სიახლეები

ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ორმოების ამოსავსებად

31.12.2014
ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ორმოების ამოსავსებად

 

ბათუმი, ერისთავის ქუჩა. [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

 

2015 წლისთვის ბათუმში დაგეგმილია არაასფალტირებული ქუჩების შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (ჯამში 114 335 კვ/მ ფართობის) და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის გარეშე (76 507 კვ/მ). ასევე დაგეგმილია არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უვარგისი გრუნტის ამოღება და ბუნებრივი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შევსება-დატკეპნით (მთლიანი მოცულობა 455 კუბ/მეტრი).

 

პრეტენდენტმა წლის დასაწყისში ქ. ბათუმის მერიის მიერ მითითებული ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ქუჩების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე ჩაატაროს არაასფალტირებულ ქუჩებზე ორმოების კიდეების გაფხვიერების და დამუშავების სამუშაოები; მოახდინოს ბალასტით ორმოების შევსება, გასწორება-დატკეპნა, საჭიროების შემთხვევაში ზემოდან ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოსწორება, შემდეგი ტექნოლოგიური პირობების დაცვით:

 

ა) ღრმა ორმოებში პირველად უნდა ჩაიყაროს ქვიშა-ხრეშოვანი (ბალასტი) ნარევი

შემდგომი დატკეპნით და ზემოდან უნდა მოიყაროს 0-40 ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი ნარევი. მოხდეს ხელით ან მექანიზირებული წესით გასწორება;

 

ბ) არაასფალტირებული საშუალო სიღრმის ორმოების მქონე ქუჩები ჯერ დამუშავე-

ბული უნდა იყოს გრეიდერის საშუალებით და შემდგომ უნდა განხორციელდეს 0-40

ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოშანდაგება;

 

გ) რიგ შემთხვევებში ქუჩები უნდა მოსწორდეს მექანიზირებული წესით (გრეიდე-

რით) ქვიშა-ღორღოვანი ნარევის გარეშე;

 

დ) არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უნდა მოხდეს უვარგისი (სუსტი) გრუნ-

ტის დამუშავება 0,25 კბ.მ. ტევადობის ჩამჩის მქონე ექსკავატორით მისი შემდგომი დატვირთვით ავტოთვითმცლელზე, გატანა 5 კმ. მანძილზე და შევსება ბუნებრივი ქვიშახრეშოვანი ნარევით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: