სიახლეები

შსს-ს 90 ათას ლარიანი ტენდერი ძაღლის საკვების შესყიდვაზე

31.12.2014
შსს-ს 90 ათას ლარიანი ტენდერი ძაღლის საკვების შესყიდვაზე

 

ტენდერში გამარჯვებულმა, რომელიც 8 იანვარს დასახელდება,  სამინისტროს ძაღლებისთვის 15 000 კგ მშრალი საკვები ეტაპობრივად, 2015 წლის 30 ნოემბრამდე, ყოველ ჯერზე მოთხოვნიდან 25 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

 

ტენდერის პირობებით აუცილებელია ძაღლის საკვებს გააჩნდეს შემდეგი ძირითადი  მახასიათებლები:

 

პროტეინი არანაკლებ – 25 % და არაუმეტეს – 28 %;

ნედლი უჯრედანა (ბოჭკო) – არანაკლებ – 1.2 % და არაუმეტეს – 1.6 %;

ცხიმი – არანაკლებ – 14 % და არაუმეტეს – 17 %;

ტენიანობა – არანაკლებ – 8 % და არაუმეტეს – 10 %;

ვიტამინი A – არანაკლებ 13000 UI/kg. და არაუმეტეს 15000 UI/kg;

ვიტამინი D3 – არანაკლებ 700 UI/kg. და არაუმეტეს 1000 UI/kg;

ვიტამინი E – არანაკლებ 400 მგ/კგ და არაუმეტეს 600 მგ/კგ;

ვიტამინი C – არანაკლებ 150 მგ/კგ და არაუმეტეს 300 მგ/კგ;

ნაცარი – არაუმეტეს 6 %;

საკვების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ შემდეგი

კომპონენტები: კალციუმი, სპილენძი, რკინა, თუთია და იოდი.

საკვები უნდა შეიცავდეს ცხიამიან მჟავას ომეგა-3-ს ან/და ომეგა-6-ს;

საკვები განკუთვნილი უნდა იყოს საშუალო ზომის ძაღლებისათვის.

 

ტომარაზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ფირმის დასახელება და ვის მიერ არის წარმოებული, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. ამასთანავე, უნდა იყოს მითითებული საკვების შემცველობა, კვების ნორმები, საკვების კალორიულობის პროცენტის მაჩვენებლები, ცხიმი, მინერალები, ვიტამინები და სხვა.

შემოტანის დროს არ უნდა იყოს დარღვეული ტომარის მთლიანობა;

დაფასოებული უნდა იყოს წყალგაუმტარ პოლიეთილენის ტომრებში (შესაძლებელია შემოთავაზებულ იყოს სხვადასხვა წონის ტომრები).

 

ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 5 იანვრიდან დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: