სიახლეები

მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ განცხადება

31.12.2014 • 2451
მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ განცხადება

 

ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დისკუსიაში ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩაერთო და შენობის  რეაბილიტაციის, კანონიერებისა და საქმის ამსახველი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მან  მაინც შენობისდან მედია ორგანიზაციის გამოსახლების აუცილებლობაზე ისაუბრა.  (დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის).

 

მაია მამულაშვილი
მაია მამულაშვილი

ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ თელავში, სამხატვრო სკოლის შენობის სარდაფში. 2011 წელს შენობის დანგრეული და განადგურებული ფართობი იჯარით ავიღეთ (კანონის ყველა წესის დაცვით) ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. Irex G Media პროგრამის და „ღია საზოგადოების მხარდაჭერით“ გავარემონტეთ და შევქმენით „მედია კაფე“- ღია სივრცე თავისუფალი აზრისათვის. https://www.youtube.com/watch?v=ysujBgpTpOc

 

 ამ სივრცემ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქალაქ თელავში კულტურული და საინფორმაციო სერვისების შექმნას შეუწყო ხელი. უამარავი შეხვედრა, წიგნის განხილვა, დისკუსია, საჯარო განხილვა, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. გარდა ამისა,„ მედია კაფე“ მცირე, მაგრამ სტაბილური დაფინანსების წყაროა რედაქციისათვის.

https://www.youtube.com/watch?v=-YQQwLnrOVU

https://www.youtube.com/watch?v=tl1T9zqGSH4

https://telavi-gov.ge/?p=8449

 

„მედია კაფეს“ არსებობს დღიდან ორგანიზაციის მუშაობაში  მუდმივად ხელს გვიშლიან კონკრეტული პირები გამოხატავენ რა მუქარას ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ: გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პირთა შესახებ:

 

1. ქალაქ თელავის ყოფილი რწმუნებული და თელავის მერის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც მედია ორგანიზაციაზე ზეწოლას ახდენს, იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მის პიარზე უარი ვთქვით.

იხილეთ სტატია. https://kakhetinews.ge/ge/home/news/main-theme/telavis-rwmunebulma-kaxetis-xmis-redaqtors-sheuracxyofa-miayena

 2. სამხატვრო სკოლის დირექტორი ვახტანგ ლაცაბიძე, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში თანხების  არამიზნობრივი ხარჯვისათვის  მხილების გამო  შენობიდან რედაქციის  გამოსახლებას ითხოვს,  

https://kakhetinews.ge/ge/home/news/main-theme/samxatvro-skolis-naturmorti-korufciis-surnelit

3. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც გააჩნიათ კერძო ბიზნეს-ინტერესები.

 4. გუბერნიის თანამრომელი ვალერი გრემელაშვილი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დახურვაზე საუბრობდა საჯაროდ.

 

რედაქციამ არაერთხელ წერილით მიმართა ქალაქის მერიას მიმდინარე საკითხის მოგვარებისათვის, რათა მოგვეცეს მშვიდი მუშაობის საშუალება, მაგრამ რეაგირება არ ხდება.

 

დავრჩა მხოლოდ ერთადერთი ფორმა, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მედია ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული ზეწოლის ფაქტებზე და წარმოვადგინოთ მუქარის კონკრეტული ფაქტები. მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მედიაზე ზეწოლის, პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის საკითხით და სასწრაფო რეაგირება მოახდინონ მედიის მუშაობაში ღია ჩარევის მცდელობისაგან, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან. 

 

მოსიაშვილის მხრიდან ამგვარი გამონათქვამები პირველი არ არის. ჯერ კიდევ გასულ წელს მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელს საჯარო სივრცეში „ფესიბუქის“ დახურულ გვრდზე  შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ ეს ფაქტი ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ გააშუქა. მოსიაშვილმა რედაქციის  მისამართით შეურაცხყოფა და აგრესია, იმ მიზეზით ახსნა, რომ „კახეთის ხმა“ მის კაპმანიას  არასათანადოდ აშუქებდა.    (https://www.media.ge/ge/portal/news/301750/ იხილეთ ლინქი)

 

პოლიტიკურად მივიწყებული მოსიაშვილი, რომელიც თელავის მერის არჩევნებზე დამარცხდა,  და თანაქალაქელთა მხოლოდ მცირე ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა,  კვლავ „კახეთის ხმის“ დისკრედიტაციით ცდილობს პოლიტიკური სახელის გაცოცხლებას.

 

 ყველაფერი იმ მიზეზით დაიწყო, რომ მოსიაშვილმა დახურულ სოციალურ ჯგუფში, „ჩვენ თელაველები“, რომლის ადმინისტრატორი თავადაა,  საზოგადოებას „სამხატვრო სკოლის“ დაცვისკენ მოუწოდა და სურვილი გამოთქვა „მედია კაფე“ შენობიდან გადაიყვანონ.

 

ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დისკუსიაში ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩაერთო და შენობის  რეაბილიტაციის, კანონიერებისა და საქმის ამსახველი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მან  მაინც შენობისდან მედია ორგანიზაციის გამოსახლების აუცილებლობაზე ისაუბრა.  (დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის).

 

მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა საზოგადოებას ამავე ჯგუფში მიაწოდა ინფორმაცია „სამხატვრო სკოლის“ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კერძო დაინტერესების შესახებ და ამავე ადმინისტრაციის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითა.  აქვე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე საკითხებით და მხოლოდ  ყვითელი პრესის განსახილველი თემაა სკოლის შენობაში მომხდარი ფაქტები და ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა  დაინტერესებულიყო სკოლის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობით.

 

ამ აზრის დაფიქსირების შემდეგ მოსიაშვილმა მაია მამულაშვილს პიროვნული შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით მიაყენა. გარდა ამისა, მან „კახეთის ხმის“ ხელმძღვანელს მიუთითა, რომ შენობიდან გააძევებს პირადად მას და რედაქციას იქედან გაათრევს. გარდა ამისა, მოუწოდა მობილიზაციისკენ დაინტერესებულ პირებს განახორციელონ ეს ქმედება  თითქოს და სკოლის ინტერესების დაცვის მიზნით.

 

ციტატის ამონარიდი  მოსიაშვილის მიმართვიდან მაია მამულაშვილის მისამართით: „იმის გარდა, რომ თქვენ ხართ თავხედი და   მორალს მოკლებული მოქალაქე,  უვიცი და ელემენტარულ ცოდნას მოკლებული ბრიყვად თავდაჯერებული ჟურნალისტი. თქვენ ხართ უზრდელიც, ღრწნას მიცემული ადამიანი (სტილი დაცულია), მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, ამ არარაობას, ამ მდაბიოს არ უნდა ეპატიოს, თქვენ ხართ უზნეო, გახრწნილი სუბიექტი. შე გარეწარო ადამიანო, შენ უნდა გაძევებული იყო ამ შენობიდან, სადაც მომავალი თაობა ხელოვნებას ეზიარება.“ (იხილეთ სრული პოსტი).

 

გიორგი მოსიაშვილის დამ,  თამარ მოსიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთის ჟურნალისტს ნიკოლოზ ესიტაშვილს, ხოლო  მედია ექსპერტის რანგში „კახეთის ხმა“ კრიტიკულად შეაფასა და თანაქალაქელებს მისი უკეთესი მედიით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა.

 

რედაქცია მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმული მუქარა,  შენობიდან გაძევების მოწოდება და პირადი  შეურაცხყოფა იმ კამპანიის ნაწილია, რასაც მიზანმიმართულად ემსახურება პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ თავისუფალი მედიის დისკრედიტაციას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის გამიზნული. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: