მთავარი,სიახლეები

ეკონომიკის სამინისტრო: ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგული გემი ნაპოვნია

23.08.2018 • 7017
ეკონომიკის სამინისტრო: ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგული გემი ნაპოვნია

აფრიკული მედიის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელიც 14 აგვისტოდან კავშირზე აღარ გამოდიოდა, ნაპოვნია.

საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ინფორმაციას გემის ეკიპაჟის კონტაქტზე გამოსვლის შესახებ არ ადასტურებენ, თუმცა განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოები:

“სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Pantelena IMO N 9321469-ის გათავისუფლების შესახებ, რომლის ბორტზეც  საქართველოს 17 და  რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პროცესის დასრულებამდე თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისაგან.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული სამუშაოები, რომლის დასრულებამდე – მეზღვაურების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე – დეტალების გასაჯაროებისაგან თავს ვიკავებთ”  – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: