მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე: 17 მეზღვაური მალე დაბრუნდება საქართველოში

24.08.2018
თორნიკე რიჟვაძე: 17 მეზღვაური მალე დაბრუნდება საქართველოში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი ტანკერ Pantelena-ზე მყოფ მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კვირაზე მეტ ხანს დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემი ნაპოვნია და ამ დროისათვის ლომეს პორტისკენ (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება.

გემის ეკიპაჟში 17 ქართველი მეზღვაურია.

„სახელმწიფო უწყებები კოოდინირებულად მუშაობენ, რათა მფარველობა გაუწიონ ჩვენ მეზღვაურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. შევხვდით ოჯახის წევრებს, მივულოცეთ, რომ მეზღვაურები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი და ძალიან მალე დაბრუნდებიან საქართველოში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„მეზღვაურების ოჯახის წევრებს გავაცანით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ ქართველი მეზღვაურები არიან უსაფრთხოდ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრეთ, რადგან ჩვენი მეზღვაურებსაც უნდა მოვუსმინოთ, შევაჯერებთ ჩვენს და მათგან მიღებულ ინფორმაციას და ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ დეტალებზე.

ახლა ჩვენთვის მთავარია მეზღვაურები უსაფრთხოდ შევიდნენ ნავსადგურში, კომპანიის წარმომადგენელი იქ არის იმისთვის, რომ მათ მიაწოდოს ყველა პირველადი დახმარების საშუალება, რაც დასჭირდებათ, ეს იქნება საკვები, ტელეფონი თუ სხვა რამ და ამის შემდეგ უკვე პირად კომუნიკაციაზე გავალთ მეზღვაურებთან“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ იოსელიანმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: