წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო რეკონსტრუქცია [ფოტო]

2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა.

წმ. ბარბარეს ეკლესიის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა, როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა.

წმ. ბარბარეს ეკლესია
წმ. ბარბარეს ეკლესია რეკონსტრუქციამდე

 

ეკლესიის რეკონსტრუქცია 2014 წლის იანვარში დაიწყო. წმ. ბარბარეს ეკლესია ახლა

თურქეთის ახალი კონსული ბათუმში: იმედია, მალე შევძლებ ქართულად საუბარს

 

ბატონო იასინ, რა განათლება გაქვთ?

 

 

დაწყებითი და საშუალო განათლება სტამბოლში, საუნივერსიტეტო განათლება კი ანკარაში, დედაქალაქში მივიღე. ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ ჩავაბარე გამოცდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვმუშაობდი ახლოაღმოსავლეთის დეპარტამენტში ატაშეს თანამდებობაზე, რის შემდეგაც გადავედი არაბეთში ვიცე-კონსულად. ამის შემდეგ მალაიზიაში თურქეთის საელჩოში ელჩის მოადგილედ ვმუშაობდი. ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე ტექნოლოგიების დეპარტამენტში, მალაიზიაში დავასრულე ასევე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთერთობების განხრით. 2014 წლის სექტემბერში ჩამოვედი ბათუმში, დავინიშნე თურქეთის გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ვიცი ინგლისური, დავიწყე ქართულის სწავლა. იმედია, უახლოეს მომავალში შევძლებ ქართულად საუბარს.

 

 

ქართულის სწავლა ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეთ?

 

 

როცა გავიგე აქ უნდა ჩამოვსულიყავი, დავიწყე ქართულის სწავლა. როგორც კი ჩამოვედი, დავიწყე კერძოდ მეცადინეობა.

 

 

გაცნობითი ხასითის შეხვედრების შემდეგ, რასაც თქვენ ამ დღეებში მართავდით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?

 

 

ჩვენი პორთფელი მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე მე ვხვდები როგორც პოლიტიკოსებსა და საქმიან წრეებს, ბიზნესმენებს, ასევე კულტურის მოღვაწეებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა თანამშრომლობის სფეროები, მომავალი წლიდან ვაპირებ უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

საკონსულოს მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, უნდა დავიცვათ საკონსულო ოლქში შემავალ ტერიტოროებზე დასაქმებული ან იქ მყოფი ადამიანები. ამასთან ორ ქვეყანას შორის კულტურის, ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში, ჩვენი წვლილის შეტანას შევეცდებით.

 

 

რა წვლილზე საუბრობთ, რაიმე კონკრეტული პროექტები გაქვთ?

 

 

ახლო მომავალში ვგეგმავთ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურის მოწყობას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანკარის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის;  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტამბულის ბოაზიჩის უნივერსიტეტის; ასევე საზღვაო აკადემიასა და რიზეს საზღვაო სასწავლებელს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ვგეგმავთ მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრებისათვის ვიზიტის მოწყობას თურქეთში. ვიმუშავებთ ასევე სასაზღვრო მიმოსვლის პროცედურის გამარტივებისთვის, რომ თურქეთიდან უფრო მეტი ტურისტისა და ინვესტორის მოზიდვა მოხერხდეს. მოვაწყობთ ქართველი და თურქი მხატვრების გამოფენებს…

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გთხოვათ ყურადღება მიგექციათ სარფის საბაჟოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია, რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი?

 

 

ფიზიკური პრობლემებია, განსაკუთრებით ჩვენს მხარეს. ერთ მხარეს მთაა, მეორე მხარეს – ზღვა. ტერიტორია ვიწროა და უნდა გაფართოვდეს. საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელობამ გასულ კვირას ანტალიაში გამართეს შეხვედრა, ამ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში იქ არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

 

ალტერნატიულ გადასასვლელზეც მინდა გკითხოთ, წლებია ამაზე არის საუბარი, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა. მითია თუ აქვს რამე პერსპექტივა ამ პროექტს?

 

 

ორივე მხარეს სურს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკური სამუშაო გრძელდება, მაგრამ მხოლოდ შენობა-ნაგებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიხსნას გამსვლელი პუნქტი, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.

 

 

გქონდათ თუ არა თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც ბათუმში დიდი ინვესტიცია განახორციელეს. რას ამბობენ ისინი, არის ბათუმში ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები?

 

 

უმრავლესობას ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მათი შეფასებით ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობა ცოტა შენელებულია. მათ აქვთ სურვილი, რომ გაიზარდოს ინვესტიცია.

 

 

მე ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებმაც თქვეს, რომ ეცდებიან თურქეთის პრეზიდენტის დახმარებით დაუკავშირდნენ საქართველოს პრემიერს და მიაწვდინონ მთავრობის ზეწოლის შესახებ ინფორმაცია. თქვენამდე მოვიდა მსგავსი ინფორმაცია?

 

 

თუკი არსებობს რაიმე პრობლემა, ჩვენი საელჩო აუცილებლად ერთვება ამაში _ ვხვდებით კოლეგებს. ჩვენ საქართველოსთან გაგვაჩნია კეთილმეზობლური ურთიერთობა, ჩვენ შორის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.

 

 

ბათუმში ოჯახთან ერთად ჩამოხვედით?

 

 

დიახ, მეუღლესთან ერთად. ჩვენი პროფესია, ასე ვთქვათ, ოჯახური პროფესიაა, ჩემთან ერთად მუშაობს ჩემი მეუღლე. მას დამთავრებული აქვს ხელოვნების ფაკულტეტი, ხელოვნების მასწავლებელია. ის კულტურულ სფეროებზე მუშაობისას მეხმარება. ორივეს ძალიან მოგვეწონა და უკვე შეგვიყვარდა ბათუმი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ცხოვრებაში აქ გატარებული წლები იქნება ბედნიერი.

 

 

და ბოლოს, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმაზე, რომ მან თითქოს ასეთი რამ თქვა: `მეუბნებოდნენ, რომ ქართველი ვარ, მეტიც, ერთმა ადამიანმა კიდევ უფრო სიბინძურე თქვა, რომ მე სომეხი ვარ~. მართლა გააკეთა მან მსგავსი განცხადება?

 

 

ეს ნამდვილად იყო თარგმანის პრობლემა ანუ გაუგებრობა მოხდა. ის არის რიზედან, ამიტომ მან ამ რეგიონის გეოგრაფია ძალიან კარგად იცის. მას არ უთქვამს ისეთი რამ, რაც გულისხმობდა შეურაცხყოფას.

 

პანდუსები ქედის სკოლებში

 

პანდუსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 499 ლარი გამოიყო და სამუშაოების შესრულებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საბა-555“-მა საჯარო  სკოლებსა და კულტურის ცენტრის შენობაზე პანდუსები 1905 ლარად დაამონტაჟა. 

 

დაბა ქედის საჯარო სკოლა ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდკონტინგენტიანია, სკოლაში 420 მოსწავლე სწავლობს, მათგან 17 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე. სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე ამბობს, რომ პანდუსების არსებობა სკოლაში მნიშვნელოვანია, არა მარტო სკოლაში ეტლით მოსარგებლე მოსწავლისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

 

 

ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე: „ნებისმიერი ბავშვისთვის სკოლაში შესაბამისი გარემო უნდა იყოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. ჩვენს სკოლაში 17 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია, აქედან ერთს გადაადგილების პრობლემა აქვს – ეტლით გადადგილდება, ბავშვს ბინაზე ვასწავლით, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ფორმა არის მისთვის მისაღები, მაგრამ არის პერიოდი, როცა სკოლაშიც შეიძლება ეს მოსწავლე მოვიდეს, შესაბამისად, პანდუსიც აუცილებელია. შეიძლება სკოლაში არ სწავლობდეს ეტლით მოსარგებლე მოსწავლე, თუმცა პანდუსის არსებობა აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ სკოლაში შემოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს“. 

მის აჭარა 2014

 

ნინო, ელოდი თუ არა გამარჯვებას?

 

მოულოდნელი იყო, ბევრი კონკურენტი მყავდა. გამარჯვება, რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, სასწაული გრძნობა დამეუფლა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია. კონკურსზე ადრეც მინდოდა გასვლა, მაგრამ ბოლოს როცა ჩატარდა, აბიტურიენტი ვიყავი და ვერ მოვახერხე, მერე რეპორტაჟი ვნახე ტელევიზიაში და მივიღე მონაწილეობა.

 

კონკურსის მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გქონდათ, ინტრიგები თუ იყო?

 

ძალიან მეგობრულად ვიყავით, ერთი ოჯახივით. ბევრი მეგობარი შევიძინე, ამან გამაკვირვა ძალიან, ასეთ კონკურსებზე ინტრიგებს ველოდი. 18 გოგო ვიყავით, ყველასთან კარგად ურთიერთობა მაქვს.

 

აქამდე თუ მიგიღია კონკურსში მონაწილეობა?

 

სხვა ორ კონკურსში გავედი, „მის ბიკინიზე“ ფინალში მოვხვდი, ეს იყო საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსი. ხოლო „მის თინეიჯერში“ პირველი ადგილი დავიკავე, მაშინ 15 წლის ვიყავი, ეს იყო ჩემთვის პირველი გამოცდილება.

 

გამარჯვების გარდა რა მოგცა მის აჭარამ?

 

პირველ რიგში მეგობრები. ძალიან დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ვვარჯიშობდით, ფოტოსესიაში ვმონაწილეობდით, თავის წარმოჩენას გვასწავლიდნენ, კარგი გამოცდილება მივიღე. ამ კონკურსმა სტიმული მომცა, უკვე ვფიქრობ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობაზე.

 

თუ ეცნობი კომენტარებს, რომელსაც აკეთებენ მოქალაქეები კონკურსის შემდეგ?

 

ამას ბევრი მეკითხება, ვკითულობ თუ არა კომენტარებს. თვალი გადავავლე მათ, ბუნებრივია იქ არის განსხვავებული აზრიც, ყველას ვერ მოეწონები. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან ზოგიერთი არაადეკვატურ კომენტარს წერს, ამიტომაც ასეთი კომენტარების წაკითხვით დროს არ ვკარგავ. ამაზე არც ვბრაზდები, მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივია.

 

თავად როგორ ფიქრობ, იმსახურებდი თუ არა გამარჯვებას?

 

ვიმსახურებდი, რადგან მოდელი არ არის მხოლოდ ნატურა, რომელსაც აქვს ლამაზი ტანი და სახე. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ნიჭი, რომლის საშუალებითაც ამ ყველაფერს წარმოაჩენ, მნიშვნელოვანია, როგორ დადიხარ პოდიუმზე, როგორ მუშაობ კამერებთან, ეს ყველაფერი გამოცდილების შედეგია, მე კი სხვა კონკურენტებთან შედარებით მქონდა ეს გამოცდილება. თუმცა მეც მყავდა ფავორიტები, ვიცე „მის აჭარა“ – ვერონიკა ჯერ პატარაა, სამომავლოდ თუ იშრომებს, ბევრ წარმატებას მიაღწევს.

 

როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?

 

15 წლის ასაკში დავიწყე, სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი ნიკო მგალობლიშვილი ბათუმში ეძებდა გოგონებს „მის თინეიჯერისთვის“. სკოლაში მომაკითხეს, ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი მონაცემები მქონდა და უნდა მეცადა. ამ კონკურსზე მასწავლეს ყველაფერი, ძალიან მომეწონა ეს საქმე, მერე თბილისში და ბათუმში ჩვენებებზე გამოვდიოდი, სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი. საკმაოდ რთული საქმეა, გამძლეობას მოითხოვს, ყველა ადამიანთან უნდა გამონახო საერთო ენა, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა მისი შეხედულებები. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს, ამიტომაც ვცდილობ ეს ნიუანსები გავითვალისწინო და ყველაფერი ხარისხიანად გავაკეთო.

 

როგორც ვიცი, სტუდენტი ხარ, რას სწავლობ?

 

ტურიზმს ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტურიზმი საერთაშორისო პროფესიაა, გიწევს უცხოელებთან ურთიერთობა, საინტერესო საგნებს გავდივართ, ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მსიამოვნებს, მეორე კურსზე ვარ, გამოცდების პერიოდში ცოტა მიჭირს თან სამოდელო კარიერაზე ზრუნვა და თან სწავლა.

 

რას გულისხმობ სამოდელო კარიერაზე ზრუნვაში?

 

ვარჯიშს. ფიტნესზე ვვარჯიშობ, ეს აუცილებელია. ზოგჯერ ცურვაზეც დავდივარ, განსაკუთრებულ დიეტაზე არ ვარ, მაგრამ ვერიდები ცხიმიან საჭმელს და ცომეულს, თუმცა თვეში ერთ დღეს ყველაფერს ვჭამ.

 

ზაფხულში ბათუმშიც ვიღებდი მონაწილეობას დამწყები დიზაინერის ჩვენებაზე. ახლა სამოდელო სააგენტოებთან ვთანამშრომლობ. პორტფოლიო მომიძველდა, ახლის დამზადებას ვაპირებ, ფოტოსესიისთვის ვემზადები, აგენტის დახმარებით კი ჩემს ფოტოებს ამერიკასა და ევროპაში გადავაგზავნი. რაც მთავარია, ენის ბარიერი არ მაქვს, რუსულსა და ინგლისურს კარგად ვფლობ.

 

ნინო, არჩევანის წინაშე რომ დადგე, სწავლაზე უარს იტყვი?

 

ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ თუ მიწვევა მომივა, სწავლასაც იმ ქვეყანაში გავაგრძელებ, სადაც ვიმუშავებ, გააჩნია შემოთავაზებას. თუ არჩევანის წინაშე დავდექი, სამოდელო კარიერას ავირჩევ, რადგან ეს არის საქმე, რომლის კეთებაც მაბედნიერებს. მომწონს კამერები, პოდიუმი…

 

შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

 

მყავს შეყვარებული, თბილისელია. ისიც სამოდელო სფეროშია ჩართული, აგენტია. ერთ-ერთ საღამოზე გავიცანი, უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ, ბედნიერად ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, მისი იდეა იყო, რომ ამ კონკურსზე გამოვსულიყავი, მითხრა, რომ ეს გამოცდილება დამეხმარებოდა, ჩემით ძალიან ამაყობს.

აჭარის ჭაბუკთა ნაკრები ფეხბურთში ბარსელონადან გამარჯვებული დაბრუნდა

 

ტურნირში, ასევე გამოვლინდა საუკეთესო მეკარე ნიკა ქაცარავა და საუკეთესო ფეხბურთელი საბა ზოიძე.

“Trofeo Malgratense 2014” ორგანიზატორებმა აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი 2015 წელს გასამართ ევროპის გრანდ ლიგის გათამაშებაში მიიწვიეს, სადაც მონაწილეობას ღებულობს ევროპის ისეთი წამყვანი საფეხბურთო კლუბების აკადემიები, როგორიცაა ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო, მადრიდის რეალი, ამსტერდამის აიაქსი.

მდინარე საცხოვრებელ სახლში შევარდა

 

 

როინ გუნდაძის ინფორმაციით, რომელიც სტიქიის ადგილზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში იმყოფება, წყალმოვარდნის გამო ადამიანური მსხვერპლი არ ყოფლა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მდინარე კიდევ ორ საცხოვრებელ სახლს ემუქრება.

 

სტიქია სოფელ განთიადში
სტიქია სოფელ განთიადში

 

თვითმხილველის თქმით, სამივე სახლის მცხოვრებლები, უსაფრთხო ადგილზე მეზობლებთან ჰყავთ გაყვანილები. როინ გუნდაძე, ამბობს რომ ამ დრომდე სტიქიის ადგილზე ხელისუფლების არც ერთი  წარმომადგენელი არ შეუნიშნავს. 

ლელა გაფრინდაშვილის ლექცია ”ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ” [Audio]

ლექციაზე ფემინისტური იდეების დასავლური ისტორია დაკავშირებული იყო ქართულ სინამდვილესთან – “სრულიად არასწორია აზრი იმის შესახებ, რომ ფემინიზმი და ქალთა მოძრაობა, ქალთა საკითხები, გენდერული პრობლემები დასავლეთიდან არის შემოტანილი და აი ამ ქართულ უმანკო სხეულში ჩაკერებული – ეს ასე არ არის. მართალია ამ იდეებს, ქალის უფლებებს, ფემინიზმს საქართველოში არა აქვს ისეთი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც დასავლეთში, მაგრამ ორი-სამი საუკუნის ისტორია ნამდვილად აქვს, ამიტომ ჩემი ლექციის მეორე ნაწილში, შევეცდები გაგაცნოთ ის ძირითადი იდეები და ადამინები, რომელბიც საქართველოში ფემინისტურ იდეებს ემსახურებოდნენ, ხელს უწყობდნენ ამ იდეების გავლით საზოგადოებისთვის პროგრესის და განვითარების შეთავაზებას და გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს კიდეც ზოგიერთ დარგში.

და ის გარემოება, რომ თანამედროვე საქართველოში, ქალის უფლებებთან დაკავშირებით არ არის სახარბილეო მდგომარეობა, მაგრამ მაინც უფრო პროგრესულია ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საბჭოთა სივრცეში, არის სწორედ იმ საძირკველის დამსახურება, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა ჩაყარეს ამ იდეის განხორციელებაში” – თქვა ლელა გაფრინდაშვილმა.
სრული ლექციის მოსასმენად გადადით შემდეგ ბმულზე – [Audio]

ბათუმში ისევ შტორმს ელოდებიან

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის თქმით 18-19 ოქტომბერს მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება და შტორმი 4-დან 6 ბალამდე. მისივე თქმით შტორმი დღეს დღეს ხუთ საათზე უკვე დაიწყო და იგი ორ ბალს გასცდა. პროგნოზის მიხედვით ბათუმში მთელი ღამე იწვიმებს.

 

“გემები უკვე დაბრუნდნენ ღია ზღვიდან და შემოვიდნენ იახტკლუბში. მზადყოფნაში ვართ ყველა, გაფრთხილებული გვყაცვს მუნიციპალიტეტები – ხულო, ქედა, შუახევი. მთაში მოსალოდნელია მოვიდეს ნალექი თოვლჭყაპის სახით და შეიძლება ითქვას შევდივართ ზამთრის ფაზაში. ვართ განსაკუთრებულ რეჟიმში, თუმცა საგაგნგებო სიტუაცია გამოცხადებული არ არის” – ამბობს მამუკა თურმანიძე.

სახალხო დამცველის ვიზიტი ბათუმში

 

 

 

შეხვედრაზე, სახალხო დამცველი ქობულეთში პანსიონთან დაკავშირებულ ინციდენტს შეეხო და თქვა, რომ გამოძიება დღემდე გაჭიანურებულია და ის სასჯელი რაც ამ ინცინდენტს მოყვა არა არის ადექვატური – “მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დასრულდეს ძალიან მალე” – თქვა მან.

 

არჩილ ხაბაძის თქმით, გაჭიანურებული პროცესები ახლო პერიოდში დაიძვრება – “მე გავაცანი ბატონ უჩას არსებული სიტუაცია და ვფიქრობ ყველაფერი ისე წარიმართება, რომ ყველა მხარისთვის – მთავრობისთვის, მუსლიმური თემისთვის და საზოგადოებისთვის შედეგი მისაღები იყოს,”- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

მოგვიანებით უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობის ოფისში, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა. შეხვედრას დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ესწრებოდა.

როგორ გამოაცალა აჭარულ ხაჭაპურს გიამ ცომი

გია აგირბა საკუთარ თავს ხუმრობით „აჭარული ხაჭაპურის მეფეს“ უწოდებს. ეს ტიტული არამხოლოდ კარგად გამომცხვარი აჭარული ხაჭაპურისთვის დაიმსახურა, გიას უკავშირდება აჭარული ხაჭაპურის ის ვერსია, რომელსაც ცომგამოცლილს უწოდებენ და აჭარული ხაჭაპურის ყველა მოყვარულისათვის კარგად ცნობილია.

გია აგირბა 17 წლის იყო, აჭარული ხაჭაპურის მცხობელად რომ დაიწყო მუშაობა. შემდეგ ჯარიდან ჩამოსულმა ხელვაჩაურში მდებარე დიდ სახაჭაპურეში დაიწყო მუშაობა და დღეში 4 000 ცალ აჭარულ ხაჭაპურს აცხობდა.

„გოგი ხაჩატურიანი იყო ჩემი მასწავლებელი, რომელმაც დამახვეწინა ეს საქმე, ახლა ამერიკაშია ეს კაცი. 20 წლის ვიყავი მაშინ. დილას 5-6 საათზე ვდგებოდი, 4 ათას ხაჭაპურს ვაცხობდი დღეში, 72 ხაჭაპური ეტეოდა ერთ ჟარონაზე, სულ ხალხმრავლობა იყო, რიგი. დღეში სამასი მანეთი მქონდა, დიდი შემოსავალი იყო. ბევრი მეხუმრებოდა, ხალხი ზღვაზე დადის ზაფხულში, შენ ხაჭაპურს აცხობო, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა“, – იხსენებს გია.

სწორედ მაშინ შეიქმნა ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურიც, 1987 წელს. გია ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო:

„ჯანზე ვიყავი, მეთქი ამდენი ცომი ამოვიდა ყელში და ქერქს ვჭამდი, მაგრამ ძირს ვტოვებდი. მერე ავდექი და ცხობის დროს ცომი ამოვიღე, ჩემთვის გავიკეთე ასე, სხვას ამას არ ვუკეთებდი, ხელით ვაცლიდი ცომს,  სულ დამწვარი მქონდა ხელი.

წლების მერე, „ლაგუნაში“ რომ ვმუშაობდი, მთხოვეს, შენთვის რომ იკეთებ, ჩვენც გაგვიკეთეო და ცომგამოცლილი თანდათან გახდა ჩემი ბრენდი. 2003 წლიდან უკვე ინტენსიურად დავიწყე გაკეთება. „გიას აჩიშენნი ხაჭაპური“ – ასე ეძახდნენ მაშინ“, – ამბობს გია.

რით განსხვავდება ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური ჩვეულებრივისაგან, გარდა იმისა, რომ ნაკლებკალორიულია? გიას თავისი თეორია აქვს ამის შესახებ:

„ყველს მომზადების შემდეგ წათხში დებენ. როცა ხაჭაპური ცხვება და შიგთავსი დუღს, ყველიდან გამოდის ზედმეტი წყალი და მინარევები. ამ წყლით ცომი იჟღენთება, რომელსაც მე ვაცლი. რჩება სუფთა, შეკრული ყველი და პურის თხელი, ხრაშუნა მასა. ამიტომაც გამოდის გემრიელი.“

მას შემდეგ, რაც აჭარული ცომგამოცლილი ხაჭაპური ძალიან პოპულარული გახდა და მას ახლა ბევრ კაფეში ამზადებენ, გიამ ცომგამოცლილი ხაჭაპურის დაპატენტებაზეც დაიწყო ფიქრი და სახელწიფოს მიმართა. ამბობს, რომ პატენტი ჯერჯერობით ვერ აიღო, თუმცა მას ამ საკითხში პრიორიტეტი მიანიჭეს და სხვა ვერ შეძლებს აჭარული ცომგამოცლილი ხაჭაპურის დაპატენტებას.

სამუშაოდ მისულ გიას თავისი პირობა აქვს: მისი აჭარული ხაჭაპური აუცილებლად შეშის ღუმელში უნდა გამოცხვეს და არა გაზის ან ელექტროღუმელში. ღუმელს თავად აშენებს, ურჩევნია ყველაფერი თავად გააკეთოს.

„ადრე ყველსაც მე ვყიდულობდი, ვერ ვანდობდი სხვას“, – ამბობს გია. მისი თქმით, შეშაზე გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს სულ სხვა გემო და არომატი აქვს:

„შეშა ეკოლოგიურად სუფთაა და ნაკვერჩხალი, კვამლი თავისებურ სუნს და გემოს აძლევს, ხაჭაპური გამოდის ხრაშუნა. ელექტროღუმელში გამოდის რბილი და გაზზე მე საერთოდ არ ვმუშაობ. გაზზე შეიძლება აადუღო რაღაც, მაგრამ გაზში რომ გამოაცხო… წარმოიდგინეთ, ცომში, ყველში შედის გაზის გამონაბოლქვი და მერე ამას ჭამ… არ შეიძლება.“

გიამ 60-ზე მეტ მოსწავლეს შეასწავლა აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, მათ შორის საკუთარ შვილსაც, რომელიც ახლა თბილისში მუშაობს.

კითხვაზე, რა არის რთული ამ პროფესიაში, გია პასუხობს, რომ ყველაზე რთული სიცხის ატანაა: „გარეთ რომ 35 გრადუსია, სამზარეულოში 55 გრადუსია. სიცხე, ცეცხლის ალი სახეში…  ძნელი სამუშაოა, ვიწურებით თავიდან ბოლომდე.“

აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზოგი მას ბერძნებს უკავშირებს და საბერძნეთში მართლაც არის გავრცელებული კერძი, რომელიც ძალიან ჰგავს აჭარულ ხაჭაპურს, იმ განსხვავებით, რომ მასში ძირითადად გატარებულ ფარშს ან მშრალ ყველს ათავსებენ.

იგივე კერძი გვხვდება თურქეთშიც, თუმცა არა აჭარული ხაჭაპურის ზუსტი ანალოგი.

აჭარული ხაჭაპურის დღეს არსებულ ფორმას უკავშირებენ ლაზებსაც და აფხაზებსაც. გიას ვერსიით ამ კერძის ისტორია სწორედ აფხაზებს უკავშირდება: „მე აფხაზი ვარ, როგორც ვიცი, ეს არის აფხაზური, შავი ზღვისპირეთში გავრცელებული კერძი, ფიდეს ეძახიან, ხორცს დებდნენ შიგ. აჭარაში ჩამოსულმა აფხაზმა მუჰაჯირებმა გამოაცალეს ხორცი და ჩადეს ყველი. მაშინ კვერცხით არ აცხობდნენ. მე როგორც გამიგია, კვერცხი დაუმატებია  ფრანგ  კულინარს: ზღვა, ხაჭაპურის ნავის ფორმა და კვერცხი – მზე.“

რა არის მთავარი, რომ აჭარული ხაჭაპური კარგი გამოვიდეს? გია ამბობს, რომ „მთავარია ხელი“ და ის, რომ გიყვარდეს შენი საქმე: „ცომს თუ არ მოეფერე არ ამოვა, პირჯვარს ვწერ ცომს, რომ კარგად ამოვიდეს და ბლომად ყველი, ბლომად კარაქი – ყველაფერი ბლომად. თუ მიაკელი, არ გამოვა. ეს არის საიდუმლო“.

”გამოფენების ფესტივალი” ბათუმში

 

  

 პირველი გამოფენა სახელწოდებით “სხვა”, 4 ნოემბერს მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იმ ადამიანების ნამუშევრები რომლებიც, პარალელურად თავიანთი ძირითადი საქმიანობისა (რომელიც ხელოვნებას არ უკავშირდება), ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს.

 

შემდეგ გამოფენაზე სახელწოდებით – “ახალი”, რომელიც 9 ნოემბერს მოეწყობა, წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები (ინსტალაციები, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები) თანამედროვე არატრადიციულ მიმდინარეობებში.

 

მესამე გამოფენა სახელწოდებით ამაღელვე, 14 ნოემბერს მოეწყობა და მასზე ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავდმყოფოს პაცენტების ნამუშევრები გამოიფინება.

 

ჯერ-ჯერობით არ სახელდება გამოფენების ზუსტი ადგილმდებარეობა. გამოფენების დაწყებამდე პროექტის ფეისბუქ გვერდსა და ბლოგზე გამოქვეყნდება ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა შეიკრიბოს გამოფენის მაყურებელი, რომელთაც უფასო ავტობუსები მოემსახურებათ.

 

პროექტის ორგანიზატორის, თამარ მასალკინის თქმით პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. “პროექტის იდეის ავტორია ნინო მასალკინა. ჩვენი მიზანია ამ გზით მოვახდინოთ თანამედროვე და არატრადიციული ხელოვნების პოპულარიზაცია და არასაგამოგფენო ალტერნატიული სივრცეების საგამოფენო სივრცეებად გამოყენების გზით, შევცვალოთ უკვე არსებული, მოსაწყენი და ერთფეროვანი გამოფენების სტილი” – ამბობს ის.


“გამოფენების ფესტივალი” აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინსიტროს დაფინანსებით ხორციელდება.


სახალხო დამცველი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს ხვდება

 

 
„გამოძიება სამწუხაროდ გაჭიანურებულია და არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ეს ფაქტი ჩაიდინა”, –  საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ეს შეფასება ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების ფაქტზე გააკეთა. 

 

შეხვედრას დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაზე ესწრება.   

დავით ბალაძე ფინანსისტთა ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

 

 

მხარეებმა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისა და აღსრულების საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს პროგრამული ბიუჯეტის თემასა და მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობის შესახებ.

 

დავით ბალაძემ სტუმრებს აჭარის პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის დეტალები გააცნო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უკვე აქტიურად არის ჩართული მოსახლეობა,რაც კიდევ უფრო ზრდის ბიუჯეტის გამჭვირვალობას. 

 

შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწვევა მიიღო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაციის რიგით მეშვიდე ყრილობაზე, რომელსაც წელს ბათუმი 18-19 ოქტომბერს პიაცას მოედანზე უმასპინძლებს. 

ქართულმა მხარე ასევე ოფიციალური მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფილადელფიაში, 2015 წლის მაისში დაგეგმილ ამერიკისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობას დაესწრება.

შეხვედრას საერთაშორისო ფინანსური ექსპერტები, სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამგებლები და ფინანსური დირექტორები ესწრებოდნენ.

ასიდან 98 შემთხვევა განკურნებადია – ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

 

 

უკვე ოთხი წელია საქართველოში კიბოს სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ყველა ქალისთვის უფასოა.

ბათუმში, ძუძუს სკრინინგის პროგრამაში სამი კლინიკაა ჩართული – აჭარის ონკოლოგიური ცენტრი, საზღვაო ჰოსპიტლის ბაზაზე არსებული “თანამედროვე მამოლოგიის ცენტრი” და ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”. ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით, ბათუმის კლინიკებში უფასო სკრინინგი შეუძლია ჩაიტაროს თბილისის გარდა ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ძუძუს კიბოზე სულ 1925 ქალი გამოიკვლიეს, რომელთაგან საეჭვო ავთვისება 48-ს დაუდგინდა.

ძუძუს კიბოს დიაგნოზირებისთვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენება – ძუძუს თვითგასინჯვა, კლინიკური გასინჯვა, ანუ ვიზიტი მამოლოგთან და მამოგრაფია – სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფია, რომელიც მამოლოგ თემურ გოგიტიძის თქმით, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიკური მეთოდია.

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს შემთხვევების 78% დაავადების I-II სტადიებზე გამოვლინდა, პირველ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა კი 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.

თემურ გოგიტიძის თქმით, სკრინინგული გამოკვლევა განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როცა ქალს არაფერი აწუხებს: “თუ მან უკვე იგრძნო წარმონაქმნი და განვითარდა სხვა, ფიზიკურად გამოხატული სიმპტომები, განკურნება რთულია. სიმსივნე განკურნებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის საწყის სტადიაშია, ანუ როცა იგი ნახევარი ან ერთი სანტიმეტრია. უმეტესად ასეთი სიმსივნე არც ხელით იგრძნობა, არც მამოლოგის და მით უმეტეს არც ოჯახის ექიმის ან/და გინეკოლოგის გასინჯვით. ასეთი სიმსივნეები მხოლოდ სკრინინგული მამოგრაფიით ჩანს”, – ამბობს ის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს სკრინინგი, სწორედ მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს, რაც რენტგენოლოგიურ კვლევას გულისხმობს და რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება.

მამოლოგის თქმით, ძუძუს კიბოს სკრინინგი ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცედურაა. მამოგრაფია შიშველ მკერდზე ტარდება, რომელიც კვლევის დროს, რამდენიმე წამით სპეციალური აპარატურის ქვეშ ექცევა. მას თან ახლავს მცირედი დისკომფორტი, რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და კვლევის დასრულებისთანავე ქრება. “რენტგენოლოგიური სხივი, რომლითაც ძუძუს სკრინინგის დროს ხდება დასხივება, ძალიან დაბალი სიმძლავრისაა. იგი კბილის რენტგენის შემდეგ მეორეა დასხივების სისუსტით, ასე რომ ეს გამოსხივება საერთოდ არ არის საშიში”, – ამბობს თემური გოგიტიძე.

ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოკვლევის დღეს, შხაპის შემდეგ არ უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, მისაყრელი პუდრი და დეოდორანტი. მამოლოგების რჩევით ძუძუს გამოკვლევის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს არის რეკომენდებული.

პროცედურის დასრულების შემდეგ მამოგრამას (ფირს, რომელზეც სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გამოსახული) ორი ექიმი რადიოლოგი კითხულობს. “სკრინინგის პროგრამა იმ წესებით სრულდება, რაც ევროპაშია მიღებული, ანუ მამოგრაფიის გადაღების შემდეგ მამოგრამას ორი ექიმი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კითხულობს და სვამს დიაგნოზს. ჩვენ ჯერ აქ ვკითხულობთ სურათს და შემდეგ ელექტრონული ფორმით ვაგზავნით თბილისში, კიდევ ერთ გამოცდილ მამოლოგთან”, – ამბობს თემურ გოგიტიძე. კვლევის შედეგს პაციენტი შვიდი ან ათი სამუშაო დღის შემდეგ შეიტყობს.

თუ პაციენტს არ აქვს ექიმის ჩვენება, რომ მას განმეორებით სჭირდება მამოგრაფია, მან მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს სკრინინგული გამოკვლევა.

ქალებს, რომლებსაც მკერდში რაიმე ცვლილება აღენიშნებათ, უფინანსდებათ სკრინინგული ექოსკოპია, რათა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს, ნამდვილად არის თუ არა რაიმე წარმონაქმნი მკერდში. ძუძუს კიბოს მკურნალობა (ოპერაცია და სხივური თერაპია) კი საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ფინანსდება.

 

სკრინინგ პროგრამისთვის, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის გარდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს (25-დან 60 წლამდე ყველა ქალისთვის), პროსტატისა (50-დან 70 წლამდე ყველა კაცისთვის) და მსხვილი ნაწლავის (50-დან 70 წლამდე ყველა მოქალაქისთვის) კიბოს სკრინინგების პროგრამებსაც მოიცავს, 2011 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 015 408 ლარი გამოიყო.

მუსლიმებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბათუმში

 

 

პრემიერ-მინისტრი ქართველ მუსლიმებს შეხვდა

 

 

 „კონკრეტული არაფერი გამოკვეთილა. ჩვენ გავაცანით ჩვენი პრობლემები  და ველოდებით პრემიერის ბოლო დასკვნას. იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება მიღებული“ – აცხადებს მუფთი ჯემალ პაქსაძე.  

 

როდის დაიწყება მეჩეთის მშენებლობა, კონკრეტული ვადა, როგორც მუსლიმები აცხადებენ, პრემიერს ამ შეხვედრაზე არ დაუსახელებია. ჯემალ პაქსაძის თქმით, ხელისუფლებას გადაწყვეტილება არც იმასთან დაკავშირებით აქვს მიღებული, თუ სად შეიძლება აშენდეს ახალი მეჩეთი. 

 

გააგრძელებს თუ არა ქობულეთში მუსლიმური პანსიონი ფუნქციონირებას? ამ კითხვაზე პასუხს ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“  თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე სწორედ ამ შეხვედრაზე ელოდა. „ბათუმელებთან“ წინა კვირას გაკეთებულ კომენტარში ის აცხადებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერს 20 ოქტომბრამდე უნდა მიეღო.   

 

„ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე. იყო პრობლემებზე საუბარი, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება“ – აღნიშნა რამაზ კაკალაძემ „ბათუმელებთან“.

 

ამჟამად პანსიონში სწავლა არ მიმდინარეობს და მხოლოდ ერთი ადამიანი მორიგეობს შენობაში. მუსლიმურ პანსიონში სწავლა  15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასწავლებლის გახსნას ხელი ადგილობრივმა ქრისტიანმა  მოსახლეობამ შეუშალა. მათი განცხადებით, ქრისტიანულ დასახლებაში მუსლიმური პანსიონი არ უნდა ფუნქციონირებდეს. 

 

სასწავლებლის გახსნას ინცინდენტიც მოჰყვა, ადგილობრივებმა მუსლიმური სასწავლებლის კარზე ღორის თავი მიაჭედეს. 

ხულოს მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

 

უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.


მაღალმთიან აჭარას გერმანიიდან მოწვეული კარდიოქირურგი, პროფესორი ალექსანდრე ჯონიც ეწვევა.


სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წარმომადგენლები დაესწრებიან.


”ლიტერატურული სკოლის” შემაჯამებელი პრეზენტაცია

 

 



პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება ვახტანგ ჯავახაძის, ზურაბ ზოიძისა და ლაშა გახარიას შემოქმედება და ბიოგრაფია.



რვა გაკვეთილის გარდა „ლიტერატურული სკოლის“ მონაწილეებს გონერ ჭეიშვილისა და დათო ტურაშვილის მასტერკლასები ჩაუტარდათ.

 

ასევე მოეწყო შემოქმედებითი ტური ქუთაისში, ბაგრატისა და გელათის ტაძრების მოსანახულებლად.



პროექტი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება სოფლად“ ფარგლებში ხორციელდება.

ლელა გაფრინდაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში

 

ლექციების ციკლი 17 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
 
 
პროექტის ფარგლებში მომსხენებლები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თანამედროვე  ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში, გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში, ანტი-ფემინიზმი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და სხვა. 
 
 
ლექცია ჩატარდება 55-ე აუდიტორიაში. ლექციების განრიგი იხილეთ აქ.
 
 
ლექციების ციკლის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის აგადადით ბმულზე.

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალმა 1915 ლარი დიტო ცინცაძის ფონდში გადარიცხა

 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კინოფესტივალის ბოლო ორ კინოსეანსზე (კინოთეატრ “აპოლოში”) ყიდებოდა ბილეთები (თითოეულ სეანსზე ლიმიტირებული რაოდენობა  – მაქსიმუმ 50 ბილეთი) და თითო სეანსის ბილეთისფასი შეადგენდა 5 ლარს. ყველა დანარჩენი კინოსეანსი, როგორც კინოთეატრ“აპოლოში”, ასევე სასტუმრო “DIVAN SUITES”-ის კონფერენს დარბაზში და ღიაკინოჩვენებებზე (ერას მოედანი)  ტრადიციულად იყო უფასო.  

 

აღნიშნულიაქციის ფარგლებში ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1915 ლარი, რომელიც მთლიანად გადაირიცხა  „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“.  მსგავსი აქცია ბათუმის კინოფესტივალზე სამომავლოდაც იგეგმება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: სტიქიისგან მიყენებული ზარალი 2 400 000 აღწევს

 

სამინისტროსთვის გამოყოფილი 24 მილიონი ლარიდან უწყებამ 21 მილიონ 454 ათას 827 ლარის ათვისება მოახერხა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 88,5 % განისაზღვრა.

 

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ინვენტარით აღჭურვა და სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია, ასევე, სტუდენტთა დახმარების პროგრამა, – ეს ის საკითხებია, რომლებიც გიორგი თავამაიშვილის 9 თვის ანგარიშში მოხვდა. 

 

მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძისაგან, 15 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული სტიქიის შედეგების შემსწავლელი საგანგებო კომისიის სხდომის დეტალებით დაინტერესდა.

 

„კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით,  აღწერილია 2 400 000 ლარის ღირებულების ზარალი. ამაში შედის 280-მდე ოჯახის გამაგრებითი სამუშაოები და ასევე 403 ოჯახის ერთჯერადი მატერიალური დახმარება.  ამასთან საგზაო დეპარტამენტს ჰქონდა წარმოდგენილი  1 71 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. ეს არის გზების და ხიდების რეაბილიტაცია. ამ  სამუშაოებთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონკრეტული  გეგმა,“- თქვა ნუგზარ სურმანიძემ.

 

 მისივე თქმით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება 17 ოქტომბრსი კომიისიის სხდომის შემდეგ დაიწყება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ერთჯერადი პროგრამული დახმარება და საგზაო დეპარტამენტისთვის თანხების გამოყოფა.

 

„უკვე დაიწყო ამ მიმართულებით სამუშაოების შესრულება.  ასევე განვიხილავთ 13 ოჯახის საკითხს, რომლებიც საჭიროებს საერთო საცხოვრებელში გადაყვანას. 17 ოქტომბერს ჩამოვყალიბდებით და კონკრეტულად გვეცოდინება რა ფორმით შევთავაზებთ ამ ადამიანებს დახმარებას. სავარაუდოდ  3 000 000 ლარი იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი  და ღონიძიებები დაიწყება მაქსიმუმ 6 დღეში,“ – განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

 

ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ორი სამშენებლო კომპანიის „მარი ჯგუფისა“ და შპს „სისთემ ინშაათი“-ისთვის მშენებლობის ვადების გაგრძელებაზე ისაუბრა.

 

„მშენებლობის ვადები გაუგრძელდა  ორ კომპანიას, ეს არის „სისთემ ინშაათი“ და „მარი ჯგუფი“.  ორივეს მიმართულება არის სასტუმროს ბიზნესის განვითარება. იყო ხარვეზები პროექტთან დაკავშირებით რამაც გამოიწვია პროექტის გადაკეთება და ვადების ცვლილება.  აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა ერთი კომპანისთვის 6 თვის ვადის მიცემა ხოლო მეორესთვის 4 თვით,“- განაცხადა  დავით ბალაძემ.

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საშეშე ხე-ტყის მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, გზის სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ ისაუბრა.

 

„წინა წლების სტატისტიკიდან გამომდინარე ნავარაუდებია 95 000 კუბური მეტრის ათვისება. დღეისთვის  32 000 კუბური მეტრი საშეშე მასალაა  ათვისებული. წინა წლებთან შედარებით ეს ციფრი გაზრდილია. შუახევის, ქობულეთის მოიალაღებისთვის გურიის მუნიციპალიტეტიდან გამოიყო 3000 კუბური მეტრი საშეშე მასალა. რაც შეეხება სატყევე გზების  მდგომარეობას,  გეგმარება რაც  წელს იყო  განსახორციელებელი,  1 ოქტომბრის მონაცემებით 80%-ით შესრულებულია,“ -ამბობს ვახტანგ წულაძე.

 

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯს აღარ გაიზრდიან

 

 

„კომისიის სხდომაზე როდესაც განვიხილეთ საკითხის ამოღების წინადადება დაისვა. კომისიამ უფლებამოსილება ბიუროს გადასცა რომ მიეღო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ ფრაქციაშიც გვქონდა ამ თემაზე საუბარი. ფრაქციამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ საკითხის ამოღებას,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა თეიმურაზ ყურაშვილმა.

 

ბათუმის საკრებულოს თითოეულ იმ წევრთა  უფლებამოსილების განხორციელების ხარჯის დასაფარად, რომლებიც საკრებულოს რიგით წევრებად რჩებიან და საკრებულოში რაიმე თანამდებობა არ უკავით ყოველთვიულად  1000 ლარს იღებენ. საკრებულოში ამ თანხის  1500 ლარამდე გაზრდას გეგმავდნენ.  

 

საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, უფლებამოსილების თანხის გაზრდა საკრებულოს წევრების ინიციატივა იყო. მისივე  თქმით ხელფასების გაზრდის საკითხი ქალაქის საზღვრების გაზრდის გამო დადგა.

  

ბათუმი, როგორც შავი ზღვის კულტურული პორტი

 

ქალბატონო მარიამ, ვინ ახორციელებს პროექტს?

 

 

პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი – „თესალონიკი“. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მასში შავ ზღვასთან დაკავშირებული რამდენიმე ქვეყანაა ჩართული: უკრაინა (ოდესა), თურქეთი (სტამბული), რუმინეთი (კონსტანცა), ბულგარეთი (ვარნა) და საბერძნეთი (კავალა). ყველა ამ ქვეყანამ შეარჩია საინტერესო, მათი თვალსაზრისით ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი, საქართველოს შემთხვევაში ეს ბათუმია. საქართველოში პროექტს წარმოადგენს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი და ასევე ბათუმის მერია, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი და სამეცნიერო-აკადემიური ორგანიზაციები: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური.

 

 

რას გულისხმობს ლიმენის პროექტი?

 

 

კულტურული ტურიზმის ქსელის, ე.წ. „კულტურული პორტები შავ ზღვაზე“ შექმნის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც ბათუმი, ისევე როგორც შავი ზღვის აუზის დანარჩენი ქალაქი-პორტები, მომავალი წლის კონკრეტულ დროს გამოცხადდება შავი ზღვის კულტურულ პორტად და ის, სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით, მოახდენს ქალაქის მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას.

 

 

ეს პროექტი, ჩვეულებრივი ტურიზმისგან განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბათუმს, რადგანაც ქალაქი სპეციფიკური/უნიკალური პროფილით ხდება საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რაც მომავალში ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს მას ინვესტიციებისა თუ კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და სამეცნიერო კონფერენციების მოზიდვა-ჩატარების სახით.

 

 

ბათუმი შეირჩა მიმდებარე ტერიტორიებთან, გონიოსა და პეტრასთან ერთად, რადგანაც ეს ადგილები ბიზანტიურ პერიოდთან არის დაკავშირებული, პროექტის აქცენტიც სწორედ ამაზეა გაკეთებული. ბათუმი არ იქნება წარმოდგენილი როგორც უბრალოდ ზღვისპირა ქალაქი, ეს არის გარკვეული ისტორიის მქონე და სხვა ქვეყნებთან ამ ისტორიით დაკავშირებული ქალაქი და მისი პოპულარიზებაც სწორედ პროფილით მოხდება.

 

 

პროექტის ფარგლებში რა აქტივობაზეა საუბარი?

 

 

ახლა ვიწყებთ სამუშაო შეხვედრებს პროექტის ქართული ქსელის წევრ ორგანიზაციებთან, რათა განვიხილოთ ჩვენი და სხვა მონაწილე ქალაქების იდეები და შევჯერდეთ ისეთ პროგრამაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ ქსელში არსებული სხვა პორტების პროგრამებთან. ყველა ქალაქს თავისი ინდივიდუალური პროგრამა ექნება, მაგრამ უნდა იყოს რაღაც საერთოც. ეს შეიძლება იყოს გამოფენები, თეატრალური თუ კინოფესტივალები, სამეცნიერო თავყრილობები და სხვა. ნიმუშისთვის აღებულია პროგრამა „ევროპის საერთაშორისო დედაქალაქი“, რომელიც უკვე მრავალი წელია ვითარდება და რომლის ფარგლებშიც ისეთმა ქალაქებმა, როგორიცაა გლაზგო, ლისაბონი და სხვა, დიდი უპირატესობა მოიპოვეს ამ მხრივ. პროექტის ფარგლებში გამოიცემა გზამკვლევები და გაკეთდება სპეციალური ვებპორტალი ამ ქსელში ჩართული ქალაქ-პორტებისთვის.

 

 

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

 

 

პროექტი უკვე დაწყებულია, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 16-17 ოქტომბერს დაგეგმილია შეხვედრა ბათუმში, ქართული ქსელის წევრ ორგანიზაციებთან. მათ დავურიგებთ მასალას იმ გამოცდილების შესახებ, რაც უკვე გვაქვს, რადგანაც ეს პროექტი თავისთავად არის გაგრძელება წინა, განხორციელებული პროექტისა, რომელიც ეხებოდა საზღვაო მარშრუტებს ეგეოსისა და შავ ზღვაში ბიზანტიურ პერიოდში. ის პროექტი უფრო სამეცნიერო კლევითი ხასიათისა იყო, ხოლო ეს პროექტი უფრო შედეგებზე იქნება დაფუძნებული და ამ სამეცნიერო კვლევით მასალაზე დაყრდნობით განხორციელდება მრავალი კულტურული მოვლენისა და სხვა ღონისძიებების სახით. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იქნება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უახლოეს მომავალში ბათუმის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. პროექტი 2015 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.     

 

ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ამასთან ეს მონაცემები არ შეიცავს კერძო სექტორში განთავსებულ ტურისტთა რიცხვს, სადაც წელს განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა. დეპარტამენტში მიმდინარეობს სტატისტიკური კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც სამომავლოდ კერძო სექტორსაც მოიცავს.

„2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში სასტუმროებში დატვირთვის კოეფიციენტმა 48,61%-ს შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,11%-იანი ზრდას მიანიშნებს.

სექტემბრის თვეში დატვირთვის კოეფიციენტი 39,57 %-ს შეადგენდა, რაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებს 7,50 %-ით აღემატება,“ – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი.

გასულ წელთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი გამოირჩევა სომხეთი (36,6%), პოლონეთი (+29%), აზერბაიჯანი (+29%), რუსეთი (+25,7%), და უკრაინა (+14,3%).

დამატებითი მოკვლევა ჩატარდა საქართველოს შსს-ს საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 24%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, ხოლო საზღვაო ტრანსპორტით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობაში 4%-იანი ზრდა აღინიშნება.

წლევანდელ სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ასევე აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. 2014 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,5%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით.

დღეს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციები ჩატარდება

 

18 ოქტომბერს კი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციების მიღება, როგორც გერმანელი კარდიოქირურგისგან, ასევე სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტებისგან.

 

ევროპიდან მოწვეულ კარდიოქირურგი ალექსანდრე ჯონი გერმანიის შუხტერმანის კლინიკის კარდიოქირურგიის დირექტორის მოადგილეა. მას გერმანიასა და ინგლისში 15 000–მდე კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

 

გერმანელი პროფესორი საქართველოში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით იმყოფება და აჭარაში ერთ თვეს დაჰყოფს.

რის შეცვლას გეგმავს აჭარის რადიოს ახალი ხელმძღვანელი

 

გიორგი მოისწრაფიშვილი
გიორგი მოისწრაფიშვილი

გიორგი, პირველ რიგში რის შეცვლას გეგმავთ რადიოში?

 

რადგან საზოგადოებრივი რადიოა,  აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, ანუ მხოლოდ მუსიკალურ-გასართობი და შემეცნებითი. არსებულ პროექტებს დაემატება სოციალური პროექტები. ავიღებთ სხვა საზოგადოებრივი მაუწყებლების, იგივე გერმანიის და ასე შემდეგ მაგალითებს, რა არის პრიორიტეტი, რაზე უნდა ვიმუშაოთ. მუსიკალური მხარე რადიოში იქნება უბრალოდ შეფუთვა.

 

12-საათიანი ბადე, ვფიქრობთ,  გავყოთ სამ ნაწილად: დილის რვიდან ათამდე იქნება დილის ეთერი, 12-დან  6-მდე  – შემოქმედებითი და სოციალური პროექტები და 6-დან ღამის 12-მდე  – პოლიტიკური თოქ-შოუები, თავისი სტუმრებით, ანალიტიკური მიმოხილვით და ასე შემდეგ.    

 

არ ვამბობ ჯერ 12-ის შემდეგ ღამის ეთერს, თუმცა სავარაუდოდ, იქაც უნდა იყოს  საინფორმაციო გამოშვება ჩანაწერის სახით მაინც, მიმოხილვა.

 

ცალკე არის საინფორმაციო სამსახური, რომელიც გამართულია, თუმცა რაღაც დეტალებს სჭირდება შეცვლა და რესურსის დამატებაც. საინფორმაციოს 11 გამოშვება აქვს ახლა,  ეს შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რესურსი ცოტათი მაინც მოემატა. ეს არის პირველი ეტაპი.   

 

შემდეგ ალბათ იმაზე წავა მუშაობა, რომ ცნობადობა აღდგეს აჭარის რადიოს და სიხშირე გაუმჯობესდეს. ამაზე გვექნება კონსულტაცია, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხერხდეს, რადგან  მაღალმთიან აჭარას ნაკლები ხარისხით მიეწოდებოდა სიხშირე, ამინდის ცვალებადობასთან ერთად, მაგრამ ეს უკვე ყველას ერთად, ტელევიზიის საზრუნავიცაა, რომ რაღაცნაერად მოხერხდეს, რომ მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდეს.

 

 

არის იდეა, რომ განხორციელდეს მინიმუმ ორი ტელეხიდი, რის დროსაც რადიოსა და ტელევიზიაში ერთდოულად გავა გადაცემა.  ეს არ არის იდეა ჰაერში, ამის პრეცედენტი ჰქონდა აჭარის ტელევიზიას და რადიოს. შემეცნებითი, პოლიტიკური, ან სოციალური პროექტი შეიძლება გადაიცეს ტელეხიდით.  

 

შეხვდით უკვე თანამშრომლებს? გქონდათ პირველი თათბირი?

 

საერთო თათბირი არ გვქონია ჯერ, თუმცა თანამშრომლებს, საინფორმაციო, სპორტულ, შემოქმედებით ჯგუფებს, პოლიტიკური თოქ-შოუების და მუსიკალურ წამყვანებს შევხვდი.

 

რამდენი ადამიანი მუშაობს აჭარის რადიოში?

 

ამ დროისათვის მუშაობს 28 ადამიანი, თუმცა საინფორმაციო ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობს, შესაბამისად არის გადასახალისებელი.

 

საკადრო ცვლილებებს უნდა ელოდნენ რადიოში?

 

საკადრო ცვლილებები არ არის მიზანი. აქ არის  რესურსი, რომლის განვითარებაც შეიძლება. პირიქით, შეიძლება მოთხოვნა გაჩნდეს ახალი კადრების,  ეს იქნება სტაჟიორების სახით თუ  პროფესონალი ჟურნალისტების სახით, ამას უკვე დრო გვჩვენებს. უნდა დაიწეროს პროექტები, ჩამოყალიბდეს, რომ განვიხილოთ. გამოსაცვლელია ტიხრები, ქუდები, სრული შეფუთვა, მაგრამ ეს უკვე ახალი წლის შემდეგ მოხდება, როცა ალბათ ბიუჯეტშიც მოხდება ცვლილებები.

 

მინდა მთელი გუნი ჩაერთოს საქმიანობაში. მე ვფიქრობ, რომ სამი თვის განმავლობაში უკვე პირველი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რასაც ფურცელზე კი არა, თვითონ დაინახავენ თანამშრომლებიც, საზოგადოებრივი მაუწყებელიც და ისინიც, ვისაც აინტერესებს რადიოს ბედი.  ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობს. 

ქართველი ოფიცერი ამერიკული სამხედრო ხომალდიდან

 

 

20 წლის წინ გივი შაიშმელაშვილი საქართველოდან მშობლებმა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანეს. მაშინ ის მხოლოდ ათი წლის იყო. წლების შემდეგ გივი შაიშმელაშვილი ტიბანელი გახდა, გვარი მშობლიური სოფლის სახელით შეიცვალა (კახეთი, სოფელი ტიბაანი). ამბობს, რომ ასე იმ მონატრებას გამოხატავს რომელიც მშობლიური მხარის მიმართ აქვს.

 

 წლების განმავლობაში გივი ტიბანელი ოჯახთან ერთად სანფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობდა, დღეს ის  ერთადერთი ქართველია, რომელიც ამერიკის ფლოტში მსახურობს: 

 

 

 „ახლა ვმსახურობ იტალიაში, აშშ-ს ბაზაზე. ამერიკის მეექვსე ფლოტი იმართება ჩემი ბაზიდან, მეექვსე ფლოტში შედიან ამერიკის გემები, რომლებიც დაცურავენ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ბალტიისპირეთში. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვემსახურები ამერიკის ფლოტს. სირთულეები გამოვიარე, მაგრამ როცა დიდი მიზნისთვის იბრძვი, ყველაფერი აუცილებლად გამოდის.

წელიწადნახევარი ვიყავი ფლოტის პროკურორი, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს ვმსახურობდი, მერე გადამიყვანეს სან-დიეგოში. ორი წელი ვმსახურობდი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემზე, რომელიც არის ამფიბიური ავიამზიდი. ამის შემდგომ ცხრა თვე ვიმყოფებოდი სპარსეთის ყურეში, მანდ მივიღე დიდი პრაქტიკა, ვიყავი მეთაურის  მთავარი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში” – ამბობს გივი ტიბანელი.

 

 

აშშ-ს მხარდაჭერა შავიზღვისპირეთის მიმართ გივის განსაკუთრებული ემოციებით ტვირთავს, საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, ის მუდმივ კონტაქტშია ქვეყანასთან: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ ფლოტში ვმსახურობ, ამერიკა მხარს უჭერს მოკავშირე ქვეყნებს, საქართველო ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. შავ ზღვაში მხარს ვუჭერთ სტაბილურობასა და სიმშვიდეს, ამერიკის ეს მისია ჩემთვის საამაყოა. ბათუმში შემოსულ  “Mount Whitney”-ის ეკიპაჟში იმიტომ მოვხვდი, რომ ეროვნებით ქართველი ვარ, ზღვიდან ქალაქი გამოჩნდა თუ არა, გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქ ჩამოვიდოდი ამერიკის სამხედრო ხომალდით, ისეთით, როგორიც არის Mount Whitney-ი.“

 

 

გივიმ განათლება ამერიკასა და საფრანგეთში მიიღო. იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიასა და ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა, სან-ფრანცისკოში იურიდიული განათლება მიიღო, მაგისტრის ხარისხი კი საფრანგეთში, პარიზში, ევროპის სამართალში აქვს: „განათლების მიღების შემდეგ გადავწყვიტე სამხედრო ოფიცერთა აკადემიაში გამევლო წვრთვნები, შემდეგ გავხდი სამხედრო იურისტი ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტში, უკვე ოთხი წელია, რაც  სამხედრო იურისტი ვარ. საერთაშორისო სფერო ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო, ამიტომაც ავირჩიე საერთაშორისო სამართალი, სამხედრო-საზღვაო ძალებში შესვლის მიზეზიც ეს იყო, ამ სფეროში ყოფნით ყველაზე დიდი შეხება მექნებოდა საერთაშორისო სამართალთან,  თან ეს იქნებოდა ჩემთვის კარგი პრაქტიკა” – ამბობს გივი ტიბანელი. 

 

გივი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მისი მეორე სამშობლოა: 

 

„საქართველოდან წავედით 90-იან წლებში, მაშინ ჩვენი ქვეყანა უდიდეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ჩემმა მშობლებმა ამერიკაში წამიყვანეს იმის გამო, რომ ჩემთვის უკეთესი პირობები შეექმნათ, ამერიკამ ჩვენ მიგვიღო, ბევრი რამ მოგვცა, პირველ რიგში საშუალება, რომ მესწავლა ასეთ უნივერსიტეტებში, ჩემთვის ეს სამსახური იყო მადლობის გადახდა აშშ-სთვის, რომ ჩემს ოჯახს ეს შესაძლებლობები მისცა.” – ამბობს გივი.

 

 

გივის ამერიკაში ადაპტაციის პერიოდი ბუნდოვნად ახსოვს, თუმცა იხსენებს, როგორ უჭირდა ახლობლებისგან შორს ყოფნა ქვეყანაში, სადაც ძალიან ჩქარა და გაუგებრად საუბრობდნენ: „ინგლისურს თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ყველანი ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, საკლასო ოთახში აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ. პირველად საქართველოში სამი წლის შემდეგ დავბრუნდით, ამის მერე პერიოდულად ერთ-ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდით, ჩემს მშობლებს სურდათ ქართული არ დამვიწყებოდა, სახლშიც ქართულად მელაპარაკებოდნენ. მერე, როცა სტუდენტობისას მშობლებისგან შორს ვცხოვრობდი, ტელეფონითაც და სკაიპითაც ქართულად ველაპარაკებოდი მათ, ვიცი, რომ ცოტა მეშლება, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერ ქართულთან ახლოს ვიყო. საფრანგეთში ქართულ ეკლესიაში დავდიოდი, ყველა ქართული წრის წევრი ვხვდებოდი, კონტაქტს არ ვწყვეტ ქართულთან, მიყვარს ქართული ლიტერატურა, ისტორია. ჩემს უცხოელ მეგობრებს სულ ვუყვებოდი საქართველოს შესახებ” – ამბობს გივი ტიბანელი.

 

 

 

გივი ერთი თვის წინ საქართველოში ჯვრის დასაწერად ჩამოვიდა, მისი რჩეული ბოსტონელი ალაინაა, რომელიც ასევე ოფიცერია, ის სამხედრო ინჟინერია. მათ ჯვრისწერას ამერიკიდან 53 სტუმარი ესწრებოდა: „ჯვრის მონასტერში დავიწერეთ ჯვარი, ამერიკიდან ჩამოვიდნენ ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ჩემი სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები. საერთოდ, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, ისინი ახლა პირველად იყვნენ ჩამოსულები. მეუბნებიან, რომ უკან დაბრუნება უნდათ, ბათუმიც ვაჩვენე, ძალიან მოეწონათ. ჩემთვის ბათუმი არის მეორე ქალაქი. ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდი, ძალიან ტკბილად მახსოვს ეს ქალაქი,“– ამბობს გივი. 

 

 

 

ალაინამ ქართულის სწავლა უკვე დაიწყო, ნელ-ნელა ქართულ სამზარეულოსაც აუღო ალღო. როგორც გივი ამბობს, ხინკალი კარგად გამოსდის: „ქართულს მე ვასწავლი, მას ძალიან უნდა ჩვენი ჩვეულებების შესწავლა, მოინათლა მართმადიდებლურად, საქართველოში რამდენჯერმე მახლდა. ქართული კერძების მომზადება თავადაც ვიცი, ძალიან კარგი გამომდის მწვადი და ფხალი. ძალიან გაგვიმართლა მე და ჩემს მეუღლეს, ახლა ვმსახურობთ ერთ ბაზაში“ – ამბობს გივი ტიბანელი.

 

გივი ამბობს, რომ ფლოტში სამსახური ძალიან მოსწონს: „უახლოესი ორი წელი გავაგრძელებ ამ საქმიანობას მაგრამ, მერე შეიძლება ისევ სამოქალაქო სფეროს დავუბრუნდე, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს მიმართულებაც. ჯერ არ ვიცი დაზუსტებით.“ 

 

2014 წელს ბათუმის პორტში 26 საკრუიზო ხომალდი შემოვიდა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 26 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 14 720-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 16 გემი იყო შემუსული 5162 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში 3-ჯერ მეტი ტურისტია შემოსული – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 30-მდე საკრუიზო გემი შემოვიდა. წლევანდელ სეზონზე საკრუიზო სტატისტიკაში ტურისტების რიცხობრივი ზრდის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა მსხვილი საკრუიზო ხომალდების სტუმრობამ. საკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა “RIVIERA” (1150 ტურისტი + 750 ეკიპაჟის წევრი, 24 ივლისი), “Seven Seas Mariner” (750 ტურისტი + 445 ეკიპაჟის წევრი, 14 აგვისტო), “Prinsendam” (800 ტურისტი + 400 ეკიპაჟის წევრი, 13 ოქტომბერი) და “Thomson Celebration” (1250 ტურისტი + 550 ეკიპაჟის წევრი ,15 ოქტომბერი).

ბათუმის მერს გენდერულ საკითხებში მრჩეველი ეყოლება

 

 

„შორენა მამულაძის მოვალეობა იქნება, იმსჯელოს ჩემთან ერთად იმ საკითხებზე, სად, რომელ სამსახურში, რა მიმართულებით შეიძლება შშმ პირთა დანიშვნა კონკურს გარეშეც და კონკურსის შესაბამისადაც” –  განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

„რაც შეეხება ჩემ სამუშაო გეგმას, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროექტში, რასაც მერია განახორციელებს“ – განაცხადა შორენა მამულაძემ.  

 

გიორგი ერმაკოვმა ასევე განაცხადა, რომ მალე მას მრჩეველი ეყოლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებითაც.

 

„მერს უნდა ჰყავდეს მრჩეველი, რომელიც გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით გარკვეულ წინადადებებს დააყენებს. ეს უახლოეს მომავალში გვექნება აუცილებლად.  

 

ეს საერთაშორისო მოთხოვნებია. ეს არის საშტატო ერთეული, რომელიც არსებობს და ახლო მომავალში ამ შტატზე დავნიშნავ მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც შემდგომ მიიღებს უკვე კონკურსში მონაწილეობას“  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის განიხილავს ამ თანამდებობაზე.   

ებოლა და ყირიმ-კონგოს ცხელება – ლექციები ექიმებისათვის

 

ლექციების ელექტრონულ ვერსიას იხილავთ დაავადებათ კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვედზე და ცენტრის ფეისბუქგვერდზე.  

 

ლექციებზე ყურადღება გამახვილებული იქნება ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი ხელსაწყოების (PPE) გამოყენების ჩათვლით.  

 

შეხვედრა გაიმართება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

 

ჰემორაგიული ცხელებებით მიმდინარე დაავადებები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებებია. მათ ახასიათებთ ეპიდემიები, რაც ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს, მისი ეპიდემიური პოტენციალის, მაღალი ლეტალობის, ასევე დაავადების მკურნალობასთან და პრევენციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.


მიმდინარე წელს დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა ებოლას აფეთქება, ასევე საქართველოში მოიმატა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევებმა.

პოლიციელი, რომელიც ადამიანებს ფარულად უთვალთვალებს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

პოლიციის კაპიტანმა თქვა, რომ ბრალდებული ო. ძ. აწყობდა ქურდულ გარჩევებს და შემჩნეული იყო დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ორ დაკავებულზე თქვა, რომ მათი ზედმეტი სახელებია- „ხოჯა“ და „ბოლია“ და ისინი ქურდული მენტალობით, გავლენით სარგებლობენ. „ახალგაზრდები მათ ჭკუას ეკითხებიან“. მ.თ-ს. შესახებ თქვა, რომ ქურდული სამყაროს წევრი, „ძველი ბიჭია“. გ. თ-ს შესახებ მარტო ის თქვა, რომ იგი ნასამართლევია.

 

დავით ხოზრევანიძე

ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რა მტკიცებულებების საფუძველზე ამბობს ის ადამიანებზე, რომ ქურდი და გამომძალველია. რაზეც პოლიციელმა უპასუხა: `შესწავლილი გვაქვს. პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე დაყრდობით ვიცი, რომ ეს ასეა“.

 

ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ დავით ხოზრევანიძემ ის დააკავა ბათუმში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და სცემა. „ამ პოლიციელმა დამაკავა, მცემა და მაგინა“, _ თქვა ბრალდებულმა. პოლიციელმა ეს ფაქტი უარყო. ბრალდებული დეტალების შეხსენებას ცდილობდა, დარბაზში მხსდომები ახმაურდნენ. მოსამართლემ ორი მოქალაქე სასამართლოდან გააძევა და მანდატურს უბრძანა, ისინი არც მომდევნო პროცესზე არ შეუშვან დარბაზში.

 

„თქვენ იცით რას ნიშნავს ქურდული გარჩევის არსი?“, – ეს კიდევ ერთი ბრალდებულის კითხვა იყო მოწმის მისამართით დასმული. მოწმე პოლიციელმა დაახლოებით ასეთი განმარტება გააკეთა: `კი, ეს არის კრიმინალური გარჩევა, დაუწერელი კანონის წესებით. კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შეიქმნა გასულ საუკუნეში და ეს არის კონტროლი კრიმინალურ საქციელზე, ქურდები ფულს სძალავენ ხალხს“.

 

„თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მუშაკი, მე მეცოდება ჩემი ქვეყანა თქვენნაირების ხელში, თუ შეგიძლია დაასახელე, რა საქმეები გამირჩევია, სად ან ვის გამოვძალე ფული და ამ ყველაფერს თუ ხედავდი, რატომ არ მაკავებდი? თუ იცი, რომ მე ხალხს ფულს ვძალავდი და ქურდულ გარჩევებს ვაწყობდი, ერთი ვიდეო რატომ არ გადაიღეთ?“ – პატიმრის ამ კითხვას ჯერ პროკურორ შოთა ხორავას პროტესტი მოჰყვა, მერე დარბაზში მყოფი ადამიანების ხმაური და ბოლოს მოწმემ თქვა, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებდა, რადგან „საიდუმლოა“.

 

ქურდების საქმეზე სასამართლოში სამი სახელმწიფო ბრალმდებელი გამოდის: საქმეს პროკურორები – შოთა ხორავა, რამაზ შანიძე და ლევან მურვანიძე იძიებენ. ამ სასამართლო სხდომას მხოლოდ შოთა ხორავა ესწრებოდა.

 

პროკურორი შოთა ხორავა

 

კანონიერი ქურდობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ხუთივე პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა ის სცემა. კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობს, ერთმაც მუცელი სამართებლით დაისერა იმის გამო, რომ, როგორც თვითონ ამბობს, მის საქმეს უსამართლოდ იძიებენ. საქმეში ორი დაზარალებულია, რომლებიც პროკურორების მოთხოვნით დახურულ სასამართლო პროცესზე დაკითხეს.

ბათუმში საკრებულოს წევრების ხელფასების ზრდა გააპროტესტეს

ლაშა ადამია

„ბათუმის თვითმართველობა თუ მიიღებს  ხელფასების მატების გადაწყვეტილებას, პროცესები განვითარდება ისე, რომ  აჭარის მაშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი გაზრდის ხელფასებს. ჯობს მოსახლეობას დაანახონ აქტიური ქმედებები, იმუშაონ ქალაქის გადასარჩენად, რადგანაც დღეს ბათუმი დაემსგავსა მკვდარ ქალაქს“ –  განაცხადა ლაშა ადამიამ.

ლაშა ადამიას განცხადებას ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მიქელაძე გამოეხმაურა. მისი თქმით ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ირაკლი მიქელაძე

„მე  ვურჩევ მას [ლაშა ადამიას] თვითონაც რომ არ შევიდეს შეცდომაში და საზოგადოებაც არ შეიყვანოს შეცდომაში, კარგად  გაეცნოს  ბიუჯეტს, მისი დაგეგმარების პროცესს და ამის შემდეგ  ისაუბროს ხარვეზებზე.

სამოქმედო  ტერიტორია ძალიან გაზრდილია, სწორედ აქედან გამომდინარე, ბათუმის საკრებულომ  მისცა საკუთარ თავს  იმაზე ფიქრის  უფლება, რომ  იქნებ გაგვეზარდა  ხარჯები. აქ არის საუბარი სატელოფონო ხარჯებზე, საწვავის,  მოსახლეობასთან შეხვედრის ხარჯებზე  და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით  მინდა ვთქვა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის“ -განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ხელფასის გაზრდის ინიციატივა საკრებულოს წევრებს ეკუთვნით. საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 1000-დან 1500 ლარამდე გაიზრდება.

ქალთა მიმართ ძალადობა „საკუთარ სუფრაზე“ – გამოფენა

 

გამოფენა საკუთარი სუფრა /24 ივნისი, თბილისი
გამოფენა საკუთარი სუფრა /24 ივნისი, თბილისი

„გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც მოისმენთ იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენი სურვილია, მათი გამოცდილება პრობლემის ახლებურად გააზრების, კვლევისა და განსჯის საგნად იქცეს. 

ტრადიციული ქართული სუფრით შთაგონებულებს, გვსურს მეტაფორულ მაგიდაზე მოვათავსოთ ის, რაც იქ არასოდეს გვხვდება – გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. თუმცა ჩვენთვის სუფრა მხოლოდ მკაცრი ტრადიციებისა და აკრძალვების ადგილი არ არის – ეს გახლავთ იმპროვიზებული პერფორმანსი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ღრმა პიროვნული გრძნობები, იყოს კრეატიული, მხიარული და იმედიანი. სუფრის ნორმატიული და ამავე დროს, შემოქმედებითი ბუნება გვაძლევს საშუალებას უხილავი თვალსაჩინოდ ვაქციოთ და უკეთ დავინახოთ ჩვენი როლი მსხვერპლ ქალთა მძიმე ხვედრის მიჩუმათების პროცესში“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

“საკუთარი სუფრა” მხატვარ თამუნა ჭაბაშვილის (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკის (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალის ხმა?“ – მუშაობის შედეგია.  ასევე, გამოფენა უმასპინძლებს ელიზა პროშჩუკის (პოლონეთი) ხმოვან ინსტალაციას.

შემოთავაზებული ინსტალაციები და ვიდეომასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. გარდა ამისა, თვითდახმარების ჯგუფის, „გესმით ქალის ხმა?“ წევრთა ინიციატვით, წარმოდგენილი იქნება მათი ხელით შექმნილი, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ნივთები და მათ მიერ დაწერილი ზღაპრები.

 

გამოფენის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ბექა წიქარიშვილის და ვატო ჯორკოშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “ობიექტი 8”; (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC). ფილმში განხილულია უსახლკარო ქალების პრობლემა საქართველოში.   

პროექტის ინიციატორები არიან თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი.
სუფრის ინსტალაციის ავტორი: თამარ ჭაბაშვილი
ვიდეოინსტალაციის ავტორი: აგნეშკა დუდრაკი
ხმოვანი ინსტალაციის ავტორები: აგნეშკა დუდრაკი, ელიზა პროშჩუკი.

პროექტი განხორციელდა მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 18 ოქტომბერი, 17:00
დოკუმეტური ფილმი ჩვენება “ობიექტი 8“ : 18 ოქტომბერი 18:00

თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიასN1/5, ბათუმი, საქართველო

გამოფენა გასტანს 18 ოქტომბრიდან – 30 ოქტომბრამდე.

დისკუსია ბათუმში „სამართლიანი არჩევნების“ ორგანიზებით

 

დისკუსიის მომხსენებლები არიან სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სტუდენტები და მედიაორგანიზაციები.

 

დასწრება თავისუფალია.

ბათუმიდან თბილისამდე 10 ლარად – „მეტრო ჯორჯიას“ აქცია

„მეტრო ჯორჯიას“ ფეისბუქგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რეისები შესრულდება 08:00, 10:00, 12:00, 15:00, 17:00, 20:00 და 24:00 საათზე, როგორც ბათუმიდან, ისე თბილისიდან. მგზავრობის საშუალო ხანგძლივობა ექვსი საათია. „მეტროს“ ერთ ავტობუსს 50 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

მგზავრობის ფასი ერთი თვის მანძილზე, აქციის ფარგლებში, 10 ლარი იქნება. როგორც „ბათუმელებს“ „მეტრო ჯორჯიას“ ოფისში განუცხადეს, ფასის ცვლილება ერთი თვის შემდეგ მოხდება და იგი სავარაუდოდ 20 ლარზე მეტი არ იქნება. მგზავრებს ავტობუსში ექნებათ უფასო ინტერნეტი, ჩაი და ყავა.

ავტობუსი ბათუმიდან  ახალი ავტოსადგურიდან გავა (მის: გოგოლის 1), ხოლო თბილისიდან ორთაჭალის ავტოსადგურიდან (მის: გულიას 1).

ბათუმიდან თბილისამდე და პირიქით, მგზავრობის ფასი სამარშუტო ტაქსით საშუალოდ 20 ლარია.

რა გამოიფინება ბათუმის მუზეუმში

 

ბათუმის მუზეუმის პროექტი
ბათუმის მუზეუმის პროექტი

რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი, აბანოების შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს ითვალისწინებს: „გუმბათებისა და მზარდი კედლების შენარჩუნებით მათში არსებული ლოკალური დაზიანებების პირველადი აღდგენით.“

 

პროექტი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. კონკრეტულად რა ექსპონატები შეინახება მუზეუმში, ჯერ უცნობია, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ბიძინა აფხაზავას თქმით, პროექტს ბევრი შემწირველი ჰყავს: „მუზეუმი, ძირითადად, შემოწირულობების ბაზაზე იქნება. მუზეუმის ექსპონატების დაახლოებით 20-პროცენტი შემოწირულობა იქნება, სხვა ყველა დანარჩენი იქნება ჩვენი მოპოვებული“, – ამბობს ის. ბიძინა აფხაზავა აპირებს ბათუმის მუზეუმს თავისი კოლექციიდან შეწიროს ნივთები, „არიან სხვა შემომწირველებიც, მაგალითად, შოთა გუჯაბიძე მოგვცემს კოპიოებს, მიშა ალშიბაია – მოსკოველი კოლექციონერი გვაძლევს ძალიან კარგ ნივთებს, კაკო ძნელაძე და სხვები.“

 

 

უცნობია თუ ვინ იქნება ბათუმის მუზეუმის ხელმძღვანელი, თუმცა ბიძინა აფხაზავას თქმით, მუზეუმის დანარჩენ თანამშრომლებს სწორედ ის შეარჩევს. „მუზეუმი სხვა სპეციფიკაა, სხვა სირთულეებია, მუზეუმში ასე ადვილი არ არის მუშაობა, ამიტომ ვინც იქნება დირექტორი, სავარაუდოდ, ის შეარჩევს თანამშრომლებსაც“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მას შესთავაზებენ მუზეუმის დირექტორობას, იგი სიამოვნებით დათანხმდება: „იმიტომ, რომ ბათუმის მუზეუმი ჩემი იდეაა და დიდი სიამოვნებით გავყვები ამ იდეას თავიდან ბოლომდე.“

 

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, „ბათუმის მუზეუმის“ გახსნას თავდაპირველად იმ შენობაში განიხილავდნენ, რომელშიც დღეს ცვილის ფიგურების მუზეუმია განთავსებული. ბიძინა აფხაზავას თქმით, ამ ეტაპზე ცვილის ფიგურების მუზეუმს მიჩენილი ჰყავს თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად უვლის ექსპონატებს და იცავს იმ ტემპერატურას, რომელიც ამ ფიგურების შესანახად არის აუცილებელი – „იმ პატარა ქურდობის შედეგად, რაც იქ მოხდა, მხოლოდ ერთი ფიგურაა დაზიანებული, სხვა ყველაფერი თავის ადგილზეა“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა.

 

 

ამ ეტაპზე ცვილის ფიგურების მუზეუმში არანაირი სიახლე არ იგეგმება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ შენობა, რომელშიც ცვილის ფიგურების მუზეუმია განთავსებული, ჯერჯერობით არ არის სააგენტოს საკუთრებაში: „როცა შენობა გადმოეცემა სააგენტოს, მერე გადაწყდება ყველაფერი. ამ ეტაპისთვის არანაირ სიახლეს არ ვგეგმავთ, თუმცა მომავალ წელს შეიძლება დაიგეგმოს“, – ამბობს ის.

ამჟამად ცვილის მუზეუმის შენობა არქიტექტორთა კავშირის საკუთრებაშია.

 

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმის მუზეუმისათვის განკუთვნილი შენობის – ძველი აბანოს რეაბილიტაციისთვის სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 550 000 ლარია გათვალისწინებული.  

 

მზადება მანდარინის სეზონისთვის

ბატონო ავთანდილ, გასულ წელს გლეხებმა მანდარინისთვის გათვალისწინებული სუბსიდია ვერ აითვისეს. წელს როგორ ემზადებით სეზონისთვის, რა შეიცვლება?

შარშანდელი პრობლემების გათვალისწინებით მომზადებულია განკარგულების პროექტი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში. ჩვენ განვიხილეთ საბაჟოსთან, შემოსავლებთან, სტანდარტული მანდარინის სუბსიდირებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ყველაფრის გადაწყვეტაში თუ არ ჩაერია ცენტრალური ხელისუფლება, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს შევცვლით. მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მოსახლეობამ სუბსიდია ვერ მიიღო, იყო ის, რომ ექსპორტის შესახებ დოკუმენტები არ იყო შესაბამისად აღრიცხული _ არ იყო აღრიცხული რეალური ოდენობა, რაც ექსპორტზე გავიდა. მაგალითად, უკრაინაში გადიოდა მანქანა 30-35-ტონიანი საქონლით და დეკლარაციაში ფორმდებოდა 20 ტონა, რადგან მეტის დატვირთვა არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ ვისი პროდუქტიც დაურეგისტრირებელ წონაში მოხდა, დაფინანსება ვერ მიიღეს. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ფიქრი პრობლემას ვერ აგვარებს, სხვამ უნდა მიიღოს განკარგულება და ამიტომ, შეთანხმებულად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ერთსა და იმავე მანქანაზე გაკეთდეს ორი დეკლარაცია, ვთქვათ, ერთი 20-ტონიანი და მეორე – 35-ტონიანი.

ასეთი გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში როგორ მოექცევა?

ზუსტად ამის გამოა, რომ განკარგულების მიღებაა საჭირო, როგორც იყო მაგალითად ყურძენზე. იმ შემთხვევაში ეძლეოდა შემსყიდველს სუბსიდირება 35 თეთრი, თუ კილოგრამ რქაწითელზე გადაიხდიდა ერთ ლარს. ასევე იქნება მანდარინზეც: თუ შემსყიდველი გადაიხდის 40 თეთრს, მას დაემატება 15 თეთრი, ანუ მყიდველს გამოუვა 55 თეთრი.

ახლა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურთან და საბაჟოსთან მოლაპარაკება, რომ ეს განხორციელდეს. ისინი სწავლობენ ამ საკითხს, რადგან ასეთი გამოცდილება არ ჰქონდათ. ეს უნდა მოგვარდეს პირველი ნოემბრისთვის მაინც.

როგორც ვიცით, გლეხებმა სუბსიდია ვერ მიიღეს დოკუმენტის არ ქონის გამო, ამ პრობლემას ასახელებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროც. წელს რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ ეს საკითხი  დღის წესრიგში აღარ დადგეს?

ამის მოგვარებას შევძლებთ მხოლოდ პრესის დახმარებით. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მოსახლეობა თუ არ იაქტიურებს და თავის საქმეს თავად არ მიხედავს, ძალიან რთული იქნება. დოკუმენტების წარმოება აუცილებელია _ ვისაც აბარებს გლეხი მანდარინს, უნდა ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და მანქანის ნომერი. რა პრობლემაა ამის გაკეთება? _ შარშან ვიყენებდით ჩვეულებრივ შესყიდვის აქტს. წელს ჩვენ გავაკეთეთ შესყიდვის აქტის ფორმა. ეს იქნება სამგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც დანომრილი იქნება რაიონების მიხედვით. დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს გამყიდველის, ასვე მყიდველის სახელი და გვარი. დოკუმენტს დაამოწმებს გამგებლის წარმომადგენელი. საბაჟო სამსახურები ამ აქტის გარეშე საქონელს არ გაატარებენ, ჩვენთან კი თავს მოიყრის საბაჟოდან გადმოგზავნილი ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ტვირთი გავიდა. სხვანაირად აღრიცხვა ვერ მოხერხდება.

გასულ წელს ბევრი გლეხი ამბობდა, რომ დოკუმენტი არ ჰქონდა, რადგან შემსყიდველმა არ გასცა

ახლა მყიდველი იქნება დაინტერესებული, რომ გასცეს დოკუმენტი, რადგან ამ შემთხვევაში მას შეძენილი პროდუქტი 15 თეთრით გაუიაფდება. 40 თეთრი უნდა იყოს მინიმალური ფასი და სახელმწიფოც 15 თეთრს დაუმატებს. თუ ამ დოკუმენტს არ გასცემს შემსყიდველი, მაშინ თავად გადაუხდის გლეხს 15 თეთრით მეტს. რატომ არ უნდა გასცეს გამყიდველმა დოკუმენტი, ამის გაგება ჩემთვის რთულია _ გადასახადებისგან გათავისუფლებულია. სახელმწიფო ორივე მხარეს ეხმარება _ გამყიდველსაც და შემსყიდველსაც. ვფიქრობთ, სტანდარტულზე იქნება სუბსიდირება 15 თეთრი. მანდარინის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ არის იმდენად მაღალი, რომ სუბსიდირების გარეშე კონკურენციას გაუძლოს. ახლაც, სანამ ჩვენ მანდარინის მოკრეფას დავიწყებთ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურქეთიდან 90 თეთრად შემოაქვთ მანდარინი, ადგილობრივი კი 1 ლარი ღირს.

დღეს მივიღე საბაჟო სამსახურიდან ინფორმაცია, რომ ათასი ტონა მანდარინის შემოტანაზე აქვს აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული, იყიდა ტრაპიზონში, გაიარა საქართველოზე ტრანზიტი… არ გვაქვს უფლება არ გავატაროთ.

წელს აქცენტები უკრაინის ბაზარზე გაკეთდება?

მანდარინი უკრაინის ბაზარზე წელსაც შევა. ცოტა ხნის წინ უკრაინიდან დელეგაცია გვყავდა და გარდა აღმოსავლეთ უკრაინისა, ყველგან ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება. მე თვითონ ვიყავი უკრაინაში, როცა იქ ომი იყო. დნეპროპეტროვსკის ოლქში არაფერი იგრნობოდა და იქედან 10 კილომეტრში ომი იყო. გასულ წელს 12 ათასი ტონა გავიტანეთ კავკასიის ქვეყნებში, რაც ჩვენთვის ცოტა არ არის. გარდა ამისა, 14 ათასი ტონა რუსეთის ბაზარზეც გავიტანეთ. წელს უფრო ადრე დავიწყეთ თანამშრომლობა ამ კუთხით. რუსეთს მთელი ევროპისთვის აქვს დაკეტილი ბაზარი. ამიტომ ერთადერთი მიმწოდებელი ვიქნებით ჩვენ და თურქეთი. რუსულ ბაზარზე ჩვენი მანდარინი უფრო იაფი იქნება, ვიდრე თურქეთის.

წელს 70-75 ათას ტონა მანდარინს ველოდებით, არასტანდარტულის ჩათვლით.  გასულ წელს არასტანდარტულზე მუშაობდა ერთი გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთში, წელს იმავე წარმადობის მეორე გადამამუშავებელი დაემატა. სამომავლოდ მსგავსი ქარხნის გახსნა ხელვაჩაურში სოფელ ახალსოფელშიც იგეგმება. გასული წელი უხმოსავლიანი იყო და ქობულეთმა მიიღო 13 ათასი ტონა არასტანდარტული. წელს ათზე მეტი არ იქნება არასტანდარტული.

ცვლილებები იქნება იმ კუთხითაც, რომ ექსპორტიორი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად ბათუმში აღარ ივლის – ქობულეთში იმუშავებს მეორე ჯგუფი, რომელიც გასცემს წარმოშობისა და ფიტოსანიტარულ შემოწმებაზე სერტიფიკატს.

სუბსიდირებისთვის წელს ბიუჯეტი რამდენი იქნება?

ერთი მილიონი იქნება არასტანდარტულზე, რაც ნიშნავს, რომ 10 ათასი ტონა იქნება დაფინანსებული. ერთი კილოგრამის ღირებულება 10 თეთრია. წელს ნაკლებია მოსავალი და ხარისხია უკეთესი, ამიტომ მეტი არც იქნება საჭირო.

Exit mobile version