საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, „დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა“.
აჭარაში 2014 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ 8 823 300 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე მეტი მოცულობის თანხა დაუბეგრავი მინიმუმის სახით აპრილში გაიცა.
აჭარაში, სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით:
აპრილში გაიცა – 3 591 000 ლარი,
მაისში – 2 080 400 ლარი,
ივნისში – 2 717 300 ლარი,
ივლისში – 321 400 ლარი,
აგვისტოში – 44 400 ლარი,
სექტემბერში – 22 800 ლარი,
ოქტომბერში – 14 100 ლარი,
ნოემბერში – 18 400 ლარი,
ხოლო დეკემბერში – 13 500 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 131 მლნ ლარზე მეტია დაბრუნებული.
ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი ფინანსთა მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული.
თუ პირის მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, მას უფლება ექნება 2015 წელს გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოს აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ პირის მიერ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში, უფლება ექნება დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.
„უნივერსიტეტში მივედი თუ არა ვიკითხე, თუ იყო თეატრალური დასი. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისუფალი დრო სწორად გამომეყენებინა. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, ვცდილობდი გამეგო, როგორი იყო ცხოვრება კულისებს მიღმა. მანამდე სცენაზე არ ვმდგარვარ. ჩემი აზრით, მსახიობობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა, გიწევს სხვისი ცხოვრების გათავისება, ძალიან რთულია ზუსტი ხასიათის დაჭერა. მე, მოყვარულს, მიწევდა ღამეების გათენება რეპეტიციებზე, წარმომიდგენია როგორ ცხოვრობენ მსახიობები, ალბათ საკუთარი ცხოვრება უკანა პლანზე რჩებათ“, – ამბობს ნინო გაბეჩავა.
ნინო გაბეჩავა
სპექტაკლ „ნაფტალინში“ ნინო ასრულებდა მარტოხელა, ქვრივი, პენსიონერი ქალის, ნუნუს როლს, რომელიც გადაწყვეტს ნათესავი იშვილოს. საბოლოოდ ქონებას დახარბებული ნათესავი ნუნუს მოკლავს. `ნუნუ სკოლის დირექტორია, კეთილი ქალი. ლელა (ნათესავი) არ დაელოდება ნუნუს ბუნებრივ სიკვდილს და მას მოტყუებით „ნაფტალინს“ ასმევს. ნუნუ ფიქრობს, რომ გული აწუხებს, სინამდვილეში კი „ნაფტალინით“ მოკლეს. ამის შემდეგ ნუნუ ჯოჯოხეთში ხვდება შეცდომით. საბედნიეროდ ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება, ნუნუს დედამიწაზე სიცოცხლის 80 წელს აჩუქებენ შეცდომის გამოსასწორებლად“, – გვიყვება ნინო მის მიერ შესრულებული როლის შესახებ.
„ნაფტალინში“ შესრულებული როლი ნინოსთვის რიგით მეორეა. აქამდე ნინომ ეპიზოდური როლი „ლივ შტაინში“ შეასრულა. იგი ამ როლისთვისაც იყო წარდგენილი სტუდენტურ ფესტივალზე, ქალის ეპიზოდური როლის შესრულებისთვის: „პრემიერა პირდაპირ ფესტივალზე გვქონდა, ძალიან ვნერვიულობდი, მაყურებლის წინაშე პირველად ვიდექი. მაშინ მივხვდი, რომ სცენაზე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად უნდა გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები. მაშინ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ის, რომ ვიყავი წარდგენილი ერთ-ერთ ნომინაციაზე იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, გამარჯვებას უდრიდა. ფესტივალი „ნიღაბი 2014“ საერთაშორისო იყო, ბევრი ქვეყნის უნივერსიტეტებიდან იყვნენ ჩამოსული სტუდენტები, რვა ნომინაცია იყო წარმოდგენილი, გამარჯვებას ამჯერადაც არ ველოდი, გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს, მას შემდეგ არაფერი აღარ მახსოვს, ძალიან მაგარი იყო, კარგი პრიზები მივიღე, გადმომცეს ფესტივალის ლოგო, ფიტნესკლუბის ერთვიანი აბონიმენტი, ინგლისურის სამთვიანი მოსამზადებელი კურსი უფასოდ, პლასტიკურ-ქირურგიული ცენტრის ვაუჩერი და სხვა საჩუქრები“, – გვიყვება ნინო.
თეატრალურ ფესტივალზე გამარჯვების მიუხედავად ნინო არ ოცნებობს წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე. იგი ამბობს, რომ ყოველთვის მასწავლებლობა უნდოდა, სწორედ ამიტომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ნინოს ლექტორობა და საკუთარი სკოლის გახსნა სურს: „როცა რამე გინდა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ გამოვიდეს, იმიტომ, რომ მთელი სამყარო გეხმარება მიზნის მისაღწევად. გამარჯვება სტიმულის მომცემია, მაგრამ იმ გეგმებს, რომლებსაც წლებია ვაწყობ, ვერ შემიცვლის. ამბიციური მეჩვენება ჩემი მხრიდან, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად პროფესორობა მინდა, პროფესორი რომ ვიქნები, ჩემი სკოლაც მინდა მქონდეს, თანამედროვე სტანდარტების სკოლა. ჩემი ეს მიზანი დედაჩემის დამსახურებაა, ის არის პედაგოგი, მინდა, მასსავით წარმატებული ვიყო ამ სფეროში, საერთოდ, დედაჩემს მინდა ვგავდე, თუ ვინმეზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კუმირია, ეს დედაჩემია“, – ამბობს ნინო.
როცა ამინდი აძლევს საშუალებას, ნინო უნივერსიტეტში ველოსიპედით მიდის. არ გამორიცხავს, რომ პროფესორის ამპლუაშიც მისთვის ველოსიპედი შეუცვლელი ტრანსპორტი იქნება: „ველოსიპედი და ყურსასმენები ჩემთვის შეუცვლელი ატრიბუტია, ვუსმენ ყველაფერს და ვსეირნობ ზღვისპირას, ამ დროს საერთოდ არაფერი მედარდება. თავისუფალი ცხოვრება მომწონს, ევროპაში პიჯაკითა და ჰალსტუხით სხედან ველოსიპედებზე, მინდა აქაც დამკვიდრდეს ეს, უნივერსიტეტში მხოლოდ ოთხი სტუდენტი დავდივართ ველოსიპედით, ამ ასაკში, ვფიქრობ, სხვა ტრანსპორტს არ უნდა ვიყენებდეთ“.
ნინო ამბობს, რომ მას და მის ძმას ერთი საერთო ოცნება აქვთ: „გვინდა მსოფლიო მოვიაროთ, მე ჩინეთი მაინტერესებს, მინდა ყველაფერი გავიგო ამ ქვეყანაზე და ხალხზე. კიდევ გვინდა ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოვხტეთ“.
ძველი აჭარული ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომამდე ოჯახში აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ წლის განმავლობაში განათხოვრებული სხვადასხვა ნივთი თუ გასესხებული ფული. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, მისაღებ ოთახში შემოჰყავდათ ფერადი ნივთებით მორთული მამალი ცხვარი, რომელიც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ღამის 12 საათზე, ნიშნად სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულისა, მამაკაცი გარეთ გამოდიოდა და ჰაერში თოფს ისროდა, დილით კი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რაც საქონლის სიმრავლის უწყვეტობასთან იყო გაიგივებული. ამ დროს ოჯახის დიასახლისი ეზოში გადიოდა და შინ წყლით სავსე დოქი შემოჰქონდა, რომელსაც ოთახში მოაპკურებდა.
გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე სიტკბოსა და სიუხვის დასაბედებლად, დიასახლისს ერთმანეთში არეული ბრინჯი და შაქარი ოთახების ყველა კუთხეში უნდა მოებნია. დიასახლისს აუცილებლად წითელი ფერის კაბა უნდა სცმოდა, რაც ინეზა ზოიძის თქმით, უძველესი აჭარული ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც პატარძალი/დედოფალი – წითელი კაბით იმოსებოდა. ახალი წლის მეორე დღეს კი წესად იყო და დღემდე რჩება ნათესავებთან სტუმრად წასვლა.
ძველად აჭარაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა). „უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის ფერხობას. დილით ბავშვებს ჭიშკართან აჩერებდნენ და ავალებდნენ, რომ უცხო არ შემოეშვათ, ანუ იმათ ვისი ფეხიც დაცდილი არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა ახალ წელს“, – ამბობს ინეზა ზოიძე.
საახალწლო სუფრას ტრადიციული აჭარული კერძებით აწყობდნენ: ხარჩო, ხალვა, ნიგვზიან-თაფლიანი ნამცხვარი და აჭარული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი – მოხარშული სიმინდი. „რახან სიმინდი ხარშვისას მოცულობაში მატულობს, იგი ოჯახში მატებასთან ასოცირდებოდა, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია აჭარის სოფლებში“, – ამბობს ეთნოლოგი.
თოვლის ბაბუა, ისევე როგორც ნაძვის ხის მორთვა, ზემო აჭარაში გვიან დამკვიდრებული ტრადიციაა. „ეს ტრადიციები დაახლოებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში 70-80-იან წლებში დამკვიდრდა და 90-იანებში უფრო აქტიური სახე მიეცა. ძველად აჭარაში არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ თოვლის ბაბუას რაიმე განსაკუთრებული როლი ენიჭებოდეს, ასეთი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პიროვნებას, რომელიც ამ ოჯახს უფერხებდა, ანუ მეკვლეს“, – ამბობს ინეზა ზოიძე.
ეთნოლოგი ამბობს, რომ ახალი წლის თანამედროვე ტრადიციების პარალელურად აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას უძველესი ტრადიციები და მათი უმეტესობა თითქმის უცვლელად არის შემონახული.
სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია მოქალაქეებისთვის საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 1 297 684 ლარს დახარჯავს.
აქედან, მასწავლებელების, სტუდენტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ასაკით პენსიონერების საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობისთვის 270 551 ლარს, ხოლო ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარების, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირებისა და მოსწავლეების საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობისთვის 1 027 133 ლარს.
ქალაქ ბათუმში საქალაქო სამგზავრო ავტობუსით შეღავათიანი და უფასო მგზავრობით სარგებლობის უფლება ენიჭება მგზავრს, რომელსაც გააჩნია ამ პროგრამით მოსარგებლე კატეგორიის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი და სამგზავრო ელექტრონული ბარათი. მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია გადამზიდავი. საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებებს შორის თანხა შეიძლება გადანაწილდეს ცალკეულ მგზავრობის შეღავათზე მოთხოვნილების მიხედვით.
საქალაქო სამგზავრო ავტობუსით შეღავათიანი და უფასო მგზავრობით ისარგებლებს პროგამის შესაბამისად ქ.ბათუმის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების, კოლეჯების სტუდენტები, საჯარო და კერძო სკოლების მასწასავლებლები და მოსწავლეები, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა.
სიმპტომები – პარაზიტოლოგი ინგა საღლიანი ამბობს, რომ ჭიები გარემოში ჰელმინთის (ჭიის) კვერცხის ან ლარვის (მატლის) განვითარების თავისებურებების მიხედვით სხვადასხვა სახის არსებობს – კონტაქტური (ჭიები, რომლებიც გარემოში გამოჰყოფენ კვერცხს და უშუალოდ ამ კვერხით ხდება ადამიანის დასნებოვნება), გეოჰელმინთოზი (ჭიები, რომელთა განვითარება მასპინძლის შეცვლის გარეშე ხდება) და ბიოჰელმინთოზი (ჭიები, რომლებსაც საბოლოო განვითარებისთვის, რამდენიმე მასპინძლის გამოცვლა ესაჭიროებათ).
„ასეთი უამრავი ჭია არსებობს და ორგანიზმში ყოველი მათგანის არსებობას სხვადასხვა გამორჩეული სიმპტომი ახასიათებს“, – განმარტავს ექიმი. მისივე თქმით, სხვადასხვა პარაზიტებით დასნებოვნება შესაძლოა ამოვიცნოთ ზოგადი სიმპტომებით: ჭიებით დაავადებულ ბავშვს უმეტესად მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უმადობა, წონის კლება, სიფერმკრთალე, უმიზეზო დაღლილობა და საერთო სისუსტე აღენიშნება.
იმ შემთხვევაში, თუ ამ სიმპტომებს თან ერთვის სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ალერგიული გამონაყარი, ტანის ქავილი და ცხელება, შესაძლოა პაციენტი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული პარაზიტით – ღვიძლის ორპირათი, იგივე ფასციოლათი, იყოს ინვაზირებული, რომელიც ღვიძლსა და სანაღვლე გზებს აზიანებს, რაც საბოლოოდ ღვიძლის ციროზსაც კი იწვევს.
დასნებოვნება – პარაზიტოლოგის თქმით, ღვიძლის ორპირათი დასნებოვნების მთავარი წყარო გაურეცხავი მწვანილი და ბოსტნეულია – „ფასციოლას ორი მასპინძელი ჰყავს – მსხვილფეხა პირუტყვი და ადამიანი, რომელთა განავლიდან იგი გარემოში ხვდება, შემდგომ კვერცხი მტკნარი წყლის წყალსატევში ვითარდება, იჭრება მოლუსკის ორგანიზმში და მას შემდეგ, რაც ადოლესკარიად ჩამოყალიბდება, მჭიდროდ ეკვრება მწვანილს, თუ ბოსტნეულის ფოთლებსა და ღეროებს. როცა ადამიანი გაურეცხავ ბოსტნეულს მიირთმევს, ადოლესკარია ორგანიზმში ხვდება და იქედან გამოჩეკილი პარაზიტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ღვიძლისკენ გადაადგილდება“, – ამბობს ინგა საღლიანი.
ექიმ-პარაზიტოლოგის თქმით, ფასციოლოზის დროს განარჩევენ მიგრაციისა და ქრონიკულ ფაზებს, რომელთაგან პირველი განსაკუთრებულად რთულად მიმდინარეობს – „მიგრაციულ პერიოდში ფასციოლოზის სიმპტომატიკა მკვეთრად არის გამოხატული. პაციენტს აღენიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის (მუცლის ზედა ნაწილის) არეში, დამახასიათებელია ღვიძლის გადიდება, ცვლილებებია სისხლშიც, მატულობს როე და ა.შ. ხოლო მას შემდეგ, რაც მიგრაციული ფაზა ჩაივლის, მწვავე მოვლენები ლაგდება და იწყება ქრონიკული ფაზა. ამ დროს პაციენტს ალერგიული რეაქციები აღარ აღენიშნება, მაგრამ ტკივილი მაინც გრძელდება, რადგან 3-4 თვის განმავლობაში ჭია ღვიძლში ვითარდება“.
ღვიძლის ჭიების გამრავლება ორგანიზმში შესაძლებელია მაშინ, თუ ორგანიზმში რამდენიმე კვერცხი მოხვდება და იქედან დედალ-მამალი ფასციოლა გამოიჩეკება.
დიაგნოზირება და მკურნალობა – ფასციოლოზის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა განავლის მიკროსკოპული ანალიზი, მკურნალობა კი ძირითადად მედიკამენტოზურია – „მედიკამენტი, რომელიც ღვიძლში პარაზიტის განადგურებაზეა მიმართული, პაციენტის წონის მიხედვით ინიშნება. გარდა ამისა, წამლის უარყოფითი ზეგავლენისგან ღვიძლის დასაცავად ინიშნება ღვიძლის პროტექტორი (დამცავი)“, – ამბობს ექიმი.
ფასციოლიზის მკურნალობა სტაციონაში ხდება და ის რამდენიმე დღეს გრძელდება, ინგა საღლიანის თქმით, მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტი რამდენიმე თვე აღრიცხვაზე რჩება.
ხალხური მედიცინა – ხშირად ჭიებზე ეჭვის არსებობისას მშობლები ცდილობენ ბავშვებს ხალხური მეთოდებით უმკურნალონ, თუმცა ინგა საღლიანი ამბობს, რომ ასეთ დროს ყველაზე სწორი არჩევანი პარაზიტოლოგისთვის მიმართვაა. თუმცა მისივე თქმით, ზოგიერთი ხალხური საშუალება მართლაც უწყობს ხელს ჭიების გამოდევნას ორგანიზმიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის შემდეგაა დასაშვები: „ხშირად მშობლები მეკითხებიან ნივრის ოყნის შესახებ, რაც საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან ის ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. მკურნალობის შემდეგ მშობელს შეუძლია დილაობით გატარებული გოგრის თესლი და თაფლი მისცეს ბავშვს, ან აჭამოს ერთი კბილი ნიორი, მაგრამ მხოლოდ ამით მკურნალობა გამოსავალი არ არის“.
პროფილაქტიკა – სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის რეკომენდაციით, დაავადებებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია მარტივი პრევენციული საშუალებების გამოყენება:
დაიბანეთ ხშირად ხელები საპნით (ყოველი კვების, ქუჩიდან შემოსვლის და საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ).
მიაჩვიეთ ბავშვები პარადი ჰიგიენის დაცვას. საგულდაგულოდ გარეცხეთ მწვანილი და ბოსტნეული გამდინარე წყლით. არ მიირთვათ გაურეცხავი ხილი.
საკვებად გამოიყენეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი და თევზი.
მოერიდეთ არაპასტერიზებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებას.
ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატავებიდან. დაბინძურების ეჭვის არსებობისას მიიღეთ გადადუღებული წყალი.
მკურნალობის პარალელურად აუცილებელია სისტემატურად გამოიხარშოს პარაზიტებით დასნებოვნებული ოჯახის წევრის თეთრეული და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდეს საპირფარეშო.
ადგილი სადაც სტადიონი უნდა აშენდეს [ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი]
საპროექტო ტერიტორია განთავსებულია ლეონიძის ქუჩა №15-ში, რომლის ფართობია 84 712 კვ/მ. ტერიტორია მოქცეულია გაგარინისა და ლეონიძის ქუჩებს შორის, რომელსაც მრავალწახნაგოვანი კონფიგურაცია აქვს. ის წარმოადგენს გმირთა ხეივნის სატრანსპორტო ღერძის (ლეონიძის ქუჩის ჩათვლით) მომიჯნავე ტერიტორიას და გადამკვეთი ქუჩების ერთობლიობით ჩამოყალიბებულია მოხერხებული სატრანსპორტო ნაკადების სქემა. ქუჩა უზრუნველყოფილია საინჟინრო კომუნიკაციებით, რომლებიც ფუნქციონირებისა და გამტარუნარიანობა მოითხოვს დამატებით შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაცემა მათი სიმძლავრების გაზრდის შესახებ.
პროექტირების ამოცანები: ტერიტორის ურბანულ-სივრცითი განვითარების დაგეგმვა; საზოგადოებრივი სივრცეებისა და სპორტულ-სარეკრეაციო ზონების მოწყობის შექმნა; სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების საკითხების რეგულირება; ქვეითთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ველოსიპედით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ნაკადების ორგანიზება;
კონკურსის ძირითადი მოთხოვნაა: სტადიონთან ერთად დაიგეგმოს 3500 მაყურებელზე ძირითადი და 800 მაყურებელზე დამხმარე დახურული ხელბურთის დარბაზის განთავსების ადგილი რომლისთვისაც საპროექტო ტერიტორიას უნდა გაემიჯნოს საორიენტაციოდ 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი (გენგეგმაზე ნაჩვენები იქნას დახურული დარბაზების განთავსების სქემა). ტერიტორია კეთილმოეწყოს და განთავსდეს ავტოპარკინგი, გათვალისწინებული იქნას გამწვანების ზონები, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს სპორტული კომპლექსისა და სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის საჭირო მცირე არქიტექტურული ფორმები/პავილიონები. არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს UEFA-სა და FIFA-ს (IV კატეგორია) მოთხოვნებს, ოლიმპიური (სარბენი ბილიკებითა და მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით, IAAF-ის მოთხოვნებით) ნორმების გათვალისწინებით.
კონკურსანტმა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემადგენელი ყველა დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინოს.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება (ერთ დალუქულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სამინისტროში უნდა წარადგინოს 2015 წლის 04 მარტის 10 სათიდან 15:00 სათამდე. საკონკურსო წინადადების წარდგენისთვის პირი იხდის საფასურს – 50 ლარს.
კონკურსი სამინისტროში 2015 წლის 4 მარტის 16 სათზე ჩატარდება.
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 14 550 900 ლარია გათვალისწინებული, 2016 წლის ბიუჯეტში დამატებით 16 250 000 ლარი, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტში 5 699 100 ლარი გამოიყოფა. მთლიანობაში სტადიონის მშენებლობისთვის 36,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ბათუმისა და არმაზის შეხვედრა [ნინო ხიმშიაშვილის ფოტო]
ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება კლუბები:
შპს “დინამო ბათუმი” – 1,3 მილიონი ლარი;
შპს სარაგბო კლუბი “ბათუმი” – 700 ათასი;
შპს ფრენბურთის კლუბი “ბათუმი” – 110 ათასი;
შპს ხელბურთის კლუბი – 180 ათასი;
შპს წყალბურთის კლუბი – 100 ათასი;
შპს ცხენოსნობის კლუბი – 116 ათასი;
ა(ა)იპ ავტოდრომის კლუბი – 74 ათასი;
ა(ა)იპ ჭადრაკის კლუბი “ნონა” – 240 ათასი
და
შპს საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” – 380 ათასი ლარი.
როგორც მერიაში აცხადებენ პროგრამის მიზანია ბათუმელი სპორტსმენების მოხვედრა სხვადასხვა რანგის ნაკრებებში; საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებული გამოსვლა და კლუბების მზადება/მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში.
ამასთან, ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური სპორტული კლუბების მხარდაჭერას:
„1. საფეხბურთო კლუბის მიზანია საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება და აკადემიის ჩამოყალიბება, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება, გულშემატკივართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე წარმატებული გამოსვლა, საპლაჟო ფეხბურთის და ფუტზალის განვითარება, პოპულარიზაცია. საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება–გაღრმავება და ტურნირებში მონაწილეობა. საფეხბურთო კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების უმაღლეს ლიგაში. კლუბის მიზანია ექვსეულში მოხვედრა. ასევე კლუბი იბრძვის საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
2. სარაგბო კლუბ „ბათუმი“-ს მიზანია, 2015 წლის საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში შეინარჩუნოს ადგილი და იბრძოლოს პირველ ექვსეულში მოსახვედრად. აგრეთვე, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით საჭიროა ბათუმში მეტი ახალგაზრდის მოზიდვა რაგბის ასაკობრივ გუნდებში.
3. ფრენბურთის კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში, კლუბის მიზანია გუნდების ჩემიონობისათვის ბრძოლა.
4. ხელბურთის სპორტული კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და იბრძვის სამეულში მოსახვედრად.
5. წყალბურთის კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქარტველოს ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის, კლუბის მიზანია შექმნას ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მომავალში წარმატებით იასპარეზებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ნიჭიერი და მაღალი სპორული შედეგების მქონე მოზარდების მაქსიმალური ხელშეწყობა მათი შემდგომი განვითარებისა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრისათვის. ტურნირების ორგანიზება/მასპინძლობა. ბათუმის წყალბურთის ტრადიციების როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია.
6. საცხენოსნო კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოსა და ამიერკავკასიის თასის გათამაშებაში. ასევე კლუბი გეგმავს აქტიურად იმუშაოს რაითერაპიულ მკურნალობის საკითხზე, რომელიც განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისათვის.
7. ავტოდრომის კლუბის მიზანია მართვის დონის და უსაფრთხოების ამაღლება, ავტოდრომის გუნდის შექმნა, მრბოლელების აღზრდა, საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვება სხვადასხვა კატეგორიებში . ბათუმში ავტოდრომის მშენებლობა- გაფართოვება, სადაც საშუალება იქნება საქათველოს ჩემპიონატის ეტაპების მიღება და ჩატარება. ავტოდრომის კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატში (წყვილთა რბოლაში, დრიფტი).
8. საჭადრაკო კლუბის მიზანია ჭადრაკის ფართო მასებში პოპულარიზაცია-აგიტაცია, განვითარება და პროფესიული დონის ამაღლება. ბათუმის პროფესიონალი მოჭადრაკეებისათვის, დიდოსტატებისთვის, ნიჭიერი ბავშვებისათვის საჭადრაკო კლუბ “ნონა”-ს ბაზაზე დაოსტატებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა, შემდგომი წინსვლისათვის საჭირო სამუშაო პირობებით, ინდივიდუალური პროგრამებით უზრუნველყოფა, ფინანსური მხარდაჭერა, სპეციალური მწვრთნელის მოწვევა, შეკრებების ორგანიზება. სხვადასხვა სახის რესპუბლიკური, ეროვნული და პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება. საჭადრაკო კლუბი “ნონა” მონაწილეობას ღებულობს ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებში, კლუბის მიზანია 2014 წელს მოპოვებული ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება.
9. საკალათბურთო კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში, კლუბის მიზანია ექვსეულში მოხვედრა. კლუბს დაგეგმილი აქვს აქტიურად იმუშაოს ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბათუმელი ახალგაზრდა პერსპექტიულ კალათბურთელების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და მათი მეშვეობით შემდგომში ძირითადი გუნდის შევსება და გაძლიერება“.
მერიაში თვლიან, რომ შუალედური შედეგის შეფასების კრიტერიუმები – საქართველოს სხვადასხვა კატეგორიის ნაკრებებში მოხვედრილი 15 ბათუმელი სპორტსმენი და საქართველოს ჩემპიონატებში დაკავებული საპრიზო ადგილები იქნება.
მიმდინარე წელს ბათუმის მერიის მიერ სპორტის სფეროში ასევე დაგეგმილია და შესაბამისად 1148300 ლარითაა დაფინანსებულია შემდეგი ღონისძიებები:
ზამთრის სპორტის სახეობათა და დახურული სპორტული დარბაზის მატერიალური ბაზის მოვლა პატრონობა, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება – 921 ათასი ლარი;
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ჰოკეის კლუბის შექმნა – 60 ათასი;
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ფიგურული ციგურაობის კლუბის შექმნა – 80 ათასი;
სპორტული თამაშები ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის – 30 ათასი;
ეზოს ფეხბურთი – 50 ათასი;
ინფრასტრუქტურის მოწყობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება – 7 300 ლარი.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სტიქიამ – ქარმა და სეტყვამ წელს მნიშვნელოვნად დააზარალა ყურძნის მოსავალიც – წელს ქედაში მხოლოდ 17.5 ტონა ყურძენი დაკრიფეს.
ყველაზე მეტი ოდენობით ქედის მუნიციპალიტეტში 2014 წელს მოიწიეს კარტოფილი (2200ტ), პომიდორი (1180 ტ.), კიტრი (1100 ტ).
ქალაქ ბათუმის მუნიცპალიტეტის მიერ ამ დროისთვის აღებული სასესხო ვალდებულების დადგენილ ვადებში დაფარვისთვის სულ 58 688 900 ლარია საჭირო. აქედან, მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტში 14 459 300 ლარი იქნება გასათვალისწინებელი, 2017 წელს – 16 173 500 ლარი, ხოლო 2018 წელს – 16 004 200 ლარი.
აღნიშნული თანხებით განხორციელდება სესხის მომსახურების საპროცენტო ხარჯების დაფარვა და სასესხო ვალდებულებების კლება (ძირი თანხის დაფარვა).
ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტიდან დონორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 8 203 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა წელს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 433 660 პირმა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10,5 %-ით მეტია.
„რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში 5 493 492 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
შს სამინისტროს მონაცემებით, მათ შორის ტურისტიული ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა – 2 218 050 პირი (საერთო რაოდენობის 40,4% მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); ტრანზიტით – 1 110 015 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%); სხვა – 2 165 427 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,3%).
სამინისტროს ინფორმაციით, „2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%) და უკრაინიდან (-9%) განხორციელდა. „საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–დეკემბერშიც კვლავ გამოირჩევა: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსი“.
“საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებებით, რომლებიც უკვე ამოქმედდა, ჩამოწერას დაექვემდებარა „2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება“.
„აქტივობები არ უფიქსირდება“, ნიშნავს, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გადამხდელს ჩაბარებული არ აქვს დეკლარაცია, ან ჩაბარებული აქვს, მაგრამ დამატებითი გადასახდელი თანხა არის ნული, ე.ი. არც შემოსავლი ჰქონდა და არც ხარჯი [ანუ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს]. სწორედ ასეთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ჩამოეწერება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა.
კოდექსით, ჩამოწერას დაექვემდებარა აგრეთვე „2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება“.
გადამხდელს გადასახადი შეიძლება დააკისროს საგადასახადო სამსახურმა, ან თავად გადამხდელმა მოახდინოს რაღაც გადასახადის დეკლარილება, ვთქვათ, დაგვიანებით. შესაბამისად, მას ერიცხება თვით ეს გადასახადი, რომელსაც ემატება საურავი და ჯარიმა. ახალი კანონით, თუ გადამხდელს გადახდილი აქვს ეს ძირითადი გადასახადი და დარჩენილი აქვს საურავი ან/და ჯარიმა, მას ეს საურავი და ჯარიმა ჩამოეწერება, თუ 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე აღარ უფიქსირდება აქტივობა [ანუ, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა დეკლარაცია კი აქვს ჩაბარებული შემდგომ პერიოდებში, მაგრამ დამატებით დასარიცხი თანხა არის 0].
მაგალითად, 2009 წლის 1 იანვრამდე გადამხდელს სახელფასო და საშემოსავლო დავალიანება უფიქსირდება, დავუშვათ, 2 ან 3 ათასი ლარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მას ამ დავალიანებაზე ყოველდღიურად ერიცხება საურავი, ასევე გარკვეული ჯარიმაც. მოხდა ისე, რომ გადამხდელმა დაფარა ძირი თანხა, მაგრამ შედარების აქტში უჩანს, რომ საურავი/ჯარიმა, ვთქვათ, 1000 ლარი, დარჩენილი აქვს დავალიანებად [ანუ ის, რაც ვერ გადაიხადა]. ზუსტად ამ საურავის და ჯარიმის ჩამოწერაზეა საუბარი [თუ, რა თქმა უნდა, 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე, აღარ უფიქსირდება აქტივობა].
საგადასახადო კოდექსის მიხედვით ჩამოიწერება „საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმაც“.
ამ შემთხვევაში, ეს ნორმა ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირს [ინდ/მეწარმეს] და არ ეხება იურიდიულ პირს [ შპს-ს და სხვებს]. მაგალითად, პიროვნება [ინდ/მეწარმე] 2013 წლის 1 იანვრამდე, ვთქვათ, დაჯარიმებულია კოდექსის 281-ე მუხლით – სალარო აპარატის გამოუყენებლობა, არასწორად გამოყენება, არასწორი თანხის ამორტყმა და ა.შ. თუ 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე, მას ეს ჯარიმა არ ქონდა გადახდილი, ჯარიმა ჩამოეწერება და აღარ გადაიხდის [მათ კი, ვისაც გადახდილი აქვთ ეს ჯარიმა, იგი უკან, ბუნებრივია, აღარ დაუბრუნდებათ].
კოდექსში შეტანილი ცვლილებით, „დავალიანების გადახდევინების გადავადება შესაძლებელი გახდა ერთი წლით, უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს“.
„საგადასახადო კოდექსის“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად, რომ შეიძლება 3 წლის განმავლობაში გადაგივადონ გადასახადი, თუ გაგაჩნია აქტივები ფირმის საკუთრებაში, თუ გაქვს საბანკო გარანტია და ა.შ.
ამას ამჯერად დაამატეს, რომ თუ გადამხდელის დავალიანება არ აღემატება 5 ათას ლარს, მაშინ შესაძლებელია მას ყოველგვარი ზემოაღნიშნული გარანტიების გარეშე უბრალოდ გადაუვადონ/გადაუნაწილონ ერთი წლის განმავლობაში ეს დავალიანება და ნელ-ნელა დაფაროს შედგენილი გრაფიკის მიხედვით. თუმცა, გადამხდელს საურვები ამ შემთხვევაში მაინც დაერიცხება.
„ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ხანდაზმულობის ვადა შემცირდება – 5 წლამდე, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე – 4 წლამდე, 2017 წლიდან – 3 წლამდე“.
როგორც აუდიტორულ კომპანია „აჭარა ელიტ აუდიტში“ განმარტავენ, ხანდაზმულობის ვადის შემცირება შარშან დაიწყო. თუ 6 წლის შემოწმების უფლება ქონდა საგადასახადოს [ანუ 6 წელი იყო ხანდაზმულობა], საბოლოოდ, ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით ეს ვადა დაიკლებს და დარჩება 3 წელი. ამ ვადის იქეთ კი საგადასახადო შემოწმება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ისიც სასამართლოს ძალით განხორციელდეს.
კოდექსში შეტანილი ცვლილებით 2016 წლის 1 იანვრამდე გადავადდა სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი დებულებების ნორმები.
ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია სესხის პროცენტის გამოქვითვაზე [სუსტი კაპიტალიზაციის ნორმების მიხედვით საჭიროა კაპიტალთან სპეციალური თანაფარდობა, რათა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ქონდეს უფლება, რომ ყოველწლიურად გამოქვითოს სესხის პროცენტი].
მაგალითად, გადამხდელს თუ არ გაგაჩნია კაპიტალთან სპეციალური თანაფარდობა შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს სესხთან დაკავშირებული პროცენტის გამოქვითვის უფლება. ვთქვათ, წლის განმავლობაში დარიცხული აქვს სესხის პროცენტი – დავუშვათ 50 ათასი ლარი. მან დაასრულა წელი, ჩააბარა ბალანსი, გამოიყვანა შედეგები და აღმოჩნდა, რომ მისი თანაფარდობა არ ექვემდებარება სუსტი კაპიტალიზაციის თანაფარდობას. ამ შემთხვევაში გადამხდელმა შეიძლება სესხთან დაკავშირებული პროცენტი, ანუ ეს 50 ათასი ლარი საერთოდ ვერ გამოქვითოს ხარჯებში.
სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელიეს დებულებები, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ინსტრუქცია ახლავს და რომელთა ამოქმედება ერთი წლით კიდევ გადაიდო, ძალაში დღემდე არ ყოფილა შესული.
თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, „პორტის დირექტორმა შესთავაზა აქციის მონაწილეებს, რომ დათხოვნილ თანამშრომლებს სამი თვის განმავლობაში გადაუხდის ხელფასებს, ხოლო სამი თვის მერე, როდესაც ტვირთების ბრუნვა მოიმატებს, ისევ დააბრუნებს ამ 35 ადამიანს სამსახურში“.
ბათუმის პორტი
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, პორტის ყოფილი დოკერის, იმედა დოლიძის თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ უშუალოდ მათ არ შეხვდება პორტის დირქტორი.
იმედა დოლიძე თავიანთ მოთხოვნებს ასე აყალიბებს: „ჩვენ ჟურნალისტებისგან ვიცით, რომ თითქოს 200-200 ლარს შეგვინარჩუნებს მარტამდე, მაგრამ ჩვენ ამას დავთანხმდებით იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს უვადოდ გაგვიფორმებენ; ხოლო გაზაფხულიდან თუ წამოვა ტვირთები, ხელფასებს გაგვიზრდიან, რადგან ჩვენ მიზერულ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ“.
ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილემ, ლევან ფაილოძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ პორტის ადმინისტრაცია მზად არის დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასები – 200-200 ლარი და დაზღვევა შეუნარჩუნოს. ლევან ფაილოძის ინფორმაციით, ეს შეთავაზება აისახება „ოფიციალურ მემორანდუმში“, რომელსაც ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებთან გააფორმებს. რაც შეეხება უვადო ხელშეკრულებას, ლევან ფაილოძის თქმით, „ეს გამორიცხულია“, ხოლო „ხელფასების მომატებაზე საუბარი არ ყოფილა“.
ცირა ბოლქვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. დაწყებითი განათლების პედაგოგის სპეციალობას ეუფლება და უკვე იცის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შუახევში დაიწყებს მასწავლებლად მუშაობას.
განათლების ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტიდან
„ოთხი წლის წინ, როცა ვაბარებდი, დაწყებითები მქონდა მითითებული და მაშინვე ვიცოდი, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. ახლაც მაქვს სამსახურის შემოთავაზება, მაგრამ უნივერსიტეტის პარალელურად ვერ შევძლებდი მუშაობას. როდესაც დავამთავრებ, შუახევში წავალ და იქ ვასწავლი“, – ამბობს ცირა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ფაკულტეტის დეკანი მადონა მიქელაძე ამბობს, რომ განათლების ფაკულტეტი გამონაკლისია საგანმანათლებლო სივრცეში – აქ მისულ სტუდენტებს გააზრებული აქვთ, რომ ისინი პედაგოგები გახდებიან.
„ჩვენ ვამზადებთ დაწყებითი კლასების ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს. კმაყოფილები ვართ სტუდენტებისა, რომლებიც მოტივირებულნი არიან და სწავლობენ, მუშაობენ საკუთარ თავზე. სწავლის ინდიკატორი არის დასაქმება“, – ამბობს მადონა მიქელაძე. – „პრობლემა იქმნება შემდგომ საფეხურებზე, საბაზო და საშუალო სკოლის პედაგოგთა მომზადების პროცესში“.
როგორც სპეციალისტი ამბობს, ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტს: დიდი ხანია მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამები არ ფუნქციონირებს უნივერსიტეტებში. ჩვენ გვაქვს უფლება მხოლოდ მაინორ პროგრამის ფარგლებში მოვამზადოთ მასწავლებლები – სულ 60 კრედიტია. მიგვაჩნია, რომ 60 კრედიტი არ არის საკმარისი საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებლის მომზადებისთვის. განათლების სამინისტროში უკვე მუშაობენ განათლების სტანდარტზე, უნივერსიტეტებს 240-კრედიტიანი მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამების განხორციელების უფლება მოგვეცემა. იმედია, ეს მალე მოხდება. შემდგომში უფრო მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგებს გამოვუშვებთ“.
ელისო ბოლქვაძე ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის სტუდენტია. ის მომავალი დაწყებითი განათლების პედაგოგია და მიაჩნია, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისცემს საშუალებას, სკოლაში კარგი პედაგოგი იყოს.
„თეორიული ცოდნის პარალელურად მთელი წელი გავდივართ პრაქტიკებს, რომელიც ნამდვილად სრულყოფილ პედაგოგებად გვაყალიბებს. მაქვს იმის უნარი, რომ გავხდე პედაგოგი და სიახლე შევიტანო სკოლაში“, – ამბობს ელისო.
ელისოს თქმით, მას ესმის, რატომ შეიძლება არ მოუნდეთ სტუდენტებსა და ახალკურსდამთავრებულებს საბაზო და საშუალო სკოლის პედაგოგობა:
„ასეა თუ ისეა, მაინც ყველაფერი მიბმულია ანაზღაურებაზე. მაგალითად, ფიზიკა-ქიმიის საათები სკოლაში ცოტაა, შესაბამისად, მოთხოვნაც ცოტაა და ანაზღაურებაც. სტუდენტი ცდილობს, რომ სადაც ანაზღაურება მეტია, იმ სფეროში დასაქმდეს. როდესაც სათანადოდ იქნება შრომა შეფასებული, არამგონია სხვაგან წავიდეს. როდესაც ოთხ წელს ახარჯავ ამ სფეროს, უზარმაზარ შრომას დებ, მერე სხვაგან არ წახვალ, თუკი ადეკვატური ანაზღაურება იქნება“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი მადონა მიქელაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა დააფინანსოს განათლების მიმართულება: „სანამ საბაკალავრო პროგრამა არ გაკეთდება მასწავლებლის მიმართულებით და სანამ ჩვენ სახელმწიფო არ მოგვცემს მასწავლებლის გაზრდის უფლებას, სკოლებში სულ პრობლემა იქნება. თუ დააკვირდებით, ყველაზე დიდი პრობლემა მაღალ კლასებშია. დაწყებითებში ნაკლებად. მაგალითად, მათემატიკოსმა, მათემატიკის სპეციალობით მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მას არ გაუვლია პედაგოგიკა, მეთოდიკა და შედის სკოლაში. ბრწყინვალედ იცის მათემატიკა, მაგრამ არ იცის პედაგოგიკა, მეთოდოლოგია და ფსიქოლოგია“.
მისივე თქმით, სტუდენტებს აქვთ ძალა შეცვალონ ამინდი სკოლაში, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით არიან ისინი წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროცესში:
„ჩვენ დავინახეთ რამდენმა პედაგოგმა ვერ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. ამის მიუხედავად, ჩვენი სტუდენტები საჯარო სკოლებში ვერ პოულობენ სამსახურს. უნდა იყოს სისტემა, სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს სკოლაში ინტეგრირება. მენტორისა და სტაჟიორის პროგრამები ამართლებს ნაწილობრივ. კურსდამთავრებული როდესაც ერთი წლით მიდის სკოლაში მენტორთან ერთად, მას სახელმწიფო არაფერს უნაზღაურებს. გზის, გადაადგილების ხარჯი მაინც ხომ უნდა მისცეს სახელმწიფომ? ამიტომ არ მიდიან სტუდენტები სტაჟიორებად. კერძო სკოლებში უფრო საქმდებიან.
თუკი მივცემთ კურსდამთავრებულებს გასაქანს, რომ სკოლაში შევიდნენ, მეტ სიახლეს შეიტანენ. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას არც ერთ მოქმედ პედაგოგს, დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და ეჭვი არ მეპარება მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ როგორც მე მჭირდება ახალი თაობა გვერდით რომ მედგეს და მათგან ბევრი რამ ვისწავლო, ასე სჭირდებათ ჩემს კოლეგებს სკოლებში. სხვადასხვა თაობა უნდა იყოს სკოლაში წარმოდგენილი, ბალანსი უნდა არსებობდეს“.
შს სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საღამოს საათებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ბათუმელი ქალბატონი ზღვაში შევიდა და, სავარაუდოდ, თავის დახრჩობას აპირებდა.
ბატონი თენგიზი ამ დროს იქვე შემოვლაზე იყო გამოსული, დაინახა ეს სიტუაცია და შეყვა მას ზღვაში. საბედნიეროდ, მან მოახერხა ტალღებიდან ქალბატონის უვნებლად გამოყვანა. შოკურ მდგომარეობაში იყო, მას დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება“.
ფერიის სასაფლაოზე ბათუმის მერიის მონაცემებით დღეს განთავსებულია დაახლოებით 25-30 ათასი საფლავი. ამ სასაფლაოს პასპორტიზაციისთვის ერთ-ერთი ქვეპროგრამის – „სასაფლაოების მოვლა–პატრონობა“ – ფარგლებში წელს ქალაქის ბიუჯეტში 70 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პროგრამით ასევე დაგეგმილია: ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობა [გათვალისწინებულია 506 100 ლარი], უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა [4 900 ლარი], დაბა ჩაქვში ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა [1 376 000 ლარი], სასაფლაოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება [20 500 ლარი].
სასაფლაობის მოვლა-პატრონობაში იგულისხმება საფლავზე მისასვლელი ბილიკების დასუფთავება, სასაფლაოს გამწვანება, რეგულარული-დაგვა-დასუფთავება; საფლავებისა და სასამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია, საფლავების ინვენტარიზაცია; ამორტიზირებული ხეების მოჭრა. გარდაცვლილთა დაკრძალვისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის სამუშაო იარაღებისა და ინვენტარით უზრუნველყოფა. ფერიის სასაფლაოზე საფლავების დასუფთავების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა. მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. საფლავებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოყოფასა და დაკრძალვის პროცესზე ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება.
დაბა ჩაქვში ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა 17 ჰა ტერიტორიზე იგეგმება, რაც მერიის გათვლებით ბათუმს არანაკლებ 30 წელი მოუხსნის საფლავისათვის საჭირო მიწის გამოყოფის პრობლემას. ფერიის სასაფლაოს პასპორტიზაციით კი ა(ა)იპ ბათუმის სასაფლაოებს შეექმნება სრული მონაცემთა ბაზა, ზუსტად დადგინდება ფერიის სასაფლაოზე არსებული საფლავებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა, საფლავის მეპატრონეებთან ხელშეკრულების გაფორმებით სამსახური მიიღებს დამატებით შემოსავლებს.
სულ აღნიშნული ქვეპროგრამისთვის მერიას 1 977 500 ლარი აქვს გათვალისწინებული, აქედან 1 877 500 ლარს უშუალოდ ბათუმის ბიუჯეტი გაიღებს, 100 ათასი ლარი კი „სხვა წყაროდან“ უნდა დაფინასდეს. ეს „სხვა წყარო“ კი, სავარაუდოდ, მეპატრონეებისგან საფლავის დასუფთავებისთვის ამოღებული საფასური იქნება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ „ფერიის ცენტრალურ სასაფლაოზე საფლავების დასუფთავების ერთიანი სისტემის შექმნით და საფლავის მეპატრონეების მხრიდან ერთჯერადი თანხის გადახდით შესაძლებელია საფლავების სისუფთავის დაცვა“.
ბესიკ ბუაჩიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი თოვლის საფარი მოიმატებს, გზების ჩაკეტვის რისკი მაინც არ არსებობს, რადგან შტაბი და შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი თხილვანა
ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ამ დრისთვის ელექტროენეგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს: „დანისპრაული-რიყეთის მიმართულებით არის პრობლემები და ასევე საციხურში. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ მითხრეს, რომ დაზიანებებია. ეს არის სოფლები, სადაც ხაზები ტყეში გადის – ბევრგან ბოძებია დაზიანებული, ბევრგან კი მოკლე ჩართვა ხდება“.
შემდეგი კვირის განმავლობაში ამინდის გამუჯობესება, – ტემპერატურის მატება და ნალექის შემცირება 9 იანვრიდან არის მოსალოდნელია.
ცხრა დღის პროგნოზი meteo.gov.ge-გან
meteo.gov.ge-ის მონაცემებით, დღეს, 4 იანვარს წვიმა და ნალექი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება – დღეს საქართველოსში, ბარის რეგიონებში ყველგან წვიმს, მთებში კი თოვს.
მთავრობამ ,,მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი“ დაამტკიცა. მსხვილფეხა საქონელში აქ „საკუთრივ ძროხა, კამეჩი, ასევე ზებუ და იაკი“ იგულისხმება; ამ წესის შესაბამისად კი, მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომის რეგისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა განახორციელოს. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული ბაზის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.
სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის, საქონლის მფლობელმა სპეციალური განაცხადით უნდა მიმართოს. საყურე ნიშანი პირუტყვის ყურზე დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს; საყურე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახლითთ შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვევა მიკვლევადობა. ნიშნის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი. დაუშვებელია საყურე ნიშნის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე.
საყურე ნიშნის მარკირებისას მასზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო;
ბ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ქვეყნის ინიციალი „GE“;
დ) სკანერის საშუალებით კითხვადი შტრიხ-კოდი.
სააგენტოს მიერ, მსხვილფეხა საქონლის დაბადების შესახებ შეტყობინებიდან 14 დღის ვადაში, იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, გაიცემა პასპორტი. პასპორტი ივსება ერთ ეგზემპლარად და გაიცემა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებულ მსხვილფეხა საქონელზე.
პასპორტში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ნომერი, შტრიხკოდი;
ბ) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება;
გ) გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
დ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მსხვილფეხა საქონლის დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი;
ვ) მსხვილფეხა საქონლის სქესი, ჯიში, სახეობა;
ზ) მსხვილფეხა საქონლის მშობლის (დედის) საიდენტიფიკაციო ნომერი (ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);
თ) იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის მონაცემები (ექსპორტიორი ქვეყანის სახელწოდება, შემოყვანის თარიღი);
ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების თარიღი;
კ) მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელი/დასახელება, მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმოწერა;
ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;
მ) ნახირის სარეგისტრაციო ნომერი;
ნ) ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ.
მთავრობის განცხადებით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნებია: მსხვილფეხა საქონლის აღრიცხვიანობის რეგულირება; სრული ინფორმაციის ფლობა და ინდივიდუალური მიკვლევადობა; მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; ასევე მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ; ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება; ეტიკეტირების უზრუნველყოფა ხორცით ვაჭრობისას.
სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორის ვალდებულებაა არ დაუშვას სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა, ხოლო იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლისას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მოსთხოვოს მფლობელს პასპორტი. სასაკლაოს მფლობელი ასევე ვალდებულია, დაკვლიდან 7 დღის ვადაში, დაუბრუნოს სააგენტოს პასპორტი და საყურე ნიშანი [ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე კი – პასპორტი და საყურე ნიშანი, არსებობის შემთხვევაში].
მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის;
ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, წარუდგინოს ინფორმაცია მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის, იდენტიფიკაციისა და გადაადგილების შესახებ;
დ) აწარმოოს სადგომის წიგნაკი და შეიტანოს მასში რეგულარულად ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ე) მიმართოს სააგენტოს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მსხვილფეხა საქონელის დაბადებიდან 7 დღის ვადაში;
ვ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია სადგომიდან სადგომში მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების, მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;
ზ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მსხვილფეხა საქონლის:
ზ.ა) სეზონურ საძოვარზე გადაადგილების შესახებ;
ზ.ბ) ნახირში პირველად გაყვანის, ნახირის შეცვლის შესახებ;
თ) საყურე ნიშნის, პასპორტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის, დაკარგვის, განადგურების, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის შემთხვევაში, 7 დღის ვადაში დაუბრუნოს სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის პასპორტი და საყურე ნიშანი (გარდა მსხვილფეხა საქონლის დაკარგვის შემთხვევისა), ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე კი – პასპორტი და საყურე ნიშანი, არსებობის შემთხვევაში;
კ) სადგომის ლიკვიდაციისა და დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს სააგენტოს;
ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომიდან სადგომში გადაადგილებისას, (მათ შორის, ყიდვა-გაყიდვისას), სადგომიდან გაყვანამდე შეავსოს პასპორტი, რომელიც თან უნდა ახლდეს მსხვილფეხა საქონელს ყოველი გადაადგილებისას, გარდა ნახირისა.
თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს სადგომიდან მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება. სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის, ხორციელდება ინსპექტირების საშუალებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
თუ სადგომში გამოვლინდა ამ წესების განსაზღვრულ ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება.
თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია, დაავადების გავრცელების რისკის, მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საფუძველზე, გადაწყვიტოს მსხვილფეხა საქონლის განადგურება.
საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია:
ა) ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;
ბ) საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;
გ) საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა (მათ შორის, მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასის გათამაშება, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი);
დ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;
ე) ქ. ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, ა(ა)იპ -თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;
თ) მოჭადრაკეების, მწვრთნელებისა და ჭადრაკში მომუშავე სხვა სპეციალისტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ი) ვეტერანი მოჭადრაკეების ხელშეწყობა და მათი სახელობის ტურნირების გამართვა;
ლ) „ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;
მ) 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, ჭადრაკის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და განვითარების პროექტების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საჭადრაკო კლუბების აღდგენა/შექმნა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ მათ მუშაობას და არ დაუშვან იმ ობიექტების პროფილის შეცვლა და პრივატიზება სხვა კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის, რომლებშიც განთავსებულია აღნიშნული საჭადრაკო კლუბები;
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ განიხილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი;
ეთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სატელევიზიო კომპანიებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართოდ გაშუქება“.
მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, 30 დეკემბერს გამოსცა. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. რაც შეეხებ კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს, მას განსაზღვრავს კერძო სკოლა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ მათი შინაგანაწესის ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა.
მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა:
„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა;
საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;
სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;
სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.
მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.
დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს [ასეთ დროს დისციპლინური წარმოება იწყება: სკოლის სამეურვეო საბჭოს ან სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე].
დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს.
მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ეგზავნება სკოლის დირექტორს.
იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას იგი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი აქტის გამოცემაზე. ხოლო ასეთი აქტის გამოცემის შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.
სკოლის დირექტორის ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაძლოა გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში, ან სააპელაციო კომიტეტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ერთ-ერთი დაკავებულის, ნატა ფერაძის თქმით, სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტებ თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი დაკავებულებს. „ჩვენმა ადვოკატმა მოსამართლეს გადასცა სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ერთ-ერთი მოხალისე იღებდა დაკავებამდე, დაკავების დროს და დაკავების შემდეგ. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხარეები უნდა გავეცნოთ ამ მასალებს – ჩვენ პატრულის მასალებს, ხოლო პატრული ჩვენს მასალებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნატა ფერაძემ.
პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე
პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე
ნატა ფერაძის თქმით, ის აპირებს შესაგებებელი სარჩელის შეტანას სასამართლოში: „დაკავების შემდეგ მანქანაში ვისხედით ხუთი საათი და მერე უბრალოდ გაგვიშვეს. ჩვენს მიმართ დაკავებისას ძალიან ბევრი პროცედურა დაირღვა – არ გვითხრეს რისთვის გვაკავებდნენ, ხუთი საათი ისე გაგვაჩერეს მანქანაში, რომ არ მოგვცეს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება, მომაყენეს ტრავმა – ძალიან მძიმედ მათრიეს და სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, არ დაელოდნენ სასწრაფოს მოსვლას, ანუ ჩვენი წაყვანიდან ნახევარ საათში მისულა სასწრაფო“.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 იანვარს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზაშვილი განიხილავს. „პარტიზანი მებაღეების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს სასამართლოში.
„პარტიზან მებაღეებს“ ბრალი სამი მუხლით აქვთ წაყენებული – წვრილმანი ხულიგნობა, მანიფესტაციის წესების დარღვევა, დაუმორჩილებლობა/პატრულის შეურაცხყოფა.
დღევანდელი მსოფლიო კრიზისის ფონზე, როდესაც ღვთაებრივი ღირებულებები ჩანაცვლებულია ძალადობით და ბოროტებით, მშვიდობისა და გულისხმიერების დასაბრუნებლად, ერთადერთი გზა ხსნისა უფლისკენ მიმავალია.
რეზა არჯანი
ამ მიზნის მიღწევის წინაპირობა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაა, რასაც ქადაგებს მსოფლიოს ყველა ღვთიური რელიგია. გილოცავთ ახალ 2015 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას!
ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დისკუსიაში ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩაერთო და შენობის რეაბილიტაციის, კანონიერებისა და საქმის ამსახველი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მან მაინც შენობისდან მედია ორგანიზაციის გამოსახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. (დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის).
მაია მამულაშვილი
ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ თელავში, სამხატვრო სკოლის შენობის სარდაფში. 2011 წელს შენობის დანგრეული და განადგურებული ფართობი იჯარით ავიღეთ (კანონის ყველა წესის დაცვით) ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. Irex G Media პროგრამის და „ღია საზოგადოების მხარდაჭერით“ გავარემონტეთ და შევქმენით „მედია კაფე“- ღია სივრცე თავისუფალი აზრისათვის. https://www.youtube.com/watch?v=ysujBgpTpOc
ამ სივრცემ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქალაქ თელავში კულტურული და საინფორმაციო სერვისების შექმნას შეუწყო ხელი. უამარავი შეხვედრა, წიგნის განხილვა, დისკუსია, საჯარო განხილვა, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. გარდა ამისა,„ მედია კაფე“ მცირე, მაგრამ სტაბილური დაფინანსების წყაროა რედაქციისათვის.
„მედია კაფეს“ არსებობს დღიდან ორგანიზაციის მუშაობაში მუდმივად ხელს გვიშლიან კონკრეტული პირები გამოხატავენ რა მუქარას ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ: გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პირთა შესახებ:
1. ქალაქ თელავის ყოფილი რწმუნებული და თელავის მერის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც მედია ორგანიზაციაზე ზეწოლას ახდენს, იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მის პიარზე უარი ვთქვით.
2. სამხატვრო სკოლის დირექტორი ვახტანგ ლაცაბიძე, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში თანხების არამიზნობრივი ხარჯვისათვის მხილების გამო შენობიდან რედაქციის გამოსახლებას ითხოვს,
3. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც გააჩნიათ კერძო ბიზნეს-ინტერესები.
4. გუბერნიის თანამრომელი ვალერი გრემელაშვილი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დახურვაზე საუბრობდა საჯაროდ.
რედაქციამ არაერთხელ წერილით მიმართა ქალაქის მერიას მიმდინარე საკითხის მოგვარებისათვის, რათა მოგვეცეს მშვიდი მუშაობის საშუალება, მაგრამ რეაგირება არ ხდება.
დავრჩა მხოლოდ ერთადერთი ფორმა, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მედია ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული ზეწოლის ფაქტებზე და წარმოვადგინოთ მუქარის კონკრეტული ფაქტები. მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მედიაზე ზეწოლის, პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის საკითხით და სასწრაფო რეაგირება მოახდინონ მედიის მუშაობაში ღია ჩარევის მცდელობისაგან, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან.
მოსიაშვილის მხრიდან ამგვარი გამონათქვამები პირველი არ არის. ჯერ კიდევ გასულ წელს მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელს საჯარო სივრცეში „ფესიბუქის“ დახურულ გვრდზე შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ ეს ფაქტი ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ გააშუქა. მოსიაშვილმა რედაქციის მისამართით შეურაცხყოფა და აგრესია, იმ მიზეზით ახსნა, რომ „კახეთის ხმა“ მის კაპმანიას არასათანადოდ აშუქებდა. (https://www.media.ge/ge/portal/news/301750/ იხილეთ ლინქი)
პოლიტიკურად მივიწყებული მოსიაშვილი, რომელიც თელავის მერის არჩევნებზე დამარცხდა, და თანაქალაქელთა მხოლოდ მცირე ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა, კვლავ „კახეთის ხმის“ დისკრედიტაციით ცდილობს პოლიტიკური სახელის გაცოცხლებას.
ყველაფერი იმ მიზეზით დაიწყო, რომ მოსიაშვილმა დახურულ სოციალურ ჯგუფში, „ჩვენ თელაველები“, რომლის ადმინისტრატორი თავადაა, საზოგადოებას „სამხატვრო სკოლის“ დაცვისკენ მოუწოდა და სურვილი გამოთქვა „მედია კაფე“ შენობიდან გადაიყვანონ.
ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დისკუსიაში ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩაერთო და შენობის რეაბილიტაციის, კანონიერებისა და საქმის ამსახველი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მან მაინც შენობისდან მედია ორგანიზაციის გამოსახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. (დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის).
მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა საზოგადოებას ამავე ჯგუფში მიაწოდა ინფორმაცია „სამხატვრო სკოლის“ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კერძო დაინტერესების შესახებ და ამავე ადმინისტრაციის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითა. აქვე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე საკითხებით და მხოლოდ ყვითელი პრესის განსახილველი თემაა სკოლის შენობაში მომხდარი ფაქტები და ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა დაინტერესებულიყო სკოლის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობით.
ამ აზრის დაფიქსირების შემდეგ მოსიაშვილმა მაია მამულაშვილს პიროვნული შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით მიაყენა. გარდა ამისა, მან „კახეთის ხმის“ ხელმძღვანელს მიუთითა, რომ შენობიდან გააძევებს პირადად მას და რედაქციას იქედან გაათრევს. გარდა ამისა, მოუწოდა მობილიზაციისკენ დაინტერესებულ პირებს განახორციელონ ეს ქმედება თითქოს და სკოლის ინტერესების დაცვის მიზნით.
ციტატის ამონარიდი მოსიაშვილის მიმართვიდან მაია მამულაშვილის მისამართით: „იმის გარდა, რომ თქვენ ხართ თავხედი და მორალს მოკლებული მოქალაქე, უვიცი და ელემენტარულ ცოდნას მოკლებული ბრიყვად თავდაჯერებული ჟურნალისტი. თქვენ ხართ უზრდელიც, ღრწნას მიცემული ადამიანი (სტილი დაცულია), მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, ამ არარაობას, ამ მდაბიოს არ უნდა ეპატიოს, თქვენ ხართ უზნეო, გახრწნილი სუბიექტი. შე გარეწარო ადამიანო, შენ უნდა გაძევებული იყო ამ შენობიდან, სადაც მომავალი თაობა ხელოვნებას ეზიარება.“ (იხილეთ სრული პოსტი).
გიორგი მოსიაშვილის დამ, თამარ მოსიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთის ჟურნალისტს ნიკოლოზ ესიტაშვილს, ხოლო მედია ექსპერტის რანგში „კახეთის ხმა“ კრიტიკულად შეაფასა და თანაქალაქელებს მისი უკეთესი მედიით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა.
რედაქცია მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმული მუქარა, შენობიდან გაძევების მოწოდება და პირადი შეურაცხყოფა იმ კამპანიის ნაწილია, რასაც მიზანმიმართულად ემსახურება პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ თავისუფალი მედიის დისკრედიტაციას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის გამიზნული.
ბათუმში პონტოელი ბერძნები ნახევარი საუკუნის მანძილზე იკიდებდნენ ფეხს, 1878 წლიდან, როცა ბათუმი რუსეთის იმპერიის მფლობელობაში გადავიდა და პონტოელი ბერძნები ბათუმში ჩამოვიდინენ. აქ დასახლდნენ ბერძენი ვაჭრები, გემის მეპატრონეები, რომლებსაც ბათუმი პორტო-ფრანკოს პირობებში სწრაფად გამდიდრება იზიდავდათ. თუმცა 1921 წლის, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და 1912-1920 წლებში ბათუმში გადმოსახლდნენ ბერძნები თურქეთის შავიზღვისპირეთიდან, რომლებიც გენოციდს გამოექცნენ თურქერთიდან. სწორედ ისინი შეადგენდნენ ძირითად მოსახლეობას, როგორც ბათუმში, ისე ბათუმის შემოგარენში მდებარე სოფლებში.
ნონა ერიფრიადი მამასთან ერთად. ბათუმი, 1940 წელი
…1937-1938 წლის რეპრესიებმა და ახალი მსოფლიო ომის საფრთხემ ბევრ ბერძენს, რომელთაც ჰქონდათ ბერძნული პასპორტები, გადააწყვეტინა საბერძნეთში დაბრუნება. რეპრესიების მანქანა არავის ინდობდა, საბერძნეთის ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა „ენკავედეს“ ხელში, მათმა ოჯახებმა კი გადაწყვიტეს საბერძნეთში გამგზავრება, რომ კიდევ ერთი გენოციდისთვის დაეღწიათ თავი. ერთი მეორეს მიყოლებით გადიოდნენ გემები ბათუმის პორტიდან, გემებს მიჰყავდა ათასობით ადამიანი და ოჯახები, ახლობლები ათწლეულებით შორდებოდნენ ერთმანეთს, თუ არა სამუდამოდ.
მიდიოდა ჩემი მამიდა ვიფლეემიც, მამაჩემის და, ოთხ შვილთან ერთად. მისმა მამამთილმა, ფქვილეულის საწარმოს მფლობელმა სამხრეთ კავკასიაში, მოახერხა კაპიტალის გადატანა საბერძნეთში და დედამთილს, ქმრის სიკვდილის შემდეგ, ეშინოდა ბერძნულ ბანკში შენახული ფულის დაკარგვის, ამიტომაც აიძულა შვილის ოჯახს საბერძნეთში წასვლა.
ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ერთი სურათი – ადამიანის თავების ზღვა ბათუმის პორტში. როგორც ჩანს, ვიღაცას ხელში ვყავდი აყვანილი. მაშინ სამწლინახევრის ვიყავი. ბევრი ტიროდა. ამ გემით მიდიოდა ბებიას ძმა პანჩო: მისი სამი ქალიშვილი, ცოლი აფინა და ვაჟი გრიგორი. დებს შორის ყველაზე უმცროსი და მოხდენილი სონია, იგივე ბებეკა, როგორც მას ვეძახდით სახლში, 20 წლის იყო და მთელი გზა გაუჩერებლად ტიროდა. უფროსების ლაპარაკიდან გავიგე, რომ მას რომანი ჰქონდა იანი ჩილინგარიდთან, მაგრამ დედამისმა, მკაცრმა ქალმა, მხოლოდ მისთვის გასაგები მიზეზის გამო, ჩათვალა, რომ იანისთან ქორწინება შეუძლებელი იყო და შეყვარებულები დააშორა. ამის შემდეგ ისინი არც შეხვედრიან ერთმანეთს. სონია არ გათხოვილა, ხოლო იანი, რომელიც ძალიან უყვარდა ბებიაჩემს, უიღბლოდ დაქორწინდა გვიან ასაკში. ვერც ერთმა ვერ შეძლო სიყვარულის დავიწყება.
1960-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირიდან შესაძლებელი გახდა საბერძნეთში გასვლა, მათ ერთმანეთს საჩუქრები და წერილები გაუგზავნეს. მახსოვს იანიმ, ბებიას საშუალებით, მამიდა ვიფლეემის ხელით, რომელიც ჩამოდიოდა ბათუმში ჩვენს სანახავად, სონიას გაუგზავნა საჩუქრად – ოქროს საათი სამაჯურით. მამიდა გვიყვებოდა, რომ სონიას დედა, რომელმაც ტანჯვით დალია სული ქალიშვილის ხელში, შვილს სთხოვდა ეპატიებინა მისთვის, რომ ცხოვრება დაუნგრია.
მოგონებები ახალ წელზე
დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარდა, წმინდა ვასილის დღე. არა მხოლოდ ნუგბარის, არამედ იმ ცერემონიის გამო, რომელსაც ბებია აწყობდა.
შუაღამემდე არავის არ ჰქონდა სუფრასთან დაჯდომის უფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მშიერი ვრჩებოდით. მე და ჩემი ძმა ვახერხებდით გაგვესინჯა ყველა კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვის მზადდებოდა. ჩემს ძმას შეეძლო ისეთი სახის მიღება, რომლის წინაშე დეიდა ელენი უძლური იყო და ახერხებდა მიეღო სადღესასწაულო ნამცხვარიც კი – კურაბე, ყველაზე გემრიელი ნუგბარი.
შუაღამემდე რამდენიმე წუთით ადრე ვსხდებოდით მაგიდასთან, ბებია იღებდა მუჭით თხილს, კაკალსა და კანფეტებს, ჯვარედინად ისროდა ოთახის კუთხეებში და ამბობდა: „каланда-калушкерос, панда кэ ту хрону~. შემდეგ ვამბობდით „მამაო ჩვენნოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ტრაპეზის დაწყება.
ახალი წლის მეორე დღეს ცხვებოდა საახალწლო ნამცხვარი „ვალისოპიტა“, მასში ჩაფლული მონეტით. ვინც პოულობდა მონეტას, ის იღბლიანად ითვლებოდა ამ წელს.
ახალი წლის დღეებში, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელ დღეს, ჩემი გაუთხოვარი დეიდა ელენი მკითხაობდა წყლიან ჭიქაში ჩაშვებულ გამდნარ ცვილზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო მკითხაობა სანთლით. ამისათვის იღებდნენ ღრმა თასს, რომელშიც ჯვარედინად დებდნენ ნახშირს, მონეტას, ბეჭედსა და პურის ნაჭერს. თასში ასხამდნენ წყალს და წყალში უშვებდნენ კაკლის ნახევარს, ზედ დამაგრებული ეკლესიის სანთლით, თითით ურევდნენ წყალს და ელოდებოდნენ, სად მიცურდებოდა კაკლის ნავი. თუ ეს იყო ბეჭედი, კაკლის ნავის გამშვებს ელოდა ქორწინება, თუ მონეტასთან მიცურდებოდა _ ეს სიმდიდრეს ნიშნავდა, პური _ კარგ ცხოვრებას, ხოლო ნახშირი – ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი. რადგან ვიცოდით, რომ დეიდას ძალიან უნდოდა გათხოვება, ხანდახან ვცდილობდით დავხმარებოდით და სულს ვუბერავდით ნავს, ბეჭედთან მიცურებულიყო, მაგრამ ყოველთვის გვიჭერდნენ და მკითხაობა იწყებოდა თავიდან.
ნაწყვეტები ნონა ერიფრიადი-ელიზბარაშვილის წერილიდან „ბერძნული დიასპორა ბათუმში“. ჩანაწერი ქვეყნდება პირველად.
დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს უცვლელად გთავაზობთ:
„აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა მეუღლესთან ერთად ქ. ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი 10 ოჯახის დასახმარებლად საკვები პროდუქტები გენერალური კონსულის ინიციატივით ბათუმში მოღვაწე ერთ-ერთმა თურქმა ბიზნესმენმა შეიძინა.
ია ბაკურიძე 18 წლისაა. ის მომავალი იურისტია. ია ამბობს, რომ მისი მშობლები, ზოგადად, ლოიალურები არიან და ცდილობენ არ შეზღუდონ მისი თავისუფლებისკენ სწრაფვა. „თუმცა, ისინიც ქართველი მშობლები არიან და, ბუნებრივია, კულტურული სტერეოტიპების გავლენას განიცდიან“, – გვეუბნება ის.
„სტერეოტიპები, რაც მშობელს მესაკუთრედ აქცევს, საქართველოში ძალიან მყარია. ბევრი მშობელი მიიჩნევს – „ჩემი შვილია და ვალდებულია დამიჯეროს“, „შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამს, იმას ვეტყვი“. პრობლემა ისაა, რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ ყველაზე მთავარს – შვილი უნდა აღზარდონ არა მორჩილად, არამედ პიროვნებად“.
ია ბაკურიძე
იას აზრით, მშობლების მიერ შვილების გადაჭარბებული კონტროლი, რომელიც თითქოსდა კეთილი მიზნებით ხორციელდება, საბოლოო ჯამში სავალალო შედეგებამდე მიდის: „ჩემი მეგობარი მახსენდება, რომელსაც მშობლები დაბადების დღეზე წასვლასაც კი უშლიდნენ და ეუბნებოდნენ, „შეგიძლია მიულოცო მობილურით, რა საჭიროა იქ ჯდომა“. როცა ვეკითხებოდი რა პრობლემას ხედავდნენ ამაში, ამბობდნენ, რომ იქ შეიძლება ვინმე უცხო გაეცნო. „შეიძლება რაღაც აზრები მოგახვიოს თავს“, ან „რაღაც დაგალევინოს“. პრობლემაა, როცა „უცხოს“ გაცნობის შიშით უზღუდავ შვილს თუნდაც განსხავებული აზრის მოსმენას, განსხვავებულ საზოგადოებაში ყოფნას და ადამიანებთან კომუნიკაციას“.
იას თქმით, მშობლები უხეშად ერევიან შვილის ჩაცმულობაშიც: „გოგომ კაბა უნდა ჩაიცვას“. მათ გადაუწყვიტეს რელიგიაც, ამ გზით უნდა წახვიდე, სხავანირად არ გამოვა, გაგრიყავთო“.
იას მეგობრისთვის მშობლების „მზრუნველობა“ სავალალო აღმოჩნდა: „დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები და სრულიად იზოლირებული გახდა. ჩაერიენ ფსიქოლოგები, ექიმები, თუმცა პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა. ის ახლა აბიტურიენტია და თქვენ წარმოიდგინეთ, რეპეტიტორთანაც კი უჭირს მარტო წასვლა. თუ დედა ან მამა არ გაყვა, გაკვეთილი გაცდება, ეს არის მშობლის ე.წ. „მზრუნველობის“ შედეგი“.
იას აზრით, მშობლების მხრიდან იმის გაუცნობიერებლობა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და ის პიროვნებად, მოქალაქედ უნდა აღზარდონ, სერიოზული პრობლემაა: „მეც მსმენია მშობლებისგან, რომ „გოგო საღამოს სახლში უნდა იყოს~, იყო შეზღუდვა – თბილისში სასწავლებლად მხოლოდ იმიტომ არ გამიშვეს, რომ `გოგოს უცხო გარემოში, ამდენ უცხო ხალხში“ ვერ გაუშვებენ, რომ აქ, ბათუმში, „მათ თვალწინ~ უფრო დაცული ვიქნები. მშობლები შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა შვილებს არ ასწავლიან პასუხისმგებლობას თავისუფლებაში და გაუცნობიერებელ ზღუდეებს აწესებენ“.
საქართველოში ზრდასრული შვილებიც კი იშვიათად ტოვებენ მშობლების სახლს. ხშირად შვილების „მიბმას“ თვითონ მშობლები უწყობენ ხელს, ისინი თავს ვალდებულად თვლიან არჩინონ ზრდასრული შვილები და მათი ოჯახებიც კი. შესაბამისად, მათი მხრიდან შვილის ცხოვრების კონტროლიც მაღალია: „რატომ არ შეიძლება 18 წლის ბიჭი ან გოგო მუშაობდეს სწრაფი კვების ობიექტში ან კაფეში? სრულწლოვანება ხომ იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა იზრუნო შენს თავზე. დღეს წუხან იმაზე, რომ ბევრი ქალია უცხოეთში სამუშაოდ წასული, იქედან გამოგზავნილ ფულს კი მათი სრულწლოვანი შვილები ხარჯავენ. ეს შედეგია იმის, რომ თავისთავში დაურწმუნებელ და ფუქსავატ თაობას ზრდიან, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ გახდება პასუხისმგებლიანი მოქალაქე“.
„მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შვილების ცხოვრებაში მხოლოდ კეთილი სურვილებით ერევიან, საბოლოოდ მოძალადეები გამოდიან“, – გვეუბნება 23 წლის ილია ურუშაძე. მისი აზრით, ისინი ერევიან ზრდასრული შვილების ჩაცმაში, ვარცხნილობაში, პროფესიის არჩევაში და ა.შ. თუმცა იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას, ნაკლებად ფიქრობენ“.
ირაკლი ფაღავა
იას მსგავსად, ილიასაც მეგობრის მაგალითი მოჰყავს: „მას, ფაქტობრივად, მშობლებმა აიძულეს არ წასულიყო ჰუმანიტარული მიმართულებით და ტექნიკური განათლება მიეღო. წლების შემდეგ, როცა მან გაანალიზა, რომ ამ სფეროში ვერ მოახდენდა საკუთარი თავის რეალიზებას, დეპრესიაში ჩავარდა“.
ილია ურუშაძის თქმით, მშობლების მხრიდან შვილები ხშირად ხდებიან მენტალური ძალადობის მსხვერპლი: „ჩემი აზრით ძალადობაა, როცა ჩვილ ასაკში გაუცნობიერებლად გნათლავენ და შემდეგ, როცა შენ გიჩნდება სურვილი გააკეთო სხვა არჩევანი, სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდები. ინტელექტუალურ ძალადობას დავარქმევდი, როცა მშობლები ცდილობენ აუკრძალონ შვილებს მათთვის არასასურველი წიგნების კითხვა. აქედან იწყება სხვისი ცხოვრების კონტროლი“.
ის, რომ საქართველოში შვილების დიდი ნაწილი მშობლებზეა ფინანსურად დამოკიდებული, ილია ურუშაძის აზრით, ესეც მშობლების ბრალია: „ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის შინაგანი თავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი, ალბათ ამიტომ ცდილობდნენ ქართველი მშობლები შვილების ფინანსურად დაქვემდებარებას. დღეს, როცა ახალი თაობა ცდილობს გაარღვიოს ეს ჩარჩოები, გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ალტერნატივად რჩება სკოლა, სადაც მოზარდმა უნდა შეძლოს იმის გაანალიზება, ვინ არის და რა უნდა“.
24 წლის მალო აეროპორტში მუშაობს. აქვს საკუთარი შემოსავალი, თუმცა ფინანსური დამოუკიდებლობის მიუხედავად, ის ფიქრობს, რომ ე.წ. ტრადიციებს ვერ უმკლავდება: „დისკომფორტია ის, რომ არ მაძლევენ შესაძლებლობას წავიდე სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში და იქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. რომ არა მშობლების ჩარევა, ალბათ პროფესიაც სხვა მექნებოდა. პატარ-პატარა წინააღმდეგობები მაინც დავძლიე, თუმცა, დღემდე პრობლემად რჩება ჩემი სხვა ქალაქში წასვლა და ცხოვრება“.
მალო ამბობს, რომ მშობლებს დღემდე აქვთ მცდელობა დაუგეგმონ შვილებს პირადი ცხოვრება, მომავალი ცოლის ან ქმრის არჩევაში ჩაერიონ აქტიურად, რაც მისთვის მიუღებელია: „ზედმეტი ჩარევა ყოველთვის იძლევა ნეგატიურ შედეგს“, -ამბობს ის.
22 წლის ირაკლი ფაღავაც მიიჩნევს, რომ მშობლების მხრიდან გადამეტებულ „მზრუნველობას“ ცუდი შედეგები მოაქვს: „ჩვენ ტრადიციულად ბიჭებს უფრო ვანებივრებთ და ეს ზედმეტი თავზე გადაყოლა აზარმაცებს ახალგაზრდებს და პასუხისმგებლობის უნარს უკარგავს. ადამიანებს უჩნდებათ ფუჭი იმედები და ჰგონიათ, რომ მათ გასაკეთებელს ყოველთვის სხვა გააკეთებს, რომ დედა, მამა დაეხმარება, ბიძა დაასაქმებს და არ არის საჭირო ზედმეტი მონდომება. მერე უკვირთ მშობლებს, რომ მათი შვილები ინერტულები და მათზე დამოკიდებული არიან. პრობლემაა ის, რომ ამ ქვეყანაში სრულწლოვანება არაფერს ნიშნავს – 18 წლის ხარ თუ 30-ის, მაინც მშობლის გავლენის ქვეშ ხარ“.
ილია ურუშაძე
ირაკლი მიიჩნევს, რომ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზა განათლებაა: „ოღონდ არა ისეთ სკოლაში, სადაც სტერეოტიპებით სავსე პედაგოგები გხვდებიან, განათლება, რომელიც დაგეხმარება საკუთარი თავის პოვნაში. მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევაც, რადგან ჩემს კურსზე ასამდე სტუდენტი სწავლობს და აქედან ნახევარზე მეტი ამბობს, რომ იურისტობა არ ყოფილა მისი არჩევანი. რა უნდა მისცეს იძულებით მიღებულმა პროფესიამ ან მას, ან სახელმწიფოს“.
ფსიქოლოგ ქეთევან ბერიძის განმარტებით, მშობლების მხრიდან შვილების კონტროლს გარკვეული ტრადიციული ურთიერთობები განაპირობებს: „თუმცა, ნელ-ნელა ხდება გარდატეხა. ადამიანზე, რომელიც არ არის დაოჯახებული, მაგრამ შეძლო დაეწყო ცალკე ცხოვრება, „რა მაგარია“, ვამბობთ. ყველა კულტურაში შეიძლება იყოს მშობელი, რომელიც უფრო მეტად ერევა შვილის ცხოვრებაში და ვიღაც არა. ის, რომ მშობელს უნდა იცოდეს სად არის და რას აკეთებს მისი შვილი, ნორმალურია, რადგან საფრთხეები ყოველთვის არსებობს. თუ მშობლის არგუმენტები არ არის ჯანსაღი, მაშინ შეიძლება იყოს სადავო, ასევე არგუმენტირებული უნდა იყოს შვილის მხრიდან სახლიდან გასვლის თუ წასვლის მიზეზიც. რაც შეეხება სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში წასვლას, მშობელი ყველაზე კარგად იცნობს თავის შვილის და იცის რამდენად შეძლებს ის დამოუკიდებლად ცხოვრებას. და მეორე, მშობელსაც აქვს ისტორია, თავისი გამოცდილება და შეიძლება ეს შიში მის გამოცდილებას უკავშირდებოდეს“.
ფსიქოლოგის თქმით, ამ საკითხზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. „ეს დამოკიდებულია როგორც მშობლის, ასევე შვილის პიროვნულ თვისებებთან და მათ შორის არსებულ ურთიერთობებთან, ასევე გარემოსთან სად, რა გარემოში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება“.
„ეს თანხა იქნება შენარჩუნებული და მშენებლობა მაშინ დაიწყება, როცა სახლის პროექტი იქნება მზად“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი: „როგორც იცით, იაფი სახლის მშენებლობა ბენზეში, ბარაკების ადგილზე იყო გადაწყვეტილი. ამ ტერიტორიაზე 60 ოჯახი ცხოვრობს და ჯერ მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ფართობი კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მერიის დადგენილებით, მოსახლეობას 1 კვ.მეტრში 700 ლარს ვთავაზობთ. ამ შეთავაზებაზე თანახმაა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. დაახლოებით ოცამდე ოჯახმა კომპენსაციის მიღებაზე წერილობით თქვეს უარი, მათ 700 ლარზე მეტი მოითხოვეს“.
ბათუმის მერია
ვიცე-მერის თქმით, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია ვერ მიაღწევს მოსახლეობასთან შეთანხმებას, ზურაბ ბერიძის განცხადებით, იაფი სახლი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე აშენდება: „ძალადობრივი მეთოდები მოსახლეობის მიმართ არ იქნება გამოყენებული და სახლი აშენდება მერიის კუთვნილ, თავისუფალ მიწაზე. ადრე რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზეც და სხვაგანაც. ალბათ ამ ტერიტორიების განხილვა დაიწყება“.
კომპანია, რომელიც იაფი სახლის პროექტზე იმუშავებს, წლის ბოლოს ტენდერის მეშვეობით გამოვლინდება. „სანამ ტერიტორიის საკითხი არ გადაწყდება, მანამდე პროექტი ვერ გაკეთდება, რადგან პროექტი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს ინტეგრირებული. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ტერიტორიის გეოლოგიური კვლევაც, უნდა დადგინდეს მიწის გრუნტის მდგომარეობა. ბენზეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე პროექტი ვერ იქნებოდა მორგებული“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.
ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ბარაკების მფლობელი მოსახლეობისგან საბოლოო პასუხის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ: „შემდეგ უკვე, მერთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მოლაპარაკების ვადის გაგრძელებას ექნება თუ არა აზრი, თუ ცარიელ ტერიტორიაზე დავიწყებთ მშენებლობას“.
მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების მოგვარებამდე იაფი სახლის მოსარგებლეთა კატეგორიებიც განისაზღვრება. ვიცე-მერის თქმით, „იაფი სახლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება გაზაფხულზე“.
იაფი სახლი არის პროექტი, რომლის ფარგლებში მერიამ უნდა ააშენოს 200-ბინიანი კორპუსი, რომლითაც უსახლკარო ოჯახები ისარგებლებენ. კერძოდ ისინი, რომლებიც შვიდი წლის განმავლოაბში ცხოვრობენ ბათუმში და არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა არიან გადამხდელუნარიანები, მერია შემდგომი გამოსყიდვის საფუძველზე მათ ბინებს თვითღირებულებაში გადასცემს. ბინის გამოსყიდვა მფლობელმა ათი წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსალკარო ოჯახი ცხოვრობს.
გიაქარცივაძე,საქართველოსიურისტთაასოციაციის (საია) აჭარისფილიალისთავმჯდომარე: „ვესწრებოდი როგორც 2013, ასევე 2014 წლის შეჯამებას. მათ შორის არსებითი სხვაობა ვერ ვიპოვე. პრობლემები, რაც შეეძლო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადაეჭრა, არ გადაჭრილა. ჩემი ხედვით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ავტონომიას არა აქვს საკმარისი უფლებამოსილება.
გია ქარცივაძე
ჩანს ინიციატივის ნაკლებობა, რჩება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. ჩანს, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები 100%-ით ცენტრზე არიან დამოკიდებული.
ანგარიშის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით კითხვებზე პასუხი იყო აგრესიული. დღემდე ამ მიმართულებით არანაირი სრატეგია არ გააჩნია რეგიონს.
გარდა ამისა, რაც მე პრობლემად მეჩვენება და მიმაჩნია, რომ აჭარის მთავრობას თავიდანვე შეეძლო შეეჩერებინა ეს პროცესი, ე.წ. მუყაოს ქალაქია. ხელისუფალს უკანონოდ შეჭრის საშუალება არ უნდა მიეცა ხალხისთვის. რადგან თავის დროზე არ იყო ადეკვატური პასუხი გაცემული, დღეს უკვე მათთან საუბარი უჭირთ. ახლა მათ აქვთ მესაკუთრის განცდა. სხვა მოქალაქეებსაც შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა სასურველი შედეგი გამოიღოს. შესახლებულებიდან ორი მესამედი ცუდ მდგომარეობაშია, შეიძლება სახლი აქვთ, მაგრამ არსებობა არ შეუძლიათ. ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ, ამის პასუხი მე არ მაქვს. არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უნდა გამოასახლონ, ამას სჭირდება კვალიფიციური შესწავლა, მაგრამ არ შეიძლება ერთი გაღატაკებული ოჯახის ხარჯზე იქ ვინმემ რაიმე მიიღოს. ვიცი, რომ იქ ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ფოტოების გადაღებით საქმე არ კეთდება.
მესამე ეს არის იპოთეკარების საკითხი. ბიუჯეტში ჩასვეს მცირე ტურისტული ობიექტების დაფინანსების პროგრამა, რომელიც შემდეგ გადააკეთეს და საბოლოოდ დაარქვეს იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების დახმარება. ეს წინასაარჩევნოდ დაანონსეს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ 16-მა ოჯახმა მიიღო სესხი.
ორწლიანი შედეგების შეჯამებისას ბევრი კითხვა დავსვი, მინდოდა ასეთი კითხვაც დამესვა: რა შეიძლება დავუკავშიროთ ამ მთავრობის სახელს? – ზოგიერთს ანბანის კოშკი უკავშირდება, ზოგიერთს – სკვერი, მოედანი… აჭარის მთავრობა ძირითადად შემოიფარგლებოდა მიმდინარე საქმეებით. არ მახსენდება ინიციატივა ან პროექტი, რომელიც შეიძლება მათ სახელთან გაიგივდეს. შემიძლია ვთქვა, რომ შტორმებისა და
სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მთავრობა ადეკვატური იყო. მაგრამ ამ მხრივაც არ იყო რაიმე განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას“.
ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ანგარიშების წარდგენისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს პოზიტივი და ნაკლებად საუბრობს პრობლემებზე. რიგი პრობლემებისა არც წინა წელს იყო მოგვარებული და არც დღეს, მაგალითად, ჰესებთან დაკავშირებული პრობლემები. მესმის, რომ აჭარის მთავრობას არ აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის პირდაპირი უფლებამოსილება, მაგრამ, როდესაც ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ეს ადგილობრივი მთავრობის პრობლემაა.
ასლან ჭანიძე, იურისტი
არის საუბარი, რომ დიდი ინვესტიციები შემოვიდა, მე ინვესტიციად არ განვიხილავ სახლის მშენებლობას. შესაძლოა ესეც ინვესტიციაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო ამისგან ერთჯერად შემოსავალს მიიღებს.
წელს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა არ ყოფილა. მე მაინტერესებს რას მოგვიტანს ჰესები, როდესაც უნდა დაიტბორის სასოფლოსამეურნეო მიწები. მაინტერესებს, რა ზიანს მიაყენებს ეს მოსახლეობას. ვსაუბრობთ ქალაქის განაშენიანებაზე, კარგია რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს, მაგრამ უნდა ვხედავდე, 2018 წელს ეს პრობლემები მოგვარებული იქნება თუ არა.
მოვისმინეთ გეგმების შესახებ, თუმცა რეალურ შედეგებს ვერ ვხედავთ. ჩემთვის კი მთავარი შედეგია. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი პროგრამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არა აქვს მოსახელობას, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამებზე. მესმის, რომ ეს სცილდება მთავრობის ფუნქციას, მაგრამ ხომ შეიძლება თვითმმართველობამ ამბავი მიუტანოს ხალხს სოფლებში.
ნათიაზოიძე, „საერთაშორისოგამჭვირვალობასაქართველო“: „ნგარიში, რაც მთავრობამ წარმოადგინა, მე, მაგალითად, ბიუჯეტის განხილვა უფრო მეგონა, ვიდრე ანგარიში. ჩვენმა ორგანიზაციამ იმუშავა ჰესებთან დაკავშირებით, ჩანჩახალოს თემაზე და ვფიქრობ, მთავრობას არ ჰქონდა იდენტიფიცირებული პრობლემა. ამის ბრალი იყო ისიც, რომ წინასწარი კვლევების გარეშე იქმნებოდა კომისიები, რომლებიც არ იყო აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც საჭირო იყო იმის დასადგენად, მეწყრული პროცესების გამო დაიბზარა თუ არა სახლები. გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტები რომ უნდა ჩამოვიდნენ და შეისწავლონ საკითხი, ადრეც იყო ცნობილი. აგვისტოს ბოლოს დადგა პრობლემა დღის წესრიგში და დღემდე არ გვაქვს გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნა. მე ვერ მოვისმინე აჭარის მთავრობის ხედვა ამასთან დაკავშირებით – გამოასახლებს ამ ადამიანებს დაუყონებლივ, თუ რას აპირებს, არანაირი სტრატეგია არ არსებობს, მოსახლეობა რჩება პასუხის გარეშე. ფაქტია, რომ სახლები არის დანგრევის პირას.
ნათია ზოიძე
ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მიეცა მთავრობისთვის საშუალება, რომ აქციების ფორმატიდან ინფორმაციის გაცვლა გადაგვეტანა სადისკუსიო სივრცეში. დავითანხმეთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე, მაგრამ აჭარის მთავრობიდან მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოვიდა. გვაინტერესებდა ბიუჯეტში როგორ იყო ეს საკითხი გაწერილი, მაგრამ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების მხრიდან კითხვებს პასუხი არ გასცემია.
ვფიქრობ, საკადრო პოლიტიკა აჭარაში ბევრ კითხვით ნიშანს ბადებს. აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დაპირისპირების ფონზე გამოჩნდა, რომ აჭარაში საკადრო პოლიტიკას მთლიანად პოლიტიკური გუნდი განსაზღვრავს და არ ნიშნავენ ადამიანებს კვალიფიკაციის მიხედვით.
მრჩება განცდა, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობა ნაკლებად ითვალისწინებს. არის დადებითი ტენდენციაც, ზედდების კომისიის მუშაობას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დადებითად აფასებს.
ლევანგობაძე, არასამთავრობოორგანიზაციაახალგაზრდამეცნიერთაკავშირი „ინტელექტი“: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შეფასება ცალკე არ იქნება მართებული. მისი საქმიანობა უნდა შეფასდეს უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან ერთად, იმიტომ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან გამომდინარე, სწორედ ხელისუფლების ეს ორი შტოა თანაბრად პასუხისმგებელი რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველ მათგანს გააჩნია ცალსახად განსაზღვრული ადგილი და როლი ასეთი განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიების შემუშავებასა და მათ იმპლემენტაციაში.
ლევან გობაძე
თუ გადავხედავთ განვლილ პერიოდს, აშკარად შეიმჩნევა, რომ მათი საქმიანობა ატარებს ტაქტიკურ, არა სტრატეგიულ ხასიათს და ძირითადად მიმართულია საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებში `ხვრელების ამოვსებაზე~ და არა რეგიონის განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და მათ იმპლემენტაციაზე.
გამოვყოფდი ორ უმთავრეს შეცდომას, რომელიც, ჩემი აზრით, რეგიონის ხელისუფლებამ დაუშვა. უპირველესი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ აჭარის მთავრობამ არ ან ვერ შეიმუშავა ერთიანი, სტრატეგიული ხედვები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რეგიონი, სად არის მისი ადგილი საქართველოს ეკონომიკაში, საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობებში. შესაბამისად, ვერ იქნა განსაზღვრული სტრატეგიული ორიენტირები და მათი მიღწევის გზები. ცალკეულ სამთავრობო უწყებებს აქვთ საკუთარ სფეროებში გარკვეული სტრატეგიების ფორმირებისა და განხორციელების მცდელობები, მაგრამ ერთიანი, კომპლექსური, კოორდინირებული ხედვების არარსებობის პირობებში ასეთი დაქსაქსული აქტივობების ეფექტურობა ძალიან დაბალია.
მეორე დიდი შეცდომა, რომელიც მინდა გამოვყო, ეს არის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეკოლოგიური და სხვა მიზეზების გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები და წასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან დასახლებულიყვნენ ე.წ. `ოცნების ქალაქში~, ყოვლად გაუსაძლის პირობებში.
ჩვენ გვქონდა საშუალება უშუალოდ დავკვირვებოდით სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც აქ ჩასახლებული ადამიანების საცხოვრებელი პირობების შესწავლით იყო დაკავებული. კომისიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ იყვნენ
ისეთებიც, რომლებიც აგდებულად და უკმეხად ეკიდებოდნენ არა მარტო თავის მოვალეობებს, არამედ აქ მცხოვრებ ადამიანებსაც. სწორედ მათი „საქმიანობის“ შედეგია, რომ მიგრანტთა პრობლემები ჯერაც არ არის გადაწყვეტილი და პრობლემას შენარჩუნებული აქვს სოციალური დაძაბულობის ძალიან დიდი მუხტი, რომელიც შეიძლება ყოველწუთს ქუჩაში გადმოიღვაროს.
ცალკე აღსანიშნავია აჭარის უმაღლესი საბჭოს დესტრუქციული როლი რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. საკვანძო თანამდებობების უაღრესად არაკომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტების, აჭარის არ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულების პირობებში, მას არ შესწევს უნარი მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებში. სოციალური დაძაბულობის პიკზეც კი, როდესაც ეკომიგრანტთა მანიფესტაციებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაჩნდა მიგრანტთა დასახლებები, საკუთარ თბილ კაბინეტში დაკვირვების რეჟიმიდან არ გამოსულა, მეორე კი, რომელსაც თანამდებობრივად ევალება ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, საკუთარი ოჯახის წევრებისათვის თანამდებობების შენარჩუნებისთვის ინტრიგების ხლართვით იყო დაკავებული.
არსებულ მდგომარეობას გააჩნია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები.
მიუხედავად 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი ხასიათისა, თავისი შინაარსით და შედეგებით მას რევოლუციური ხასიათი ჰქონდა. წინა ხელისუფლების დროს დასაქმებული ადამიანების მასობრივი დათხოვნები ყველა სახელისუფლებო რგოლიდან, ამ პერიოდში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა თუ ცალკეული პროექტების არაობიექტურმა შეფასებებმა, სახელისუფლებო სტრუქტურებში პარტიული ნიშნით არაკომპეტენტური ადამიანების მასობრივმა შედინებამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება არამარტო ვერ ახერხებს ეფექტური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას, არამედ იმის ათვისებასაც კი, რაც განსაზღვრულია დამტკიცებული ბიუჯეტებით.
საბოლოო ჯამში, ყველა ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს იმ სურათს, რაც დღეს გვაქვს რეგიონში. რაც შეეხება კონკრეტული ციფრებით შეფასებას, ხუთბალიანი სკალის მიხედვით აჭარის არ მთავრობის შევაფასებდი დამაკმაყოფილებლად (ანუ 3-ზე), აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას კი ცუდით (2 მინუსით).
2015 წლისთვის ბათუმში დაგეგმილია არაასფალტირებული ქუჩების შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (ჯამში 114 335 კვ/მ ფართობის) და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის გარეშე (76 507 კვ/მ). ასევე დაგეგმილია არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უვარგისი გრუნტის ამოღება და ბუნებრივი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შევსება-დატკეპნით (მთლიანი მოცულობა 455 კუბ/მეტრი).
პრეტენდენტმა წლის დასაწყისში ქ. ბათუმის მერიის მიერ მითითებული ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ქუჩების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე ჩაატაროს არაასფალტირებულ ქუჩებზე ორმოების კიდეების გაფხვიერების და დამუშავების სამუშაოები; მოახდინოს ბალასტით ორმოების შევსება, გასწორება-დატკეპნა, საჭიროების შემთხვევაში ზემოდან ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოსწორება, შემდეგი ტექნოლოგიური პირობების დაცვით:
ა) ღრმა ორმოებში პირველად უნდა ჩაიყაროს ქვიშა-ხრეშოვანი (ბალასტი) ნარევი
შემდგომი დატკეპნით და ზემოდან უნდა მოიყაროს 0-40 ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი ნარევი. მოხდეს ხელით ან მექანიზირებული წესით გასწორება;
ბ) არაასფალტირებული საშუალო სიღრმის ორმოების მქონე ქუჩები ჯერ დამუშავე-
ბული უნდა იყოს გრეიდერის საშუალებით და შემდგომ უნდა განხორციელდეს 0-40
ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოშანდაგება;
გ) რიგ შემთხვევებში ქუჩები უნდა მოსწორდეს მექანიზირებული წესით (გრეიდე-
რით) ქვიშა-ღორღოვანი ნარევის გარეშე;
დ) არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უნდა მოხდეს უვარგისი (სუსტი) გრუნ-
ტის დამუშავება 0,25 კბ.მ. ტევადობის ჩამჩის მქონე ექსკავატორით მისი შემდგომი დატვირთვით ავტოთვითმცლელზე, გატანა 5 კმ. მანძილზე და შევსება ბუნებრივი ქვიშახრეშოვანი ნარევით.
ტენდერში გამარჯვებულმა, რომელიც 8 იანვარს დასახელდება, სამინისტროს ძაღლებისთვის 15 000 კგ მშრალი საკვები ეტაპობრივად, 2015 წლის 30 ნოემბრამდე, ყოველ ჯერზე მოთხოვნიდან 25 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.
ტენდერის პირობებით აუცილებელია ძაღლის საკვებს გააჩნდეს შემდეგი ძირითადი მახასიათებლები:
ვიტამინი A – არანაკლებ 13000 UI/kg. და არაუმეტეს 15000 UI/kg;
ვიტამინი D3 – არანაკლებ 700 UI/kg. და არაუმეტეს 1000 UI/kg;
ვიტამინი E – არანაკლებ 400 მგ/კგ და არაუმეტეს 600 მგ/კგ;
ვიტამინი C – არანაკლებ 150 მგ/კგ და არაუმეტეს 300 მგ/კგ;
ნაცარი – არაუმეტეს 6 %;
საკვების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ შემდეგი
კომპონენტები: კალციუმი, სპილენძი, რკინა, თუთია და იოდი.
საკვები უნდა შეიცავდეს ცხიამიან მჟავას ომეგა-3-ს ან/და ომეგა-6-ს;
საკვები განკუთვნილი უნდა იყოს საშუალო ზომის ძაღლებისათვის.
ტომარაზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ფირმის დასახელება და ვის მიერ არის წარმოებული, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. ამასთანავე, უნდა იყოს მითითებული საკვების შემცველობა, კვების ნორმები, საკვების კალორიულობის პროცენტის მაჩვენებლები, ცხიმი, მინერალები, ვიტამინები და სხვა.
შემოტანის დროს არ უნდა იყოს დარღვეული ტომარის მთლიანობა;
დაფასოებული უნდა იყოს წყალგაუმტარ პოლიეთილენის ტომრებში (შესაძლებელია შემოთავაზებულ იყოს სხვადასხვა წონის ტომრები).
ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 5 იანვრიდან დაიწყება.
აღნიშნულმა უწყებებმა და იურიდიულმა პირებმა 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები 5 იანვრიდან ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა, უნდა მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ სახაზინო კოდზე.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა მოხდეს ვადის ამოწურვის შემდეგ.
მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდება მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.
ლევან დოლიძე ამბობს, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო, ხვალ ხუთი წელი გახდება რაც ის პორტში მუშაობს.
აქციაზე იმყოფება ამირან მიქელაძე, ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე. რომელმაც დღეს სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს პორტის ადმინისტრაციის ბრძანება გააცნო.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე კი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს კონტაქტი არ გაუგრძელდება აქციას პორტის სხვა თანამშრომლებცი შეურთდებიან, რაც მისი თქმით ბათუმის პორტის პარალიზებას გამოიწვევს: “ხალხი ახალ წელს დარჩა უმუშევარი, მათ სესხები აქვთ გამოტანილი ბანკებიდან”.
ლევან ფაილოძე ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილე “ბათუმელებთან” განმარტავს, რომ დაახლოებით 45 ადამიანს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მათთან ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაგრძელება არ იგეგმება, თუმცა ეს ადამიანები რჩებიან რეზერვთა სიაში, “ისინი არიან კვალიფიციური და გადამზადებული კადრები”.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები:
ცეცხლსასროლი იარაღი:
პისტოლეტი, რევოლვერი;
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
ხელის ტყვიამფრქვევი;
ტყვიამფრქვევი;
შაშხანა;
სნაიპერული შაშხანა;
ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;
ყუმბარმტყორცნი.
რაც შეეხება საბრძოლო მასალებს, დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში იქნება ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა.
„აჭარ ენერჯი 2007“-ს უფლება მიეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ლიცენზიის გარეშე მოიპოვოს 150 ათასი მ/კუბ სასარგებლო წიაღისეული (ძირითადად ქვიშახრეში).
კომპანიამ 100 ათასი მ/კუბ ქვიშახრეში სოფელ ერგეს (მდ. ჭოროხი), ხოლო 50 ათასი მ/კუბი სოფელ აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) უნდა მოიპოვოს.
„აჭარ ენერჯი 2007“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ხოლო ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 26 087 ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.
შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. კომპანია კი თავის მხრივ ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში აღნიშნულ დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტის მიღების მიზანია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 7(1) მუხლში შევიდეს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება , თუ რომელი მიწის ნაკვეთი ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ცვლილებების შედეგად მოქალაქეებმა უნდა შეძლონ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარება, მიუხედავად იმისა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში მიწის რეფორმის განხორციელება ორჯერ ჩაიშალა (1992-1999 და 2004-2006 წლებში). აღნიშნულის გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2007 წლის 28 დეკემბერს შესაბამის კანონში შევიდა ცვლილება და მას დაემატა 7(1) მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.”
მიუხედავად ამ რედაქციისა, 7(1) მუხლით მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რაც გამოწვეული იყო კანონის მე-2 მუხლში შესული არაერთი ცვლილებების გამო. ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს განცხადებით მიმართეს კანონში შესულ ცვლილებამდე) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ იმ კომლებსაც, რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ., ასევე , თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.
კანონპროექტის მიხედვით ზემოაღნიშნული 7(1) მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე ითვლება თვითნებურად დაკავებურად თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არა უმეტეს 0,2 ჰა-ს ოდენობით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“.
ხოლო 7(1) მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი ითვლება თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერსებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა“.
წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილია დანიშნული. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.