”კარმენი” ბათუმში და იუბილარი რეჟისორი

 

ბათუმში “კარმენი” პირველად იდგმება და მასში ახალგაზრდა სოლისტები – ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, მამუკა ლომიძე, ზაზა ხამათაშვილი, არმაზ დარაშვილი, ნანა ძიძიგური, ლევან მაკარიძე, ნონა კორიფაძე და ირმა ჟღენტი მონაწილეობენ.

სამხატვრო ხელმძღვანელის მარინა ჯახუტაშვილის თქმით, გაზაფხულზე დასი ამ სპექტაკლით თბილისის მაყურებლის წინაშე წარსდგება.

პრემიერაზე ბათუმში, სტუმრის სტატუსით მოწვეულები არიან საოპერო სცენის ოსტატები ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, თამარ გურგენიძე და მზია ნიორაძე.

“საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარინა ჯახუტაშვილი ჟ. ბიზეს ამ ცნობილი ოპერით ერთი წლის წინ დაინტერესდა. მან ბათუმში ლეგენდარული რეჟისორი ბატონი გიზო ჟორდანია, თბილისის საოპერო თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, კოსტიუმების მხატვარი ანკა კალატოზიშვილი და ქორეოგრაფი გია მარღანია მიიწვია, საზღვარგარეთ გაფანტული თეატრის სოლისტი-მომღერლები სამშობლოში დააბრუნა და ერთობლივი ძალებით დაიწყეს პრემიერისთვის მზადება” – ამბობს მუსიკათმცოდნე კახი ლაზარიშვილი – “ბათუმში შესანიშნავი დასია. თანამედროვედ მოაზროვნე ნიჭიერი და შრომისმოყვარე სოლისტები, სამხატვრო ხელმძღვანელის, ქალბატონ მარინა ჯახუტაშვილის მიერ წამოწყებულ ყველა საინტერესო შემოქმედებით ინიციატივას ადექვატურად პასუხობენ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ  ყოველწლიურად მდიდრდება მათი რეპერტუარი სხვადასხვა კომპოზიტორების საოპერო შედევრებით. მე, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამ დასის, ამიტომ მუდამ ინტერესით ვაკვირდები მათ შემოქმედებით ცხოვრებას და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ყოველი ახალი საპრემიერო სპექტაკლის პარტიტურა გაცილებით რთული და საპასუხისმგებლოა წინასთან შედარებით” – ამბობს ის.

 

კრუიზერი Saga Pearl II ბათუმის პორტში


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით ოცამდე გემი შემოვიდა, რის შედეგადაც რეგიონს 8743 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 9 გემი იყო შემუსული 2427 მგზავრით.

2014 წელს, ბათუმის პორტში 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

შუაღელეს საჯარო სკოლას გმირის – ზვიად დავითაძის სახელი მიენიჭა

 

ზვიად დავითაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2005 წლიდან მსახურობდა. დაღუპული ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი. 


მშობლიურ სკოლაში ზვიად დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.


დღესვე სოფელ ციხისძირში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ჯარისკაცის მემორიალი გაიხსნა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები ბათუმში

1998 წელს თბილისში დაარსებულმა კავკასიის უნივერსიტეტმა ფილიალი ბათუმში ხუთი წლის წინ გახსნა, როგორც ამბობენ, ტურიზმის მიმართულებით სწავლის მოთხოვნის გამო. დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოლოდინი უფრო დიდი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ და ცდილობენ, რეგიონში დაინტერესება გაზარდონ. კავკასიის უნივერსიტეტში ამჟამად 40 სტუდენტი სწავლობს.

«მხოლოდ საბაკალავრო პროგრამა გვაქვს ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირებაში. სამწუხაროდ არის ტენდენცია – ჩვენთან ირიცხებიან სტუდენტები, მომდევნო წლებში კი, მობილობით გადადიან სხვაგან. ჩვენს უნივერსტეტში სწავლისადმი სხვა მიდგომაა, მკაცრი აღრიცხვის სისტემა გვაქვს, «ჯიპიეის» და «ტოეფელის» მოთხოვნაა, ბევრი სტუდენტი ვერ ძლევს ამ სისტემას» – ამბობს მარია ზოიძე, საბაკალავრო პროგრამის აკადემიური მენეჯერი.

უნივერსიტეტიდან სტუდენტების სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის მეორე მიზეზად კავკასიის უნივერსიტეტში ფინანსებს მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, წელს უნივერსიტეტმა სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, საფასური – 2250 ლარი დააწესა, 3 900 ლარის ნაცვლად: «შემცირებული გადასახადის მიუხედავად 12 სტუდენტი მივიღეთ, როცა 60 ვაკანტური ადგილი გვქონდა. პრობლემის მოგვარებაზე ვფიქრობთ, ვგეგმავთ მარკეტინგული კამპანიის წარმოებას, რომ ცნობადობა გაიზარდოს. ფასის ცვლილება რეგიონში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით მოხდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისისა და ბათუმის ფილიალებს შორის იქნება ხარისხობრივი განსხვავება. ჩვენთან ლექციების ნაწილს თბილისიდან მოწვეული ჩვენი უნივერსიტეტის შვიდი ლექტორი ატარებს, ისინი ჩამოდიან ორ კვირაში ერთხელ და ექვსაათიანი ხანგრძლივობით ატარებენ ლექციებს» – ამბობს მარია ზოიძე.   მისი თქმით, მათ უნივერსიტეტში არ მუშაობენ სხვა უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებული ლექტორები. «შევეცადეთ წამყვანი კომპანიების მენეჯერები მოგვეწვია ლექტორებად, სწორედ ისინი უძღვებიან სასწავლო პროგრამას» – განმარტავს მარია ზოიძე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ფილიალი ბათუმში წელს გახსნა. უნივერსიტეტში ჯერ მხოლოდ სამი პროგრამაა წარმოდგენილი – სამართალი, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა და ბიზნესადმინისტრირება. სამომავლოდ უნივერსიტეტი სპეციალობათა ჩამონათვალის გაფართოებას გეგმავს: «ჩვენს უნივერსიტეტს აქვს 13 პროგრამის განხორციელების უფლება საბაკალავრო საფეხურზე, სამაგისტროზე – ორის და სადოქტოროზე – სამის. შესაბამისად გვსურს ეს პროგრამები ბათუმშიც განვახორციელოთ. ჩვენ ბაზარს ვიკვლევთ და შედეგების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე გამოჩნდა მოთხოვნა ტურიზმზე. შედეგით კმაყოფილი ვართ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ვაკანტური ადგილი დაგვრჩა. პირველი წელია, ბაზარზე გვიან შევედით, მით უფრო, როცა აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა წელს იყო ნახევარი არსებულ ვაკანტურ ადგილებთან მიმართებაში» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის კოორდინატორი.

წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალმა 34 სტუდენტი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 27  – სამართალზე და 17 სტუდენტი – საჯარო მმართველობის პროგრამაზე. «აჭარის რეგიონიდან ბევრი სტუდენტი გყავს, ამ სტუდენტებმა დაგვანახეს მოთხოვნა, რომელიც არსებობს რეგიონში. თბილისში ცხოვრება და სწავლა ამ სტუდენტებისთვის დიდ ხარჯებთანა დაკავშირებული, მათ ურჩევნიათ განათლება თავიანთ რეგიონშივე მიიღონ. სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს დაბრუნების სურვილი, მომავალ წელს მობილობაზეც ვიფიქრებთ. აქ მყოფ სტუდენტებსაც იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც თბილისში, თუნდაც პროფესორების თვალსაზრისით, გაცვლითი პროგრამების კუთხით და მატერიალური ბაზით. ბათუმში წელს ჩვენ გვაქვს უფასო მოსამზადებელი კურსები აბიტურიენტებისათვის» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

სწავლის საფასურის დადგენისას რეგიონის სოციალური ფონი გაითვალისწინა ამ უნივერსიტეტმაც. სწავლის საფასური მხოლოდ ბათუმის ფილიალშია 2700 ლარი: «ჩვენ თბილისში გვაქვს სპეციალობები, რომელთა საფასურიც 4200 ლარია. რეგიონის მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თან მატერიალური ხარჯიც ნაკლები გვაქვს, იჯარისა და უძრავი ქონების საფასურს ბათუმის და თბილისისას ვერ შეადარებ, თბილისში პროფესურის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე ბათუმში, თუმცა ხარისხობრივი განსხვავება ნამდვილად არ იგრძნობა» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

კავკასიის უნივერსიტეტის მსგავსად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტშიც სწავლება კურაციულად მიმდინარეობს: «სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იგივე პროფესურისგან მოისმინონ სალექციო კურსები, ვინც კითხულობს თბილისში. ყოველ ხუთ კვირაში ერთხელ ჩამოდის ლექტორი, რომელიც ხსნის შემდგომი კვირების მასალას. ახსნის პროცესში ჩართულია ადგილობრივი პროფესორიც, ამ მასალის დამუშავების პროცესი მოხდება შემდეგ კვირებში და მას გაუძღვება ადგილობრივი პროფესორი. ასევე იქნება მუდმივი ონლაინკონსულტაცია» – ამბობს ნინო ბერძენიშვილი.

რაც შეეხება სხვა ლექტორ-მასწავლებლებს, რომლებიც ბათუმის ფილიალში ასწავლიან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ისინი კონკურსის შედეგად შეარჩია: «ბათუმის უნივერსიტეტიდანაც გვყავს პროფესორები, რომლებსაც არ აქვთ შემბოჭავი კონტრაქტი, გვყავს ასევე პროფესორები, საქართველოს საკონსტუციო სასამართლოს თანამშრომლები, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირები და ა.შ. თუმცა ძირითადი დატვირთვა თბილისიდან მოწვეულ ლექტორებზეა» – განმარტა ნინო ბერძენიშვილმა.

100 საწოლი 130 ბავშვისათვის

 

წლების წინ 75 ბავშვისათვის გახსნილ დაბა ხულოს საბავშვო ბაღში დღეს 130 ბავშვია. აღსაზრდელების რაოდენობის მიუხედავად, ბაღის გამგე ცირა შავაძე ამბობს, რომ არსებული ფართობი სრულიად საკმარისია.

 

„მართალია, ბაღი თავის დროზე 75 ბავშვზე გაიხსნა, მაგრამ ფართობი საკმაოდ დიდია, 130 ბავშვს ყოფნის და პრობლემა ნამდვილად არ არის. ეს დაბის ბაღია და მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაშინაც კი, ვიდრე საფასური მოიხსნებოდა. დაფინანსებას აქ არაფერი შეუცვლია, გადასახადი მხოლოდ ხუტი ლარი იყო“ –  ამბობს ცირა შავაძე.

 

 

ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ირაკლი რიჟვაძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობის მატება მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, „მაგრამ ვითარებას ის აბალანსებს, რომ ყოველდღიურად ბავშვების 10-20 პროცენტი ბაღში არ ცხადდება.“

 

 

ბაღში ოთხი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს. ბაგაში 25 ბავშვი ირიცხება, ბაღის უმცროს ჯგუფში – 30, 4-5 წლიანებსა და სკოლამდელ ჯგუფში კი, 38 აღსაზრდელია.

 

 

წესდებით ბაღში მაქსიმუმ 85 ბავშვი უნდა იყოს, ჯგუფში კი ბავშვების რაოდენობა  25-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა დაბა ხულოს ბაგა-ბაღში ბავშვთა რაოდენობა წესდებით გათვალისწინებულ ნორმას ბევრად აჭარბებს.

 

 

კითხვას, ჯგუფში ბავშვების გაზრდილი რაოდენობით ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები და საკმარისია თუ არა ბაღში ძიძების რაოდენობა, გაერთიანების დირექტორი პასუხობს:

 

„რადგან მოთხოვნა გაიზარდა ბაგის ჯგუფში, ლიმიტი 15-დან 25-მდე გავზარდეთ, დავამატეთ  ძიძა და ჯგუფში ერთდროულად ორი ძიძა და აღმზრდელი მუშაობს. ახლა ბაღის ჯგუფში აღმზრდელი 9 საათიდან 3 საათამდე მუშაობს და 3-საათიდან 6-მდე მეორე, ანუ ჯგუფში ერთი ძიძა და ერთი აღმზრდელია. მინდა შტატი გავზარდო და სამი საათის ნაცვლად მეორე ცვლის აღმზრდელმა 12 საათიდან დაიწყოს მუშაობა და პიკის საათებში, 12-დან 3 საათამდე, როცა ბავშვები სადილობენ, მეცადინეობენ და სწავლობენ, ორი აღმზრდელი იყოს ჯგუფში. ამისთვის 7-8 შტატი მჭირდება, მოთხოვნა დავაყენე, საკითხი გავაცანი გამგეობასა და საკრებულოს, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“ – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაბის ბაღს ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს, საბავშვო ბაღს არც კეთილმოწყობილი ეზო აქვს და არც საკმარისი ინვენტარი გააჩნია: საბავშვო ბაღში, სადაც 130 ბავშვი ირიცხება, 20 მაგიდა და 100 საწოლია.

 

 

„მოძველებული კი არის ინვენტარი და ხალიჩებიც, გასარემონტებელია შენობა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. საწოლებიც გვყოფნის, დღეს, მაგალითად, ცუდი ამინდია და 55 ბავშვი გვყავს“ – ამბობს ცირა შავაძე.

 

 

აღნიშნულ საბავშვო ბაღს კოსმეტიკური რემონტი ბოლოს 2007 წელს ჩაუტარდა. იმავე წელს ბაღში რამდენიმე ახალი მაგიდა და სკამები შეიტანეს. ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ არსებული მაგიდები საფრთხის შემცველია, ბაღის თანამშრომლებს გაერთიანების დირექტორიც ეთანხმება.

 

„ახალგახსნილ ბაღებში ბავშვებისთვის მაქსიმლურად უსაფრთხო მაგიდები შეგვაქვს, იმედი გვაქვს ბაღის რემონტისა და ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გამოინახება“ –  ამბობს ირაკლი რიჟვაძე. 

როგორ ასრულებს ბათუმი მერების შეთანხმებას

ბათუმი მერების შეთანხმებას 2011 წელს შეუერთდა. როგორ ასრულებს ბათუმი ნაკისრ ვალდებულებებს, რა შესრულდა და რისი გაკეთება იგეგმება მომავალში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ტიტე აროშიძეს ესაუბრა. მერების შეთანხმების შესრულებას სწორედ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახური კურირებს.

ბატონო ტიტე, მერების შეთანხმებისმიხედვით რა ვალდებულება აქვს აღებული ბათუმს?

2011 წელს, როდესაც მიუერთდა ბათუმი მერების შეთანხმებას, იყო ჩამოწერილი ვალდებულებები, რომელსაც იღებს თვითმმართველობა 2020 წლამდე და რომლის მიხედვითაც ე.წ. სათბური ემისიების შემცირება უნდა უზრუნველყოს ქალაქის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთი ვალდებულებაა, რომ ქალაქს უნდა გააჩნდეს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა თუ მონიტორინგის განხორციელების გეგმა. ეს უნდა მოხდეს 2020 წლამდე. 2011 წლიდან აქტიურად ვმუშაობდით ინფორმაციის მოპოვებაზე, 2014 წელს უკვე გვაქვს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა. შემდეგ ტენდერი გამოვაცხადეთ კონცეფციის დაწერაზე. გეგმა მოიცავს სხვადასხვა სექტორს. ყველაზე მეტი გამონაბოლქი არის ტრანსპორტის სექტორში. ასევე გვაქვს შენობების სექტორი, ნარჩენების სექტორი, გარე განათების სექტორი, გამწვანებისა და ჩამდინარე წყლების სექტორი. ეს ექვსი სექტორია, რომელზეც თვითმმართველობამ გამონაბოლქვი, ანუ ჩO2 უნდა შეამციროს. გეგმის მიხედვით ვალდებულებაში 20 პროცენტით შემცირება გვეწერა, მაგრამ როდესაც გეგმა დაზუსტდა, მოთხოვნა დაახლოებით 22 პროცენტამდე გაიზარდა.

კონკრეტულად რა ღონისძიებები განახორციელა ბათუმის მერიამ მერების შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად?

ჩვენ საკმაოდ მოწესრიგებული გვაქვს ჩამდინარე წყლების სექტორი, თუმცა იქიდან ამოსული მეთანი ჩO2-ის გაზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ საპროექტო წინადადებით მივმართეთ ევროკავშირს. პროექტი შეეხება მეთანის შეგროვების პროცედურას ნაგავსაყრიდან და ჩამდინარე წყლებიდან, შემდგომ მისი სასარგებლოდ გამოყენებისათვის. მეთანი ჰაერში აღარ გაიფანტება. პროექტმა, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონ-ნახევარი ევროა, გრანტის მისაღებად პირველი ეტაპი გაიარა. ოქტომბრის ბოლოს გვეცოდინება გადალახავს თუ არა მეორე ეტაპს. ამასთან, სამოქმედო გეგმის თანახმად, მეორე პროექტი დავწერეთ და UNDP-მ დაგვაფინანსა. ბიუჯეტი 800 ათასი ევროა. პროექტი ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციას, ანუ ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდას.

გამწვანებას დიდი ადგილი უჭირავს ბიუჯეტში, ახლა შენობების დათბუნვის პროექტებს განვიხილავთ. შენობების დათბუნვა გულისხმობს შეფუთვას, ან შენიღბვას, ან ისეთი ღონისძიებების გატარებას, რის შემთხვევაშიც სითბოს დანაკარგები ნაკლები იქნება. ეს არის ის გრძელვადიანი პროექტები, რომელთაც საბოლოო ჯამში გავლენა ექნება ჩO2-ის შემცირებაზე.

როდესაც მერია გასცემს ახალი მშენებლობის ნებართვას, ითხოვთ თუ არა მშენებლისგან ენერგოეფექტური შენობების აშენებას?

რაც შეეხება მერიიდან გაცემულ ნებართვებს, ამას არეგულირებს ცენტრალური  კანონი, რომელშიც გაწერილია, თუ რა უნდა იყოს მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო ინიციატივით შევიდა პარლამენტში. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს, ადგილობრივ თვიმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ   დამატებითი პირობები, რომელიც ენეგეტიკული თვალსაზრისით იქნება  ქალაქისთვის მისაღები. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გააძვირებს მშენებლობებს. დღეს მერიიდან მინიმალურს ვითხოვთ, მაგალითად, საღებავი უნდა შეესაბამებოდეს მდგრად ენერგოსტანდარტებს, თუმცა თითოეული საღებავის შემოწმება რთულია, რადგან არ გვაქვს შემოწმების საშუალება, მაგრამ როდესაც კანონს მიიღებენ და რეგულაცია გავრცელდება თვითმმართველობებზე, ეს შესაძლებელი იქნება. ახალ საპროექტო წინადადებებში, რომლებიც მიღებული იქნება ქალაქში სამშენებლო მიმართულებით, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც გამწვანების კოეფიციენტი, ასევე ენერგოეფექტური და მდგრადი მასალების გამოყენება შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით.

სატრანსპორტო სფეროში რა ცვლილებები განხორციელდა და როგორ შეუწყობს ეს ხელს გამონაბოლქვის შემცირებას?

24 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლებიც ევროსტანდარტის ძრავებით არის აღჭურვილი. მათ ნაკლები გამონაბოლქვი აქვთ პირველი თაობის ავტობუსებთან შედარებით. გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ CO2 გარკვეული დოზით შემცირებულია.

გვაქვს 150 ავტობუსი, რომლებიც აღჭურვილია დიზელის ძრავებით. პროექტს ვამზადებთ გაზის ავტობუსების შემოყვანაზე. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე გარკვეული ნაწილი ჩავანაცვლოთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებით. ფინანსებს ნაწილის ქალაქის ბიუჯეტიდან გავიღებთ, ნაწილი იქნება გრანტი ან იაფი სესხი. ეს პროექტი რეალურია და მისი განხორციელება ფინანსურადაც და ენერგეტიკულადაც მომგებიანი იქნება ქალაქისთვის.

მართალია, ახლა გადაიდო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, მაგრამ იმედია 2020 წლამდე იქნება. ეს ტექნიკური დათვალიერებაც მოგვცემს საშუალებას, შევამციროთ გამონაბოლქვი.

ახლა მიდის გარე განათების საკითხზე მსჯელობა. როგორც იცით, ჩვენთან ქალაქში არის ვარვარიანი ნათურები, რომელიც CO2-ის გამოყოფას უწყობს ხელს. ახლა ვამუსავებთ სხვადასხვა პროექტს, რომ ეს შეიცვალოს ცივი განათებით. რამდენიმე პროექტია, ჯერ კონცეპტუალურ დონეზეა და მუშავდება. თუ წელს მილიონ-ნახევარს ჩავდებთ გარე განათებაში, შემდგომში, როდესაც ცივი განათება იქნება, ხარჯი ამის მესამედი გახდება. იგივე, როდესაც მეთანის შეგროვებაზე ვსაუბრობთ, მისი გარდაქმნა შეიძლება სხვადასხვა საშუალებად. მაგალითად, იგივე ბუნებრივ გაზად და გამოვიყენებთ ავტობუსების დასატუმბად. უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ მავნე საშუალებების ხარჯზე გავაკეთოთ ბიუჯეტის ეკონომია.

ეს ყველაფერი არის ღონისძიებათა ნაკრები, რომელიც ჩვენ მერების შეთანხმებით გვაქვს აღებული და რომელსაც გრანტებისა და ბიუჯეტის საშუალებით ვახორციელებთ. ყველა ღონისძიება ორ ეფექტთანაა დაკავშირებული, ერთია ეკონომიკური ეფექტი, მეორე კი – ენერგეტიკული და ბიოეფექტი.

იყიდება სასტუმრო და სასაწყობო ფართი ბათუმში

 

საკოტაქტო ინფორმაცია – 591 51 70 10 ნიკოლოზ სურგულაძე.

ინფორმაციის წყარო: საჯარო რეესტრის ქონების ბირჟა.

იყიდება სასტუმრო – ძველი ბათუმი

 

 4 სართულიანი, 330 კვ. მ., მოქმედ მდგომარეობაში, ინვენტარით.

 

მის.: ქალაქი ბათუმი, ქუჩა კოსტავა, N 24; ფასი: $450 000; საკოტაქტო ინფორმაცია – 599556654 კახა; ინფორმაციის წყარო: საჯარო რეესტრის ქონების ბირჟა.

იპოვეთ მოძრაობის წესის 30-მდე დარღვევა

 

მოძრაობის წესებს არღვევს როგორც ავტომანქანები, რომლებიც გადადიან წითელზე, კვეთენ უწყვეტ ხაზს, არასწორად აჩერებენ მანქანას და არ უთმობენ გზას ქვეითად მოსიარულეებს, ისე ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც გადადიან მწვანეზე და თანაც არა ზებრაზე, არამედ ნებისმიერ ადგილას სადაც მათ მოესურვებათ.






ტრენინგი ნაადრევ ქორწინებასა და გოგონების განათლებაზე

 

 

ტრენინგის დროს განხილული იყო ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები, საქართველოში არსებული სტატისტიკა და მსოფლიო მონაცემები.

 

 

 

ნაჩვენები იყო საინფორმაციო ფილმები, რის შემდეგაც გაიმართა განხილვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა იმსჯელეს და გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.

 

აქტივობა გაიმართა პროექტის ფარგლებში – “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

წიგნს მეტად საინტერესო სტრუქტურა აქვს. დაწერილია მშრალი, ლაკონური ფრაზებით, საგაზეთო სტილში. მხოლოდ ფაქტები, ფაქტები და არანაირი შეფასება, არც ზედმეტი ემოციები, არც მწერლის პოზიცია. ბიოლი თითქოს ზედსართავებსაც კი ძუნწად იყენებს, ზოგადად, შეფასებებშია ძალიან ძუნწი. ცდილობს, არ გასცდეს საგაზეთო სტატიის ფორმატს.

კატარინა ბლუმის ისტორია სულ ბოლოდან იწყება – უკვე ჩადენილი დანაშაულით. მოკლულია ჟურნალისტი, რომლის მკვლელობაშიც კატარინაა ეჭვმიტანილი. თუმცა, რაღა ეჭვმიტანილი – გოგონამ თავად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მოკლულია ასევე ფოტორეპორტიორი, თუმცა ბლუმს ეს ბრალი არ უმტკიცდება. ამის შემდეგ იგება ფაქტების ლოგიკური ჯაჭვი, ქრონოლოგიურად ლაგდება ამბები – რა მოხდა ჟურნალისტის მკვლელობამდე, რამ აიძულა გოგონა, შემზარავი დანაშაული ჩაედინა სრულიად გააზრებულად და ცივი გონებით…

საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ჟურნალისტმა კატარინას ცხოვრება დაანგრია ტაბლოიდებში გამოჭიმული მყვირალა, შეთხზული სათაურებით. კატარინას ცხოვრება, მხოლოდ იმის გამო, რომ „დამნაშავე” შეუყვარდა, იქცა ჯოჯოხეთად, რეალურ შოუდ, რომელიც არ ასახავს რეალობას. წიგნის სიუჟეტის განვითარებისას ირკვევა, რომ გოგონას გამუდმებით ფეხდაფეხ დასდევდა ჟურნალისტი, რომელიც მისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს დაუნდობლად და თანაც დამახინჯებით ააშკარავებდა. ასე იქცა პატიოსანი, მშრომელი კატარინა ბლუმი ქურდად, მეძავად, რევოლუციონერად, კომუნისტად, ცივსისხლიან, ანგარიშიან, საკუთარი სხეულით მოვაჭრე ქალად. ასეთად წარმოაჩინა ჟურნალისტმა, ასეთად დაინახა საზოგადოებამ. კატარინას აღარ დარჩა არც საშუალება და არც ძალა, წინ აღდგომოდა ბოროტების მანქანას, მის გასასრესად რომ დაიძრა. საფრთხე დაემუქრა არა მხოლოდ გოგონას რეპუტაციას, არამედ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. და კატარინა ბლუმმა ხელში იარაღი აიღო.

წიგნში, გარდა ჟურნალისტური ეთიკის პრობლემებისა, უზარმაზარი მორალური დილემაა წამოჭრილი – გამართლებულია თუ არა ყველა ხერხი, როცა საქმე ღირსების დაცვას ეხება? რა არის უფრო მნიშვნელოვანი – პატივი და ღირსება თუ სიცოცხლე? რასაკვირველია, წიგნის წაკითხვამდე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება – არაფერი შეიძლება იდგეს სიცოცხლის უფლებაზე მაღლა. მაგრამ მაშინ რატომ ხდება, რომ კატარინა ბლუმი პატივისცემას და თანაგრძნობას იწვევს? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კატარინა ბლუმის შელახული ღირსება?

სოფელ ქობულეთში ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

 

პროექტის ფარგლებში ხიდის ბურჯები ჩამოისხა, რომელზეც 13მ სიგრძისა და 4მ სიგანის რკინის კონსტრუქციის ხიდი დამონტაჟდა. ხიდის მიმდებარედ მოეწყო გაბიონები. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ავტოგზა“ აწარმოებდა, რომლისთვისაც 53 950 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ხიდის სამშენებლო სამუშაოები სოფელ ჭახათში მიმდინარეობს,  ხოლო აჭყვისთავში მალე დაიწყება. მიმდინარე წელს ხიდები ოჩხამურში, სკურესა და გვარაშიც მოეწყო.

”ვის ეშინია ფემინიზმის?”

 

საჯარო ლექციები ყოველ პარასკევს, 5 საათზე, 55-ე აუდიტორიაში ჩატარდება.


ლექციების ციკლის პირველი თემაა „ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ“, რომელიც ქალის უფლებების მოპოვების ისტორიას და მის ძირითად მოქმედ პირებს აღწერს. „ლექციის მსმენელებს საშუალება ექნებათ ფემინისტური იდეების დასავლური ისტორია დაუკავშირონ ქართულ სინამდვილეს, რადგან ქართველი ქალებისთვის არ იყო უცხო თანასწორობის იდეა. თქვენ გაეცნობით ქართველ ქალებს, რომელთაც გაკვალეს გზა მომავალი თაობის ქალებისათვის!“. ლექციას წაიკითხავს ფილოსოფოსი და ქალის უფლებების დამცველი ლელა გაფრინდაშვილი.

 

ლექციების განრიგი:

17 ოქტომბერი, პარასკევი: ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ (ლელა გაფრინდაშვილი)

 

24 ოქტომბერი, პარასკევი: ანტიფემინიზმი – უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის? (თამარ ცხადაძე)

 

31 ოქტომბერი, პარასკევი: ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში (თინა მეგრელიძე)

 

7 ნოემბერი, პარასკევი: სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? (დათო გაბუნია)

 

14 ნოემბერი, პარასკევი: გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში (თამთა თათარაშვილი)

 

21 ნოემბერი, პარასკევი: ვის ეშინია საბედისწერო ქალის? (თეო ხატიაშვილი)

 

28 ნოემბერი, პარასკევი: სექსიზმი ქართულ რეკლამებში (ეთუნა ნოღაიდელი)

 

5 დეკემბერი, პარასკევი: თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე)

 

12 დეკემბერი, პარასკევი: ფილმის ჩვენება „ვის ეშინია ფემინიზმის?“

  

ლექციებთან დაკავშირებული ყველა სიახლის შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჰაინრიჰ ბიოლის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე 50 ქალი საქართველოდან. 


პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა, შეგიძიათ გააგზავნოთ შემდეგ მაილზე: azzagabunia@gmail.com

 

პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

38 ლარამდე ღირებულების ჭაღი ბალანსიდან ბალანსზე გადატანისას გაქრა

სად ინახება ამ დროისთვის თითბრის ჭაღი, რომელიც 37 557 ლარი ღირდა? – ამ კითხვით “ბათუმელებმა“ საქართველოს ბანკს მიმართა. ბანკიდან გვაცნობეს, რომ ისე როგორც ეს ძვირადღირებული ჭაღი, ასევე სხვა ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობის ჩათვლით [ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, №25-ში მდებარე ბანკის ყოფილი შენობა] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

მრავალგზის სიტყვიერი კონსულტაციების დროს ასევე ითქვა, რომ ეს ჭაღი სავარაუდოდ გაქირავებული უნდა იყოს. ანალოგიური კითხვით მიმართა “ბათუმელებმა’’  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამ უწყებიდან წერილობით შემდეგი შეგვატყობინეს: ,,გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის2010 წლის 15 აპრილის N275 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2010 წლის16 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისაგან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გადაიბარა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აპრილის N19 განკარგულებით სახელმწიფოსათვის გადმოცემული, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N25-ში მდებარე უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და მცირეფასიანი ინვენტარი. აღნიშნული ქონება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 მაისის N646 განკარგულებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში. აღნიშნულ განკარგულებაში დანართის სახით წარმოდგენილია ქონების ჩამონათვალი, სადაც მოცემულია, როგორც თითბრის, ასევე სხვა სახის ჭაღებიც’’.

მიიღო თუ არა თითბრის ჭაღი საკუთრებაში აჭარის ხელისუფლებამ? – ამის გასარკვევად „ბათუმელებმა’’ ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, საიდანაც ასევე წერილობით გვაცნობეს, რომ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში არ გადაცემია თითბრის ჭაღი, ღირებულებით 37 557 ლარი’’. სამინისტროდან ასევე მოგვაწოდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც ზემოთ აღნიშნული განკარგულების ფარგლებში მათ გადაეცათ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობასთან ერთად.

ქონების ჩამონათვალში არის სხვადასხვა ზომისა და ღირებულების ჭაღი, თუმცა კონტროლის პალატის აქტში მითითებული ჭაღი, რომლის ღირებულებაც 37 557 ლარია, ამ ჩამონათვალში არ იძებნება.

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და სამკვიდრო მოწმობა


ხათუნა კალანდარიშვილი, ნოტარიუსი
ხათუნა კალანდარიშვილი, ნოტარიუსი

მემკვიდრეობის მიღების ორი გზა არსებობს – ქონების ფაქტობრივი დაუფლება და სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანა, მემკვიდრეობის მისაღებად. მემკვიდრეობა ანუ სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების მომენტიდან, როცა პირი გარდაიცვლება, იმ დღიდან სამკვიდრო ითვლება გახსნილად. გარდაცვლილის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სანოტარო ბიუროს, განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ და მოითხოვონ სანოტარო მოწმობა ქონებაზე, ოღონდ გარკვეული ვადის დაცვით, პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ექვსი თვის შემდეგ მემკვიდრემ თუ ის არაა თანმყოფი და თუ ის ფაქტობრივი ფლობით და მართვით არ არის დაუფლებული სამკვიდრო ქონებას, უნდა მიმართოს სასამართლოს მემკვიდრეობის გადასაფორმებლად.

ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრეობის პრეტენდენტი


ამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები. განსაზღვრულია მემკვიდრეთა ხუთი რიგი. კანონით თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში: შვილები, მეუღლე, მშობლები (შვილიშვილები).


მეორე რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.


მესამე რიგის მემკვიდრეებად განსაზღვრული არიან – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ისინი მამკვიდრებლად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.


მეოთხე რიგში არიან: ბიძები, დეიდები, მამიდები, ხოლო მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები. მემკვიდრეობის მიღების დროს ყველა პირველი რიგის მემკვიდრე გამორიცხავს მეორე რიგს. მემკვიდრეობის ფაქტობრივი დაუფლება ხდება იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუკი დედა და შვილი რეგისტრირებულნი არიან ერთ მისამართზე და შვილი მოიხმარს ნივთებს, შედის საცხოვრებელში პერიოდულად, ამუშავებს მიწას, იხდის გადასახადებს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი მემკვიდრე და მამკვიდრებელი არ ცხოვრობენ ერთად, არ აქვთ საერთო მეურნეობა, ის უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ნებისმიერ ნოტარიუსს განცხადებით პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრეობის მისაღებად. დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პირველი რიგის მემკვიდრეები მემკვიდრეობის თავიანთ წილს იღებენ თანასწორი უფლებით.

ანდერძის არსებობის შემთხვევაში მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეები იღებენ სავალდებულო წილს ამ ქონებიდან, სავალდებულო წილი არის იმ წილის ნახევარი, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მათ რომ უნდა რგებოდათ. სავალდებულო წილის მიღების უფლება გამორიცხავს იმას, რომ ოჯახი, შვილები, მეუღლე, მშობლები დარჩნენ მემკვიდრეობის (წილის) გარეშე. მაგალითად, თუ მოანდერძემ მთელი ქონება უანდერძა არამემკვიდრეს, სავალდებულო წილს მაინც მიიღებენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები. თუმცა მან პრეტენზია უნდა განაცხადოს დროულად. ვადის დარღვევის შემთხვევაში, ანუ გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, საჭიროა ვადების აღდგენა სასამართლო წესით. მაგრამ თუკი რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტით დაადასტურებს პრეტენდენტი, რომ არსებული ქონება მას ეკუთვნის, მას სასამართლოსთვის მიმართვა აღარ სჭირდება, თუკი ვერ დაადასტურებს, მაშინ აუცილებელია მან მიმართოს სასამართლოს, რათა აღიდგინოს ხანდაზმულობის ვადა, რომლის შემდეგაც დაიწყება გამარტივებული წარმოება სასამართლოს წესით.

  

როგორც წესი, ბევრი მოქალაქე მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა ეს არ არის აუცილებელი, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოქალაქეებმა არ იციან არსებული წესები. პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები ქონების გადაფორმების ანუ დარეგისტრირების შემთხვევაში კანონით გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან, მხოლოდ იხდიან რეგისტრაციისთვის აუცილებელ თანხას.

ანდერძის ფორმა

ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ის შეიძლება შედგეს შინაურულად და ასევე დამოწმდეს სანოტარო წესით. ე.წ. შინაურული ანდერძი შესაძლებელია შედგეს სახლში, რომელსაც არ სჭირდება დამოწმება, მაგრამ შინაურულად დამოწმებული ანდერძის შემთხვევაში მისი ნამდვილობის დასადგენად ნოტარიუსი დოკუმენტს აგზავნის ექსპერტიზაზე. შინაურულად დაწერილი ანდერძი უნდა შეიცავდეს გარკვეულ რეკვიზიტებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოანდერძის დადგენა, ასევე უნდა შეიცავდეს, შედგენის თარიღს, მემკვიდრის სახელს, გვარს და ასე შემდეგ. შინაურულად შედგენილ ანდერძსაც იგივე ძალა აქვს, რაც სანოტარო წესით დამოწმებულს. ორივეს არსებობის შემთხვევაში კი უპირატესობა ენიჭება სანოტარო წესით დამოწმებულს. ნოტარიულად ანდერძი შეიძლება შედგეს ნოტარიუსთან, მაგრამ თუკი ადამიანი არის ავად, არ შეუძლია გადაადგილება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნოტარიუსი მას ეწვიოს სახლში და იქ დაამოწმოს ანდერძი. ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, ანდერძი შეიძლება დადასტურებულ იქნეს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ანდერძის დამოწმების უფლება აქვთ ასევე ნოტარიუსთან გათანაბრებულ სხვა პირებსაც: ექიმებს, გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს და ასე შემდეგ. თუ ანდერძი შედგება სანოტარო ფორმით, აუცილებელია მისი დადასტურება ორი მოწმის თანდასწრებით.

არჩილ ხაბაძის მეუღლე ოჯახური ცხოვრების შესახებ

 

 

თამუნა სირაბიძე და არჩილ ხაბაძე
თამუნა სირაბიძე და არჩილ ხაბაძე

თამუნა, როგორც ვიცი, თქვენი მეუღლის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მაინცადამაინც არ გაგხარებიათ, რა იყო ამის მიზეზი?

 

ესეც გაიგეთ?  სანამ ინტერვიუზე მოვიდოდი, ვფიქრობდი არ მეთქვა, რომ არ გამხარებია მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ერთი მხრივ, გამიხარდა, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, ჯერ არ ვყოფილვარ ამისთვის მზად,  იმიტომ, რომ აჭარის პირველი პირის მეუღლეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, შიშის გამო არა, უფრო რიდის მომენტია, თან არ ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის. მერჩივნა უფრო მშვიდი ცხოვრებით მეცხოვრა, თუმცა რადგან ჩემმა მეუღლემ აიღო ამხელა პასუხისმგებლობა, მე მას გვერდში დავუდგები. ყველანაირად ვეცდებით, რომ ერთად ვაკეთოთ კარგი საქმე.

 

როგორ გაიცანით არჩილ ხაბაძე? 

 

აჩიკოს ვიცნობ სულ რაღაც ორი წელია, ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გაგვაცნეს, ერთმანეთის მიმართ გრძნობები  მალევე გაგვიჩნდა. ძალიან დადებითი პიროვნებაა, ადვილად შეუძლია აგიყოლიოს, მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. გაცნობიდან მალევე, რვა თვის შემდეგ დავქორწინდით.

 

როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში?

 

 პირდაპირ სიყვარული არ აუხსნია, გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით, ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაგვიღრმავდა და გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით.

 

 ქორწილი სად გქონდათ?

 

 ბათუმში გვქონდა ქართული ტრადიციული ქორწილი, რომელსაც  ჩვენი ახლობლები ესწრებოდნენ.

 

როგორი მეუღლეა არჩილი?

 

 

ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია,  ოჯახის ყველა წევრის მიმართ საოცრად თბილია. არ არის პრეტენზიული, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. ოჯახის ბიუჯეტსაც ორივე ერთად განვაგებთ. გვიყვარს ერთად სეირნობა, ზაფხულში პარკში დავსეირნობთ ხოლმე.

 

 ყველაზე ძვირფასი რა უჩუქებია მას თქვენთვის?

 

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისგან ჩემთვის არის პირველი საჩუქარი, სუნამო მაჩუქა, რომლის გამოწერასაც ვაპირებდი იუნიქარდზე არსებული ქულებით.

 

რა არის არჩილ ხაბაძის ძლიერი და სუსტი მხარე?

 

ძლიერი მხარეა მისი ხასიათი, ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს, პრინციპულია, მაგრამ ამასთანავე ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან უშუალოა, კომუნიკაბელური, ვფიქრობ, ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის. რა შეიძლება იყოს აჩიკოს სუსტი მხარე? _ ყველას აქვს სუსტი მხარე, თუმცა ამაზე არც მიფიქრია, აჩიკოს სუსტი მხარე, ამჟამად ჩემთვის, ალბათ, ის არის,  რომ სამსახურის გამო ჩვენთან დიდ დროს ვეღარ ატარებს, რასაც ძალიან განიცდის თვითონაც და ჩვენ, ყველა ოჯახში. ახალშექმნილი ოჯახი გვაქვს, შვილიც ახლა შეგვეძინა, ერთად ყოფნა ყველაზე მეტად ახლა გვინდოდა.

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე როგორია ოჯახში?

 

 ბოლო ერთი თვეა თითქმის არ არის სახლში, გვიან ღამით მოდის ხოლმე, მის თავმჯდომარედ არჩევამდე ვცდილობდით სამსახურის შემდეგ გავსულიყავით სადმე ერთად საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად, მეგობრებთან შესახვედრად. ბოლო დღეებია აღარ გვაქვს ამის საშუალება, ეს ორივეს ძალიან გვაწუხებს. საღამოთი მირეკავს ხოლმე და მეუბნება, ძალიან მინდა თქვენთან ერთად ვიყო, მაგრამ მოსვლას ვერ ვახერხებო. ყველაზე მეტად განიცდის იმას, რომ ჩვენს ათი თვის ქალიშვილთან დროს ვეღარ ატარებს.

 

როგორი მამაა არჩილი?

 

 ძალიან კარგი მამაა, აქტიურად ერთვება ყველა საქმეში, რომელიც ბავშვს ეხება. სამწუხაროდ დროის ნაკლებობის გამო მასთან ნაკლებ დროს ატარებს, გუშინ თეკლას ვაძინებდი, როცა აჩიკომ დამირეკა და მთხოვა, ტელეფონზე დამელაპარაკებინა ბავშვი. თეკლას თითქმის ეძინა, ყურმილი ყურთან მივუტანე, არჩილმა დაუძახა თუ არა, თეკლამ სწრაფად დაჭყიტა თვალები და აჩიკოს დაუწყო ძებნა ოთახში. როგორც არ უნდა ტიროდეს, მამის ხმას გაიგებს თუ არა, მშვიდდება, საერთოდ თეკლა მამას ჰგავს, გარეგნობითაც და ხასიათითაც, ძალიან თბილი ბავშვია, მომყოლია. მიხარია, რომ ჰგავს. ნათქვამია, გოგონა თუ მამას ჰგავს, ბედნიერი იქნებაო.

 

 

სუფრასთან თქვენი მეუღლე ტრადიციულია?

 

 აჩიკო გურმანია, განსაკუთრებულად უყვარს ტკბილეული, მომზადებით არაფერს ამზადებს, რაც ერთად ვართ, ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ ჩართულა ამ პროცესში. ტრადიციული ადამიანია, უყვარს ქართული სუფრა და სადღეგრძელოები, თადარიგს ყოველთვის იჭერს, სადღეგრძელოებსაც ტრადიციული თანმიმდევრობით ამბობს.

 

 თქვენც მუშაობთ, შვილს ვისი დახმარებით ზრდით?


თეკლას ჰყავს ძალიან კარგი ძიძა, ის მეხმარება მის გაზრდაში. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდივარ და დარჩენილ დროს ჩემს შვილთან ერთად ვატარებ.

 

 სად ყიდულობთ ტანსაცმელს?

 

 ტანსაცმელს ძირითადად ბათუმში ვყიდულობ. ბრენდებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება არ მაქვს, დაბალფასიანიც შეიძლება ვიყიდო, თუ მომეწონება. გარეგნობაზე ზრუნვას დიდ დროს არ ვუთმობ, სალონებში მაინცადამაინც ხშირად არ დავდივარ, მაგისთვის დროს ვერ დავკარგავ, ნახევარი საათი სრულიად საკმარისია ჩემი მომზადებისთვის.

 

 როდის დასრულდება თქვენი ბინა და  ახლა სად ცხოვრობთ?

 

 ჩვენს ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც იანვარში დასრულდება, საახალწლოდ ვფიქრობთ გადასვლას, მამაჩემის ბინაში ვცხოვრობთ 5-6 თვეა. მანამდე აჩიკოს მშობლების სახლში ვცხოვრობდით ქალაქგარეთ, „გოროდოკში“.

 

სპორტული აქტივობა უმაღლეს სასწავლებლებში

ბათუმის საზღვაო აკადემია

1500 სტუდენტი

120 სპორტით დაინტერესებული

 

„სპორტსმენი იწვევს ძლიერი ადამიანის ასოციაციას, ის მიზანსწრაფული, გამბედავი და მამაცია, ძლიერი სტრესული მდგომარეობიდან ადვილად გამოდის და სახიფათო სიტუაციებში არ იბნევა, ასეთი ადამიანი სჭირდება ზღვას“, – ეს ამონარიდია სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტის ზაურ ქავზინაძის პროგრამიდან, რომელიც ეზღვაურთა ფიზიკურ მომზადებას ეხება. ის ამბობს, რომ ფიზიკური მომზადება აკადემიაში პირველ და მეორე კურსზე ისწავლებოდა. ამ პროგრამით კი ხსნის ფიზიკური აღზრდის სწავლების აუცილებლობას საზღვაო აკადემიაში. ზაურ ქავზინაძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში, სტუდენტების მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურში სპორტის მიმართულებას ხელმძღვანელობს. აკადემიაში 8 სპორტული სექცია: მძლეოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, ფეხბურთი. ყველა მათგანში მწვრთნელ-კურატორი ზაურ ქავზინაძეა. სექციები 12-15 სტუდენტისგანაა აკომპლექტებული. 1500 სტუდენტიდან მხოლოდ 120-ია სპორტულ აქტივობაში ჩართული. აკადემიას აქვს ფეხბურთის მოედანი – 55/35 ფართობის. ერთი დარბაზი გოგოებისა და ბიჭების გასახდელით, ორი ტუალეტითა და 12 საშხაპეთი. ამჟამად აკადემიაში შიდა შეჯიბრება მიმდინარეობს ფუტზალში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში, ვარჯიშს ატარებენ კალათბურთში, 10 ოქტომბრიდან ფეხბურთში მოემზადებიან.

ვარჯიში ლექციების შემდეგ საათ-ნახევარიორი საათი მიმდინარეობს. შაბათ-კვირას 17:00-18:00 საათამდე ბულვარის სტადიონზე ვარჯიშობენ სტუდენტები. 63 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული სასწავლებლისთვის ეს რაოდენობა არ არის მაღალი მაჩვენებელი.

„ძალიან მწყინს, რომ სპორტი ადამიანებს არ უყვართ. თამადობა კარგი იციან – ჯანმრთელად იყავი, კარგად იყავი, მაგრამ საიდან იწყება ის, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. ადამიანებში მოიკლო ფიზიკური დატვირთვის ამტანობამ და კუნთური სისტემის ზრდამ“, – ამბობს ზაურ ქავზინაძე.

სტუდენტები კალათბურთის ვარჯიშზე / ბათუმის საზღვაო აკადემია

  

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

300 სტუდენტი

10 სპორტით დაინტერესებული

სპორტული სექციები არ ფუნქციონირებს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. თუმცა სტუდენტების გარკვეული რაოდენობა სპორტულ ღონისძიებებში მაინც მონაწილეობს. დაინტერესების სფეროებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ბილიარდი, ჭადრაკი. სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე სიგუა ამბობს, რომ წინა წლის მონაცემით 300 სტუდენტიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 50 სტუდენტი იყო ჩართული, მათგან 10 სპორტული მიმართულებით:

„სტუდენტები ყველა იმ სპორტულ აქტივობაში მონაწილეობენ, რასაც აკეთებს მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. მაგრამ ადგილობრივი ბაზა არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდი გვყავდეს, არ არის შასაბამისი ინფრასტრუქტურა და დარბაზი. ეს შენობა სტუდენტებს სწავლის პროცესისთვისაც არ გვყოფნის, მუსიკის ფაკულტეტი ჯერ კიდევ კონსერვატორიის შენობაშია. თვითმმართველობის კაბინეტიც არ გვაქვს და საველე ვითარებაში ვატარებთ სხდომებს“. ერეკლე სიგუას აზრით, დაბალი აქტივობა იმითაც აიხსნება, რომ უნივერსიტეტი ხელოვნებაზე ორიენტირებული სასწავლებელია, სადაც სტუდენტს კონკრეტულად აქვს განსაზღვრული რა უნდა ისწავლოს, ამიტომ მათთვის სხვა დატვირთვა ხელშემშლელია.

 

ბსუ

6000 სტუდენტი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ეზოში ქვიშის ფრენბურთის მოედანია. სტუდენტები ეზოში არიან, სკამებზე სხედან, ლაპარაკობენ. მოედანი ბალახი თა და ხავსითაა დაფარული. ბსუ-ს აქვს ასევე სამი სპორტული დარბაზი – ერთი კრივის, მეორე ტრენაჟორებისთვის და მესამე – უნივერსიტეტის ცენტრალური სპორტული დარბაზი. სპორტულ დარბაზებში, სექციების განრიგის მიხედვით, 13 სახეობაა გამოყოფილი: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ფეხბურთი, მკლავჭიდი, აერობიკა, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, სპორტული, სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვები, შვიდკაცა რაგბი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ბადმინტონი. სტუდენტების მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის, რევაზ ოკუჯავას თქმით, სასწავლო წელი ახალდაწყებულია, ამიტომ სპორტული სექციები ჯერ არ არის დაკომპლექტებული.

ამ დროისთვის ყველაზე მეტად მოთხოვნადი წელს დამატებული სექცია – სპორტული, სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვებია, რომლითაც 100-ზე მეტი სტუდენტია დაინტერესებული. უნივერსიტეტს არ აქვს მწვრთნელის შტატი. აქ ამბობენ, რომ სასწავლებელი აჭარის სპორტის ფედერაციებთან თანამშრომლობს და მისი სპეციალისტები ითავსებენ მწვრთნელის ფუნქციას. ბსუ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს, რომლისთვისაც ფინანსები სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ფინანსები ასევე ხმარდება სპორტული ინვენტარის შეძენას.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად გამართული აქვს, რევაზ ოკუჯავა ამბობს, რომ სპორტში ჩართულობის თვალსაზრისით დღევანდელი რაოდენობა უმცირესია. „ეროვნულ ცეკვაზე თუ დადის 50 ბავშვი, ფრენბურთზე მოდის – 10. გვყავს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სტუდენტი, რომელიც წარმატებულია სპორტში. მაგალითად, ძალოსნობაში მამუკა ჯორბენაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრიცაა. უნივერსიტეტშიც და ყველგან რაიმე საქმიანობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად პოპულარულია ესა თუ ის სახეობა ქვეყანაში. პრობლემის საფუძველი სკოლაშია – ის, რაც ხდება სკოლებში, მერე აისახება აქ. რომ გამოკითხო სტუდენტების 80 პროცენტი, განსაკუთრებით გოგოები იტყვიან, რომ მათ ფორმა საერთოდ არ ჩაუცვამთ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილზე. ეს ჩვენი რეალობაა. სპორტი რომ პოპულარული გახდეს, სახელმწიფოს დონეზე სჭირდება მუშაობა“.

სპორტის არააქტუალურობის ერთ-ერთ მიზეზად, დაწყებითი განათლების ასისტენტპროფესორი ბესო ციცაგი სპორტში პედაგოგ-მასწავლებლების სიმცირეს მიიჩნევს. მას კლევა აქვს ჩატარებული ფიზიკურ აღზრდასა და სპორტის სწავლებაზე. კვლევის თანახმად 83%-იანი დეფიციტია საქართველოში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლისა და 90%-მდე მწვრთნელ მასწავლებლისა.

„ადრე ასეთი მიდგომა იყო – არ გინდოდა, მაგრამ სახელმწიფო გაიძულებდა სპორტულ აქტიურობას, რომ ყოფილიყავი ჯანმრთელი, დღეს ასეთი მიდგომაა – ჩვენ აგიხსნით და გასწავლით, ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სპორტი, დანარჩენი კი შენი ნებაა. ამიტომ სპორტი აღარაა პრიორიტეტი. მასწავლებლების 90 პროცენტი აღიარებს, რომ ფიზკულტურის სპორტით ჩანაცვლება არ შეიძლებოდა. როცა არ გაქვს ადამიანური და მატერიალური რესურსი, როცა არასტანდარტული დარბაზებია სკოლებში და ხანდახან დარბაზში ორი-სამი კლასი შედის, იქ ვერავითარ სპორტს ვერ ასწავლი“. რამდენად მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებში სპორტული სექციების ფუნქციონირება? ერეკლე სიგუა ამბობს, რომ – სასიცოცხლოდ. „უნივერსიტეტში ვართ სულიერი აქტივობისთვის, ხოლო ჩვენ რომ შევქმნათ მატერიალური კულტურა, ამისთვის გვჭირდება ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გარემო“ – დასძენს ის.

უმადობა ბავშვებში

 

ბავშვის სწორი და კარგი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სწორი კვებაა. ზოგიერთ ბავშვს მშობლების გასახარად ძალიან კარგი მადა აქვს. არიან ბავშვები, რომელთაც პირიქით, ნაკლები მადით გამოირჩევიან. თუმცა ყოველ ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. ნუ დაგანაღვლებთ, თუ თქვენს ბავშვს უფრო ნაკლები ლოყები აქვს, ვიდრე მეზობლისას, მთავარია, ის ასაკობრივი ნორმის ფარგლებში იმატებდეს. უმადობა კი ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ბავშვი ვერ იღებს ვიტამინებს და სხვა მისი “აშენების” სასარგებლო ნივთიერებებს, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და შესაბამისად ბრძოლისუნარიანობაც იკარგება სხვადასხვა ინფექციის დროს.

როგორც ცნობილია, სიჯიუტე ყველა ბავშვის თანდაყოლილი ინსტინქტია, ამიტომ როდესაც ბავშვს ვაძალებთ ჭამას, ეს უკვე იწვევს საკვების მიმართ სიძულვილს და ეს შეიძლება სამუდამოდ გაჰყვეს, თუ მიდის მუდმივი დაძალება. თუ ბავშვს მადა ავადმყოფობის გამო დაეკარგა, ის შესაძლოა ცოტა ხანს კიდევ გაჰყვეს, ამიტომ მოთმინებით დაელოდეთ და მადაც გამოკეთდება.

თუ უმადობა შინაგანი ორგანოების პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, ის არც საშიშია. ყოველი ბავშვის ორგანიზმს აქვს ავტომექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი საკვები სჭირდება მას. მაგრამ თუ უმადობა უკვე სარიოზულ შეშფოთებას იწვევს, მაშინ საქმეში ერთვება ექიმი.
საერთოდ გასათვალისწინებლია რამდენიმე ფაქტორი:

საკვები არ უნდა იწვევდეს არავითარ უსიამოვნო პროცესს;

გაზარდეთ კვებათა შორის ინტერვალი. ამ ინტერვალის დროს ნუ მისცემთ სასუსნავს, ტკბილეულსა და წვენს;

ნუ დააძალებთ იმაზე მეტს, ვიდრე თავად ჭამს;

ბავშვის უმადობის გამო ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას. პირიქით, ჭამის დროს მორთეთ კერძი, მიართვით ლამაზი თეფშით, ბოთლით, ჭიქით, კოვზით;

გარკვეული დროის განმავლობაში ნუ მისცემთ იმ კერძს, რაზედაც უარს ამბობს. ხოლო შემდეგ მიეცით პატარა ულუფებით;

ნუ შეავსებთ თეფშს “ნორმირებული” საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია, ისევე როგორც ძილი.

ბავშვებისთვის აუცილებელი საკვები:

 

რძე – რომელშიც ყველა ბავშვის ოლრგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მიკროელემენტები. ყველაზე მეტად კი საჭიროა კალციუმის მისაღებად, რაც აუცილებელია ბავშვის ძვალსახსროვანი სისტემისთვის;

ხორცი – ცილის მარაგს ავსებს ორგანიზმში. იგი მჭლე და უცხიმო უნდა იყოს;

თევზი – აუცილებლად თეთრი და უცხიმო;

ბოსტნეული – სიცოცხლის პირველ წელს მოხარშული უნდა მიიღოს, ხოლო შემდეგ – სალათების სახით;

ხილი – კარგად გარეცხილი და გაფცქვნილი.

გახსოვდეთ!

პატარასაც ისევე ბეზრდება ერთი და იგივე საჭმელი, როგორც თქვენ, ამიტომ მოთმინებით და ხელის შეწყობით გაატარეთ მისი ის პერიოდი, სანამ ენას ამოიდგამს, ხოლო შემდეგ თავად გეტყვით, რაც უნდა.

 

აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები ბარსელონაში გაემგზავრა

 

ფოტო: აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით სპორტსმენებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, მათ შორის სამუშაო შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ აკადემიის ხელმძღვანელებთან.

 

საერთაშორისო ტურნირში „Trofeo Malgratense 2014“ სპორტსმენების მონაწილეობას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ახალი მედიკამენტი

 

 

 

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაერთო პროგრამაში პაციენტების ასეთი მცირე რაოდენობა მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 6%-ზე მეტია ინფიცირებული, მედიკამენტის სიძვირეა. პროგრამის ფარგლებში ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის (შვეიცარიული კომპანია F. Hoffmann -La Roche-ს წარმოების 1 ამპულა პეგილირებული ინტერფერონისა და 1 კოლოფი რიბავირინის) ღირებულება 92,88 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, რაც საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. ეს ყოველკვირეული დოზაა პაციენტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ერთი თვე დაახლოებით 400 დოლარი ღირს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. “ჩვენი დაწესებულებიდან თებერვალში მხოლოდ 50 პაციენტი წავიდა თბილისში გამოკვლევაზე. შეიძლება მსურველი უფრო ბევრი იყოს, მაგრამ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათისა, ყველას არ აქვს შემდეგ მკურნალობის გაგრძელების საშუალება” –  განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯემალ დუმბაძემ “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში. 


C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი 24 ან 48 კვირას მოიცავს. მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირაში ყველა პაციენტისთვის ხდება ვირუსული დატვირთვის გადამოწმება, რის შემდეგაც მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შუალედური კვლევის შედეგების სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტროში არ აწარმოებენ, თუმცა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ეკა ადამიას თქმით, ექიმებისგან მიღებული პირველადი შედეგებით უკვე ბევრ პაციენტს აქვს დამაიმედებელი პასუხი.

 

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარი პროგრამით სარგებლობს მანამ, სანამ მას ექიმი მკურნალობს. ეკა ადამიას თქმით, თუ ექიმი გადაწყვეტს პაციენტს დაუნიშნოს განმეორებითი თერაპია, ის ისევ შეძლებს მედიკამენტის ფასდაკლებით შეძენას.

 

ჰეპატოლოგ კახა ჩომახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პირველი კურსი (24 ან 48კვირა) პაციენტისთვის უშედეგო გამოდგა, პაციენტმა სასურველია მკურნალობა ახალი მედიკამენტით გააგრძელოს, რომელიც მალე საქართველოშიც შემოვა. `ამ პრეპარატს ძალიან მაღალი ეფექტი აქვს, ოღონდ მას ინდივიდუალურად არ იღებენ, ისიც რიბავირინთან ერთად ინიშნება. ადრე, როცა არ არსებობდა სხვა მედიკამენტი, განმეორებით თერაპიას ისევ ინტერფერონით გადიოდნენ პაციენტები, მაგრამ ამას ძალიან დაბალი შედეგი აქვს და ნაკლებად გამოიყენება. განმეორებითი თერაპია შესაძლებელია დაიწყოს ექვსი თვის შემდეგ, როცა პაციენტისათვის მკურნალობის შედეგი იქნება ცნობილი, გარდა ამისა, ინტერვალი საჭიროა ორგანიზმის გვერდითი ეფექტებისგან გასათავისუფლებლად” – ამბობს ის.

 

C ჰეპატიტის სამკურნალო, ახალი მედიკამენტი გენერიული სახელწოდებით სოფოსბუვირი (Sofosbuvir) რიბავირინთან ან პეგინტერფერონ ალფასა და რიბავირინთან ერთად, ტაბლეტირებული ფორმით ინიშნება.

 

ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატით მკურნალობის ვადა აქამდე არსებული მედიკამენტებით მკურნალობის ვადის ნახევარია და მიღება შესაძლებელი იქნება C ჰეპატიტის პირველი გენოტიპით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ინტერფერონით ვერ იმკურნალებენ.

 

სოფოსბუვირი დღემდე განსჯის საგანია უცხოურ მედიაში მისი მაღალი ფასის გამო – ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა განვითარებადი ქვეყნებისთვის. `”დეილი მეილის“, “ფორბსისა” და “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით სოფოსბუვირით მკურნალობის 12-კვირიანი კურსის ღირებულება აშშ-ში 84,000 დოლარი, 24-კვირიანი კურსი კი, 168 000 დოლარი ჯდება, 12-კვირიანი კურსის ფასი ინგლისში 35 000 ფუნტი სტერლინგია, გერმანიაში კი – 60 000 ევრო.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მედიკამენტის საქართველოში შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: “ეს მესამე თაობის მედიკამენტია, მოლაპარაკებები სწორედ მის შემოტანაზე წარმოებს. პირველადი შეხვედრები ჩატარებულია, თუმცა პროცესი როდის დასრულდება, ჯერ უცნობია”.

 

რა ეღირება ახალი მედიკამენტი საქართველოში უცნობია, თუმცა მწარმოებელი კომპანიის (Gilead Sciences Inc) ინფორმაციით ისეთი ქვეყნების ბაზარზე, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული ყველაზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს (როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ეგვიპტე და ჩინეთი), მედიკამენტის ფასი “მაღალი ასეულებიდან, დაბალ ათასეულებამდე იქნება”.


ამ ეტაპზე საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, პეგილირებული ინტერფერონის ფასი მეორეა სიიაფით ეგვიპტის შემდეგ, სადაც პეგილირებული ინტერფერონის ერთი ამპულა 41 დოლარი ღირს.

განათლების სამინისტრო ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს განიხილავს

 

ვაკანტური რჩება განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც ბიძინა აფხაზავამ 27 აგვისტოს დატოვა. 

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

 

 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მეტყევეები დააჯილდოვა. პირებს, რომელთაც სატყეო სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სიგელები გადასცა. დამსახურებელ მეტყევეებთან ერთად, დღეს ახალგაზრდა მეტყევეებიც დაჯილდოვდნენ.

ანიმაციური ფესტივალი ”თოფუზის” მეორე დღე

 

დილით ქალაქში საზეიმო მსვლელობის გარდა, უკვე მეორე დღეა ევროპის მოედანზე სპეციალური კარავია გაშლილი, სადაც ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის მოზარდები ანიმაციის შექმნის პროცესში არიან ჩართულები – “ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, ისინი ხატავენ ანიმაციას, რომელსაც ჩვენ ვასკანირებთ და შეგვაქვს კომპიუტერში, სწორედ იქ ამოძრავდება ნახატები” – ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

 

 

 

ფილმების ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

10-11 ოქტომბერს სეანსები კინოთეატრ „აპოლოში“ 10:00, 12:00, 14:00 და 18:00 საათზე გაიმართება.

11 ოქტომბერს 19:00 საათზე კი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.

”წიგნები ბათუმში” გამომცემლობას ხსნის

მარი, რატომ გადაწყვიტეთ გამომცემლობის გახსნა?

ვგრძნობდით, რომ კიდევ რაღაც უფრო მეტი იყო საჭირო, არ შეიძლებოდა ერთ ადგილზე გაჩერება და თვითკმაყოფილებას მიცემა. თავიდან ვფიქრობდით, ხომ არ გავფართოვებულიყავით ან თბილისში ხომ არ გაგვეხსნა ფილიალი, მაგრამ გადავიფიქრეთ იმ მიზეზის გამო, რომ „წიგნები ბათუმში“ ერთადერთი იყოს და მსგავსი ამ ფორმატით არ განმეორდეს. გამომცემლობა გადავწყვიტეთ იქედან გამომდინარე, რომ ძალიან შემოქმედებითი, აქტიური პროცესია, უფრო მეტად, უშუალოდ ხარ ლიტერატურულ პროცესებში ჩართული, ვიდრე მაღაზიიდან.

პირველ რიგში რის გამოცემას გეგმავთ?

ადგილობრივი ავტორების გამოცემას ჯერ არ ვგეგმავთ. მართალია გამომცემლობას ქვია ”წიგნები ბათუმში” და იგი ბათუმთან ასოცირდება, მაგრამ ვიწყებთ უცხოელი ავტორებით. კონკრეტულად ფანტასტიკის სერია გვინდა წამოვიწყოთ, იმიტომ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ ენაზე ძალიან ჭირს, რთული მოსაძიებელია, მოთხოვნა არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე დავიწყებთ რამდენიმე ძალიან პოპულარული ავტორით. შემდეგ უკვე ვგეგმავთ მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნების გამოცემას და სერიის გარეთ რა თქმა უნდა სხვა, არაფანტასტი, საქართველოსთვის უცნობი ისეთი თარგმანების გამოცემას, რაც რაღაცას შემატებს ქართველ მკითხველს.

რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად წარმატებული და მოთხოვნადი იქნება გამომცემლობა ბათუმში?

ვფიქრობ, მოთხოვნადი აუცილებლად იქნება იქედან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად კარგი ტონი გახდა წიგნის კითხვა, რაც ძალიან კარგია. მე რომ ვუყურებ ახალგაზრდებს, მოზარდებს განსაკუთრებით, სირცხვილადაც კი ითვლება, თუ რომელიმე პოპულარული წიგნი არ გაქვს წაკითხული. ეჯიბრებიან ბავშვები ერთმანეთს, ვინ მეტს მოასწრებს, ვინ მეტს წაიკითხავს და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ იქნება მოთხოვნადი. თან ისე ვარჩევთ წიგნებს, რომ ვიწრო ასაკობრივ წრეზე არ იქნება გათვლილი.

”ბესტსელერი” ბათუმში

 

“აქედანვე გაფრთხილებთ, რომ წიგნში ვერ შეხვდებით უწმაწურ ლექსიკას, პორნოგრაფიულ სცენებს, ან რაიმე ისეთ ეპატაჟურ გამოხტომას, რომელიც ავტორს მოგვიანებით საზოგადოების ყბის სიღრმის გამოკვლევის საშუალებას მისცემდა. სამაგიეროდ, შეხვდებით ნახატებსა და დიალოგებს, რომლებიც წინა წინადადებაში ნახსენებ მტკივნეულ დეფიციტს, ბოლომდე თუ ვერა, რაღაც დოზით მაინც შეგივსებთ. საერთო ჯამში, წიგნი მსუბუქია, გასართობი და, ავტორის უხეში გამოთვლით, ექვსი ათას სამას ოცდახუთი ამოსუნთქვით თავისუფლად იკითხება.

 

ორიორ სიტყვით ლოკაციებსაც შევეხოთ: ბესტსელერის მოქმედების ერთი ნაწილი საფრანგეთში მიმდინარეობს. თუმცა, ქვეყანა ამ შემთხვევაში პირობითია და მხოლოდ მთავარი გმირის – პიერ სონაჟის – სახელის ჟღერადობის მიხედვით შეირჩა. ამბის მეორე ნაწილი კი ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ვითარდება და ვინაიდან უფრო ადვილია დახატო ეშმაკი, ვიდრე მამალი, რადგან მამალი ყველას უნახავს, ეშმაკი კი – არავის, მისი აღწერა ავტორს გაცილებით უფრო გაუადვილდა” – ნათქვამია წიგნის ანოტაციაში.

 

ქირავდება სახლი რეფერალურ საავადმყოფოსთან

 

ქალაქ ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს ქირავდება ორ სართულიანი კერძო სახლი, საკუთარი ავტოსადგომით და ბაღით. შესაძლებელი სახლის ხანგრძლივი ვადით გაცემა


მობ.: 555 550290

         597 766184 (გიორგი)

იაპონიის მთავრობა ხულოში ფერმერებს ეხმარება

 

იაპონიის ელჩი საქართველოში და ხულოს გამგებელი
იაპონიის ელჩი საქართველოში და ხულოს გამგებელი

ცერემონიას დაესწრო იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცეცხლაძე და პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციის წევრები.

 

პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წლის 7 თებერვალს. იაპონიის საელჩოსა და ასოციაცია „საქართველოს ბიზნეს კონსალტინგ ორგანიზაციას“ შორის. პროექტის მიზანია სოფელ დიოკნისის სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თანამედროვე მანქანების უზრუნველყოფითა და სარწყავი სისტემის არხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რომელიც სარგებელს მოუტანს სოფლის 230 ფერმერს.

 

პროექტის ბიუჯეტი  89,776 დოლარია. 

„ბავშვს ვერ მივიღებ“- სტერეოტიპები აუტიზმზე

 

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რაოდენობის შესახებ, სახელმწიფოს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს

 

 

 

ლელას ექვსი წლის ბიჭუნა ჰყავს. მას აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი სამი წლის ასაკში დაუსვეს. დედას ბევრი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ შვილი საბავშვო ბაღში მიეყვანა. „მასწავლებლები ამიჯანყდებიან, ამიტომ ბავშვს ვერ მივიღებ“ – მითხრა ბაღის გამგემ. ყველაფერს შიშით უყურებენ, არც კი იციან რა სინდრომზეა საუბარი და მაინც ისე რეაგირებენ, თითქოს რაღაც გადამდები სენი იყოს. ბავშვი მაინც დავტოვე, თუმცა მეორე დღეს მასწავლებელი დამხვდა აღშფოთებული: ან მე წავალ აქედან, ან ეგ ბავშვიო. ბოლოს სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მასწავლებელს ახრჩობდაო, – მითხრეს. გამეცინა, სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა. გაიძულებენ მოკიდო ხელი და წაიყვანო. ბევრი ასეც აკეთებს, ვინც ვერ უძლებს საზოგადოების ზეწოლას“, –  გვეუბნება ლელა.

 

დედა ამბობს, რომ შესაბამის დაწესებულებებში არსებული არაპროფესიონალიზმის გარდა პრობლემებს ქმნის სტრერეოტიპული დამოკიდებულება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მიმართ: „მათ არ აინტერესებთ როგორები არიან ისინი. მთავარია, რომ „ასეთი ბავშვები“ მათ ბაღში ან ჯგუფში არ მოხვდნენ. არაინფორმირებულობა ერთია, მაგრამ ადამიანური თანადგომის არქონა – მეორე. „სათამაშოს რომ ხელი მოკიდოს და გატეხოს, მე ეს ვალად დამედება“- მეუბნება პედაგოგი. აბა, ბავშვმა სათამაშოს შორიდან ხომ არ უნდა უყუროს? – ჩემი შვილი ძალიან ინტერესიანია, უყვარს ხატვა, ფერები, სათამაშოები, ამიტომ ეხება ყველაფერს, თუმცა არასდროს დაუმტვრევია. ის სწორედ ამ შეხებით იწყებს კომუნიკაციას და თუ ამას აუკრძალავ, როგორ განვითარდება ბავშვი?“

 

არის შემთხვევები, როცა სწორედ საზოგადოების არასწორი რეაქციის შიშით მშობელი მალავს, რომ ბავშვი აუტიზმის მქონეა და ისე მიჰყავს ბაღში. „მე არ მოვიქეცი ასე, რადგან მინდა, რომ ჩემს შვილს სწორად მოექცნენ და დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან“.

 

ქალაქის მერისა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ჩარევის შემდეგ, გასულ წელს, ექვსი წლის ბიჭს ბაღში მისვლის უფლება დართეს, ოღონდ ერთი საათით. წელს კი ბავშვი ბაღში ჯერ არ მიუყვანიათ. „იმედი მაქვს, წელსაც არ შემიქმნიან პრობლემებს და უფრო დიდხანს მომცემენ ბავშვის დატოვების უფლებას, რადგან ის ერთი საათი როცა ბავშვს ვტოვებდი, სადილობას ემთხვეოდა. ამ დროს ბავშვები უფრო პასიურად არიან. ჩემს შვილს კი აქტიური დრო სჭირდება. თამაში, ლექსები და სიმღერები, რომ ბავშვებთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. აუტიზმის მქონე ბავშვებს სწორედ კომუნიკაციის პრობლემა აქვთ და ამის დასაძლევად ურთიერთობებია საჭირო“.

 

„მე, როგორც ფსიქოლოგი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ათ ბავშვს ვეხმარები, თუმცა როგორც ვიცი, ასეთი ბავშვები გაცილებით ბევრნი არიან რეგიონში. ამ ათიდან ერთი საერთოდ სახლში ჰყავს მშობელს, ერთი დადის მხოლოდ სკოლაში, დანარჩენი კი შესაძლებლობის მიხედვით იღებენ საჭირო მომსახურებას“, – გვეუბნება ფსიქოლოგი ქეთი გოგიტიძე.

 

ფსიქოლოგი სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის გარდა აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოების მენტალურ დამოკიდებულებაზეც საუბრობს: „როცა პირველად ვთქვი, აუტიზმის მქონე ბავშვები ბაღებში უნდა შევიდნენ-მეთქი, რექცია იყო ასეთი – „ჩემს ჯგუფში არა“, „მე ბავშვს ხელით ვერ დავათრევ“, ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში აერია ზოგიერთს. დაახლოებით ოთხი თვე ვიწვალე, რომ ერთი ბავშვი მიეღოთ საბავშვო ბაღში“.

 

ფსიქოლოგი საზოგადოების გულგრილობას წარსულ გამოცდილებასთან აკავშირებს: „საბჭოთა ეპოქაში ხომ ყველა ბავშვს, იქნებოდა ეს დაუნის სინდრომის მქონე, შშმ პირი თუ აუტიზმის მქონე, ერთი საზომით უდგებოდნენ – „მათგან მაინც არაფერი გამოვა“. ისინი მათთვის არიან ბავშვები, რომლებიც არ ლაპარაკობენ, არ მოძრაობენ, არ აზროვნებენ, რაც, ბუნებრივია, ასე არ არის“.

 

სკეპტიკოსი საზოგადოებისთვის ქეთი გოგიტიძეს ხშირად მოჰყავს განვითარებული ქვეყნების მაგალითი. „ნორვეგიაში ისეთი ბავშვებიც კი ამთავრებენ სკოლას და უნივერსიტეტს, თავდაპირველად თვალების მოძრაობის გარდა არაფერი რომ არ შეეძლოთ. ყველა ადამიანში დევს რაიმეს კეთების უნარი. ვიღაც მხატვარი გამოვა, ვიღაც ტექნიკას ისწავლის, ჩვენ არ უნდა ჩავკლათ მათში ეს უნარები, პირიქით, განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. „ჩვენ ხომ ვერ გავფრინდებით“, – მეუბნებიან. ჩვენ შევეცადოთ და იქნებ გავფრინდეთ. ეს არა მარტო პროფესიონალიზმის დეფიციტია, მენტალური პრობლემაცაა. იმდროინდელი აზროვნება, როცა ასეთი ბავშვები ან ბავშვთა სახლებში უნდა ჩაგვებარებინა, ან სახლში უნდა გვყოლოდა გამოკეტილი“.

 

ქეთი გოგიტიძე უარყოფითად აფასებს ეგრეთ წოდებულ „სპეცბაღებს“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გარდა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებიც დაჰყავთ.

 

„ამ ბაღში არანაირი პროცესი არ მიდის იმისათვის, რომ ბავშვების მდგომარეობა სულ ცოტათი მაინც შეიცვალოს. აქ ხდება ყველა უნარის ჩახშობა. მათ მიაჩნიათ, რომ პამპერსის გამოცვლა და ჭამა მათთვის საკმარისია. „მაინც არაფერი ეშველებათ“, – სახელმწიფოც ასე უყურებს ამ საკითხს. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს სპეცბაღები და ბავშვები ჩვეულებრივ საბავშვო ბაღებში უნდა გადანაწილდნენ“.

 

ფსიქოლოგის აზრით, ამ დროისთვის ყველაზე მისაღები მდგომარეობა ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაშია, სადაც შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულნი.

 

რა არის აუტისტური სპექტრის აშლილობა და როგორ უნდა რეაგირებდეს მასზე საზოგადოება? როგორც ფსიქოლოგი ამბობს, აუტიზმის მქონე ბავშვების პრობლემა კომუნიკაციის დეფიციტია. მათ უჭირთ ურთიერთობა ადამიანებთან. „ზოგადად, აუტიზმის მქონე ბავშვები ყველაზე კეთილი და გულწრფელი ადამიანები არიან. ადვილად გამოხატავენ სითბოს და თუ მოეწონე, აუცილებლად ჩაგეხუტებიან“. ფსიქოლოგის თქმით, თუ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი აგრესიას გამოხატავს, ესე იგი მას სახლში აქვს პრობლემა: „შეიძლება ხედავს ძალადობას, რადგან ის იმეორებს ქცევებს. მათ აქვთ ავტოაგრესიაც, რაც ტირილში გამოიხატება. ის ვერ ამბობს, რომ სტკივა ან რაიმე უნდა. ეს მშობელმა ან იმ პირმა უნდა ჰკითხოს, ვის გარემოცვაშიც არის. მუდმივად ესაუბროს, მიაწოდოს სათამაშო და ა.შ. თუ ეს არ აქვს, იწყებს ტირილს, კივილს და ასე ცდილობს ყურადღების მიქცევას“.

 

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში მომხდარ ფაქტს ერთი კვირაა აქტიურად განიხილავენ. აუტიზმის მქონე გაბრიელს სახეზე დაზიანებები მიაყენეს ბაღში. არის თუ არა პატარა გაბრიელის სახეზე აღმოჩენილი ჭრილობები პედაგოგების გულგრილობის შედეგი, ამას გამოძიება დაადგენს.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 16 ბავშვია პოლიკლინიკებში აღრიცხული. „თუმცა, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, ალბათ მეტი იქნება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

 

დაზუსტებულ ინფორმაციას ვერც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გვაწვდის. „ჩვენ გვაქვს შშმ ბავშვების ბაზა, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს ანუ ე.წ. პენსიას ასი ლარის ოდენობით. ქვეყნის მასშტაბით არის 9 000 ბავშვი და მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ვყოფთ. და მეორე, ყოველწლიური პროგრამაა სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით, რომელშიც შედის ადრეული განვითარების ქვეპროგრამა და ამით სარგებლობენ დაუნისა და აუტიზმის მქონე ბავშვები. პროგრამა თვეში ბავშვის რვა ვიზიტს და მშობელთან მუშაობას მოიცავს“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია.

 

მისივე ინფორმაციით, ქვეპროგრამით ამ დროისთვის 350 ბავშვი სარგებლობს. „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი აუტიზმის მქონეა. ამერიკული კვლევების მიხედვით, ყველა ათას ბავშვზე 58 აუტიზმის მქონე ბავშვი მოდის, ამ სტატისტიკით სარგებლობენ საქართველოშიც, რაც დაახლოებით 2-დან 3 ათასამდე გამოდის. თუმცა, არც ეს არის ზუსტი“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, არის რამდენიმე ორგანიზაცია თბილისში, რომლებიც, 170 აუტიზმის მქონე ბავშვებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ABA თერაპიის მომსახურებას აწვდის. დასავლეთში ABA თერაპიით მომსახურება შვიდ წლამდე გრძელდება, შემდეგ კი ცენტრებს სკოლა ენაცვლება. „ჩვენთან არ არსებობს სპეციალური კლასები. როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო წელს აპირებდა ერთი კლასის გახსნას თბილისში“, – აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.

 

ვინ ისარგებლებს 15 თეთრიანი ტარიფით მუნიციპალურ ტრანსპორტში

 

„სიახლე გვაქვს სატარიფო  ცვლილებების შესახებ. აქამდე მოქმედი  შეღავათიანი 20 თეთრიანი ტარიფი გაუქმდა. 15 ოქტომბრიდან შემოვა 15 თეთრიანი ტარიფი რომლითაც ისარგებლებენ:  მასწავლებლები, სტუდენტები და ასაკით პენსიონრები,“ –  განაცხადა პაატა დუმბაძემ.

 

მისივე თქმით, შეღავათიანი ბილეთები აღარ დაიბეჭდება და შეღავათიანი  ტარიფით სარგებლობა ელექტრონულ ბარათებით იქნება შესაძლებელი.

 

ნულოვანი ტარიფით სარგებლობა შეეძლებათ ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებს, ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს.  0-დან 70 000-მდე ქულის მქონე ბენეფიციარებმა და შშმ პირებმა შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისათვის „ლიბერთი ბანკში“ უნდა მიიტანონ ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ ბათუმის ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

 

„ლიბერთი ბანკში“ შესაბამისი ცნობების წარდგენის შემდეგ ასევე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუდენტები.

 

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის თქმით ამ კატეგორიის ადამიანები  უნდა მივიდნენ ,,ლიბერთი ბანკში“  შესაბამის ცნობებთან  და პირადობის მოწმაბასთან ერთად, სადაც მათ დაუმზადებენ  15 თეთრიან  ელოქტრონულ ბარათს.

 

 

ბათუმის მერის განცხადებით მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორია ისარგებლებს მუნიციპალური ტრანსპორტით.

 

„ეს ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოსთან ერთად და შევიტანეთ ცვლილებები,“- განაცხადა გიორგი ერმაკოვმა

 

დღეს ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი იხსნება

„თოფუზი“ მეექვსედ ტარდება ჩვენს რეგიონში. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს ფესტივალს.  წელს კიდევ უფრო გაიზარდა (ხულო, შუახევი, ქედა დაემატა  ფესტივალს)   პროგრამა და გამრავალფეროვნდა.

ასევე საგანმანათლებლო ნაწილი საკმაოდ ძლიერი აქვს ამ ფესტივალს, ბავშვები ხატავენ და სწავლობენ ანიმაციური ფილმის კეთებას,“ – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ირინა სურმანიძე.

ფესტივალის მხარდამჭერი სწორედ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

„ანიმაციური ფილმების ფესტივალზე 40-ზე მეტი ქვეყნიდან გამოგვიგზავნეს საკონკურსო ფილმები.  ჟიური შედგება ხუთი წევრისაგან. ამასთან ცალკეა საბავშო ჟიური. თერთმეტი ბავშვისგან შემდგარი ჟიური აარჩევს საუკეთესო საბავშვო ფილმს,“- ამბობს ფესტივალის კოორდინატორი ნოდარ ქარელი.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს 7 საათზე გაიმართება. ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმი „პიტერი და მგელი“.

ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 10-11 ოქტომბერს სეანსები კინოთეატრ „აპოლოში“ 10:00, 12:00, 14:00 და 18:00 საათზე გაიმართება. 11 ოქტომბერს 19:00 საათზე კი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.

 

 

 

ვორქშოფი ერას მოედანზე

 

ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად

 

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში აჭარის რეგიონში მცხოვრები 29 მოსწავლე მონაწილეობდა. ბათუმში პროექტის დასრულება მოსწავლეებს მიულოცა და მათ სერტიფიკატები გადასცა იუსტიციის სახლის ფილიალების სამსახურის უფროსმა მაკა კურტანიძემ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის ქეთევან მჭედლიშვილის განმარტებით, პროექტში ჩართულნი იყვნენ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები. მისივე თქმით, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების განვითარება:

„ბავშვებმა მოინდომეს და დადგეს ფლეშმობი იუსტიციის სახლში. პროექტის მიზანია, მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების განვითარება და ზოგადად, ახალგაზრდებში ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებაში. სკოლის შემდეგ მათ ჰქონდეთ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის საშუალება“, – აღნიშნა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის თამარ სამსონიას თქმით, აღნიშნული პროექტი  მნიშვნელოვანია, რადგან ახალი თაობა ეცნობა იუსტიციის სახლის მუშაობის პროცესს:

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია. ახალი თაობა ჩართული იყო მოქალაქეთა მომსახურების პროცესში. პირადობის მოწმობის აქციაზე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩვენი მუშაობის დეტალებსაც. მოქალაქეებს ეხმარებოდნენ ფოტოების გადაღების პროცესში,“ – აღნიშნა თამარ სამსონიამ.

პროექტი „ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად“ 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე საქართველოს სამ ქალაქში -თბილისში, ბათუმსა და მარნეულში მიმდინარეობდა. მასში სულ ჩართული იყო 14-დან 18 წლამდე ასაკის 200-მდე მოსწავლე. ახალგაზრდები იუსტიციის სახლის თამაშრომლებს მოქალაქეთა ნაკადის მართვაში ეხმარებოდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა, აღნიშნული პროექტი იუსტიციის სახლში პირადობის ახალი მოწმობების გაცემის აქციას დაამთხვია და სკოლის მოსწავლეებს საშუალება მისცა მოქალაქეთა მომსახურების პროცესში მოხალისედ ჩართულიყვნენ.

20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული იყო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ახალი პირადობის მოწმობების აღება  34 ლარის ნაცვლად, 15 ლარად შეეძლოთ. აქციით „შეცვალე ძველი ახლით“ ქვეყნის მასშტაბით სულ 130 369 მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

 

აჭარაში სოციალური დაცვის პროგრამებით 4 245–მა მოქალაქემ ისარგებლა

 

გასული 9 თვის განმავლობაში, სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატი გადაეცა 302 მოქალაქეს, რისთვისაც გამოიყო 85 845 ლარი.

 

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსდა 2 707 ბენეფიციარს, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 369 300 ლარი.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სავრძელ–ეტლი მიიღო 150–მა შშმ პირმა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტიდან გამოიყო 44 565 ლარი.

 

100 წელს გადაცილებულ 57 მოქალაქეს გადაეცა 1000–1000 ლარი, ჯამში გამოიყო 57 000 ლარი.

 

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გაიცა 872 ვაუჩერი, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 269 950 ლარი.

 

ომში დაყუპულთა დედებსა და მეუღლეებს გადაეცათ 76 0000 ლარი. 101 ახალშობილი ტყუპის ოჯახს გადაეცა 101 000 ლარი.

 

მიუსაფარ დედათა და ბავშთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 16 ბენეფიციარს, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 58 038 ლარი. 

სწავლის ფასი ბათუმის კერძო სკოლებში

 

ზოგადი განათლების მიღება ბათუმში ყველაზე ძვირი შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმშია. აქ სწავლის ღირებულება 2000 დოლარია. სკოლაში 450 მოსწავლე სწავლობს.

 

„ჩვენთან პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური და ტექნიკური საგნები – მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერი ისწავლება ასევე ინგლისურ ენაზე“ –  ამბობს შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში ნათია მაკარაძე.

 

1400-დან 2500 ლარამდე ღირს სწავლა კერძო სკოლა „გორდაში“. სკოლას 320 მოსწავლე ჰყავს. სწავლის გადასახადი საფეხურების მიხედვით არის განაწილებული. „პირველი – მეოთხე კლასი ღირს 1400 ლარი, მეხუთე-მერვე – 1500 ლარი. მეცხრე – მეათე კლასი – 1600 ლარი. განსხვავებულია მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის საფასური, სადაც ბავშვი ემზადება ეროვნული და საატესტატო გამოცდისათვის. მეთერთმეტეში არის 2000 ლარი, მეთორმეტეში კი – 2500 ლარი. ჩემი სკოლის მოსწავლე არც აცდენს სკოლას და სხვაგან მომზადება არ სჭირდება,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ნინო მურვანიძე.

 

 

 

1720-დან 2640 ლარამდეა სწავლის გადასახადი კავკასიის ბიზნესის სკოლაში, სადაც 238 ბავშვი სწავლობს.

„დაწყებით საფეხურზე სწავლის საფასური 1720 ლარია. ყველა მოსწავლისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება. მეხუთედან მეცხრე კლასის ჩათვლით 100 ლარი ემატება. მეცხრე, მეათე და მეთორმეტე კლასში სწავლის ფასი არის 2640 ლარი“  – ამბობს სკოლის დირექტორი რუსუდან გოგიბერიძე.

 

მისი თქმით, მაღალ კლასებში სწავლის საფასურს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეები სკოლაში ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.

 

წელიწადში 1700 ლარი ღირს განათლების მიღება კერძო სკოლა „მონპარნასში“. სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და იქ 130 ბავშვი სწავლობს.

 

„ორჯერ ორი რომ ოთხია, ყველა ასწავლის, რემბრანტი რომ მე-17 საუკუნის დიდი ჰოლანდიელი მხატვარია, ამას ისწავლის თუ დაჭირდა, მაგრამ ღირსების ცნება, გალანტურობის ფაქტორი, ინტელექტუალური ბაზის, გემოვნების ჩამოყალიბება, სწორი სამეტყველო ენა ისწავლება ჩვენთან. კანონმორჩილი ადამიანის ჩამოყალიბება თავისი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნით, ეს გამოარჩევს ჩვენს სკოლას სხვა სკოლებიდან,“ – ამბობს „მონპარნასის“ დირექტორი ნათია ქორიძე.

 

 

620 მოსწავლე სწავლობს სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასში“. სკოლაში სწავლის გადასახადი 2000-2100 ლარს შეადგენს 1-12 კლასში, ხოლო მე-11 კლასში სწავლის გადასახადი 2300 ლარია, კვებისა და გახანგრძლივებული სექტორის ჩათვლით.

 

„გარდა სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს დამატებით მეცადინეობას დღის მეორე ნახევარში, უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას. სკოლა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მოსწავლეთა წიგნიერების კულტურის ამაღლებაზე, ხშირად ატარებს სხვადასხვა სახელოვნებო და კულტურულ აქტივობას, ხშირად იმართება სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციები. ჩვენს სკოლას გამოარჩევს კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც ესწრება საგაკვეთილო პროცესს, ინიშნავს მოსწავლის აკადემიურ მონაცემებს და აქტიური კონტაქტი აქვს მშობელთნ, რაც მშობელს აძლევს იმის საშუალებას, რომ აქტიურად იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში,“ – ამბობს სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ დირექტორი ნათია ნიკაჭაძე.

 

630 მოსწავლე სწავლობს კერძო სკოლა „ევრო 2000~-ში. წელიწადში ერთი მოსწავლის სწავლის ღირებულება 1500 ლარია.

 

„გვაქვს ძალიან დიდი შეღავათები. საშუალო თანხა გამოდის 1300 ლარი. გვყავს გადასახადისგან გათავისუფლებული სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. დედმამიშვილები 15%-იანი შეღავათით სარგებლობენ. მესამე შვილი 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს. მეოთხე შვილი (ასეთიც გვყავს) საერთოდ გათავისუფლებულია სწავლის გადასახადისაგან. წარჩინებული და ეროვნულ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეებიც სარგებლობენ შეღავათით,“ – ამბობს „ევრო 2000“-ის დირექტორი მარინა ცივაძე.

 

800-1000 ლარს იხდის კერძო სკოლა „ახალგაზრდობის“ 35 მოსწავლე ზოგადი განათლების მიღებაში.

„ბავშვს, რომელიც ჩვენთან მოდის, გარანტირებული აქვს საატესტატო და ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ამას გარდა ჩვენ გვაქვს პროფესიული სწავლება. რომელი პროფესიაც სურს, იმას დაეუფლება,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ტარიელ ქობულაძე.

 

 

სკოლა „ნერგებში“ 152 მოსწავლე სწავლობს. „პირველ კლასში 800 ლარია სწავლის გადასახადი, მეორედან მეშვიდე კლასის ჩათვლით – 900 ლარი, მეათე კლასში – 1000 ლარი, მეთერთმეტე – 1200 და მეთორმეტე კლასში – 1400 ლარი. დამატებით გაძლიერებული სწავლებაა. ტექნიკური საგნები განსაკუთრებით ისწავლება. მოსწავლეთა რაოდენობა არის განსაზღვრული. მაქსიმალური 14 მოსწავლეა კლასში,“ – ამბობს სკოლის დირექტორი თამაზ გეგეშიძე.

 

160 მოსწავლე სწავლობს სკოლა „თაობა XXI“-ში. მოსწავლეები სწავლის გადასახადს ყოველთვიურად იხდიან. ერთი თვის სწავლის ღირებულება პირველი-მეოთხე კლასის ჩათვლით 120 ლარია, მეხუთე – მეშვიდე კლასის – 140 ლარი, მერვე-მეთერთმეტე – 150 და მეთორმეტე კლასის – 170 ლარი.

„ვცდილობთ ვასწავლოთ ხარისხიანად და ყველა საგანი თანაბარი დატვირთვით,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ომარ მიქელაძე.

 

„ერთ მოსწავლეზე საშუალოდ 1300 ლარია წლიური გადასახადი თავისი მომზადებით და წრეობრივი მუშაობით. 340 მოსწავლე სწავლობს „ნიკეში“. მცირე რაოდენობის მოსწავლეები გვყავს თითოეულ კლასში, თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობს სწავლება. გამოვირჩევით მასწავლებლების მაღალი პროფესიული დონით,“ – ამბობს კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე.

 

1200-1300 ლარი ღირს სწავლა „გიმნაზია 21-ე საუკუნეში“. სკოლაში 400 მოსწავლე სწავლობს.

„დაწყებით კლასებში სწავლა ღირს 1200 ლარი, მეხუთე კლასის ზემოთ – 1300 ლარი. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა, მათემატიკა და ინფორმატიკა“ – ამბობს სკოლის დირექტორი ირინა ქიქავა.

 

„60 მოსწავლე გვყავს, სწავლის საფასური ჩვენთან 1000 ლარია, ხუთი კლასის ჩათვლით და შემდეგ კლასებში 100 ლარი ემატება კლასების მიხედვით. ენებს ვასწავლით გაძლიერებულად. გარდა ამისა, შეგვიძლია გავცეთ საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული ფრანგული ატესტატი,“ – ამბობს „ფრანგული სკოლის“ დირექტორი ლუიზა თუთარაშვილი.

 

 

220 მოსწავლე სწავლობს კერძო სკოლა „იმედში“, სადაც სწავლის საფასური 1200 ლარია. განსხვავებულია მხოლოდ მეთორმეტე კლასის სწავლის ღირებულება, რომელიც 2000 ლარს შეადგენს, რადგან მეთორმეტეკლასელები სკოლაში ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. 

 

 

110 მოსწავლე სწავლობს „მედიანა 2011“-ში, სადაც სწავლა 1000 ლარი ღირს. „ჩვენი სკოლა გამორჩეულია იმით, რომ გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა. ასევე ჩვენთან ფუნქციონირებს კომაროვის შაბათის სკოლა“ – ამბობს სკოლის დირექტორი ზაურ სოლომონიძე.

 

1200-დან 1500 ლარამდე ღირს სწავლა ზურაბ გორგილაძის სახელობის სკოლა „არილში“, სადაც 16 მოსწავლე სწავლობს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ სკოლა იყოს რეპეტიტორის გარეშე და ჩვენს მოსწავლეს არ დასჭირდეს რეპეტიტორი. ამას ვაღწევთ კიდევაც. ამაზე მეტყველებს ჩვენი მოსწავლეთა შედეგები,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ინგა მაჩიტიძე.

აჩუქე წიგნი პატიმარს – აქცია

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან. 

 

 „მაგდანას ლურჯა“,  „დიდი მოურავი“, „რობიზონ კრუზო“ , „უბედური რუსი“ და გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული – ამ დროსათვის მოხალისეებმა ამ წიგნების შეგროვება შეძლეს პატიმრებისთვის და ყველა მსურველს ურჩევენ აქციაში ჩართვას. 

 

პატiმრებისათვის წიგნების ჩუქების მსურველებს შეუძლიათ წიგნები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ (აბაშიძის #48, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქცია), აჭარაში სახალხო დამცველის ოფისში (მაზნიაშვილის #9) ან პრესკაფეში მიიტანონ.  

მესამე საპყრობილე 244 პატიმარზეა გათვლილი.

 

 

 

 

საქართველოს რკინიგზა: ყოველდღიურად თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება ორ-ორი რეისი

 

„თბილისი-მახინჯაურის ღამის მატარებლის ნაცვლად, რომელიც მოძველებული ტიპის საკლასო ვაგონებით იყო დაკომპლექტებული, უახლესი ელექტრომატარებლები იმოძრავებს. საქართველოს რკინიგზის სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება ყველა მოძველებული ვაგონის ახალი ელექტრომატარებლით ჩანაცვლება, მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლება თანამედროვე, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული ჩქარი ელექტრომატარებლებით.

 

1980 წელს დამზადებულ საკლასო მატარებელები ვერ აკმაყოფილებდნენ თანამედროვე სტანდარტებს. თბილისიდან ბათუმამდე მსვლელობის დრო იყო 8 საათი 30 წუთი. თანამედროვე ელექტრომატარებელი, რომელიც 2013-2014 წლებშია გამოშვებული, 5 საათსა და 15 წუთში ფარავს აღნიშნულ მარშუტს, რაც მგზავრობის ხანგრძლივობას სამ საათზე მეტით ამცირებს. ახალი მატარებლები აღჭურვილია როგორც ცხელი ასევე ცივი სასმელების და კვების აპარატებით, WI-FI სიტემით.

 

ბოლო თაობის მატარებლები გაცილებით უფრო კომფორტულია ვიდრე ძველი. გაუმჯობესებულია უსაფრთხოების პარამეტრები. 

 

თანამედროვე ელექტრომატარებლებში გაზრდილია სამგზავრო ადგილებიც. ძველი მატარებლის შემადგენლობას ერთ რეისზე მხოლოდ 144 მგზავრი შეეძლო გადაეყვანა, ახალ მატარებელში ადგილების რაოდენობა 310-მდე გაიზარდა. ყოველდღიურად თბილისიდან და ბათუმიდან შესრულდება ორ-ორი რეისი, რომლებიც მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს ერთი დღის განმავლობაში ჩავიდნენ და უკან დაბრუნდნენ დედაქალაქსა თუ ბათუმში.  

 

ელექტრომატარებლების განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობასთან. ტრადიციულად, ზაფხულის სეზონისათვის შავიზღვისპირეთის მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადის მომატებასთან ერთად, გაიზრდება დამატებითი ელექტრომატარებლების რაოდენობაც.

 

ასე რომ, ჩქარი ელექტრომატარებლები, რომლებიც ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს, სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტებს. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი (უფასო WIFI, უფასო სასმელი წყალი და მატარებლებში განთავსებული ვენდინგ აპარატები) და რაც მთავარია მოკლე დროში ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე.
ახალი ელექტრომატარებლით რეისის შესრულება საშუალოდ 40%-ით უფრო ნაკლები უჯდება კომპანიას, ვიდრე მოძველებული მატარებლით“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

 

Exit mobile version