, სტუდენტები და არა ცალკეული პიროვნებები და თავმჯდომარეები. ეს არის უნივერსიტეტის მართვის რგოლებში ერთ-ერთი მთავარი ორგანო, ისეთი, როგორიცაა აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. თვითმმართველობას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში და გაატაროს სტუდენტთა ინტერესები. მისი ფუნქციაა აგრეთვე სტუდენტთა უფლებების დაცვა და პრობლემების მათთან ერთად გადაჭრა. სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნდა გააცნოს სტუდენტებს თავიანთი მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჰგონიათ რომ თვითმმართველობამ მხოლოდ გასართობ ღონისძიებებს და ექსკურსიებს უნდა გაუკეთოს ორგანიზება. თვითმმართველობას ევალება ასევე განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. გარდა საგანმანათლებლო პროცესებისა, თვითმმართველობამ უნდა დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიის იდეაც, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიზღუდებიან როგორც სტუდენტები, ისე ლექტორები.

 

მინდა მოკლედ შევეხო თვითმმართველობების ისტორიულ გამოცდილებას. თვითმმართველობა არაფერს არ აკეთებდა, მხოლოდ პარტიული ინტერესების გატარებით იყო დაკავებული. ფაქტობრივად სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში იყო “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა. სტუდენტურ თვითმმართველობაში ჰქონდათ ორი ინტერესი: პირველი იყო კარიერული წინსვლა, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ მომავალში საჯარო სტრუქტურაში დასაქმდებოდნენ, მეორე ინტერესი კი იყო დროის ტარება, გართობა.

 

ზურაბ მესხიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე: ასეთი ტიპის დისკუსიები საჭიროა, რომ დავინახოთ ჩვენი სისტემის უარყოფითი მხარე. არაჩვეულებრივად ისაუბრა დიანამ, თუ რა ხარვეზები ჰქონდა და აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას. მინდა დავასახელო ფაქტორები, რაც სტუდენტის აქტიურობას უშლის ხელს. პირველი პრობლემა ისევ და ისევ სტუდენტებში და მათ ჩართულობაშია. ჩვენი სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 5000-ზე მეტია, მათგან მხოლოდ 100-150 სტუდენტი შეიძლება იყოს დაინტერესებული სტუდენტური თვითმმართველობით. სტუდენტურ თვითმმართველობას ჰყავს 95 წევრი, რაც, წესით, საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. სტუდენტების პრობლემა არის მათი პასიურობა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩავრთოთ ისინი აქტივობაში. მართალია ისიც, რომ სტუდენტებმა არ იციან, რას აკეთებს სტუდენტური თვითმმართველობა.

 

ჩვენი დანაშაულია, რომ სტუდენტამდე არ მიგვაქვს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ მათ და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მათთვის, როგორ უნდა დავიცვათ მათი უფლებები, ავუხსნათ რისი უფლება აქვთ და რისი არა. სტუდენტებს არ წაუკითხავთ ხელშეკრულება, რაზეც პირველ დღეს აწერენ ხელს, ამის გამო ახლა ადმინისტრაცია აკეთებს იმას, რაც უნდა და ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით, იმიტომ, რომ ხელი გვაქვს მოწერილი. პრობლემა არის ისიც, რომ სტუდენტებმა, რომლებიც არჩეულნი იქნენ სტუდენტური თვითმმართველობის და ფაკულტეტის საბჭოს წევრებად, უნდა დაიცვან სხვა სტუდენტების ინტერესები და ახლა რომ ჰკითხოთ, რა განიხილეთ ბოლოს საბჭოზეო, მათი პასუხი იქნება _ “როდის ჩატარდა კრება”? რეალურად სტუდენტურ თვითმმართველობას აბსოლუტური ძალაუფლებით ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ნებისმიერ დროს მას შეუძლია საერთო კრების გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს. თუ რაიმე დააშავა თავმჯდომარემ, უნდა შეიქმნას სარევიზიო კომისია, რომელსაც ქმნის ისევ თავმჯდომარე. გამოდის ის, რომ ორი წლით არჩეულ თავმჯდომარეს თუ კი რამე შეეშლება, ისევ ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ. ძალიან ბევრი ხარვეზია დებულებაში და დროა მუშაობა, პირველად დებულების შეცვლაზე დავიწყოთ. მექანიზმი უნდა შევქმნათ ისეთი, რომ ერთმანეთის კონტროლი შეგვეძლოს.

 

გოჩა სურგულაძე, სტუდენტი: ბიუჯეტს კარგად გავეცანი და შეცდომები აქ არ არის, მთავარია რა კეთდება. ზურა თვითმმართველობის თავმჯდომარედ არ მიმაჩნია, რადგან რეალური ძალაუფლება სხვას აქვს და თვითმმართველობა აქციეს ელიტად. ასევე, ბიუჯეტში სამი ადამიანის დაფინანსებაზეა საუბარი, ესენი არიან: თვითმმართველობის მოადგილე უჩა აბრამიშვილი, მინურ პაქსაძე და ბაჩო ზარანდია (საუბარია ავსტრიაში, ვენაში სამი სტუდენტის გამგზავრებაზე). ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ სამ სტუდენტს, რომლებსაც უკრაინაში სამეცნიერო თემები უნდა წარედგინათ, უნივერსიტეტმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. თვითმმართველობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, რადგან მათ ანგარიში არ წარუდგენიათ. მე, როგორც წევრს, აქამდე ანგარიში არ მომისმენია.

 

ბესო გოგოტიშვილი, სტუდენტი: ადამიანებმა მოიპოვეს დაფინანსება და უნდა წასულიყვნენ გაეროში. 5000 ლარი არ არის მათი სრული დაფინანსება, ნაწილი მერიამ და მთავრობამ დააფინანსა. როცა ლაპარაკია სამ ადამიანზე, ესენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები არიან – პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეორე ვიცე-პრეზიდენტი და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (სტუდენტები, რომლებიც ავსტრიაში გაემგზავრნენ).

 

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი: იმას არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად წავიდა და რისთვის დაფინანსდა, მთავარია ვიცოდეთ რა შედეგი მოგვცა ამან. პრიორიტეტით რომ განვსაზღვროთ, რა უფრო მეტ შედეგს მისცემდა უნივერსიტეტს.
დიანა ბაუჟაძე: მე ვერ ვხედავ ცუდს ვენაში წასვლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ეს ყველასთვის გამჭირვალე უნდა იყოს. მაგალითად, რატომ წავიდა უჩა და რატომ ვერ წავიდა სხვა სტუდენტი, აქ კითხვები არ უნდა გაჩნდეს.
ბექა შარაძე, სტუდენტი: თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ სტუდენტები არ არიან ინფორმირებული, თვითმმართველობა ვალდებული არ არის მივიდეს თითოეულ სტუდენტთან, სტუდენტმა თავად უნდა გამოიჩინოს ინტერესი. შარშან მე თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემს მეგობართან ერთად პირველივე დღეს რაგბის ჯგუფი გავაკეთე 15 კაცისგან და დღეს ეს ჯგუფი პირველ ლიგაში გამოდის.

 

არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: როდესაც მე თვითმმართველობის წევრი ვიყავი, შევთავაზე ყველას მოგვეწვია ტრენერი, რომელიც გვასწავლიდა პროექტების წერას, ეს ჩემი აზრით აუცილებელია, იცი რას მეკითხებოდნენ? “ფული თუ იქნება?” “თვითმმართველობაში რა გინდა, ფულს გაძლევენ?” შემდეგ ვინც მხარში დამიდგა, წავახალისეთ რაღაც სახით და ამაზე ყველა უკმაყოფილი დარჩა, ყველა გაიძახოდა, რომ მხოლოდ თვითმმართველობის წევრებისთვის კეთდებოდა რაღაც, ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ვინც მხარში დაგვიდგება, სწორედ მას წავახალისებთ.

 

ბესო გოგოტიშვილი, სტუდენტი: როდესაც მე-4 კურსელები ამთავრებენ სწავლას, სტუდენტურ თვითმმართველობას აკლდება წევრები. ამ შემთხვევაში მათი შევსება უნდა მოხდეს შუალედური არჩევნებით. თავმჯდომარის მოვალეობას მაშინ ლელა ფაღავა ასრულებდა, პირველი სემესტრის სამი კვირის განმავლობაში მას უნდა გამოეცხადებინა პირველკურსელთა მიღება, რაც არ გამოცხადდა. იყო ბევრი დარღვევა, რის გამოც მოხდა კრების მოწვევა და გადაწყვეტილების შედეგად გადადგა ეს ადამიანი, ამიტომ არის აუცილებელი თვითმმართველობის დებულების ცოდნა. მაშინ, როდესაც ფაკულტეტის საბჭო უნდა შედგებოდეს სტუდენტთა ¼ -სგან 7 თვის განმავლობაში ეს ¼ აკლდა. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდებოდა ფაკულტეტებზე რიგი საკითხების გადაწყვეტა. შედეგად მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი გადადგა და დაინიშნა მინურ პაქსაძე.

 

გიორგი ბოლქვაძე, დისკუსიის მონაწილე: ის ვინც სტუდენტური თვითმმართველობის უმრავლესობაში არ არის, არ მიდის და არ იღებს მონაწილეობას მის საქმიანობაში. ყველა, ვისაც თავისი გუნდი ჰყავს და ვინც ერთად მუშაობს, ახლა აქ იმყოფება. ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ, როცა ერთი გუნდი მეორეს შეუერთდა და ერთად იმუშავეს, რატომ არ მუშაობთ ერთად? უბრალოდ ეს კითხვა მაქვს.

 

არჩილ ართმელაძე: გაზაფხულზე მე და რამდენიმე სტუდენტმა გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის ეზოში ურნები და სკამები შეგვეღება, გარდა ამისა, ბოტანიკურმა ბაღმა გამოგვიყო ნარგავები და ეზოში დავრგეთ. ყველა სტუდენტი, რომელიც იმ დროს გვხედავდა, იცინოდა და გვეკითხებოდა: რატომ ღებავთ? ვინ დაგიფასებთ? ფულს ხომ არ გაძლევენ? მათ შორის იყვნენ ლექტორებიც და სტუდენტებზე რა უნდა ვთქვა.

 

დიანა ბაუჟაძე: ეს შეხვედრა მხოლოდ შეხვედრად რომ არ დარჩეს, საჭიროა დიალოგი, მაგრამ პირადად მე ვერ ვითანამშრომლებ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ოდესღაც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებდნენ უნივერსიტეტში. იქნება ყოველთვის იმის საშიშროება, რომ ეს ადამიანები მოახდენენ თავიანთი ძალაუფლების ავტორიზაციას და შემდეგში გამოიყენებენ თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ამიტომ უნდა ვისაუბროთ ღიად ამ თემებზე. ის, რომ ჩვენ აქ თავისუფლად ვსაუბრობთ, ესეც მიღწევაა, ადრე ამაზე არავინ საუბრობდა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რისთვისაც საჭიროა კეთილი ნება. მე მოგიწოდებთ შევიკრიბოთ და ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დებულებაზე, რესტრუქტურიზაციაზე, რომ მოხდეს თვითმმართველობის ძალაუფლების გადანაწილება და შემდეგ ვნახოთ, რა შედეგი იქნება.

 

ზურა მესხიძე: აქ შეკრებილი ადამიანები დაინტერესებულნი რომ არ იყვნენ, არ მოვიდოდნენ. დიდი მადლობა ამისთვის. მინდა მოგახსენოთ ყველას, რომ მზად ვართ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის, მიმითითეთ რა არის შეცდომა და ერთობლივად ვიმუშავოთ ამ შეცდომის გამოსწორებაზე. ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ განისაზღვრება სიტყვებით და ეს ყველაფერი უნდა დამტკიცდეს საქმით. მე მოვისმინე მინუსები და შემიძლია დაგპირდეთ, რომ რა პრობლემაც დაისმება, ერთ კვირაში წარგიდგენთ თითოეულ დეტალს, თუ როგორ შევძლებთ მის გადაწყვეტას. შემდეგ კვირაში ახალი პრობლემები დავსვათ, რათა უფრო წინ წავიდეს სტუდენტური ცხოვრება.

 

 

 

 

 

მთავრობა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის

 

დღესვე  ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გეგელიძეებში, კოკოტაურსა და ცხმორისში მიწის მასისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობდა.

 

„სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშოები დოლოგნიდან დავიწყეთ. ქედაში სტიქიის შედეგად მოყენებული ზარალი 100 000 ლარის ფარგლებშია. ჩვენ ასევე დავითვალეთ დოლოგანში 5 ოჯახისათვის მიყენებული ზიანი. აქ სტიქიამ ადგილობრივებს კარტოფილისა და სიმინდის ნარგავები გაუნადგურა, დაზარალებული ოჯახები თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ“,–აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ.

 

“ორპირი” – უკრაინელი არტისტების გამოფენა ბათუმში

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვიტალი კოხანის ინსტალაციის  “ორპირი”, ჰამლეტ ზინკოვსკის  “დღიური 2013”, რომან მინინის ნამუშევრები სახელწოდებით “ჯილდო სიჩუმისათვის”.  ჯგუფი შილო  წარმოადგენს ფოტოგამოფენას “ევრომაიდანი”.

 

“უკრაინა, ევროპასა და რუსეთის ორპირს შორის აღმოჩნდა. ხარკოვი გზის გასაყარზე მყოფი ქალაქია, აქაური ხელოვანები შეეჩვივნენ სასაზღვრო სიტუაციას. 

 

ჰაერის  პატარა  ძვრებზეც კი რეაგირებს  ვიტალი კოხანის  ინსტალიაცია „ორპირი“, რომელიც განთავსებულია „ჯგუფი შილო“ დოკუმენტურ ფოტო სერიის „მეიდანი“ გვერდით.  რომან მინინის „ჯილდო სიჩუმისათვის“  და ჰამლეტ ზინკოვსკის „დღიური 2013“ რეაგირებს და ასახავს დღევანდელ ტურბულენტურ სიტუაციას ხარკოვსა და მთელ უკრაინაში,” – ნათქვამია  ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

 

პროექტის ფარგლებში  6 ოქტომბერს 18:00 საათზე გამოფენის კურატორი იაროსლავა ბონდარჩუკი წაიკითხავს ლექციას „დაიჭირე დრო”. 

 

 

როდის აღდგება გარე განათება 6 მაისის პარკში

 

პარკი „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის“  დაქვემდებარებაშია. როგორც ცენტრის დირექტორი ნატალია ზოიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს ელექტროსისტემის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

„ზაფხულზე მოქალაქეებისთვის რომ დისკომფორტი არ შეგვექმნა ფრთხილად განვაახლეთ დაახლოებით ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე გამოცვლილია. ამ გამოცვლას  მოჰყვა ის რომ პერიოდულად პარკში არის მონაკვეთები, რომელიც ჩაბნელებულია. 

 

მეორე ეტაპია ბოძებზე არსებული სანათების გამოცვლა, იმიტომ რომ მოძველებულია ესენიც. სარემონტო სამუშაოებს ნელ-ნელა მივყვებით,“ – ამბობს ნატალია ზოიძე.  

 

მისი თქმით 6 მაისის პარკში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია  წლის ბოლომდე დასრულდება.

 

ასე გამოიყურება 6 მაისის პარკი საღამოობით

 

6 მაისის პარკი დღისით

შემოდგომის ლეგენდა – კონკურსი სტუდენტებისთვის

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს მწერალმა დათო ტურაშვილმა გააცნო. ტურაშვილის თქმით ეს კონკურსი არის კარგი შანსი ლიტერატურის მოყვარული  ახალგაზრდებისთვის.

 

„შემოდგომის ლეგენდა“ ლიტერატურული კონკურსია და ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრები მიიღება, ხოლო მათგან შერჩეული 10 საუკეთესო კანდიდატი მეორე ტურში გადავა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი პროზაული ნაშრომი 12 ოქტომბრამდე ელექტრონული ფოსტით  უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: shemodgomis-legenda@tsu.ge

 

უნივერსიტეტის ჟიური საკონკურსო მასალების განხილვის შემდეგ 10 საუკეთესო კანდიდატს ამოარჩევს. რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

 

ლიტერატურული ნამუშევრის შესაქმნელად კონკურსანტებს ორი დღე ექნებათ. კონკურსის მონაწილეებს კახეთში, ილიას მთაზე მდებარე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს.

 

„შემოდგომის ლეგენდა“  წელს მეექვსედ ჩატარდება.  

 

დათო ტურაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის” სატენდერო განცხადება

 

 

1.  ქედის მუნიციპალიტეტის, ცხმორისის თემის, სოფ. ცხმორისში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ/სანიაღვრე არხების მოწყობა;

2. ქედის მუნიციპალიტეტის, მერისი თემის, სოფ. მერისში ტექნიკური წყლის ბასეინის და გამანაწილებლის მოწყობა სკოლისა და ინტერნატისათვის;

3. ქედის მუნიციპალიტეტის, დანდალოს თემის, სოფ. ხარაულაში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ/სანიაღვრე არხების მოწყობა

4. ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს თემის, სოფ. კვაშტაში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ/სანიაღვრე არხების მოწყობა თანამონაწილეობითი პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო მასალების შესყიდვის მიზნით.

 

 

გრაფიკი


ტენდერის განცხადების გაკეთება: 03.10.2014

კანდიდატის განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.10.2014

სატენდერო მასალის შესწავლა: 15.10.2014

კონტრაქტის გაფორმება გამარჯვებულთან: 20.10.2014

მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში

 

 

სატენდერო პაკეტის მიღება შესაძლებელია ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის” ოფისში 2014 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. სრული სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 14 ოქტომბრის 17:00 შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა 64 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. 


შავი ზღვის ეკო აკადემია
შავი ზღვის ეკო აკადემია

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის” სატენდერო განცხადება ს

 

1.  ქედის მუნიციპალიტეტის, ცხმორისის თემის, სოფ. ცხმორისში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ/სანიაღვრე არხების მოწყობა;

2. ქედის მუნიციპალიტეტის, მერისი თემის, სოფ. მერისში ტექნიკური წყლის ბასეინის და გამანაწილებლის მოწყობა სკოლისა და ინტერნატისათვის;

3. ქედის მუნიციპალიტეტის, დანდალოს თემის, სოფ. ხარაულაში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ/სანიაღვრე არხების მოწყობა

4. ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს თემის, სოფ. კვაშტაში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ/სანიაღვრე არხების მოწყობა თანამონაწილეობითი პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო მასალების შესყიდვის მიზნით.


 

გრაფიკი


ტენდერის განცხადების გაკეთება: 03.10.2014

კანდიდატის განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.10.2014

სატენდერო მასალის შესწავლა: 15.10.2014

კონტრაქტის გაფორმება გამარჯვებულთან: 20.10.2014

მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში


 

სატენდერო პაკეტის მიღება შესაძლებელია ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის” ოფისში 2014 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. სრული სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 14 ოქტომბრის 17:00 შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა 64 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები ბათუმში შეიკრიბებიან

 

შეხვედრა კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის მე-3 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც ესწრებოდა. კონგრესი 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სეულში, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარეობდა.

 

 კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენცია  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად აერთიანებს 71  ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს და რელევანტურ ინსტიტუტებს ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის  მხარდაჭერით, მსოფლიო კონფერენცია ჩამოყალიბდა როგორც მუდმივი ორგანო. მსოფლიო კონფერენციის მიზანია კონსტიტუციური მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების განვითარების ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს შორის სამართლებრივი დიალოგის გაღრმავება.

 

ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ ჩაშლილია

სოფელში უკვე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. თუმცა მოალაპრაკებები უშედეგოდ დასრულდა.

„ამოვიდა მთავრობის თავმჯდომარე. იყო მოლაპარაკება რომ არ უნდა აფეთქებულიყო დღისით, სკოლის დროს. მოლაპარაკება  დავამთავრეთ, წამოვედით, იმ დღესვე ააფეთქეს. აფეთქებები მიმდინარეობს ყოველდღე, სკოლას ემატება ბზარები. დღესაც მუშაობენ. გარანტიას რომ ეს სკოლა არ დაინგრევა ვერ გვაძლევს ვერავინ. არც გეოლოგები მოდიან და არც არავინ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრმა ემზარ დუმბაძემ.

ემზარ დუმბაძე ამბობს რომ  ორშაბათს, 6 ოქტომბერს სოფელში კიდევ ერთ აქციას გამართავენ მშენებარე გვირაბის წინ და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს დაელოდებიან.

 

EEVZA-ს საფინალო ეტაპი ბათუმში

 

 

ფრენბურთი / ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

 

ასეთი რანგის ჩემპიონატი ფრენბურთში საქართველოში პირველად ტარდება. ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, ბელარუსის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და აზერბაიჯანის საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდები –  16 ქალთა და 16 მამაკაცთა წყვილები.

 

ტურნირს მსოფლიო ფედერაციიდან საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული და მონაწილე გუნდებს ნაჩვენები შედეგების მიხედვით,  მსოფლიო კვალიფიკაციის სარეიტინგო ქულები დაეკისრებათ.

 

თამაშები ბათუმის ქვიშის მოედანზე ჩატარდება.

20 წლის შემდეგ საქართველოში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატი განახლდა

 

ფოტო: chessbatumi.ge-დან

 

 

– ბატონო გიორგი, რატომ გადაწყდა საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება?

საკლუბო ჩემპიონატი ადრე ტარდებოდა, მაგრამ 20 წელია აღარ ყოფილა. გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ისეთ საჭადრაკო ქვეყანას, როგორიც საქართველოა უხერხულია, რომ საკლუბო ჩემპიონატი არ ჰქონდეს. ამ საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ხელისუფლება, საქართველოს სპორტის სამინისტრო. გამოიყო საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი. საერთო ჯამში კი ჩემპიონატის ჩატარებას 70000 ლარზე მეტი მოხმარდა. ჩვენ ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში, რომ რეგიონებს დავხმარებოდით კლუბების ჩამოყალიბებაში. დღევანდელ საკლუბო ჩემპიონატში ყველა უძლიერესი ქართველი  მოჭადრაკე მონაწილეობს. შევეცადეთ გუნდებში სხვადასხვა დაფით ყოფილიყო, ამიტომ  არის მამაკაცთა დაფა, ქალთა დაფა და ოც წლამდე მოჭადრაკეთა დაფა. ვფიქრობ დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ პირველი საკლუბო ჩემპიონატი კარგი სტიმული იქნება საქართველოში ჭადრაკის განვითარებისთვის. დღესდღეობით რვა კლუბია, რომლებიც წარმოადგენენ თითოულ რეგიონს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და სახელმწიფო აფინანსებს ამ კლუბების მივლინებას ურეკში. საპრიზო თანხა – 30 000 ლარია, რომელიც პირველ სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება.

 

– არის რეგიონი სადაც ვერ ჩამოყალიბდა კლუბი და არ მონაწილეობს?

კლუბები ვერ ჩამოყალიბდა სამცხე-ჯავახეთსა და რაჭაში. მათ ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ ვერ მოასწრეს. თუმცა ის, რომ პირველად ტარდება და რვა კლუბი მონაწილეობს ესეც დიდი გამარჯვებაა. იმედი მაქვს მომავალ წელს ყველა რეგიონი იქნება წარმოდგენილი და არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე კლუბი იქნება ერთი რეგიონიდან.

 

– მომავალში როგორ გესახებათ საქართველოში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის პერსპექტივა?

კლუბები ხუთი მოჭადრაკით არიან დაკომპლექტებული, სამი ვაჟი ერთი ქალი. ჩვენ გვინდა ეს რიცხვი გაიზარდოს. კლუბებს ექნებათ სტიმული. გვინდა მათ შეეძლოთ მოიწვიონ უცხოელი მოჭადრაკეები და არა მარტო ქართული მოჭადრაკეების ბაზაზე ჩამოაყალიბონ კლუბები. თუმცა არის პრეცენდენტიც – კახეთის კლუბში თამაშობს უცხოელი მოჭადრაკე, რომელიც ბრაზილიიდანაა, ის საერთაშორისო დიდოსტატია. საერთაშორისო კლუბებში ჩვენი წამყვანი მოჭადრაკეებიც მონაწილეობენ.

 

– როდის დასრულდება ჩემპიონატი?

3 ოქტომბერს ბოლო ტურია და ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურება. პარტიები 27 სექტემბრიდან ყოველდღე მიმდინარეობს, რომელიც 3 საათზე იწყება და ხუთი საათი გრძელდება.

კარატეში სამიდან ორ წონით კატეგორიაში ბათუმელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს

 

ლევან ცინცაძე და ბერდია გორგაძე

 

საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინკაი კარატეში „კავკასიის თასი 2014“ თბილისში 27-28 სექტემბერს გაიმართა. ტურნირს საფუძველი1998 წელს ჩაეყარა. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, ისრაელის, საბერძნეთის და უკრაინის ნაკრებები.

 

ტურნირი მამაკაცთა შორის სამ წონით კატეგორიაში – 70, 80, +80, ხოლო ქალებს შორის აბსოლუტურში (+80) ჩატარდა.

 

პრიზიორის ლევან ცინცაძის შეფასებით მონაწილე ქვეყნები ძლიერი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსული.

 

შეჯიბრებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე -თამაზ თევზაძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – მამუკა ხაბარელი  და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე. ასევე საბერძბნეთის, ისრაელის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის  შინკიოკუშინკაი კარატეს ფედერაციებისს პრეზიდენტები.

 

საფინალო შეხვედრებს მსაჯობდა ევროკომიტეტის მსაჯთა დირექტორი, უკრაინის შინკიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე გონჩარენკო.

 

ტურნირი აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა.

 

საერთაშორისო ტურნირი კარატეში ”კავკასიის თასი 2014” / აბსოლუტურში გამარჯვებულები

საერთაშორისო ტურნირი კარატეშიკავკასიის თასი 2014″ შედეგები:

კაცები

70 კგ

1. ბერდია გორგაძე 
2. შალვა მაღრაძე
3. სერგო მოვსესიანი
3. დავით ლორია

80 კგ

1. თენგიზ ბასტოიანი
2. იასირ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3. არისტოტელის მელიკიადისი (საბერძნეთი)
3. ლაშა ოზბეთელაშვილი

+ 80

1. ლევან ცინცაძე
2. ლევან ვერულიძე
3. გივი კარკალაია
3. რაფი ტოროსიანი (სომხეთი)


ქალები

აბსოლუტური

1. ანი ბოჭორიშვილი
2. სალომე მოდებაძე
3. თამარ ყურაშვილი
3. თამარ ბიბილეიშვილი

სასამართლომ მოკლული ბებიისა და შვილიშვილის ოჯახის წევრი დააჯარიმა

 

მაგული იაკობაძის ოჯახი
მაგული იაკობაძის ოჯახი

მაგულისა და მაყვალას ძმა ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული და პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის დები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სოფლიდან დაზარალებულების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გამოასახლეს. დაახლოებით ერთი  თვის შემდეგ მათ  სოფელში დაბრუნება პოლიციის თანხლებით შეძლეს.

  

რამდენმე დღის წინ დააპატიმრეს მოკლული ბავშვის ბაბუა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო (ადმინისტრაცული სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები). კოდექსში წერია, რომ 166-ე მუხლის დრღვევსთვის პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით ან, 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობით.

გარდაცვლილის ბაბუა ასი  ლარით დაჯარიმეს.

 

მაგული იაკობაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ მას სიტყვერი შეურაცხყოფა პოლციელების თანდასწრებით მიაყენა.

 

„იგივე იგივე“ – ჯესი დარლინგისა და ტაკეში შიომიცუს გამოფენა ბათუმში

 

„იგივე იგივე“ ორ პლატფორმიანი გამოფენაა, სადაც საგალერეო სივრცეში წარმოდგენილი ინსტალაცია დაკავშირებულია ღია ცის ქვეშ სივრცესთან, კერძოდ ანაკლიის ზღვისპირა ზოლთან, სადაც ტეტრაპოდის სტრუქტურები ადგილზე მუშავდება.

 

საგამოფენო დარბაზიდან ანაკლიაში ყოველდღიურად გავა ავტობუსი, რომელიც მსურველს ღია ცის ქვეშ ინსტალაციის სანახავად წაიყვანს.

 

ჯანდაცვის მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და ქობულეთის გამგებელი

მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ ქობულეთში და დაბა ჩაქვში სტიქიის შედეგად დაზარალებული გოგმაჩაძეებისა და მიქელაძეების ოჯახები მოინახულეს. ასევე დაათვალიერეს დაზიანებული სანაპირო ზოლი. 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია, დაზიანებული გზების ძირითადი ნაწილი ჩამოშლილი მიწის მასებისგან გაწმენდილია და გზებზე მოძრაობა აღდგენილია. უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთში სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი რიგის ღონისძიებები უკვე გატარდა, ამის შემდეგ დაიწყება დაზიანებული მონაკვეთების სრული აღდგენა და სახლებთან ჩამოწოლილი მეწყერების გაწმენდა“ – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. 

ხვალ, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაეცნობა.

ერთი წლის ანდრიას წამალი და საკვები სჭირდება

 

აბუსელიძეების ოჯახის მთავარი საფიქრალი პატარა ანდრიას ჯანმრთელობაა. ანდრია ერთი წლისაა და ბრონქები აწუხებს, ბავშვს სუნთქვა უჭირს და საყლაპავი მილის პრობლემაც აქვს. ამასთან, პატარას მარცხენა ფეხის ბარძაყი არ უვითარდება. მშობლების თქმით, ანდრიას ფეხზე დროული მკურნალობა თუ არ ჩაუტარდა, შესაძლოა სიარული ვერ შეძლოს, ხოლო შესაბამის წამლებს თუ არ მიიღებს, ბავშვი გაიგუდება. სუნთქვის გასაუმჯობესებლად ჟანგბადის აპარატი მას ნათესავებმა უყიდეს. ანდრიამ სუნთქვა რომ შეძლოს, ჟანგბადის აპარატის გარდა სპეციალური წამლების მიღებას დღეში სამჯერ საჭიროებს.

 

 

ერთი წლის ანდრიას მუდმივი მკურნალობა სჭი­რდება, ამის თანხა კი ოჯახს არ გააჩნია. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ოთხსულიანი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ოთხივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას გადასარჩენად მშობლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 

 

„ბავშვს განუვითარებელი საყლაპავი მილის გამო საკვების მიღება უჭირს. დღეში სამჯერ ჟანგბადი და მასთან ერთად წამალი რომ არ გავუკეთოთ, ცუდად ხდება. წამალი კი ძვირია, თან არამარტო ერთი დასახელების წამალი, რამდენიმე სჭირდება. ჟანგბადის აპარატიც ნათესავმა გვიყიდა, მუდმივი მკურნალობა სჭირდება ხუთ წლამდე, რომ განიკურნოს.

 

 

ივნისში ბათუმიდან შუახევში ექიმების ჯგუფი იყო ამოსული და მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს უტარებდნენ. რადგან ბავშვი ავადაა, ვიფიქრე გავასინჯებ-მეთქი, გასინჯეს,  რენტგენი გადაუღეს და ექიმმა მითხრა, მარჯვენა ფეხის ბარძაყი არ უვითარდებაო, მკურნალობა და მასაჟი სჭირდება განვითარებისთვის და თუ დროულად არ ჩაუტარდა კურსი, შესაძლოა ვერ გაიაროსო. მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ სამკურნალოდ ვერ წავიყვანე, ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი ოჯახის შემოსავალი საარსებო შემწეობა – 204 ლარია და ისიც წამლებში არ მყოფნის… ყველას ვთხოვ დამეხმარონ, ბავშვი ცუდადაა და დროული მკურნალობა სჭირდება“, – ამბობს ბავშვის დედა, ნინო გოგიაშვილი.

 

 

რადგან ბავშვს საყლაპავი მილი არ აქვს განვითარებული, სპეციალური საკვები სჭირდება, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აბუსელიძეები ამბობენ, რომ ხშირად ბავშვის საკვებს – „ჰუმანას“ ნისიად ყიდულობენ.

 

 

ნანული დავითაძე
ნანული დავითაძე

„რადგან ასე მძიმედ არის, ჩვეულებრივ საკვებს ვერ ვაძლევ. მხოლოდ „ჰუმანას“ ვაჭმევთ, კვირაში 15 ლარის საკვები არ ჰყოფნის, ბავშვის საკვებზე რამე როგორ ან რანაირად ვთქვა, მაგრამ რამდენჯერ ნისიად გვიყიდია „ჰუმანა“, გამყიდველმაც რომ არ მომცეს, ხომ დამრჩა ბავშვი მშიერი, ახლა რა გვეშველება არ ვიცი, საარსებო შემწეობის მიღებამდე რამდენიმე დღეა, ოჯახში კი ერთი თეთრიც არ გაგვაჩნია. ბავშვს სასწრაფოდ წამლები, საჭმელი სჭირდება, რით ვიყიდო, ან საარსებო შემწეობით ოჯახი როგორ ვარჩინოთ, როცა ყველა სამკურნალოა, ყველას წამლები სჭირდება, წამალს თუ იყიდი, ტკივილი გაგივლის, მაგრამ დარჩები მშიერი, ულუკმაპურო. ფული რომ არ მქონდა, მაღაზიიდან ხან ფქვილი ამოვიტანე ნისიად, ხან შაქარი, ხან ბავშვის საკვები და 500 ლარი მაქვს გადასახდელი, იქაც ვერ მივდივარ. როგორ ვიარსებოთ?!

 

ავადმყოფი ქალი ვარ, თირკმელი მაწუხებს და თითქმის ყოველ დღე სასწრაფო მასულიერებს, მაგრამ სადმე ადგილს რომ ვნახავდე, ვიმუშავებ და ბავშვს საჭმელს მაინც ვუყიდი“, – ამბობს ანდრიას ბებია ნანული დავითაძე.

 

 

რთულადაა ანდრიას დედის, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ექიმებმა ნინოს ჩირქოვანი ჰაიმორიტის და გლანდების დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია ურჩიეს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, უფულობის გამო ჯანმრთელობას ვერ მიხედა, ხშირად გაუსაძლისი თავის ტკივილი აწუხებს.

 

 

„ავად კი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ჩემს თავზე არ ვფიქრობ, ოღონდაც ბავშვს ვუმკურნალებდე და შიშით არ ვიძინებდე, რომ ბავშვი არ გაიგუდოს. მაგრამ მეც თუ ჩავვარდი, პატარას ვინ მიხედავს?!“ –  ამბობს ნინო.

 

 

საოპერაციოა ანდრიას მამა, 22 წლის თემურიც. მასაც სასწრაფოდ აქვს ოპერაცია გასაკეთებელი. მდგომარეობის მიუხედავად თემური სამსახურის ძიებაშია, ამბობს, რომ მისთვის არც დახმარება გამოინახა და ვერც სამუშაო ადგილი.

 

 

„გასულ წელს ოპერაცია გავიკეთე, ფიზიკური მუშაობა ჩემთვის არ შეიძლება, ახლა კი საოპერაციო ვარ. ექიმმა მითხრა, თუ ოპერაციას დროულად არ გაიკეთებ, ჩირქი დაგიგროვდებაო, მაგრამ ჩემს თავს არ ვჩივი, ოღონდ სამსახურს ვნახავდე. არაერთხელ მივედი გამგებელთან, ავუხსენი ჩემი ოჯახის ვითარება, რომ ბავშვი მყავს სამკურნალო, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, ვთხოვე, ჰესების მშენებლობაზე დავესაქმებინე მედროშედ ან მზარეულის თანაშემწედ. მართალია, კერძო კომპანია აშენებს, მაგრამ გამგებლის შუამდგომლობის გარეშე არავის ასაქმებენ, გამგებელი მეუბნებოდა, მოიცადე ერთი თვე და დაგასაქმებო, ერთი თვის შემდეგ ანალოგიურ პასუხს ვიღებდი და ამ ლოდინში გავიდა თვეები, სამსახური კი ჩემთვის ვერა და ვერ გამოინახა. სხვას არაფერს ვთხოვ, ოღონდაც სამსახურს ვნახავდე და ოჯახში პურის ფულს შევიტანდე. ფიზიკურად ვიმუშავებდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს“, – ამბობს თემური.

 

 

„დაწერეთ რა მდგომარეობაც გვაქვს. აი, ხომ ხედავთ, რაც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ოროთახიანი ბინა, რომელიც მომცეს და მადლობელი ვარ, რომ ისევ არ მაწვიმს სახლში, როგორც წლების განმავლობაში, მაგრამ მეც მშია და მტკივა. როცა ხედავ ბავშვი ავადაა, შია და შენ ვერც წამალს ყიდულობ და ვერც საჭმელს, ეს საშინელებაა, ყველას ვთხოვ დამეხმარონ, ბავშვს სამსახური გამოუნახონ მაინც, ნუ მიმიყვანებენ იმ დონემდე, საავტომობილო გზა გადავკეტო ასაკოვანმა ქალმა“, – ამბობს ნანული.

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის  გამგებელი ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“  ამბობს, რომ ოჯ­ახის მდგომარეობას პირადად შეისწავლის და შესაბამის დახმარებას გაუწევს. მან აქვე აღნიშნა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.

 

 

ტარიელ ებრალიძე: „სოციალურად დაუცველი ოჯახი რომ არის და უჭირს ვიცოდი, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. გაჭირვებული ოჯახია და ხელისუფლებამ ამიტომ გადასცა საცხოვრებელი ბინა სოციალურ სახლში, ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას – 204 ლარს და ოჯახის ორი წევრი უფასო მუნიციპალური სასადილოთი სარგებლობს, ესეც ერთ-ერთი დიდი შეღავათია ოჯახისთვის. მუნიციპალიტეტში დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი „ქველმოქმედება“, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ, ამ ფონდიდან აბუსელიძეებს 210 ლარით დავეხმარეთ. ამ თვის ბოლოს შევეცდები ფონდიდან ბავშვის საკვებისთვის 100 ლარი გავცეთ.

 

 

შევეცდები ის ახალგაზრდა კაცი დასაქმდეს, კიდევ ერთხელ გადავურეკავ შუახევჰესის მშენებელ კომპანიას, ავუხსნი, რომ ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, ყოველდღიურად სჭირდება თანხა და ვთხოვ დაასაქმონ. ოჯახის მდგომარეობას პირადად შევისწავლი. ბიუჯეტში თანხა არ მაქვს, მაგრამ რაც შესაძლებელი იქნება დავეხმარები, თუნდაც საკუთარი ჯიბიდან, რომ საჭირო პრეპარატები ვუყიდოთ ბავშვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას“.

ევროპის ჩემპიონი „ნონა“ – შვიდივე მოგებული ტური


გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასდირექტორი: ჩემპიონატი ესპანეთში ქალაქ ბილბაოში ჩატარდა. მასში 30 ქვეყნიდან 350 მოჭადრაკე მონაწილეობდა, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების გუნდები. საქართველოდან მხოლოდ ქალების გუნდი მონაწილეობდა.

 

 

ევროპის დასრულების შემდეგ გოგოები ხუმრობდნენ, ახლა ხომ არ ვითამაშოთ ამ ნაკრებით მსოფლიოზეო. გამარჯვება მთლიანი გუნდის შეკრულობამ მოგვიტანა. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ჩვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ბათუმის მერიის დახმარებით ძლიერი გუნდი შევქმენით. არ გვქონდა დიდი ბიუჯეტი, მაგრამ რაც გვქონდა, გათვლილი იყო სწორად. დავაფინანსეთ თვითმფრინავით მგზავრობა, კარგი სასტუმრო, კარგი კვება. გუნდში იყო კარგი დამოკიდებულება და ისეთი სულისკვეთება, რომ უნდა მოგვეგო. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ მოსაგებად ჩავედით რადგან „ნონა“ ამ ტურნირზე დებიუტანტი იყო და მსოფლიოს უძლიერეს მოთამაშეებთან უნდა გვეთამაშა. ვფიქრობდით, სამეულში თუ მოვხვდით, ფანტასტიკური შედეგი გვექნებაო, მაგრამ პირველ ტურში როცა მონაკოს მოვუგეთ, ჩემპიონობის იმედი მოგვეცა. მონაკო არის პატარა სახელმწიფო ევროპაში. მის პრინცს ძალიან უყვარს ჭადრაკი და მონაკოს ნაკრები მსოფლიო ლიდერია ყოველთვის. მეორე ტურში ჩვენი დონის გერმანია დავამარცხეთ და უკვე რწმენა გაგვიჩნდა, მესამე ტურში ისრაელის ნაკრებს ვძლიეთ, მეოთხეში და მეხუთეში – რუსეთის კლუბებს, მეექვსეში ისრაელის კიდევ ერთი გუნდი დავამარცხეთ და ბოლოს რუსეთის 2014 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ კლუბს მოვუგეთ.

 

 

პირველ ტურში ნანა ძაგნიძემ ითამაშა ფანტასტიკურად –  უგებდა, მაგრამ შეუძლოდ იყო და მაინც ყაიმი გააკეთა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონთან ჩინელ ჰოი იფანთან. მეორე ტურში ნანა კვლავ ცუდად გახდა და ვათამაშეთ მირანდა. რომელმაც გუნდს   ოქროს ქულა მოიტანა.

 

 

მესამედაც ნანას ნაცვლად ისევ მირანდა ვათამაშეთ, მირანდამ აქაც იმარჯვა. მეხუთე ტურში ბელა ხოტენაშვილმა გააკეთა სასწაული. ფაქტობრივად, მატჩს ვერ ვიგებდით, მაგრამ ბელამ მოახერხა და მოიგო ეს თამაში. მერე კი ყველაფერი კარგად წავიდა. სიჩქარეს რომ აკრებ, ძნელია გაჩერება. ნინო ბაციაშვილმა ფანტასტიკური შედეგი დადო მეოთხე ტურში. თითოეულმა მონაწილემ გუნდს საჭირო მომენტში ოქროს გამარჯვება მოუტანა. „ნონას~ მოთამაშეებმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს – მერე რა, რომ ის ძლიერია. თუ თამაშობ, იგებ.

 

 

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში გუნდი ხუთი წევრის შემადგენლობით მიდის, აქედან ოთხი თამაშობს და ერთი არის სარეზერვო. ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, ბელა ხოტენაშვილი და ნანა ძაგნიძე ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდნენ. მირანდა მიქაძე შემცვლელად გვყავდა. ის მე ჩავსვი ნაკრებში, რადგან მისი იმედი მქონდა. შემეძლო უცხოელი ჩამომეყვანა, მაგალითად, უკრაინელი მოჭადრაკე ევროპის ყოფილი ჩემპიონი დ ვიცე-ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა. როცა უცხოელი თამაშობს კლუბში, გარდა იმისა, რომ მას ხელფასს უხდი, პლუს 1000 ევროს ჯარიმას იხდი „ფიდეში“. ჩვენ გვქონდა იმის თანხა, რომ უცხოელი მოგვეყვანა, მაგრამ მინდოდა ეთამაშათ ბათუმის ძლიერ მოჭადრაკეებს, კლუბი მთლიანად ყოფილიყო ეროვნული შემადგენლობით და სუფთა ქართული გუნდით მოგვეგო. მირანდა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია ასაკობრივში, მაგრამ დედა გახდა, ორი წელი ჭადრაკს ჩამოშორდა და სრულ ფორმაში ვერ იყო. ძალიან გამიხარდა, რომ გაამართლა. მიმაჩნია, რომ მირანდა მიქაძე ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკეა. ვითამაშეთ კარგად, ღმერთიც ჩვენ მხარეს იყო და იღბალიც.

 

 

მოულოდნელი იყო ასეთი შედეგი?

 

 

მოულოდნელი იყო ის, რომ მოვიგეთ ყველა ტური – შვიდიდან შვიდივე. არ არსებობს ასეთი შედეგი. ჯერ არ ახსოვს ისტორიას რომელიმე ქვეყანას გუნდურში ეს გაეკეთებინოს. მონტე-კარლო ხუთი წელია იგებს, მაგრამ მასაც არ ჰქონია ასეთი შემთხვევა, რომ ყველა ტური მოეგო. ჩვენ ფანტასტიკური რამ გავაკეთეთ და მონტე-კარლოს ოთხი ქულით გავუსწარით.

 

 

წინა ტურში უკვე ჩემპიონები ვიყავით; შეგვეძლო ბოლო ტურში არ მოვსულიყავით, მაინც მოგებული ვიქნებოდით, მაგრამ ბოლო ტურში ვხვდებოდით რუსეთის ძირითად ნაკრებს. როგორც კლუბის ხელმძღვანელმა, მოვიხმე მთავარი მწვრთნელი, მოთამაშეები და ვკითხე, რას ვშვრებით ხვალ, როცა დღეს ისედაც გვაქვს ჩემპიონობა განაღდებული-მეთქი. მე ვთქვი – ხვალ ვთამაშობთ! ჩათვალეთ, რომ ვთამაშობთ პირველ პარტიას და ეს არის ჩვენი მთავარი კონკურენტი, რომელსაც უნდა მოვუგოთ… მეორე დღეს გოგოებმა მოიგეს კიდეც.

 

 

სალომე მელია
სალომე მელია

სალომე მელია: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი და ბოლო ტური, რადგან პირველ ტურში უძლიერეს გუნდს ვეთამაშებოდით, ბოლო ტურში კი – რუსეთს. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისთვის, ეს პრესტიჟის მატჩი იყო. ჩემი პარტია მოვიგე, გავიმარჯვეთ და შევასრულეთ ყველა მისია, რაც კი შეიძლებოდა ამ ტურნირზე ჩვენ გვქონოდა.“

 

 

ნინო ბაციაშვილი
ნინო ბაციაშვილი

ნინო ბაციაშვილი: „მთელი ცხოვრევა გვაქვს ამაში ჩადებული, წლები ვმეცადინეობთ, წლებია ვმუშაობთ და ბოლოს მოვიდა წარმატება. პირველად ვითამაშეთ საკლუბო ჩემპიონატი, ამიტომ მესამე ადგილს ველოდით, თუმცა მონტე-კარლოსთან გამარჯვების შემდეგ განვეწყვეთ პირველობისთვის.“

 

 

მირანდა მიქაძე
მირანდა მიქაძე

მირანდა მიქაძე: გუნდში ბრწყინვალე გარემო იყო, ყველა ერთ მუშტად ვიყავით შეკრული, რაც უმნიშვნელოვანესი მომენტია გუნდური შეჯიბრების დროს. ეს იყო გუნდის კაპიტნის – მარიკა ჯაფარიძისა და კლუბის  დირექტორის  გიორგი ჭანტურიას დამსახურება. ტურნირის წინ ბათუმის მერიის დახმარებით მოგვიწყვეს შეკრება, მაქსიმალურად ხელს გვიწყობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის სადიდებლად წარმატებით გვეასპარეზა.

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია კლუბმა გააგრძელოს არსებობა, შეიქმნას ბავშვთა გუნდებიც, რომ საბოლოოდ არ ჩაკვდეს ჭადრაკი აჭარაში და ჩვენ შემდეგაც გააგრძელონ ბათუმელმა მოჭადრაკეებმა გამარჯვებების მოპოვება. სამწუხაროდ კარგი საქმის გამკეთებლებს ყოველთვის გამოუჩნდებიან ხოლმე მოწინააღმდეგეები…

 

 

როგორი იყო შენი სპორტული გზა გამარჯვებებამდე?

 

შვიდი წლიდან ჭადრაკს ვთამაშობ, დიდი შრომა მაქვს ჩადებული. მახსოვს, 13-16 წლის ასაკში დილის ექვს საათზე ვიწყებდი ფიზიკურ ვარჯიშს, 11 საათზე ჭადრაკის მასწავლებელთან ვიყავი და ღამის 10 საათამდე ვმეცადინეობდი. ისე გავიზარდე, რომ დაბადების დღე არ გადამიხდია, დანაშაულის გრძნობა მქონდა საკუთარ თავთან, რომ იმ დღეს გამიცდებოდა მეცადინეობა. სპორტი ეგოისტია, ყველაფერი უნდა მისცე, თუ გინდა წლების შემდეგ რაღაც შედეგი მიიღო.

 

 

სამწუხაროდ მაშინ ცუდი პერიოდი მქონდა ხელშეწყობის მხრივ, მომზადების საშუალება არ იყო, მქონდა შედეგები და მაინც არაფერში ჩანდა. სახელმწიფოს რაც ჰქონდა დაწესებული, ისიც კი არ მოდიოდა ჩვენამდე. იყო შემთხვევა, როცა ტურნირზე წასვლის წინ ღამით გვატყობინებდნენ, რომ შეჯიბრზე ვეღარ მივდიოდით… დიდი ნერვიულობა გვაქვს გადატანილი. თუმცა ყველაფერი უკან დარჩა, ახლა ევროპის ჩემპიონები ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ!

 

„ბებიას დილით დატოვებული ოჯახის ნაცვლად საღამოს ცარიელი სახლი დახვდა“

 

 

გრიშა გორგაძე

 

„ჩემი ოჯახი მაჭახლის მთიან სოფელში, გორგაძეთში ცხოვრობდა. სოფელი თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს იყო, რის გამოც 1944 წელს მთელი სოფელი ჭარნალში ჩამოგვასახლეს. არ მესმის, რა საშიშროება დაინახა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენში. სახლები მესაზღვრეებმა დაანგრიეს და შეშად გამოიყენეს. პირველ გასახლებას გადასახლებაც მოჰყვა. ამჯერად ყაზახეთის გზას გაგვიყენეს. 1951 წლის ზამთარი იყო“ – იხსენებს რეპრესირებული ოჯახის ისტორიას გრიშა გორგაძე.

ჭარნალში გორგაძეები გადასახლებული ოჯახების სახლებში შეასახლეს. „ჩვენამდე იქ სხვა ოჯახები ცხოვრობდნენ, ის ადამიანები, „თურქ მესხებს“ რომ ეძახიან დღეს. ჩვენამდე ისინი გადაასახლეს. ვის ოჯახშიც ჩვენ მოვხვდით, იმ სახლის მეპატრონე წლების წინ დაბრუნდა. მამაჩემმა ჭარნალში სახლი უყიდა, მაგრამ მაინც არ გააჩერეს საქართველოში. ძალიან უნდოდათ დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი, ოდესმე შეძლებენ თუ არა“ – გვეუბნება გრიშა გორგაძე.

გადასახლების დროს გრიშა გორგაძე ერთი წლის იყო. „ორი ძმა და ერთი და მყავდა. ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ. მყავდა ბებიაც, რომელიც გადასახლების დღეს მეორე შვილთან იყო წასული. ჩვენი გადასახლების დარდმა ლოგინად ჩააგდო და მალე გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, დილით ოჯახი დატოვა და საღამოს ცარიელი სახლი დახვდა. შვილი, რძალი და შვილიშვილები – ყველა ერთ დღეს წაართვეს. მატარებლის ხმას რომ გაიგობენდა, სულ ტიროდა თურმე ბებია“.

გრიშა გორგაძე დედისა და და-ძმების ნაამბობს იხსენებს: „მე პატარა ვიყავი, დედა ყვებოდა ხოლმე ამბებს. ძალიან განიცდიდა ეშელონებში არსებულ საშინელ მდგომარეობას, აუტანელ მგზავრობას და გადასახლების ტკივილს. ერთხელ დედაჩემს კუთხეში მივუწვენივარ და ხელი ვაგონის კედელზე მიმყინვია, ისეთი სიცივე ყოფილა. კინაღამ მოკვდიო, – დედა მეუბნებოდა. ვაგონში ვიღაცას უთქვამს, ქვეყნიერების დასალიერში მივყავართ და იქ, ეს მოძულებული ხალხი მატარებლიანად უნდა გადაგვჩეხონო. დედაჩემს გულში ჩარჩენია ეს სიტყვები და სულ ჩახუტებული ვყოლივარ. ბევრმა ვერც `დასალიერამდე~ მიაღწია. კვდებოდნენ და გზაშივე ყრიდნენ დაუმარხავად. ზოგიც გადასახლებაში მოკვდა და იქ დაიკარგა მათი საფლავები“.

მტანჯველი დღეები ყაზახეთში გაგრძელდა. ვაგონი მიწურმა ჩაანაცვლა. იყო შიმშილი და უწყლობა: „გვეძინა მიწაზე და გვაკლდა საჭმელი. ერთადერთი, რაც გადასახლებიდან მახსოვს, დიდი გველი იყო, რომელიც მძინარეს თავზე დამტრიალებდა. თვალი რომ გავახილე, ჭერზე კუდით ეკიდა და იკლაკნებოდა. ექვსი თვის შემდეგ მამამ პატარა სახლი იყიდა და ცოტათი უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ოჯახის წევრები პლანტაციებში მუშაობდნენ და სანაცვლოდ პურის მარცვალი მოჰქონდათ. ჩემი და-ძმები ძალიან განიცდიდნენ მუშაობას. დედამაც მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი, 15 წელი დაბრმავებული იყო. მაღალ სიცხეში მუშაობა არ შეიძლებოდა თურმე, ადგილობრივები არ გადიოდნენ სამუშაოდ, ჩვენ კი ბრძანებას გვაძლევდნენ და იძულებულნი ვიყავით, გვემუშავა.

 

გრიშა გორგაძის ბავშვობის ფოტო გადასახლებაში

სამი წლის შემდეგ დავრუნდით გადასახლებიდან. დედაჩემს ისე მტკივნეულად ახსოვდა ეშელონში გატარებული დღეები, რომ გახარების ნაცვლად იმაზე დარდობდა, მგზავრობას როგორ გადავიტანო. თუმცა, წამოსვლისას ასეთი ტანჯვა აღარ გადაგვიტანია, სამ დღეში ჩამოვედით“.

გორგაძეების სახლს კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაჰპატრონებია და ხე ქვით შეუცვლია. „სახლი დაგვიბრუნა, თუმცა ქვის ფული გადაგვახდევინა“.
გრიშა გორგაძეს მიაჩნია, რომ საბჭოთა რეჟიმი უსამართლო იყო, თუმცა უსამართლოდ მოექცა ქართული სახელმწიფოც: „ვფიქრობ, რეპრესიები არასათანადოდ არის გაანალიზებული. დედა იტყოდა, მარტო შიშისგან დავკარგე ნახევარი სიცოცხლეო, ტანჯვას რომ თავი დავანებოთ. მესმის, რომ სტალინმა ფაშიზმი დაამარცხა, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ რაში სჭირდებოდა გადასახლებები და ახალი ტრაგედიები, არ მესმის. ღირდა კი ამდენი ადამიანის უბედურებად საბჭოთა კავშირის შენარჩუნება?! – ნამდვილად არ ღირდა“ – გვეუბნება ის.

გრიშა გორგაძე გადასახლებაში გადაღებულ ერთ ფოტოს გვაჩვენებს. ფოტოზე ის და დედაა ასახული, კიდევ ერთი ქალი, რომლის ვინაობა მისთვის უცნობია: „სამწუხაროდ ფოტოს ისტორია არ მახსოვს, არ ვიცი როგორ აღმოვჩნდით ფოტოგრაფის წინ, თუმცა, ეს ფოტო მძიმე წლების ერთადერთი სახსოვარია“.

ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბერლინში არიან

 

კონფერენცია ბერლში

კონფერენციას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ქალაქების მერები დაესწრებიან.
კონფერენციის თემაა ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურა გერმანიასა და ევროპაში, ასევე – სამხრეთ კავკასიაში. განიხილება კლიმატის ცვლილებების საკითხიც. 

კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან წყლისა და ჩამდინარე წყლების, ასევე, მყარი ნარჩენების მუნიციპალური მართვის სისტემებს. კონფერენციის შემაჯამებელი თემაა წყლის, დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პრობელემების გადაჭრის გზები. 

 

გარდა ამისა, გიორგი ერმაკოვი KFW-ს სათავე ოფისსაც ეწვევა, სადაც შედგება შეხვედრა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის III ფაზის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების თემაზე. III ფაზის ფარგლებში განსახორციელებელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, დამატებით, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაზეც იმსჯელებენ.
  ვიზიტი  ბერლინში 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ოფიციალურ გვერდზეა განთავებული.

აჭარაში ხანდაზმულებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ

 

ხანდაზმულებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ
 
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მედპერსონალი და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფარში ხანდაზმულებს მოინახულებენ და მათ საჭირო გამოკვლევებს ადგილზე ჩაუტარებენ. 
 
სამინისტროს ცნობით, გამოკვლევები მათუფასოდ ჩაუტარდებათ.
 
მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
 

ხაბაძემ მურმან დუმბაძის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გაათავისუფლა

ნუგზარ კეკელიძის თქმით, მან იცოდა, რომ გაათავისუფლებდნენ: „ამის მოლოდინი მქონდა იმ დროიდან, როცა დაიწყეს რეორგანიზაცია, გააუქმეს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა და მე კაბინეტის უროსის თანამდებობაბაზე გადამიყვანეს. ცოტა ხნით ასე შემინარჩუნეს. ახლა კი კაბინეტის უფროსის თანამდებობაც გააუქმეს“.

 

ნუგზარ კეკელიძე
ნუგზარ კეკელიძე

 

 

ნუგზარ კეკელიძემ მთავრობას სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა და სხვა ნივთები გუშინ ჩააბარა და მთავრობის აპარატი  დატოვა.

 

ნუგზარ კეკელიძე აჭარის მთავრობაში ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის გუნდის წევრი. ამას ნუგზარ კეკელიძე გარკვეულწილად ადასტურებს კიდეც: „შეიძლება მასეც ითქვას, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ და ბოლო ადამიანი ვიყავი მთავრობაში ამ ჯგუფიდან დარჩენილი და მეც გამათავისუფლეს“. 

 

ნუგზარ კეკელიძის თქმით, აჭარის მთავრობის მუშაობის შესახებ ის აქტიურად აწვდიდიდა ინფრომაციას, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატს, შეხვედრები ჰქონდა უშიშროებასთანაც, რაც, სავარაუდოდ, მისი გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

 

არჩილ ხაბაძემ ბოლო ორი თვის განმავლობაში აჭარის მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განახორციელა, რამაც ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ეს იყო ბრძოლა მურმან დუმბაძის გუნდის წინააღმდეგ და საპასუხოდ აჭარის მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. საქმეში ჩაერთო საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხა. თავად მურმან დუმბაძემ კი განაცხადა, რომ სახელისუფო პარტია თავად დატოვა.

Exit mobile version