სიახლეები

„აჭარ ენერჯი 2007“ ლიცენზიისგან გათავისუფლდა

30.12.2014
„აჭარ ენერჯი 2007“ ლიცენზიისგან გათავისუფლდა

 

 

კირნათი ჰესის მშენებლობა. ფოტო მანანა ქველიაშვილი

 

„აჭარ ენერჯი 2007“-ს უფლება მიეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ლიცენზიის გარეშე მოიპოვოს 150 ათასი  მ/კუბ სასარგებლო წიაღისეული (ძირითადად ქვიშახრეში).

 

კომპანიამ 100 ათასი მ/კუბ ქვიშახრეში სოფელ ერგეს (მდ. ჭოროხი), ხოლო 50 ათასი მ/კუბი სოფელ აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) უნდა მოიპოვოს.

 

„აჭარ ენერჯი 2007“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ხოლო ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 26 087 ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.

 

შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. კომპანია კი თავის მხრივ ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში აღნიშნულ დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: