სიახლეები

3,2 მილიონი ლარი – სპორტულ კლუბებს ბათუმში

05.01.2015 • 2003
3,2 მილიონი ლარი – სპორტულ კლუბებს ბათუმში

 

ბათუმისა და არმაზის შეხვედრა [ნინო ხიმშიაშვილის ფოტო]

 

 

ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება კლუბები:

 

შპს “დინამო ბათუმი”  – 1,3 მილიონი ლარი;

შპს სარაგბო კლუბი “ბათუმი” – 700 ათასი;

შპს ფრენბურთის კლუბი “ბათუმი” – 110 ათასი;

შპს ხელბურთის კლუბი – 180 ათასი;

შპს წყალბურთის კლუბი – 100 ათასი;

შპს ცხენოსნობის კლუბი – 116 ათასი;

ა(ა)იპ ავტოდრომის კლუბი – 74 ათასი;

ა(ა)იპ ჭადრაკის კლუბი “ნონა” – 240 ათასი

და

შპს საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” – 380 ათასი ლარი.

 

როგორც მერიაში აცხადებენ პროგრამის მიზანია ბათუმელი სპორტსმენების მოხვედრა სხვადასხვა რანგის ნაკრებებში; საქართველოს ჩემპიონატებში წარმატებული გამოსვლა და კლუბების მზადება/მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში.

 

ამასთან, ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური სპორტული კლუბების მხარდაჭერას:

 

 „1. საფეხბურთო კლუბის მიზანია საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება და აკადემიის ჩამოყალიბება,  მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება,  გულშემატკივართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე წარმატებული გამოსვლა, საპლაჟო ფეხბურთის და ფუტზალის განვითარება, პოპულარიზაცია.  საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება–გაღრმავება და ტურნირებში მონაწილეობა. საფეხბურთო კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების უმაღლეს ლიგაში. კლუბის მიზანია ექვსეულში მოხვედრა. ასევე კლუბი იბრძვის საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

 

2. სარაგბო კლუბ „ბათუმი“-ს მიზანია, 2015 წლის საქართველოს უმაღლესი ლიგის  ჩემპიონატში შეინარჩუნოს ადგილი და იბრძოლოს პირველ ექვსეულში მოსახვედრად. აგრეთვე, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით საჭიროა ბათუმში  მეტი ახალგაზრდის მოზიდვა  რაგბის ასაკობრივ გუნდებში.

 

3. ფრენბურთის კლუბი  მონაწილეობას ღებულობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში, კლუბის მიზანია გუნდების ჩემიონობისათვის ბრძოლა.

 

4. ხელბურთის სპორტული კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და იბრძვის სამეულში მოსახვედრად.

 

5.  წყალბურთის კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქარტველოს ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის, კლუბის მიზანია შექმნას ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მომავალში წარმატებით იასპარეზებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ნიჭიერი და მაღალი სპორული შედეგების მქონე მოზარდების მაქსიმალური ხელშეწყობა მათი  შემდგომი განვითარებისა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრისათვის. ტურნირების ორგანიზება/მასპინძლობა. ბათუმის წყალბურთის ტრადიციების როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია.

 

6.  საცხენოსნო კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოსა და ამიერკავკასიის თასის გათამაშებაში. ასევე კლუბი  გეგმავს აქტიურად იმუშაოს  რაითერაპიულ მკურნალობის საკითხზე, რომელიც განსაზღვრულია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისათვის.

 

7. ავტოდრომის კლუბის  მიზანია მართვის დონის და უსაფრთხოების ამაღლება, ავტოდრომის გუნდის შექმნა, მრბოლელების აღზრდა, საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვება სხვადასხვა კატეგორიებში . ბათუმში ავტოდრომის მშენებლობა- გაფართოვება, სადაც საშუალება იქნება საქათველოს ჩემპიონატის ეტაპების მიღება და ჩატარება.  ავტოდრომის კლუბი მონაწილეობას ღებულობს  საქართველოს ჩემპიონატში (წყვილთა რბოლაში, დრიფტი).

 

8. საჭადრაკო კლუბის მიზანია ჭადრაკის ფართო მასებში პოპულარიზაცია-აგიტაცია, განვითარება და პროფესიული დონის ამაღლება. ბათუმის პროფესიონალი მოჭადრაკეებისათვის, დიდოსტატებისთვის, ნიჭიერი ბავშვებისათვის საჭადრაკო კლუბ “ნონა”-ს ბაზაზე დაოსტატებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა, შემდგომი წინსვლისათვის საჭირო სამუშაო პირობებით, ინდივიდუალური პროგრამებით  უზრუნველყოფა, ფინანსური მხარდაჭერა, სპეციალური მწვრთნელის მოწვევა, შეკრებების ორგანიზება. სხვადასხვა სახის რესპუბლიკური, ეროვნული და პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება. საჭადრაკო კლუბი “ნონა” მონაწილეობას ღებულობს ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებში, კლუბის მიზანია 2014 წელს მოპოვებული ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება.

 

9. საკალათბურთო კლუბი მონაწილეობას ღებულობს საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში, კლუბის მიზანია ექვსეულში მოხვედრა.  კლუბს დაგეგმილი აქვს აქტიურად იმუშაოს ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბათუმელი ახალგაზრდა პერსპექტიულ კალათბურთელების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას  და მათი მეშვეობით შემდგომში  ძირითადი გუნდის შევსება და გაძლიერება“.

 

მერიაში თვლიან, რომ შუალედური შედეგის შეფასების კრიტერიუმები –  საქართველოს სხვადასხვა კატეგორიის ნაკრებებში მოხვედრილი 15 ბათუმელი სპორტსმენი და საქართველოს ჩემპიონატებში დაკავებული საპრიზო ადგილები იქნება.

 

მიმდინარე წელს ბათუმის მერიის მიერ სპორტის სფეროში ასევე დაგეგმილია და შესაბამისად 1148300 ლარითაა დაფინანსებულია შემდეგი ღონისძიებები:

 

ზამთრის  სპორტის  სახეობათა  და დახურული  სპორტული დარბაზის მატერიალური ბაზის მოვლა პატრონობა, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება – 921 ათასი ლარი;

 

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ჰოკეის კლუბის შექმნა – 60 ათასი;

 

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ფიგურული ციგურაობის კლუბის შექმნა – 80 ათასი;

 

სპორტული თამაშები ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის – 30 ათასი;

 

ეზოს ფეხბურთი – 50 ათასი;

 

ინფრასტრუქტურის მოწყობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება – 7 300 ლარი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: