ფერიის სასაფლაოზე ბათუმის მერიის მონაცემებით დღეს განთავსებულია დაახლოებით 25-30 ათასი საფლავი. ამ სასაფლაოს პასპორტიზაციისთვის ერთ-ერთი ქვეპროგრამის – „სასაფლაოების მოვლა–პატრონობა“ – ფარგლებში წელს ქალაქის ბიუჯეტში 70 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პროგრამით ასევე დაგეგმილია: ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობა [გათვალისწინებულია 506 100 ლარი], უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა [4 900 ლარი], დაბა ჩაქვში ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა [1 376 000 ლარი], სასაფლაოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება [20 500 ლარი].
სასაფლაობის მოვლა-პატრონობაში იგულისხმება საფლავზე მისასვლელი ბილიკების დასუფთავება, სასაფლაოს გამწვანება, რეგულარული-დაგვა-დასუფთავება; საფლავებისა და სასამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია, საფლავების ინვენტარიზაცია; ამორტიზირებული ხეების მოჭრა. გარდაცვლილთა დაკრძალვისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის სამუშაო იარაღებისა და ინვენტარით უზრუნველყოფა. ფერიის სასაფლაოზე საფლავების დასუფთავების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა. მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. საფლავებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოყოფასა და დაკრძალვის პროცესზე ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება.
დაბა ჩაქვში ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა 17 ჰა ტერიტორიზე იგეგმება, რაც მერიის გათვლებით ბათუმს არანაკლებ 30 წელი მოუხსნის საფლავისათვის საჭირო მიწის გამოყოფის პრობლემას. ფერიის სასაფლაოს პასპორტიზაციით კი ა(ა)იპ ბათუმის სასაფლაოებს შეექმნება სრული მონაცემთა ბაზა, ზუსტად დადგინდება ფერიის სასაფლაოზე არსებული საფლავებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა, საფლავის მეპატრონეებთან ხელშეკრულების გაფორმებით სამსახური მიიღებს დამატებით შემოსავლებს.
სულ აღნიშნული ქვეპროგრამისთვის მერიას 1 977 500 ლარი აქვს გათვალისწინებული, აქედან 1 877 500 ლარს უშუალოდ ბათუმის ბიუჯეტი გაიღებს, 100 ათასი ლარი კი „სხვა წყაროდან“ უნდა დაფინასდეს. ეს „სხვა წყარო“ კი, სავარაუდოდ, მეპატრონეებისგან საფლავის დასუფთავებისთვის ამოღებული საფასური იქნება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ „ფერიის ცენტრალურ სასაფლაოზე საფლავების დასუფთავების ერთიანი სისტემის შექმნით და საფლავის მეპატრონეების მხრიდან ერთჯერადი თანხის გადახდით შესაძლებელია საფლავების სისუფთავის დაცვა“.
ბესიკ ბუაჩიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი თოვლის საფარი მოიმატებს, გზების ჩაკეტვის რისკი მაინც არ არსებობს, რადგან შტაბი და შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი თხილვანა
ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ამ დრისთვის ელექტროენეგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს: „დანისპრაული-რიყეთის მიმართულებით არის პრობლემები და ასევე საციხურში. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ მითხრეს, რომ დაზიანებებია. ეს არის სოფლები, სადაც ხაზები ტყეში გადის – ბევრგან ბოძებია დაზიანებული, ბევრგან კი მოკლე ჩართვა ხდება“.
შემდეგი კვირის განმავლობაში ამინდის გამუჯობესება, – ტემპერატურის მატება და ნალექის შემცირება 9 იანვრიდან არის მოსალოდნელია.
ცხრა დღის პროგნოზი meteo.gov.ge-გან
meteo.gov.ge-ის მონაცემებით, დღეს, 4 იანვარს წვიმა და ნალექი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება – დღეს საქართველოსში, ბარის რეგიონებში ყველგან წვიმს, მთებში კი თოვს.
მთავრობამ ,,მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი“ დაამტკიცა. მსხვილფეხა საქონელში აქ „საკუთრივ ძროხა, კამეჩი, ასევე ზებუ და იაკი“ იგულისხმება; ამ წესის შესაბამისად კი, მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომის რეგისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა განახორციელოს. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული ბაზის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.
სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის, საქონლის მფლობელმა სპეციალური განაცხადით უნდა მიმართოს. საყურე ნიშანი პირუტყვის ყურზე დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს; საყურე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახლითთ შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვევა მიკვლევადობა. ნიშნის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი. დაუშვებელია საყურე ნიშნის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე.
საყურე ნიშნის მარკირებისას მასზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო;
ბ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ქვეყნის ინიციალი „GE“;
დ) სკანერის საშუალებით კითხვადი შტრიხ-კოდი.
სააგენტოს მიერ, მსხვილფეხა საქონლის დაბადების შესახებ შეტყობინებიდან 14 დღის ვადაში, იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, გაიცემა პასპორტი. პასპორტი ივსება ერთ ეგზემპლარად და გაიცემა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებულ მსხვილფეხა საქონელზე.
პასპორტში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ნომერი, შტრიხკოდი;
ბ) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება;
გ) გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
დ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მსხვილფეხა საქონლის დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი;
ვ) მსხვილფეხა საქონლის სქესი, ჯიში, სახეობა;
ზ) მსხვილფეხა საქონლის მშობლის (დედის) საიდენტიფიკაციო ნომერი (ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);
თ) იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის მონაცემები (ექსპორტიორი ქვეყანის სახელწოდება, შემოყვანის თარიღი);
ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების თარიღი;
კ) მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელი/დასახელება, მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმოწერა;
ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;
მ) ნახირის სარეგისტრაციო ნომერი;
ნ) ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ.
მთავრობის განცხადებით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნებია: მსხვილფეხა საქონლის აღრიცხვიანობის რეგულირება; სრული ინფორმაციის ფლობა და ინდივიდუალური მიკვლევადობა; მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; ასევე მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ; ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება; ეტიკეტირების უზრუნველყოფა ხორცით ვაჭრობისას.
სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორის ვალდებულებაა არ დაუშვას სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა, ხოლო იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლისას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მოსთხოვოს მფლობელს პასპორტი. სასაკლაოს მფლობელი ასევე ვალდებულია, დაკვლიდან 7 დღის ვადაში, დაუბრუნოს სააგენტოს პასპორტი და საყურე ნიშანი [ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე კი – პასპორტი და საყურე ნიშანი, არსებობის შემთხვევაში].
მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის;
ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, წარუდგინოს ინფორმაცია მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის, იდენტიფიკაციისა და გადაადგილების შესახებ;
დ) აწარმოოს სადგომის წიგნაკი და შეიტანოს მასში რეგულარულად ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ე) მიმართოს სააგენტოს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მსხვილფეხა საქონელის დაბადებიდან 7 დღის ვადაში;
ვ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია სადგომიდან სადგომში მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების, მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;
ზ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მსხვილფეხა საქონლის:
ზ.ა) სეზონურ საძოვარზე გადაადგილების შესახებ;
ზ.ბ) ნახირში პირველად გაყვანის, ნახირის შეცვლის შესახებ;
თ) საყურე ნიშნის, პასპორტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის, დაკარგვის, განადგურების, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის შემთხვევაში, 7 დღის ვადაში დაუბრუნოს სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის პასპორტი და საყურე ნიშანი (გარდა მსხვილფეხა საქონლის დაკარგვის შემთხვევისა), ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე კი – პასპორტი და საყურე ნიშანი, არსებობის შემთხვევაში;
კ) სადგომის ლიკვიდაციისა და დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს სააგენტოს;
ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომიდან სადგომში გადაადგილებისას, (მათ შორის, ყიდვა-გაყიდვისას), სადგომიდან გაყვანამდე შეავსოს პასპორტი, რომელიც თან უნდა ახლდეს მსხვილფეხა საქონელს ყოველი გადაადგილებისას, გარდა ნახირისა.
თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს სადგომიდან მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება. სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის, ხორციელდება ინსპექტირების საშუალებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
თუ სადგომში გამოვლინდა ამ წესების განსაზღვრულ ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება.
თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია, დაავადების გავრცელების რისკის, მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საფუძველზე, გადაწყვიტოს მსხვილფეხა საქონლის განადგურება.
საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია:
ა) ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;
ბ) საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;
გ) საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა (მათ შორის, მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასის გათამაშება, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი);
დ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;
ე) ქ. ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, ა(ა)იპ -თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;
თ) მოჭადრაკეების, მწვრთნელებისა და ჭადრაკში მომუშავე სხვა სპეციალისტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ი) ვეტერანი მოჭადრაკეების ხელშეწყობა და მათი სახელობის ტურნირების გამართვა;
ლ) „ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;
მ) 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, ჭადრაკის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და განვითარების პროექტების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საჭადრაკო კლუბების აღდგენა/შექმნა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ მათ მუშაობას და არ დაუშვან იმ ობიექტების პროფილის შეცვლა და პრივატიზება სხვა კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის, რომლებშიც განთავსებულია აღნიშნული საჭადრაკო კლუბები;
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ განიხილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი;
ეთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სატელევიზიო კომპანიებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართოდ გაშუქება“.
მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, 30 დეკემბერს გამოსცა. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. რაც შეეხებ კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს, მას განსაზღვრავს კერძო სკოლა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ მათი შინაგანაწესის ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა.
მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა:
„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა;
საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;
სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;
სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.
მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.
დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს [ასეთ დროს დისციპლინური წარმოება იწყება: სკოლის სამეურვეო საბჭოს ან სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე].
დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს.
მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ეგზავნება სკოლის დირექტორს.
იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას იგი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი აქტის გამოცემაზე. ხოლო ასეთი აქტის გამოცემის შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.
სკოლის დირექტორის ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაძლოა გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში, ან სააპელაციო კომიტეტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ერთ-ერთი დაკავებულის, ნატა ფერაძის თქმით, სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტებ თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი დაკავებულებს. „ჩვენმა ადვოკატმა მოსამართლეს გადასცა სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ერთ-ერთი მოხალისე იღებდა დაკავებამდე, დაკავების დროს და დაკავების შემდეგ. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხარეები უნდა გავეცნოთ ამ მასალებს – ჩვენ პატრულის მასალებს, ხოლო პატრული ჩვენს მასალებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნატა ფერაძემ.
პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე
პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე
ნატა ფერაძის თქმით, ის აპირებს შესაგებებელი სარჩელის შეტანას სასამართლოში: „დაკავების შემდეგ მანქანაში ვისხედით ხუთი საათი და მერე უბრალოდ გაგვიშვეს. ჩვენს მიმართ დაკავებისას ძალიან ბევრი პროცედურა დაირღვა – არ გვითხრეს რისთვის გვაკავებდნენ, ხუთი საათი ისე გაგვაჩერეს მანქანაში, რომ არ მოგვცეს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება, მომაყენეს ტრავმა – ძალიან მძიმედ მათრიეს და სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, არ დაელოდნენ სასწრაფოს მოსვლას, ანუ ჩვენი წაყვანიდან ნახევარ საათში მისულა სასწრაფო“.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 იანვარს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზაშვილი განიხილავს. „პარტიზანი მებაღეების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს სასამართლოში.
„პარტიზან მებაღეებს“ ბრალი სამი მუხლით აქვთ წაყენებული – წვრილმანი ხულიგნობა, მანიფესტაციის წესების დარღვევა, დაუმორჩილებლობა/პატრულის შეურაცხყოფა.
დღევანდელი მსოფლიო კრიზისის ფონზე, როდესაც ღვთაებრივი ღირებულებები ჩანაცვლებულია ძალადობით და ბოროტებით, მშვიდობისა და გულისხმიერების დასაბრუნებლად, ერთადერთი გზა ხსნისა უფლისკენ მიმავალია.
რეზა არჯანი
ამ მიზნის მიღწევის წინაპირობა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაა, რასაც ქადაგებს მსოფლიოს ყველა ღვთიური რელიგია. გილოცავთ ახალ 2015 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას!
ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დისკუსიაში ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩაერთო და შენობის რეაბილიტაციის, კანონიერებისა და საქმის ამსახველი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მან მაინც შენობისდან მედია ორგანიზაციის გამოსახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. (დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის).
მაია მამულაშვილი
ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ თელავში, სამხატვრო სკოლის შენობის სარდაფში. 2011 წელს შენობის დანგრეული და განადგურებული ფართობი იჯარით ავიღეთ (კანონის ყველა წესის დაცვით) ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. Irex G Media პროგრამის და „ღია საზოგადოების მხარდაჭერით“ გავარემონტეთ და შევქმენით „მედია კაფე“- ღია სივრცე თავისუფალი აზრისათვის. https://www.youtube.com/watch?v=ysujBgpTpOc
ამ სივრცემ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქალაქ თელავში კულტურული და საინფორმაციო სერვისების შექმნას შეუწყო ხელი. უამარავი შეხვედრა, წიგნის განხილვა, დისკუსია, საჯარო განხილვა, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. გარდა ამისა,„ მედია კაფე“ მცირე, მაგრამ სტაბილური დაფინანსების წყაროა რედაქციისათვის.
„მედია კაფეს“ არსებობს დღიდან ორგანიზაციის მუშაობაში მუდმივად ხელს გვიშლიან კონკრეტული პირები გამოხატავენ რა მუქარას ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ: გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პირთა შესახებ:
1. ქალაქ თელავის ყოფილი რწმუნებული და თელავის მერის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც მედია ორგანიზაციაზე ზეწოლას ახდენს, იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მის პიარზე უარი ვთქვით.
2. სამხატვრო სკოლის დირექტორი ვახტანგ ლაცაბიძე, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში თანხების არამიზნობრივი ხარჯვისათვის მხილების გამო შენობიდან რედაქციის გამოსახლებას ითხოვს,
3. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც გააჩნიათ კერძო ბიზნეს-ინტერესები.
4. გუბერნიის თანამრომელი ვალერი გრემელაშვილი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დახურვაზე საუბრობდა საჯაროდ.
რედაქციამ არაერთხელ წერილით მიმართა ქალაქის მერიას მიმდინარე საკითხის მოგვარებისათვის, რათა მოგვეცეს მშვიდი მუშაობის საშუალება, მაგრამ რეაგირება არ ხდება.
დავრჩა მხოლოდ ერთადერთი ფორმა, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მედია ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული ზეწოლის ფაქტებზე და წარმოვადგინოთ მუქარის კონკრეტული ფაქტები. მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მედიაზე ზეწოლის, პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის საკითხით და სასწრაფო რეაგირება მოახდინონ მედიის მუშაობაში ღია ჩარევის მცდელობისაგან, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან.
მოსიაშვილის მხრიდან ამგვარი გამონათქვამები პირველი არ არის. ჯერ კიდევ გასულ წელს მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელს საჯარო სივრცეში „ფესიბუქის“ დახურულ გვრდზე შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ ეს ფაქტი ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ გააშუქა. მოსიაშვილმა რედაქციის მისამართით შეურაცხყოფა და აგრესია, იმ მიზეზით ახსნა, რომ „კახეთის ხმა“ მის კაპმანიას არასათანადოდ აშუქებდა. (https://www.media.ge/ge/portal/news/301750/ იხილეთ ლინქი)
პოლიტიკურად მივიწყებული მოსიაშვილი, რომელიც თელავის მერის არჩევნებზე დამარცხდა, და თანაქალაქელთა მხოლოდ მცირე ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა, კვლავ „კახეთის ხმის“ დისკრედიტაციით ცდილობს პოლიტიკური სახელის გაცოცხლებას.
ყველაფერი იმ მიზეზით დაიწყო, რომ მოსიაშვილმა დახურულ სოციალურ ჯგუფში, „ჩვენ თელაველები“, რომლის ადმინისტრატორი თავადაა, საზოგადოებას „სამხატვრო სკოლის“ დაცვისკენ მოუწოდა და სურვილი გამოთქვა „მედია კაფე“ შენობიდან გადაიყვანონ.
ამავე დროს ეჭვი გამოთქვა, რომ რედაქციას „ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან“ ფართი უკანონოდ აქვს გადაცემული და შესაბამისი პირებისგან დაინტერესება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც დისკუსიაში ორგანიზაციის დამფუძნებელი ჩაერთო და შენობის რეაბილიტაციის, კანონიერებისა და საქმის ამსახველი დოკუმენტები გამოქვეყნდა, მან მაინც შენობისდან მედია ორგანიზაციის გამოსახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. (დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის).
მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია მამულაშვილმა საზოგადოებას ამავე ჯგუფში მიაწოდა ინფორმაცია „სამხატვრო სკოლის“ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კერძო დაინტერესების შესახებ და ამავე ადმინისტრაციის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითა. აქვე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე საკითხებით და მხოლოდ ყვითელი პრესის განსახილველი თემაა სკოლის შენობაში მომხდარი ფაქტები და ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა დაინტერესებულიყო სკოლის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობით.
ამ აზრის დაფიქსირების შემდეგ მოსიაშვილმა მაია მამულაშვილს პიროვნული შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით მიაყენა. გარდა ამისა, მან „კახეთის ხმის“ ხელმძღვანელს მიუთითა, რომ შენობიდან გააძევებს პირადად მას და რედაქციას იქედან გაათრევს. გარდა ამისა, მოუწოდა მობილიზაციისკენ დაინტერესებულ პირებს განახორციელონ ეს ქმედება თითქოს და სკოლის ინტერესების დაცვის მიზნით.
ციტატის ამონარიდი მოსიაშვილის მიმართვიდან მაია მამულაშვილის მისამართით: „იმის გარდა, რომ თქვენ ხართ თავხედი და მორალს მოკლებული მოქალაქე, უვიცი და ელემენტარულ ცოდნას მოკლებული ბრიყვად თავდაჯერებული ჟურნალისტი. თქვენ ხართ უზრდელიც, ღრწნას მიცემული ადამიანი (სტილი დაცულია), მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, ამ არარაობას, ამ მდაბიოს არ უნდა ეპატიოს, თქვენ ხართ უზნეო, გახრწნილი სუბიექტი. შე გარეწარო ადამიანო, შენ უნდა გაძევებული იყო ამ შენობიდან, სადაც მომავალი თაობა ხელოვნებას ეზიარება.“ (იხილეთ სრული პოსტი).
გიორგი მოსიაშვილის დამ, თამარ მოსიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთის ჟურნალისტს ნიკოლოზ ესიტაშვილს, ხოლო მედია ექსპერტის რანგში „კახეთის ხმა“ კრიტიკულად შეაფასა და თანაქალაქელებს მისი უკეთესი მედიით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა.
რედაქცია მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმული მუქარა, შენობიდან გაძევების მოწოდება და პირადი შეურაცხყოფა იმ კამპანიის ნაწილია, რასაც მიზანმიმართულად ემსახურება პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ თავისუფალი მედიის დისკრედიტაციას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის გამიზნული.
ბათუმში პონტოელი ბერძნები ნახევარი საუკუნის მანძილზე იკიდებდნენ ფეხს, 1878 წლიდან, როცა ბათუმი რუსეთის იმპერიის მფლობელობაში გადავიდა და პონტოელი ბერძნები ბათუმში ჩამოვიდინენ. აქ დასახლდნენ ბერძენი ვაჭრები, გემის მეპატრონეები, რომლებსაც ბათუმი პორტო-ფრანკოს პირობებში სწრაფად გამდიდრება იზიდავდათ. თუმცა 1921 წლის, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და 1912-1920 წლებში ბათუმში გადმოსახლდნენ ბერძნები თურქეთის შავიზღვისპირეთიდან, რომლებიც გენოციდს გამოექცნენ თურქერთიდან. სწორედ ისინი შეადგენდნენ ძირითად მოსახლეობას, როგორც ბათუმში, ისე ბათუმის შემოგარენში მდებარე სოფლებში.
ნონა ერიფრიადი მამასთან ერთად. ბათუმი, 1940 წელი
…1937-1938 წლის რეპრესიებმა და ახალი მსოფლიო ომის საფრთხემ ბევრ ბერძენს, რომელთაც ჰქონდათ ბერძნული პასპორტები, გადააწყვეტინა საბერძნეთში დაბრუნება. რეპრესიების მანქანა არავის ინდობდა, საბერძნეთის ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა „ენკავედეს“ ხელში, მათმა ოჯახებმა კი გადაწყვიტეს საბერძნეთში გამგზავრება, რომ კიდევ ერთი გენოციდისთვის დაეღწიათ თავი. ერთი მეორეს მიყოლებით გადიოდნენ გემები ბათუმის პორტიდან, გემებს მიჰყავდა ათასობით ადამიანი და ოჯახები, ახლობლები ათწლეულებით შორდებოდნენ ერთმანეთს, თუ არა სამუდამოდ.
მიდიოდა ჩემი მამიდა ვიფლეემიც, მამაჩემის და, ოთხ შვილთან ერთად. მისმა მამამთილმა, ფქვილეულის საწარმოს მფლობელმა სამხრეთ კავკასიაში, მოახერხა კაპიტალის გადატანა საბერძნეთში და დედამთილს, ქმრის სიკვდილის შემდეგ, ეშინოდა ბერძნულ ბანკში შენახული ფულის დაკარგვის, ამიტომაც აიძულა შვილის ოჯახს საბერძნეთში წასვლა.
ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ერთი სურათი – ადამიანის თავების ზღვა ბათუმის პორტში. როგორც ჩანს, ვიღაცას ხელში ვყავდი აყვანილი. მაშინ სამწლინახევრის ვიყავი. ბევრი ტიროდა. ამ გემით მიდიოდა ბებიას ძმა პანჩო: მისი სამი ქალიშვილი, ცოლი აფინა და ვაჟი გრიგორი. დებს შორის ყველაზე უმცროსი და მოხდენილი სონია, იგივე ბებეკა, როგორც მას ვეძახდით სახლში, 20 წლის იყო და მთელი გზა გაუჩერებლად ტიროდა. უფროსების ლაპარაკიდან გავიგე, რომ მას რომანი ჰქონდა იანი ჩილინგარიდთან, მაგრამ დედამისმა, მკაცრმა ქალმა, მხოლოდ მისთვის გასაგები მიზეზის გამო, ჩათვალა, რომ იანისთან ქორწინება შეუძლებელი იყო და შეყვარებულები დააშორა. ამის შემდეგ ისინი არც შეხვედრიან ერთმანეთს. სონია არ გათხოვილა, ხოლო იანი, რომელიც ძალიან უყვარდა ბებიაჩემს, უიღბლოდ დაქორწინდა გვიან ასაკში. ვერც ერთმა ვერ შეძლო სიყვარულის დავიწყება.
1960-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირიდან შესაძლებელი გახდა საბერძნეთში გასვლა, მათ ერთმანეთს საჩუქრები და წერილები გაუგზავნეს. მახსოვს იანიმ, ბებიას საშუალებით, მამიდა ვიფლეემის ხელით, რომელიც ჩამოდიოდა ბათუმში ჩვენს სანახავად, სონიას გაუგზავნა საჩუქრად – ოქროს საათი სამაჯურით. მამიდა გვიყვებოდა, რომ სონიას დედა, რომელმაც ტანჯვით დალია სული ქალიშვილის ხელში, შვილს სთხოვდა ეპატიებინა მისთვის, რომ ცხოვრება დაუნგრია.
მოგონებები ახალ წელზე
დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარდა, წმინდა ვასილის დღე. არა მხოლოდ ნუგბარის, არამედ იმ ცერემონიის გამო, რომელსაც ბებია აწყობდა.
შუაღამემდე არავის არ ჰქონდა სუფრასთან დაჯდომის უფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მშიერი ვრჩებოდით. მე და ჩემი ძმა ვახერხებდით გაგვესინჯა ყველა კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვის მზადდებოდა. ჩემს ძმას შეეძლო ისეთი სახის მიღება, რომლის წინაშე დეიდა ელენი უძლური იყო და ახერხებდა მიეღო სადღესასწაულო ნამცხვარიც კი – კურაბე, ყველაზე გემრიელი ნუგბარი.
შუაღამემდე რამდენიმე წუთით ადრე ვსხდებოდით მაგიდასთან, ბებია იღებდა მუჭით თხილს, კაკალსა და კანფეტებს, ჯვარედინად ისროდა ოთახის კუთხეებში და ამბობდა: „каланда-калушкерос, панда кэ ту хрону~. შემდეგ ვამბობდით „მამაო ჩვენნოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ტრაპეზის დაწყება.
ახალი წლის მეორე დღეს ცხვებოდა საახალწლო ნამცხვარი „ვალისოპიტა“, მასში ჩაფლული მონეტით. ვინც პოულობდა მონეტას, ის იღბლიანად ითვლებოდა ამ წელს.
ახალი წლის დღეებში, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელ დღეს, ჩემი გაუთხოვარი დეიდა ელენი მკითხაობდა წყლიან ჭიქაში ჩაშვებულ გამდნარ ცვილზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო მკითხაობა სანთლით. ამისათვის იღებდნენ ღრმა თასს, რომელშიც ჯვარედინად დებდნენ ნახშირს, მონეტას, ბეჭედსა და პურის ნაჭერს. თასში ასხამდნენ წყალს და წყალში უშვებდნენ კაკლის ნახევარს, ზედ დამაგრებული ეკლესიის სანთლით, თითით ურევდნენ წყალს და ელოდებოდნენ, სად მიცურდებოდა კაკლის ნავი. თუ ეს იყო ბეჭედი, კაკლის ნავის გამშვებს ელოდა ქორწინება, თუ მონეტასთან მიცურდებოდა _ ეს სიმდიდრეს ნიშნავდა, პური _ კარგ ცხოვრებას, ხოლო ნახშირი – ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი. რადგან ვიცოდით, რომ დეიდას ძალიან უნდოდა გათხოვება, ხანდახან ვცდილობდით დავხმარებოდით და სულს ვუბერავდით ნავს, ბეჭედთან მიცურებულიყო, მაგრამ ყოველთვის გვიჭერდნენ და მკითხაობა იწყებოდა თავიდან.
ნაწყვეტები ნონა ერიფრიადი-ელიზბარაშვილის წერილიდან „ბერძნული დიასპორა ბათუმში“. ჩანაწერი ქვეყნდება პირველად.
დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს უცვლელად გთავაზობთ:
„აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა მეუღლესთან ერთად ქ. ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი 10 ოჯახის დასახმარებლად საკვები პროდუქტები გენერალური კონსულის ინიციატივით ბათუმში მოღვაწე ერთ-ერთმა თურქმა ბიზნესმენმა შეიძინა.
ია ბაკურიძე 18 წლისაა. ის მომავალი იურისტია. ია ამბობს, რომ მისი მშობლები, ზოგადად, ლოიალურები არიან და ცდილობენ არ შეზღუდონ მისი თავისუფლებისკენ სწრაფვა. „თუმცა, ისინიც ქართველი მშობლები არიან და, ბუნებრივია, კულტურული სტერეოტიპების გავლენას განიცდიან“, – გვეუბნება ის.
„სტერეოტიპები, რაც მშობელს მესაკუთრედ აქცევს, საქართველოში ძალიან მყარია. ბევრი მშობელი მიიჩნევს – „ჩემი შვილია და ვალდებულია დამიჯეროს“, „შვილია და რასაც მინდა იმას ვუზამს, იმას ვეტყვი“. პრობლემა ისაა, რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ ყველაზე მთავარს – შვილი უნდა აღზარდონ არა მორჩილად, არამედ პიროვნებად“.
ია ბაკურიძე
იას აზრით, მშობლების მიერ შვილების გადაჭარბებული კონტროლი, რომელიც თითქოსდა კეთილი მიზნებით ხორციელდება, საბოლოო ჯამში სავალალო შედეგებამდე მიდის: „ჩემი მეგობარი მახსენდება, რომელსაც მშობლები დაბადების დღეზე წასვლასაც კი უშლიდნენ და ეუბნებოდნენ, „შეგიძლია მიულოცო მობილურით, რა საჭიროა იქ ჯდომა“. როცა ვეკითხებოდი რა პრობლემას ხედავდნენ ამაში, ამბობდნენ, რომ იქ შეიძლება ვინმე უცხო გაეცნო. „შეიძლება რაღაც აზრები მოგახვიოს თავს“, ან „რაღაც დაგალევინოს“. პრობლემაა, როცა „უცხოს“ გაცნობის შიშით უზღუდავ შვილს თუნდაც განსხავებული აზრის მოსმენას, განსხვავებულ საზოგადოებაში ყოფნას და ადამიანებთან კომუნიკაციას“.
იას თქმით, მშობლები უხეშად ერევიან შვილის ჩაცმულობაშიც: „გოგომ კაბა უნდა ჩაიცვას“. მათ გადაუწყვიტეს რელიგიაც, ამ გზით უნდა წახვიდე, სხავანირად არ გამოვა, გაგრიყავთო“.
იას მეგობრისთვის მშობლების „მზრუნველობა“ სავალალო აღმოჩნდა: „დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები და სრულიად იზოლირებული გახდა. ჩაერიენ ფსიქოლოგები, ექიმები, თუმცა პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა. ის ახლა აბიტურიენტია და თქვენ წარმოიდგინეთ, რეპეტიტორთანაც კი უჭირს მარტო წასვლა. თუ დედა ან მამა არ გაყვა, გაკვეთილი გაცდება, ეს არის მშობლის ე.წ. „მზრუნველობის“ შედეგი“.
იას აზრით, მშობლების მხრიდან იმის გაუცნობიერებლობა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და ის პიროვნებად, მოქალაქედ უნდა აღზარდონ, სერიოზული პრობლემაა: „მეც მსმენია მშობლებისგან, რომ „გოგო საღამოს სახლში უნდა იყოს~, იყო შეზღუდვა – თბილისში სასწავლებლად მხოლოდ იმიტომ არ გამიშვეს, რომ `გოგოს უცხო გარემოში, ამდენ უცხო ხალხში“ ვერ გაუშვებენ, რომ აქ, ბათუმში, „მათ თვალწინ~ უფრო დაცული ვიქნები. მშობლები შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა შვილებს არ ასწავლიან პასუხისმგებლობას თავისუფლებაში და გაუცნობიერებელ ზღუდეებს აწესებენ“.
საქართველოში ზრდასრული შვილებიც კი იშვიათად ტოვებენ მშობლების სახლს. ხშირად შვილების „მიბმას“ თვითონ მშობლები უწყობენ ხელს, ისინი თავს ვალდებულად თვლიან არჩინონ ზრდასრული შვილები და მათი ოჯახებიც კი. შესაბამისად, მათი მხრიდან შვილის ცხოვრების კონტროლიც მაღალია: „რატომ არ შეიძლება 18 წლის ბიჭი ან გოგო მუშაობდეს სწრაფი კვების ობიექტში ან კაფეში? სრულწლოვანება ხომ იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა იზრუნო შენს თავზე. დღეს წუხან იმაზე, რომ ბევრი ქალია უცხოეთში სამუშაოდ წასული, იქედან გამოგზავნილ ფულს კი მათი სრულწლოვანი შვილები ხარჯავენ. ეს შედეგია იმის, რომ თავისთავში დაურწმუნებელ და ფუქსავატ თაობას ზრდიან, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ გახდება პასუხისმგებლიანი მოქალაქე“.
„მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შვილების ცხოვრებაში მხოლოდ კეთილი სურვილებით ერევიან, საბოლოოდ მოძალადეები გამოდიან“, – გვეუბნება 23 წლის ილია ურუშაძე. მისი აზრით, ისინი ერევიან ზრდასრული შვილების ჩაცმაში, ვარცხნილობაში, პროფესიის არჩევაში და ა.შ. თუმცა იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას, ნაკლებად ფიქრობენ“.
ირაკლი ფაღავა
იას მსგავსად, ილიასაც მეგობრის მაგალითი მოჰყავს: „მას, ფაქტობრივად, მშობლებმა აიძულეს არ წასულიყო ჰუმანიტარული მიმართულებით და ტექნიკური განათლება მიეღო. წლების შემდეგ, როცა მან გაანალიზა, რომ ამ სფეროში ვერ მოახდენდა საკუთარი თავის რეალიზებას, დეპრესიაში ჩავარდა“.
ილია ურუშაძის თქმით, მშობლების მხრიდან შვილები ხშირად ხდებიან მენტალური ძალადობის მსხვერპლი: „ჩემი აზრით ძალადობაა, როცა ჩვილ ასაკში გაუცნობიერებლად გნათლავენ და შემდეგ, როცა შენ გიჩნდება სურვილი გააკეთო სხვა არჩევანი, სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდები. ინტელექტუალურ ძალადობას დავარქმევდი, როცა მშობლები ცდილობენ აუკრძალონ შვილებს მათთვის არასასურველი წიგნების კითხვა. აქედან იწყება სხვისი ცხოვრების კონტროლი“.
ის, რომ საქართველოში შვილების დიდი ნაწილი მშობლებზეა ფინანსურად დამოკიდებული, ილია ურუშაძის აზრით, ესეც მშობლების ბრალია: „ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის შინაგანი თავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი, ალბათ ამიტომ ცდილობდნენ ქართველი მშობლები შვილების ფინანსურად დაქვემდებარებას. დღეს, როცა ახალი თაობა ცდილობს გაარღვიოს ეს ჩარჩოები, გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ალტერნატივად რჩება სკოლა, სადაც მოზარდმა უნდა შეძლოს იმის გაანალიზება, ვინ არის და რა უნდა“.
24 წლის მალო აეროპორტში მუშაობს. აქვს საკუთარი შემოსავალი, თუმცა ფინანსური დამოუკიდებლობის მიუხედავად, ის ფიქრობს, რომ ე.წ. ტრადიციებს ვერ უმკლავდება: „დისკომფორტია ის, რომ არ მაძლევენ შესაძლებლობას წავიდე სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში და იქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. რომ არა მშობლების ჩარევა, ალბათ პროფესიაც სხვა მექნებოდა. პატარ-პატარა წინააღმდეგობები მაინც დავძლიე, თუმცა, დღემდე პრობლემად რჩება ჩემი სხვა ქალაქში წასვლა და ცხოვრება“.
მალო ამბობს, რომ მშობლებს დღემდე აქვთ მცდელობა დაუგეგმონ შვილებს პირადი ცხოვრება, მომავალი ცოლის ან ქმრის არჩევაში ჩაერიონ აქტიურად, რაც მისთვის მიუღებელია: „ზედმეტი ჩარევა ყოველთვის იძლევა ნეგატიურ შედეგს“, -ამბობს ის.
22 წლის ირაკლი ფაღავაც მიიჩნევს, რომ მშობლების მხრიდან გადამეტებულ „მზრუნველობას“ ცუდი შედეგები მოაქვს: „ჩვენ ტრადიციულად ბიჭებს უფრო ვანებივრებთ და ეს ზედმეტი თავზე გადაყოლა აზარმაცებს ახალგაზრდებს და პასუხისმგებლობის უნარს უკარგავს. ადამიანებს უჩნდებათ ფუჭი იმედები და ჰგონიათ, რომ მათ გასაკეთებელს ყოველთვის სხვა გააკეთებს, რომ დედა, მამა დაეხმარება, ბიძა დაასაქმებს და არ არის საჭირო ზედმეტი მონდომება. მერე უკვირთ მშობლებს, რომ მათი შვილები ინერტულები და მათზე დამოკიდებული არიან. პრობლემაა ის, რომ ამ ქვეყანაში სრულწლოვანება არაფერს ნიშნავს – 18 წლის ხარ თუ 30-ის, მაინც მშობლის გავლენის ქვეშ ხარ“.
ილია ურუშაძე
ირაკლი მიიჩნევს, რომ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზა განათლებაა: „ოღონდ არა ისეთ სკოლაში, სადაც სტერეოტიპებით სავსე პედაგოგები გხვდებიან, განათლება, რომელიც დაგეხმარება საკუთარი თავის პოვნაში. მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევაც, რადგან ჩემს კურსზე ასამდე სტუდენტი სწავლობს და აქედან ნახევარზე მეტი ამბობს, რომ იურისტობა არ ყოფილა მისი არჩევანი. რა უნდა მისცეს იძულებით მიღებულმა პროფესიამ ან მას, ან სახელმწიფოს“.
ფსიქოლოგ ქეთევან ბერიძის განმარტებით, მშობლების მხრიდან შვილების კონტროლს გარკვეული ტრადიციული ურთიერთობები განაპირობებს: „თუმცა, ნელ-ნელა ხდება გარდატეხა. ადამიანზე, რომელიც არ არის დაოჯახებული, მაგრამ შეძლო დაეწყო ცალკე ცხოვრება, „რა მაგარია“, ვამბობთ. ყველა კულტურაში შეიძლება იყოს მშობელი, რომელიც უფრო მეტად ერევა შვილის ცხოვრებაში და ვიღაც არა. ის, რომ მშობელს უნდა იცოდეს სად არის და რას აკეთებს მისი შვილი, ნორმალურია, რადგან საფრთხეები ყოველთვის არსებობს. თუ მშობლის არგუმენტები არ არის ჯანსაღი, მაშინ შეიძლება იყოს სადავო, ასევე არგუმენტირებული უნდა იყოს შვილის მხრიდან სახლიდან გასვლის თუ წასვლის მიზეზიც. რაც შეეხება სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში წასვლას, მშობელი ყველაზე კარგად იცნობს თავის შვილის და იცის რამდენად შეძლებს ის დამოუკიდებლად ცხოვრებას. და მეორე, მშობელსაც აქვს ისტორია, თავისი გამოცდილება და შეიძლება ეს შიში მის გამოცდილებას უკავშირდებოდეს“.
ფსიქოლოგის თქმით, ამ საკითხზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. „ეს დამოკიდებულია როგორც მშობლის, ასევე შვილის პიროვნულ თვისებებთან და მათ შორის არსებულ ურთიერთობებთან, ასევე გარემოსთან სად, რა გარემოში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება“.
„ეს თანხა იქნება შენარჩუნებული და მშენებლობა მაშინ დაიწყება, როცა სახლის პროექტი იქნება მზად“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი: „როგორც იცით, იაფი სახლის მშენებლობა ბენზეში, ბარაკების ადგილზე იყო გადაწყვეტილი. ამ ტერიტორიაზე 60 ოჯახი ცხოვრობს და ჯერ მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ფართობი კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მერიის დადგენილებით, მოსახლეობას 1 კვ.მეტრში 700 ლარს ვთავაზობთ. ამ შეთავაზებაზე თანახმაა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. დაახლოებით ოცამდე ოჯახმა კომპენსაციის მიღებაზე წერილობით თქვეს უარი, მათ 700 ლარზე მეტი მოითხოვეს“.
ბათუმის მერია
ვიცე-მერის თქმით, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია ვერ მიაღწევს მოსახლეობასთან შეთანხმებას, ზურაბ ბერიძის განცხადებით, იაფი სახლი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე აშენდება: „ძალადობრივი მეთოდები მოსახლეობის მიმართ არ იქნება გამოყენებული და სახლი აშენდება მერიის კუთვნილ, თავისუფალ მიწაზე. ადრე რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზეც და სხვაგანაც. ალბათ ამ ტერიტორიების განხილვა დაიწყება“.
კომპანია, რომელიც იაფი სახლის პროექტზე იმუშავებს, წლის ბოლოს ტენდერის მეშვეობით გამოვლინდება. „სანამ ტერიტორიის საკითხი არ გადაწყდება, მანამდე პროექტი ვერ გაკეთდება, რადგან პროექტი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს ინტეგრირებული. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ტერიტორიის გეოლოგიური კვლევაც, უნდა დადგინდეს მიწის გრუნტის მდგომარეობა. ბენზეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე პროექტი ვერ იქნებოდა მორგებული“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.
ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ბარაკების მფლობელი მოსახლეობისგან საბოლოო პასუხის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ: „შემდეგ უკვე, მერთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მოლაპარაკების ვადის გაგრძელებას ექნება თუ არა აზრი, თუ ცარიელ ტერიტორიაზე დავიწყებთ მშენებლობას“.
მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების მოგვარებამდე იაფი სახლის მოსარგებლეთა კატეგორიებიც განისაზღვრება. ვიცე-მერის თქმით, „იაფი სახლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება გაზაფხულზე“.
იაფი სახლი არის პროექტი, რომლის ფარგლებში მერიამ უნდა ააშენოს 200-ბინიანი კორპუსი, რომლითაც უსახლკარო ოჯახები ისარგებლებენ. კერძოდ ისინი, რომლებიც შვიდი წლის განმავლოაბში ცხოვრობენ ბათუმში და არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა არიან გადამხდელუნარიანები, მერია შემდგომი გამოსყიდვის საფუძველზე მათ ბინებს თვითღირებულებაში გადასცემს. ბინის გამოსყიდვა მფლობელმა ათი წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსალკარო ოჯახი ცხოვრობს.
გიაქარცივაძე,საქართველოსიურისტთაასოციაციის (საია) აჭარისფილიალისთავმჯდომარე: „ვესწრებოდი როგორც 2013, ასევე 2014 წლის შეჯამებას. მათ შორის არსებითი სხვაობა ვერ ვიპოვე. პრობლემები, რაც შეეძლო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადაეჭრა, არ გადაჭრილა. ჩემი ხედვით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ავტონომიას არა აქვს საკმარისი უფლებამოსილება.
გია ქარცივაძე
ჩანს ინიციატივის ნაკლებობა, რჩება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. ჩანს, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები 100%-ით ცენტრზე არიან დამოკიდებული.
ანგარიშის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით კითხვებზე პასუხი იყო აგრესიული. დღემდე ამ მიმართულებით არანაირი სრატეგია არ გააჩნია რეგიონს.
გარდა ამისა, რაც მე პრობლემად მეჩვენება და მიმაჩნია, რომ აჭარის მთავრობას თავიდანვე შეეძლო შეეჩერებინა ეს პროცესი, ე.წ. მუყაოს ქალაქია. ხელისუფალს უკანონოდ შეჭრის საშუალება არ უნდა მიეცა ხალხისთვის. რადგან თავის დროზე არ იყო ადეკვატური პასუხი გაცემული, დღეს უკვე მათთან საუბარი უჭირთ. ახლა მათ აქვთ მესაკუთრის განცდა. სხვა მოქალაქეებსაც შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა სასურველი შედეგი გამოიღოს. შესახლებულებიდან ორი მესამედი ცუდ მდგომარეობაშია, შეიძლება სახლი აქვთ, მაგრამ არსებობა არ შეუძლიათ. ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ, ამის პასუხი მე არ მაქვს. არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უნდა გამოასახლონ, ამას სჭირდება კვალიფიციური შესწავლა, მაგრამ არ შეიძლება ერთი გაღატაკებული ოჯახის ხარჯზე იქ ვინმემ რაიმე მიიღოს. ვიცი, რომ იქ ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ფოტოების გადაღებით საქმე არ კეთდება.
მესამე ეს არის იპოთეკარების საკითხი. ბიუჯეტში ჩასვეს მცირე ტურისტული ობიექტების დაფინანსების პროგრამა, რომელიც შემდეგ გადააკეთეს და საბოლოოდ დაარქვეს იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების დახმარება. ეს წინასაარჩევნოდ დაანონსეს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ 16-მა ოჯახმა მიიღო სესხი.
ორწლიანი შედეგების შეჯამებისას ბევრი კითხვა დავსვი, მინდოდა ასეთი კითხვაც დამესვა: რა შეიძლება დავუკავშიროთ ამ მთავრობის სახელს? – ზოგიერთს ანბანის კოშკი უკავშირდება, ზოგიერთს – სკვერი, მოედანი… აჭარის მთავრობა ძირითადად შემოიფარგლებოდა მიმდინარე საქმეებით. არ მახსენდება ინიციატივა ან პროექტი, რომელიც შეიძლება მათ სახელთან გაიგივდეს. შემიძლია ვთქვა, რომ შტორმებისა და
სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მთავრობა ადეკვატური იყო. მაგრამ ამ მხრივაც არ იყო რაიმე განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას“.
ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ანგარიშების წარდგენისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს პოზიტივი და ნაკლებად საუბრობს პრობლემებზე. რიგი პრობლემებისა არც წინა წელს იყო მოგვარებული და არც დღეს, მაგალითად, ჰესებთან დაკავშირებული პრობლემები. მესმის, რომ აჭარის მთავრობას არ აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის პირდაპირი უფლებამოსილება, მაგრამ, როდესაც ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ეს ადგილობრივი მთავრობის პრობლემაა.
ასლან ჭანიძე, იურისტი
არის საუბარი, რომ დიდი ინვესტიციები შემოვიდა, მე ინვესტიციად არ განვიხილავ სახლის მშენებლობას. შესაძლოა ესეც ინვესტიციაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო ამისგან ერთჯერად შემოსავალს მიიღებს.
წელს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა არ ყოფილა. მე მაინტერესებს რას მოგვიტანს ჰესები, როდესაც უნდა დაიტბორის სასოფლოსამეურნეო მიწები. მაინტერესებს, რა ზიანს მიაყენებს ეს მოსახლეობას. ვსაუბრობთ ქალაქის განაშენიანებაზე, კარგია რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს, მაგრამ უნდა ვხედავდე, 2018 წელს ეს პრობლემები მოგვარებული იქნება თუ არა.
მოვისმინეთ გეგმების შესახებ, თუმცა რეალურ შედეგებს ვერ ვხედავთ. ჩემთვის კი მთავარი შედეგია. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი პროგრამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არა აქვს მოსახელობას, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამებზე. მესმის, რომ ეს სცილდება მთავრობის ფუნქციას, მაგრამ ხომ შეიძლება თვითმმართველობამ ამბავი მიუტანოს ხალხს სოფლებში.
ნათიაზოიძე, „საერთაშორისოგამჭვირვალობასაქართველო“: „ნგარიში, რაც მთავრობამ წარმოადგინა, მე, მაგალითად, ბიუჯეტის განხილვა უფრო მეგონა, ვიდრე ანგარიში. ჩვენმა ორგანიზაციამ იმუშავა ჰესებთან დაკავშირებით, ჩანჩახალოს თემაზე და ვფიქრობ, მთავრობას არ ჰქონდა იდენტიფიცირებული პრობლემა. ამის ბრალი იყო ისიც, რომ წინასწარი კვლევების გარეშე იქმნებოდა კომისიები, რომლებიც არ იყო აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც საჭირო იყო იმის დასადგენად, მეწყრული პროცესების გამო დაიბზარა თუ არა სახლები. გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტები რომ უნდა ჩამოვიდნენ და შეისწავლონ საკითხი, ადრეც იყო ცნობილი. აგვისტოს ბოლოს დადგა პრობლემა დღის წესრიგში და დღემდე არ გვაქვს გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნა. მე ვერ მოვისმინე აჭარის მთავრობის ხედვა ამასთან დაკავშირებით – გამოასახლებს ამ ადამიანებს დაუყონებლივ, თუ რას აპირებს, არანაირი სტრატეგია არ არსებობს, მოსახლეობა რჩება პასუხის გარეშე. ფაქტია, რომ სახლები არის დანგრევის პირას.
ნათია ზოიძე
ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მიეცა მთავრობისთვის საშუალება, რომ აქციების ფორმატიდან ინფორმაციის გაცვლა გადაგვეტანა სადისკუსიო სივრცეში. დავითანხმეთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე, მაგრამ აჭარის მთავრობიდან მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოვიდა. გვაინტერესებდა ბიუჯეტში როგორ იყო ეს საკითხი გაწერილი, მაგრამ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების მხრიდან კითხვებს პასუხი არ გასცემია.
ვფიქრობ, საკადრო პოლიტიკა აჭარაში ბევრ კითხვით ნიშანს ბადებს. აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დაპირისპირების ფონზე გამოჩნდა, რომ აჭარაში საკადრო პოლიტიკას მთლიანად პოლიტიკური გუნდი განსაზღვრავს და არ ნიშნავენ ადამიანებს კვალიფიკაციის მიხედვით.
მრჩება განცდა, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობა ნაკლებად ითვალისწინებს. არის დადებითი ტენდენციაც, ზედდების კომისიის მუშაობას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დადებითად აფასებს.
ლევანგობაძე, არასამთავრობოორგანიზაციაახალგაზრდამეცნიერთაკავშირი „ინტელექტი“: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შეფასება ცალკე არ იქნება მართებული. მისი საქმიანობა უნდა შეფასდეს უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან ერთად, იმიტომ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან გამომდინარე, სწორედ ხელისუფლების ეს ორი შტოა თანაბრად პასუხისმგებელი რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველ მათგანს გააჩნია ცალსახად განსაზღვრული ადგილი და როლი ასეთი განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიების შემუშავებასა და მათ იმპლემენტაციაში.
ლევან გობაძე
თუ გადავხედავთ განვლილ პერიოდს, აშკარად შეიმჩნევა, რომ მათი საქმიანობა ატარებს ტაქტიკურ, არა სტრატეგიულ ხასიათს და ძირითადად მიმართულია საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებში `ხვრელების ამოვსებაზე~ და არა რეგიონის განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და მათ იმპლემენტაციაზე.
გამოვყოფდი ორ უმთავრეს შეცდომას, რომელიც, ჩემი აზრით, რეგიონის ხელისუფლებამ დაუშვა. უპირველესი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ აჭარის მთავრობამ არ ან ვერ შეიმუშავა ერთიანი, სტრატეგიული ხედვები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რეგიონი, სად არის მისი ადგილი საქართველოს ეკონომიკაში, საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობებში. შესაბამისად, ვერ იქნა განსაზღვრული სტრატეგიული ორიენტირები და მათი მიღწევის გზები. ცალკეულ სამთავრობო უწყებებს აქვთ საკუთარ სფეროებში გარკვეული სტრატეგიების ფორმირებისა და განხორციელების მცდელობები, მაგრამ ერთიანი, კომპლექსური, კოორდინირებული ხედვების არარსებობის პირობებში ასეთი დაქსაქსული აქტივობების ეფექტურობა ძალიან დაბალია.
მეორე დიდი შეცდომა, რომელიც მინდა გამოვყო, ეს არის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეკოლოგიური და სხვა მიზეზების გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები და წასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან დასახლებულიყვნენ ე.წ. `ოცნების ქალაქში~, ყოვლად გაუსაძლის პირობებში.
ჩვენ გვქონდა საშუალება უშუალოდ დავკვირვებოდით სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც აქ ჩასახლებული ადამიანების საცხოვრებელი პირობების შესწავლით იყო დაკავებული. კომისიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ იყვნენ
ისეთებიც, რომლებიც აგდებულად და უკმეხად ეკიდებოდნენ არა მარტო თავის მოვალეობებს, არამედ აქ მცხოვრებ ადამიანებსაც. სწორედ მათი „საქმიანობის“ შედეგია, რომ მიგრანტთა პრობლემები ჯერაც არ არის გადაწყვეტილი და პრობლემას შენარჩუნებული აქვს სოციალური დაძაბულობის ძალიან დიდი მუხტი, რომელიც შეიძლება ყოველწუთს ქუჩაში გადმოიღვაროს.
ცალკე აღსანიშნავია აჭარის უმაღლესი საბჭოს დესტრუქციული როლი რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. საკვანძო თანამდებობების უაღრესად არაკომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტების, აჭარის არ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულების პირობებში, მას არ შესწევს უნარი მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებში. სოციალური დაძაბულობის პიკზეც კი, როდესაც ეკომიგრანტთა მანიფესტაციებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაჩნდა მიგრანტთა დასახლებები, საკუთარ თბილ კაბინეტში დაკვირვების რეჟიმიდან არ გამოსულა, მეორე კი, რომელსაც თანამდებობრივად ევალება ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, საკუთარი ოჯახის წევრებისათვის თანამდებობების შენარჩუნებისთვის ინტრიგების ხლართვით იყო დაკავებული.
არსებულ მდგომარეობას გააჩნია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები.
მიუხედავად 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი ხასიათისა, თავისი შინაარსით და შედეგებით მას რევოლუციური ხასიათი ჰქონდა. წინა ხელისუფლების დროს დასაქმებული ადამიანების მასობრივი დათხოვნები ყველა სახელისუფლებო რგოლიდან, ამ პერიოდში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა თუ ცალკეული პროექტების არაობიექტურმა შეფასებებმა, სახელისუფლებო სტრუქტურებში პარტიული ნიშნით არაკომპეტენტური ადამიანების მასობრივმა შედინებამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება არამარტო ვერ ახერხებს ეფექტური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას, არამედ იმის ათვისებასაც კი, რაც განსაზღვრულია დამტკიცებული ბიუჯეტებით.
საბოლოო ჯამში, ყველა ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს იმ სურათს, რაც დღეს გვაქვს რეგიონში. რაც შეეხება კონკრეტული ციფრებით შეფასებას, ხუთბალიანი სკალის მიხედვით აჭარის არ მთავრობის შევაფასებდი დამაკმაყოფილებლად (ანუ 3-ზე), აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას კი ცუდით (2 მინუსით).
2015 წლისთვის ბათუმში დაგეგმილია არაასფალტირებული ქუჩების შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (ჯამში 114 335 კვ/მ ფართობის) და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის გარეშე (76 507 კვ/მ). ასევე დაგეგმილია არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უვარგისი გრუნტის ამოღება და ბუნებრივი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შევსება-დატკეპნით (მთლიანი მოცულობა 455 კუბ/მეტრი).
პრეტენდენტმა წლის დასაწყისში ქ. ბათუმის მერიის მიერ მითითებული ქუჩების მოხრეშვა-მოშანდაგების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ქუჩების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე ჩაატაროს არაასფალტირებულ ქუჩებზე ორმოების კიდეების გაფხვიერების და დამუშავების სამუშაოები; მოახდინოს ბალასტით ორმოების შევსება, გასწორება-დატკეპნა, საჭიროების შემთხვევაში ზემოდან ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოსწორება, შემდეგი ტექნოლოგიური პირობების დაცვით:
ა) ღრმა ორმოებში პირველად უნდა ჩაიყაროს ქვიშა-ხრეშოვანი (ბალასტი) ნარევი
შემდგომი დატკეპნით და ზემოდან უნდა მოიყაროს 0-40 ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი ნარევი. მოხდეს ხელით ან მექანიზირებული წესით გასწორება;
ბ) არაასფალტირებული საშუალო სიღრმის ორმოების მქონე ქუჩები ჯერ დამუშავე-
ბული უნდა იყოს გრეიდერის საშუალებით და შემდგომ უნდა განხორციელდეს 0-40
ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოშანდაგება;
გ) რიგ შემთხვევებში ქუჩები უნდა მოსწორდეს მექანიზირებული წესით (გრეიდე-
რით) ქვიშა-ღორღოვანი ნარევის გარეშე;
დ) არაასფალტირებულ ქუჩებსა და გზებზე უნდა მოხდეს უვარგისი (სუსტი) გრუნ-
ტის დამუშავება 0,25 კბ.მ. ტევადობის ჩამჩის მქონე ექსკავატორით მისი შემდგომი დატვირთვით ავტოთვითმცლელზე, გატანა 5 კმ. მანძილზე და შევსება ბუნებრივი ქვიშახრეშოვანი ნარევით.
ტენდერში გამარჯვებულმა, რომელიც 8 იანვარს დასახელდება, სამინისტროს ძაღლებისთვის 15 000 კგ მშრალი საკვები ეტაპობრივად, 2015 წლის 30 ნოემბრამდე, ყოველ ჯერზე მოთხოვნიდან 25 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.
ტენდერის პირობებით აუცილებელია ძაღლის საკვებს გააჩნდეს შემდეგი ძირითადი მახასიათებლები:
ვიტამინი A – არანაკლებ 13000 UI/kg. და არაუმეტეს 15000 UI/kg;
ვიტამინი D3 – არანაკლებ 700 UI/kg. და არაუმეტეს 1000 UI/kg;
ვიტამინი E – არანაკლებ 400 მგ/კგ და არაუმეტეს 600 მგ/კგ;
ვიტამინი C – არანაკლებ 150 მგ/კგ და არაუმეტეს 300 მგ/კგ;
ნაცარი – არაუმეტეს 6 %;
საკვების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ შემდეგი
კომპონენტები: კალციუმი, სპილენძი, რკინა, თუთია და იოდი.
საკვები უნდა შეიცავდეს ცხიამიან მჟავას ომეგა-3-ს ან/და ომეგა-6-ს;
საკვები განკუთვნილი უნდა იყოს საშუალო ზომის ძაღლებისათვის.
ტომარაზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ფირმის დასახელება და ვის მიერ არის წარმოებული, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. ამასთანავე, უნდა იყოს მითითებული საკვების შემცველობა, კვების ნორმები, საკვების კალორიულობის პროცენტის მაჩვენებლები, ცხიმი, მინერალები, ვიტამინები და სხვა.
შემოტანის დროს არ უნდა იყოს დარღვეული ტომარის მთლიანობა;
დაფასოებული უნდა იყოს წყალგაუმტარ პოლიეთილენის ტომრებში (შესაძლებელია შემოთავაზებულ იყოს სხვადასხვა წონის ტომრები).
ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 5 იანვრიდან დაიწყება.
აღნიშნულმა უწყებებმა და იურიდიულმა პირებმა 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები 5 იანვრიდან ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა, უნდა მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ სახაზინო კოდზე.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა მოხდეს ვადის ამოწურვის შემდეგ.
მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდება მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.
ლევან დოლიძე ამბობს, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო, ხვალ ხუთი წელი გახდება რაც ის პორტში მუშაობს.
აქციაზე იმყოფება ამირან მიქელაძე, ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე. რომელმაც დღეს სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს პორტის ადმინისტრაციის ბრძანება გააცნო.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე კი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს კონტაქტი არ გაუგრძელდება აქციას პორტის სხვა თანამშრომლებცი შეურთდებიან, რაც მისი თქმით ბათუმის პორტის პარალიზებას გამოიწვევს: “ხალხი ახალ წელს დარჩა უმუშევარი, მათ სესხები აქვთ გამოტანილი ბანკებიდან”.
ლევან ფაილოძე ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილე “ბათუმელებთან” განმარტავს, რომ დაახლოებით 45 ადამიანს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მათთან ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაგრძელება არ იგეგმება, თუმცა ეს ადამიანები რჩებიან რეზერვთა სიაში, “ისინი არიან კვალიფიციური და გადამზადებული კადრები”.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები:
ცეცხლსასროლი იარაღი:
პისტოლეტი, რევოლვერი;
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
ხელის ტყვიამფრქვევი;
ტყვიამფრქვევი;
შაშხანა;
სნაიპერული შაშხანა;
ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;
ყუმბარმტყორცნი.
რაც შეეხება საბრძოლო მასალებს, დაზვერვის სამსახურის შეიარაღებაში იქნება ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა.
„აჭარ ენერჯი 2007“-ს უფლება მიეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ლიცენზიის გარეშე მოიპოვოს 150 ათასი მ/კუბ სასარგებლო წიაღისეული (ძირითადად ქვიშახრეში).
კომპანიამ 100 ათასი მ/კუბ ქვიშახრეში სოფელ ერგეს (მდ. ჭოროხი), ხოლო 50 ათასი მ/კუბი სოფელ აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) უნდა მოიპოვოს.
„აჭარ ენერჯი 2007“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ხოლო ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 26 087 ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში.
შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. კომპანია კი თავის მხრივ ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში აღნიშნულ დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტის მიღების მიზანია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 7(1) მუხლში შევიდეს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება , თუ რომელი მიწის ნაკვეთი ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ცვლილებების შედეგად მოქალაქეებმა უნდა შეძლონ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარება, მიუხედავად იმისა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში მიწის რეფორმის განხორციელება ორჯერ ჩაიშალა (1992-1999 და 2004-2006 წლებში). აღნიშნულის გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2007 წლის 28 დეკემბერს შესაბამის კანონში შევიდა ცვლილება და მას დაემატა 7(1) მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.”
მიუხედავად ამ რედაქციისა, 7(1) მუხლით მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რაც გამოწვეული იყო კანონის მე-2 მუხლში შესული არაერთი ცვლილებების გამო. ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში. მათმა ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს განცხადებით მიმართეს კანონში შესულ ცვლილებამდე) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ იმ კომლებსაც, რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ., ასევე , თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.
კანონპროექტის მიხედვით ზემოაღნიშნული 7(1) მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე ითვლება თვითნებურად დაკავებურად თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არა უმეტეს 0,2 ჰა-ს ოდენობით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“.
ხოლო 7(1) მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი ითვლება თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერსებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა“.
წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილია დანიშნული. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
პატარა ანას წერილი ცოტა ხნის წინ ფეისბუქში წაიკითხეს ქართულ-თურქული კომპანია „ავრასია ჯორჯიაში“. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ოჯახის შესახებ მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია, ხოლო წერილმა მოვლენები დააჩქარა.
„ერთ-ერთ ვახშამზე, სადაც ქველმოქმედებაზე ვსაუბრობდით, ვიღაც ნაცნობი მოყვა, რომ მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფონდ „გზა სიკეთისას“ მხარდაჭერით აგროვებდნენ ფულს იმისთვის, რომ ქამადაძეების ოჯახისთვის ქირის თანხა გადაეხადათ. მაშინ ვთქვით, რომ მათ დავხმარებოდით. როცა დავინტერესდით ამ ოჯახით, ფეისბუქში აღმოვაჩინეთ ქალბატონი მაგულის ერთ-ერთი შვილის, მეოთხე კლასელი ანას წერილი თოვლის ბაბუასადმი. ანა თოვლის ბაბუას ბინას სთხოვდა. ამ წერილმა დააჩქარა მოვლენები. ჩვენ დღეს სწორედ ანას ოჯახს ვჩუქნით ბინას“, – ამბობს კომპანია „ავრასია ჯორჯიას“ დირექტორი რაულ კახაძე.
კომპანიამ ქამადაძეების ოჯახს 58 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გადასცა. ბინაში გარემონტებულია და ახალი ავეჯიცდგას.
ბატონო სულხან, რა არის 2015 წელს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები?
2015 წლის ბიუჯეტი შეადგენს 26 მილიონ 796 ათას ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო კაპიტალური ტრანსფერის სახით. მომავალი წლის პრიორიტეტია ქალაქ ქობულეთის ქუჩების კეთილმოწყობა. დაგეგმილია ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია, გელაურის უბნის კანალიზაციის მოწყობა. ჩვენი მიზანია ქალაქი იყოს ტურისტებისთვის მიმზიდველი. მომავალ წელს ქობულეთში რუსთაველის ქუჩის ტროტუარების მოწყობისთვის 567 949 ლარი დაიხარჯება. ქალაქ ქობულეთში არსებული ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 41 710 ლარი მოხმარდება. აღმაშენებლის გამზირზე გარე განათებისათვის მზის ენერგიაზე მომუშავე ეკონომიური დანადგარის შეძენისთვის 81 000 ლარია გამოყოფილი. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვა-რეაბილიტაციაზე 838 201 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზის რემონტისა და რეაბილიტაციისთვის 63 416 ლარია გამოყოფილი, თამარ მეფის სანაპიროზე სანაგვე ურნებისა და სკამების შეძენა-მონტაჟისთვის 140 000 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტუალურია სასმელი წყლის პრობლემა
მომავალ წელს სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია პრიორიტეტულია. მაგალითად, სოფელ სამების წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარია გამოყოფილი. ხუცუბნის წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარისა და ქსელის რეაბილიტაციას კი184 083 ლარი მოხმარდება. იგეგმება ასევე სოფელ აჭყვისთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია [145 647 ლარი] და სოფელ კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის,რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაცია. [ 184 083 ლარი]
გარდა ამისა, ქობულეთში წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამატებითი ჭაბურღილების მოწყობისთვის ბიუჯეტში 250 265 ლარია გამოყოფილი…
გარდა იმისა, რაზეც უკვე ისაუბრეთ, 2015 წელს დაგეგმილი სამუშაოებიდან თქვენ რომელს გამოყოფდით?
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს, ოთხი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება. ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მოწყობისთვის 861 070 ლარია გამოყოფილი, გელაურში საბავშვო ბაღისთვის 422 077 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, სოფელ ქობულეთში აშენდება კიდევ ერთი საბავშვო ბაღი [ 422 077 ლარი ] და ასევე, სოფელ ზენითს მომავალ წელს ექნება ახალი საბავშვო ბაღი. [ 108 098 ლარი]
სოციალურად დაუცველებისთვის და ზოგადად ჯანდაცვის პროგრამებში წელს არის თუ არა ცვლილებები?
წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა გრძელდება. ასევე, ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ, მათთვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა არსებობს. ჯანდაცვის პროგრამებირაც იყო გასულ წელს ყველა დარჩა, დაემატა ახალი პროგრამები, მაგალითად პრონქული ასთმით დაავადებულ პირებს უფასო მედიკამენტოზური დახმარება გაეწევათ. ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გაზიფიცირება იქნება უფასო…
ეკლესიისთვის ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ფაქტობრივად უსასყიდლოდ – სიმბოლურ 1 ლარად – გადაცემა კანონით აქამდეც დასაშვები იყო. მხოლოდ მიმდინარე თვეში, ეკლესიას 111 800 კვ/მ მიწის ნაკვეთები თითო ლარად, ჯამში 3 ლარად, მარტო საქართველოს მთავრობამ გადასცა. ეკლესიის ერთადერთი ვალდებულება კი სახელმწიფოს წინაშე ისაა, რომ აღნიშნული 3 ლარი ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს.
ახალი კანონით ხელისუფლებამ საპატრიარქო ქონების ნაცვლად სიმბოლური 1 ლარის გადახდისგანაც გაათავისუფლა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 11 დეკემბერს მოაწერა, ერთ-ერთ მუხლში უკვე პირდაპირაა აღნიშნული, რომ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.
ამ კანონის მიხედვით, მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს უშუალოდ ქონების მმართველი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
ორი თვით ადრე, 2014 წლის სექტემბერში კი გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება (№1-1/242), რომლითაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შევიდა ცვლილებები და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას შემძენი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას – სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება ასევე იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“
ამავე ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ „ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.
საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მიმდინარე, დეკემბრის თვეში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა შემდეგი სახელმწიფო ქონება:
ქალაქ თბილისში, ლესელიძის ქუჩა №41-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №7-ში, II სართულზე და მანსარდში არსებული 423,34 კვ/მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
ქალაქ თბილისში, ნორიოს აღმართ №36-ში (კუკიის სასაფლაო) არსებული 108,49 კვ.მ ვერანდა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი;
ქალაქ თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩა №12-ში მდებარე 1200 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში მდებარე 20325 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე 12713 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე 77562 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ორი თვის წინ მთავრობამ ასევე 1 ლარად, ეკლესიას გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორი: 3 ცალი 9-მეტრიანი, 26 ცალი 4-მეტრიანი და 68 ცალი 8-მეტრიანი, საერთო მოცულობით: 93,1 მ/კუბი.
გარდა ქონების გადაცემისა, მთავრობა ეკლესიას პირგასამტეხლოსგანაც ათავისუფლებს. მთავრობის ერთ-ერთი ბოლო განკარგულებით: „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2009 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული /დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან“.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პროექტების მენეჯერმა, იურისტმა გია გვალავამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში პირველი მიწათმფლობელია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მიწის ნაკვეთები გადაცემული. ნაწილი აქედან, მას ეკუთვნოდა კონკორდატით, როგორც ეკლესია-მონასტრებისა თუ მათი მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, არის ისეთებიც, რომლებიც იყო საზოგადოების სარგებლობაში და გაუგებარია, რა პრინციპით გადაეცა ისინი ეკლესიას“.
როგორც საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ეგარსლან ლომაძემ განმარტა, 2015 წლიდან შს სამინისტროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო თვითმმართველობებს დაევალათ აღნიშნული სააგენტოსთვის მათ საკუთრებაში არსებული ქონებების გადაცემა, რომლითაც აქამდე სარგებლობდა სახანძრო სამსახური.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 19 დეკემბერს მოაწერა, საკანონმდებლო მაცნეში კი გუშინ გამოქვეყნდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 3 311 127 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო თანხა – 9 მილიონი ლარი – კომპანიამ სახელმწიფოს 2015 წლის 15 იანვრამდე სრულად უნდა გადაუხადოს.
კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კოპლექსის (მათ შორის, არანაკლებ 18 ორმოს მქონე გოლფის სათამაშო მოედანი/მოედნები, ორმოებს შორის ჯამური მანძილით არანაკლებ 6 000 მეტრი – შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;
ასევე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 6 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. ანუ კომპანიას კომპლექსის აშენება მინიმუმ 15 მილიონი ლარი დაუჯდება.
შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“ ქონების გადაცემამდე თვენახევრით ადრე, 2014 წლის 30 ოქტომბერსაა დაფუძნებული და მისი მესაკუთრე, 100 პროცენტიანი წილის მმართველია შპს „SKINEST RAIL GEORGIA“. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია სააქციო საზოგადოება „SKINEST RAIL“-ის მიერ, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინშია რეგისტრირებული. „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“-ს დირექტორია მამული მამულაშვილი, რომელიც ასევე „SKINEST RAIL GEORGIA“-ს დირექტორიც იყო.
ამ დრომდე ის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე ასლან კახიძე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და ის ამ პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამ დრომდე მის მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებდა. საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჯემალ მუსხაჯბამ „ ბათუმელებს“ უთხრა, მან ამ თანამდებობაზე უარი თქვა.
სულხან, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2014 წელს ქვეყნისთვის და რამდენად წარმატებული იყო ამ პროცესებში ხელისუფლება?
ყველაზე დიდი წარმატება ქვეყნისთვის იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ეს არ განისაზღვრება მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმატებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც საქართველომ დამოუკიდებლობის წლების შემდეგ მიაღწია. თუმცა, ამავე დროს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უფრო მეტ გამოწვევაზე სათანადო მზადყოფნას და უფრო მეტი დემოკრატიული პროცესების გატარებას საჭიროებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. ვფიქრობ, ეს იმდენად დიდი გამოწვევაა, რომ ხელისუფლების ცალკეულ ჯგუფებს შეიძლება ბოლომდე არც კი ჰქონდეთ გაცნობიერებული, თუ რა დონის რეფორმები უნდა ჩაატარონ იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობით დასრულდეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო თვითმმართველობის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა. ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რაც დაიწყო 2012 წლიდან, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად მიდის და იმედი მაქვს, ეს პროცესი მომავალში უფრო დახვეწილი იქნება.
ყველაზე მეტი კრიტიკა ხელისუფლებამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ლარის ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდის გამო მიიღო ამომრჩევლისგან. თქვენი აზრით, რისი შეცვლა შეეძლო ხელისუფლებას?
ორ ან სამ წელიწადში რადიკალური ცვლილებები არ შეიძლება, თუმცა, ხელისუფლებას აშკარად აკლია ეკონომიკურ პოლიტიკაში გამოცდილება და არა მარტო ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია გარე პროცესებზე, რადგან შიდა ეკონომიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ახდენს გავლენას დასაქმებაზე, სახელფასო ბადეზე და ეკონომიკურ წინსვლაზეც. შიდა წარმოებაზე გადასვლა კი არ არის იოლი.
კულტურული მემკვიდრეობა როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დილემა აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?
ვფიქრობ, საყდრისთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თემა იკვეთება, თუმცა ეკონომიკური კეთილდღეობა თუ კულტურული მემკვიდრეობა – საკითხის ასე დაყენება არასწორია. ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობა გამოიყენება ეკონომიკური სარგებლისთვის და არა ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, ჩვენთან, სწრაფი და საეჭვო ფულის სახელით ხშირად ხდება ძეგლის გაწირვა. თუმცა, პრობლემები მხოლოდ ამ მიმართულებით არ არის. პრობლემებია გარემოს დაცვის საკითხებში, ხშირად არ არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.
პრობლემად რჩება სამართალდამცავი სისტემაც. ბევრად სერიოზული რეფორმაა საჭირო ამ მიმართულებით. პროკურატურის საქმიანობა გარკვეულ სუბიექტურ შეფასებით ელემენტებს მართლა აჩენს და ამაში მარტო იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ვინმეს სუბიექტურად დევნიან, არამედ ვგულისხმობ იმასაც, რომ ბევრ საქმეში პროკურატურა არ არის სათანადოდ მომზადებული. ეს ცუდია მისი იმიჯისთვის. მნიშვნელოვანი იყო მოსმენებთან დაკავშირებული თემა. უცნაური იყო ის, რომ არც ერთი უწყება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავდნენ, ვისაც შეიძლებოდა გადასცემოდა მოსმენების გასაღები, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ასე რომ, შს სამინისტროს თუ სხვა უწყებას მაინც შეუძლია მოსმენის განხორციელება.
ხელისუფლება აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას ამის გამო. რატომ არჩია ხელისუფლებამ წინამორბედის გზას დასდგომოდა მოსმენების საკითხში?
მე მაინც მგონია, რომ ძალოვანი სტრუქტურები ეს ის სფეროა, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს) ხელისუფლების დასაყრდენ ძალად მიიჩნევენ. დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება ალბათ, რადგან, როცა ასოცირების ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია რეფორმების კომპლექსურ გატარებაზე, რაც თავისთავში ძალოვანი უწყებების რეფორმასაც მოიაზრებს.
წელს საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. თქვენ როგორც იურისტი, რომელ კანონს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?
მე გამოვყოფდი მიწის შესახებ კანონს, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შესყიდვის უფლება შეეზღუდათ. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომები დაუშვა და თვითონაც აღიარა შემდეგ. ამ ტიპის შეცდომა კანონმდებლობაში, როგორც წესი, უარყოფით შედეგებს იძლევა და მის გამოსასწორებლად რამდენიმე წელი შეიძლება გახდეს საჭირო. პოზიტიური იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. მართალია, ბევრი ხარვეზი აქვს ამ პროგრამას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. როცა ხელისუფლება გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იდეალური არ არის. ვფიქრობ, უნდა გაიზარდოს საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობაც, რადგან ყველა ის აქტივობა, რომელიც წელს განხორციელდა, იყო ეს გარემოს თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, არ ატარებდა მასობრივ ხასიათს, უფრო კონკრეტული ჯგუფების აქტივობა იყო. ეს კი არ მოიცავდა იმ ტიპის ზეწოლას, რომელიც აუცილებელია კონკრეტული რეფორმების დასაწყებად.
ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. წელს რელიგიური კონფლიქტების ბევრი შემთხვევა გვქონდა. ამ პროცესებში როგორი იყო ხელისუფლების როლი?
ხელისუფლებას უჭირს კონკრეტულ თემებზე საზოგადოებასთან დიალოგი, ხოლო სხვა ინსტიტუციები უფრო აქტიურობენ მოსახლეობაში. ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის როგორც საფრთხის თაობაზე, მათ არც კანონი ჰქონდათ წაკითხული და არც ხელისუფლებას მიუწოდებია მათთვის სრული ინფორმაცია.
რატომ გაუჭირდა ხელისუფლებას დიალოგი საზოგადოებასთან?
იმიტომ, რომ მას არ აქვს მკაფიო ხედვა ამ მიმართულებით. წელიწადში რამდენჯერმე სარეკლამო რგოლების დამზადება და ბუკლეტების დარიგება საკმარისი არ არის. საქართველო არ არის მხოლოდ ის, რაც დედაქალაქში ხდება, გაცილებით რთული პრობლემებია რეგიონებში, სოფლებში. ამ მიმართულებით ხელისუფლებას მომავალში უფრო მეტი გამოწვევა ექნება, რადგან ქართულმა სახელმწიფომ იმდენს მაინც მიაღწია, რომ ხელისუფლებაs, რომელიც ვერ ატარებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, ცხრა ან ათი წელი ისევ ადროვონ.
ხელისუფლებას მიაჩნია, რომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ოჯახური ძალადობის და ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ, თუმცა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, რომელიც ქმრის ნათესავებმა და თანასოფლელებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, არც კი დაუწყიათ ძიება. ეს საქმე იქნება ამ ხელისუფლების ტესტი ადამიანის უფლებებზე?
ხანუმ ჯეირანოვას საქმე მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის ტესტი, აქ საზოგადოებასაც მიუძღვის როლი, რადგან საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ არაერთგვაროვანია. სერიოზული რეფორმაა საჭირო განათლების სისტემაში. გაცილებით მეტი თანხა უნდა ჩადოს განათლებაში, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა მისცეს უცხოეთში წასვლის, განათლების მიღების საშუალება. ჩემი აზრით, სწორედ ამ ტიპის რეფორმებით იქნება შესაძლებელი ბევრი პრობლემის დაძლევა. როცა ერთ წელიწადში 26 ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, მცირე გააქტიურება ვერ მოგვცემს შედეგს. განათლებაზე, უცხო ენებზე ხელმისაწვდომობა აუცილებელია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო განვითარებისთვის.
რომ შევაჯამოთ, იყო ეს წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული თუ სისუსტეები უფრო სჭარბობდა?
იქნებოდა წარმატებული, თუმცა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულმა ქმედებებმა ბევრი რამ გადააფასა. ვფიქრობ, ამას სერიოზული გაგრძელება ექნება 2015 წელსაც, რადგან საყდრისი არ არის მხოლოდ ერთადერთი მაგალითი, ხვალ კიდევ ბევრი საყდრისი იქნება.
საქმე ეხება 27 დეკემბერს ბათუმის გარეუბანში, ანგისაში მდებარე ღამის კლუბ „ლეგასში“ მომხდარ მკვლელობას. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელი იმ ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მოკლული პოლიციელი 22 წლისაა.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი
გამოძიების ვერსიით, 27 დეკემბერს, ღამის 12:30 საათზე, კლუბ „ლეგსაში“ კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბესიკ მ. კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მ. ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დ. და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლის. შემდეგ კი რამაზ დ.-მ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. თარაშ მუკბანიანს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ეს საქმე დააკვალიფიცირა, როგორც რამაზ დ-ს მიერ ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობა. გარდა ამისა, ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება ჯგუფური ხულიგნობის მუხლითაც. შესაბამისად, პროკურორმა ორივე ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა.
რამაზ დ.ს ადვოკატმა პაატა შავაძემ და თავად ბრალდებულმა ფაქტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს მოსამართლეს. ადვოკატის მტკიცებით, დისკო კლუბ „ლეგასიდან“ ამოღებულ ვიდეოფირზე ნათლად ჩანს, რომ რამაზ დ.ს განზრახ არ უსვრია და საქმე გვაქვს ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასთან.
მეორე ბრალდებულის – ბესიკ მ.-ს სასამართლოსთვის მიცემული განმარტების მიხედვით, ღამის კლუბში ყოფნის დროს ის ნამდვილად მივიდა ზემოთ დასახელებულ ქალებთან და ერთ-ერთს ხელიც მოჰკიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მათ განუმარტეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, ქალებს თავი დაანება და რამაზ დ.სთან ერთად ავიდა შენობის მეორე სართულზე. 3-5 წუთის შემდეგ კი მათთან მივიდა აწ უკვე გარდაცვლილი და უთხრა, თუ რა მიზნით მოჰკიდა ხელი მასთან ერთად მყოფ ქალებს. „მე ვუთხარი, რომ დისკოში ვარ და აბა რას ვიზამდი-მეთქი. მან დაიწყო ყვირილი და გინება, მეც იგივე გავაკეთე. მერე მან გამოიწია ჩემკენ და ჩვენ შორის ჩადგა ჩვენი მესამე მეგობარი“. ამის შემდეგ ბრალდებულის თქმით, მუკბანიანმა ამოიღო იარაღი და მათ დაუმიზნა. დაიწყო არეულობა და მან დაიწყო სროლა. „რამაზი ამის შემდეგ ჩაერია საქმეში და ცდილობდა იარაღის წართმევას. მერე ისმოდა სროლის ხმა და ისინი კიბეზე დაგორდნენ. ხალხი გარეთ გარბოდა“.
მხარეების თქმით, რამაზ დ. რომელიც არის ჭიდაობაში სხვადასხვა ტიტულის მფლობელი, მუკბანიანს ჩაუტარა პროფესიული ილეთი და ისე წაართვა იარაღი.
ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ კიბეზე დაცემულ გარდაცვლილს ბრალდებულმა რამაზ დ.მ „ფეხი დაარტყა“ და „იარაღი მიუგდო“, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია.
სასამართლოს განუმარტა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ამ ფაქტამდე 11 დღით ადრე სხვა სამართალდარღვევის გამოც ჰყავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასამართლებული.
„ბათუმელების“ მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით მართლაც დგინდება, რომ ბრალდებულმა რამაზ დ.-მ და კიდევ ორმა პიროვნებამ 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს. ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა.
თარაშ მუკბანიანი
ეს ინციდენტიც ღამის კლუბს უკავშირდება. სასამართლო დადგენილების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც: „დისკო კლუბის სტუმრებისა და მათი ხულიგნური ქმედების აღკვეთის მიზნით მისულ დისკო-კლუბის თანამშრომლების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით [რამაზ დ.მ და მისმა თანმხლებმა პირებმა ]უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, გამოხატა კლუბში და კლუბთან მყოფი საზოგადოების წევრების მიმართ აშკარა უპატივცემულობა, ხოლო დისკო-კლუბში მყოფ პირ ი.გ-ს სხვა საგნის – სავარძლის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“.
ზაფხულში მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო რამაზ დ. და 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, 11 დღის წინ გაათავისუფლა.
წარსულში ასევე ორჯერ არის გასამართლებული მეორე ბრალდებული ბესიკ მ. ერთხელ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის, ხოლო 2007 წელს ის გაასამართლეს გამოძალვის მუხლით. ბესიკ მ.ს წარსულში ჩადენილი ორივე დანაშაული გაქარწყლებული აქვს და დაპატიმრებამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში კონტროლიორად მუშაობდა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული რამაზ დ- საარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ბესიკ მ. მას შემდეგ, რაც მკვლელობის ღამეს ის გადავიდა თურქეთში, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა საქართველოში. გამოძიებაში მოწმის სტატუსით დაბარებული ბესიკ მ. მოწმეთა ჩვენებისა და ამოცნობის პროცედურების ჩატარების შემდეგ იქნა დაპატიმრებული.
ბრალდებული ბესიკ მ. არის ცოლშვილიანი. ცოლ-შვილი ჰყავდა ასევე გარდაცვლილ პოლიციციელ თარაშ მუკბანიანს.
რამაზ დ.-ს ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 200 ათასი ლარის გირაო შესთავაზა უძრავი ქონების სახით, ხოლო ბესიკ მ-მ 5 ათასი ლარის გირაო, ასევე უძრავი ქონების სახით. მოსამართლემ კი აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამაზ დ.ს 7-დან 15-წელი (108-ე) და 2-დან 5-წელი (239 მუხლის 2 პუნქტის ა და გ ქვეპუნქტები), ხოლო ბესიკ მ.ს 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალ ხელმძღვანელს რამდენიმე დღეში აირჩევენ. აჭარის ფილიალიდან თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კანდიდატი უკვე არჩეულია, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ასაჯაროებენ. კანდიდატი საბოლოოდ საიას სათავო ოფისის გამგეობამ უნდა დაამტკიცოს.
აჭარის ოფისის გამგეობის ახალი წევრის, იურისტ მაია ქათამაძის განცხადებით, მათი სამსახურიდან წასვლა საიას გამგეობის წევრებად არჩევას უკავშირდება.
„ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, თუ გინდა გამგეობაში მოხვდე, მაშინ საიას თანამშრომელი არ უნდა იყო. არჩევნებში კი მონაწილეობას ვერ მიიღებ, თუ არ ხარ გამგეობის წევრი“, – ამბობს მაია ქათამაძე.
გამგეობის წევრები, წესდების მიხედვით, ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. საიას აჭარის ფილიალში გამგეობის ახალ წევრებს 21 დეკემბერს აირჩევენ. გამგეობაში სულ ხუთი წევრია: საიას ბათუმის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე გია ქარცივაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, მაია ქათამაძემ, დათო მესხიძე და ირაკლი ანანიძე.
„კანდიდატების თაობაზე საია ამ დღეებში იმსჯელებს. დღეს ან ხვალ ცნობილი გახდება, ვინ იქნება საიას ახალი თავმჯდომარე“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ქანთარია.
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გია ქარცივაძე იყო. წესდების მიხედვით, საიას თავმჯდომარესა და ფილიალის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ერთი წლით ირჩევენ. ერთსა და იმავე პიროვნებას კი ზედიზედ ორჯერ ან სამჯერ შეუძლია იყაროს კენჭი ამ თანამდებობაზე.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა რ.დ-მ ითხოვა 200 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლება, ხოლო მასთან ერთად დაკავებული ბ.მ [რომელიც ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული] ამბობს, რომ გირაოს სახით გადაიხდის 5 ათას ლარს [მან თქვა, რომ ამ თანხის გადახდას ქონებით უზრუნველყოფს].
პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. ბრალდებულის ადვოკატმა პაატა შავაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული: “რაც დასტურდება სათვალთვალო კამერებით”.
მისივე თქმით, გარდაცვლილს თან ჰქონდა იარაღი.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი რამაზ შავაძეა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კლუბში ჩხუბი ქალების გამო დაიწყო. პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქალებს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, გარდაცვლილი კი სწორედ ამ ქალებს გამოესარჩლა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანის მკვლელობით დასრულდა.
იმ შემთხვევაში, თუ რ.დ-ს ბრალი დაუმტკიცდა, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხულიგნობაში ბრალდებულს კი 2-დან ხუთ წლამდე პატიმრობა.
ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები: ირაკლი გაბრიჩიძე, პაატა შავაძე, ბეჟან მამულაძე და არმაზ ქამადაძე იცავენ.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განხილვა დიდხანს გაგრძელდა და თავმჯდომარისგან პროცედურის დაცვას ითხოვდნენ, ირაკლი ჭეიშვილმა სიტყვა ყველას მისცა: „ბიუჯეტია, კითხვის დასმა ყველას შეუძლია.“
ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენა, სხდომათა დარბაზიდან, ტრიბუნასთან მისვლის გარეშე სცადა. განმარტა, რომ ასე მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დაცვისკენ მოუწოდეს, გიორგი ერმაკოვმა ტრიბუნასთან განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, ბიუჯეტთან დაკავშირებული რეპლიკის გასაკეთებლად ტრიბუნასთან მისულმა საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ მერს ირიბად უსაყვედურა:
„ზოგიერთებისგან განსხვევებით საკრებულოს წევრებზე პირდაპირ ყურება არ მიჭირს.“
მერის ტრიბუნასთან მისვლა არ მისვლის საკითხს სხდომათა დარბაზიდან სხვები არ გამოხმაურებიან, თუმცა პირად საუბრებში იყო მოსაზრება, რომ „მერს საკრებულოსთან ანგარიშვალდებულების, ანუ სუბორდინაციის პრობლემა აქვს და ტრიბუნასთან მისვლაც ამიტომ არ უნდოდა.“
გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი
მერმა 2015 წლის ბიუჯეტი ვრცლად მიმოიხილა, რის შემდეგაც სიტყვა ოპოზიციურ ფრაქციებს მისცეს.
„ ეს არის ყველაზე ცუდად განხილური ბიუჯეტი როგორც საკრებულოს წევრებისგან, ასევე საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ბიუჯეტს, როდესაც მერს ვუსმენდი, მეგონა ვისმენდით 2012 წლის ბიუჯეტს, რადგან ზუსტად ორი წლის წინ აქ სხვა მერი, თქვენი წინამორბედი იდგა და საუბრობდა ზუსტად იმ პროგრამებზე რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ეს არის ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება, ჟილინის არხის რეკონსტუქცია და ასე შემდეგ… სიახლეს ფატობრივად არ არის ბიუჯეტში.“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ თავის გამოსვლაში.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ კი იმ 17 მილიონის გადანაწილებაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც კორექტირებულ ბიუჯეტს დაამატეს. კორექტირებული ბიუჯეტის განხილვისა და შენიშვნებით უკან დაბრუნების საშუალება კი საკრებულოს მცირე ვადის გამო არ მიეცა. მან მერიას ე.წ „იაფი სახლის“ პროექტის და ასევე ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურის გაჭიანურების გამოც უსაყვედურა. კობა ჩხეიძის მოსაზრებით ბიუჯეტში ის დაპირებები არ აისახა რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მისცა.
კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ცინცქილაძის მოსაზრებით კარგი იქნებოდა თუ მერია საკრებულოს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციებს წარუდგენდა, რომლის განხორცილებაც 2015 წელს იგეგმება.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ მისი ფრაქციის მთავარი შენიშვნები საყრდენ გეგმასთან , კულტურული მემკვიდრეობის მოვლა – პატრონობასთან და იაფ სახლთან დაკავშირებით:
„თუმცა, ვენდობი მერს სიტყვაზე, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად დაიწყება. “
დღესვე საკრებულოს სხდომაზე თემურ ყურაშვილმა მოითხოვა მერისგან პირობა, რომ მომავალ წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აუცილებლად შეიცვლება:
„ რაც გვაქვს იმას ღამით არაუშავს, მაგრამ დღისით ძალიან ცუდი სანახავია.“
მიუხედავად იმისა, რომ სხდომას მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, ოპოზიციის შენიშვნებს მაინც გიორგი ერმაკოვი პასუხობდა:
„ პოლემიკაში არ შევალ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მეც შემეძლო ის 30 მილიონი გამომეთხოვა აჭარის მთავრობისგან, რომელიც სტადიონის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი და მელაპარაკა იმაზე, როგორი იყო თქვენი ბიუჯეტი. ეს საკრებულოს სხდომაა, ეს არ არი პოლიტიკური დებატები თორემ ლაფის დასხმაზე თუ მიდგა საქმე, მართალია მე ამ მიმართულებით არ ვმუშაობდი , მაგრამ კარგად ვიცი რა ხორციელდებოდა და როგორ“ – ასე უპასუხა მან გიორგი კირთაძის რეპლიკებს.
ოპოზიციასთან ცხარე დებატების, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა მივიდა დაკვნამდე:
„ბიუჯეტი ოქროსი რომც იყოს, ოპოზიცია მხარს მაინც არ დაუჭერს.“
საბოლოოდ, ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ 16 ხმით დაამტკიცა. ოპოზიციიდან რვამ კი ხელი ბიუჯეტის წინააღმდეგ აწია. ბათუმის მომავალი წლი ბიუჯეტი 113 642 300 ლარია.
ახალი ბიუჯეტის მიხედვით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:
ინფრასტუქტურა, მშენებლობა და რეაბილიტაცია – 60 მილიონ ლარზე მეტი.
განათლება – 10 მილიონ ლარზე მეტი.
კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის ხელშეწყობა – 10 მილიონ ლარზე მეტი.
ჯანდაცვა – 8 მილიონ ლარზე მეტი
თავდაცვა და უსაფრთხოება – 2 მილიონამდე ლარი.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოცხადა, რის შემდეგაც მას საკრებულოს წევრების ისევ შესაკრებად 15 წუთი დასჭირდა.
საკითხის ირგვლივ ოთხსაათიანი მსჯელობისა და ცხარე დისკუსიის შემდეგ 16 ხმით შვიდის წინააღმდეგ ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტს მხარი ოპოზიციურმა ფრაქციებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა ოპოზიციამ“ არ დაუჭირეს.
მომავალი წლის ბიუჯეტი 113 მილიონია.
ვრცელ რეპორტაჟს ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.