„საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ხელვაჩაურში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ორ უბანზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით ხელვაჩაურის ორ უბანზე (72.83 ოლქის მე-20-ე და 45-ე) სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსისპირება მოხდა კომისიის წევრებს, წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს შორის.

ორგანიზაციის ცნობით. ამ ეტაპზე სიტუაცია განმუხტულია.

 

რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში

ბათუმში ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აჭარაში ენმ-მა 20 საჩივარი დაწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე გახშირდა როგორც საჯარო მოხელეების, ასევე უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრების მიერ საარჩევნო უბნის ტერიტორიებზე აგიტაციის ჩატარების  ფაქტები.

„როგორც საკრებულოს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ატარებენ აგიტაციებს. ასევე თემის რწმუნებულები, რომლებიც ამავე დროს არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები,  საჯარო მოხელეები სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით არიან დარეგიტრირებულები წარმომადგენლებად უბანზე. ქედის მუნიციპალიტეტის უბნებზე არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან აგიტაციებს, ასევე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელი არის დამკვირვებელი უბანზე“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა იყვნენ დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე: “ჩვენი მმართველობის პერიოდში მსგავსი პრაქტიკა არასდროს გვქონია”.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის #20 უბანზე რეგისტრატორი არჩევნების პროცესში გავიდა საარჩევნო უბნიდან.

„მე-16 და 79-ე უბნებზე  მოხდა ერთი და იგივე დარღვევა. კონკრეტულად, გადასატანი ყუთის წილისყრაში არ მიიღეს  მონაწილეობა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა, რის გამოც მათ აუკრძალეს სხვა წილისყრაში მონაწილეობის უფლება,” – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ კომისიის წევრს არ აქვს უფლება უარი თქვას წილისყრაში მონაწილეობაზე: “გასაგებია, რომ კომისიის წევრი წარმოადგენს პარტიას, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობაა შეასრულოს ის ფუნქციები, რაც აქვს კომისიის წევრს. ჩვენი მიდგომაა, რომ ამ უარის გამო სხვა წილისყრაში მონაწილეობა არ უნდა შეეზღუდოს კომისიის წევრს,”- ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საიას იურისტი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფა დაფიქსირდა ხელვაჩაურის მე-6 უბანზე, ქობულეთის მე-4 და მე-8 საარჩევნო უბნებზე კი მარკირებაგავლილმა ადამიანების მისცეს ხმა. ასევე, მე-14 უბანზე იყო ვადაგასული პირადობებით ხმის მიცემის მცდელობა.

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.54 %-მა მისცა ხმა

უსკოს მონაცემებით, 12 საათისთვის აჭარაში 38 713 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ( 308 576) 12.54%-ია.

ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის ასე გამოიყურება:

2016 წლის 30 ოქტომბერი – მეორე ტური:

არჩევნებზე მივიდა 38 713 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 12. 54 %
ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 17 912 ამომრჩეველი, 11,26 %
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 6 509 ამომრჩეველი, 13.19 %
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 7 231 ამომრჩეველი, 15%
ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი – 7 061 ამომრჩეველი, 13.54 %

8 ოქტომბრის არჩევნებზე, 12 საათისთვის აჭარაში 59 547 ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის (308 506) 19.3% იყო.

უსკოს ინფორმაციით, აჭარაში კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებში დაახლოებით 10 საჩივარია შესული, რაც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 6-ივე, საქართველოს პარლამენტის კი 5 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ბათუმში ოთხი დარღვევა დააფიქსირა

ამ დროისთვის ბათუმში ოთხი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა  “სამართლიანმა არჩევნებმა”. ორგანიზაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნისა და მოწყობის პროცესის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა:

ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია წილისყრის გარეშე მიანიჭა კომისიის ერთ-ერთ წევრს;

ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში საკონსტროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა;

ბათუმის 69-ე ოლქის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ არის დაფიქსირებული პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა;

ბათუმის 69-ე ოლქის 55-ე უბანზე საკონსტროლო ფურცელზე არ იყო დაფიქსირებული მისი შევსების დრო.

“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” არჩევნების მეორე ტურს 50 მაჟორიტარულ ოლქში აკვირდება.

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 8 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით დაბალია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია.

12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 12,54 პროცენტმა  [38 713 ამომრჩეველი] მისცა ხმა, მაშინ როცა 8 ოქტომბრის არჩევნებზე 12 საათზე ამომრჩეველთა 19,3 პროცენტს [59 547  ამომრჩეველი] ჰქონდა გაკეთებული თავისი არჩევანი.

ოლქების მიხედვით, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:

ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)-   17 912   ამომრჩეველი, 11,26 %

ქობულეთის  N71 მაჟორიტარული ოლქი- 6 509 ამომრჩეველი, 13.19  %

ხელვაჩაურის  N72  მაჟორიტარული ოლქი- 7 231 ამომრჩეველი,  15%

ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი – 7 061 ამომრჩეველი, 13.54 %

აჭარაში სულ 308 506 ამომრჩეველია.

 

შეუვსებელი სპეციალური სიები სადემონსტრაციო ოქმებში

ხელვაჩაურის მესამე საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში კომისიის წევრებმა სპეცსიის გრაფა არ შეავსეს.

კომისიას ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მიუთითა და შენიშვნაც დაწერა. კომისის თავმჯდომარის და მოადგილის განმარტებით, მათ ასეთი მითითება ოლქისგან მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, სპეციალური სია ღია იმიტომ უნდა დარჩეს, რომ შეიძლება მასში ცვლილება შევიდეს.  „ბათუმელების“ კითხვაზე,  სიაში ამომრჩევლის დამატების გარდა (რაც კანონით დაუშვებელია), რა ცვლილება შეიძლება შევიდეს სიაში,  კომისიის წევრები პასუხობენ, რომ „შეიძლება ამომრჩეველი მოვიდეს ამონაწერით და შესაბამისი დოკუმენტებით“.

შეუვსებელი გრაფა სადემონსტრაციო ოქმში
შეუვსებელი გრაფა სადემონსტრაციო ოქმში

„ბათუმელები“ ოლქსაც დაუკავშირდა შეკითხვით, მიიღო თუ არა კომისიამ სპეცსიის ღიად დატოვების მითითება. ოლქის თავჯდომარის ომარ ვარშანიძის თქმით, დღეს სიაში არანაირი დამატება არ მოხდება და სპეციალური სიის ღიად დატოვება დავალება არ ყოფილა:

„ეს არ არის დავალება, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, როგორც ხელმოწერების გრაფა, სპეცსიის გრაფაც არის ცოცხალი ორგანიზმი,“ – ამბობს ოლქის თავმჯდომარე, რომლის თქმითაც, სპეცსია ღია რჩება, რომ არ მოხდეს ამომრჩეველთა გაორება: „შეიძლება ამ უბანზე არა, მაგრამ რადგან მაგალითად არსებობს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, საავადმყოფოები და შეიძლება სპეცსიაში შეყვანილმა ამომრჩეველმა ერთიანი სიით მისცა ხმა. ეს ხდება იმიტომ, რომ არ მოხდეს ამომრჩევლის გაორება.“

ხელვაჩაურის #1 უბანზე კი სპეცსია სადემოსტრაციო ოქმში ფანქრით შეავსეს.

ფანქრით შევსებული გრაფა სადემონსტრაციო ოქმში
ფანქრით შევსებული გრაფა სადემონსტრაციო ოქმში

საარჩევნო უბანზე სიტუაციის შესასწავლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, კომისიის წევრებს ასეთი დავალება ნამდვილად ჰქონდათ და ეს მათი ბრალეულობა არ არის.

„სპეციალური სიები დილის 8 საათამდე უნდა იყოს შევსებული და ეს კანონის სავალდებულო მოთხოვნაა,“- განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თუმცა იგი თვლის, რომ ეს ხარვეზი საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან სპეცსიაში მოსახვედრად პირს სპეციალური საბუთი უნდა ჰქონდეს, რაც დაადასტურებს, რომ მან ნამდვილად დღეს გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება:

„საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სპეცსიის შევსება სავალდებულოდ  შესასრულებეული ქმედებაა კომისიის თავმჯდომარის მიერ, რომელიც უნდა განხორციელდეს დილის რვა საათამდე. რასაც აცხადებენ კომისიის თავმჯდომარეები და წევრები,  არ არის კანონშესაბამისი.  ისინი ამბობენ, რომ განმარტება მიიღეს ოლქისგან და წინასაარჩევნოდ ჩატარებულ ტრენინგზე უთხრეს, რომ სპეცისია არ დახურონ საღამოს 8 საათამდე. ჩვენ ვაფიქსირებთ შენიშვნებს ყველა ასეთ შემთხვევაზე და ველოდებით აღშიშნული პრობლემის აღმოფხვრას. ეს პრობლემა არ ახდენს გავლენას საარჩევნმო პროცესზე, რადგან სპეცსიაში გარეშე პირი მაინც ვერ მოხვდება. როგორო ჩანს, კომისიის წევრებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს პროფესიული გადამზადების დროს.“

სპეციალური სია არ შეუვსიათ არც ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქის #17 უბანზე. აქ აცხადებენ, რომ სპეციალური სია საღამოს 8 საათზე შეივსება. უბანზე მყოფი „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის თქმით, საქმე გვაქვს პროცედურულ დარღვევასთან.

LIVE: არჩევნების მეორე ტური აჭარაში

თვალი ადევნეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჭარაში.

უსკო: აჭარაში კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უსკოს ცნობით დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა.

ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო საჩივარი, სადაც დამკვირვებლებს უბნის თავმჯდომარეებმა რეგისტრატორისგან მოშორებით დგომისკენ მოუწოდეს.


შეგახსენებთ, აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს. 

აჭარაში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების, აჭარაში კი უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობს.  მოქალაქეებმა ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ორ კანდიტატს შორის ერთზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, რადგან მეორე ტურში მონაწილეობს მხოლოდ ორი კანდიდატი, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს პირველ ტურში.

აჭარაში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს. 

აჭარაში სულ  348 საარჩევნო უბანია, მათგან ბათუმის ოლქში – 119, ქობულეთში – 48, ხელვაჩაურში – 50, ქედაში – 27, შუახევში – 49 და ხულოში – 54 საარჩევნო უბანი.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით აჭარაში რეგისტირებულია 308 506 ამომრჩეველი, მათგან ბათუმში სულ 158 963 ამომრჩეველია [#6, #69, #70 მაჟორიტარული ოლქი]; ქედა, შუახევსა და ხულოში [N73 მაჟორიტარული ოლქი] – 52 115 ამომრჩეველი, ქობულეთში [№71 მაჟორიტარულ ოლქი] – 49 319 ამომრჩეველი; ხელვაჩაურში [№72 მაჟორიტარულ ოლქი] კი 48 109 ამომრჩეველი.

 

 

მიღება თურქეთის საკონსულოში

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში თურქეთის საკონსულო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი  მიძღვნილ მიღებას მართავს. ვახშამის მასპინძელია თურქეთის რესპუბლიკის გენარალური კონსული – იასინ თემიზქანი და მისი მეუღლე.

1176758144792603185-account_id=1

5214862378929057419-account_id=12827603658661299475-account_id=1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტუმრებს შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. ასევე სახელოვნებო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

 

ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა.  იუბილესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ელესამ“ კონცერტი გახსნა სიმღერით „ელესა“. ალბომში შესულია ანსამბლის 20 დამუშავებული ძველი სიმღერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკლორს წარმოადგენს.

ანსამბლი მეორე ალბომზეც მუშაობს, სადაც 15 სიმღერა ჩაიწერება.

კონცერტის დაწყებამდე კულტურის ცენტრში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  ქართული ტრადიციული მაგიდა გაწყობილი იყო ძველი ჭურჭლით, სადაც ხილი და ბოსტნეული ელაგა. პარალელურად, შესაძლებელი იყო აჭარული კერძების დაგემოვნებაც.

ვაჟთა ვოკალური ანსამბლის იუბილეს, საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძვანელი, (ხალხური მიმართულებით) ნანა ვალისვილიც ესწრებოდა. ქედაში იმყოფებოდა ეთნომუსიკოსი ნინო რაზმაძეც, ვისი დახმარებითაც აღადგინა „ელესამ“ 20 ხალხური სიმღერა.

დღევანდელ კონცერტში ლატვიური ფოლკლორული ანსამბლი „სვატრაც“ მონაწილეობდა.

ქართულ ტრადიციულ პოლიფონიურ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის  ფონდმა „ქართული გალობა“, „ელესა“ ნომინაციაში – „ახალი თაობა“ დააჯილდოვა. გასულ წელს ანსამბლი „წინანდლის პრემიის“ მფლობელი გახდა.

ლიტვური ფოლკლორული ანსამბლი „ელესას“ იუბილეზე ქედაში
ლიტვური ფოლკლორული ანსამბლი „ელესას“ იუბილეზე ქედაში

ევროკავშირმა აჭარისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირი აცხადებს კონკურსს სოფლის მეურნეობის საპილოტე ღონისძიებებისთვის აჭარაში. კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 10 მილიონ ლარს (4 მილიონი ევრო). კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 დეკემბერი.

საგრანტე კონკურსის ფარგლებში ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მხარდაჭერა, ასევე სოფლად ეფექტური არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი მართვა და დაცვა.

„აღნიშნული კონკურსით ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას, წინა პერიოდში გამოცხადებული პროექტების მსგავსად, როგორებიცაა 2014 წელს გამოცხადებული და ამჟამად მიმდინარე სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში, და 2016 წელს გამოცხადებული კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, დუშეთის და მესტიის ტერიტორიული ერთეულებიდან სოფლის განვითარების სამი დამატებითი პროექტის შერჩევა მოხდება“.

კონკურსი გამოცხადებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაში ეხმარება. ქვეყანაში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი სოფლად სიღარიბის შემცირებაა.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

გიორგი მასალკინი: არ არის გამორიცხული მეც დავტოვო პარტია

ის რაც თქვა დავით უსუფაშვილმა, მეც ასე ვფიქრობ. ანუ, დაგროვდა გარკვეული შიდა პრობლემები, მენეჯმენტური, პრაქტიკული ხასიათის და არჩევნების შემდეგ ეს პრობლემები იჩინეს თავი. ამიტომ ახლა ყველა პარტიის წევრი დადგება არჩევანის წინაშე.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, თქვენც ხომ არ ფიქრობთ პარტიის დატოვებას პარტიის ლიდერის შემდეგ? გიორგი მასალკინი გვეუბნება, რომ დავით უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ის დგას არჩევანის წინაშე.

„მე უკვე ვდგავარ არჩევანის წინაშე. არ არის გამორიცხული, რომ მეც დავტოვო პარტია. მაგრამ,  ჯერ  მჭირდება მეტი ინფორმაცია. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით ეროვნულ კომიტეტზე, განვიხილავთ რა ტიპის პრობლემებს აქვს ადგილი და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“.

გიორგი მასალკინის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეიკრიბება.

ზაურ ახვლედიანი: ჩემთვის დავით უსუფაშვილის განცხადება მოულოდნელი იყო

„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება მისთვის მოულოდნელი იყო.

„დავით უსუფაშვილის განცხადება არ მომისმენია, ჩემთვის მოულოდნელია ეს ამბავი,  არც მანამდე მსმენია მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე. ვფიქრობ, მისი მხრიდან პარტიის დატოვება სხვა წევრებზეც გარკვეულწილად იმოქმედებს და შესაძლებელია ახალგაზრდების ნაწილმაც დატოვოს პარტია და არა მხოლოდ მათ. ალბათ შეიკრიბება ეროვნული კომიტიტი და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“.

ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ პარტიის დატოვებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. „შესაძლებელია თავმჯდომარეობიდან გადავდგე. იმიტომ, რომ ვფიქრობ გარკვეული რეფორმებია პარტიაში საჭირო. თუკი დროზე დაიწყება რეფორმები, არ იქნება პარტიის დაშლის მიზეზები“.

გია აბულაძე: „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობას სთხოვენ

ენმ-ეს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, 70-ე საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.

„ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მოქალაქეებისგან. პირადობის მოწმობებს იყენებენ არჩევნების გასაყალბებლად.  ამიტომ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ არ მისცენ „ქართული ოცნების “ ან სხვა პარტიების წარმომადგენლებს თავიანთი პირადობის მოწმობები“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა მოტივით სთხოვდნენ პირადობის მოწმობას მოქალაქეებს კოორდინატორები? გია აბულაძე ამბობს: „არჩევნებზე მხარდაჭერის ნიშნად სთხოვდნენ პირადობის მოწმობას.“

გია აბულაძის თქმით, მსგავსი პრაქტიკას წინა არჩევნებზეც იყენებდნენ პარტიები.

გია აბულაძემ ეს განცხადება დღეს, 29 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

პეტრე ზამბახიძე: კერძო ბინებში უცნობი პირების ჩაწერის შემთხვევები ისევ ფიქსირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  კონკრეტულ მისამართებზე უცნობი პირების რეგისტრაციის შემთხვევები, ისევ ვლინდება.

„ასათიანის 71-ში ბინა 27 არის  ნონა ასატურიანის  საკუთრება. მის მისამართზე 2014 წელს  მისთვის უცნობი ორი პირი იყო რეგისტრირებული. მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრეს და ეს პირები მისი საკუთრებიდან ამოწერა.  თუმცა, დღეს, ამ მოქალაქემ ისევ აღმოაჩინა მის ბინაში ჩაწერილი ორი პირი, – ლავაშოვა მადონა და ლავაშოვა აპო.   უცნობი პირების მის ბინაზე მიწერის ამბავი მოქალაქემ მას შემდეგ გაიგო, როცა ამ პირების ამომრჩევლის ბარათი  ამავე  მისამართზე მივიდა“.

პეტრე ზამბახიძის თქმით, აღნიშნული პირები უკანონოდ არიან მიწერილი სხვის კერძო საკუთრებაში. „უმისამართოებს საჯარო რეესტრი წერდა კონკრეტულ მისამართებზე, ოღონდ ბინის მითითების გარეშე. აქ პრობლემა ისაა, რომ კონკრეტული ბინაა მითითებული, რაც იმას ნიშნავს რომ გაყალბებულია ჩანაწერი.  მსგავსი შემთხვევები ძირითადად ეთნიკური უმცირესობების მისამართებზე ფიქსირებდა,  ალბათ ფიქრობენ, რომ ისინი ხმას არ ამოიღებენ ან ვერ მიხვდებიან“.

აღნიშნული განცხადების გარდა, დღეს 29 ოქტომბერს, პეტრე ზამბახიძემ  საარჩევნო უბნებზეც ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია უბნებიდან, რომ  „ქართული ოცნება“ კომისიის მდივნებსა და თავმჯდომარეებს აფრთხილებს რომ  მაქსიმალურად არ დაუსვან ბეჭედი და რა მოაწერონ ხელი, იმ ამომრჩევლების  საარჩევნო ბიულეტენებზე, რომლებიც პოტენციურად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები არიან. ამიტომ, მინდა გავაფრთხილო ამომრჩეველი, რომ იყვნენ ყურადღებით და დააკვირდნენ ბიულეტენებს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება  ასეთი ბიულეტენების გაბათილება“-აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

ნონა ასატურიანის ბინაში , ორი უცნობი პირია ჩაწერილი
ნონა ასატურიანის ბინაში , ორი უცნობი პირია ჩაწერილი

 

 

სან დიეგოს უნივერსიტეტის ბათუმელი სტუდენტები თავიანთი გეგმების შესახებ

საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოსვლით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შანსი მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი, მოუსმინონ ცნობილ ამერიკელ პროფესორებს და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.  ამ დროისთვის უნივერსიტეტში  217  სტუდენტი სწავლობს. ეს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სკოლების დამამთავრებელ კლასებში ეძებს ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ ქიმიას, ფიზიკას, ბილოგიასა და მათემატიკას. რეგიონებში ასეთი ბავშვებისთვის უნივერსიტეტი აფინანსებს ინგლისური ენის სწავლების კურსსაც. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საქართველოში ფულს არ ზოგავენ თავიანთი შვილების განათლებისთვის, ამერიკულ უნივერსიტეტს თბილისში ძალიან ცოტა სტუდენტი ჰყავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სკოლა, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ხარისხის ყველაზე დაბალია.

ბათუმელმა გიორგი ჩიქოვანმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბიოქიმიის მიმართულებით წელს ჩააბარა. გიორგის ინტერესის სფერო ნავთობი და გენური ინჟინერიაა. იგი მიიჩნევს, რომ ამ სფეროების განვითარება საქართველოს ძალიან სჭირდება.

გიორგი ჩიქოვანი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი
გიორგი ჩიქოვანი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

„ბიოქიმია მაინტერესებდა ძალიან, მაგრამ უნივერსიტეტი, სადაც ნავთობი ან გენური ინჟინერია ისწავლება, საქართველოში არ არის. სან დიეგოს შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში კარგი შესაძლებლობაა. ის ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას მაძლევს და იმის შესაძლებლობასაც, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ვიმუშაო. სამწუხაროა, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნები კარგად არ ისწავლება და ცოტა აბიტურიენტი იყენებს ამ შესაძლებლობას“, –  გვეუბნება ის.

გიორგის აზრით, აუცილებელია საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია გაიზარდოს, რაც, მისი აზრით, ცდებზე მუშაობით არის შესაძლებელი.

ქეთევან არველაძეც სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობს. მან კომპიუტერული მეცნიერება აირჩია, რადგან მიიჩნევს, რომ მომავალი ტექნოლოგიური მეცნიერებებისაა. „მე IT მიმართულებით ვსწავლობ, რადგან ტექნიკის საუკუნეში, IT  მენეჯერები ყველას სჭირდება. პრაქტიკული პროფესიაა და პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს. გარდა ამისა, ქალები იშვიათობაა ამ სფეროში საქართველოში, ამიტომ, ამ მხრივაც მინდოდა ამ სპეციალობაზე სწავლა“,  –  გვეუბნება ის. ქეთი გეგმავს პრაქტიკა ამერიკაში გაიაროს და შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში.

დიანა გიგინეიშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიას სწავლობს. „ამერიკული განათლება ყოველთვის მომწონდა, „სტენ“ მიმართულების არჩევას თავიდანვე ვფიქრობდი, ამიტომ სან დიეგოზე როცა გავიგე, აქ ჩაბარება გადავწყვიტე“.

დიანას აზრით, კომპიუტერულ ინჟინერიაში ძირითადი საგანი მათემატიკაა, მის კარგად ასათვისებლად კი საფუძველი მნიშვნელოვანია.  „არ უნდა შეგეშინდეს კითხვის დასმის, რადგან თუ არ დასვამ კითხვებს, შეიძლება რაღაც ვერ გაიგო. მათემატიკა კი ისეთია, თუ რაღაც გამოტოვე, მერე შეიძლება ვეღარ გაიგო. რეგულარულად უნდა იმეცადინო და შედეგიც იქნება“, – გვეუბნება ის.

დიანას შემთხვევაში სასკოლო განათლება საკმარისი იყო წარმატების მისაღწევად, მას არ დასჭირვებია დამხმარე მასწავლებელი.  „თუკი მონდომებული ხარ, გამოგივა“, –  გვეუბნება ის.

დიანას უნივერსიტეტში ყველაზე მეტად სწავლის მეთოდი მოსწონს.

ქეთევან არველაძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი
ქეთევან არველაძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

ანდრო მურვანიძეც ამერიკულ უნივერსიტეტის სტუდენტია. დიანასგან განსხვავებით, ის ფიქრობს, რომ მხოლოდ სკოლის დონე არ არის საკმარისი მათემატიკის კარგად შესასწავლად. „აუცილებელი ცოდნა მხოლოდ სკოლას არ მიუცია, დამატებით მიწევდა მომზადება. მასწავლებლების გამოცდების შედეგებს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით რა მდგომარეობა გვაქვს სპეციალისტების მხრივ, ბევრი ჩაიჭრა. გერმანულ სკოლაში როცა ვიყავი, იქ იყო დაყოფილი ჯგუფები სიძლიერის მიხედვით, იაპონიაშიც ასეა და, ვფიქრობ, ჩვენს სკოლებშიც ასე უნდა იყოს. სიძლიერის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს ჯგუფები და შედეგიც უფრო იქნება“.

ანდროს აზრით, კომპიუტერულ მეცნიერებებს საქართველოში მომავალი აქვს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სწავლა. „ვაპირებ პროგრამირება ვისწავლო და ბათუმში შესაბამისი სკოლაც გავხსნა, რადგან სპეციალისტები, ფაქტობრივად, არ არიან ამ მიმართულებით“.

სან დიეგოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი გიორგი ქიქავაც კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს. მას გააზრებული აქვს ტექნოლოგიები ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია რომაა მსოფლიოში და საქართველოშიც წარმატებული იქნება. გიორგი ამბობს, რომ მას გაუმართლა, მაგრამ აუცილებელია სხვა ახალგაზრდებსაც მიეცეთ ასეთი შანსი, რაც სკოლის გარეშე შეუძლებელი იქნება:

„კომაროვის სკოლა არის საჯარო სკოლის ალტერნატივა მათემატიკის სწავლების მხრივ, თუმცა ეს სკოლა ყველაგან არ არის. მარტო საჯარო სკოლა მაღალ დონეს ვერ გაძლევს. დამატებით გჭირდება მომზადება“.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სახელმწიფოს ხელშეწყობით შემოვიდა, თუმცა იგივე სახელმწიფო, ჯერჯერობით, ვერ დგამს რეალურ ნაბიჯებს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ხარისხის ასამაღლებლად. საგნობრივი გამოცდების ჩაბარებაც მასწავლებლებს ყველაზე მეტად სწორედ ამ მიმართულებით უჭირთ.

ბათუმის რესურსენტრი ვერ ასახელებს კონკრეტულ ციფრს, თუ რამდენი ქიმიის, ფიზიკის და  ბიოლოგიის სერთიფიცირებული მასწავლებელი მუშაობს სკოლებში. „ზუსტი ციფრი არ მახსოვს, თუმცა ბევრნი არ არიან“, –  გვეუბნება გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

დიანა გიგინეიშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი
დიანა გიგინეიშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

პედაგოგების კვალიფიკაციის გარდა, საჯარო სკოლებში ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, მაგალითად, სკოლებს არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ თანამედროვე ლაბორატორიები თუ ცდების ჩასატარებელი მასალები. სკოლის დირექტორები ირწმუნებიან, რომ ცდებისთვის საჭირო მასალებს შესაძლებლობის ფარგლებში იძენენ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ სკოლებში საგნობრივი ცდები, ფაქტობრივად, არ ტარდება და სწავლა თეორიულ დონეზე მიდის.

არათუ სკოლებს, ბიოქიმიის მიმართულებით დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც კი არ აქვთ. მაგალითად, თსუ-ს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოქმიის კათედრის გამგე ნანა კოშორიძე გვეუბნება, რომ ცდების და კვლევების წარმოებას გრანტების ხარჯზე ახერხებენ. „უნდა გაზარდოს სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. ბიოქიმია ძალიან ძვირადღირებული მეცნიერებაა, მაშინ როცა ერთი რეაქტივი 2 500 დოლარი ღირს, ჩვენი გრანტის წლიური მოცულობა 4 ათას ლარამდეა. ეს გრანტიც რომ არ გვქონდეს, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ“, –  გვეუბნება ის.

სან დიეგოს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს. უნივერსიტეტს წამყვანი ფარმაცევტული და ტექნოლოგიური კომპანიები აფინანსებენ და უკვეთავენ კვლევებს. უნივერსიტეტში ლექციებს სპეციალურად ამ პროგრამისთვის ჩამოყვანილი ლექტორები ან სან დიეგოში გადამზადებული პროფესორები კითხულობენ.

უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ამერიკაში, ამავე უნივერსიტეტში გააგრძელონ.

საქართველოში ეკონომიკური განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ადამიანური კაპიტალის არარსებობა. სწორედ ადგილობრივ ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო“, –  ამბობს ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. ამ უნივერსიტეტის პროგრამებს აღნიშნული კორპორაცია 30 მილიონი დოლარით აფინანსებს.  საქართველოს მთავრობას კი აღებული აქვს ვალდებულება 9 მილიონი  ამერიკული დოლარი გაიღოს.

უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საბუნებისმტეყველო  მეცნიერებების –  ელექტრნული ინჟინერია, ბიოქიმია, კომპიუტერული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას და მათ განვითარებას. 2017 წლიდან კი დაემატება სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობებიც.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლება ამერიკაში აკრედიტირებული პროგრამების (ABET, CSA, WASC ) იდენტური პროგრამებით ხდება.

ქედის სოფელ კორომხეთში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა  ექსპროპრიაციის უფლება ქედის რაიონის სოფელ კორომხეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქემალ და ჟუჟუნა ჯაბნიძეების საკუთრებაშია.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ნაკვეთის მთლიანი ფართობი 5000 კვ/მ-ია, თუმცა საექსპროპრიაციო ფართობი აქედან არის 35 კვ.მ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე – ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების [,,შუახევის“ და ,,კორომხეთის“ ჰესები] მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხის არსებული 500/400 კვ-იანი მუდმივი ძაბვის ქვესადგურიდან იწყება და ბათუმის არსებულ 220 კვ-იანი ქვესადგურს დაუკავშირდება. ხაზის მთლიანი სიგრძე 150 კილომეტრია. სწორედ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში [ნაწილობრივ] მოექცა ქემალ ჯაბნიძის და ჟუჟუნა ჯაბნიძის  თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

„დადასტურებულია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსიტემამ“ მესაკუთრეებს შესთავაზა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის – 35 კვ.მ. გამოსყიდვა. მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ წერილობითი უარი განაცხადეს. ვინაიდან მითითებულ მესაკუთრეებთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

კრიტიკული აზროვნების კურსი ბსუ-ში

დღეს, 29 ოქტომბერს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის –  „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“ თეორიული კურსი გაიხსნა. კურსს პროფესორი, სოციოლოგი  იაგო კაჭკაჭიშვილი წაიყვანს.

„საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას,  საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს, საზაფხულო სკოლისა და სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს თავიანთი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და სოციალური რეალობის რეფორმირებისკენ“.

ოფიციალური ინფორმაციით, საზაფხულო სკოლისთვის მსმენელები კონკურსის წესით შეირჩევა. აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ცნობა 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაზე სწავლის შესახებ და  ესე 400-დან – 800 სიტყვამდე.

დაინტერესებულმა პირებმა  ქვემოთ მოცემული ორი თემიდან უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი:

1.როგორ გესმით კრიტიკული აზროვნება? რამდენად იყენებთ კრიტიკულ მიდგომებს თქვენს სპეციალობაში?
2.მაგისტრანტს შეუძლია დაწეროს ესე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას აინტერესებს და რომელიც მეტ–ნაკლებად ეხება პროგრამაში მოცემული თემებიდან  რომელიმეს.

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ესე  შეფასდება 100 ქულიან სკალაზე შემდეგი 3 კრიტერიუმის მიხედვით:
1. ინფორმირებულობა; საკითხის ცოდნა  – 40 ქულა
2. ანალიტიკური აზროვნება  – 40 ქულა
3. წერის აკადემიური სტილი – 20 ქულა
იხილეთ პროგრამა.

კრიტიკული აზროვნების პროგრამა იხილეთ აქ.

„ისინი ოთხი დღის განმავლობაში მოისმენენ  იაგო კაჭკაჭიშვილისა და ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის ლექციათა კურს, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები“.

საზაფხულო სკოლა საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაცია – „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სარფის გამშვებ პუნქტზე პრობლემა აღმოფხვრილია

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგენილია.

საკონსულოს ინფორმაციით, აღმოიფხვრა ყველა პრობლემა, რის გამოც მოქალაქეებს რამდენიმე დღის მანძილზე, სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის ტერიტორიაზე შევსვლა და აქეთ, საქართველოში შემოსვლა არ შეეძლოთ.

„ორი საათია რაც ეს პრობლემები მოგვარდა და სისტემა გამართულად მუშაობს“ – გვითხრეს საკონსულოში.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული შეფერხებების მიზეზად, ქსელების გათიშვა სახელდებოდა.

120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს.

ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი საცხოვრებელი სახლები სახურავების შეცვლას საჭიროებს, ქედის გამგეობა სახურავით დაეხმარება.

ქედის გამგეობა სოციალურად დაუ¬ცველი ოჯახებისთვის თუნუქის ფურცლებით დახმარების პროგრამას წელს პირველად განახორციელებს. გამგეობამ 2960 ცალი თუნუქის ფურცლის შესაძენად ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში შპს „პატრიოტმა“ 34 928 ლარით გაიმარჯვა.

ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ პროგრამით სახურავს 40 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 აჭარბებს, გამგეობა ოჯახს სახურავით ვერ დაეხმარება, რადგან, როგორც გურამ ბერიძე განმარტავს, პროგრამით გათვალისწინებული მთავარი კრიტერიუმი სოციალურად დაუცველის სტატუსია. განცხადების განხილვისას, სტატუსთან ერთად, ყურადღება იმასაც მიექცევა, ოჯახი მრავალშვილიანია თუ არა. ვის შეხვდება სახურავები სახელმწიფოსგან უფასოდ, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სახურავის გამანაწილებელი დროებითი კომისია მიიღებს.

სახურავის მიღების მოთხოვნით ამ დრისთვის ქედის გამგეობაში 120 მოქალაქის განაცხადია შესული.

„1,8 კვადრატული მეტრის ზომის 2960 ცალი თუნუქის ფურცლები ტენდერით შევიძინეთ, რაც დაახლოებით 40 სახლს გადახურავს. პროგრამის ფარგლებში იმ ოჯახებს დავეხმარებით, ვისაც სახურავის პრობლემა აქვს და მათი სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა.

ოჯახების მდგომარებას ადგილზე მისვლით შეისწავლის კომისია და საბოლოო გადაწყვეტილებასაც კომისია ერთობლივად მიიღებს. ორ ჯგუფად გაიყოფა კომისია, გავალთ ადგილზე, ვნახავთ საცხოვრებელ სახლებს, დავასურათებთ და შევქმნით ბაზას. შემოსულ განცხადებებს თუ გადავხედავთ,  10 ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღები არ არის. შესაბამისად, მათ მდგომარეობას კომისია არ შეისწავლის“, – ამბობს გურამ ბერიძე.

კითხვას, რამდენად მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება კომისია სახურავების განაწილებისას? – გურამ ბერიძე ასე პასუხობს:

„ვინ მიიღებს სახურავს და ვინ არა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას  კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა ერთობლივად მიიღებს. მიკერძოება და მსგავსი რამ გამორიცხულია. კომისიის შემადგენლობაში არიან საკრებულოს ორი წევრი, გამგეობის ექვსი თანამშრომელი და ადმინისტრაციული თემის წარმომადგენელი“.

პროგრამაში ჩასართველად და სახურავის მისაღებად, თუ შესაბამისი სარეიტინგო ქულა 40-ზე მეტ ოჯახს ექნება, მაშინ უპირატესობა მიენიჭებათ იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და ასევე ოჯახი არის მრავალშვილიანი.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეიდან შეძენილი თუნუქის ფურცლები ამ დროისთვის ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული.

საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას თურქეთის ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავს ულოცავს.

„მინდა გულითადად მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავი!

მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტნიორობის გაღრმავებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, წარმატებას მოგვიტანს ჩვენი ერების ურთიერთსასარგებლოდ.

ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების  მტკიცე მხარდეჭერისათვის

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უსკოს მიერ 30 ოქტომბერს დაგეგმილი ბრიფინგები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.

უსკოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი უსკოში 30 ოქტომბერს:

  • 09.00 საათზე [საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ];
  • 12.30 საათზე [ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ];
  • 18.00 საათზე [17.00 საათზე უსკო ვებ-გვერდის საშუალებით გაავავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ];
  • 21.00 საათზე [საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ].

უსკოს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში ცვლილება შევიდეს.

30 ოქტომბერს აჭარაში პარალელურად იმართება საქართველოს პარლამენტისა [ხულოს ოლქის გამოკლებით] და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი საღამომდე გაგრძელდება

დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” იმართება.

ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყო სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იყო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყო და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

 

19:00 -21:00-მდე სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ჯგუფი ASEA SOOL-ის გამოსვლას, 21:00-დან – 23:00 საათამდე კი სტუმრებისთვის ჯგუფი „ეგარი“ დაუკრავს.




ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, დღეს, სასწავლო პროცესის პერიოდში, ლექციებიდან გაიყვანეს სტუდენტები „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დასასწრებად. სტუდენტების თქმით, ლექციებიდან სტუდენტების გაყვანას ორგანიზებას უწევდა სამართლის პროფესორი ომარ მახარაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ადამ მახარაძის ძმაა.

„ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სტუდენტების დასწრების ფაქტი „ბათუმელებს“ დაუდასტურა თავად ომარ მახარაძემაც. “მთელი უნივერსიტეტი იქ ვიყავით, მერე რა? სასწავლო პროცესი არ შეუჩერებია უნივერსიტეტს. პირველი ცვლის სტუდენტები ვინც იყვნენ, ამთავრებდნენ სტუდენტები და ორი ჯგუფი გადავიდა შეხვედრაზე. ანუ ლექციები დამთავრებული ჰქონდათ. მე ლექციიდან სტუდენტები არ გამომიყვანია“.

შეკითხვაზე, თქვენ რა მონაწილეობას იღებდით ამ პროცესში, ომარ  მახარაძემ თქვა – “დაკითხვას მიწყობთ? ეს ჩემი პირადი საქმეა“.

კითხვაზე – თქენი ძმაც იყო შეხვედრაზე – ომარ მახარაძემ განმარტა:  “რა, უფლება არ ჰქონდა დეკანს ყოფილიყო, პრორექტორს ან რექტორს? ყველანი  ვიყავით და რა გინდათ თქვათ. რექტორიც იყო, პრორექტორიც და ყველა. ვიდეო კადრებიც იქნება დაფიქსირებული. მერე რა. რექტორი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია იყო. წასულები ვიყავით პირველი საათიდან ორ საათამდე“.

ბსუ-ს სტუდენტების ერთი ჯგუფის თქმით, შეხვედრაზე თავის არიდება სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა.

ბსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების უმრავლესობა, ყოველთვის, ყოველი მმართველი პარტიის შეხვედრებს ესწრება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

“ქართული ოცნება” დღეს სტუდენტებს სასტუმრო “ჰილტონში” შეხვდა.

თურქეთის საკონსულო: გავრცელებული ინფორმაცია სარფში აფეთქების შესახებ ტყუილია

თურქეთის საკონსულო ბათუმში უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარფში, თურქეთის მხარეს აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საქართველოს შს სამინისტროში. სამინისტროს განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, სიმშვიდეა.

ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის

მანდარინის კრეფის დაწყების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული ფორუმისთვის ემზადება. ფორუმზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება, ბევრი დეტალი დაზუსტდება და შემდეგ დაიწყება აქტიური მუშაობა – აცხადებენ აჭარის სავაჭრო პალატაში. გაურკვეველია „ენესის“ სუბსიდირების საკითხიც. სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საკითხი გადაწყდა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში კვლავ 10 თეთრს გადაიხდის.

„ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ამდენად, განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება ფორუმი – „ციტრუსის სეზონი 2016“. ორი ჯგუფი იყო წასული სამინისტროდან უკრაინაში, ბელორუსში, ბალტიისპირეთში… ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მოვამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი და ვიდეორგოლი, იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრები. ამჯერად მათ წარმომადგენლებს ველოდებით“, – განაცხადეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ბათუმში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს 9 ქვეყნიდან ელოდებიან. თუმცა, ქვეყნებსაც და წარმომადგენელთა რაოდენობასაც სამინისტრო ამ კვირაში დააზუსტებს.

„ადგილზე იქნება შეხვედრები ცირტრუსის გადამამუშავებელ და დამფასოებელ საწარმოებში; გაეცნობიან ექსპორტისთვის ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხება-შეფუთვის პროცესს. რამდენიმე ფერმერთან კრეფის პროცესსაც დავასწრებთ და სანერგე მეურნეობას დავათვალიერებინებთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწემ როინ გოგაძემ.

მისივე თქმით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, „მაგრამ თუ იქნება, როგორც გასულ წელს – 10 თეთრს გადაიხდის საწარმო და 10 თეთრს – სახელმწიფო. ანუ 1 კგ „ენესზე“ ფერმერი მიიღებს 20 თეთრს.“

არასტანდარტულ მანდარინს, ძირითადად, კვლავ ქობულეთის გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ – შეუზღუდავი რაოდენობით. თუმცა, თუ სუბსიდირება არ იქნება, საწარმოები თავად გადაწყვეტენ, რა ფასად მიიღონ ან მიიღონ თუ არა საერთოდ „ენესი“.

სუბსიდირებისთვის თანხა საქართველოს მთავრობამ უნდა გამოყოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კი გასულ კვირას ბათუმში  განაცხადა, რომ ციტრუსის რეალიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი ბაზრის ანალიზის შემდეგ გადაწყდება: „ვსწავლობთ სიტუაციას. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რაც იქნება საერთაშორისო ბაზარზე“.

გასულ წელს სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2 მილიონი ლარი გამოყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ბაზრების მოძიება არის მათი მხრიდან ხელშეწყობა ექსპორტიორებისთვის, „თუმცა წელს მანდარინი, ძირითადად, მაინც ტრადიციულ ბაზრებზე გავა“. ტრადიციული ბაზრების [უკრაინა, რუსეთი] გარდა, ქართული ციტრუსით წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები და უზბეკეთია დაინტერესებული.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილის, ჯუმბერ ტუღუშის განცხადებით, საექსპორტო ციტრუსის თანმხლებ დოკუმენტაციას პალატა ერთი ფანჯრის პრინციპით გასცემს: „ანუ, ექსპორტიორი, რომელიც მოგვმართავს, საჭირო დოკუმენტების მთელი ნუსხით გავა აქედან, ფიტოსანიტარიის ჩათვლით. ექსპორტიორებმა იციან, თუ რა დოკუმენტების მომზადება შეგვიძლია. ჩვენ დავაკვალიანებთ ექსპორტიორს ისე, რომ არც ერთი მიმართულებით პრობლემა არ შეექმნება ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის დროს“.

ჯუმბერ ტუღუშის ინფორმაციით, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საზღვარგარეთ დაეგზავნათ წერილები, რომ „აჭარაში რთველი იწყება და შესაძლოა იმპორტიორების  დაკავშირება ადგილობრივ მწარმოებლებთან. წერილები გაიგზავნა უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნებში. ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. რუსეთში არ გაგვიგზავნია, რადგან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს ამ ქვეყანასთან“.

ჯუმბერ ტუღუში ამბობს, რომ რუსეთის მიმართულება მნიშვნელოვანია და ამ ქვეყნიდანაც იყვნენ წარმომადგენლები ბათუმში – ძირითადად საბროკერო ფირმები, რომლებსაც პალატა გაუადვილებს მუშაობას: „ძირითადად, ლარსის მიმართულებით დრო რომ არ დაკარგონ… ბიუროკრატიული მექანიზმები რაც არსებობს, ან შეიძლება არსებობდეს, შევეცდებით მოვუხსნათ ექსპორტიორს, რათა მანქანა არ გაჩერედეს“.

პალატაში ფორუმის იმედიც აქვთ, სადაც ექსპორტიორები ადგილზე გააფორმებენ ხელშეკრულებებს. „ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტიორებიც მზად არიან აწარმოონ დიდი რაოდენობით ციტრუსი – აქვთ შესაფუთი მასალები, ყუთები, მოსახლეობასთან გამონახული აქვთ გზები და ა.შ. ამ კუთხით არ იქნება პრობლემა. აქვთ შესაბამისი სიმძლავრეები, რათა მიიღონ, დააკალიბრონ და გაიტანონ ექსპორტზე“, – აცხადებს ჯუმბერ ტუღუში.

მისივე თქმით, „განსაკუთრებული დოკუმენტაცია სჭირდება სომხეთში გატანას, რადგან ეს ქვეყანა ევრაზიულ კავშირშია და ვინც სომხეთის მიმართულებით მიდის, ვაფრთხილებთ, რომ დოკუმენტები ჰქონდეთ წესრიგში. ევრაზიის კავშირს გაცილებით მკაცრი მოთხოვნები აქვს“.

აჭარის სავაჭრო პალატაში ამბობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, გაცილებით მარტივია ციტრუსის შეტანა [დოკუმენტებისა თუ საბაჟო კუთხით], ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში.

„ფორუმს რაც შეეხება, იმიტომაა ეს შეხვედრები საჭირო, რომ გაარკვიონ, ადგილობრივი ექსპორტიორი გაიტანს თუ იქაური კომპანია, – როგორი იქნება ლოჯისტიკური მიდგომები, გადატანის გზები. ეს უნდა აისახოს კონტრაქტებში. ჩვენი პალატა ამ კუთხითაც არეგულირებს საკითხებს“, – ამბობს ჯუმბერ ტუღუში.

ექსპორტიორს შეუძლია სხვაგანაც გააკეთოს დოკუმენტაცია, თუმცა შემდეგ ის შეღავათებს ვერ მიიღებს იმ ქვეყანაში, სადაც შეაქვს პროდუქცია.

ჯუმბერ ტუღუშის თქმით: „ქართული მანდარინი მთელ რიგ ქვეყნებში იღებს შეღავათებს სხვა ქვეყნებთან [მაგალითად, ესპანეთი, თურქეთი] შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შეტანის დროს, დაახლოებით 15%-მდე შეღავათია საბაჟოზე… ჩვენც ვუკეთებთ შეღავათებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ გვიკეთებს შეღავათს“.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შარშან რუსეთსა და უკრაინაში აჭარიდან თითქმის თანაბარი ოდენობის ციტრუსი გავიდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი წელს 50-60 ათასი ტონა იქნება. აქედან, დაახლოებით 10 ათასი ტონა განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, დანარჩენი – საექსპორტოდ.

სამინისტროსავე ინფორმაციით, გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდება ცხელი ხაზი. მინისტრის თქმით, ჩაბარებული ციტრუსი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

ამავე თემაზე:

საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში

შეფერხების მიუხედავად თურქეთიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა მოხერხდა

თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, თურქეთის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ორი დღეა შეფერხებებია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. მათი ინფორმაციით, 400-მდე მოქალაქე საზღვარზე უკვე გადმოყვანილია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განმარტებით, ქართულ მხარეს მექანიკურად გადმოაქვს პასპორტები საქართველოს მხარეს, ქართული ბაზებით ხდება მათი შემოწმება, შემდგომ გადატანა და გამოტარება. თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის მოხერხდება, საქართველოს მოქალაქეების გადასვლა საქართველოდან თურქეთში, უცნობია.

“მიმდინარეობს მუშაობა ორი მიმართულებით. პირველ რიგში უნდა აღდგეს ქსელი რომელიც დაზიანებულია არა მარტო სარფის გამშვებ პუნქტზე არამედ მთელი თურქეთის პერიმეტრზე. მუშაობს სპეციალისტები, ველით უახლოეს პერიოდში ამ ქსელის აღდგენას. ამავდროულად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ დროულად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გადმოყვანა, ჩვენს ტერიტორიაზე. პრინციპში მთელი ღამის განმავლობაში აქ მუშაობდა ჩვენი სპეციალისტები. ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკვე გადმოსულია საქართველოში. ამ წუთას მიმდინარეობს მუშაობა რათა დარეგულირდეს რიგი, ჩვენი საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად ჩართულია ამ პროცესში, ამავდროულად მიმდინარეობს მსუფუქი და სატვირთო მანქანების გადმოყვანა ჩვენს ტერიტორიაზე და ვფიქრობ უახლოეს დროში ეს პრობლემა დარეგულირდება” – განმარტა ზურაბ პატარიძემ, რომელიც დღეს სარფში იმყოფებოდა.

 

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება [ფოტო]

ამ წუთებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება.

ამავე თემაზე: ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

სენსეი მაკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

28 წლის მაკა ქებურია 20 წლის იყო, როცა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტა და კიოკუშინ კარატეში ვარჯიში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი ქალი სენსეი [ოსტატი] და სამი შავი ქამრის მფლობელია. სანსეი მაკა ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ნოემბრის ბოლომდე მან იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა უნდა მოიძიოს, დაახლოებით 2 ათასი დოლარი, დღეში 3-4 საათი უნდა ივარჯიშოს და შვილების, 11 თვის ტყუპი გოგონების აღზრდაზე იზრუნოს.

პირველი ვარჯიში 20 წლის ასაკში

ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობიდან მაინტერესებდა კარატე, მაგრამ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, არ შემიყვანეს მშობლებმა, საკმაოდ მკაცრი მამა მყავდა. შემდეგ თბილისში ჩამოვედი, 2006 წელს, უკვე აბიტურიენტი ვიყავი და გადავწყვიტე ბავშვობის ოცნება ამეხდინა. გავიგე, რომ მეტრო „დელისთან~ ავარჯიშებდა მსურველებს კიოკუშინის მწვრთნელი, შიჰან ნოდარ კვანჭიანი, მწვრთნელი 32-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც 34 შავი ქამრის მფლობელი ჰყავს აღზრდილი. აქედან დაიწყო ეს ყველაფერი.

პირველი რაც მახსოვს დარბაზში, ეს იყო სიჩუმე. იდგა სამოცი ბავშვი და ყველას ყურადღება იყო მასწავლებლისკენ. ძალიან გამიკვირდა მაშინ, მერე გავიგე, რომ კიოკუშინ კარატეში მთავარია დისციპლინა.

ჯერ 2-3 თვე მინდოდა მევლო, რომ ოცნება ამეხდინა, მაგრამ პირველი ვარჯიშიდანვე მივიქციე მწვრთვნელის ყურადღება, უცებ ვითვისებდი ყველაფერს. ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს, საქართველოს ჩემპიონი გავხდი, 2009 წელს მეორედ მოვიგე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და რამდენიმე თვეში იტალიაში გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მძიმე წონაში მეორე ადგილზე გავედი. ეს იყო საკმაოდ კარგი შედეგი. ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ, 2007 წელს უნგრეთში მოვიგე ჩემპიონატი 65 კგ წონით კატეგორიაში, 2013-ში ისევ განვამტკიცე ეს ტიტული და მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი.

პარალელურად ვსწავლობდი, სხვა რამეებითაც ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ 4-დან 6-საათამდე ეს ის დრო იყო, როცა მაკა ქებურიას უნდა ევარჯიშა.
კიოკუშინ კარატე უფრო ხელოვნებაა, ვიდრო მხოლოდ სპორტი. სულიერი და ფიზიკური ძალა, განწყობა, ფილოსოფია – ყველაფერი გაერთიანებულია ამ სპორტში. ესაა კონტაქტური კარატე, რეალურ ბრძოლასთან მიახლოებული სპორტი, სადაც შიშველი ხელებით იბრძვი.

ყველაზე დიდი გამარჯვება

2009 წელს, იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში შევხვდი ფინალში რუსეთის სამგზის მსოფლიო ჩემპიონს, მეორე დანს ანა კუკარინას, რომელიც ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. დავმარცხდი მასთან. ის უკვე შავი ქამრის მფლობელი იყო, მე – შედარებით ახალბედა. 2010 წელს ისევ დავმარცხდი კუკარინასთან ესპანეთში. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს, უნგრეთში პირველი მეტოქე ტატამზე იყო ისევ ანა კუკარინა და პირველივე ბრძოლისას მოვხსენი ტატამიდან. ისეთი მღელვარება გამოიწვვია, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა წააგო უფრო გამოუცდელ ქართველ სპორტსმენთან, დაბალ ქამართან… ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩემთვის.

მაკა ქებურია. თორნიკე თავაძის ფოტო
მაკა ქებურია. თორნიკე თავაძის ფოტო

ცხოვრება ქობულეთში, ტყუპების დედა

ორი წლის წინ დავქორწინდი და ქობულეთში გადმოვედი საცხოვრებლად, ქმრის სახლში. მყავს მეუღლე, რომელიც 23 წელია ამ სპორტითაა დაკავებული. ძალიან მეხმარება, როცა ბავშვებს ვაძინებთ, სავარჯიშოდ მივდივართ ერთად.

ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება. ეს არის დრო, როცა დილის ვარჯაშებს ვაკეთებ. რვის ნახევარზე უკვე ბავშვები იღვიძებენ და მთელი დილა მათ ვჭირდები. ათიდან თორმეტამდე ტყუპები იძინებენ და ამ ორი საათის მანძილზეც ვვარჯიშობ. 11 თვის არიან, ჯერ სიარულიც არ იციან.

დღის მანძილზე მინიმუმ ერთ საათს კიდევ ვპოულობ დროს, რომ ვივარჯიშო. დამღლელია ძალიან, მაგრამ ვპოულობ ძალებს ამისთვის. დღეში მინიუმ 3-4 საათი უნდა ვივარჯიშო.
პატარა ოთახი გვაქვს მოშენებული სახლთან, სადაც ვვარჯიშობთ. ეს არ არის დიდი ადგილი, არც შუქია გაყვანილი, მაგრამ ყველაფერია, რაც მე მჭირდება. ამაზე არ ვწუწუნებ.

თბილისში ხუთი წელი ბავშვებს ვავარჯიშებდი. ახლა ქობულეთშიც ვიწყებთ. რეკლამები დავარიგე დღეს, მწვრთნელი ვიქნები, მინდა ჩემი ცოდნა, რაც გამაჩნია, გადავცე ბავშვებს.
მეორე პროფესიაც მაქვს, იურისტი ვარ, მაგრამ წამოვედი სპორტის გამო, ვერ შეველიე ამ სპორტს და დრო მნიშვნელოვანი იყო. როცა მუშაობ, დღეში 4-5 საათი ვერ ივარჯიშებ, ჩემთვის კი მთავარი იყო მევარჯიშა, რადგან პრეტენზია მქონდა საკუთარ თავთან, მე უნდა მომეგო საქართველო – მოვიგე, ევროპა – მოვიგე და ახლა მაქვს ახალი მიზანი – მსოფლიო ჩემპიონატი.

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

იაპონიაში, ქალაქ მაებაშიში 26-27 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ლიზენცია მაქვს, მაგრამ გასამგზავრებელი თანხა ჯერ ვერ ვიშოვე. იაპონიამდე ბილეთი ძვირია, ფედერაციას რითაც შეუძლია მეხმარება, მაგრამ მწირი შემოსავლები აქვთ და ეს დახმარება ძალიან ცოტაა. მივმართე ჩხოროწყუს გამგეობას, სადაც ჩაწერილი ვარ, იქნებ მცირე თანხით მაინც დამეხმარონ. როგორმე უნდა მოვიძიო თანხა. როცა ვარჯიშობ, წვალობ, თან თანხას ეძებ, ბავშებს უვლი, დამიჯერეთ, დამღლელია. მაგრამ მაინც ვიპოვი გზას, იმიტომ რომ კიოკუშინ კარატე ასეთია, ძალას გაძლევს იქ მიხვიდე, სადაც ვერავინ ვერ მიდის და იმ სირთულეებს ლახავს, რასაც ვერავინ გადალახავს. არის ასეთი გამოთქმა – როცა რაღაც ძალიან გინდა, მთელი სამყარო გეხმარება ამის მისაღწევად. მეც ასე ვგრძნობ. რაც მინდა, იმას გავაკეთებ, აუცილებლად შევძლებ.

ბათუმის სასამართლოში მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნეს

ქვეყნის მასშტაბით 12 მოსამართლე, რომელიც აქამდე გამოსაცდელი ვადით – 3 წლით იყო დანიშნული, სასამართლოებში უვადოდ გაამწესა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. კენჭისყრა საბჭომ ახლახანს დაასრულა. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეები უვადოდ [იგულისხმება საპენსიო ასაკამდე] პირველად გაამწესეს.

12 მოსამართლიდან 2 ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს, გოჩა ფუტკარაძე კი ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ის პირველი მოსამართლეა ბათუმის სასამართლოში, რომელიც უვადოდ დანიშნეს.

ამჟამად ბათუმის სასამართლოში ორი მოსამართლის ვაკანსიაა. საერთო სასამართლოებში ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეები კონკურსის წესით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს.

დღეს, 28 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ იმ მოსმართლეებს უყარა კენჭი, ვისაც გამოსაცდელი ვადა ამოეწურათ. მოსამართლეები საბჭომ ღია კენჭისყრის შედეგად დანიშნა.

სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია

სარფის საბაჟოზე, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი, შესაძლოა დღეს საღამომდე მოგვარდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა.

„პრობლემა ტექნიკურ საკითხს ეხება, ამიტომ შესაძლებელია მალევე – ერთ საათშივე მოგვარდეს, ან შეიძლება საღამომდე,  დაზსუტებით ვერ გეტყვით“- თქვა იასინ თემიზქანმა.

თურქეთის კონსული ამ დროისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მისი განმარტებით ეს პრობლემა არა მხოლოდ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, არამედ თურქეთის მხრიდან ყველა სასაზღვრო პუნქტებზე შეიქმნა – „ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობენ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურები და ველოდებით უმოკლეს ვადაში აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას” – ამბობს ის – “ასევე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ქართველი და თურქი მესაზღვრეები ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ ვისაც გადაუდებელი საქმე აქვს, ორივე ქვეყნის მხრიდან, ჩვეულ რეჟმში შეძლონ საზღვრის გადაკვეთა და გადმოკვეთა”.

თურქეთის გენერალური კონსულის განმარტებით, თურქეთის მოქალაქეებისთვის და სხვა დანარჩენი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარზე არსებული სისტემა სხვადასხვაა, ამიტომაც თურქეთის მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას, პრობლემა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ექმნებათ.

სარფის საზღვრის გადაკვეთის პრობლემა, საქართველოს მოქალაქეებს გუშინწინ საღამოს ექვსი საათიდან შეექმნათ. საზღვართან ამ დრომდე რიგები დგას.

 

უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ

არჩევნების შედეგად საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა. მიუხედავად იმისა, თუ ვის ექნება საკანონმდებლო უმრავლესობა, ფაქტია – პარლამენტის საკანონმდებლო ტრიბუნასთან დგომის უფლება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასაც კი მკვეთრად ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით აწარმოებდნენ. “ბათუმელები” შეეცადა გაეგო, თუ რა მოლოდინები აქვთ უმცირესობებს მიკუთვნებულ ჯგუფებს და როგორი იქნება მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, მომდევნო ოთხი წელი საქართველოში.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, რელიგიური უმცირესობების მიმართ პოლიტიკა საქართველოში, არც ბოლო წლებში ყოფილა სახარბიელო, თუმცა, ახლა სიძულვილის ენის ტირაჟირება საპარლამენტო ტრიბუნებიდანაც იქნება მოსალოდნელი.
2014 წელს, საქართველოში დაარსდა “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”, რომელსაც რელიგიურ უმცირესობათა თემებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრა დაევალა, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, სააგენტომ ეს მოვალეობა აქამდე ვერ შეასრულა და სააგენტო იქცა კონტროლის მექანიზმად, რომელიც ცდილობს ძირითადად ეკლესიის დაკვეთები შეასრულოს, რამაც უფრო შეზღუდა რელიგიური უმცირესობების უფლებები. მისივე თქმით, ახლა ბათუმში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ახალი მეჩეთის მშენებლობა იქნება. “საინტერესოა, როგორ უპასუხებს ხელისუფლება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყებას. მიწა უკვე შევიძინეთ და ახლა პროექტის მომზადების პროცესში ვართ. თემა ალბათ მაშინ შეიძენს აქტუალობას, როცა ჩვენ ამ პროექტს ნებართვებისთვის შევიტანთ თვითმმართველობაში”, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. – “მძაფრდება ვარაუდი, რომ მომდევნო ოთხი წელი დატვირთული იქნება ამ სფეროში პრობლემებით. მე მაინც მგონია, რომ აუცილებელია რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო საზოგადოებაში უფრო მეტად გააქტიურება, პრინციპში მეტი გზა არც დაგვრჩება, ალბათ”.

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპალური ვიკარი, გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს, რომ ხშირად, არ ხდება რეაგირება სიძულვილის ენაზე, “დემოკრატია კი ქსენოფობიური გამონათქვამებითა და სტერეოტიპებით არ შენდება”. კითხვაზე, მისი აზრით, რამდენად მოსალოდნელია მთავრობამ უახლოეს ოთხწლედში გამოიჩინოს ინიციატივები, სადავო კათოლიკური ეკლესიების საკითხისა და სხვა, აქამდე იგნორირებული თემების განსახილველად, გაბრიელე ბრაგანტინი პასუხობს: “სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ვერც პარტიებს და ვერც ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც ამაზე ფიქრობენ და სწავლობენ სიტუაციას. არ ვიცი მომავალში როგორ იქნება, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული ამ საკითხებით. ფიქრობენ, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა, როცა სინამდვილეში ეს არ უნდა იყოს საპატრიარქოს გადასაწყვეტი. სახელმწიფოს უნდა, რომ ხელიდან მოიშოროს ეს თემები. ახლა რუსთავში დგას ახალი ეკლესიის აშენების საკითხი, მაგრამ არ ჩანს სახელმწიფოს ნება”.
“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი, უფლებადამცველი ეკა ჭითანავა მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, წინ საკმაოდ დაძაბული ოთხი წელი ელის საქართველოს, სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს იცავენ, ფხიზლად უნდა იყვნენ. “არჩევნების შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ნაწილი, რომლებიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდნენ მმართველ გუნდს და ისინი, ვინც ახლა შედიან პარლამენტში, გამოირჩევიან ქსენოფობიური რიტორიკით, ისლამოფობიური და თურქოფობიური განწყობებით”, – ამბობს ეკა ჭითანავა.

ეკა ჭითანავას აზრით, სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების დამსახურება იყო 2012 წელს, აჭარაში თუქროფობიური და ისლამოფობიური ტალღის აგორება, რომელიც შემდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა: “8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ პარლამენტში ხვდებიან სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პროგრამა და წინასაარჩევნო ლოზუნგები აწყობილი იყო ასეთ მესიჯებზე. ეს იძლევა შეშფოთებისა და შიშის საფუძველს, რომ მომავალში ადამიანის უფლებების კუთხით შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს”.

ლგბტ თემის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” პროექტების მენეჯერი მარიამ კვარაცხელია ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გასულ წლებშიც არანაკლებ ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. “ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის პოლიტიკური სურათი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. თუ “ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ვფიქრობთ, ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ – ისინი შეძლებენ ისეთი ინიციატვებს გატანას, რაც არ წაადგება ქართულ დემოკრატიას, მაგალითად, ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვებრძოდით. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა სრულიად მიუღებელი და არასაჭიროა ქართული საზოგადოებისთვის, იგი მხოლოდ პოპულიზმის ნიშნების მატარებელია”, – ამბობს მარიამ კვარაცხელია.

მეორე გამოწვევად მარიამ კვარაცხელია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებას მიიჩნევს, რაც პირდაპირ კავშირშია საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობის გამძაფრებასთან: “სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში ახალისებს სიძულვილის ნიადგზე ჩადენილ დანაშაულსაც. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს სასტიკად და გამოჭრეს ყელი. იგი დღეს აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის“.

ტრაილერების ავტოსადგომი ევკალიპტების ნაცვლად

გონიოს მაგისტრალზე მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრას ბათუმის მერია ვერ შეაჩერებს, რადგან აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ უთხრა.

„ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც მოჭრის და არც არმოჭრის მითითების საშუალება. საბუთებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. მათ ჩვენგან თანხმობა არ სჭირდებათ, კანონში არაფერი არ არის, რაც მოგვცემს მათი შეჩერების უფლებას“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო მესაკუთრემ, ქეთევან ზაქარეიშვილმა მიყიდა შპს „ემირჰან ინშაათს“, რომლის წარმომადგენლის, მამუკა ჩაგუნავას თქმით, ევკალიპტების მოჭრის შემდეგ აქ ტრაილერების ავტოსადგომი აშენდება.

ეთერ მაჭუტაძის თქმით, მოჭრის ნებართვა წითელ ნუსხაში არსებულ ხეებს სჭირდება, ევკალიპტი კი წითელ ნუსხაში არ არის.

გონიოს მაგისტრალის მიმდებარედ ევკალიპტები დაახლოებით 70-80 წლის წინ დარგეს. ძირითადად,  დაჭაობებული ადგილების ამოსაშრობად და, ასევე, ქარსაფარი ზოლის შესაქმნელად.

ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო

ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს.

„მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზა არ ადასტურებს ნარკოტიკული საშუალებების მიღების ფაქტს“, – აცხადებს დაცვის მხარე.

დღევანდელ პროცესზე გამოკითხეს მხოლოდ ერთი მოწმე – დავით გორგილაძე, რომელმაც განმარტა: „როდესაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში, ვიყავი მორიგე ექიმი. როცა მივედი გამოძახების ადგილზე, მისი [ბესიკ მახარაძის] მდგომარეობა იყო მძიმე, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, ადგილზე ვერაფერს ვუშველიდი და გადავიყვანე ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში“.

ბესიკ მახარაძის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, „ბესიკ მახარაძე ყაჩაღობის ბრალდებით მიიყვანეს დასაკითხად, მაგრამ ყაჩაღობა არც ხსენებულა დაკითხვისას… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არის რამდენიმე მუხლი. ვფიქრობ, დაცვის მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შეკრებილი მტკიცებულებები [ვიდეო მასალა, ექსპერტიზის დასკვნა] იძლევა საფუძველს, რომ ამ საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი“.

ბრალდებულ ბესიკ მახარაძის განმარტებით, როდესაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ: „მძალადობდნენ ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც, რომ ბრალი მეღიარებინა… მცემდნენ, კონკრეტულად – ირაკლი შაქარიშვილი, პაატა ირემაძე და კიდევ ორი პოლიციელის სახელს ვერ ვიხსენებ. ეს ადამიანები ამჟამად არ ვიცი, მაგრამ უბრალო თანამდებობებზე არ იყვნენ“.

სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს განახლდება. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ბესიკ მახარაძე გასულ წელს დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.

გაზგასამართი სადგური ქობულეთში 2015 წლის 26 ოქტომბერს დააყაჩაღეს.

გონიოს მაგისტრალზე ევკალიპტი მოჭრეს

გონიოს გზაზე ევკალიპტებს ჭრიან.

„გონიომდე არ მისული, სუპერმარკეტ  „სმარტთან“  მოჭრეს ევკალიპტის ხე და ამბობენ, რომ კიდევ უნდა მოჭრას იმ ადამიანმა, ვინც იყიდა ეს მიწა.  მე შემთხვევით შევესწარი ხის მოჭრას, ფოტო გადავიღე და პირველი რაც მომაფიქრდა, ნატა ფერაძეს დავურეკე [“პარტიზანული მებაღეობა”] , სხვა არ ვიცი როგორ მოვიქცე, სამწუხაროდ. ამ წუთას ხალხი „დრუჟბებით“  სხეპავს ტოტებს“, –  განუცხადა „ბათუმელებს“ ზვიად ალხანაიძემ, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ, ამოწმებენ, თუ რამდენად კანონიერად მოჭრეს ხე.

„ბათუმელები“ მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
ზვიად ალხანაიძის ფოტო
Exit mobile version