სიახლეები

ვინ ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით ბათუმში

06.01.2015
ვინ ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით ბათუმში

ფოტო ბათუმელების არქივიდან

სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია მოქალაქეებისთვის საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 1 297 684 ლარს დახარჯავს.

აქედან, მასწავლებელების, სტუდენტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ასაკით პენსიონერების საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობისთვის 270 551 ლარს, ხოლო  ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარების, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირებისა და მოსწავლეების  საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობისთვის 1 027 133 ლარს.

ქალაქ ბათუმში საქალაქო სამგზავრო ავტობუსით  შეღავათიანი და უფასო მგზავრობით სარგებლობის უფლება ენიჭება მგზავრს, რომელსაც გააჩნია ამ პროგრამით მოსარგებლე კატეგორიის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი და სამგზავრო ელექტრონული ბარათი. მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია გადამზიდავი. საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებებს  შორის თანხა შეიძლება გადანაწილდეს ცალკეულ მგზავრობის  შეღავათზე მოთხოვნილების მიხედვით.

საქალაქო სამგზავრო ავტობუსით  შეღავათიანი და  უფასო  მგზავრობით ისარგებლებს პროგამის შესაბამისად ქ.ბათუმის ტერიტორიაზე  არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების, კოლეჯების სტუდენტები, საჯარო და კერძო სკოლების მასწასავლებლები და მოსწავლეები, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: