სიახლეები

40 მილიონამდე ლარი ჭადრაკის განვითარებისთვის

03.01.2015
40 მილიონამდე ლარი ჭადრაკის განვითარებისთვის

საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია:

ა) ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;

ბ) საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;

გ) საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა (მათ შორის, მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასის გათამაშება, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი);

დ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;

ე) ქ. ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, ა(ა)იპ -თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;

თ) მოჭადრაკეების, მწვრთნელებისა და ჭადრაკში მომუშავე სხვა სპეციალისტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) ვეტერანი მოჭადრაკეების ხელშეწყობა და მათი სახელობის ტურნირების გამართვა;

კ) რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

ლ) „ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;

მ) 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, ჭადრაკის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და განვითარების პროექტების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საჭადრაკო კლუბების აღდგენა/შექმნა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ მათ მუშაობას  და არ დაუშვან იმ ობიექტების პროფილის შეცვლა და პრივატიზება სხვა კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის, რომლებშიც განთავსებულია აღნიშნული საჭადრაკო კლუბები;

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ განიხილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი;

ეთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სატელევიზიო კომპანიებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართოდ გაშუქება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: