წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის დაჭერისთვის ერთი პირი დაჯარიმდება

ხელვაჩაურში, მდინარე ჭარნალზე, უკანონო თევზჭერის  ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გამოავლინეს.

მეთევზე მდინარე ჭარნალის კალაპოტში თევზაობდა. მას  მდინარის 18 კალმახი (salmo fario) ჰყავდა დაჭერილი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

კანონდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაჯარიმდება სამი ათასამდე ლარით. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნება.

 

ბელჰაუსში სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლებაა

ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ მომხმარებელს საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ ასორტიმენტზე 30 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

„ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირეტასობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse

ან გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N11; თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი N12

ტელ.: +995 32 230 95 50

რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება

რა ქონებას მიიღებს ქალი, თუკი მამაკაცმა თანაცხოვრების პერიოდში, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღო ქონება? ითვალისწინებს თუ არა სამართალი ფაქტობრივ თანაცხოვრებას და რა შემთხვევაში აქვს სასამართლოში დავის დაწყებას აზრი? – ამ კითხვებით ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, განქორწინებას აპირებს. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.

განქორწინების პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ანნა მდინარაძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს.

კონკრეტულ შემთხვევაზე რომ გვითხრათ, რამდენად აქვს ქალს განქორწინების შემდეგ სასამართლოში დავის მოგების შანსი, თუკი თანაცხოვრების პერიოდში მისმა მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო საცხოვრებელი ბინა? 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს ასეთი დათქმა, რომ მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გაყოფას. ქონება, რომელიც მიიღო მეუღლემ მემკვიდრეობით, არ ექვემდებარება გაყოფას. შესაბამისად, დავის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, სამართლებრივი დავა არ იქნება ამ ქალბატონისთვის შედეგის მომტანი.

ქონების რა ნაწილი ექვემდებარება გაყოფას განქორწინების დროს?  

თანაბრად იყოფა ქონება, რომელიც მეუღლეებმა შეიძინეს თანაცხოვრების დროს. გამონაკლისს წარმოადგენს ის ქონება, რომელიც  დაქორწინებამდე ეკუთვნოდა ამა თუ იმ მეუღლეს და ქონება, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით. ასევე ქონების გაყოფის წესი არ ვრცელდება პროფესიული საჭიროებისთვის შეძენილ ნივთებზე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ქონება თანაცხოვრების დროს იყოს შეძენილი. კანონი ითვალისწინებს ფულად კომპენსაციას, თუ ეს პროფესიული საჭიროებისთვის შეძენილი ნივთი ერთ-ერთი მეუღლის ქონების წილს აღემატება. მაგალითად, ქმარმა შეიძინა სტომატოლოგიური კაბინეტი. მან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ყოფილ ცოლს.

როგორ დასტურდება რომელი ქონება როდის არის შეძენილი? 

ეს არის ძალიან რთულად დასადასტურებელი. მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის ქონება ნამდვილად თანაცხოვრების დროსაა შეძენილი, მაგალითად, ქვითრები… შესაძლებელია ექსპერტიზაც ჩატარდეს. თუ მხარე მტკიცებულებებით ვერ შეძლებს იმის დადასტურებას, რომ ქონება თანაცხოვრების დროს, საერთო სახსრებით არის შეძენილი, სასამართლო უარს იტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რას მიიჩნევს სასამართლო „საერთო სახსრებად“? 

პირდაპირ დათქმა არის კანონში, რომ საერთო სახსრები არის ფული, რომლითაც თანაცხოვრების დროს შეიძინეს ქონება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლე საერთოდ არ მუშაობდა და მას სტაბილური შემოსავალი ამ პერიოდში არ ჰქონია. ხშირია შემთხვევები, როცა მამაკაცი თანაცხოვრების პერიოდში თავის საკუთრებად ირეგისტრირებს უძრავ ან მოძრავ ქონებას, მაგალითად, საცხოვრებელ ბინას, ავტომანქანას. განქორწინების დროს ცოლს შეუძლია მოითხოვოს ამ ქონების თანაბრად გაყოფა იმის მიუხედავად, რომ რეესტრის ჩანაწერებით მესაკუთრე მისი ყოფილი ქმარია და თვითონ უმუშევარი იყო იმ დროს, როცა ეს ქონება შეიძინეს.

რა მიიჩნევა თანაცხოვრებად? აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება იმისთვის, რომ ქონების მოთხოვნის უფლება კანონიერი იყოს? 

აუცილებელია. სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეებს შორის ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინების შემთხვევაში. ჯვრისწერაც კი არ წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.

კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განქორწინების დროს – ალიმენტი. რის მიხედვით განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა? 

თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად აფასებს მოსამართლე. სასამართლო ითვალისწინებს ორ სტანდარტს. პირველი არის ბავშვის საჭიროება და მეორეა მშობლის მატერიალური შემოსავლები. რამდენი პროცენტი უნდა დაიქვითოს ხელფასიდან, რა ოდენობა, კანონში ეს განსაზღვრული არ არის. მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.

რაქტიკაში ხშირია სასამართლო დავა ალიმენტის გადახდაზე, როცა ყოფილი მეუღლე ალიმენტის გადახდას მიზანმიმართულად თავს არიდებს. 

ამის აღსრულება ძალიან რთულია, რადგან თუკი პირს, ვისაც ალიმენტის გადახდა დააკისრეს, არ უფიქსირდება შემოსავლები, თუ მას არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, პრაქტიკულად რეალურ შედეგს მხარე ვერ იღებს ამ სასამართლო დავიდან. ერთადერთი, რაც შესაძლებელია მოხდეს, არის მოვალეთა რეესტრში დაფიქსირება და პირს, ვისაც ალიმენტის გადახდა ევალება, როცა გაუჩნდება შემოსავლები, დააკისრებენ მის გადახდას, ასევე იმ ჯარიმის გადახდას, რასაც მას აღმასრულებელი დაარიცხავს.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შემთხვევას, როცა პირი განზრახ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, მაგრამ ამის დადასტურება პრაქტიკაში სირთულეს წარმოადგენს. მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ პირი განზრახ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას. ჩვენ მიგვიმართავს პროკურატურისთვის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. პროკურატურა ძირითადად გამოძიებას იწყებს, მაგრამ შემდეგ იგი წყდება.

განქორწინების დროს როგორ განსაზღვრავს სასამართლო, ვისთან უნდა დარჩეს ბავშვი – დედასთან თუ მამასთან? 

თუ მეუღლეები ვერ თანხმდებიან, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხშირად მამები მოგვმართავენ, რომ მათ მატერიალური მდგომარეობა უკეთესი აქვთ და უკეთეს პირობას შეუქმნიან ბავშვს. აქ მნიშვნელოვანია სოციალური სააგენტოს დასკვნა, ამ დროს საქმეში ერთვება ექსპერტი, რომელიც მხოლოდ მშობლის მატერიალურ მდგომარეობას არ აფასებს. გააჩნია, მიჯაჭვულობის ხარისხი ვისზე აქვს ბავშვს, ამის დადგენა ხდება. თუ ბავშვი 10 წელზე მეტისაა, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს ბავშვის აზრი, ვისთან უნდა ბავშვს ცხოვრება.

დავის საგანია ასევე ხშირად დღეების განსაზღვრა, როდის შეუძლია ნახოს მშობელმა ბავშვი. ბავშვს აქვს უფლება, ორივე მშობელთან ჰქონდეს ურთიერთობა და ამ კუთხითაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ბავშვის ნახვის უფლება ასევე აქვს ბებიას და ბაბუას. გვქონია ასეთი შემთხვევაც, როცა ბებიამ და ბაბუამ იდავეს შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრაზე.

ხშირია ასევე დავა ბავშვისთვის გვარის შეცვლაზე, როცა დედას სურს შვილს მისი გვარი ჰქონდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია დასაბუთება, რის გამო სურს მშობელს შვილისთვის გვარის შეცვლა და რატომ იქნება ეს ბავშვისთვის უკეთესი. მხოლოდ ის, რომ მშობლები ერთმანეთს გაუნაწყენდნენ, ეს არაა საკმარისი საფუძველი ბავშვისთვის გვარის შესაცვლელად.

1 მილიონამდე ლარი 1113 შესაწამლი აპარატის შესაძენად, რომლებსაც ფერმერებს გადასცემენ

ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] 1 113 აპარატის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 989 457 ლარია გამოყოფილი. აპარატებს აგროპროექტების მართვის ცენტრი ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც უკვე გამოცხადებულია და ის 18 ივნისს დასრულდება.

აპარატები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად:

[checklist]

  • I ეტაპზე – 400 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარულ დღეში;
  • II ეტაპზე – 713 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეში;

[/checklist]

თუმცა, მიმწოდებელს უფლება აქვს, ეტაპებს შორის განახორციელოს დაგეგმილზე უფრო მეტი საქონლის მიწოდება [თუნდაც, მაგალითად, პირველი ეტაპის დასრულებამდე მთლიანი რაოდენობის ერთობლივად].

აპარატები აჭარაში ფერმერებს თანადაფინანსებით დაურიგდებათ. შესაწამლი აპარატის ღირებულების 80% ფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 20%-ს იხდის ფერმერი. ერთი მობილური აპარატის ღირებულება კი ტენდერის დასრულების შემდეგ დადგინდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე შეიძინეს და დარიგდა 2 044 ცალი შესაწამლი აპარატი. სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთ აპარატში ფერმერმა, თანადაფინანსებით, მხოლოდ 180 ლარი გადაიხადა.

 

 

ავარიული ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე და 2 მილიონი ლარი დროებითი სამუშაოებისთვის

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან მდებარე ხიდი კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. ე.წ. საფრის ხიდი, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად 15 მაისს წვიმამ დააზიანა: „მისასვლელი ბურჯის ტანი გადატეხილია შუა ნაწილში და გადაყირავებულია ბათუმიდან მისასვლელი გზის მხარეს დაახლოებით 30-40 სმ-ით. ასევე, გამორეცხილია სარეგულაციო ფრთები, მდინარის გასასვლელში. შეიმჩნევა მეწყრული პროცესების გააქტიურება“.

ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

„დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით და აღნიშნული გზით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მრავალი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებელი. ასევე, აღნიშნული მიმართულებით მდებარეობს საზაფხულო საძოვრები, რომლითაც მრავალი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამასთან ერთად, აღნიშნულ საკურორტო ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

აქვე გასათვალისწინებელია მოახლოებული საკურორტო სეზონი და გაზრდილი ტურისტული ნაკადი, რომლებიც გადაადგილდებიან კურორტ ბეშუმისკენ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უმოკლეს ვადებში აღდგენა წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესს,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც ხიდის და მიმდებარე მონაკვეთების დროებით აღდგენა-გამაგრებისთვის უკვე გააფორმა ხელშეკრულება შპს  „ჯორჯიან ენერჯისთან“.

აღნიშნულმა კომპანიამ შესაბამისი პრევენციული სამუშაოები 2 000 000 ლარად, 31 აგვისტომდე უნდა შეასრულოს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:  „ხიდი სერიოზული საფრთხის წინაშეა და საჭიროებს საჩქაროდ გეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარებასაც“.

ხულო, დაზიანებული „საფრის ხიდი“ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / გზების დეპარტამენტის ფოტო
ხულო, დაზიანებული „საფრის ხიდი“ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / გზების დეპარტამენტის ფოტო
ხულო, დაზიანებული „საფრის ხიდი“ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / გზების დეპარტამენტის ფოტო

ამავე თემაზე:

პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

Beauty House – უახლესი სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრი ბათუმში

ესთეტიკური სილამაზის ცენტრი „Beauty House” ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, N25-ში, სულ ცოტა ხნის წინ, 15 აპრილს გაიხსნა და როგორც ცენტრის მენეჯერი, ნინო ჭყონია გვეუბნება, უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელია დაინტერესებული მათი მრავალფეროვანი და ეფექტური მომსახურებით.

„Beauty House”-ში ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ. აქ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ესთეტიკური, ასევე სამკურნალო მომსახურება.

თმის ცვენაპრობლემა, რომელსაც აუცილებლად დაძლევთ

„Beauty House”-ის ფილიალი თბილისშიცაა, სადაც სწორედ ბათუმიდან ჩასულმა მომხმარებლების დიდმა რაოდენობამ გადააწყვეტინა „ეჯი გრუპის“ დამფუძნებელს, ნატა ეჯიბიას, ზღვისპირა ქალაქში ახალი ცენტრის გახსნა. განსაკუთრებული მოთხოვნა ბათუმიდან თმის ცვენის საწინააღმდეგო პროცედურებზე იყო, რაც კეთდება როგორც თმის გადანერგვამდე, ასევე გადანერგვის შემდეგაც – მოსავლელად და შედეგის შესანარჩუნებლად.

ნინო ჭყონია
ნინო ჭყონია

ანდროგენული ალოპეციითა და თმის ბუდობრივი ცვენის შემთხვევაში მომხმარებლებს უკვე „Beauty House”-ს ბათუმის ფილიალში შეუძლიათ ადგილზევე ჩაიტარონ 100%-იანი შედეგის მომტანი, თმის ცვენის საწინააღმდეგო და აღმდგენი, უსაფრთხო პროცედურები.

ერეფ ლიფტინგიცხიმის წვის უსაფრთხო და სწრაფი საშუალება

ზედმეტი კილოგრამები დააგროვეთ, პრობლემურ ადგილებს ვერაფერს უხერხებთ და ფიქრობთ, რომ მხოლოდ დიეტებით მცირე დროში ვერაფერს გახდებით, მაშინ შეგიძლიათ სხეულზე ერ-ეფ ლიფტინგის პროცედურები ჩაიტაროთ, რაც კუნთის ქსოვილისა მოშვების გარეშე ცხიმის დაშლას გულისხმობს. რადიოტალღების მეშვეობით პროცედურების შემდეგ ნარჩუნდება კანისა და კუნთების ტონუსი, ლიფტინგი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანებისთვის და პროცედურების ჩატარება ეკძალებათ მხოლოდ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს.

Beauty House - ის გუნდი
Beauty House – ის გუნდი

თუ ცელულიტი გაწუხებთ, „Beauty House”-ში გამოცდილი და პროფესიონალი მასაჟისტები ამ პრობლემის სასიამოვნოდ მოგვარებაში დაგეხმარებიან. ცენტრში შეგიძლიათ არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ სარელაქსაციო მასაჟის კაბინეტით სარგებლობაც.

ცხვირის პლასტიკა, პიგმენტური ლაქები, აკნეყველაფერი რაც თქვენს სახეზე დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიად თავად აქციოთ კომფორტად 

აქვე დაგეხმარებიან კუპეროზის, აკნესა და პიგმენტაციის პრობლემების დაძლევაში.

რინოპლასტიკა, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ფილერები და ბოტოქსი – ეს არის ის ძირითადი სერვისები, რაც თქვენი გალამაზებისა და გაახალგაზრდავების გარანტად იქცევა. ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, გარდა მაღალი ხარისხის მომსახურებისა, არის ისიც, რომ „Beauty House”-ში სხვადასხვა პროცედურით ერთ სივრცეში სარგებლობთ: დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე.

Beauty House სამკურნალო ესთეტიკური სალონი ფრანგულ-გერმანული აპარატებითაა აღჭურვილი.
Beauty House – სამკურნალო ესთეტიკური სალონი ფრანგულ-გერმანული აპარატებითაა აღჭურვილი.

სრულფასოვანი შედეგის მისაღწევად „Beauty House”-ში გემსახურებათ დერმატოლოგი და ენდოკრინოლოგი, რომლებიც პროცედურების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ აკვირდებიან შედეგს და გაგიწევენ პროფესიონალურ მომსახურებას.

ერ-ეფ ლიფტინგის პროცედურების შემდეგ, მაგალითად, აუცილებელია დაიცვათ სწორედ ენდოკრინოლოგის მიერ გაწერილი კვების რეჟიმი, რაც სრულყოფილი შედეგის გარანტიაა.

სამკურნალო-ესთეტიკური სილამაზის ცენტრში მალე თანამედროვე, მაღალსტანდარტული დიოდური და ლაზერული ეპილაციის კაბინეტიც გაიხსნება.

Beauty House” გალამაზება უსაფრთხოდ და ხარისხიანად 

„Beauty House” სამკურნალო ესთეტიკური სალონი ფრანგულ-გერმანული აპარატებითაა აღჭურვილი. ავტოკლავის თანამედროვე, სენსორული სასტერილიზაციო აპარატი ცენტრის უსაფრთხოების 100%-იანი გარანტიაა. ამ ტიპის სტერილიზაციისას მომენტალურად ნადგურდება როგორც შიდსისა და ცე ჰეპატიტის, ასევე ტუბერკულოზის ბაქტერია.

Beauty House-ში ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია, ნელ-ნელა დაფაროს ხარჯები საკუთარი მშვენიერებისა და კომფორტისთვის
Beauty House-ში ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია, ნელ-ნელა დაფაროს ხარჯები საკუთარი მშვენიერებისა და კომფორტისთვის

„Beauty House” არ არის მხოლოდ განსაკუთრებულად შეძლებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი ცენტრი. აქ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია, ნელ-ნელა დაფაროს ხარჯები საკუთარი მშვენიერებისა და კომფორტისთვის, რასაც ყველა ადამიანი იმსახურებს.

მისამართი: ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა N25.

წინასწარ ჩასაწერად დარეკეთ: 571 39 18 81

ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა,  საქართველოს რამდენი მოქალაქე მიმართავს ყოველწლიურად საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით. ასოციაციის – „ქართველები საფრანგეთში“ ფეისბუქჯგუფში, საშუალოდ დღეში ერთი ადამიანი მაინც სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა ჩაბარდეს საფრანგეთში ლტოლვილად და რა პროცედურების გავლა მოუწევს მას თავშესაფარში მოსახვედრად.

მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება, ბევრია. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში ძვირი ჯდება – ამ მიზეზებს შორის ყველაზე პოპულარულია.

ლტოლვილის სტატუსი, შენაცვლებითი (სუბსიდიალური) მფარველობა და მოქალაქეობის არმქონე პირის (აპატრიდის) სტატუსი – ეს არის ის სტატუსები, რომლებიც შეიძლება თავშესაფრის მაძიებელმა მიიღოს.

ლტოლვილის სტატუსის მიღება მაშინ შეუძლია ადამიანს, თუ ის არის დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო.

სტატუსის მიღება ასევე შეუძლია პირს, რომელიც თავისუფლებისთვის საქმიანობის საფუძველზე გახდა დევნის მსხვერპლი.

საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს და შენაცვლებით მფარველობის მისაღებად საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მფარველობის ოფისს (OFPRA) უნდა მიმართოთ ან ლტოლვილთა ეროვნულ სასამართლოს (CNDA).

„ყველას, ნებისმიერ ადამიანს, აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. სპეციალური დაწესებულებებია, სადაც მიდიხართ, აბარებთ საბუთებს და შემდეგ ელოდებით ინტერვიუს. ვადებია, რა დროშიც გიბარებენ ინტერვიუზე. ამ ინტერვიუს დროს თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვებს, თუ რატომ ვერ ბრუნდებით საქართველოში, რატომ გინდათ საფრანგეთში ცხოვრება და რა საფრთხე გემუქრებათ. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ თქვენს სიცოცხლეს ნამდვილად ემუქრება საფრთხე.

აუცილებელია  დოკუმენტაცია.

მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა წარმოადგინა კონკრეტული დოკუმენტაცია, თუ როგორ სცემეს. დოკუმენტაციაში ითვლება – მუქარის წერილებიც. საფრანგეთს იმის უფლებამოსილებაც კი აქვს, რომ მოიძიოს დეტალურად, რამდენად მართალია ინფორმაცია, რომელსაც თავშესაფრის მაძიებელი აწვდის. საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ აძლევენ უკვე თავშესაფარს,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი. ის სამი წელია, რაც საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII -ის თანამშრომელია.

სალომე საძაგლიშვილი, საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII -ის თანამშრომელი

სალომე ამბობს, რომ ნებისმიერი მიგრანტი, რომელიც დადებით პასუხს მიიღებს ლტოლვილის სტატუსზე, ვალდებულია გაიაროს ტრენინგკურსი, სადაც მას აცნობენ ინფორმაციას მათი უფლებების და ვალდებულებების შესახებ საფრანგეთში.

სალომე იმ მიგრანტებს ხვდება, ვისაც თავშესაფრის მინიჭებაზე საფრანგეთმა დადებითი პასუხი მისცა და მათ საფრანგეთის კონსტიტუციას, ღირებულებებს და მთავარ პრინციპებს აცნობს.

„ნებისმიერი მიგრანტი, რომელსაც საფრანგეთი თავშესაფარს აძლევს, აწერს კონტრაქტს ხელს საფრანგეთთან, რომ იღებს ვალდებულებას პატივი სცეს საფრანგეთის ყველა ღირებულებას და ყველა კანონს. ჩვენ ვუხსნით მათ ამ კანონს. ტრენინგის შემდეგ უტარდებათ გამოცდა, შემდეგ იღებენ  სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატის საფუძველზე მათ აქვთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება. ყოველ წელს დაახლოებით 200 ათას მიგრანტს აძლევს საფრანგეთი ცხოვრების უფლებას“.

სალომეს თქმით, იმ სამი წლის მანძილზე, რაც ის OFII-ის თანამშრომელია, დაახლოებით 40 ათას მიგრანტს შეხვდა. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. მისი თქმით, ქართველებს ძალიან უჭირთ საბუთის აღება.

სალომეს თქმით, ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძალიან გაიზარდა საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ტურისტად ჩადიან, შემდეგ ბარდებიან და ითხოვენ თავშესაფარს. იმის გამო, რომ საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა, თითოეული საქმეს დაჩქარებული წესით სწავლობენ.

„ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე, ფაქტობრივად, არ არის დადებითი პასუხი. ჯერ ერთი ძალიან სწრაფად ხდება განხილვა, შესაბამისად ნაკლებად იკვლევენ, მალევე არის უარყოფითი პასუხი და მალევე გთხოვენ ქვეყნის დატოვებას. თუ ეწინააღმდეგები, შემდეგ მალევეა დეპორტი. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყოველთვის არის, მაგრამ ძალიან იშვიათი,“ – ამბობს სალომე.

ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა საფრანგეთში თავშესაფარი მიიღეს, სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება.

„საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით არ განიხილება, როგორც ლგბტ თემის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული ქვეყანა. ის აგრესიული ფაქტები, რომელიც შეიძლება ხდებოდეს საქართველოს რომელიმე ქალაქში ან სოფელში, ჩვენ რომ გვგონია, რომ არ გადის ქვეყნებს გარეთ, ასე არ არის. რეალურად გადის და ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს რეპუტაციაზე. ამ ფაქტების შემდეგ ცნობილია, რომ  რეალური საფრთხე არსებობს, შესაბამისად, ჩემი აზრით, და გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო მარტივია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის მიღება, პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე მარტივი. ყველაზე ნაკლებად შევხვედრივარ პოლიტიკური ნიშნით საბუთაღებულ ადამიანს, უფრო ხშირად არის, რომ ავადმყოფობის მხრივ აძლევს საფრანგეთი საბუთს. თუმცა ესეც გართულებულია. ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი დაავადების მკურნალობა გამორიცხულია მის ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ  მიიღებს თავშესაფარს,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი.

აეროპორტიდან თავშესაფრამდე

საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII -ის თანამშრომელი სალომე საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში საქართველოს საელჩო უფრო აქტიურად უნდა ერთვებოდეს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეხება. პირველ რიგში, რაც მოქალაქეებს აკლიათ, არის სწორი, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელით მათ, როდესაც საფრანგეთში ჩავლენ. სწორედ ამ მიზნით შექმნეს ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“, მოგვიანებით კი გახსნეს ამავე სახელწოდების ფეისბუქჯგუფი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის ფუნქციაც შეითავსა.

„ამ ჯგუფის წყალობით არაერთმა ადამიანმა გადაიფიქრა საფრანგეთში ჩამოსვლა. რეალური ისტორიების მოსმენით მიხვდნენ, რომ მოუწევდათ საშინელი გზის გავლა ამ ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად. როდესაც ჩამოდიხარ, თუ არ გყავს არავინ, რომ შეგიფაროს, რჩები ქუჩაში. და არაერთი ქართველი ოჯახი ვიცი, რომელსაც ქუჩაში სძინავს. ქუჩაში ნიშნავს ხიდზე ცხოვრებას, ან ხიდქვეშ ცხოვრებას, ან ნიშნავს მანქანაში ცხოვრებას. მანქანაში სძინავთ ოჯახებს, დედას, მამას და მათ ოთხ შვილს.

როდესაც ჩამოდიხარ, სანამ პასუხი გექნება საფრანგეთის მხრიდან, იქამდე შენით უნდა მიხედო თავს. მაგალითად პარიზში, ყველაზე იაფ უბანში, ერთი ღამე რომ გაათიო, მინიმუმ უნდა გაითვალისწინო 30 ევრო. 30 ევრო არის 90 ლარი. ადამიანს იმის საშუალება თუ აქვს, რომ თვეობით 90 ლარი იხადოს ერთ ღამეში, საფრანგეთში ჩამოსვლაც არ მოუნდება. ფული რადგან არ აქვთ, ეს ხალხი რჩება ქუჩაში. მე, პირადად, წამომიყვანია ჩემთან სახლში ქალი, რომელიც ქუჩაში რჩებოდა.

ხშირად ხდება ისე, ქართველი აქ ჩამოდის, წლების განმავლობაში ბოლოს როგორც იქნება ამოისუნთქავს. მერე ეუბნებიან ნათესავებს: „ჩამოდი აქ ძალიან მაგარია, ჩამოდი, ჩამოდი… რეალურად ისე ხდება, რომ შემდეგ ეს ხალხი ქუჩაში რჩება. იყო ასეთი შემთხვევებიც – „ჩამოდი, ჩამოდი ბიჭო, მე მოგხედავ და შემდგომ ტელეფონიც აღარ აიღო“.

მე მესმის საქართველოში საშინელი ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ, სანამ წამოვლენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხშირ შემთხვევაში, მათი აქ ჩამოსვლა მთავრდება უარყოფითი პასუხით – „დატოვე ქვეყანა“, – ამბობს სალომე საძაგლიშვილი.

თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ საფრანგეთში წასვლა და თავშესაფრის მოთხოვნას, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი უფლებები.

როგორ  უნდა მიმართოთ OFPRA-

არ აქვს მნიშვნელობა, ლეგალურად იმყოფებით თუ არალეგალურად საფრანგეთის ტერიტორიაზე, თავშესაფრის მოთხოვნა ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ.

სანამ ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მფარველობის ოფისში (OFPRA-ში) მოთხოვნას გააგზავნით, აუცილებელია დარეგისტრირდეთ ერთიან მიმღებ პუნქტში. საფრანგეთის ტერიტორიაზე სულ 34  ერთიანი მიმღები პუნქტია. იმისთვის, რომ მიმღებ პუნქტში სრულყოფილი ანკეტა შეავსოთ, საჭიროა მიმართოთ რომელიმე დამაკვალიანებელ ასოციაციას, სწორედ მათ ევალებათ თავშესაფრის მაძიებლებს ადმინისტრაციულ საქმეებში დაეხმარონ. ამგვარი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას ერთიან მიმღებ პუნქტში მოგაწვდიან.

დამხმარე ორგანიზაცია შეგავსებინებთ ელექტრონულ ანკეტას ფრანგულ ენაზე და დაგინიშნავთ ერთიან მიმღებ პუნქტში შეხვედრის თარიღს. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე არ დააგვიანოთ, ამ შემთხვევაში  შეხვედრა გაუქმდება.

გასაუბრება იმ ენაზე წარიმართება, რა ენაც მიუთითეთ ანკეტაში. მაგალითად, თუ აირჩევთ ქართულს, გასაუბრება ქართულ ენაზე ჩაგიტარდებათ.

მიმღებ პუნქტში დარეგისტრირების შემდეგ, პირველ ეტაპზე, აგიღებენ ანაბეჭდებს, დაადგენენ პასუხისმგებელ ქვეყანას და თქვენს საქმეს OFPRA დაჩქარებული წესით, 15 დღეში განიხილავს. დაჩქარებული წესით განაცხადების განხილვა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ხდება, რადგან საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, საქართველოს მოქალაქეები, უმრავლეს შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ვერ გადადიან. ანკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, OFPRA უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, მათ უწერენ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ ვადაში უნდა დატოვონ საფრანგეთი (დაახლოებით ერთ თვეში).

თუ ისე მოხდა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღების კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, აგენტი იწყებს თქვენ შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას და გადამოწმებას, იკვლევს იმ მიზეზებს, რამაც საქართველოს დატოვება გაიძულათ. ასევე ეძებს თავშესაფარს თქვენთვის. მეორე ეტაპზე გადასულ თავშესაფრის მაძიებლებს ენიშნებათ ფულადი დახმარება. ფულადი დახმარება მას შემდეგ გენიშნებათ, რაც OFPRA თქვენს თავშესაფრის მოთხოვნას მიიღებს, ანუ რეგისტრაციიდან 21 დღის შემდეგ.

თუ OFPRA-მ უარი გითხრათ თავშესაფრის მოცემაზე, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება ლტოლვილთა ეროვნულ სასამართლოში – CNDA გაასაჩივროთ.

მზის ჩასვლა ბათუმის სანაპიროზე [ფოტო]

 

მზის ჩასვლა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბინა 1კვ/მ 650 ლარად ნაცვლად 777 ლარისა – „ენ დემ ჯგუფის“ აქცია

თუ ეძებთ ბინას ბათუმში და გსურთ იყოს მყუდრო უბანში, ჰქონდეს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ეზო და გათვალისწინებული მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი, აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენი პროექტი, რომელსაც ქეთევან წამებულის N38-ში ვაშენებთ.

12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 350 კვ/მ-ზე, სადაც პირველი სართული კომერციული ფართობებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სარდაფი – ავტოპარკისთვის. საკუთრივ კორპუსის ეზო შეადგენს 650 კვ/მ-ს.

კომპანიამ ივნისის თვის ბოლომდე გამოაცხადა აქცია:

[checklist]

  • თანხის 100%-ის გადახდის შემთხვევაში ერთი კვ.მ-ის ფასი დაითვლება 650 ლარიდან ნაცვლად 777 ლარისა!
  • შიდა უპროცენტო განვადების შემთხვევაში კი კვ.მ-ის ფასი დაითვლება 750 ლარიდან!
  • ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 591 31 57 77; 571 370 777 ან მოგვწერეთ: endemgroup@gmail.com

[/checklist]

მიმდინარე პროექტი
მიმდინარე პროექტი

 

კომპანიის ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ყველა კორპუსის,  რომლებსაც ავაშენებთ, ეზო მაქსიმალურად გათავისუფლებული იყოს ავტომობილებისგან, რათა ბავშვებმა ეზოში გასვლის დროს  უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

ჩვენი კომპანია აქცენტს აკეთებს სისწრაფეზე, რის საშუალებასაც თანამედროვე სამშენებლო მასალები იძლევა და ამავე დროს გარანტიას ვიძლევით საიმედოობაზე, ხარისხსა და მყუდროობაზე. შესაბამისად, ვაშენებთ სწრაფად და ბაზარზე არსებული ხარისხიანი სამშებლო მასალებით.

სახლი ბარდება შემდეგ მდგომარეობაში:

[checklist]

  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული
  • შენობის ფასადი დასრულებული
  • სადარბაზო მოპირკეთებული და შეღებილი
  • დამონტაჟებული ლიფტი
  • ბინის შესასვლელი რკინის კარი
  • ექსტერიერზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა მინაპაკეტებით
  • წყლისა და კანალიზაციის ვერტიკალური დგარები სველ წერტილებში
  • ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სავენტილაციო შახტების ვერტიკალური დგარები

[/checklist]

სამშენებლო კომპანია „ენდ-ემ ჯგუფი“ დაფუძნდა 2017 წლის 3 იანვარს. ამავე  წელს 700 კვ/მ მიწის ნაკვეთზე კომპანიამ მიიღო პირველი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა და დღეისთვის უკვე მეშვიდე სართულის შენება მიმდინარეობს.

სახლი დასრულდება 2019 წლის 30 ივლისს.  შიდა სარემონტო სამუშაოების დაწყებას მობინადრეები შეძლებენ 2018 წლის ნოემბრის ბოლოდან.

პროექტი დასრულების შემდეგ
პროექტი დასრულების შემდეგ

დარჩენილია:

[highlight color=” red “]4 ბინა-38 კვ.მ, 3 ბინა-44 კვ.მ, 2 ბინა-60კვ.მ; 3 ბინა-40 კვ.მ;  2 ბინა-73 კვ.მ.[/highlight]

კომპანიამ მიმდინარე წლის 20 მაისს ქეთევან წამებულის მეორე ჩიხის 4 ნომერში შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაგეგმილი აქვს ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

ბაგრატიონის ქუჩიდან 30 მეტრში და „ბილაინის“ ოფისიდან 50 მეტრში.

შპს „ენ დემ ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან ჯუმბერ შოთაძე და ნათელა ბერიძე.

 

 

„თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მოტივაცია არაფერს ნიშნავს, ეს დიდი საფრთხეა“

დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პედაგოგებს PIRLS-ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოში მეოთხეკლასელ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. გამოკითხვაში ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა ნინო რევიშვილმა და კვლევის კოორდინატორმა ნათია ანდღულაძემ გამართეს. „ბათუმელები“ ნინო რევიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ბავშვები ვერ აღწევენ სასურველ შედეგს მეოთხე კლასშიც კი. ეს არის განათლების სისტემის პრობლემა, თუ სხვა მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ?

განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა მე-4 კლასში აფასებ მოსწავლეების წიგნიერებას და ხედავ, რომ გაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. ბუნებრივია, ამ ეტაპზე ბავშვთან მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რთული, სწორი მეთოდების გამოყენებაა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე მოსწავლის მოტივაცია, წესით, გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე, ვთქვათ, მეცხრე კლასში.

პირველი პრობლემა, რაც ამ შედეგებს განაპირობებს, არის ის, რომ  ძალიან დიდი სხვაობაა საჯარო და კერძო, სოფლისა და ქალაქის სკოლების რესურსებში. ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურსებსაც ვგულისხმობ. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა ეთნიკური უმცირესობების სკოლებში და ეს კიდევ ცალკე თემაა.

როცა რესურსებზე ვსაუბრობ, ბუნებრივია, ვგულისხმობთ სკოლის ეფექტურ ადმინისტრაციასაც, სასწავლო პროცესებში ჩართული მშობელიც რესურსია.

ძალიან დიდი ეფექტი აქვს სასკოლო კლიმატს. თუ რა დამოკიდებულება არსებობს კოლეგებს შორის, ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. თუ მოსწავლეს სკოლისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა აქვს, ის თურმე გაცილებით მოტივირებულია და ეს მოტივაცია განაპირობებს შედეგებსაც.

თუ ბავშვს სკოლა არ უყვარს, ის არ ისწავლის. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომ პედაგოგსაც და მოსწავლესაც სკოლაში მისვლა უხაროდეს.

ანუ დაბალი შედეგები იმის ბრალია, რომ სიხარულის განცდა არ აქვთ სკოლებში?

რატომ არ უხარიათ, ამას ცალსახად ვერ განვაზოგადებთ, რადგან ამის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მოსწავლეებში ეს შეიძლება იყოს ბულინგის თემა, ან ის, რომ მოსწავლე, რომელიც ვერ მიიწევს აკადემიურად წინ, მუდმივად აქვს დაბალი თვითშეფასების პრობლემა. სკოლებს, რომლებსაც სწამთ, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, ხელს უწყობს და ეხმარება ამ წარმატების მიღწევაში, საკმაოდ ცოტაა.

შემდეგი პრობლემა ეს არის მშობლის როლი. ვერ ვიტყვით, რომ ქართველი მშობელი ინდიფერენტულია შვილის განათლების მიმართ, მაგრამ მისი ჩართულობა ხშირად არაადეკვატურია.

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახებს, სადაც წინასასკოლო მზაობას დიდი როლი აქვს, იქ ბავშვები ბევრად მეტ წარმატებას აღწევენ და ეს ეფექტი დაახლოებით მე-9 კლასამდე უნარჩუნდებათ. ძალიან დიდი ეფექტი აქვს მშობლის ჩართულობას.

შეიძლება ზოგიერთ ოჯახში მშობლის წინასასკოლო ჩართულობა დაბალია, მაგრამ ამისთვის ხომ არსებობს საბავშვო ბაღები. განათლების სამინისტროს ხომ აქვს სასწავლო პროგრამები ბაღებისთვის, რატომ ვერ ახერხებენ ისინი ბავშვის წინასასკოლო მომზადებას?

საბავშვო ბაღებს იმაზე შეზღუდული რესურსი აქვთ, ვიდრე სკოლებს. ეს არ არის საბავშვო ბაღების სისტემის ბრალი, უკიდურესად შეზღუდული რესურსების ბრალია. ძალიან ცოტა საბავშვო ბაღია, ზოგადად, ქვეყანაში, სოფლებში მით უმეტეს არ აქვთ წვდომა ამ სერვისებზე ოჯახებს, არც აღმზრდელ-მასწავლებლების რაოდენობაა საკმარისი ბაღებში.

ბუნებრივია, ჩვენი საერთო რეკომენდაციაა სახელმწიფოსთვის, რომ საბავშვო ბაღების მხარდაჭერა მოხდეს, რადგან სწორედ ბაღში და სკოლაში უნდა მოხდეს იმის კომპენსირება, რის მიღებასაც ბავშვი ოჯახში ვერ ახერხებს, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახები, სადაც მაღალია მშობლების ჩართულობა, იქ შედეგები მაინც მაღალია.

თქვენ ადრეც საუბრობდით იმაზე, რომ სახელმწიფომ სწორა უნდა შეძლოს რესურსების მართვა, მაგრამ ფაქტია, რომ წლები გადის და სახელმწიფო ვერ აღწევს შედეგს. რატომ?

სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფო ცდილობს დააინტერესოს პედაგოგები, რომ მთის სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ. ეს პროგრამა ადგილობრივი თემების გაძლიერებას უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ პედაგოგებს შორის გვაქვს დიდი კონკურენცია.

TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო) კვლევების მიხედვით, მარტო კერძო სკოლის მიღწევა რომ ავიღოთ, ჩვენ ვართ ნორვეგიასთან ახლოს და მარტო საჯარო სკოლები რომ ავიღოთ, ვართ იმაზე დაბლა, ვიდრე ამ ბოლო კვლევის მიხედვით.  იმას არ ვამბობ, რომ კერძო სკოლებში იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ უკეთესია. სამწუხაროდ უფსკრული კერძოსა და საჯაროს, ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის იზრდება და არ მცირდება.

როგორ ფიქრობთ, თუკი სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაზრდის მასწავლებლის ხელფასს მისი კვალიფიკაციის მიხედვით და ნაკლებ რესურსს დახარჯავს გადამზადება-ტრენინგებზე, რითაც ხშირად თვითონ პედაგოგებიც არ არიან კმაყოფილნი, ეს შეცვლის სწავლა-სწავლების დონეს? იქნებ სჯობდეს, მასწავლებელმა თვითონ იზრუნოს პროფესიულ ზრდაზე, მაგრამ მიიღოს მაღალი ხელფასი. ეს გაზრდიდა მასწავლებლებს შორის კონკურენციასაც.

მასწავლებლის შრომა უკიდეგანოა და ვფიქრობ, განსაკუთრებულ მასწავლებელს სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნას, მას უნდა ჰქონდეს მეტი მოტივაცია და არა მარტო მონეტარულად.

თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მისი მოტივაცია არაფერია, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. ამიტომ მოტივაციაზე და სახელმწიფოს მხრიდან კარგი მასწავლებლის მხარდაჭერაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

ბათუმში პედაგოგებს PIRLS -ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს.

სტუდია “ათინათში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს

ნიცა ფალავანდიშვილი სტუდია-ბაღ “ათინათის” აღსაზრდელია. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ბაღში, რადგან კარგად ერთობა და ბევრი მეგობარიც ჰყავს.

დღეს განსაკუთრებულად მხიარულები არიან მეგობრები, რადგან ნიცას დაბადების დღეა. ის ოთხი წლის გახდა.

უკვე იცის, ბაღს რომ დაასრულებს, სკოლაში უნდა წავიდეს. სკოლაში კარგად ისწავლის და როცა გაიზრდება, უნდა რომ ექიმი გამოვიდეს.

სტუდია "ათინათიში" ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია “ათინათიში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია "ათინათიში" ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია “ათინათიში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია "ათინათიში" ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია “ათინათიში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს

სტუდია "ათინათიში" ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია “ათინათიში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია "ათინათიში" ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს
სტუდია “ათინათიში” ნიცა ფალავანდიშვილს დაბადების დღე მიულოცეს

სასჯელი ქალს პირზე ხელის აფარებისთვის

მოსამართლე ლევან გელოვანმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა ჯ.ი.-ს ოჯახში ძალადობისთვის. მას გამოძიება ოჯახის წევრის – დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას ედავებოდა.

ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, მსჯავრდებულმა მხოლოდ პირზე ააფარა ხელი საკუთარ დას და მისი გაჩუმება ამ გზით სცადა. კონფლიქტი და-ძმას შორის დის ოჯახში მოხდა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„მსჯავრდებული ამბობს, რომ მას კარგი და-ძმობა აქვს და პირზე ხელის აფარებით დის გაჩუმება სცადა, მეტი არაფერი, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.  ქალი იყო განაწყენებული ხელოსნებზე და ამას მოჰყვა შელაპარაკება… მოგვიანებით ქალმა ინანა ის, რომ ამ შემთხვევის დროს პოლიციას დაურეკა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ძმის დაპატიმრება არ სურს,“ – ამბობს ადვოკატი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძმას დის გაჩუმებისთვის 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. მსჯავრდებული უმუშევარია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ პრობაციის ეროვნულმა ბიურომ უნდა გადაწყვიტოს, სად მოიხდის მსჯავრდებული სასჯელს.

ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულ ძმას ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას.

მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 15 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 47, გურიაში – 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 49, მცხეთა-მთიანეთში – 16, შიდა ქართლში – 45, ქვემო ქართლის მასშტაბით – 16, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 50, თბილისის მასშტაბით 4 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 461 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 27 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.


მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 25 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა გვატემალაში  ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად. ვუკლანი გვატემალას დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გავარვარებული ლავა და ფერფლი ვულკანთან ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებს მისწვდა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ვერ ხერხდება ყველა რაიონამდე მისვლა. დაიკეტა დედაქალაქის მთავარი აეროპორტი.

გვატემალას ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ევაკუირებულია 3000-მდე ადამიანი, თუმცა საფრთხისშემცველი, ვულკანთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების რიცხვი 1,7 მილიონს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გაერიდონ მდინარეების ახლომახლო ადგილებს, რადგან სწორედ მდინარის კალაპოტებში მოედინება ცეცხლოვანი ლავა.

უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, ლავის ნაკადმა მიმართულება შეიცვალა და დაფარა ელ-როდეო – 14 ათასი ადამიანით დასახლებული ქალაქი, ასევე სან-მარკოს დეპარტამენტის სოფელი – ლა ლიბერტადი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ სახლშივე დაიხოცა.

გვატემალას პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ კატასტროფის მსხვერპლად იქცა ყველაზე მცირე სამი რაიონი. ექსპერტების თქმით, ეს ვულკანის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევაა 1974 წლის შემდეგ.

ვიდეოკადრებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილებიდან ვრცელდება, ჩანს ლავის ნაკადს გაყოლილი ადამიანების, მათ შორის მაშველების ცხედრები. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ვულკანი ფუეგო გვატემალას დროით კვირას, დილის 11 საათზე ამოიფრქვა პირველად, მეორედ კი – საღამოს რვა საათზე.

ადგილობრივი სეისმოლოგიური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამოფრქვევის შედეგად 20 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებები დაზარალდა.

მთავრობა მოსახლეობას ფერფლისგან დამცავი ნიღბების ტარებას ურჩევს. სამაშველო სამუშაოებში  ჩართულია გვატემალას არმია. სამხედროები ეხმარებიან მაშველებს და აწყობენ დროებით თავშესაფრებს გადარჩენილი დაზარალებულებისთვის, რომლებსაც სახლების დატოვება მოუხდათ. იწმინდება ვულკანური ფერფლით დაფარული გვატემალას მთავარი აეროპორტი.


წყარო:

BBC   

Gardian

მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებში, საცხოვრებელი სახლებიდან 2-5 მეტრში, ისე გაჰყავთ ახალი გზა, რომ არანაირ კომპენსაციას არ უხდიან. ეს ოჯახები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ განსასახლებელთა სიაში იყვნენ. დღეს, როცა სამუშაოები ფაქტობრივად მათ ეზოებშია დაწყებული, ეუბნებიან, რომ არც განსახლების სიაში არიან და არც კომპენსაციას სთავაზობენ.

„შეიცვალა გზის მიმართულებაო, თუმცა სახლებთან ახლოს დააყენეს ნიშნულები, თხრიან ხეებს, მუშაობს მძიმე ტექნიკა და კედლები იბზარება, ჭაღიც კი ჩამოვარდა. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენ რაც გავიგეთ, სავარაუდოდ, აქ მიწა უნდა მოიზვინოს, გაკეთდეს ბურჯები და ასევე ახალი გზისთვის ხიდი გაკეთდეს. გამოდის, რომ ჩემი სახლის პირველი სართული და შესაძლოა მეორე სართულის ნახევარიც, ამ მიწაყრილის ქვემოთ აღმოჩნდეს. ჩემი და ჩემი მეზობლის სახლების თავზე კი ჩქაროსნული მაგისტრალი გაკეთდება. ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს, ვერ გავიგეთ,“ – ამბობს ვახტანგ სურმანიძე.

ვახტანგ სურმანიძის, მანანა აბაშიძის, თეიმურაზ მამუჭაძის, ლუიზა ნებაძის, ამირან მერკულაძის ოჯახების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მათი ცხოვრებისა და საკუთრების უფლება დაცული არ იქნება, სამუშაოების ჩატარების უფლებას არავის მისცემენ და პროტესტის ნიშნად შესაძლოა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალიც გადაკეტონ.

მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებლები: „ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უნდათ ჩვენი საკუთრებით ისარგებლონ. ამასთან, გზის გაყვანის შემთხვევაში ჩვენს სახლებში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ყურადღებას არავინ გვაქცევს.“

ეს ოჯახები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე [მახვილაურის დასახლებაში], მუსხელიშვილის ქუჩაზე ცხოვრობენ.

არსებული პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ირაკლი მაჩალაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს: „თუ არ არიან სიაში, ესე იგი არ არიან, მაგრამ ბევრი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს… როცა დაიწყება გზის, ხიდის მშენებლობა თუ ასასვლელების გაკეთება, ვინმეს კერძო ნაკვეთში თუ მოხვდება ნებისმიერი სახის ზემოქმედება, ან ვთქვათ, მექანიზმი გაივლის, ტრაქტორი და ა.შ. შეუძლიათ მოვიდნენ, დაწერონ განცხადება და საზედამხედველო ორგანო განიხილავს მათ საკითხს. აუცილებლად მოხდება რეაგირება – ან აღიკვეთება მსგავსი ქმედება და არ მოხდება მის ნაკვეთში არანაირი მოქმედებების განხორციელება, ან მოხდება ანაზღაურება, თუ იქნება ამა თუ იმ ნაკვეთის გამოსყიდვის აუცილებლობა“.

რამდენ მეტრში შეიძლება საავტომობილო ხიდისგან იდგეს საცხოვრებელი სახლი? – ამ კითხვაზე აჭარის გზების დირექციაში აცხადებენ, რომ არსებობს გზის ბუფერული ზონა, არსებობს წესები, სტანდარტები და შესაბამისი დეტალები თბილისიდან იმართება.

„ვისაც აინტერესებს კონკრეტული საკითხები, მოვიდნენ ჩვენთან. აქ მოვლენილია სპეციალისტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის თანამშრომელია, არის იურისტ-კონსულტანტი მაგ საკითხებზე და შევუთანხმებთ და შევახვედრებთ. გაესაუბრონ, არ არის პრობლემა. თუ რაიმე ზემოქმედება ხდება კერძო საკუთრებაზე, ეს უყურადღებოდ არ დარჩება. შევისწავლით, მივავლენთ ვინმეს ადგილზე, რომ შეისწავლოს არსებული სიტუაცია,“ – ამბობს ირაკლი მაჩალაძე.

მოსახლეობის თქმით, ამ ეზოში, სახლიდან 2 მეტრში, ავტობანი შენდება.
მოსახლეობა: „ასეთი ნიშნულებია ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებში, გზა შენდება და არაფერს გვეუბნებიან. თუ რამე, სასამართლოს მიმართეთო“.

 

სკოლა, სადაც სამი მოსწავლე სწავლობს [ფოტოამბავი]

ეს პატარა სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში მდებარეობს. აქ სამი მოსწავლე სწავლობს და მათთვის  ზარი სკოლის შენობაზე სპეციალურად მიმაგრებულ რკინის ნაჭერზე დარტყმით ირეკება.

სკოლის ზარი, სოფელ ცივაძეების დაწყებითი სკოლა ფოტო: ეკა ბარამიძე

სკოლა დაწყებითია. შენობაში სულ სამი ოთახია. ორ ოთახში კლასებია, ერთ ოთახში კი მხოლოდ სკამები ალაგია.  სკოლას არც შენობაში და არც ეზოში არ აქვს სასმელი წყალი.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

ცივაძეების დაწყებითი კლასების სკოლა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაშია. ამ სკოლის დირექტორის, ლევან კილაძის ინფორმაციით, ცივაძეების სკოლა 2004 წელს აშენდა და სკოლის სამ მოსწავლეს ორი მასწავლებელი ასწავლის. მისივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რაც შეეხება „უჩვეულო“ ზარს, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამი მოსწავლისთვის ეს ზარი სრულიად საკმარისია.

ხანძრის შედეგად ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ორსართულიან შენობაში გაჩნდა. როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა.

„ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა სახელდება,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც ქედის მერი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„პირველ ეტაპზე ოჯახს გადავიყვანთ ქირით, შემდეგ როცა დადგინდება ზარალი და ხანძრის მიზეზი, მივმართავთ აჭარის მთავრობას და სარეზერვო ფონდიდან დავეხმარებით დაზარალებულ ოჯახს.

გამგეობის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა ალბათ თანხები და გვაქვს მეზობლების ჩართულობის იმედიც,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

ხანძარი დღეს, 4 ივნისს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა.

ხანძარი ცხმორისში
ხანძარი ცხმორისში

ლიფტში ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებით განსაკუთრებული სისასტიკით – ამ დანაშაულის ჩადენას ედავება გამოძიება 26 წლის გ.ჩ.-ს.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 4 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა.  მან არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა ბრალდებულის 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დადგენილი ამ ეტაპზე არაფერია, მაგრამ იგი ბრალდებულისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას აპირებს. მისი თქმით, გ.ჩ. წარსულში ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.

რაც შეეხება სასჯელს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში გ.ჩ-ს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის. ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე უვადო პატიმრობის შეფარდებას ნაკლებად ელის, რადგან ბრალდებულს მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

 

მეტეოროლოგები: ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ( WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი 45%-იანი ალბათობით ნორმაზე ნაკლები იქნება.

ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმა საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +23; მთაში  +17, +20; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.

ზაფხულის სეზონზე ნალექის ნორმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500-580 მმ, კოლხეთის დაბლობზე – 250-500 მმ, მთაში – 220-260 მმ, მაღალ მთაში – 300-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 150-300, მთასა და მაღალ მთაში 190-300 მმ – ის ფარგლებში იქნება.

ზაფხულის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4-5 ივნისს, ბათუმში საკმაოდ გრილი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. საღამოს და ღამით, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20  – 25  გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21  გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს ძირითადად მოსალოდნელია უნალექო ამინდი – დღისით – ღრუბელი, ღამით კი – ხანმოკლე წვიმა.

კვარიათის პლაჟზე ბუნგალოს უნებართვოდ აშენებენ

ბათუმში, კვარიათის პლაჟზე, მოქალაქე ბუნგალოს აშენებს. მას ადგილზე უკვე განთავსებული აქვს რკინის კონსტრუქცია. მშენებლობის ადგილზე ხელოსნები დაგვხვდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ აქ გასულ წელს ბუნგალო „ტორნადო“ ფუნქციონირებდა და „წელსაც იგივე იქნება, ოღონდ განახლებული“. მათივე თქმით, მეპატრონეს ადგილი აუქციონზე, იჯარის წესით აქვს აღებული და მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

ხელოსნებმა არ მოგვცეს მეპატრონის საკონტაქტო ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ის „ბათუმელებს“ თავად დაუკავშირდებოდა, თუმცა მეპატრონე რედაქციას არ დაკავშირებია.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის მერიის საპროექტო-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით კი, მერიას კვარიათის სანაპიროზე, იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ბუნგალო „ტორნადოს“ მშენებლობა მიმდინარეობს, ნებართვა გაცემული არ აქვს.

„ამიტომაც მივმართავთ შესაბამის ზომებს,“ – განაცხადა ბათუმის მერიის საპროექტო-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ.

უკანონო მშენებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური ჯერ მოქალაქეს აფრთხილებს და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აჯარიმებს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ამავე თემაზე: 

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

 

ბათუმის მერია ადმინისტრაციულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას დაამონტაჟებს

ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 68 130 ლარია გამოყოფილი. სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. 25-ში, ლერმონტოვის ქ. 90-ში და ორბელიანის ქ. 10-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებში. მომსახურებას მერია ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების მიხედვით, სახანძრო სიგნალიზაციის საკონტროლო პანელი უნდა დამონტაჟდეს პირველი სართულის ნიშნულზე… კვამლის მაუწყებლები უნდა დამონტაჟდეს ჭერის გეომეტრიულ ცენტრში ან თანაბრად განაწილებული კონტროლირებადი ფართობის ჭერზე. საგანგაშო ღილაკები უნდა დამონტაჟდეს ყველა გასასვლელში და კიბის უჯრედის გასასვლელში, იატაკიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე. სახანძრო სიგნალიზაციის სირენა უნდა დამონტაჟდეს ჭერიდან 0,3 მ-ზე და უნდა გამოსცემდეს განგაშის სიგნალს არანაკლებ 100 დბ/მ² სიძლიერით. გასასვლელებში უნდა დამონტაჟდეს შუქმაჩვენებელი „EXIT“;

შენობების ბოლო სართულებზე კვამლის მაუწყებლების ჭერში მონტაჟისთვის სახანძრო სიგნალიზაციის საკაბელო ქსელის გაყვანა უნდა განხორციელდეს სხვენიდან [სპეციალური საბურღი აპარატიტით, რომელიც არ გამოიწვევს დანაგვიანებას] მერიის მიერ მითითებულ ადგილებზე;

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოსთან შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის აქტის წარმოდგენა. თუ შესაბამისობის აქტში შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება.

სისტემის სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ ორ წელს. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში სისტემის ექსპლუატაციის პროცესს გაუწიოს ზედამხედველობა, რომლის განმავლობაშიც არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა მოახდინოს სრული შემოწმება და აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.

ქალაქ ბათუმის მერიაში და საკრებულოში 250-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

შსს: ავარიაში მონაწილე მძღოლი არ მიმალულა – შემთხვევას ბუკნარში ორი ადამიანი ემსხვერპლა

წუხელ ღამით, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი დაიღუპა. თვითმხილველის თქმით, მეორე ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ მიიმალა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაგვიდასტურეს.

„მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, შესაბამისად, დადგენილია მისი ვინაობაც, თუმცა ის დაკავებული არ არის. ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, გასატარებელია შესაბამისი პროცედურები,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

უწყება განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა, კანონით, მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 279-ე მუხლით – ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამ თემაზე:

ავარია ბუკნარში – დაღუპულია ქალი და კაცი

გრიგოლ გეგელია: ამ პროცესებით ხელისუფლება და „ნაციონალები“ ერთმანეთს აძლიერებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის არაობიექტურად გამოძიებას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ხალხი სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით ქუჩაში დგას. მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავდაპირველად ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელების დასჯას სთხოვდა, თუმცა პროცესებმა ბოლო პერიოდში სხვა მიმართულება მიიღო. ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის დემონიზებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ პროცესების ხელში აღებას ცდილობს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსთაველზე და რა აჩვენა ამ დღეების სამოქალაქო აქტივიზმმა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საუბრობს.

გრიგოლ, ვის აძლევს ხელს ის მოცემულობა, რაც შეიქმნა რუსთაველზე ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების ირგვლივ. ვინ ცდილობს სამოქალაქო პროტესტის დემონიზირებას?

ზოგადად, ქვეყანაში გვაქვს საშინელი მოცემულობა ყველა გაგებით, მაგრამ პოლიტიკურ ვითარებას თუ შევაფასებთ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი, პრეზიდენტის მიმართაც ნდობა არის დაბალი, რადგან თვითონ პრეზიდენტი არის ინერტული – სწორედ ის უნდა ყოფილიყო ასეთ დროს მორალური ავტორიტეტი პოლიტიკური გაგებით, რადგან პარტიული კრიზისი ცალსახაა.

მთავრობა თავისთავად არის ძალიან დისკრედიტირებული და რეალურად, არცერთი პოლიტიკური ინსტიტუცია არ იმსახურებს ხალხის ნდობას.

დღეს ხელისუფლება ცდილობს ყურადღება გადაიტანოს „მარტივ -მარტივ“ გნიასზე. მე არ ვამბობ, რომ სარალიძის საქმეა მარტივი, უდიდესი ტრაგედიაა ეს, მაგრამ თვითონ პარადიგმა, რითიც „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას ცდილობს, ეს არის მარტივი გნიასების პარადიგმა, ამაში კი მას ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“.

თუ დავაკვირდებით, ეს ორი ძალა რეალურად ძალიან შეხმატკბილებულია, რადგან მათ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთი მეორეს აძლევს ხელს. ისინი ორივე არიან ამ კრიზისული ვითარებების შემქმნელები და ორივე ამითი იწერს ქულას. მაგრამ შედეგად ის ხდება, რომ ყველაზე არსებითიდან გადადის ყურადღება, მათ შორის სოციალური პრობლემებიდან, ეროვნული უსაფრთხოებიდან და სხვა უამრავი მწვავე პრობლემებიდან, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

თქვენ ამბობთ, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისი სჭირდება ორივე მხარეს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ანუ დღეს არსებული ვითარება ამ ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი არ არის?  

ახლა „ქართული ოცნება“ საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს პატრიოტი, ეროვნული ხელისუფლებაა და ყველაფერს აკეთებს სამართლიანობის აღსადგენად, იძიებს სარალიძის საქმეს და ა.შ. თითქოს არავითარ გადაცდომას არ აქვს ადგილი და ეს აჟიოტაჟი „ნაციონალების“ მიერ არის გამოწვეული.

„ნაციონალები“ კი თავის პოლიტიკურ ქულებს იწერენ და აჩვენებენ, რომ აი ნახეთ, ასეთი უსამართლობა ხდება „ქართული ოცნების“ დროს.  სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, ერთმანეთი ჰყავთ, რადგან არ არის მესამე ძალა, რომელიც მათ ეტყვის, თუ რამდენად სამარცხვინოდ იქცევიან ამ პროცესში.

ეს ნიშნავს იმას, რომ არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენა, ადამიანის უფლება არ აინტერსებთ?  

რა თქმა უნდა, მათ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნება, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომელშიც ერთი მეორეს ხელს უწყობს. თუ დააკვირდებით ამ ორ პოლიტიკურ ძალას ყველა მიმართულებით განაწილებული აქვთ სფეროები. იქნება ეს ბიზნეს ინტერესები თუ პოლიტიკური ძალაუფლება.

რა როლი ჰქონდათ ამ პროცესებში დესტრუქციულ ძალებს, – მმკ-ს და ფაშისტურ დაჯგუფებებს, ვის მოთამაშეები არიან ისინი?

ამ პატარა და ექსტრემისტულ ჯგუფებს ხელისუფლება იყენებდა სათავისოდ და ახლა კიდევ უფრო გამოიკვეთა ეს თანმიმდევრული თარგი. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ მარშს, რომელიც ყოველთვის შავბნელ პოლიტიკას უჭერს მხარს – ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ და ძირითადად პრორუსულს. ამას ვამბობს სრული პასუხისმგებლობით, რადგან მე ვიკვლევ პოპულიზმს ევროპაში და შემიძლია ვთქვა, რომ ეს მარში ერთი ერთში იმეორებს ნარატივს, რომელიც აქვთ ნეონაცისტურ ჯგუფებს რუსეთში.

ეს ჯგუფები ხელისუფლებას ირიბად აძლიერებს, ამით აჩვენებენ ზომიერ კონსერვატორ ამომრჩეველს, რომ მე თუ არა, მაშინ ისინი. მეორეს მხრივ კი, მათი პირით აჟღერებენ ისეთ რამეს, რაც ხელისუფლებას აწყობს.

რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფის მმკ-ს გამოჩენას ამ პროცესში იყო თუ არა პირდაპირ კავშირში სარალიძის შვილის მკვლელების დაფარვასთან? რადგან ჩანაწერები, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა, აჩვენებდა ამ დაჯგუფების ერთ-ერთი  სასულიეროს პირის შვილის თანამონაწილეობას ამ ამბავში.

თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, მაშინ ახალი ვარიანტი ჩნდება, რომ ქრისტეს სახელით მოსაუბრე ადამიანები სინამდვილეში ხელს აფარებენ დანაშაულში შესაძლო მონაწილეს და თუ ეს ასეა, არის ორმაგი სირცხვილი მმკ-ს ანგარიშზე, რომელიც ისედაც შერცხვენილია და ისედაც პერმანენტულად იცავს ანტიქრისტიანულ პოზიციებს. თუ დამნაშავესაც აფარებენ ხელს, მგონი დროა ვერდიქტი გამოიტანოს აბსოლუტურად ყველა ჩვენგანმა იმაზე, თუ რა არის ე.წ. მართლმადიდებლური კავშირი.

საპატრიარქოს პოზიცია იყოს საკმაოდ ნეიტრალური საპროტესტო აქციების მიმართ – ამ სასულიერო პირის გამო ხომ არა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა სცოდნოდათ საპატრიარქოში ეს ამბავი?

საპატრიარქო ისტორიულად ყოველთვის იკავებს ზომიერ პოზიციებს და ყოველთვის ელოდება მოვლენების განვითარებას. ახლაც მან დაიჭირა ზოგადი პოზიცია, ტიპიურად ასე ხდება ხოლმე თუ საპატრიარქო, მოცემულ კონკრეტულ მომენტში არ აპირებს, რომ ხელისუფლებას წყალი შეუყენოს.

საპატრიარქოში მმკ-ს ჰყავს თავისი დასაყრდენი, რიგი იერარქების სახით, თუმცა, ამავე დროს ჰყავს მტრებიც. საპატრიარქოც არ არის ერთგვაროვანი და სხვადასხვა ტიპის იერარქები სხვადასხვა მომავლისთვის იბრძვიან.

მეორეს მხრივ, შესაძლებელია, რომ სცოდნოდა ეს ამბავი საპატრიარქოს, მით უმეტეს, როცა რუსთავი 2-იდან გვესმის, რომ ორი თვეა მათ იციან ამის შესახებ, რომ დეკანოზის შვილი მონაწილეობდა სისხლიან გარჩევაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსთავი 2-ის დირექტორი იყო პატრიარქთან შეხვედრაზე, მაშინ მარტივი დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ რაღაც იცოდა საპატრიარქომ.

ამ ძალებს – მმკ-სა და ნეოფაშისტებს კიდევ სხვა დატვირთვაც ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ იყვნენ ისინი ამ აქციებიდან თითქმის ორი დღე ჩუმად?

სამართლიანობის მხარეს ან დგახარ ან არა. ხელისუფლებამ ჯერ თქვა, რომ საპროტესტო მუხტი „ნაციონალების“ აგორებულია, შემდეგ კი ეს დაჯგუფებები გამოჩნდნენ და ცდილობენ, რომ პროტესტის მუხტი გაწყდეს.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, რამდენად პროგნოზირებადია ის სიტუაცია, რაც გვაქვს დღეს?

აქ რამდენიმე სცენარია: პირველი ის, რომ ამ საქმეს გადაჭრიან ისე, როგორც საჭიროა და დააპატიმრებენ, ვინც დასაპატიმრებელია. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ გადადოს გვერდზე „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მერკანტილური მოტივები და გახსნა სარალიძის საქმე. მეორე, ეს აჩვენებს, რომ აქამდე გამოძიების პროცესი იყო პოლიტიკურად მართული, რაც გამოიწვევს საპროტესტო მუხტის აწევას.

ამას დაემატება სხვა ტიპის ოპოზიციური არგუმენტები და ეს პროცესი გაგრძელდება. შესაძლებელია ამან ბევრად შეუქცევადი სახეც მიიღოს.

გვახსოვს, როგორ დაასრულა სააკაშვილმა, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი იყო პოლიტიკურად, „ქართული ოცნება“ კი უფრო უარესად დაასრულებს თუ არ მიჰყვება სამართლებრივ გზას.

და კიდევ ერთი, ქართველი ხალხი აღარ იღებს ამ რაღაცეებს მარტივად, აღარ ტყუვდება.  ჩვენ გავიზარდეთ როგორც ჩანს, ამაზე მეტყველებს ამდენი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და აშკარაა, რომ ხალხი ახალ პოლიტიკას ემხრობა.

 

 

ოჯახის წევრი: გიგა გოგიტიძის მპოვნელს ფულად ჯილდოს გადავცემთ

პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გიგა გოგიტიძეს უკვე სამი კვირაა ეძებს.

ოჯახის ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულ გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების თქმით, 22 წლის გიგა გოგიტიძეს დღემდე უშედეგოდ ეძებენ და ოჯახს და სამართალდამცავებს დღემდე არა აქვთ არანაირი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ.

თუ შეამჩნევთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 08 05 48.

ოჯახის წევრი ამბობს, რომ მპოვნელს ფულად ჯილდოს გადასცემს.

ზაფხული იწყება აქ – ბათუმში სეზონი გაიხსნა

დღეს, 3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. პლაჟზე მისულ ბავშვებს სხვადასხვა გასართობი  დახვდებათ. დამონტაჟებულია სცენა, სადაც მთელი დღის მანძილზე დიჯეები დაუკრავენ.

შეგეძლებათ მოუსმინოთ ქართველ  დიჯეებს: ლაშა გურული, „Chiki“, გაბუნია, Vako T. ასევე გამოვლენ ბენდები: bedford falls-ი და Groove Phoenix-ი.

საღამოს 21:00 საათზე კი გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett”-ი გამართავს საკარნავალე შოუს.

“ზაფხული იწყება აქ”
სეზონის გახსნა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 03.06.2018

 

რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ სეზონზე ტურისტებს ბათუმში არაერთი გასართობი ელოდებათ. კარგად ცნობილი იახტების, სკუტერების, საცურაო ბანანების, ველოსიპედების, ბულვარში სასეირნო ელექტრო მანქანებისა და კვადროციკლების გარდა, ბათუმში ჩამოსული დამსვენებელი შეძლებს ვერტმფრენითაც გაისეირნოს.

თუ ვერტმფრენით გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის მინიმუმ 250 ლარი დაგჭირდებათ. სწორედ ამდენი ღირს ვერტმფრენით 3 წუთით ბათუმის სანაპირო ზოლის დათვალიერება, ახალი ბულვარის ბოლოდან რესტორან „სანრემომდე“ მონაკვეთში. ამ ფასად გასეირნება შეუძლია როგორც ერთ, ისე 5 ადამიანს ერთად.

ვერტმფრენით გასეირნების სერვისს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ერთ-ერთი კანადური კომპანია სთავაზობს. ისინი მოქალაქეებს ამ ეტაპზე ორი ვერტმფრენით ემსახურებიან. ვერტმფრენი ახალ ბულვარში არსებულ პირსზე დგას დილიდან საღამოს 7 საათამდე. საღამოს 8 საათიდან კი ვერტმფრენებს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე აჩერებენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ გასეირნებისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, დეტალურ ინფორმაციას კი ადგილზე მიიღებენ.

ბათუმის სანაპიროზე ვერტმფრენით გასეირნება 3-4-6 და 10 წუთით არის შესაძლებელი. ფასებიც შესაბამისია, მაგალითად, 10 წუთით გასეირნება 850 ლარი დაგიჯდებათ, მიუხედავად იმისა ვერტმფრენში ერთი კაცი ჩაჯდება, ორი, თუ მაქსიმუმ ხუთი. კომპანიაში გვითხრეს, რომ უშუალოდ ბათუმის [ქალაქის] თავზე ფრენა აკრძალულია, თუმცა სანაპირო ზოლიდან მთელი ქალაქი ჩანს ზემოდან.

მსურველებს ვერტმფრენით სხვადასხვა ტურებსაც სთავაზობენ ბათუმიდან: ქობულეთი [ფრენა 20 წუთი, ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი], ქედა, ხულო, გოდერძი [60 წუთი], ბეშუმი, ბახმარო [60 წუთი], ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია [150 წუთი].

ფასები 700 აშშ დოლარიდან [ექვივალენტი ლარში, ქობულეთის ტური] იწყება და 5250 დოლარამდე ადის [ექვივალენტი ლარში, მესტიის ტური].

შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /
შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /
შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /
შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /
შვეულმფრენი ბათუმის პლაჟზე / 2.06.2018 /

 

 

რაზე შეთანხმდნენ სარალიძე/მაჩალიკაშვილი და პარტიები

რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ზაზა სარალიძესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთვებიან პარტიები. შეხვედრას სარალიძესთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.

პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი ხვალ, 3 ივნისს, დღის განმავლობაში შეიმუშავებენ ხელისუფლების შეცვლის სამოქმედო გეგმას და მას საზოგადოებას 18:00 საათზე გააცნობენ. ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ის განცხადებები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა მისი დასრულების შემდეგ გააკეთეს:

ზაზა სარალიძე

მე უკვე გადავწყვიტე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის… არამარტო [მათთვის], მთელი საქართველოსთვის. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რომ ეს სისტემა დაინგრეს. ამ სისტემის მფარველი მთავრობა უნდა ჩამომხობილიყო. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს – გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა, მოძალადე და მკვლელი მთავრობა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

ამ ხელისუფლებაში უკვე შეუძლებელია ჩვენი სიმართლის დამტკიცება.  ყველა ერთად ვართ და ვიბრძვით ერთად: პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი… ყველა ერთად ვიქნებით და ყველა ერთად დავამხბოთ ამ ხელისუფლებას”.

გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო

ყველა ვერთვებით ამ პროცესში. ხვალ 18:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო მიტინგი, გვექნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღის მანძილზე შევიმუშავებთ. ყველა ოპოზიციური პარტიისთვის კარი ღიაა, [სარალიძემ] მან განაცხადა ეს და ვიმეორებ ამ განცხადებას. ჩვენ დავამთავრებთ ქართულ ოცნებას, მთავრობა უნდა გადადგეს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში  ჯანსაღი ხელისუფლებამოვიდეს. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა უნდა მივცეთ ამ ქვეყანას.

მოთხოვნა არის ერთი, რაც ზაზა სარალიძემ დააყენა – მთავრობის გადადგომა და ამის შემდეგ თავისთავად რიგგარეშე არჩევნები. ამის კონკრეტულ მექანიზმს გავწერთ როგორ უნდ ამოხდეს ეს ყველაფერი. ვინც არ ჩაყვება ქართულ ოცნებას, კარი მათთვისაც  ღიაა, მათ შორის დეპუტატებს მივმართავ ნუ ჩაყვებით ქართულ ოცნების ამ დანაშაულს. ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება.

ხალხი დაიღალა გაჭივრებით და უსამართლობით.

მშვიდობიანად გავისტუმრებთ ხელისუფლებას. ხალხის რაოდენობას ჩვენ გაჩვენებთ. ამის გარანტიას გაძლევთ. გადაიჭედება მთელი თბილისი და რუსთაველი… ყველა ქალაქი. ამის გარანტიას ვაძლევ “ქართულ ოცნებას.

ზაალ უდუმაშვილი

თითქმის სრულიად ოპოზიციური სპექტრი დადგება აქ ბატონი ზაზას და ბატონი მალხაზის გვერდით. თუ ჩვენ დღემდე ამ პროცესების პასიური წევრები ვიყავით და მხოლოდ აქციებიდან ვადევნებდით თვალს მოვლენების განვითარებას, ხვალიდან უკვე აქტიურად ჩავერთვებით, სწორედ იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან, ამას სწორედ პოლიტიკოსები უზრუნველყოფენ. მთავარი პოლიტიკოსები არ არიან ამ ყველაფერში, ჩვენ ვიქნებით რიგითი ჯარისკაცები მთლიანად საზოგადოებასთან ერთად. ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ იდგნენ გულანთებულები ამ დღეების განმავლობაში, ის მოსწავლეები, ის საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბებოდა ყოველდღე იმისთვის, რომ ბატონი ზაზასთვის და ბატონი მალხაზისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ, გაათმაგებული ძალებით დადგებიან აქ და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე. მთავარი მოთხოვნა უკვე გაჟღერებულია, რაც ბატონმა ზაზამ უკვე მკაფიოდ თქვა, რომ ამ ადამიანმა ვერ მიაღწია სიმართლეს იმიტომ, რომ წინ დაეჯახა მახინჯი სახელმწიფო მანქანა, ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს, რადგან ამას საზოგადოება მოითხოვს.

ნიკა მელია

ამ დღეების განმავლობაში თქვენ დაინახეთ როგორი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მთელი სისტემა. ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, გაგრძელებული პოლიტიკური ხელმძღვანელებით. აქ ჩვენს გვერდით ორი ვერაგულად და სასტიკად მოკლული, შვილმკვდარი მამა დგას, რომელთაც ნაცვლად იმისა რომ მიეღო ახსნა-განმარტება ხელოსუფლების მხრიდან, დასცინეს, შავი პიარი, პროპაგანდის წარმოუდგენელი მანქანა აუმუშავეს. ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუსში, კანცელარიაში და ა.შ. და შენს ღირსებას ლახავს, შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს  ფეხქვეშ – ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაცინვა ამ ადამიანების?

ოთო კახიძე

“ევროპული საქართველო” აქ მოვედით ბატონ ზაზა სარალიძის მოწოდების შემდგომ, რომ პოლიტიკური პარტიები მივსულიყავით მასთან, მოგვესმინა და გამოგვეცხადებინა თანადგომა. ჩვენ აქციის პირველი დღიდან მოყოლებული ვართ ბატონი ზაზას გვერდით და მისი მოთხოვნები რაც არის, დამნაშავეები დასჯა, ასევე იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს და დღესაც განაგრძობს ამას. ამისთვის ჩვენ კონკრეტული მექანიზმები შევთავაზეთ საზოგადოებას, როგორიცაა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი უმრავლესობით, როგორიც არის საზოგადოებისთვის მისაღები მთავარი პროკურორის დანიშვნა, ვინაიდან ივანიშვილის მარიონეტი პროკურორები როგორც იძიებენ საქმეს ყველამ დავინახეთ” – თქვა კახიძემ “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ევროპული საქართველოს” წევრის თქმით, ისინი აქციებში მონაწილეობის მიღება გააგრძელებენ, თუმცა ეს რა ფორმით მოხდება ამ საკითხზე როგორც აქციის ორგანიზატორებთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და საკუთრ პარტიაშიც, კონსულტაციები უნდა გამართონ:

“რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ამ მოთხოვნასაც ჩვენ დაყენების დღიდან მოყოლებული რგორც ბატონმა ზაზამ ეს გააჟღერა, ჩვენ ვეთანხმებით. მაგრამ, ამ აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ. ჩვენ დღესაც ამ აქციაზე ვდგავართ, ხვალაც ამ აქციაზე ვიდგებით და ბატონ ზაზას თანადგომას გამოვუცხადებთ, მაგრამ ამ აქციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა აქციის ორგანიზატორებთან, ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება. ასე კარავში 5 წუთში მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ჩვენ პარტიაშიც გავმართავთ კონსულტაციებს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს და რა თქმა უნდა აქციის ორგანიზატორებთანაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს”, – უთხრა ოთარ კახიძემ “TV პირველს”.


ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესში ჩართვისა და დახმარებისაკენ დღეს მოუწოდა.

ამავე თემაზე გირჩევთ

 

ავარია ბუკნარში – დაღუპულია ქალი და კაცი

მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს ტიპის ავტომანქანა თბილისი-ბათუმის მაგისტრალის სოფელ ბუკნარის მონაკვეთზე შეეჯახა ჟიგულის ტიპის ავტომანქანას, რომელშიც საშუალო ასაკის ქალი და კაცი ისხდნენ. დაღუპულია ჟიგულში მყოფი ორივე პირი.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები, რომლებიც ამ წუთებში იმყოფებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან, შიშობენ, რომ ავტომანქანაში შესაძლებელია მჯდარიყო მცირეწლოვანი ბავშვიც.

„ბათუმელებმა“ ინფორმირებულ წყაროსთან გაარკვია – დაღუპულებს შორის არ არის მცირეწლოვანი ბავშვი.

თვითმხილველების თქმით, ავტოავარიის მონაწილე BMW-ს მძღოლი „ძალიან მთვრალი“ იყო და ავარიის შემდეგაც კი ვერ აცნობიერებდა, რაც მოხდა.

ქალი და კაცი, თვითმხილველების თქმით, ადგილზევე გარდაიცვალნენ. იმავე ადამიანის თქმით, BMW-ს მძღოლი, სავარაუდოდ, მიიმალა.

შს სამინისტროსთვის გვინდოდა გვეკითხა, ნამდვილად მიიმალა თუ არა ავტოავარიის გამომწვევი მძღოლი. უწყებაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

„სოკარი“: აჭარაში ბუნებრივი აირი აღარ გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ხელმძღვანელის დავით ლეკიშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარას აღარ შეუწყდება.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ  აღდენითი სამუშაოები დროულად ჩატარდა მთავარ მილსადენზე და აღდგა დაზიანებული გაზსადენი. შესაბამისად, გაზის მოწოდებაზე  შეფერხება აღარ იქნება“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლეკიშვილი.

დღეს, 2 ივნისს, „სოკარის“ ინფორმაციით, ავარია მოხდა მთავარ გაზსადენზე, გვარა-ოჩხამურის ტერიტორიაზე, საიდანაც მარაგდება აჭარა ბუნებრივი აირით.

„სოკარში“ ამბობდნენ  რომ თუკი დაზიანებული მილის აღდგენა დროულად არ მოხდებოდა, საღამოს ათი საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარას შეუწყდებოდა.

 

შავგულიძე: ამ სიტუაციაში ახალი პროკურორი ერთ თუ რამდენიმე საქმეზე შეძლებს გამოძიების ჩატარებას

დღეს, „ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურატურის პოსტზე მმართველ პარტიას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა. შალვა შავგულიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის მზად არის გახდეს მთავარი პროკურორი, თუკი მმართველი გუნდი მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. შალვა შავგულიძეს ვკითხეთ, იმ ფონზე, როცა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გამოძიებამ განზრახ გაანადგურა ყველა მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა ვინ მოკლა მისი შვილი, რა შეუძლია ახალ მთავარ პროკურორს გააკეთოს?

შალვა შავგულიძის აზრით, „თუ აღმოჩნდება, რომ მტკიცებულებები სრულად არის განადგურებული და იმდენად არის განადგურებული და დაზიანებული, რომ არავითარი შესაძლებლობა არ არის ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად, მაშინ წესიერი და კვალიფიციური პროკურორი დაწერ დასკვნას, რომ მტკიცებულებები ნამდვილად არის განადგურებული.

გარდა ამისა, დაიდება დასკვნა, თუ სად და ვის მიერ განადგურდა მტკიცებულებები. ამით დააყენებ იმ ადამიანების, იმ თანამდებობის პირების, იმ სამართალწარმოების თუ ექსპერტის და ა.შ. პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც გაანადგურა მტკიცებულებები და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა სიტუაცია“.

რაც შეეხება სისტემის შეცვლას, შალვა შავგულიძის აზრით, ამას მხოლოდ პროკურატურა ვერ შეცვლის: „ეს უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ. სისტემის სიცუდე კი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ეძლევა აბსოლუტური გავლენა პროკურატურის სისტემაზე, ეს გავლენა იმაში მდგომარეობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ხელშია მთავარი პროკურორის დანიშვნის და მისი გათავისუფლების საკითხიც.

მთავარი პროკურორი კი ნიშნავს ქვეყანაში სხვა პროკურორებს, გამომძიებლებს, სტაჟიორებს და ათავისუფლებს მათ.

ინსტიტუციურად, პროკურატურის სისტემა მთლიანად დაქვემდებარებულია მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. თუმცა, ერთ კონკრეტულ საქმეზე, როცა არის საზოგადოების ამხელა ზეწოლა, როდესაც ხელისუფლება იძულებულია პროკურორი გადააყენოს, როცა იძულებულია საგამოძიებო კომისია შექმნას და იქ უმცირესობას შესთავაზოს უმრავლესობა, ამ სიტუაციაში ახალი პროკურორი, დროის გარკვეულ მონაკვეთში, კონკრეტულად ერთ თუ რამდენიმე საქმეზე, რა თქმა უნდა, შეძლებს სამართლიანი გამოძიების ჩატარებას.  რა თქმა უნდა, ეს პროკურორი დიდხანს ვერ დარჩება თანამდებობაზე, რადგან ეს ძალა გაუშვებს“.

შალვა შავგულიძის თქმით, დღევანდელ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღება ძალიან რთულია, „მაგრამ როცა ასე მწვავედ დგას საკითხი და როცა საზოგადოების ნაწილი მოგმართავს და სჯერა, რომ შენ ხარ ის კანდიდატი, ის იურისტი, რომელიც ხარ იმ კვალიფიკაციის და იმ პრინციპულობის, რომ ამ სიტუაციაში სამართლიანობის აღდგენისთვის შეგიძლია დადებითი ფუნქცია შეასრულო, როგორ უნდა გაექცე ამ პასუხისმგებლობას და რატომ უნდა თქვა უარი?

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ გზას და გადაწყვიტა, რომ მართვადი პროკურატურა, მართვადი სასამართლო კარგია. სწორედ ამიტომ დავტოვე უმრავლესობა და ამიტომ ვოპონირებდი, მაგრამ დღეს იმიტომ დავთანხმდები მთავარ პროკურორობაზე შემოთავაზებას, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობაა პროკურატურაში“.

შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს.

 

ავარია გაზსადენზე – აჭარას შესაძლოა გაზის მიწოდება დღეს 22:00 საათიდან შეუწყდეს

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ხელმძღვანელი დავით ლეკიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ცოტა ხნის წინ, მაგისტრალზე, საიდანაც აჭარას ბუნებრივი აირის მარაგი მიეწოდება, ავარია მოხდა. ავარიის ეპიცენტრია გვარა-ოჩხამურის ტერიტორია, საიდანაც მარაგდება აჭარა ბუნებრივი აირით.

„ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სადაც ახალი გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს და შესაძლებელია მძიმე ტექნიკამ დააზიანა გაზსადენი. ავარიის გამომწვევი მიზეზის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.

ამ ეტაპისთვის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ჩვენი მარაგიდან მიეწოდება, რომელიც დაახლოებით დღეს, 22:00 საათამდე იქნება საკმარისი. შემდეგ კი შესაძლებელია მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდეს“, – ამბობს დავით ლეკიშვილი.

როგორც ლეკიშვილი ამბობს, ავარიის ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, „თუმცა სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე სწრაფად ვერ მოხერხდება გაზსადენის აღდგება, ამიტომ, ბუნებრივი აირის მიწოდება  დილიდან აღდგება“, – ამბობს ლეკიშვილი.

 

 

 

ქობულეთიდან გუშინ გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს – ის თბილისში აქციაზე იყო გაპარული

გუშინ ქობულეთიდან გაუჩინარებული 14 წლის ბიჭი, დღეს თბილისში იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოზარდის იგივე ნაცნობი წერს, რომელმაც ბავშვის გაუჩინარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

აღმოჩნდა, რომ მოზარდი ოჯახისგან დაუკითხავად თბილისში წასულა აქციაზე. ის ოჯახის წევრებმა მაშინ შენიშნეს ტელევიზორში, როდესაც თბილისში რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე აქციას ადევნებდნენ თვალს, -წერს სოციალურ ქსელში იგივე წყარო.

ოჯახი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდა მოზარდს, შემდეგ კი პოლიციას მიმართეს.

ინფორმაციას 14 წლის მოზარდის პოვნის შესახებ შს სამინისტროშიც ადასტურებენ.

 

ზაზა სარალიძე მოქალაქეებს მოუწოდებს აქციაზე მივიდნენ

ზაზა სარალიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დღეს 18:00 საათზე ისევ მივიდნენ აქციაზე. აქცია თბილისში უკვე მესამე დღეა იმართება.

„შოთაძე ციდან არ ჩამოვარდნილა ის ამ მთავრობამ დანიშნა ამ დეპუტატებმა ამ მინისტრებმა ამ გულგრილმა ჩინოვნიკებმა. მე მათ არ ვენდობი. მათ დანიშნულ არც ერთ პროკურორს აქ რუსთაველზე მოსული ხალხი არ გამოუცხადებს ნდობას.
დღეს საღამოს 6 საათზე, გელოდებით ყველას“, – ეს პოსტი თავის ფეისბუქგვერდზე ახლახანს გამოაქვეყნა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დღეს 2 ივნისს 4 საათზე ზაზა სარალიძეს საპატრიარქოში შეხვდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.


საპროტესტო აქციები 6 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც ბათუმში ლიფტში ქალი დაჭრა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული 26 წლის გ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქობულეთში 14 წლის ბიჭი გაუჩინარდა

გუშინ, პირველ ივნისს, ქობულეთში 14 წლის მოზარდი გაუჩინარდა. „14-ისაა ბავშვი ეზოში ჩავიდა დღის 2 საათზე და აღარ ჩანს. ტელ.გამორთულიაა“, – წერს სოციალურ ქსელში მოზარდის ნაცნობი. 

იგივე წყაროს თქმით, მოზარდს თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც გამორთულია.

არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

 

Exit mobile version