საშემოდგომო ფოტოსესიით ფერადი, ხასხასა და თბილი ნოემბერი გავაცილეთ ჩვენი ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.












ბათუმელები
საშემოდგომო ფოტოსესიით ფერადი, ხასხასა და თბილი ნოემბერი გავაცილეთ ჩვენი ბაღის აღსაზრდელებთან ერთად.












„რა ვქნათ, ყველა გაჭირვებულია,“ – ასე ამბობენ მზარეულები, რომლებიც ყოველდღე სოციალურად დაუცველებს ემსახურებიან. თითოეული მათგანის ხელფასი თვეში 440 ლარია. დილის რვა საათზე მზარეულები უფასო სადილის მოსამზადებლად იკრიბებიან. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარე მერიის მუნიციპალური სასადილოს მზარეულებს ვკითხეთ, როგორია თავად მათი სოციალური მდგომარეობა.
„არ გვყოფნის ხელფასი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ვეჩვევით,“ – გაღიმებას ცდილობს გულიკო ყურშუბაძე და სხვა მზარეულებთან ერთად გვიყვება ხელფასზე. მზარეულები თანხმდებიან, რომ ხელფასი არაფრისთვის არაა საკმარისი და შიგადაშიგ ახსენებენ ფრაზებს: „ბანკში მიდის ეს ფული“, „ქმრებს ვეხიდებით და ესაა“…
„მე წამლებშიც არ მყოფნის…“ – განაგრძობს გულიკო ყურშუბაძე. – „საყოველთაო ჯანდაცვით კი ვსარგებლობ, მაგრამ ექიმთან რომ მივიდე, მერე წამალი ხომ მინდა? 100 ლარის წამალი მინდა მარტო. ორი წელია აქ ვმუშაობ. მანამდე ჩაისუბნის ბაღში ვმუშაობდი, იქ 80 ბავშვის მზარეული ვიყავი და 180 ლარი მქონდა ხელფასი. თუ ცოტას მოუმატებენ ხელფასს, კმაყოფილი ვიქნები კიდევ უფრო. ჩემი შვილი სატყეოში მუშაობს, რეინჯერია, რძალი – ხელვაჩაურის გამგეობაში, ერთად მოვდივართ. ყველა დღე ჩაისუბნიდან დავდივარ,“ – ასრულებს საუბარს ის.
„სხვათა შორის, არასდროს აგვიანებს,“ – ამატებენ სხვები.
2003 წლიდან ბათუმის მუნიციპალურ სასადილოში მუშაობს ჟუჟუნა დიასამიძე. თავიდან ხელფასი 90 ლარი მქონდა და 150 ლარი რომ გახდა, სიხარულით აღარ ვიყავიო. „ახლა ისე გაძვირდა ყველაფერი და გაჭირდა ცხოვრება, მაღალი ფასებია ყველაფერზე,“ – დასძენს ის. ჟუჟუნა დიასამიძე ახლა შეფმზარეულია და მისი ხელფასი თვეში 600 ლარია.
„უკვე 20 წელი მზარეული ვარ… ისე ბიბლიოთეკარობაა ჩემი პროფესია, მაგრამ ერთი წელი ვმუშაობდი მარტო ბიბლიოთეკაში ხელვაჩაურში… აქ დილას ვიწყებთ მუშაობას და ხუთის ნახევარზე გავდივართ. ამ სასადილოში სულ 748 ადამიანი იკვებება. ყოველდღე ვმუშაობთ, მაგრამ გვაქვს შიდაგანაწესი და თითო დღით ვისვენებთ. სულ 11 სული ვართ ოჯახში. ხელფასი, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი, მაგრამ ვინაწილებთ ოჯახში პასუხისმგებლობას, ისე არაფერი გამოვა. მე 4 მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს ჩაბარებული,“ – გვითხრა ჟუჟუნა დიასამიძემ.
ხელფასს – 440 ლარს აბიტურიენტი შვილის მომზადებისა და კომუნალური გადასახადებისთვის ხარჯავს მაია ბაღდავაძე.
„დანარჩენი რა ვიცი, მეუღლე მუშაობს, დედამთილი საზღვარგარეთაა და გვეხმარება, სოფელი გვაქვს კიდევ, იქედან მოგვაქვს პროდუქტები… ამის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდებოდა,“ – აღნიშნავს მაია ბაღდავაძე.
„სხვა სამსახური არაა და რა უნდა ქნა?“ – კითხულობს ლიანა ბერიძე, რომელმაც სადილის მომზადება უკვე დაასრულა: „ჩემი ბავშვები უკვე დაიზარდნენ, რა უნდა მექნა სახლში? სახლში ჯდომას მუშაობა ჯობია. თანაც, მეუღლეს ვეხიდები…“ – გვითხრა მან.
„ამ ხელფასის მიუხედავად, ყოველდღიურად ძალიან ბევრი განაცხადი შემოდის დასაქმებაზე,“ – გასაუბრების პროცესს შემოუერთდა შორენა გორგილაძე, იგი სურსათის უვნებლობის განყოფილების მენეჯერია. შორენა ირწმუნება, რომ განაცხადები მზარეულად დასაქმების მოთხოვნით ხშირად შედის მერიაში. შორენა გორგილაძე აღნიშნავს იმასაც, რომ თავად სოციალურად დაუცველებმა რამდენჯერმე უარი თქვეს მზარეულად დასაქმებაზე.
„ჩვენ შევთავაზეთ სოციალურად დაუცველებს მზარეულად მუშაობა, მაგრამ უარი თქვეს. ხელფასი, რაც თქვენ გაქვთ, ჩვენ დახმარების სახით თითქმის ვიღებთ, გარდა ამისა, კვება, წამალი და მკურნალობა უფასო გვაქვსო და უარი თქვეს. მათ იცოდნენ, რომ თუკი დასაქმდებოდნენ, სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეხსნებოდათ,“ – გვითხრა შორენა გორგილაძემ.
ააიპ „ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ ხელმძღვანელი, ასლან მგელაძეც ფიქრობს, რომ მზარეულების ხელფასი დაბალია. თუმცა კონკრეტულად არ იცის, როდის გაიზრდება იმ ადამიანების ხელფასი, რომლებიც უშუალოდ სოციალურად დაუცველებს ემსახურებიან.
„ჩვენ გამოვითვალეთ და დაახლოებით 100 ლარით რომ გაიზარდოს მზარეულის ხელფასი, 18 ათასი ლარი დაგვჭირდება. მე მგონი, რომ უნდა გამოინახოს ეს რეზერვი. ჩემი მოსაზრება მიტანილი მაქვს მერიამდე და ვნახოთ. გააჩნია, ბიუჯეტი რის საშუალებას მოგვცემს,“ – ამბობს ასლან მგელაძე.
მთავარი ფოტო: მზარეულები – ლიანა ბერიძე და მაია ბაღდავაძე, მანანა ქველიაშვილის ფოტო
„მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად ორ ცვლაში მიმდინარეობს [ბათუმში], სკოლის შენობები მაინც გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს. სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რეგისტრაციის პერიოდში კი უამრავი მოქალაქე მოგვმართავს პრეტენზიით და გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებს არათუ ახლომდებარე, არამედ ქალაქის ნებისმიერ საჯარო სკოლაში ბავშვის დარეგისტრირებას“, – აღნიშნულია შენიშვნებში, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად უკან დაუბრუნა.
შენიშვნის ავტორი უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტია.
„ქალაქის [ბათუმის] ტერიტორიის ზრდის პროცესებიდან გამომდინარე, თანდათანობით ხდება მოსახლეობის ზრდაც. შესაბამისად, იმატა მოსწავლეთა კონტინგენტმა… ჩნდება ახალი სკოლების მშენებლობის გადაუდებელი საჭიროება“, – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნაში.
კომიტეტში მიიჩნევენ, რომ აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ თანხა ბათუმის მე-6 სკოლის ეზოში კორპუსის ასაშენებლად:
„ქალაქ ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის პროფილის საჯარო სკოლაში შესვლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დღესდღეობით 1050 მოსწავლე სწავლობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სკოლას აქვს დიდი ფართის მქონე ეზო, სადაც შესაძლებელია ახალი კორპუსის მშენებლობა და ამ მხრივ არ საჭიროებს დამატებითი სახსრების მოძიებას. ამდენად მიგვაჩნია, 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნას თანხები არსებულ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისათვის“.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბათუმის N6 საჯარო სკოლის არსებული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია წელს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა სამინისტრომ ტენდერი შეწყვიტა. ამ ტენდერით სკოლის ეზოში მრავალპროფილიანი სპორტული მოედანიც უნდა მოწყობილიყო.
ამასთან, N6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის აშენებაც იგეგმებოდა, რომელიც დაახლოებით 200-300 მოსწავლეზე იქნებოდა გათვლილი. ტენდერი მშენებლობაზეც არ გამოცხადდა.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, როგორც სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმშია აღნიშნული, გახდა ის, რომ 2019 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები თვითმმართველობას უნდა შეესრულებინა.
ამონარიდი ოქმიდან:
დღეს, 30 ნოემბერს, სამინისტროში გვითხრეს, რომ სკოლების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალი წლიდან არა თვითმმართველობები, არამედ კვლავ სამინისტრო განახორციელებს.
რაც შეეხება კონკრეტულად მე-6 სკოლის რეაბილიტაციას და ახალი კორპუსის მშენებლობას, სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბიუჯეტის პროექტი საბოლოო არ არის და რიგ საკითხებზე ჯერ კიდევ მუშაობენ.
მომავალი წლის ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელიც უმაღლესმა საბჭომ მთავრობას უკან შენიშვნებით დაუბრუნა, მე-6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის. თუმცა მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ვადა პროექტის შესაცვლელად, ვიდრე უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნის დასამტკიცებლად. გაითვალისწინებენ თუ არა სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობისთვის თანხას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
აჭარის მთავრობამ მორიგი დახურული სხდომა დღეს, ქედაში, მეღვინეობის ქარხანაში გამართა, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების საკითხი არ განიხილებოდა. დღის წესრიგში შეტანილი 8 საკითხიდან ხუთი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად იურიდიული პირების მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელებას“ ეხებოდა.


აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან პირველ ტურთან შედარებით 46 103 ხმით მეტი მიიღო და გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა დააგროვა რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში ხმების საერთო რაოდენობით გამარჯვებული ვაშაძე იყო და ასევე, პირველ ტურში არჩევნებში ვაშაძემ ყველა კანდიდატზე მეტი ხმა დააგროვა ბათუმსა და ქობულეთში.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მართალია, აჭარაში არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა და საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდა, მაგრამ პირველ ტურთან შედარებით მან აჭარაში 15 415 ხმით მეტი მიიღო.
აჭარაში არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ 75 738 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 105 139 ხმა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კი ვაშაძემ აჭარაში 60 323 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 59 036 ხმა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ბათუმი, II ტური
[checklist]
[/checklist]
არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში 27 676 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 20 919. არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალი იყო, 28 ოქტომბერს ბათუმში ხმა მისცა 63 634-მა ამომრჩეველმა [44.38%].
ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის უფლება 143 925 ამომრჩეველს ჰქონდა, მათგან 80 364-მა ამომრჩეველმა [55.84 %] მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.
ქობულეთი, II ტური
[checklist]
[/checklist]
არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ქობულეთში, სხვა კანდიდატებთან შედარებით, ყველაზე მეტი – 14 277 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 14 084 ხმა.
არჩევნების მეორე ტურზე ქობულეთში 68 065 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 42 184 ამომრჩეველი, ანუ 61.98 პროცენტი არჩევნებზე მივიდა. აქტივობა პირველ ტურთან შედარებით აქაც მაღალი იყო – პირველ ტურზე ქობულეთში ხმა მისცა ამომრჩეველთა 50.4 პროცენტმა, სულ 34 282-მა ამომრჩეველმა.
ქედა, II ტური
[checklist]
[/checklist]
არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ქედაში 3 010 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 5 026. არჩევნების მეორე ტურზე ქედაში 15 701 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 11 418 ამომრჩეველი, ანუ 72.72 პროცენტი, არჩევნებზე მივიდა. არჩევნების მეორე ტურზე ქედაში, პირველ ტურთან შედარებით, უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – პირველ ტურში ხმა მისცა 10 143-მა ამომრჩეველმა, 64.74 %.
შუახევი, II ტური
[checklist]
[/checklist]
არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ შუახევში 2 985 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 3 997. არჩევნების მეორე ტურზე შუახევში 15 145 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 9 301 ამომრჩეველი, ანუ 61.41 პროცენტი, არჩევნებზე მივიდა. პირველ ტურში შუახევში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 8 600-მა ამომრჩეველმა, 56.96-მა პროცენტმა.
ხელვაჩაური, II ტური
[checklist]
[/checklist]
არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ხელვაჩაურში 8 574 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 8 661. ხელვაჩაურში სულ 44 944 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან ნახევარზე მეტი – 27 347 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, 60.85 პროცენტი.
არჩევნების პირველ ტურზე კი ამომრჩეველთა აქტივობა 48.75 პროცენტი იყო, ანუ არჩევნებზე სულ 21 886 ამომრჩეველი მივიდა.
ხულო, II ტური
[checklist]
[/checklist]
არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ხულოში 3 801 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 6 349. ხულოში რეგისტრირებული 24 128 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 13 846 ადამიანი მივიდა, 57.39 პროცენტი.
პირველ ტურში კი ხულოში პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატს ამომრჩეველთა 53.96-მა პროცენტმა, 13 003-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში, გასვლით სხდომაზე არჩევნების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობამ ადეკვატური დასკვნები გააკეთა:
„მთლიანად გუნდი, ხელისუფლება, მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად.
სწორედ ამიტომ, არც ერთ საჯარო მოხელეს, არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად გავაკონტროლებ, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სათანადო ყურადღება და მიღებული იყოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
30 ნოემბერს აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული კახური მეღვინეობის ქარხანაში შეიკრიბა სხდომის ჩასატარებლად. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტებიც, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ამ სხდომის დახურვასაც აპირებდა. ქედაში ჩასული ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრნენ სხდომას, შემდეგ კი სხდომა დაიხურა.
________
მთავარ ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე. ფოტო: აჭარის მთავრობა
ბათუმის მერიამ სერგი მესხის [ყოფილი 31 დეკემბრის] ქუჩის მოსაწესრიგებლად ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე დავით სიჭინავასთან ხელშეკრულება 2 737 000 ლარზე 2018 წლის პირველ მარტს გააფორმა. სამუშაოები 2019 წლის აპრილამდე უნდა დასრულებულიყო. ინდმეწარმე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერიამ მას ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებიდან ერთ თვეში უკანონოდ შეუწყვიტა. ხელშეკრულებას ხელს მერიის მხრიდან მერი, ლაშა კომახიძე აწერს.
„ხარვეზი იყო. გარკვეული მონაკვეთი ინდმეწარმემ ვადაში ვერ შეასრულა და ამიტომ შეუწყდა ხელშეკრულება. მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. საქმე სასამართლოშია,“ – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.
ტენდერის შესაბამისად, ხელშეკრულების მიხედვითაც, სამუშაოები სრულად უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 390 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ბათუმის სასაფლაოებთან მისასვლელი გზის გარკვეულ მონაკვეთზე – მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალიდან ფერიის ქუჩამდე – ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა უნდა დაგებულიყო 2018 წლის 5 აპრილამდე [აღდგომის დღესასწაულამდე].
„ერთ თვეში შემიწყვიტეს ხელშეკრულება, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. არც გაფრთხილება, არც ჯარიმა. ისეთი დღე ვერ ნახეს, რომ არ ვმუშაობდი. 190 ათასი ლარის სამუშაოები მქონდა სერგი მესხის ქუჩაზე შესრულებული. პრობლემა იყო ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების ნახაზი არ იყო. გაზსადენების ქსელია მაქ, რაც არ ჰქონდათ დატანილი რუკაზე. ერთ ფენა ასფალტის დაგებას ვასწრებდი, მაგრამ რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები აღმოჩნდა, არ დავაგე შეგნებულად. რომ დამეტკეპნა, ბუნებრივი დატკეპნისთვის მეტი დრო უნდოდა და ტექნიკით რომ დამეტკეპნა, მიწისქვეშა კომუნიკაციები ჩაიშლებოდა და იქნებოდა ჩემი ბრალი“.
დავით სიჭინავა ამბობს, რომ მას ერთ დღეს ორი ხელშეკრულება შეუწყვიტა მერიამ – სერგი მესხისა და გონიოს ქუჩების მოწესრიგების: „გონიოს ქუჩები თითქმის დამთავრებული მქონდა, ცოტა ასფალტი და ბეტონი მქონდა დარჩენილი, რაც 20 დღის სამუშაო იყო. ვიღაცას არ აწყობდა მერიაში ის, რომ მე შემესრულებინა ეს სამუშაოები. მათ ჰყავთ ეტყობა კომპანიები და უნდათ ყველა ტენდერი მაგ კომპანიებს მოაგებინონ. აბსურდია, რა მიზეზითაც შემიწყვიტეს ხელშეკრულება. 517 ათასი ლარი გამიჩერეს, ამას დამატებული 200 ათასი ლარი გარანტიის თანხა. რაც გავაკეთე, პირნათლადაა თავისი ექსპერტიზებით. ამ 717 ათას ლარს ვითხოვ ბათუმის მერიისგან. 5 თვის წინ მივმართე სასამართლოს და სხდომა 20 დეკემბერს ჩანიშნეს. ფინანსურ კოლაფსში ჩამაგდეს, რომ მეორედ არ გავბედო მერიის ტენდერებში შესვლა. პროკურატურასაც მივმართე, მაგრამ არც კი დაუკითხიათ არავინ“.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერები ხელახლა გამოაცხადა და სერგი მესხის ქუჩის კეთილმოსაწყობად ხელშეკრულება შპს „მამისონთან“ 2 500 000 ლარზე გაუფორმა. ამ ტენდერში დავით სიჭინავაც მონაწილეობდა, რომელმაც მერიას მესხის ქუჩის მოწესრიგება „მამისონზე“ ნაკლებ ფასად, 2 285 012 ლარად შესთავაზა. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
„მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობა 2019 წლის 17 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ამჯერად, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოს მიმდებარე ქუჩის კეთილმოწყობის ვალდებულება არც სატენდერო პირობაშია და არც ხელშეკრულებაში.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მამისონთან“ არის ზეპირი შეთანხმება, რომ სასაფლაოს მიმდებარედ სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობა აპრილის ბოლომდე დასრულდება.
„ბათუმელები“ კომპანია „მამისონსაც“ დაუკავშირა, სადაც გვითხრეს, რომ კომპეტენტური პირის საკონტაქტო ნომერს მოგვაწვდიან და დეტალურად მას გავესაუბროთ. კომპანიიდან ნომერი ამ დრომდე არ მიგვიღია.
აღდგომის დღესასწაული 2019 წელს 28 აპრილს აღინიშნება.



საქართველოს გუშინ, 29 ნოემბერს, ბელგიური წარმოშობის ფრანგი მწერალი, დრამატურგი ერიკ ემანუელ შმიტი ეწვია.
ერიკ ემანუელ შმიტი ფრანკოფონებს დღეს, 30 ნოემბერს, 5 საათზე, თბილისის ფრანგულ მედიათეკაში შეხვდება, 7 საათზე კი დაგეგმილია შეხვედრა მკითხველებთან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
58 წლის ფრანგულენოვანი ავტორის წიგნები მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
„ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“, „ნოეს შვილი“, „ოდეტ ტულმონდი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“, „ულისე ბაღდადიდან“ და სხვა – ქართულ ენაზე ერიკ ემანუელ შმიტის ოცი წიგნია თარგმნილი, მისი წიგნების ყველა ქართული თარგმანი მერაბ ფიფიას ეკუთვნის.
მერაბ ფიფიას თქმით, შმიტი კარგი მოსაუბრეა და მას ქართველი მკითხველისთვის ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი, მაგალითად, როგორ მოიპარეს მწერლის სახლში შეჭრილმა მძარცველებმა კომპიუტერი, რომელშიც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი „პილატეს სახარების“ ტექსტი ინახებოდა. შმიტმა „პილატეს სახარება“ თავიდან დაწერა და გადაწყვიტა, ტექსტები კომპიუტერში აღარასოდეს აეკრიბა.
„შმიტი ადამიანურ ამბებზე ყვება, თემებზე, რაც ყველასთვის თანაბრად აქტუალურია. სწორედ ამ ნიშნით გახდა ის პოპულარული ქართველი და მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის მკითხველებისთვის,“- ამბობს მთარგმნელი, მერაბ ფიფია.
ერიკ ემანუელ შმიტის ვიზიტი საქართველოში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) ინიციატივით შედგა. ბელგიელი მწერალი საქართველოში ერთ დღეს გაატარებს.


გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი. მთაში ითოვებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
მთაში მოსალოდნელია:
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2-3 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
__________
მთავარ ფოტოზე: შემოდგომა ქობულეთში. ფოტო: გურამ მურვანიძე, „ბათუმელები“
„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს რეგიონალურ (უკრაინა/საქართველო/მოლდოვეთი) პროექტს „სოფლის მეურნეობის რეგიონული პროფესიული განათლების ხელშეწყობა და სოფლის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მცირე გრანტების (Re-granting) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორებია – „საზღვრისპირა თანამშრომლობის ცენტრი“ (უკრაინა – მთავარი პარტნიორი) და „პრო-რეგიონალური თანამშრომლობა“ (მოლდავეთი.
[checklist]
[/checklist]
პროექტის მიზნობრივი აუდიტორია/ბენეფიციარები – საჯარო სექტორი (მუნიციპალიტეტები, სამხარეო ადმინისტრაცია, სამინისტრო), სოფლის მეურნეობაში არსებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ამ სფეროში დასაქმებულები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები.
პროექტის ძირითადი აქტივობები :
[checklist]
[/checklist]
სტეიკჰოლდერების კვლევის ფარგლებში წინასწარ შემუშავებული კითხვარების მეშვეობით გამოკითხული იქნა 55 რესპოდენტი, საიდანაც – არასამთავრობო სექტორი იყო – 15%, საგანმანათლებლო ინსტიტუტები– 24%, ბიზნესსექტორი – 27 %, სამთავრობო სექტორი – 35 %. გეოგრაფიული არეალი მოიცავდა აჭარა-გურიის რეგიონს.
ქვემოთ მოცემული კვლევის ძირითადი შედეგები:
[checklist]
[/checklist]
[checklist]
[/checklist]
[checklist]
[/checklist]
როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ბიზნესსექტორის თანამშრომლობის ხარისხი საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან დაბალია. თუმცა მეორე მხრივ – აგროსექტორში არსებობს საკმაო დეფიციტი კვალიფიციურ კადრებზე და არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულების შეთავაზების შემთხვევაში, აგროსექტორში მომუშავე კომპანიები დაინტერესებული იქნებიან მათი დასაქმებით. სამომავლოდაც კადრებზე მოთხოვნა ამ სფეროში, როგორც მოსალოდნელია, გაიზრდება – რესპონდენთა 91%-იც ასე ფიქრობს და ზოგადად, აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებიც ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, სამომავლოდ აუცილებელია ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ibdipc@gmail.com, ტელ.: 599 482 181
დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული კახური მეღვინეობის ქარხანაში შეიკრიბა სხდომის ჩასატარებლად. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტებიც, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ამ სხდომის დახურვასაც აპირებს. ქედაში ჩასული ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრნენ სხდომას, შემდეგ კი სხდომა დაიხურა.
„ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა სხდომის დახურვის შემდეგ:
„გასვლითი სხდომები ხომ იმიტომ არის, რომ მეტი საჯაროობა იყოს?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ თორნიკე რიჟვაძეს სხდომის დაწყებამდე დაუსვა, რაზეც მთავრობის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ „გასვლითი სხდომები იმიტომ არის, რომ იყოს ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა დონეზე“.
მედიისთვის აჭარის მთავრობის სხდომები მას შემდეგ დაიხურა, რაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. რიჟვაძემ გამოიყენა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ვარშალომიძის შემდგომ „ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთ თავმჯდომარეს არ გამოუყენებია, არც არჩილ ხაბაძეს და არც ზურაბ პატარაძეს.

ჰოლანდიაში, ჰააგის ერთ-ერთ ეკლესიაში, თვეზე მეტია წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ასამდე მღვდელი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ლოცულობს.
ამ ფორმით სასულიერო პირები ცდილობენ გადაარჩინონ ერთი ოჯახი მოსალოდნელი დეპორტაციისგან. ჰოლანდიაში მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას არ აქვს უფლება ეკლესიაში შევიდეს მაშინ, როცა იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ტამრაზიანების ოჯახი პოლიტიკური დევნის გამო სომხეთიდან ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს გადავიდა. ისინი ჰოლანდიის მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვდნენ. თუმცა ოჯახს საბოლოოდ თავშესაფარზე უარი უთხრეს და მათ ახლა დეპორტაცია ემუქრებათ. მას შემდეგ, რაც თავშესაფარზე უარი მიიღეს, ოჯახმა თავი ეკლესიას შეაფარა.
ტამრაზიანების ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება – მშობლები და მათი 21, 19 და 14 წლის სამი შვილი. მანამ, სანამ ეკლესიაში წირვა მიმდინარეობს, პოლიცია იქ შესვლას და ოჯახის დეპორტაციას ვერ შეძლებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ წირვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

დღეს, 30 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრი, რაულ თავართქილაძე, ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
რაულ თავართქილაძე ბათუმის საკრებულოში აქამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო. იგი პარტიის აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
რაულ თავართქილაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ 19 ნოემბერს დატოვა ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის ოფისების ხელმძღვანელებთან ერთად. მათი განცხადებით, მათთვის მიუღებელი გახდა პარტიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.
„ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილისა და ვარშალომიძის მობრუნებას,“ – განაცხადა მაშინ რაულ თავართქილაძემ.
ამავე თემაზე:
აჭარაში “ევროპული საქართველოს” ოფისების ხელმძღვანელებმა პარტია დატოვეს
ბათუმში, მელიქიშვილის #111-ში მდებარე სუპერმარკეტი გაქურდეს. სუპერმარკეტიდან წაღებულია ფული და სიგარეტი. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა სუპერმარკეტის კარი სპეციალური ხელსაწყოებით გააღეს.
ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობენ.
შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
„ამ არჩევნებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა შიშმა“, – მიიჩნევს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია. მას ვესაუბრეთ ფაქტორებზე, რამაც მეორე ტურზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. გრიგოლ გეგელიას, ასევე, ვკითხეთ, რატომ არ გახდა ამ არჩევნებზე მსჯელობის საგანი ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქალია. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკოსი ხშირად მხოლოდ იმიტომ ხდება კრიტიკის ობიექტი, რომ ქალია.
ბატონო გრიგოლ, თქვენი დაკვირვებით, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი არჩევნების მეორე ტურზე, რამ იმუშავა?
გადამწყვეტი როლი ითამაშა შიშმა, იმის შიშმა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდებოდა… ამ შემთხვევაში მეორე ტურზე მივიდა „ოცნების“ ძველი ძალა, რომელიც ბოლო წლებია არჩევნებზე აღარ დადის. მაგრამ დღეს, როცა არჩევანი ეძლევათ სააკაშვილსა და „ოცნებას“ შორის, ისევ აირჩიეს „ოცნება“. ამ ამომრჩევლის გარდა კიდევ არის საკმაოდ დიდი ოდენობა ამომრჩევლების, რომლებიც არჩევნებზე ისევ არ მოსულან. ეს არის მდუმარე, მაგრამ რევოლუციური უმრავლესობა, რომელიც არც ახლა არავის არ უჭერს მხარს. ახლა ვინც მოვიდა არჩევნებზე, მოვიდა არა იმისთვის, რომ სალომე აერჩიათ, არამედ იმისთვის, რომ მიშა გადაერჩიათ კიდევ ერთხელ.
საინტერესო იყო ეს არჩევნები ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კუთხითაც. გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ მას არ სურს დაიწყოს რევოლუციური ქაოსი და ასე შემდეგ. ის პრაქტიკულად არ დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილს. ასეთი რამ ჩვენ არასდროს გვსმენია აქამდე „ნაციონალური მოძრაობისგან.“ ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გვარიანად აცდენილია დროს და გამოწვევებს, ის ვერ გრძნობს პოლიტიკურ პულსს. არ არის ქვეყანაში იმ გაგებით რევოლუციური წინაპირობა, როგორიც მას უნდა, რომ იყოს. აქ არის რევოლუციური მუხტი, მაგრამ ეს არის მხოლოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით. ამ რევოლუციური მუხტის მოტივაციაა სხვანაირი პოლიტიკა მივიღოთ, სახალხო გახდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა ვინმეს ფიზიკური გაგებით. ძალიან გადაიღალა ქვეყანა ომებით და სტაგნაციით. ქაოსისთვის აღარ დარჩა ველი… არეულობას გამოიყენებს ასევე ქვეყნის მტერი. ყველანაირი შიდა პროცესი ამ ჭრილშიც უნდა დავინახოთ.
ამბობთ, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობა შეძლო „ოცნებამ“. რატომ ვერ შეძლო იგივე გაერთიანებულმა ოპოზიციამ?
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ კარგი შედეგი დადო. ვერავინ იტყვის, რომ ისინი არიან არალეგიტიმური, რომ არ აქვთ ხმის ამოღების უფლება და ასე შემდეგ, მე დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ვგულისხმობ… „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეალურად არაფერი შეცვალა. მათ ისევ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებთან. „ოცნებასაც“ ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ მან ამის ფასი იწვნია პირველ ტურზე. შიში და უძინარი ღამეები, რაც მათ ახლა ჰქონდათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ არავის უსმენდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი შეუცვლია თავის დისკურსში, თითქოს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ურბანისტულ-მემარჯვენე პოპულიზმი, ამან რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ საბოლოოდ ვერა. რეალური განახლება რახან არ ყოფილა, ამიტომაც ვერ შეძლეს, ასე ვთქვათ, ნეიტრალური, მიძინებული ელექტორატის მხარდაჭერა.
პირველადი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების დაახლოებით 59 პროცენტი მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ -41 პროცენტი. რამდენად შეცვლის ხმების ამგვარი გადანაწილება პოლიტიკურ კულტურას?
ეს ძალიან დიდი სიკეთე მოხდა ამ არჩევნებზე და შეცვლის პოლიტიკურ კულტურას. პირველ ტურში რეალურად მივიღეთ სიტუაცია 50/50-ზე, ერთი პროცენტი არაფერია დემოკრატიულ პოლიტიკაში. პირველად ისტორიაში მივიღეთ სიტუაცია, სადაც მოქალაქეების აზრი ორ ნაწილად გაიყო, მეორე მხრივ კი, არც ერთი არაა ის, რაც ხალხს უნდა ჯამში. მეორე ტურში, ძირითადად, შიშის გამო მივიდა ხალხი ხმის მისაცემად, არჩევანი პირველ და მეორე ტურზეც იყო მხოლოდ ნეგატიური პრინციპით. ნახევარი მილიონი ადამიანი არჩევნებზე მივიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მიშას რეაბილიტაცია არ დაეშვა. მივიღეთ სურათი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილია მთავარი ოპოზიციური ძალა, „ოცნება“ მყარად იქნება, ისინი ერთმანეთს ამყარებენ. „ოცნებას“ სააკაშვილი რომ არ ჰყავდეს, ის, ფაქტობრივად, დასრულებული იქნებოდა… ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არც ერთი და არც მეორე არაა მისთვის მომავლის პარტია.
რამდენად გამოხატა ამომრჩეველმა თავისუფალი არჩევანი, თქვენი დაკვირვებით? იყო განცხადებები ზეწოლაზე, მოსყიდვაზე…
დარღვევა იყო არაერთი, რაც ძალიან სამწუხაროა, ამას უკვე აღარ ველოდი. ძირითადად არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კარგად. რაც შეეხება საბანკო დავალიანების ჩამოწერას, ეს არაპირდაპირი მოსყიდვა იყო ნამდვილად… ზეწოლა იყო სკოლის და საბავშვო ბაღების მასწავლებლებზე, ეს ვიცი მათთან უშუალო კომუნიკაციით. იყო ზეწოლა ასევე ბიზნესზე, რომ მათ ფული უნდა ჩაერიცხათ, თუმცა გაურკვეველია, რა საფრთხე ელოდათ მათ, თუკი ისინი ამას არ გააკეთებდნენ. იმედია, რეკეტის შიში აღარ ჰქონდათ და აქ აღარ დავბრუნდებით.
რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ფასადური, მოსყიდული დემოკრატიის პირობებში, სადაც პოლიტიკოსები იდეების ნაცვლად პოპულისტურ დაპირებებს ჰყიდიან. ეს არ არის პოლიტიკა. ჩვენ რაღაც დაკოპირებულ ვარიანტში ვცხოვრობთ, სადაც გვგონია, რომ გვაქვს დემოკრატია.
საბანკო დავალიანების ჩამოწერა, რაც ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად შეაფასა მესამე სექტორმა, შეეხო ნახევარ მილიონ ადამიანს. ამის მიუხედავად 900 ათასმა ადამიანმა დაახლოებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი. ამან რა აჩვენა?
საბანკო დავალიანების ჩამოწერაში გარანტირებულ ელექტორალურ ეფექტს მაინც ვერ ვხედავდი, რადგან მარტივად შესაძლებელია, რომ ამ 600 ათასში ყოფილიყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, ან სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები. გარდა ამისა, ეს ვალები მაინც იყო უიმედო ვალები და მის გადახდას ისედაც ბევრი არ აპირებდა… მთავარი ამ პროცესში არის ივანიშვილის დამოკიდებულება, რომ ხალხს ფულს გადაუგდებ და ისინი აგირჩევენ. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ რასაც ვერ შეძლებს დარწმუნებით, იმას იყიდის. ის არ უყურებს პოლიტიკას, როგორც ცოცხალი და ცვლადი ინტერესებით შედგენილ დინამიურ პროცესს, რაც არის რეალურად პოლიტიკა. ახლა მას ამის გადაფასება აუცილებლად მოუწევს. რეალურად ახლა ბიძინამ კი არ მოიგო, მიშამ წააგო კიდევ ერთხელ. კარგი იქნება, თუკი მიხვდება, რომ ფულით ვერ იყიდი დემოკრატიას. დემოკრატიას იყიდი ხალხით და პროგრამებით. არც ერთი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ახლა, მაგრამ 2020-ში ასე ვეღარ იქნება, როცა რაღაც ვიდეოებს განათავსებ სოციალურ ქსელში და მის რეკლამირებაში დახარჯავ ფულს.
კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ: იმ შეხედულებების გათვალისწინებით, რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რატომ არ გახდა მსჯელობის საგანი ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქალია? ჩვენ გვახსოვს თინა ხიდაშელის კრიტიკა მარტო იმის გამოც, რომ ის ქალი თავდაცვის მინისტრი გახდა.
ეს საინტერესოა. რეალურად ყველაფერზე გაკეთდა აქცენტი: სალომე ზურაბიშვილის მეტყველებაზე, მენტალიტეტზე, წინაპრებზე, კონტრავერსულ პოზიციებზე, მაგრამ არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ის ქალია. ვფიქრობ, რომ ქალი პრეზიდენტის იდეალი ჩვენთან დიდი ხანია არსებობს და ამის კულტურული მოლოდინი არსებობდა. მეორე ფაქტორი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ხანშიშესული, სოლიდური ქალი და ის კონსერვატიულ განცდებს მოერგო. ის აღიქვეს კონსერვატიულ დედად და არ აღიქვეს ქალად მარტივი გაგებით. ის აღიქვეს ქალად, რომელიც ცნობილი ქართველი კაცის შვილიშვილია და დაბრუნდა სამშობლოში.
არის კიდევ ერთი მომენტიც: ზურაბიშვილმა იმდენი უპრეცენდენტო რაღაც თქვა, იმდენად უხვი მენიუ მიაწოდა ამომრჩევლებს უცნაური შემთხვევების, რომ ამის დრო აღარ დარჩა.
რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსი) გავრცელების ტემპით 2017 წელს ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერად დასახელდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრისა (ECDC) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ბიუროს 2018 წლის ანგარიშში წერია.
ტელეკომპანია Дождь-ი წერს, რომ გასულ წელს ევროპის რეგიონში შიდსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 130 ათასი – აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ რუსეთში კი 104 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ანგარიშებში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის გადადება უმეტესად (56%) ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კავშირისა და ინექციური ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მოხდა.
ანგარიშის თანახმად, რუსეთში ყოველ 100 000 დამიანზე აივის 71 100 შემთხვევა ფიქსირდება, უკრაინაში – 37 000 შემთხვევა, ბელორუსიაში – 26 100, მოლდოვეთში – 20 600. ცენტრალურ ევროპაში ეს მაჩვენებელი 3 200-ს შეადგენს.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოსნია და ჰერცოგოვინაში – 0.3, სლოვაკეთში 1.3 და სლოვენიაში 1.9.
ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ახალი პოლიტიკური ძალების გააქტიურებას ელოდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იგი მიიჩნევს, რომ ხალხი ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებით დაიღალა და ბიულეტენზე ამომრჩევლის მიწერილი ფრაზებიც, რაც შემდეგ სოციალური ქსელებით გავრცელდა, ამას ადასტურებს, მაგალითად, ეს: „დაგექცათ დაბადება, მეტი არჩევანი რომ არ დაგვიტოვეთ…“
არჩევნების მეორე ტურის წინ ბევრი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა ტესტი და, ფაქტობრივად, რეფერენდუმი მომავალი არჩევნებისთვის. არჩევნების შემდეგ „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა:
ბატონო გრიგოლ, თქვენც ნახავდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საარჩევნო ბიულეტენებს, სადაც ამომრჩევლებმა საპროტესტო, რადიკალური გზავნილები დატოვეს, მაგალითად: „დაგექცათ დაბადება, მეტი არჩევანი რომ არ დაგვიტოვეთ,“ „ბოლო შანსს გაძლევთ“… აჩვენებს თუ არა ეს მინაწერები ახალი პოლიტიკური ძალის დაკვეთას და რა ტიპის პოლიტიკური პარტია სურს ამომრჩეველს?
კი, რა თქმა უნდა. ეს დაკვეთა დიდი ხანია არსებობს და ახლა განსაკუთრებით. ჩვენთან მოთამაშე პოლიტიკური ძალები რეალურად ქმნიან ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს. ისინი არ ურთიერთობენ ხალხთან და მერე უკვირთ, როცა ხალხს არ აქვს ხალისი, ერთ ან მეორეს მისცეს ხმა. ამ ვითარებაში ახალი სახალხო მოძრაობის შესაძლებლობა ჩნდება, რომელიც ბევრ საპროტესტო ხმას მიიღებდა. საჭიროა სახალხო მოძრაობა, რომელიც მოახერხებს ფინანსების და ხალხის მობილიზებას და 2020-ის თუ არა 2024 წლის არჩევნებზე საკმაოდ ძლიერად იქნება წარმოდგენილი. ამის რესურსი ნამდვილად არსებობს, როგორც დემოკრატიულ, ასევე, ადამიანური კაპიტალის დონეზე. ძალიან ბევრი ადამიანია პოლიტიკურად თავისუფალი, აპოლიტიკურს არ ვგულისხმობ, მაგრამ პარტიული არაა. მგონია, რომ რეალურია ასეთი ძალის გამოჩენა, ეს საჭიროა და გადაუდებელი. მოთხოვნა არის ძალიან დიდი, ეს იგრძნობა ყველგან და ყველაფერში.
თქვენთვის რა აჩვენა მეორე ტურმა. იყო თქვენთვისაც ეს არჩევნები ტესტი 2020 წლისთვის?
კი, იყო ტესტი. არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ შიშით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიშით მივიდა ნახევარი მილიონი ადამიანი საარჩევნო უბნებზე და მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს… ჩემთვის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ხალხი დაიღალა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებით. აი, როგორ არის: ცუდს ვირჩევ, ცუდს ვირჩევ, ცუდს ვირჩევ მხოლოდ იმიტომ, რომ უარესი არ მოვიდეს. კლასიკური გაგებითაც გამოფიტვას იწვევს ეს პროცესი, პოლიტიკური დებილიზაცია მოხდა ჩვენი, გამოგვათაყვანეს… ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ ხალხი წავა და მას მისცემს ხმას. საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა. სხვადასხვა კერძო ინიციატივა არსებობს და მთავარია, არ დაიქსაქსოს ეს ინიციატივები. ძლევამოსილი პარტიების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტივი. 2020 წლამდე ორი წელია, ეს დიდი დროა პოლიტიკისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ რესურსებს როგორ უყურებთ?
ვამბობდი, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არ ნიშნავდა აპრიორი „ნაციონალების“ დაბრუნებას და პირიქით, არც მისი წაგება ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნდებიან 2020 წელს… რაც შეეხება „ოცნებას“, მას აქვს დიდი ტესტი გადაეწყოს სრულად იდეურად და პიროვნებების დონეზე. ეს დაანონსა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა, რაც პარტიის რადიკალურად გარდაქმნას გულისხმობს. ახლა კობახიძეებით და ბესელიებით ვეღარ გავა ვერსად, ეს ცხადია. აქამდე ბიძინა ივანიშვილი მოვიდა სააკაშვილის დამსახურებით, შიშის ფაქტორი ეხმარებოდა. „ნაციონალებს“ კი, თუ უნდათ, რომ გადარჩნენ პოლიტიკურად, ეს არის ახალი დისკურსის შერჩევა. რევოლუციონერიზმი, რაც მათ აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ეგ არ მუშაობს და პირველად დაგვიჯერეს, როცა დღეს გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია თავისი, ერთეული პოზიციაა. მათ მოუწევთ სხვაგვარი დისკურსის წარმოება.
რა დისკურსი იმუშავებს „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში?
ახლა ყველაზე მთავარი დისკურსი მეტი დემოკრატიაა, მეტი ძალაუფლება ხალხს, თვითმმართველობა, გამჭვირვალობა, სოციალური თემატიკა. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო, ისინი რეალურად არ არიან დემოკრატები. ვინც ერკვევა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ეს აშკარაა და ისინიც არ დაგიმალავენ ამას – ისინი არიან რაღაც სხვა ტიპის მმართველობაზე ორიენტირებულები. მათ ექნებათ ახალი დისკურსის შერჩევის მცდელობა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რამდენად ეფექტურად შეძლებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმეტეს, არსებული ლიდერების პირობებში. თუ მართლა მოხდება რებრენდინგი, ოღონდ ისე კი არა, რომ ნიკა მელიამ მაისური გამოიცვალოს და თქვას, რომ აი, რებრენდინგი მოხდა, მაშინ შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთ.
არსებობს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდება და ისე შეეცდება საპარლამენტო არჩევნების მოგებას?
კი, ეს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება მათთვის, მაგრამ მაინც საკითხავი იქნება, რამდენად შეძლებენ ელექტორატის მობილიზებას, თუნდაც გაერთიანების პირობებში. ასე „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია გაერთიანდეს „პატრიოტთა ალიანსთან“. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გეგმა ივანიშვილის, ყოველ შემთხვევაში გეგმა B, თუ პარტიული რებრენდინგი არ გამოუვა, მაგას მიჰყოფს ხელს. არსებობს სატელიტური პარტიების შექმნის შესაძლებლობაც. სისტემას თუ შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილს არ ადარდებს არაფერი პოლიტიკური: იდეოლოგია, ღირებულებები. ის პოლიტიკას უყურებს როგორც ბიზნესს, მთავარია ჰქონდეს საკონტროლო პაკეტი – 51 პროცენტი და თავის კაპიტალს არავინ შეეხოს. მნიშვნელობა არ აქვს, „ოცნება“ ულტრა-მემარჯვენე ძალასთან გაერთიანდება, თუ სოციალისტთან. ეს მას არ ადარდებს.
რამდენად შესაძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილებები და პოლიტიკას სხვაგვარად შეხედოს?
მე არ მწამს, რომ არსებობს პარტია „ქართული ოცნება“, არსებობს მხოლოდ ივანიშვილის პარტია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ისინი, უბრალოდ, არიან შემთხვევით ერთად მოხვედრილ ადამიანთა კლუბი, რომლებსაც ღირებულებები არ აერთიანებთ, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როცა მათ ხელისუფლების შეცვლა აერთიანებდათ. ბიძინა ივანიშვილის გარდა, პარტია დაიშლება მარტივ მამრავლებად. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სინონიმური სიტყვებია.
დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ხელშეკრულებას ბათუმის ბოტანიკური ბაღის და შპს „ზრმ ჯეორჯიას“ დირექტორებმა – ირაკლი არჩაიამ და ზურაბ სურმანიძემ მოაწერეს ხელი.
სატენდერო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ზღვის სანაპირო ზოლიდან მწვანე კონცხზე ასასვლელი საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის მდგომარეობა სავალალოა. საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია და აღდგენა-გამაგრება-გაძლიერებას არ ექვემდებარება, კონსტუქციების, მათი შემადგენელი ელემენტებისა და კვანძების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და სრული დემონტაჟი აუცილებლად მიგვაჩნია, არსებული მდგომარეობით მისი დატოვება საფრთხის შემცველია“.
ხელშეკრულების საგანს „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟის გარდა, დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნარჩენის ტერიტორიიდან გატანის სამუშაოების შესრულებაც წარმოადგენს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საერთო ღირებულება 40 ათას ლარს შეადგენს.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს. პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების ინტეგრაცია, სამედიცინო მხარდაჭერა, განათლება და დასაქმების ხელშეწყობა.
გათავისუფლების შემდეგ პროფესიის არქონაა ყოფილი პატიმრებისთვის ხშირად მთავარი პრობლემა. ეს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციის პროცესს ართულებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამები და მცირეხნიანი, სახელდახელო ტრენინგ-სემინარები პროფესიულ საქმიანობაში დასახელოვნებლად. ხშირია შემთხვევები, როცა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა“ ეხმარება მათ, გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოში, სადაც დასაქმების შესაძლებლობაც ეძლევათ.
სტაჟირების პროგრამით ისარგებლა ოზურგეთში მცხოვრებმა დავით კოჩალიძემ, რომელმაც ხორცის დამუშავება შეისწავლა. დავითი მესაქონლეობა-მეფრინველეობას ეწევა და სტაჟირებისას შესწავლილი საქმე მას პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარა. ახლა მას უკვე შეუძლია თავად მიაწოდოს მაღაზიებს დამუშავებული ხორცი.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვა იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში მცხოვრებ ბენეფიციარებს შეუძლიათ.
პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ბათუმში სტაჟირებაზე შემდუღებლის საქმე ისწავლა, რასთანაც აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონია. ახლა ის ეზოს ინვენტარს, რკინის სხვადასხვა ნივთს, მოაჯირებს, ჭიშკრებსა და კარებს აკეთებს, საქმეც გაუჩნდა და შემოსავალიც აქვს.
„ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ავტომობილის მართვის შესწავლის მსურველებსაც ეხმარება კურსების დაფინანსებით. ამ სერვისით სამეგრელოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა და მართვის მოწმობაც მიიღო. სურვილის შემთხვევაში ბენეფიციარი ტაქსის მძღოლად დასაქმებას შეძლებს.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით სთავაზობენ სხვადასხვა სერვისს. პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი ასევე მიზანად ისახავს:
ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:
აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44
იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61
გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26
თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
ცნობილი ანიმაციური სერიალის „სპანჯბობის“ შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გარდიანის“ ცნობით, ანიმატორი, მწერალი და პროდიუსერი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძოდა, რის შესახებაც მან გასული წლის მარტში განაცხადა.
„სპანჯბობი“, რომელიც 1999 წელს გავიდა ეთერში, გლობალურ ჰიტად იქცა და 60-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც ითარგმნა.
ნახეთ, როგორ გამოემშვიდობნენ სტივენ ჰილენბურგს სხვა არტისტები და გულშემატკივრები:
1.
2.
3.
4.
5. „მადლობა იმ შოუს შექმნისთვის, რომელმაც გადამარჩინა თინეიჯერობის საშინელ წლებში“
Thank you for creating a show that saved me from those terrible teenage years and inspired me to always embrace my cartoony style. Thank you ? #RIPStephenHillenburg #SpongeBobSquarepants pic.twitter.com/NaL6wkKsG7
— Enabuns (@EnaBuns) November 27, 2018
6.
SpongeBob made me so bright, made me so happy. You have brighten my childhood and adulthood, I still watch and love SpongeBob till now. ❤️
May you have rest in peace, Stephan Hillenburg.?#Stephenhillenburg #rip #spongebob #SpongeBobSquarepants pic.twitter.com/i2vReo1Yxt
— StarzStudio? (@starzstudio19) November 27, 2018
7. წარწერა ვიტრინაზე: „დღეს დაკეტილია. ოჯახი გლოვობს.“
#StephenHillenburg was a real inspiration for me. He took a goofy idea and turned it into one of the greatest cartoons in animation history.#RIPStephenHillenburg pic.twitter.com/snljgdfdSo
— Oscar Alonso (@theaholeartist) November 27, 2018
8. „ბიკინი ბოთომში სევდიანი დღეა…“
9. „საზღვაო ბიოლოგი, რომელიც მულტიპლიკატორობამ გაიტაცა…“
10. „იქნებ სპანჯბობი ახლა სტივენ ჰილენბურგთან ერთად ერთობა..“
#SpongeBobSquarepants maybe is having fun with #StephenHillenburg now… it´s nice think in that ? pic.twitter.com/zywbAY7DB8
— Aelg ✏ Commissions Open? (@AelgAnglo) November 28, 2018
11. „ეძღვნება ჩვენს აღზრდაზე უდიდესი გავლენის მომხდენს…“
12.
13.
14.
15. “მადლობა…”
ამავე თემაზე:
https://netgazeti.ge/news/324247/?fbclid=IwAR1tjK8iCNZSqOoYAc-2FQujQIY5LE4g0QrHPCshDIH0V381g0GuE-H6uw0
ახალი სახელმძღვანელო – „ჩემი საქართველო“, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც სკოლაში შევიდა, უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ერთ-ერთი საგაკვეთილო მასალის ფოტოები, სადაც წერია, რომ „სვანეთში ბევრი ხეობა და მდინარეა. საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი, სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს“.
„ასე ასწავლიან საქართველოს ისტორიას?“ – წერენ სოციალურ ქსელში. კომენტარების ავტორების აზრით, სახელმძღვანელოში ფაქტები და დეტალები ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული, რომ მოსწავლეები შეცდომაში არ შევიდნენ.
„ბათუმელები“ წიგნის ავტორებსაც დაუკავშირდა. ერთ-ერთი ავტორი ნოდარ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოს ეს ნაწილი მისი დაწერილი არ არის.
„მდინარე ენგური ვის ეკუთვნის, სვანეთს თუ აფხაზეთს? მდინარე მოდის სვანეთიდან და აბა, რა დაგვეწერა. აქ მთავარი ყურადღება მიექცა მდინარეს და არა მის მდებარეობას. მაშინ უნდა ვთქვათ, მდებარეობს წალენჯიხისა და აფხაზეთის საზღვარზე და ეს საზღვარი ვინ გაატარა, როდის გაატარა, მე ამაში დიდ საპოლემიკო მასალას ვერ ვხედავ“, – ამბობს ელიზბარაშვილი.
თუმცა დასძენს, რომ მან სახელმძღვანელოს გეოგრაფიულ ნაწილზე იმუშავა, ისტორიულ ნაწილზე კი – როლანდ თოფჩიშვილმა.
„ბათუმელები“ როლანდ თოფჩიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც აღიარებს, რომ სახელმძღვანელოში ნამდვილად არის შეცდომა და ხელმეორედ დაბეჭდვის დროს ამ შეცდომას გამოასწორებენ.
„მართალია, შეცდომაა გაპარული. 50 ექსპერტის ხელში გაიარა წიგნმა, მაგრამ გეთანხმებით, ნამდვილად შეცდომაა. სვანეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს კაშხალი, ენგურჰესი მდებარეობს სამეგრელოს ტერიტორიაზე. კარგია, რომ აქვთ შენიშვნები, თუკი იქნება სხვა შეცდომებიც, შემდეგ გამოცემაში გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ“, – ამბობს როლანდ თოფჩიშვილი.
ავტორების თქმით, მასალის ამ ნაწილზე გრიფირების ჯგუფს კითხვები არ გასჩენია.
მიმდინარე წლის აგვისტოში, განათლების სამინისტრომ, როცა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, განაცხადა, რომ „რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები“. მათ შორის საუბარი იყო „მე და საზოგადოებსა“ და „ჩვენი საქართველო“-ზე.
მაშინ სამინისტროში ამბობდა, რომ ეს სახელმძღვანელოები განსაკუთრებულად ხარისხიანი უნდა ყოფილიყო, „ამიტომ მათზე მუშაობა გრძელდებოდა“.
„ჩვენი საქართველო“ სკოლებში სულ რამდენიმე დღეა, რაც შევიდა.

ბათუმში ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე საკრებულოს განათლების კომისიამ უარი თქვა. ამ კომისიის დადებითი დასკვნის გარეშე ამ საკითხზე მომზადებულ პეტიციას საკრებულო ვერ განიხილავს.
პეტიცია ბათუმის „შერატონის“ მესაკუთრის – ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე 3 სექტემბერს გამოცხადდა. პეტიციას 1111-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
„უარი გვითხრეს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ქსენოფობიაში დაგვდებენ ბრალსო. მე ვუთხარი მათ, რომ საკრებულო მინიპარლამენტია და პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ოფიციალურ დოკუმენტს როცა ჩაგვაბარებენ, შემდეგ ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ. სასამართლოში ქუჩისთვის ჩარმიქლის სახელის მინიჭებას გავასაჩივრებთ. მიგვაჩნია, რომ თავის დროზე ეს უკანონოდ მოხდა, რადგან არ იყო საზოგადოების დაკვეთა… კომისიის წევრები დაგვპირდნენ, რომ თუკი საჩივარს მოვამზადებთ, ისინიც მოგვიწერენ ამაზე ხელს,“ – გვითხრა დავით ფარტენაძემ, რომელიც ამ პეტიციის ინიციატორი იყო.
„… ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი ასრულებდა კონკრეტული ფინანსური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რისგანაც მან მიიღო ფინანსური მოგება. ანუ, შესაბამისად ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი არ ახორციელებდა საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო და/ან საქველმოქმედო საქმიანობას. მისი ღვაწლი უნდა შეფასდეს, როგორც კონკრეტული ბიზნესქმედება. ჩვენ, პეტიციის ხელმომწერთ, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ბათუმში მდებარე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას გადაერქვას სახელი და დაერქვას „ქართველი ჯარისკაცის“ სახელი,“ – აღნიშნულია პეტიციაში.
წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება. გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსული იყო ქალაქ იზმირში.

„ჩვენ არ გვინდოდა ამას პოლიტიკური სარჩული მისცემოდა,“ – გვითხრა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის კომისიის წევრმა ლაშა სირაბიძემ. რატომ მიეცემოდა ქუჩისთვის სახელის შეცვლას „პოლიტიკური სარჩული“? – ლაშა სირაბიძემ გვითხრა, რომ კითხვას კომისიის თავმჯდომარემ უნდა გასცეს პასუხი. საკრებულოს წევრმა მოკლედ გვითხრა თავისი პოზიციაც:
„მე, პირადად, შევატყვე პეტიციიის ავტორებს პოლიტიკური ნიშნები. ისინი აქცენტს აკეთებდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაზე – აი, ვნახოთ ახლა, გიორგი კირთაძის გადაწყვეტილების შეცვლას თუ შეძლებთო… მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მიზნით არ უნდა შეეცვალოს ქუჩას სახელი, თუ სამართლებრივად დაირღვა რამე, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ, მე ამის მომხრე ვარ… არ ვიცი, დაირღვა თუ არა იმ დროისთვის არსებული რეგლამენტი,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე.
„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა ირაკლი პატარიძემ, საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარემ.
საკრებულო თავს იკავებს სხვა ქუჩების სახელების გადარქმევაზეც. 2018 წლის მარტში საკრებულომ უარი თქვა გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებაზე. ამავე წლის აგვისტოში საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხს განიხილავენ, თუმცა ამ დრომდე ინიციატივა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას არ განუხილავს.
ამავე თემაზე:
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგიონის მოსახლეობისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპლანტაციისთვის ერთ პაციენტზე 65 000 ლარი გამოიყოფა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მომავალი წლისთვის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც, ასევე, სამინისტროს პროგრამაშია გათვალისწინებული) ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო. დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა 9 პაციენტმა. ჯამში გამოიყო – 370 000 ლარი.
26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა ქვეითს. დაზარალებული 70 წლამდე ქალია და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებული კონტაქტურ მდგომარეობაშია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო .
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, ღამით – დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
მთაში მოსალოდნელია:
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, პირველ, ორ დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
__________
მთავარ ფოტოზე: შემოდგომა ქობულეთში. ფოტო: გურამ მურვანიძე, „ბათუმელები“
საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.
2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ აღნიშნული საკითხი გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.
„ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.
ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.
ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომოპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.) და ქართული ჭიდაობა (2018 წ.).
ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ბათუმში არჩევნები სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმში სულ ხმა მისცა 80 364-მა ამომრჩეველმა. ოლქში შესული ოქმების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ბათილად იქნა ცნობილი 2 051 ბიულეტენი. ბათუმში სულ 10 საჩივარი დაიწერა.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმში არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 55.84-მა პროცენტმა მისცა ხმა. არჩევნების მეორე ტურის მონაცემებით, ბათუმში სულ 143 925 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბრის არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. მაშინ ვაშაძემ 27 676 ხმა მიიღო [ამომრჩევლის ხმათა 44.82%], ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 20 919 ხმა [ამომრჩევლის ხმათა 33.88%].
ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, შუახევის #82 ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დროისთვის [00:40 საათი] 13 უბნიდან 11 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – ორი.
შუახევის მეთხუთმეტე უბანზე კანდიდატებს შორის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა – #15 საარჩევნო უბანზე 224 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 225 ხმა კი – სალომე ზურაბიშვილმა.
ამ მუნიციპალიტეტში, ცესკოს მონაცემებით, სულ 49 საარჩევნო უბანია.
ცესკოს მონაცემებით, შუახევში სულ 15 145 ამომრჩეველი ცხოვრობს. მათგან 28 ნოემბრის არჩევნებზე 9 301-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა სასურველ კანდიდატს.
ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის 83-ე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დოისთვის [12:40 საათი] 14 უბნიდან 13 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი ერთი – 36-ე უბანი.
ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში სულ 44 944 ამომრჩეველი ცხოვრობს და მათგან 27 347-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.
28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, ხელვაჩაურში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 49.62 %.
ხელვაჩაურში სულ 46 საარჩევნო უბანია.
___________
არჩევნების მეორე ტური აჭარაში. ფოტო: „ბათუმელები“
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ დროისთვის 16 უბნიდან 15 უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ერთი – მე-11 საარჩევნო უბანი კი – გრიგოლ ვაშაძემ. ამ უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: ვაშაძე – 219 ხმა, ზურაბიშვილი – 194 ხმა.
ხულოში სულ 54 საარჩევნო უბანია. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 24 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 13 846-მა ამომრჩეველმა მიიღო.
________
მთავარ ფოტოზე: 28 ოქტომბრის არჩევნები. საარჩევნო უბანი სოფელ თაგოში, ხულოში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში ამ წუთებში უკვე ოცდაშვიდზე მეტი უბნის მონაცემებია დათვლილია, მათ შორის: # 72, 88, 101, 5, 102, 5, 102, 57, 95 და სხვა უბნები.
ამ დროის მონაცემებით [23:00 საათი], ოლქში შემოსული დათვლილი ოქმების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს 7 385 ხმით, გრიგოლ ვაშაძეს კი – 6 338 ხმა აქვს.
ოლქში შემოსული ოქმების თანახმად, თითქმის ყველა უბანზე არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. გამონაკლისებია ბათუმის #101 უბანი, სადაც გრიგოლ ვაშაძემ 252 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 231 და ბათუმის #102 უბანი, სადაც გრიგოლ ვაშაძემ 344 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი 111.
ოლქში საარჩევნო უბნებიდან მონაცემები თანდათან შედის და, შესაბამისად, პროცენტული სხვაობა იცვლება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ბათუმში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
შეგახსენებთ, ბათუმში არჩევნების პირველი ტური გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
ბათუმის 79-ე ოლქში სულ 103 საარჩევნო უბანია.
________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის #79 ოლქი
შს სამინსიტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.
„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა.
ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი – ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს.
დაკავებულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა უკვე განხორციელდა, თურქმა კოლეგებმა ჯ.ა. ქართველ სამართალდამცველებს სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადმოსცეს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება“ – აღნიშნულია შს სამინსიტროს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
_________
ფოტო: შს სამინისტრო
მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა პირველი კომენტარი გააკეთეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის ცნობილი საბოლოო შედეგები:
„ბოლო წუთამდე აქტივობა იყო ძალიან მაღალი, მიუხედავად ძალიან დიდი პატივისცემისა „ედისონ რისერჩის“ მიმართ, ხუთი საათის შემდეგ სამი საათი იყო კიდევ, ამომრჩეველი აქტიურობდა და შესაძლებელია ეს შედეგები შეიცვალოს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ, ყველა ოქმი უნდა მოვიტანოთ, ჩვენ თვითონ უნდა დავთვალოთ და საბოლოო შედეგი იტყვის ალბათ თავის სიტყვას.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი რესურსი გამოიყენა, ვნახეთ ადამიანების უპრეცედენტო მოსყიდვა, მუქარა, კრიმინალთა ალიანსი, ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი, მაღალი იყო აქტივობა და ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა შედეგი დადგება. ამიტომ წინასწარ რაიმე გადაწყვეტილებაზე, რა შეიცვლება, აღიარებაზე, გეგმებზე და ასე შემდეგ საუბარი გვექნება მას შემდეგ, რაც საბოლოო შედეგი გვეცოდინება“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად „ქართული ოცნების ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
წინასწარი შედეგების გამოცხადებას მმართველი პარტიის და აჭარის მთავრობის წევრები საარჩევნო შტაბში ელოდნენ, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, კომენტარი გააკეთა.
„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს ქვეყანას კიდევ ერთ ახალ ეტაპს, დემოკრატიის ტესტის წარმატებით ჩაბარებას. ეგზიტპოლების პირველი შედეგებით ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ლიდერობს, უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ცესკოს მონაცემებს, მაგრამ ქალბატონ სალომეს შეგვიძლია გაპრეზიდენტება მივულოცოთ და მივულოცავ ჩვენს ხალხს.
ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და გამარჯვება ეკუთვნის არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ მთლიანად ქართველ ხალხს“ – განაცხადა რიჟვაძემ.
ბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან 2 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. ორგანიზაცია “ახალი ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლის, ლამარა დუმბაძის თქმით, ის საარჩევნო უბანზე მარკირებული ამომრჩევლების ხელახლა შესვლას აპროტესტებდა.
“ადამიანები, რომლებსაც მარკირება გავლილი ჰქონდათ, ხელახლა შემოუშვეს. ასეთი იყო 6 ამომრჩეველი,”- ირწმუნება ლამარა დუმბაძე.
“ასე არ არის. მხოლოდ ერთ ადამიანს აღენიშნებოდა ხელზე სითეთრე. მას მანდარინი ჰქონდა სავარაუდოდ ნაჭამი,”- გვითხრა ნათელა მაისურაძემ, 26-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.
მარკირების წესების დარღვევაზე უბანზე ორი საჩივარი დაიწერა. ორივეს ავტორი არის ორგანიზაცია “ახალი ევროპული მომავლისთვის”. თავდაპირველად ამ უბნიდან პოლიციამ პირველი საჩივრის ავტორი – კახა ჯაიანი გააძევა, რომელიც ოლქშია წარმოდგენილი და სიტუაციის დაძაბვის შემდეგ უბანზე მივიდა.
მეორე საჩივარი ლამარა დუმბაძემ დაწერა, რომელიც 26-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრას დილიდან აკვირდებოდა.
სიტყვიერი კამათის შემდეგ პოლიციელებმა ორივე დამკვირვებელი გაიყვანეს საარჩევნო უბნიდან.

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი კახა ჯაიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმის 26-ე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი ცდილობდა ხმის მიცემას.
„მე ვთხოვდი კომისიის თავმჯდომარეს, რომ ამაზე მოეხდინა რეაგირება და არჩევნები კანონის ფარგლებში ჩაეტარებინა, თუმცა მან პოლიცია გამოიძახა“ – ამბობს ჯაიანი.
მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ოთხი პირი, რომლებსაც მარკირება ჰქონდათ, უბანზე მაინც შეუშვა და მათ ხმის მიცემის უფლება მისცა.
„შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები მე-4 განყოფილებიდან, აქტი შეადგინეს. თავდაპირველად ჩემი გადაყვანა უნდოდათ განყოფილებაში, თუმცა შემდეგ არ ვიცი რატომ გადაიფიქრეს და მანქანაში გამომკითხეს“-ამბობს ჯაიანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 47.31%-ია, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია.
აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება:
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი.
აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია – 15 საათის მონაცემები
ბათუმში ამომრჩევლის 19.3-მა პროცენტმა მისცა ხმა – 12:00 საათი