კულტურა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში “ღამის სერენადები” იწყება

25.08.2018
ბათუმში “ღამის სერენადები” იწყება

26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”  გაიმართება.

ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. დღეს, 25 აგვისტოს, ორკესტრი გენერალურ რეპეტიციას გამართავს ხვალინდელი კონცერტის წინ.

ფესტივალი გაიხსნება მოცარტის „ღამის პატარა სერენადით”, მეორე განყოფილება – ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის – შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს და ა. დვორჟაკი – “სერენადა” მი მაჟორი.

დაუკრავს კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ – დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო.

თითოეულ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 30-დან 90 ლარამდეა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ kt.ge-ზე. 

წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი, მევიოლინე გეზა ჰ. ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია) და კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო).

2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, თბილისის მერია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: